ჰასან ალ-ბასრის ციტატები
1. გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
რა უცნაურია ის ადამიანი, რომლის შესახებაც გაცხადდა, რომ უნდა წავიდეს (ე.ი უნდა გარდაიცვალოს ერთ დღეს), რომლის წინამორბედებიც წავიდნენ, მაგრამ ის ისევ თამაშობს მის (ამ ქვეყნის)გარშემო.
(ალ-მუჯალასაჰ ვა ჯავაჰირ ალ-'ილმ 843)
2. გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ერთხელ ჯანაზაზე ერთმა კაცმა თქვა: ალლაჰმა დალოცოს კაცი, რომელიც შრომობს ამ დღისთვის; დღეს თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც თქვენს ძმებს, ამ საფლავების ბინადრებს არ შეუძლიათ. გამოიყენეთ თქვენი ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო ვიდრე დადგებოდეს გასაჭირის დღე და მოგკითხავენ.
(იბნ აბი დუნია ზამმ ალ-დუნია 53)
3. გადმოცემულია, ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ვფიცავარ ალლაჰს, არასოდეს ყოფილა ადამიანი, რომელსაც მიუღია ამქვეყნიური სიმდიდრე და არ შეშინებულა, რომ ეს შესაძლოა შეთქმულება იყოს მის წინააღმდეგ, იმ ადამიანის გარდა, რომელსაც აქვს ჭკუა და საღი აზრი. და არ ყოფილა ალლაჰს წაერთვა ამქვეყნიური სიმდიდრე ადამიანისთვის და იმ ადამიანს ეფიქრა, რომ ეს კარგია მისთვის, იმ ადამიანის გარდა, ვისაც აქვს ჭკუა და საღი აზრი.
(იბნ აბი დუნია ზამმა ალ-დუნია 42)
4. გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ცოდნის მიღება და ამის სწავლება მუსლიმანზე ჩემთვის უფრო საყვარელია, ვიდრე გამაჩნდეს მთელი დედამიწა და გავცემდე მას ალლაჰის კმაყოფილებისთვის.
(ალ-ხატიბ ალ-ბაღდადი ალ-ფაქიჰ ვა ალ-მუტაფაყყიჰ 53)
5. გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ჩემამდე მოაღწია ცოდნამ, რომ როცა უზენაესი ალლაჰი ლოცავს ხალხს და აძლევს მათ სიკეთეს, მათგან მადლიერებას ითხოვს. თუ მადლიერნი იქნებიან, მათ უფრო მეტს მისცემს. თუკი ისინი მადლიერნი არ იქნებიან, მის ყველა წყალობას სასჯელის სახით დაუბრუნებს.
(ალ-ბაიჰაყი შუ'აბ ალ-იამნ 4536)
6. გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ვინც ასრულებს საქმეს ცოდნის გარეშე მსგავსია იმისა, ვინც ბილიკზე მგზავრობს; ვინც ასრულებს საქმეს ცოდნის გარეშე მოაქვს მეტი ზარალი ვიდრე სარგებელი. ცოდნის ძიებამ ხელი არ უნდა შეგიშალოთ თაყვანისცემაში, და თაყვანისცემამ ხელი არ უნდა შეგიშალოთ ცოდნის ძიების გზაზე. უეჭველად, იყვნენ ხალხი, რომლებიც ეთაყვანებოდნენ ალლაჰს მაგრამ მიატოვეს ცოდნა და შემდეგ მუჰამმადის უმმეთს შეუტიეს (ე.ი ხავარიჯები) მათი ხანჯლებით. მათ რომ მოეძიათ ცოდნა, ის დაიცავდა მათ ამ საქმისგან.
(იბნ აბდილ ბარრ ჯამი' ბაიან ალ-'ილმ ვა ფადიჰი 905)
7. გააკეთეთ საქმე ალლაჰის სიყვარულით, შიშით და იმედით.
გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
მორწმუნე ასრულებს საუკეთესო საქმეებს და მაინც ძალიან ეშინია(რომ არ მიიღება მისი საქმეები). თუ ის გასცემს მთის ოდენა სიმდიდრეს მოწყალებაში, ის არ არის დარწმუნებული მიღებულ იქნება თუ არა, სანამ არ დაინახავს(ე.ი იმ ქვეყნად). რამდენადაც მართალი და ღვთისმოსავი ხდება, უფრო მეტად მოშიში ხდება. ხოლო ორპირი ამბობს: ამდენი ადამიანია და მე მაპატიება, უპობლემოდ. ის ასრულებს ცუდ და ბოროტ საქმეებს და ალლაჰის შესახებ უგუნური წარმოდგენები აქვს.
(აზ-ზაჰაბი სიარ ა'ლამ ა;-ნუბაქფ 4:586)
8. ნუ შეჭამთ ბევრს.
გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, მე ვიცხოვრე ხალხს შორის, რომლებიც არასოდეს ბრძანებდნენ მათთვის საჭმლის მომზადებას, თუ საჭმელს მიუტანდნენ, მიირთმევდნენ, სხვა დროს კი ჩუმად იყვნენ, და იმაზე არ ფიქრობდნენ საჭმელი ცხელი იყო თუ ცივი.
(აბუ ნუ'აიმ ჰილიათულ ავლია 6:270)
9. გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
საზრიანი ადამიანის ენა გულს არ უსწრებს: როდესაც სურს საუბარი, ჯერ ფიქრობს. თუ მისი სიტყვები იქნება თავის სასარგებლოდ, საუბრობს, თუ ხედავს, რომ მის წინააღმდეგ იქნება დუმს. უმეცარი ადამიანის გული ენა გულს უსწრება: როდესაც რაიმეს ფიქრობს მაშინვე ამბობს, თუნდაც მის წინააღმდეგ იყოს.
(აბუ ბაქრ ად-დაინური ალ-მუჯალაშ ვა ჯავაჰირ ალ-'ილმ 2049)
10. უვარგისობის ოთხი ნიშანი.
გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
უვარგისობის ოთხი ნიშანი არის:
1. მკაცრი/მძიმე გული.
2. მშრალი თვალები(რომელიც არ ტირის).
3. დიდი ხნის სიცოცხლის სურვილი.
4. და სიხარბე და მიდრეკილება ამ ქვეყნიურის მიმართ.
