ქალთა განათლება ისლამში.
ისლამი ხელს უწყობს ქალებს მიიღონ განათლება რელიგიურ და ყველა სასარგებლო საკითხებში, რომელზეც ხელი მიუწვდებათ. ცოდნის ძიება, განსაკუთრებით რელიგიური ცოდნა, სავალდებულოა ყოველი მუსლიმისთვის სქესის მიუხედავად. ალლაჰი ამბობს:
და თქვი: „ღმერთო ჩემო! შემმატე ცოდნა!
(სურა ტაჰა 20:114)
ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ცონის ძიება ყოველი მუსლიმის ვალდებულებაა.
(იბნ მაჯა 224)
შუამავალმა მუსლიმან ქალებს განსაკუთრებული დრო გამოუყო, რათა მათ შესძლებოდათ რელიგიური სწავლების წრეებში დასწრება.
აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცემს:
ერთი ქალი მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრა: ალლაჰის შუამავალო, მხოლოდ მამაკაცები სარგებლობენ შენი სწავლებით, გამოგვიყავი ჩვენც ერთი დღე, რომ მოვიდეთ შენთან და გვასწავლო ის, რაც ალლაჰმა გასწავლა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა მას:
შეიკრიბეთ გარკვეულ დღეს გარკვეულ ადგილას.
(ბუხარი 6880)
შუამავალი ორმაგ ჯილდოს დაჰპირდა მამაკაცს, რომელსაც ჰყავს მსახური გოგონა და რომელსაც ასწავლის რელიგიას, რის შემდეგაც იქორწინების მასზე.
აბუ მუსა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
როცა მამაკაცი ასწავლის თავის მსახურ გოგონას კარგ მანერებს, ასწავლის მას საუკეთესო წესით, და შემდეგ იქორწინებს მასზე, ექნება ორმაგი ჯილდო.
(საჰიჰ ბუხარი 3262) შუამავალი ასწავლიდა თავის ქალიშვილების ისლამის შესახებ და ასწავლიდა მათ ალლაჰის ატრიბუტებს.
აბდულ ჰამიდი გადმოსცემს, რომ დედამისი შუამავლის რამდენიმე ქალიშვილს ემსახურებოდა და მან უთხრა, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასწავლიდა თავის ქალიშვილებს: თქვით დილით:
ალლაჰი უნაკლოა და ქება-დიდება მას ეკუთვნის. არ არსებობს ძალა და სიმტკიცე ალლაჰის გარდა. ალლაჰს რაც სურს მოხდება და რაც არ სურს არ მოხდება. მე ვიცი, რომ ალლაჰს ყველაფერზე ძალა შესწევს და მან ყველაფერი იცის.
(აბუ დავუდ 5075)
ქალთა განათლების მისაბაძი მაგალითია 'აიშა, მორწმუნეთა დედა. ის ისლამის ერთ-ერთი უდიდესი მცოდნე იყო ადრეულ მუსლიმთა შორის. შუამავალის საჰაბეები მასთან მიდიოდნენ პასუხისა და რჩევის მისაღებად. მასრუყი გადმოსცემს: მას ჰკითხეს: იცოდა 'აიშამ ვალდებულებების შესახებ? მასრუყმა თქვა:
ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი, დავინახე, რომ მუჰამმადის საჰაბეებს შორის მცოდნე უხუცესები ეკითხებოდნენ მას რელიგიური ვალდებულებების შესახებ.
(მუსნაჰ იბნ აბი შაიბა 30387)
მაშასადამე, მუსლიმანმა ქალებმა უნდა აიღონ მაგალითი აიშასგან და ბევრი იკითხონ და ისწავლონ. ისლამი გვასწავლის მოვიძიოთ ცოდნა და შევაფასოთ განათლება სქესის მიუხედავად. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება გოგონებსა და ქალებს ისწავლონ რელიგია და ის, თუ რომელი საკითხის ცოდნა მოუტანს სარგებელს. ალლაჰმა უკეთ იცის.