სექსუალური ფანტაზიები


სექსუალური ფანტაზიები იმ აზრებს შორისაა რომლებიც ადამიანს გონებაში უვლის, რადგან ეს ის არის, რაც იმალება ადამიანის ქვეცნობიერში, რომელზეც გავლენას ახდენს ის გარემო და სცენები, რომლებსაც ხედავს. ეს არის ისეთი სახის ფიქრები, რომლებიც განსაკუთრებით ახალგაზრდებს უჩნდებათ. ისლამური შარიათი არის ფიტრას (ადამიანის ბუნება) შარიათი და ის ჰარმონიაშია ადამიანის ბუნებასთან. ასე რომ ის ადამიანს არ აკისრებს შეუძლებელს.

ალლაჰი ამბობს:
ალლაჰი არ აკისრებს არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია...
(ბაყარა 2:286)


ადამიანს ხანხადახან სატანის ზეგავლენით გაუვლის ცუდი ფიქრები და ის ცდილობს ფიქრები გაამხმოვანო ან საქმეში გადაიტანო.

აბუ ჰურაიარასგან გადმოცემულია, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ალლაჰმა აპატია ჩემს უმმეთს ის, რაც გულში გაუვლით თუ არ ილაპარაკებენ მას ან არ გააკეთებენ.
(ბუხარი 2529)

ასევე სატანის ხრიკია გაგრძელებით იფიქრო ჰარამ საგნებზე. გაგრძელებით რაღაცაზე ან ვიღაცაზე ფიქრი იწვევს მის შეყვარებას და სატანას სურს შეგიყვარდეს ჰარამი საგნები. ან-ნავავიმ თქვა: ადამიანს, რაც გაუვლის გულში და არ გააკეთებს მას ან არ გააგრძელებს მასზე ფიქრს, სწავლულების ერთსულოვანი აზრის თანახმად ეპატიება, რადგან ასეთი რამ ნებაყოფლობით არ ხდება და მას ამის თავიდან აცილების გზა არ ააქვს.
(ალ-აზქარ გვ 345)

ფანტაზიები ექვემდებარება იმას, რაც ადამიანს გონებაში მოუვა, თუმცა ეს ნაპატიებია ხსენებული ჰადისის თანახმად. ასე რომ თუ ადამიანი წარმოიდგენს ჰარამ საგნებს, რომელიც უნებლიედ მოუვიდა თავში, და თუ არ გააგრძელებს მასზე ფიქრს, მას ცოდვა არ ეკისრება.

მეორე:

თუ ადამიანი ხშირად ფიქრობს ჰარამზე და ხშირად უვლის გონებაში, მაშინ სწავლულები ასეთი ადამიანის მიმართ განსხვავებულ შეხედულებებს აყალიბებენ - მოიხსენიება ის ჰადისში ნახსენები პატიების ქვეშ თუ ცოდვა ედება? სწავლულებმა განიხილეს ეს საკითხი შემდეგნაირად: როდესაც მამაკაცი ურთიერთობს მეუღლესთან და წარმოიდგენს სხვა ქალის მომხიბლველობას ისე, რომ თითქოს მასთან წევს ეს აზრები ჰარამია? სწავლულები ამბობენ: იბნ აბიდინ ალ-ჰანაფიმ თქვა: ჩვენი მაზჰაბის მიხედვით ყველაზე საღი აზრი ისაა, რომ ეს დაუშვებელია იმიტომ, რომ მისთვის დაუშვებელ (ე.ი ჰარამ) ქალთან ინტიმური კავშირის წარმოდგენა ჰარამია.
(ჰაშიათ რადდ ალ-მუჰტარ 6:272)

იმამ მუჰამმად ალ-აბდარი, რომელიც ცნობილმა როგორც იბნ ალ-ჰაჯ ალ-მალიქმამა, თქვა: მამაკაცმა ასეთი ფიქრები თავიდან უნდა აირიდოს და სხვებსაც ურჩიოს თავიდან აიცილოს ასეთი ფიქრები. ეს საზიზღარი ჩვევა, რომელიც სამწუხაროდ გახდა ძალიან გავრცელებული, როცა მამაკაცი ხედავს ქალს, რომელიც მოეწონა, შემდეგ ის მიდის თავის ცოლთან, ურთიერთობს მასთან და იწყებს იმ ქალის წარმოდგენას რომელიც ნახა. ეს ერთგვარი მრუშობაა, როგორც ჩვენმა სწავლულებმა თქვეს, რომ თუ ადამიანი აიღებს ჭიქას, დალევს წყალს, და წარმოიდგენს თითქოს ალკოჰოლს სვამს - ის წყალი მისთვის ჰარამი ხდება. რაც ჩვენ ვახსენეთ, მხოლოდ მამაკაცებს არ ეხებათ, ეს ქალებსაც ეხებათ და უფრო მეტადაც ეხება მათ, რადგან დღეს გავრცელებულია ის, რომ ისინი გარეთ იხედებიან ფანჯრებიდან და თუ დაინახავენ ვინმეს, ვინც მოეწონებათ ისინი იწყებენ მასზე ფიქრს, შემდეგ კი როდესაც მათ ქმრებთან ურთიერთობა აქვთ, წარმოიდგენენ ისეთ სურათს, თითქოს იმ მამაკაცს ხედავს, ვინც მოეწონა. ამიტომ თითოეული შეიძლება გარკვეულწილად მრუშობდეს. და ჩვენ ვთხოვთ ალლაჰს დაცულნი ვიყოთ ამისგან. ჩვენ ამას არამარტო თავი უნდა ავარიდოთ, არამედ უნდა მივაქციოთ ყურადღება ოჯახის წევრებსაც და სხვებსაც უნდა ვუთხრათ, რომ ეს ჰარამი და დაუშვებელია.
(ალ-მადხილ 2:194,195)

იბნ მუფლიჰ ალ-ჰანბალიმ თქვა: იბნ აყილმა თქვა ალ-ქუბრაში:
როცა მამაკაცი წარმოიდგენს სხვა აკრძალულ ქალს მაშინ, როცა თავის ცოლთან აქვს ურთიერთობა, ის სცოდავს...
(ადაბ ალ-შარია 1:98)

ალლაჰმა უკეთ იცის