(იბნ აბი დუნია ქითაბ აზ-ზუჰდ 36)
11. გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
თუ ხალხი მოუხმობს ალლაჰს, რომ უსამართლო მმართველების მიერ იტანჯებიან, ალლაჰი მათ გაათავისუფლებს ტანჯვისაგან, მაგრამ ხმალს მიმართავდნენ და ისინი (მმართველები) რჩებოდნენ, და ამას მათთვის ერთი კარგი დღეც არ მოუტანია. შემდეგ აიათი წაიკითხა: ...და აღსრულდა შენი ღმერთის უმშვენიერესი სიტყვები - ისრაელის ძეთა მიმართ იმის გამო, რაც მოითმინეს, ხოლო ის კი დავაქციეთ, რასაც ქმნიდნენ ფარაონი და მისი ხალხი და რასაც ამაღლებდნენ. (სურა ა'რაფ 7:137)
(იბნ აბი ჰათიმ ალ-თაფსირ 8897)
12. გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრი როცა სიკვდილის პირას იყო, მისი რამდენიმე თანხმლები მოვიდა მასთან და უთხრეს: აბუ სა'იდ, გვირჩიე რამე, რაც სარგებელს მოგვიტანს. მან კი უთხრა: მე მოგამარაგებთ სამი რჩევით...
1. იყავით შორს მყოფი ადამიანები იმისგან, რაც აგეკრძალათ.
2. იყავით ის ხალხი, ვინც ჩართულია სიკეთეში და ბრძანებს ამის გაკეთებას.
3. და იცოდეთ, რომ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ორი ნაბიჯია: ნაბიჯი, რომელიც გარგებს, და ნაბიჯი რომელიც შენს წინააღმდეგაა, ასე რომ ფრთხილად იყავით საიდან მოდიხართ და სად მიდიხართ.
(აბუ ნა'იამ ჰილიათ ალ-ავლია 2:154)
13. რწმენის განმარტება.
გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრის როცა ჰკითხეს "რა არის რწმენა?" მან უპასუხა: ეს არის მოთმინება იმისა, რასაც კრძალავს უზენაესი ალლაჰი და ასევე მიღება. შემდეგ ჰკითხეს: რა არის მოთმინება და მიღება? მან უპასუხა: მოთმინება არის ალლაჰის მიერ აკრძალულებისგან თავის შეკავება, და მიღება ის არის, რასაც უზენაესი ალლაჰი ბრძანებს.
(ალ-მუჯალაჰ ვა ჯავაჰირ ალ-'ილმა 3:535)
14. ნიფაყის (თვალთმაქცობის) საშიშროება.
გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: თვალთმაქცები რომ არ ყოფილყვნენ, თავს მარტოდ იგრძნობდით ქუჩებში.
(იბნ ბატტა ალ-იბანა ალ-ქუბრა 936-938)
15. გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
სალაფთაგან რომელიმე რომ გამოიგზავნოს დღეს, ის არავის ცნობდა ისლამში მყოფად. მან(ალ-ბასრიმ) დაიდო ხელები მუხლებზე და დაამატა: "ამ ლოცვის გარდა" შემდეგ თქვა: ვფიცავ ალლაჰს, ეს არ ეხება იმ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ამ უცნობ დროში, რომელსაც არასოდეს უნახავს მართალი წინამორბედები, არამედ დაინახა სიახლის მიმყოლები რომელსაც მოუწოდებდნენ სიახლისკენ, და მიჰყვებიან ამ ქვეყნიურ კეთილდღეობას, რომელსაც მატერიალიზმს უწოდებენ, მაგრამ ალლაჰმა დაიცვა იგი ამ ყველაფრისგან და მის გულში ჩათესა სიყვარული და მისწრაფება წინამორბედებისკენ(სალაფებისკენ) მან გაიკითხა მათი გზა, ეძებს და ცდილობს გაჰყვეს მათ ნაკვალევს, და იცავენ მათ გზას. ასეთი ადამიანის ანაზღაურება და ჯილდო უდიდესი იქნება. ასე რომ იყავით მათი მსგავსნი ალლაჰის ნებით.
(იბნ ვადდა ალ-ბიდა ტომი 1 გვ 190)
16. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ხალხი ამბობს, რომ ვინც ჰაჯს შეასრულებს მას ეპატიებაო. მან თქვა: ეს იმის ნიშანია, რომ ის ტოვებს იმ ცუდ საქმეს რომელსაც უწინ აკეთებდა.
(იბნ აბუ დუნია ალ-თავბა 70)
17. ჰასან ალ-ბასრი ხშირად ამბობდა:
ჰეი ახალგაზრდებო, ისრაფეთ საიქიოსკენ, რადგანაც ჩვენ ხშირად ვხედავთ ხალხს, ვინც მიისწრაფის საიქიოსკენ და ამ ქვეყანასაც იგებს. მაგრამ არასოდეს გვინახავს ადამიანი რომელიც მიისწრაფის ამ ქვეყნიურის მიმართ და მოეგოს საიქიო და ეს ქვეყანაც.
(ალ-ბაიჰაყი აზ-ზუჰდ ალ-ქაბირ 132)
18. ჰასან ალ-ბასრის რჩევა უმარ იბნ აბდულ აზიზს:
გადმოცემულია, რომ უმარ იბნ აბდულ აზიზმა ერთხელ მისწერა ჰასან ალ-ბასრის რომ რჩება მიეცა მისთვის, ჰასან ალ-ბასრიმ კი მისწერა: გულისა და სხეულის ყურადღება გადააქვს ამ ქვეყანას, თუმცა ასკეტიზმი(ზუჰდი) სიმშვიდეს აძლევს გულს და სხეულს. ჭეშმარიტად, ალლაჰი მოგვკითხავს ჩვენ ჰალალ საქმეებსაც რითაც სიამოვნება მივიღეთ, ჰარამზე მითუმეტეს.
(ალ-ბაიჰაყი აზზ-ზუჰდ ალ-ქაბირ 26)
19. ცხოვრება სამი დღისგან შედგება.
გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ცხოვრება სამი დღისგან შედგება: გუშინდელი რომელიც უკვე იყო, ხვალიდნელი, რომელსაც შეიძლება ვერ მიაღწიო, დღევანდელი კი შენთვისაა და გააკეთე რაც უნდა გააკეთო.
(ალ-ბაიჰაყი ალ-ზუჰდ ალ-ქაბირ 197)
20. ნუ დასხდებით სიახლის მიმყოლ ხალხთან. გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ნუ დასხდებით სიახლის მიმყოლებთან რადგან იგი დააავადებს თქვენს გულს.
(იბნ ვადდა ალ-ბიდა გ 24)
21. ცოდნა ჩანს შენს საქმეებში.
ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: როდესაც მამაკაცი ეძებს ცოდნას, დიდი ხანი არ სჭირდება მისი მოკრძალებულობის დანახვას, რომელიც აისახება მის თვალებზე, ენაზე და ხელებზე, ლოცვაში, მის საუბარში და მის დამოკიდებულებაში ამ სამყაროს მიმართ. თუ ადამიანი შეიძენს ცოდნას და გამოიყენებს მას საქმეში, ეს მისთვის მთელს სამყაროზე უკეთესი იქნება.
