ვისაც სურს გული გაისუფთავოს.
იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
. ვისაც სურს, რომ მისი გული გასუფთავდეს, მას თავის ვნებებს ალლაჰი უნდა ერჩივნოს.
. გული, რომელიც ვნებებშია ჩაფლული, შორს არის ალლაჰისგან. გული არის ცოდნის და ჭეშმარიტების ჭურჭელი და ყველაზე საყვარელი ალლაჰისთვის ის არის, ვისაც აქვს რბილი, მტკიცე და სუფთა გული.
. ვისი გულებიც დაკავებულია ამქვეყნიური ცხოვრებით, მათ არ აქვთ სუფთა გული, და თუ ისინი დაკავდებიან ალლაჰით და საიქიო ცხოვრებისთვის შრომით და დაფიქრდებიან ამქვეყნიური ცხოვრების სიცრუეზე, მათთან მივა სიბრძნე და სარგებელი.
. თუ გული იკვებება ალლაჰის ხსენებით, კმაყოფილია ალლაჰზე ფიქრით და განიწმინდა ბოროტი სურვილებისგან, ის ნახავს საოცრებებს და სიბრძნით იქნება შთაგონებული.
. ცოდნისა და სიბრძნის ხალხია ის, ვინც სძლევს თავისი გულის სურვილებს.
. შენ გულს მოგიკლავს, თუ უსაფრთხოდ იგრძნობ თავს და დაუდევრობა. გულს გამოგიცოცხლებს ალლაჰის ხსენება და ღვთისმოსაობა.
. ლტოლვა ალლაჰისკენ და მასთან შეხვედრის სურვილი არის როგორც ნიავი, რომელიც გულში ქრის და ამ ქვეყნიური ცხოვრების ცეცხლს აქრობს.
. გული დამშვიდდება და დაისვენებს თუ ის დამშვიდდება ალლაჰის ხსენებით, სხვა შემთხვევაში იქნება მოუსვენარი.
(ალ-ფავაიდ გვ 156-158)