ჰიჯრა


გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი არ მიიღებს იმ მუშრიქის საქმეებს რომელმაც ისლამი მიიღო, თუ ის არ დატოვებს წარმართებს (მუშრიქებს) და არ შეურთდება მუსლიმანებს.
(იბნ მაჯა 2536)

იმამი ას-სინდიმ თქვა: ჰიჯრა მუშრიქების მიწიდან მუსლიმანების მიწაზე არის სავალდებულო ყველასთვის, ვინც ირწმუნა. და ის, ვინც ამას არ აკეთებს ურჩია, რომელიც იმსახურებს იმას, რომ ალლაჰმა მისი საქმე არ მიიღოს.
(ხაშია ‘ალა სუნანი ნნასაი 6:83)

ჰიჯრა ისლამში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, რომელსაც აქვს ბევრი სარგებელი: ურწმუნოთა რიცხვის კლება და მუსლიმანთა რიცხვის გაზრდა. მუსლიმებზე დახმარება მტრის წინააღმდეგ და საკუთარი რწმენის დაცვა ცდუნებისგან.
(სილსილათულ მანახი აშ-შარია 3:217)

ურწმუნოთა ქვეყნიდან მუსლიმანების ქვეყანაში გადასახლება არის სავალდებულო. თუმცა თუ მუსლიმანი ცხოვრობს ურწმუნოთა მიწაზე, უსაფრთოდაა მისი რელიგია და საკუთარი თავი, შეუძლია ღიად ისარგებლოს ისლამით ასეთი ადამიანისთვის ჰიჯრა სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი. თუ ადამიანი არ ასრულებს ჰიჯრას, მაშინ, როცა მას ამის საშუალება აქვს, მაშინ ის მიდის იმ საფრთხეების ქვეშ, რომელზეც ალლაჰი ამბობს ყურანში. ჰაფიზ იბნ ქასირმა თქვა: სწავლულები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ ვისი რელიგიაც საფრთხეშია და შეუძლია გადასახლება (ჰიჯრა) აუცილებელია ეს გააკეთოს.
(თაფსირ იბნ ქასირ 2:389)

იმამ ნავავი ამბობდა: მუსლიმანი, რომელიც ცხოვრობს ურწმუნოთა მიწაზე(დარულ ქუფრი), სუსტ მდგომარეობაშია და არ შეუძლია ღიად გამოხატოს თავისი რელიგია, აკრძალულია იცხოვროს ასეთ ქვეყანაში, და ის ვალდებულია შეასრულოს ჰიჯრა ისლამურ ქვეყანაში (დარულ ისლამში)
(რავდათულ ტალიბინ 10:282)

ალლაჰის სიტყვები: ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, ვრცელია ჩემი დედამიწა და მხოლოდ მე მეთაყვანეთ.
(ანქებუთ 29:56)


და ვინც გადასახლდება ალლაჰის გზაზე, იპოვის დედამიწაზე მრავალ სამკვიდროს და სახსარს. და ვინც გაემგზავრება ალლაჰისა და მისი შუამავლისთვის და თავის სახლს მიატოვებს, და მოეწევა ამ დროს სიკვდილი, ალლაჰზეა მისი საზღაური. ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია!
(ნისა 4:100)