(იბნ ალ-მუბარაქ აზ-ზუჰდ ვა ალ-რაყა ტომი 1 გვ 156)
22. ჰასან ალ-ბასრი განმარტავდა აიათს:
არამედ ჟანგი მოსდო მათ გულებს იმან, რაც მოიხვეჭეს. (სურა მუტაფიფინ 83:14)
ეს იმიტომ, რომ ერთი ცოდვის შემდეგ მეორეს სჩადიოდნენ ვიდრე გული არ დაბრმავდა და არ მოკვდა.
(ატ-ტაბარის თაფსირი)
23. ისწავლე არაბული. აბდულლაჰ ბინ ზეიდ ალ-ნუმაირი გადმოსცემს, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ისინი(სიახლის მიმყოლები) განადგურდნენ არაბული ენის უუნარობის გამო.
(ბუხარი ათ-თარიხ ალ-ქაბირ ტომი 5 გვ 99)
24. რწმენა არის მტკიცე რწმენა და კარგი საქმეები. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
რწმენა არ არის განსახიერება ან სურვილებზე დაფუძნებული, ის ითესება გულში და დადასტურებულია საქმეებით. ვინც ამბობს კარგს და არ აკეთებს კარგს, მისი სიტყვები შედარებული იქნება მის საქმეებთან ალლაჰის წინაშე. ვინც ამბობს კარგს და აკეთებს კარგს მისი სიტყვები ამაღლდება, ეს იმიტომ, რომ ალლაჰმა ბრძანა: "...მასთან ადის კეთილი სიტყვა და მართალი საქმე, და იგი ამაღლებს მას..." (სურა ფატირ 35:10)
(იბნ ბატა ალ-იბანა ალ0ქუბრა ტომი 3 გვ 20)
25. კარგი არის ცოდნა, და სამოთხე.
ჰასან ალ ბასრი აიათს 2:201 როცა უკეთებდა კომენტარს, "ღმერთო ჩვენო! მოგვეცი ჩვენ სიკეთე ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და იმქვეყნიურშიც"
(სურა ბაყარა 2:201) ამბობდა: ამ ქვეყნის სიკეთე არის ცოდნა და თაყვანისცემა, ხოლო იმ ქვეყნიური სიკეთე კი სამოთხეა.
(ალ-აჯური ინ ახლაყ ულამა 30)
26. ითხოვეთ პატიება ალლაჰისგან და გამოგისწორდებათ პრობლემები.
გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრის ერთი კაცი უჩიოდა გვალვის გამო და მან უთხრა მას რომ პატიება ეთხოვა ალლაჰისგან, ასევე დაიჩივლა სხვამაც და ისევ იგივე უთხრა - პატიება ეთხოვა ალლაჰისგან, სხვამაც დაიჩივლა წვიმის ნაკლებობაზე მისი მიწისთვის და მასაც იგივე უპასუხა - პატიება ეთხოვა ალლაჰისგან. ასევე სხვამ დაიჩივლა შთამომავლობის არ ყოლის გამო და მასაც იგივე უპასუხა - პატიება ეთხოვა ალლაჰისგან, შემდეგ წაიკითხა აიათები: "პატიება სთხოვეთ თქვენს ღმერთს. ჭეშმარიტად, იგია მიმტევებელი. იგი წარმოგზავნის თქვენზე ზეციდან წვიმას. შეგეწევათ ქონებითა და ძეებით და დაგიდგენთ ბაღებსა და დაგიდგენთ მდინარეებს." (სურა ნუჰ 71:10-12)
(ფათჰულ ბარი "თავი: აფლად ტარიყათან ლიტალაბ ალ-მაღფირა)
27. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ცილისწამებად არ ითვლება ადამიანის სიახლის და ასევე ღიად ჩადენილი ცოდვის ხსენება.
(ალ-ლალაქაი ფი შარჰ უსულ ი'თიყად 1:140)
28. კამათი იწვევს ეჭვს.
ერთი კაცი მოვიდა ჰასან ალ-ბასრისთან და უთხრა: ო აბუ სა'იდ. მე მინდა გეკამათო რელიგიის შესახებ. ჰასანმა უპასუხა: რაც შემეხება მე, მე ვიცი ჩემი რელიგია, და თუკი შენ დაკარგე შენი რელიგია წადი და მოძებნე.
(ალ-აჯური აშ-შარი'ა გვ 57)
29. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
მორწმუნის საუკეთესო დამახასიათებელია როცა აქვს სხვაზე პატიების უნარი.
(ადაბ აშ-შარია 11:121)
30. გაყიდე ეს ქვეყანა იმ ქვეყნის გამო.
ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
გაყიდე ეს ცხოვრება იმ ქვეყნისთვის და ორივეს მოიგებ. თუ გაყიდი საიქიო ცხოვრებას ამ ქვეყნიურზე ორივეს წააგებ.
(ალ-ჰილია 2:143)
31. ადამიანი კარგავს ჯილდოს მუსლიმი დის/ძმის ცილისწამებით.
ჰასან ალ-ბასრის უთხრეს, რომ ესა და ეს ცილსგწამებსო. მან კი იმ კაცს ჰალვა (ტკბილეული) გაუგზავნა და აღნიშნა: "გავიგონე შენ მაჯილდოვებ შენი კარგი საქმით და მე ამისთვის გადაგიხადე."
(იმამ ალ-ყურაიშისგან' ალ რისალა)
32. ჰასან ალ-ბასრის ერთხელ ჰკითხეს: ვინ იყვირებს განკითხვის დღეს ყველაზე მეტად, ალლაჰის ტანჯვის გამო? მან უთხრა: ადამიანი, რომელსაც ალლაჰმა მისცა უხვად, მაგრამ მას ალლაჰისადმი ურჩობაში იყენებდა. (ჰასან ალ-ბასრი გვ 47)
33. ალ-ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
თქვენ გსურთ იცოცხლოთ იმდენ ხანს, რამდენი ხანიც ნოემ(ნუჰმა) იცოცხლა, მიუხედავად იმისა, რომ ალლაჰის ბრძანება (ე.ი სიკვდილი) ყოველ ღამით ურტყამს მავანის კარზე.
(აზ-ზუჰდ ჰასან ალ-ბასრი)
34. ცხოვრების რეალობა: გახსოვდეს სიკვდილი.
ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
სიკვდილი არის ამ ცხოვრების რეალობა და ეს(ცხოვრება) გონიერი ადამიანის აღტაცებას არ იწვევს.
(თარიხ ბაღდადი ტომი 14, გვ 444)
35. ჰასან ალ-ბასრიმ როცა აღწერა მიწეირი ცხოვრება, თქვა:
ცხოვრება კარგია მორწმუნისთვის, ის შრომობს(მუდმივად ასრულებს თაყვანისცემას) და საკმარის მარაგს იძენს სამოთხისთვის. ურწმუნოსთვის და თვალთმაქცისთვის ცხოვრება ცუდია, რადგან ის კარგავს ღამეებს და მხოლოდ ამის(მიწიერის) მარაგს აგროვებს რომელიც მიმართულია ცეცხლისკენ.
