სალაფების გამონათქვამები 3


1. იბნი თაიმიამ თქვა:
უმეცარი ბუზს ჰგავს; ეძებს ჭრილობებს და კარგს უგულებელყოფს.
(მინჰაჯ ას-სუნნა 6:150)

2. იბნ ალ-ყაიმ ალ-ჯაუზიმ თქვა: ისწავლე გამოცდილება გამოცდილებისგან, იმათგან, ვინც ცხოვრობდა შენზე უწინ, და შენ გახდები მაგალითი მათთვის, ვინც, შენს შემდეგ იცხოვრებს.
(ქითაბ ალ-ლატაიფ ფილ ვააიზ გვ 68)

3. ალლაჰმა თქვა ყურანში:
...არ შეგაცდინოთ მიწიერმა ცხოვრებამ...(ლუყმან 31:33)
ჰასან ალ-ბასრიმ თქვა ამის შესახებ: და ვინ თქვა ეს? ეს თქვა ყოვლისგამჩენმა, რომელმაც იცის მიწიერი ცხოვრების არსი.
(ზუჰდ იბნ აბი დუნია გვ 195)

4. ვაყია იბნ ალ-ზარახმა თქვა:
თუ გსურთ თქვენ ისწავლოთ ჰადისი, მაშინ გამოიყენეთ ის ცხოვრებაში.
(ჰავადის ალ-ყისას ალ-ირაყი გვ 100)

5. იბნ ქასირმა თქვა:
ვინც ფლობს ამ თვისებებს - პატიებას ითხოვს და ცოდვებს ინანიებს, მას ალლაჰი გაუმარტივებს სარჩოსკენ (რიზყ) მიმავალ გზას და დაზოგავს (ადამიანის) მის ძალას.
(თაფსირ იბნ ქასირ 4:329)

6. შურაიხმა თქვა:
ხალხისთვის ისეთი დრო მოვა, როცა რწმენას უსაყვედურებენ, ისევე, როგორც დღეს საყვედურობენ გარყვნილებას.
(ალ-ფიტან 23)

7. შუ'ბამ თქვა:
ვინც სწავლობს ჰადისს მაგრამ არ იცის არაბული ენა, ჰგავს მამაკაცს, რომელსაც კაპიუშონი ახურავს თუმცა თავი არ აქვს.
(ალ-ხატიბ ჟამი 2:26)

8. ალ-ვაფა იბნ 'აყილმა თქვა:
ალლაჰი გაქებს შენ (როცა მან თქვა ყურანში, რომ ადამიანი საუკეთესო ფორმით გააჩინა და ასევე თქვა, რომ ყურანი ხალხის ამაღლება და პატივია), მიუხედავად იმისა, რომ ის ის არის. და შენ ზურგს აქცევ მის ბრძანებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ შენ ხარ.
(მუფიდ ალ-მუსტაფიდ ფი ყურტი თარიხ ათ-ავჰიდ 15)

9. 'აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა:
არავინ დაბადებულა სწავლული. ცოდნა მიიღწევა მხოლოდ სწავლით.
(ქითაბ ალ-'ილმა ლილჰაფიზ აბი ხუტმა ზუჰირ ჰარბ ალ-ნისაი 115)

10. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) უთხრა თანმხლებლებს:
"მოდით გავზარდოთ ჩვენი რწმენა" და იმათმა ახსენეს უზენაესი ალლაჰი.
(ლალაქაი 5:941)

11. ჰაბიბ იბნ აბუ საბითმა თქვა:
სუნნეთიდანაა, როცა ადამიანი კითხულობს ჰადისს რომ ყველამ მიაბრუნოს სახე მისკენ და არ მიაქციოს ყურადღება სხვას.
(ბინ ჰარბ ალ-ნისააი 145)

12. აბდულლაჰ იბნ აბბასმა თქვა:
ნებისმიერი ცოდვა, რომლის ჩადენაც ალლაჰმა აკრძალა, მძიმეა.
(ლალაქაი 1916)

13. ჯა'ფარ იბნ ჰაიანმა თქვა:
საქმეში მთავარი - განზრახვაა. ადამიანი აღწევს განზრახვით იმას, რასაც საქმით ვერ აღწევს.
(იბნ ალ-მუბარაქ აზ-ზუჰდ 189)

14. იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
ცოდნა მიიღწევა ძილის გაწირვით. (ე.ი თუ ნაკლებს იძინებ და ბევრს წაიკითხავ).
(ქითაბ ალ-ლატაიფ ვალ ფავაიზ 141)

