შეთანხმებული ქორწინება (ჰულლა ნიქაჰი)


ალლაჰის სიტყვები: فَإِن طَلَّقَهَا فَلَا تَحِلُّ لَهُۥ مِنۢ بَعْدُ حَتَّىٰ تَنكِحَ زَوْجًا غَيْرَهُۥ ۗ فَإِن طَلَّقَهَا فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَآ أَن يَتَرَاجَعَآ إِن ظَنَّآ أَن يُقِيمَا حُدُودَ ٱللَّهِ
თუ გაეყარა კაცი ქალს (მესამეჯერ), ამის შემდეგ აღარ არის ეს ქალი ნებადართული მისთვის, სანამ სხვა ქმარს არ მისთხოვდება: მერე ამანაც თუ გაუშვა, ცოდვა არ ექნეს არც ერთს იმის გამო, თუ დაუბრუნდებიან ერთმანეთს, თუკი იმედი აქვთ, რომ დაიცავენ ალლაჰის დადგენილ ნორმებს...
(სურა ბაყარა 2:230)

შარიათის მიხედვით თუ კაცი დაშორდება ცოლს სამჯერ მას აღარ აქვს უფლება შემოირიგოს და მეოთხედ მოიყვანოს ვიდრე სხვას არ მითხოვდება და იმასაც არ დაშორდება ყოფილი ცოლი. ზოგიერთებმა ნახეს ასეთი გამოსავალი:

აბდულლაჰ იბნ მას'უდი გადმოსცემს: لَعَنَ رَسُولُ اللَّهِ صلى الله عليه وسلم الْمُحِلَّ وَالْمُحَلَّلَ لَهُ
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დასწყევლა ის, ვინც ქორწინდება ქალზე შეთანხმებულად და ისიც, ვისთვისაც ეს კეთდება.
(თირმიზი 1120)

ჰადისში ვკითხულობთ სიტყვა მუჰილლას. ჰულლა არის - როცა გინდა ყოფილი ცოლის დაბრუნება, ნახულობ ვინმე კაცს, უთანხმდები რომ მოიყვანოს შენი ყოფილი ცოლი, მერე დაშორდეს და მოიყვან შენ. ამას ქვია ისლამში ჰულლა ნიქაჰი (შეთანხმებული ქორწინება) და ამ საქმის გამკეთებელი ალლაჰის შუამავალმა დასწყევლა.

ალლაჰმა უკეთ იცის