(ჯამი'ულ ულუმ ვალ ჰიქამ გვ 360)
36. ჰასან ალ ბასრიმ თქვა:
ეს ცხოვრება ციხეა მორწმუნისთვის რომელიც ცდილობს კისერი გაითავისუფლოს(ჯოჯოხეთისგან), იგი არასოდეს გრძნობს თავს უსაფრთხოდ ვიდრე არ შეხვდება ალლაჰს.
(ჯამი'ულ ულუმ ვალ ჰიქამ გვ 269)
37. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ვისი ქონებაც გაიზარდა, მისი ცოდვებიც გაიზარდა, და ვისი სიტყვაც მომრავლდა, ტყუილიც მომრავლდა. ვისი საქციელიც მკაცრდება, საკუთარ თავს ტანჯავს. (ქითაბ უს-სამტ გვ 85)
38. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ალლაჰმა დალოცოს ისინი, ვინც ეს ქვეყანა გამოიყენა ისე, თითქოს სესხია, და შემდეგ უკან დაუბრუნა იმას, ვისაც ენდობა და წავიდა მსუბუქი ტვირთით.
(ალ-ჰილია ტომი 3 გვ 221)
39. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
საოცარია ის, ვინც იცინის, როცა ცეცხლი მის წინაშეა და აღფრთოვანებულია მაშინ, როცა სიკვდილი ელოდება მას.
(თანბიჰულ ღაფილინ ტომი 1 გვ 212)
40. ჰასან ალ ბასრიმ თქვა საჰაბეების შესახებ:
მე შევხვდი რამდენიმე ადამიანს, რომლებიც არ ხარობდნენ ამ ცხოვრების ბრწყინვალებით როცა ის მათთან მოვიდოდა, არც ყურადღებას აქცევდნენ მას. ეს ცხოვრება ისეთივე ღირებული იყო მათ თვალებში, როგორც მტვერი. ერთ-ერთმა მათგანმა იცხოვრა ორმოცდაათი ან სამოცი წელი და ის ატარებდა მხოლოდ ერთ ტანსაცმელს რომელიც ეცვა, მასა და იატაკს შორის ბარიერი არ ყოფილა როცა ეძინა(ე.ი იატაკზე ეძინათ), და არც თხოვდნენ მათ ოჯახებს საკვების მომზადებას. როდესაც დაღამდებოდა, დგებოდნენ და შუბლებს იატაკზე დებდნენ(ე.ი სუჯუდს ასრულებდნენ) და ცრემლები ლოყებზე ჩამოუდიოდათ. ისინი თხოვდნენ ალლაჰს, რომ მათი კისრები გაეთავისუფლებინა(ცეცხლისგან). როდესაც ისინი გააკეთებდნენ კარგ საქმეს, ისინი მადლიერებას აღავლენდნენ ალლაჰისადმი და ევედრებოდნენ რომ მიღებული ყოფილიყო. როდესაც შეცდომას დაუშვებდნენ, დამწუხრდებოდნენ და ევედრებოდნენ ალლაჰს პატიებას. დაე ალლაჰმა დალოცოს ისინი და კმაყოფილი იყოს მათგან.
(ალ-ილია ტომი 4 გვ 239)
41. ნამდვილი სწავლული.
ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: მცოდნე ის არის, ვისაც არ აინტერესებს მიწიერი ცხოვრება და მოწადინებულია იმ ქვეყნიურისთვის, აქვს რელიგიური ცოდნა და ეთაყვანება მის ღმერთს, თავს იკავებს მუსლიმთა უპატივცემულობისგან, მათი ქონების მითვისებისგან და აძლევს მათ გულწრფელ რჩევებს.
(იმამ აჰმად იბნ მუჰამმად ალ-მაყდისი გვ 21)
42. შაიტანს მხოლოდ ეს სურს შენგან. ასე რომ ყოველთვის ითხოვეთ პატიება. ჰასან ალ-ბასრის ჰკითხეს:
უნდა გვრცხვენოდეს, როცა ცოდვას ჩავიდენთ და მოვინანიებთ, შემდეგ ისევ ჩავიდენთ, ისევ მოვინანიებთ, და შემდეგ კი ისევ ჩავიდენთ? მან თქვა: შაიტანს სურს, რომ შეგრცხვეს და არ ითხოვო პატიება.
(ალ-ჯამი ალ'ულუმ 1:165)
43. ჰასან ალ-ბასრიმ ურჩია მის მოსწავლეებს რომ თავიდან მოეშორებინათ სიამაყე. მან თქვა:
თავებს ნუ მოიტყუებთ და ნუ იამაყებთ, რომ კარგ და მართალ გარემოცვაში ხართ, რადგან არ არსებობს სამოთხეზე კარგი ადგილი, და ჩვენი მამა, ადამი, გამოიცადა, რაც ყველასთვის ცნობილია. ნუ იამაყებთ იმიტომ, რომ ხშირად ეთაყვანებით ალლაჰს, გაიხსენეთ რა მოხდა იბლისის შემთხვევაში, როცა ეთაყვანებოდა მის ღმერთს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ნუ იფიქრებთ საკუთარ თავებზე, რომ დიდებულნი ხართ, იმიტომ, რომ თქვენ უკვე შეხვდით მართალ ხალხს, და არ არსებობს შუამავალზე მართალი ადამიანი.
(ალ-აჰჯარ ალ-ქარიმათ ვალმუჯავარათ გვ 182)
44. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
მორწმუნისთვის საუკეთესი სეზონი ზამთარია, მისი ღამეები გრძელია მისთვის, ვისაც ლოცვა სურს, ხოლო დღეები კი მოკლე მისთვის ვისაც მარხვა სურს.
(იბნ ჯავზი სიფატუ საფვა ტომი 2 გვ 433)
45. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
დავინახე უსმან ბინ აფფანს მეჩეთში ეძინა ზეწარშემოხვეულს, და იქ მის გარდა არავინ იყო. ის იმ დროს მორწმუნეთა მმართველი იყო.
(ფილათ ალ-ავლია 1:60)
46. მხოლოდ თვალთმაქცს არ ეშინია თვალთმაქცობის.
ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
არავის ეშინია თვალთმაქცობის მორწმუნის გარდა, და არავინ გრძნობს მისგან თავს უსაფრთხოდ თვალთმაქცის გარდა.