15. იბნ მას'უდმა უთხრა თავის შვილს:
შვილო ჩემო, იტირე შენი ცოდვების გახსენებაზე.
(ვაყი აზ-ზუჰდ 30)

16. იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
ყოვლისშემძლე ალლაჰის შემდეგი სიტყვები ვრცელდება იმათზე, ვინც არის ალლაჰის ჭეშმარიტი მსახური: 'განა არ არის ალლაჰი საკმარისი თავისი მსახურისთვის?!'
(ზუმარ 39:36)

(ვაბილ გვ 20)

17. იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
მამაკაცი - ეს არის, ვისაც ეშინია თავისი გულის სიკვდილის, არათუ თავისი სხეულის სიკვდილის.
(მადარაჯი სალიქინ 3:249)

18. როცა ადამიანი ცოტას ჭამს, მის სახლში ბევრი საკვები არ ინახება.
მას ჰყოფნის ცოტა ფული. და ვინც არის შეჩვეული სავსე მუცელს, მისი მუცელი, მისი მეტოქე ხდება და ყოველდღე ეკითხება მას: დღეს რას შევჭამ?
(იჰია ულუმ ად-დინ 3:140)

ლუყმანმა უთხრა თავის შვილს:
შვილო ჩემო, არ ჭამო მაშინ, როცა მაძღარი ხარ. შენთვის სჯობია, ეს საკვები ძაღლს მისცე, ვიდრე შენ ჭამო.
(ალ-ადაბ აშ-შარია 3:184-185)

აბდულვაჰიდ იბნ ზეიდმა თქვა:
ვინც აკონტროლებს თავის მუცელს მას კარგი მანერები აქვს. და ვინც არ იცის მისი რელიგიისთვის საზიანო საკვები, ის ბრმაა თაყვანისმცემელთა შორის.
(რუჰბან ალ-ლაილ 2:221)

19. იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
როდესაც ადამიანის ნებისყოფა უკეთესობისკენ გაძლიერდება, მანკიერება შორდება მას, და როდესაც ის შესუსტდება, მისკენ უბიძგებს.
(მადარაჯი სალიქინ 3:171)

20. ალ-ფუდაილ იბნ იადმა თქვა:
ვფიცავარ ალლაჰს, შენ არ გაქვს უფლება ზიანი მიაყენო ძაღლს ან ღორს უფლების გარეშე, და როგორ უნდა მიაყენო ზიანი მუსლიმანს?
(სიარ ა'ლამ ან-ნუბალა 427)

21. ჰაფიზ იბნ ჰაჯარმა თქვა:
ვინც ყურანს გულმოდგინედ კითხულობს, მას ენა ემორჩილება და კითხვა უმარტივდება. ვინც მიატოვებს კითხვას, მაშინ კითხვა მისთვის რთული და მტკივნეული ხდება.
(ფათჰულ ბარი 9:79)

22. არ-რაბი იბნ სულეიმანმა თქვა:
აშ-შაფიიმ მითხრა მე: ჰეი რაბი, რომ შემეძლოს შენი ცოდნით გამოკვება, მაშინ ამას გავაკეთებდი მე.
(ჯამი ბაიანა 'ილმ 753)

23. იბნ რაჯაბმა თქვა:
ადამიანისთვის, საუკეთესო დრო მონანიებისთვის არის როცა ჯანმრთელია, სანამ დაავადება მივა მასთან, რათა მეტი დრო ჰქონდეს კარგის გასაკეთებლად.
(ლატაიფულ მა'რიფა 335)

24. ვიღაცამ ჰკითხა იბნ მას'უდს:
გვიამბე, როგორია ჯოჯოხეთი? მან უპასუხა:
ის რომ დაგენახათ, გული ამოვარდებოდა საგულედან.
(იბნ აბი დუნია სიფათუ ნნარ 53)

25. იმამ ჰარბ იბნ ისმაილ ალ-ქირმანიმ თქვა:
მე ვკითხე იბნ რაჰავეიჰს: როდესაც ადამიანი ეტყვის მუშრიქს, რომ ის არის ჭკვიანი ადამიანი, დასაშვებია ეს? მან მიპასუხა:
არ შეიძლება ამის თქმა, რადგან მათ არ აქვთ ჭკუა.
(მასაილ ჰარბ ალ-ქირმანი 2:881)

