ჰიჯაბზე მესჰის გაკეთება
კითხვა:
ქალისთვის თავზე მესჰის გაკეთება დასაშვებია როცა ჰიჯაბი აფარია?
პასუხი:
დიდება ალლაჰს.
1. იმამ მალიქისგან გადმოცემულია, რომ ეს დაუშვებელია და მისი ვუდუ (აბდესი) გაბათილებულია, თუ თავსაფარი თხელი არ არის და წყალს არ შეუძლია შეაღწიოს თმებში. მალიქმა თქვა ამის შესახებ: მან თავიდან უნდა აიღოს ვუდუ და თავიდან უნდა ილოცოს.
(მუდავანა 1:124)
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გადმოცემულია ჰადისი, სადაც წერია, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაიკეთა მესჰი ნასკზე და იმაზე, რაც თავზე ეფარა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაიკეთა მესჰი ნასკზე და ხიმარზე.
(მუსლიმი 275)
ჰადისში წერია ვალხიმაარა - რაც ნიშნავს დაფარვას და საფარველს.
ე.ი მესჰი გაიკეთა იმაზე რაც თავზე ეფარა. აქ იმამ შაფიმ სიტყვებით მან განასხვავა ქალის და მამაკაცის მესჰი თავზე.
2. ჰანბალი მაჰბაზის შეიხების მიხედვით ეს დასაშვებია და მისი აბდესი გაბათილებული არ არის. ასეთი შეხედულება აქვს იბნ ჰაზმს რომელმაც თქვა:
'ყველაფერზე რაც შეიძლება თავზე დავიფაროთ, როგორიცაა ხიმარი, ქუდი, ჩაფხუტი ან ჯაჭვის პერანგი, დასაშვებია მასზე მესჰის გაკეთება, და ამის გაკეთება ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთნაირად შეუძლიათ.
(ალ-მუჰალლაჰ 1:303)
3. მესამე შეხედულებაა ისაა, რომ უნდა განვასხვავოთ ქალისთვის ძნელად მოსახდელია თავსაფარი თუ მარტივად. თუ რთულია მაშინ დასაშვებია ჰიჯაბზე მესჰის გაკეთება, თუ მარტივია დაუშვებელია. ეს შეხედულება ეკუთვნის იბნი თაიმიას.
იბნი თაიმიამ თქვა:
ქალისთვის ჰიჯაბზე მესჰის გაკეთების შესახებ არის ორი გადმოცემა: პირველი შეხედულებით დაუშვებელია, რადგან ტექსტი (რომელი ჰადისიც ზემოთ წერია) გვამცნობს რომ ეს მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დასაშვები, ვინაიდან არსებობს გარკვეული ეჭვი, ეხება ის თუ არა ქალებს. მეორე გადმოცემით ის დასაშვებია:
"მესჰი გაიკეთეთ ნასკებზე და თავსაფარზე"
(მუსნად აჰმად 39:325)
მუფასირებმა (განმმარტებლებმა) თქვეს:
ჰადისი გვეუბნება, რომ შუამავალმა გაიკეთა მესჰი და ეს სანდო ჰადისია... თავსაფარზე მესჰის გაკეთება დაშვებულია როგორც კაცებისთვის ასევე ქალებისთვის იმიტომ, რომ ქალებისთვის ჰიჯაბის მოხდა სირთულესთანაა დაკავშირებული.
(შარჰ ალ-უმდათ 1:265-266)
'თუ არსებობს რაიმე სირთულე, ან სიცივე ან თავსაფრის მოხდაა რთული და შემდეგ ისევ დაფარება, მაშინ არაფერია ამაში საზიანო.
(აშ-შარგ ალ-მუმტი 'ალა ზაად ალ-მუსთაყნი 1:239)
მესამე შეხედულება ყველაზე საღი აზრია. ეს დადასტურებულია შუამავლისგან რომ მან თავზე გაიკეთა მესჰი როცა თავზე ეფარა, და ამაში განსხვავება არ არის ქალსა და მამაკაცს შორის.
ალლაჰმა უკეთ იცის