(ალ-ხალალ ფი ალ-სუნნა 5:68)
47. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ჩვენ ვიცინით, მაგრამ ვინ იცის? შესაძლოა ალლაჰი უყურებს ჩვენს ზოგიერთ საქმეს და ამბობს: "მე არ მივიღებ შენგან არაფერს" უბედურება შენ, ადამის შვილო! შეგიძლია შეებრძოლო ალლაჰს? ვინც ეურჩება ალლაჰს, იგი მას ებრძვის. მე შევხვდი ბადრის ბრძოლის სამოცდაათ მონაწილეს(საჰაბეებს). მათი უმრავლესობის სამოსი მატყლისა იყო. ისინი რომ დაგენახათ იტყოდით გიჟები არიანო, ხოლო მათ რომ დაენახეთ იტყოდნენ: "ამ ხალხს არ აქვს წილი საიქიოში." მათ რომ დაენახათ უარესი თქვენს შორის იტყოდნენ: "ამ ხალხს არ სწამს ანგარიშსწორების დღე." მე მინახავს ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა უფრო იაფი იყო, ვიდრე მტვერი მათ ფეხქვეშ. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც ღამით სახლში მოვიდოდნენ, და ვერ ნახავდნენ იმაზე მეტ საკვებს რაც მათ სჭირდებოდათ, და ჯერ ამბობდნენ: "მე ყველას არ შევჭამ. მე ზოგ რამეს გავცემ ალლაჰის კმაყოფილებისთვის" შემდეგ ისინი გასცემდნენ საკვებს მოწყალებაში, თუნდაც უფრო მეტად მათ ჰქონოდათ ამის საჭიროება ვიდრე მის მიმღებს.
(ალყამა იბნ მარტად აბუ ნუ'აიმ ჰილია ალ-ავლია 2:134)
48. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ადრეულ ასაკში სწავლის ეფექტი ქვაზე ამოტვიფრვის მსგავსია.
(ბაჰჯათ ალ-მაჯალის 1:109)
49. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ყურანის მკითხველების სამი კატეგორია არსებობს:
1. ვინც მას (სავაჭრო)საქონლად თვლის და იყენებენ მას სავაჭროდ.
2. ვინც მის სიტყვებს კითხულობს, მაგრამ არ ასრულებს მის მოწოდებებს, ასეთები მას იყენებენ რათა ავიდნენ უფლებამოსილ პოზიციებზე. ბევრია ისეთი, ვინც ვარდება ამ კატეგორიაში, დაე ალლაჰმა შეამციროს მათი რიცხვი.
3. ვინც იყენებს ყურანს სამკურნალოდ და კურნავენ გულის დაავადებებს(ე.ი უმეცრებას) კითხულობენ მას თავიანთ ლოცვებში, ტირიან მათი მოსასხამების შიგნით. მათ გამო ალლაჰი წვიმას აგზავნის და, მათი მეშვეობით ალლაჰი, მტრის წინააღმდეგ გამარჯვებას იძლევა. ვფიცავარ ალლაჰს, ეს კატეგორია წითელ ოქროზე იშვიათია.
(იბნ აბი დუნია ალ-ჰამმა ვალ ჰუზნ 152, ბაიჰაყი შუ'აიბ 2621)
50. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ვფიცავ ალლაჰს, ლოცვის დაჩქარება არ არის ფეხების ჩქარი მოძრაობა. მათ ეკრძალებათ ლოცვაზე მოსვლა სიმშვიდის და ღირსების გარეშე. უეჭველად, ლოცვის დაჩქარება არის გულიდან და განზრახვიდან.
(იავმ ალ-ჯამა'ათი გვ 64)
51. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ვისაც სურს გაიგოს რას წარმოადგენს, მაშინ თავი წარუდგინოს ყურანს. (იმამ აბუ ბინ ჰუსეინ ალ-აჯური გვ 21)
52. ჰასან ალ-ბასრიმ დაინახა კაცი, რომელიც ჭამდა სასაფლაოში და თქვა:
ეს თვალთმაქცობაა, მან საკუთარი თვალით დაინახა სიკვდილი, და მაინც მის კუჭზე ზრუნავს.
(ტანბიჰულ ალ-ღაფილინ ტომი 2 გვ 617)
53. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
მორწმუნე უცხოა ამ სამყაროში, ის არ ვარდება სასოწარკვეთაში როცა ამცირებენ და არც დიდებას ნატრობს. ხალხი ერთ მხარესაა, ხოლო ის სრულიად სხვა მხარესაა.
(იბნ რაჯაბ ალ-ჰანბალი გვ 33)
54. იმამ ალ-ხატტაბმა თქვა:
დღეს ვინ გააკეთებს საქმეს ალ-ჰასანისა და ალ-ბაჰრის მსგავსად გულწრფელი რჩევებით და გაფრთხილებებით? ალლაჰმა გამოგვასწოროს ჩვენ და ჩვენი მმართველებიც, რადგან ისინი გაფუჭდნენ ჩვენი ცოდვების გამო.
(ალ-'უზლა გვ 235)
55. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ყველაფერს აქვს თავისი ლაქა, ხოლო ცოდნის ლაქა სიხარბეა.
(იბნ ჯავზი, ალ-მუყადას ალ-მაღფირა გვ 70)
56. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ბედუინი მოვიდა ბასრაში და იკითხა: "ვინ არის ამ ქალაქის მმართველი?" უპასუხეს "ალ-ჰასან ალ-ბასრი" მან ისევ იკითხა: "და როგორ გახდა იგი მათი მმართველი?" უპასუხეს, რომ მას არ სჭირდებოდა ხალხის საკუთრება, მაგრამ ხალხს სჭირდებოდა მისი ცოდნა.
(იბნ ჯავზი, ალ-მუყადას ალ-მაღფირა გვ 70)
57. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
მორწმუნის საკუთრება მისი რელიგიაა, ის ყოველთვის მასთან ერთადაა, არ ტოვებს მას უკან როცა მოგზაურობს და არც სხვის უფლებებს ენდობა.
(იბნ რაჯაბ ალ-ჰანბალი გვ 37)
58. ჰასან ალ-ბასრის ერთმა კაცმა ჰკითხა:
რატომ არის იმათი სახე უფრო ნათელი, ვინც თაჰაჯჯუდს (ღამის ლოცვას)ასრულებს, სხვებთან შედარებით? მან უპასუხა: იმიტომ, რომ როდესაც ისინი მარტონი არიან მათთან ერთად არის მოწყალის შუქი, და ისინი იმოსებიან მისი შუქით.
(ალ-მურაყაბა ვალ მუჰასაბა ფი ჰილია ულუმ ად-დინ გვ 21-22)
59. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: იცოდეთ, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ალლაჰის შეყვარებას მანამ, სანამ მას არ დაემორჩილებით. (იბნ რაჯაბ ალ-ჰანბალი გვ 49)
60. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
მეშინია, რომ ალლაჰი მომისვრის ცეცხლში და არ იზრუნებს ჩემზე.