26. იმამ ალ-ასმა'ი გადმოსცემს იმამ აჰმადისგან, რომ მან გაიგონა აიუბ სახტიანისგან, რომელიც ამბობდა: ერაყის მცხოვრებლების სიახლეში ჩავარდნის მიზეზი იყო ის, რომ ისინი დაბალ დონეზე ფლობდნენ არაბულ ენას.
(აზ-ზინა ტომი 1 გვ 124)

27. უმარ იბნ აბდულ 'აზიზმა თქვა:
ჰეი თქვენ, რომლებიც ფარულად სჩადიხართ ცოდვებს! იცოდეთ, რომ ალლაჰის წინაშე იქნება სამარცხვინო პასუხისგება. ალლაჰმა თქვა: ვფიცავ შენს ღმერთს, ჩვენ მოვკითხავთ მათ ერთიანად.
(ჰიჯრი 15:92)

(იბნ აბი დუნია)

28. იბნი თაიმიამ თქვა:
რაოდენ ხშირად აკეთებენ სულები იმას, რაც უნდათ. და სჯერათ, რომ ამას აკეთებენ ალლაჰის მორჩილებისთვის.
(მაჰმუ'ულ ფატავა 28:207)

29. იბნ აბბასმა თქვა:
ცოდნის განმეორება ღამით ჩემი რჩეულია ვიდრე (სალოცავად) გამოღვიძება.
(ჯამი ბაიან ალ-'ილმა 107)

30. აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა:
ისწავლეთ, რადგან უეჭველად, არცერთმა თქვენგანმა არ იცის თუ როდის დასჭირდება ის ხალხს.
('ილუ ლილჰაფიზ 8)

31. იბნ ჰანიმ თქვა:
დავინახე იმამ აჰმადი როდესაც გზაში მიდიოდა მას შემოხვდა ორი ქალი. ის გზის შუაში აღმოჩნდა და გაჩერდა თავის ადგილზე სანამ იმათმა არ გაიარეს.
(ალ-ადაბა აშ-შარია 2:6)

32. იმამ აჰმადმა თქვა:
თუ გსურთ მუდმივად მოგცეთ ალლაჰმა ის, რაც გიყვართ, მაშინ მუდმივად იყავით იმაში, რაც მას უყვარს.
(ალ-ბიდაია ვა ნნიჰაია 1-:330)

33. სუფიან ას-საურიმ თქვა:
თუ მოახერხებ თავი ისე მოიფხანო როგორც სალაფებმა, მაშინ გააკეთე ისე როგორც მათ გააკეთეს
(ზამმ ალ-ქალამ 1:181)

34. იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
თუ ადამიანზე მისი ნეფსი (სული/ვნება) და სატანა გაიმარჯვებს, ის ადამიანი დამწუხრდება, აღელდება, დაითრგუნება და ჩაახშობს მასში სიკეთისკენ სწრაფვას.
(ალ-ფავაიდ გვ 94)

35. იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
ცოდვა იწვევს იმ ქვეყნიური ცხოვრების ზარალს, როგორც ვალი იწვევს ამ ქვეყნიური ცხოვრების ზარალს.
(ალ-ფავაიდ გვ 92)

36. იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
როდესაც ფული არის თქვენს ხელში და არა გულში, ეს თქვენ არ დაგაზარალებთ, თუნდაც ბევრი იყოს. და როცა ფული არის თქვენს გულში, ის დაგაზარალებთ თქვენ, თუნდაც არ იყოს თქვენს ხელში.
(მადარაჯი სალიქინ 1:463)

37. აბუ ად-დარდამ თქვა:
იმის ცოდნა, რომ ალლაჰმა ჩემი ერთი ლოცვა მიიღო, ჩემთვის მთელს დედამიწაზე და იმაზე უკეთესი იქნებოდა, რაც მასშია, რადგან ალლაჰმა თქვა:
...ალლაჰი მხოლოდ ღვთისმოშიშისგან შეიწყნარებს.
(მაიდე 5:27)

(თაფსირ იბნ ქასირ 3)

38. ალი იბნ აბუ ტალიბმა თქვა:
რწმენა გულში წერტილივით ჩნდება, და ყოველთვის, როცა რწმენა იზრდება, ეს წერტილიც იზრდება.
(შარჰუ უსულ ითიყად 5:941)

39. იბნი თაიმიამ თქვა:
როდესაც ხალხი ერთმანეთს ეხმარება ცოდვების ჩადენაში და მჩაგვრელობაში, (უსამართლობაში) ისინი საბოლოოდ ერთმანეთს იძულებენ.
(მაჯმუ'ულ ფატავა 15:128)

