დუჰა ნამაზი
სიტყვა დუჰა ნიშნავს დილას, ესეიგი როცა განათდა და მზე უკვე ამოსულია და სითბო იგრძნობა.
ალლაჰმა ყურანში მოავლინა სურა ამ სახელწოდებით. ყურანში ეს სურა არის 93-ე სურა.
დუჰა ნამაზის ლოცვა არის დიდი სიკეთის მომტანი, და ზოგადად ეს სურაც შეიცავს დიდ შინაარს და მასზე დაფიქრებით ალლაჰის წყალობით შეცვალება ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
რაც შეეხება დუჰა ნამაზის ლოცვას. დუჰას ლოცვა შეიძლება მაშინ როცა მზე ზენიტშია ვიდრე ზუჰრის ლოცვას დააკლდება 45-52 წუთი.
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
დუჰას ლოცვა ილოცება მაშინ, რიოდესაც აქლემები უკვე გრძნობენ მზის სიცხეს.
(მუსლიმ 748)
ესეიგი როცა უკვე დათბება და მზის სიცხე იგრძნობა. და იმ დღეს როგორ მივხვდეთ როცა მზიანი დღე არ არის და სიცხე არ იგრძნობა? ეს თვითონ ადამიანმა უნდა განსაზღვროს. მაგ: თუ პირობითად 10-საათზე უკვე მზე ათბობს მზიან დღეს, ესეიგი მას უკვე შეუძლია ამ დროს ილოცოს თუნდაც წვიმდეს ან იყოს ღრუბლიანი დღე.
სწავლულები ამბობენ, რომ როცა დღის ერთი მეოთხედი გავა, ე.ი მზის ამოსვლიდან ზუჰრის ლოცვამდე. (ალ-მაჯმუ ალ-ნავავი 4:36 ალ მავსუ'აჰ ალ ფიყჰია 27:224)
რაც შეეხება დუჰას ლოცვის რაქაათების (მუხლების) რაოდენობა"
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
ჩემმა ახლო მეგობარმა (ე.ი შუამავალმა) მირჩია მე სამი რაღაც; სამი დღე მარხვა ყოველ თვეში, ორი რაქაათი დუჰას ლოცვა, და ვითრის ლოცვა დაძინებამდე.
(ბუხარი 1981; მუსლიმი 721)
მუაზმა ჰკითხა 'აიშას: (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი) რამდენი რაქაათი ილოცა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დუჰა ნამაზზე? მან თქვა:
ოთხი რაქაათი, თუმცა მას მეტიც სურდა
(მუსლიმი 719)
უმმ ჰანი (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი) გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ადგა ღუსლის გასაკეთებლად, და ფატიმამ დაინახა ის. შემდეგ მან აიღო მისი სამოსელი, შემოიხვია და ილოცა რვა რაქაათი დუჰა ნამაზი.
(მუსლიმ 336)
"არ არსებობს სწავლულებს შორის განსხვავებული აზრი იმის შესახებ, რომ დუჰა ნამაზი არის მუსთაჰაბი, რომლის მუხლების მინიმალური რაოდენობა არის ორი რაქაათი.
(ალ მავსუუ ალ ფიყჰია 27:225)
ზევალის დრო.
მოსაზრება, რომ დუჰა ნამაზი ილოცება მზის ამოსვლიდან ზუჰრის ლოცვამდე არასწორია. დუჰა ნამაზი ილოცება მზის სრული ამოსვლიდან ზევალის დრომდე. ზევალი არის დრო, როცა მზე ზენიტშია და ზუჰრის ლოცვამდე დარჩენილია 45-52 წუთი. დროის ამ მონაკვეთში არცერთი ლოცვა არ ილოცება.
უყბა ბინ ამირი გადმოსცემს:
არსებობს სამი დრო, რომლებშიც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აგვიკრძალა ლოცვა და გარდაცვლილის დამარხვა:
სანამ მზე სრულად არ ამოვა. როცა მზე ზენიტშია, და სანამ ზენიტს არ გადავა. და როცა მზე სრულიად არ ჩავა.
(მუსლიმ 831)
ე.ი მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს არ შეიძლება ლოცვა, რადგან ამ დროს ლოცულობდნენ მზის თაყვანისმცემლები და ისლამში ამ დროებში ლოცვა აგვეკრძალა რათა მათ არ დავმსგავსებოდით.
და ალლაჰმა უკეთ იცის