(აზ-ზაჰრუ ალ-ფაი დი ზიქრი მან თანაზზაჰა... გვ 91)
61. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ერთხელ ალ-ჰასან ალ-ბასრიმ გაიარა კაცთან რომელიც იცინოდა (ზედმეტად) და ჰკითხა: ძმისშვილო, განა დაცული ხარ სირატის ხიდისგან? კაცმა უთხრა "არა." ჰასანმა შემდეგ ჰკითხა:
განა მიიღე ცნობა იმაზე, სამოთხეში შეხვალ თუ ჯოჯოხეთში? კაცმა უთხრა "არა." ალ-ჰასანმა ჰკითხა: მაშინ რატომ იცინი, ალლაჰმა დაგიფაროს, მაშინ, როცა წინ საშინელი საქმეებია? ამის შემდეგ იმ კაცს სიკვდილამდე აღარ გაუცინია.
(ალ-ჰასან ალ-ბასრი გვ 89)
შენიშვნა: ეს არ ნიშნავს, რომ მუსლიმმა არ უნდა გაიღიმოს. გაღიმება სუნნეთია რომელიც მოწყალებად ითვლება როცა გაუღიმებს მეორე მუსლიმანს, ეს დამტკიცებულია სანდო ჰადისით. აქ საუბარია გადამეტებულ და ხმამაღალ სიცილზე.
62. ჰასან ალ-ბასრის ჰკითხეს, როგორ ხარ?
მან უპასუხა: იმის მსგავსად, ვინც ელოდება სიკვდილს როცა ღამე დადგება და დილით. და მან არ იცის თუ იცოცხლებს რა მდგომარეობაში მოკვდება.
(აბდულ მალიქ ბინ მუჰამმად ბინ აბდულ რაჰმან ალ-ყასიმ გვ 32)
63. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
თქვენზე უწინ მყოფები სიკვდილს განიხილავდნენ ისე - რომ ის მათთან ძალიან ახლოს იყო. ისინი ხშირად იღებდნენ ვუდუს (აბდესს - განბანვას), როცა გავიდოდნენ ბუნებრივ მოთხოვნილებაზე, ეშინოდათ, რომ ალლაჰის ბრძანება (სიკვდილი) მაშინ მოვიდოდა, როცა არ იყვნენ აბდესიანები.
(აზ-ზუჰდ აბდულლაჰ იბნ ალ-მუბარაქ გვ 9)
64. ჰასან ალ-ბასრის ჰკითხეს:
აბუ სა'იდ, რა უნდა გავაკეთოთ, როცა ვზივართ იმ ხალხთან რომლებიც გვაშინებენ(სიკვდილით) და იძვრის ჩვენი გულები? მან თქვა:
ვფიცავ ალლაჰს, თუ თქვენ დასხდებით ისეთთან, ვინც გაშინებთ, ამით თქვენ მიიღებთ უსაფრთხოებას, და ეს იმაზე უკეთესია ვიდრე დასხდეთ ისეთთან, ვინც, თავს დაცულად გაგრძნობინებთ, იცოდეთ, ეს ცუდია თქვენთვის და სინამდვილეში
დაუცველნი იქნებით. (ალ-ჰილია 4:170)
65. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ადამის შვილო, ცხოვრება მხოლოდ ერთი დღეა, და როცა დღე გადის, შენი სიცოცხლე ხანმოკლე ხდება.
(აბდულ მალიქ ბინ მუჰამმად ბინ აბდულ რაჰმან ალ-ყასიმ გვ 22)
66. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ღვთისმოსავია (თაყვა) ის, ვინც თავს იკავებს იმისგან, რაც ალლაჰმა აკრძალა და იმ საქმეების შემსრულებელი რაც ალლაჰმა ბრძანა. თაყვა(ღვთისმოსაობა) რჩება ადამიანთან თუკი ტოვებს ბევრი ჰალალის მოხმარებას და ეშინია ჰარამში ჩავარდნის.
(ფავაიდ ალ-ხავფ ალლაჰ გვ 22)
67. ერთმა კაცმა უთხრა ჰასან ალ-ბასრის:
აბუ სა'იდ გულში სიმძიმეს ვგრძნობ. მან უთხრა:
დაარბილე ის ზიქრით. რაც უფრო მავიწყარა ხდება გული, უფრო მაგრდება, მაგრამ ადამიანი თუ ახსენებს ალლაჰს, სიმაგრე რბილდება ისე, როგორც სპილენძი დნება ცეცხლში. არაფერს შეუძლია მაგარი გულის დარბილება როგორც ალლაჰის ხსენებას. ზიქრი არის გულის განკურნება, ხოლო დავიწყება კი ავადმყოფობა, მისი განკურნება ალლაჰის ხსენებითაა შესაძლებელი.
(ალ-ვაბილ ალ-საიბ ვა რაფი ალ-ქალიმ ალ-ტაიბ 142)
68. ალ-ჰასან ალ-ბასრი ეწვია ავადმყოფ ადამიანს და ნახა, რომ სიკვდილის პირას იყო, მან დაინახა მწუხარება და ტანჯვა, რომელმაც მასზე ძლიერ იმოქმედა. სახლში დაბრუნდა სახეზე ფერშეცვლილი. მისმა ოჯახის წევრებმა უთხრეს: მოდი და მიირთვი, ალლაჰმა დაგლოცოს. მან უთხრა:
ჩემო ოჯახის წევრებო, წადით, ჭამეთ და სვით. მე სიკვდილი დავინახე, და მე არასოდეს შევწყვეტ შრომას, ვიდრე მას არ შევხვდები.
(ალ-თაზქირა 17)
69. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
გული ნადგურდება ექვსი რამის გამო:
1. ცოდვის ჩადენა, მიტევების იმედით.
2. ცოდნის ძიებით და მისი არ გამოყენებით.
3. საქმის შესრულებით გულწრფელობის გარეშე.
4. ალლაჰის საზრდოს მირთმევა და მასზე მადლობის არ აღვლენით.
5. უკმაყოფილების გამოვლენა ალლაჰის განგების (ბედისწერის) მიმართ.
6. გარდაცვლილის დამარხვით და მისგან გაკვეთილის არ აღებით.
(თავფირ ალ-მუ'მინა გვ 30)
70. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ჩვენ ვიყავით ხალხის ჯგუფს შორის(ე.ი საჰაბეების) რომლებიც არასოდეს აკეთებდნენ იმ საქმეს საჯაროდ, რასაც ფარულად აკეთებდნენ. და ის მუსლიმები აღავლენდნენ ვედრებას მაგრამ მათი ხმა არ ისმოდა, რადგან ისინი ჩურჩულებდნენ თავიანთ ღმერთთან.
(ატ-ტაბარი 5:514)
71. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ადამიანს შეუძლია იბრძოლოს ალლაჰის გზაზე, თუნდაც ხანჯალი არასოდეს დაერტყას.
(იბნ ქასირის თაფსირი სურა ანქებუთის მე-6 აიათის თაფსირიდან)
72. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
როდესაც შაიტანი(სატანა) გხედავს, რომ შეუპოვარი ხარ ალლაჰისადმი მორჩილებაში, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მოგატყუოს, თუ ისევ ხედავს, რომ შეუპოვარი ხარ, თავს დაგანებებს და მიგატოვებს. თუ ის დაინახავს, რომ მერყევი ხარ, იმედი მიეცემა.