40. აბდულლაჰ იბნ აბბასმა თქვა:
მორცხვობა და რწმენა ერთად არიან, და როცა ერთ-ერთი მათგანი დატოვებს ალლაჰის მსახურს, მეორეც თან მიჰყვება.
(ალ-ლალაქაი 6:1019)

41. იმამ მუჰამმად იბნ იდრის აშ-შაფიმ თქვა:
ვისაც სურს ალლაჰმა გახსნას მისი გული და ცოდნით დააჯილდოვოს: განმარტოვდეს, ცოტა ჭამოს და მიატოვოს სულელებთან და ზოგიერთ მცოდნესთან ყოფნა, რომელსაც არ აქვს სამართლიანობა და ქცევის ეთიკა.
(ბუსტან ალ-არაფანი 1:53)

42. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
საჰაბეები ამბობენ:
ვინც თავისი (მუსლიმი) ძმა დაადანაშაულა იმ ცოდვაში, რომელიც მან უკვე მოინანია ალლაჰის წინაშე, იგი ისე არ მოკვდება, ვიდრე იგივე ცოდვას თვითონვე არ იგემებს.
(იბნ აბი დუნია 1:170)

43. იბნ ალ-ყაიმ ალ-ჯავზიამ თქვა:
ვნების სასმელი ტკბილია, მაგრამ გვალვა მოჰყვება მას.
(ალ-ფავაიდ გვ 125)

44. მალიქ იბნ დინარმა თქვა:
მოერიდეთ ყველა თანამოსაუბრეს, ვისგანაც (რელიგიურ) სარგებელს ვერ ნახულობთ.
(იბნ აბუ ასიმ აზ-ზუჰდ 86)

45. ორი ბედნიერი დღე ადამიანის ცხოვრებაში.
იმამ იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
(ალლაჰის) მსახურის ცხოვრებაში საუკეთესო დღე არის მისი მონანიების დღე, და ალლაჰის მიერ ამ მონანიების მიღების დღე.
(ზაად ალ-მაად 3:511)

ალლაჰმა ყურანში ხუთ ადგილას ახსენა ბედნიერება, მათგან ორი არის განკითხვის დღის ბედნიერება, როცა ალლაჰი ადამიანს აპატიებს და შეუშვებს სამოთხეში:

ალლაჰის სიტყვები:
105. მოდის დღე, როცა ვერ დაილაპარაკებს ვერცერთი სული, თუ არა მისი(ალლაჰის) ნებით და მათგან იქნებიან უბედურნი და ბედნიერნი.
106. ისინი, რომელნიც იქნებიან უბედურნი, ცეცხლში იქნებიან და იქნება იქ ოხვრა და კვნესა.
107. იქნებიან იქ მარადიულად, სანამ იარსებებენ ცანი და დედამიწა, თუ არ იქნება შენი ღმერთის ნება. შენი ღმერთი იქმს იმას, რასაც ინებებს.
108. ისინი კი, რომელნიც გაბედნიერდებიან, სამოთხეში დამკვიდრდებიან, იქნებიან იქ მარადიულად, სანამ იარსებებენ ცანი და დედამიწა, სანამ შენი ღმერთი არ ინებებს ულევ საზღაურს.
(სურა ჰუდ 11:105-108)

46. ალ-ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
დროებითი სიამოვნება ნუ მოგატყუებთ. შენი ცხოვრება ხანმოკლეა და ნუ გადადებ დღევანდელს ხვალისთვის, რადგან შენ არ იცი როდის შეხვდები ალლაჰს.
(ჰილიათულ ავლია 2:140)

47. არ-რაბი იბნ ანასმა თქვა:
ალლაჰის სიყვარულის ნიშანი არის მისი ხშირი ხსენება. როდესაც შენ გიყვარს ვიღაც, უფრო ხშირად მასზე ლაპარაკობ.
(ჯამი' ალ-ბაიან ვალ ჰიქამ 2:516)

48. იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
უზენაესი ალლაჰის ხშირი ხსენება არის ნიფაყისგან (თვალთმაქცობისგან) თავდაცვა.
(ვაბილ ალ-საიბ გვ 195)

49. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა:
ვინც იცის მაშინ ასწავლოს სხვებს, და ვინც არ იცის, მაშინ სწავლულებს ჰკითხოს.
(ჯამი' ალ-ბაიან ალ-'ილმ 1:425)