(იბნ რაჯაბ ალ-ჰანბალი გვ 39)
73. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ნუ დაუშვებთ, რომ ცოდნა მხოლოდ იმიტომ გაუზიაროთ, რათა თქვან "ის მცოდნეა."
(ალ-ჰაფიზ იბნ რაჯაბ ალ-ჰანბალი გვ 26)
74. ჰასან ალ-ბასრიმ უთხრა უმარ იბნ აბდულ აზიზს:
თუნდაც იცოცხლო იმდენი, რამდენიც ნუჰმა, გქონდეს სულეიმანის ოდენა საკუთრება, იბრაჰიმის რწმენა, ლუყმანის სიბრძნე, მაინც სიკვდილის აგონიის წინ დადგება შენი სახე. სიკვდილის უკან ორი სამყოფელია, თუ მათგან ერთ-ერთს მაინც დაივიწყებ, წამში დასრულდები.
(ალ ფაჰიზ ჯამალუდინ აბუ ფარაჯ გვ 173)
75. ჰასან ალ-ბასრიმ უთხრა უმარ იბნ აბდულ აზიზს;
თუ გინდათ გაჰყვეთ მაგალითს (ეი სუნნა), იყავით სხვა მუსლიმანის ძმები, შვილები თქვენზე უფროსების, ხოლო მამები უმცროსების.
(ალ ფაჰიზ ჯამალუდინ აბუ ფარაჯ გვ 172)
76. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
სიკეთე, რომელშიც ბოროტება არ არის:
მადლიერება, როცა კარგი გეწევა, და მოთმინება უბედურების ჟამს. რამდენი არიან, ვისაც წყალობა მიეცა და მადლიერნი არ არიან, და რამდენია ვინც გამოიცადა მაგრამ მომთმენი არ ყოფილა.
(ალ-ბიტანათ ალ-ფადიათ გვ 47)
77. უყბა არ-რასიბმა თქვა:
მე შევედი ჰასან ალ-ბასრისთან როცა საჭმელს მიირთმევდა, და მითხრა: მოდი, მიირთვი ჩემთან ერთად. მე ვუთხარი: მე უკვე მივირთვი და მეტს ვეღარ შევჭამ. მან თქვა: სუბჰან ალლაჰ! განა მუსლიმი იმდენს მიირთმევს, რომ მეტის მირთმევა ვეღარ შეძლოს?
(აბდულლაჰ მუჰამმად საიდ რასლან 24)
78. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
სიტყვები არ იქნება სწორი საქმის გარეშე, სიტყვები და საქმეები ვერ იქნება სწორი განზრახვის გარეშე, და სიტყვები, საქმეები და განზრახვა ვერ იქნება სწორი თუკი სუნნეთის შესაბამისი არ არის.
(შარჰ უსულ ი'თიყად აჰლუ სუნნა ალ-ლალაქაი 2:57)
79. ერთმა კაცმა ჰკითხა ჰასან ალ-ბასრის: იბლისი იძინებს? მან უპასუხა: რომ დაეძინა დავისვენებდით. (იბნ ჯავზი ტალბის იბლის)
80. ჰასან ალ-ბასრის საუკეთესო რჩევები:
თუ დაინახავ კაცს, რომელიც გეჯიბრება ამ ქვეყნიურ საქმეებში, მაშინ შენ შეეჯიბრე მას საიქიოს საქმეებში.
(იბნ რაჯაბ გვ 34)
მან ასევე თქვა:
ბოროტების საფუძველი სამია და მისი შვილობილები კი ექვსი: საფუძველი არის:
შური, თავხედობა და მიწიერი ცხოვრების სიყვარული. მისი შვილობილებია: ამირობის (მმართველობის) სიყვარული, ტრაბახის სიყვარული, განდიდების სიყვარული, საკუთარი მუცლების შევსების სიყვარული, ძილის სიყვარული და გართობის სიყვარული.
მან ასევე თქვა:
ადამის შვილი ისე არ დატოვებს ამ ქვეყანას, სანამ არ იზარალებს სამ რამეს:
1. არ იქნება კმაყოფილი იმით, რაც მოაგროვა.
2. ვერ მიაღწევს იმას, რისი იმედიც ჰქონდა.
3. არ გაეზრდება კარგი საქმეები რომელსაც გაგზავნის(ე.ი საიქიოში)
(სირატუს სალაფ ალ-სალიჰ)
81. ჰასან ალ-ბასრის და სხვების საუბარი.
აიუბმა თქვა:
ჰასან ალ-ბასრი ისეთი ხმით საუბრობდა თითქოს ნაკადული იყო. ხოლო მისი შემდგომი ხალხი ისე ლაპარაკობდა, თითქოს გულს ერეოდათ.
(სიარ ა'ლამ ან ნუბალა 4:577)
82. ჰასან ალ-ბასრის უთხრეს: ხალხი ამბობს, რომ ვინც იტყვის "არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა, შევა სამოთხეში" მან თქვა:
შევა სამოთხეში ის, ვინც დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა, და შეასრულებს მის ყველა ვალდებულებას.
(ჯამი'ულ ულუმ ვალ ჰიქამ 224)
83. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
უეჭველად, თქვენი რწმენის სისუსტე ის არის, რომ ჩაჭიდებულნი ხართ თქვენს საკუთრებაზე იმაზე მეტად, რაც არის ალლაჰის ხელში.
(ჯამი'ულ ულუმ ვალ ჰიქამ 207)
84. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
იბლისი არ ყოფილა ანგელოზთაგანი, არცერთი წუთით. ის ჯინთა მამაა, როგორც ადამია კაცობრიობის მამა.
(ატ-ტაბარი თავის თაფსირში 3:89)
85. ჰასან ალ-ბასრი შეკრებაზე იმყოფებოდა როდესაც ახსენეს ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საჰაბეები. და მან აღნიშნა:
მათ გააჩნდათ ყველაზე ღვთისმოსავი გულები ამ უმმეთში, და ყველაზე ღრმა ცოდნა... ისინი იყვნენ ხალხი, ვინც აირჩია ალლაჰმა შუამავლის თანამიმდევრებად. მიბაძეთ მათ და მათ გზას, ვფიცავარ ქააბას ღმერთს, ისინი სწორ გზაზე არიან.
(აშ-შარი'ა ალ-აჯური)
86. გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: როდესაც შეხვდებით ხალხის ჯგუფს, სადაც იმყოფება რამდენიმე მუსლიმანი და ურწმუნოებიც - მიესალმეთ მათ. (თაფსირ ალ-ყურტუნი ტომი 11:112)
87. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ალიზე ფიცის მიცემა(ე.ი ბაიათის) აბუ ბაქრზე და უმარზე ფიცის მიცემის მსგავსია.
(წიგნიდან: ალი იბნ ბი ტალიბ ტომი 1 გვ 326)
88. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ალლაჰი უყვარს, და ალლაჰმა ისინი გამოსცადა აიათით:
უთხარი: თუ გიყვართ ალლაჰი, მე გამომყევით, და ალლაჰიც შეგიყვარებთ... (ალი იმრან 3:31)
(თაფსირ იბნ ქასირ ტომი 2 გვ 25)
89. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ცოდნა ორი სახისაა: ცოდნა გულში და ცოდნა ენაზე. ცოდნის ქონა გულში სასარგებლო ცოდნაა, ხოლო ცოდნის ქონა ენაზე არის ალლაჰის მტკიცებულება მისი მსახურების წინააღმდეგ.
(ად-დარიმი 1:102)
90. ერიდეთ ენის მიმტანებს.
ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ვინც გეუბნებათ რაიმეს სხვების შესახებ, რა თქმა უნდა ის ასევე ეუბნება სხვებსაც შენს შესახებ.
(შამსუ დდინ ზაჰაბო გვ 124)
91. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
მას, ვისაც არ აქვს ზნეობა არ აქვს ცოდნაც, ვისაც არ აქვს მოთმინება არ აქვს რელიგია, და ვინც არ იცნობს მის ღმერთს ვერ დაუახლოვდება ალლაჰს.
(ალტაჰდირ ლაივმ ალყიამა გვ 11)
92. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
ალლაჰი მიაყენებს ექვს ზიანს იმას, ვისაც უყვარს მიწიერი ცხოვრება საიქიოზე მეტად - სამს ამ ქვეყნად და სამს იმ ქვეყნად. სამი ამ ქვეყნად არის: დიდი ხნის სიცოცხლის სურვილი, სიხარბე, რომელიც არ ტოვებს კმაყოფილს, რომელიც ჩამოგაშორებს თაყვანისცემის სიტკბოებას. და სამი იმქვეყვნად: საშინელი ტანჯვა განკითხვის დღეს, მძიმე განკითხვა, და მარადიული სინანული.
(ალტაჰდირ ლაივმ ალყიამა გვ 31)
93. როგორ მოიპოვა სატანამ ძალაუფლება ადამიანზე.
ჰასან ალ-ბასრიმ ალლაჰმა შეიწყალოს იგი, მოჰყვა ამბავს: ერთ ადგილზე ერთი ხე იყო, რომელსაც ხალხი ეთაყვანებოდა ალლაჰის მაგივრად. ერთ დღეს ერთი კაცი მივიდა მასთან და თქვა: - მე ნამდვილად მოვჭრი ამ ხეს! - და დაიწყო მისი მოჭრა. შემდეგ იბლისი გამოჩნდა მასთან კაცის სახით და ჰკითხა:
- რისი გაკეთება გინდა?
”მე მინდა მოვჭრა ეს ხე, რომელსაც ხალხი ეთაყვანება ალლაჰის მაგივრად”, - უთხრა კაცმა.
- თუ თქვენ თვითონ არ სცემთ თაყვანს, მაშინ რატომ ზრუნავ სხვებზე? ისევ ჰკითხა სატანამ. ”მე მაინც მოვჭრი!” - თქვა კაცმა.
- ამ ყველაფრისგან რა გექნებათ? - განაგრძო სატანამ, - ნუ მოჭრი მას და ყოველ დილით ბალიშის ქვეშ ორ დინარს ნახავ.
- საიდან?
”მე მოგცემ”, - უთხრა სატანამ. ამის შემდეგ კაცი წავიდა.
დილით გაიღვიძა და მართლაც ორი დინარი დახვდა ბალიშის ქვეშ. თუმცა, მეორე დილით მან ვერაფერი იპოვა.
გაბრაზებულმა ისევ გადაწყვიტა იმ ხის მოჭრა. სატანა კვლავ გამოჩნდა კაცის სახით და ჰკითხა მას:
- რისი გაკეთება გინდა?
”მე მინდა მოვჭრა ეს ხე, რომელსაც ხალხი ეთაყვანება ალლაჰის მაგივრად”, - უთხრა მას კ აცმა.
- ტფუი! უთხრა მას სატანამ. ”შენ არ შეგიძლია ამის გაკეთება.”
კაცი ხეს მიუახლოვდა, მის მოჭრას აპირებდა, მაგრამ სატანამ იგი მიწაზე დააგდო და დაიწყო მისი ცემა, მან თითქმის მოკლა ის. შემდეგ სატანამ უთხრა ამ კაცს:
- იცი ვინ ვარ? მე ვარ სატანა(შაიტანი)! როდესაც პირველად მოხვედი, შენი სიბრაზის მიზეზი იყო შენი ერთგულება ალლაჰისადმი, და მე ამის გამო ვერ გაჯობებდი.
შენზე ჩემზე დიდი ძალა გქონდა რადგან ამას ღმერთის შიშითა და სიყვარულით აკეთებდი და, როდესაც ორ დინარს დაგპირდი, დაივიწყე და მაშინვე წახვედი.
ახლა, უკან მხოლოდ იმიტომ დაბრუნდი, რომ ორი დინარის გამო გაბრაზდი, რომელიც შენ აღარ დაგხვდა, ამის შემდეგ კი შენზე ძალა მოვიპოვე.
(ტალბის იბლისი, გვ 43)
94. ალ-ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: როდესაც ფიტნა მოახლოვდება, ყველა სწავლული სცნობს მას, ხოლო როდესაც (ფიტნა) ჩაივლის უცოდინარი მაშინ ხვდება (რომ ეს ფიტნა იყო). (ტარიყ ალხურუჯ მინ ალდაიყ გვ 11)
95. იბნ შავდაბი გადმოგვცემს, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: საათი (ყიამეთი/წარღვნა) არ დადგება მანამ, სანამ თვალთმაქცები არ გახდებიან ყველა ქვეყნის მმართველები. (ფირიადი ალ-ყადი გვ 37)
96. აბანმა ჰკითხა ჰასან ალ-ბასრის: თვალთმაქცობის გეშინია? მან უპასუხა:
როგორ შეიძლება მე ვიყო დარწმუნებული, როცა უმარ იბნ ალ-ხატტაბსაც (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) კი ეშინოდა მისი?
(ფირიადი გვ 30)
97. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
არ დასხდეთ სიახლის მიმყოლ ხალხთან, მათთან არც იკამათოთ და მათ არც მოუსმინოთ.
(სუნან ად-დარიმი 1:121)
98. ალ-ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:
სიკვდილმა ცხადჰყო მიწიერი ცხოვრება და არ დატოვა გონიერთათვის მასში ბედნიერება.
(აჰმად «აზ-ზუჰდ» 1448)