50. იბნი თაიმიამ თქვა:
დაუშვებელია მოვიწყვიტოთ უზენაესი ალლაჰის წყალობის იმედი, თუნდაც ჩვენი ცოდვები უზარმაზარი იყოს.
(მაჯმუ'ულ ფატავა 16:19)

51. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: من أطلق طرفه، كثر ألمه
ვინც თავისუფლება მისცა თავის მზერას, მისი ტანჯვა მოიმატებს.
(ბაჰრ ალ-დუმუ'ა 1:37)

52. 'აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა:
სუნნეთში ზომიერება უკეთესია ვიდრე სიახლისკენ სწრაფვა.
(ალ-იბანა 161, ლალაქაი 114)

53. ალ-ჰასან ალი ალ-ბარბარაჰიმ თქვა:
მმართველების წინააღმდეგ ბრძოლა და მათ წინააღმდეგ აჯანყება დაუშვებელია, თუნდაც უსამართლო იყოს. სუნნაში მათ წინააღმდეგ ბრძოლა არ არის გადმოცემული. მათ წინააღმდეგ ბრძოლა იწვევს რელიგიის და მიწიერი საქმეების შესუსტებას.
(შარჰუ სუნნა 34)

54. ვაყიმ თქვა:
ვინც ეძებს ჰადისს თავისი აზრის დამტკიცებისთვის, ის სიახლის მიმყოლი ადამიანია.
(ზამ ალ-ქალაამ ვა აჰლიჰი 337)

55. მუაზ იბნ ჯაბალმა თქვა:
შენ უნდა ეძიო ცოდნა.
უეჭველად ცოდნის ძიება თაყვანისცემაა. მისი შესწავლა ალლაჰის კმაყოფილებისთვის კარგი საქმეა. მისადმი სწრაფვა ალლაჰის ხალხთან დაახლოების საშუალებაა. შეძენილი ცოდნის სწავლება სხვებისთვის არის მოწყალება (სადაყა). მისი გამოკვლევა ჯიჰადია, ხოლო განახლება თასბიჰი.
(ად-დაილამი 2237, მაჯმუ'ულ ფატავა 4:42)

56. აბუ ასვად ად-დუვალიმ (გარდაიცვალა ჰიჯრიდან 69 წელს) თქვა:
არაფერია ცოდნაზე უფრო სასიკეთო. მეფეები არიან ხალხის მმართველები, ხოლო სწავლულები მეფეების მმართველები არიან.
(თაზქირათუს საამი 35)

57. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს:
აჰლუ სუნნა ვალ ჯამა'ას და მცოდნე ხალხის სახეები თეთრი იქნება.
(ად-დურარ ალ მანსურ 2:111-112)

58. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
რომ არა სწავლულები, ადამიანები პირუტყვებს დაემსგავსებოდნენ.
(მუხთასირ ნასიბა აჰლილ ჰადის გვ 167)

59. მუაზ არ-რაზიმ თქვა:
სწავლულები მუჰამმადის უმმეთისთვის იმაზე უფრო მოწყალენი არიან ვიდრე მშობლები მათი შვილების მიმართ.
- ეს როგორ? - ჰკითხეს მას.
- იმიტომ, რომ მშობლები შვილს იცავენ ამქვეყნიური ცეცხლისგან, ხოლო სწავლულები იცავენ მათ იმქვეყნიური ცეცხლისგან. - უპასუხა მან (ე.ი სწავლული მოგიწოდებს ჭეშმარიტებისკენ და მისი მეშვეობით ალლაჰი გაყენებს სწორ გზაზე, რის გამოც გადაურჩები ცეცხლს ალლაჰის ნებით.)
(მუხთასირ ნასიბა აჰლილ ჰადის გვ 167)

60. შეიხმა ვასიულლაჰ აბბასმა თქვა:
სუფისტები ამბობენ, რომ ალლაჰი ყველგანაა... მაშინ ჩნდება კითხვა, თუ რატომ აამაღლა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თავისთან ზეცაში მირაჯის ღამეს?

61. იბნ რაჯაბ ალ-ჰანბალი გადმოსცემს:
იმამ აჰმადმა თქვა:
კარგი ხასიათია (ზნეობაა) არ გაბრაზდე და არ განრისხდე. კარგი ზნეობა არის მოითმინო ის, რაც ხალხისგან მოდის.
(ჯამი' ულუმ ვალ-ჰიქამ 1:457)

62. შენ როცა სტირი ალლაჰის შიშით, ეს არის უზენაესი ალლაჰის წყალობა შენზე.
(ფათავა ისლამია 8:26)