ყურანის დაზეპირება
კითხვა:
თუ ალლაჰმა მისცა ადამიანს იმის უნარი, რომ დაიეზეპიროს ყურანი, ეს ნიშნავს იმას, რომ ალლაჰს სიკეთე სურს მისთვის?
პასუხი:
დიდება ალლაჰს!. თუ ალლაჰმა ვინმეს მისცა იმის უნარი, რომ დაიზეპიროს მისი წიგნი, ესწრაფის მის (ალლაჰის) კმაყოფილებას ამით, და თუ მას ამისთვის მიწიერი სარგებლის მოპოვება არ სურს, ესეიგი ის ერთ-ერთი მათგანია, ვისთვისაც ალლაჰს კარგი უნდა. ყურანი არის ისლამის ცოდნის ფუნდამენტი.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენს შორის საუკეთესოა ის, ვინც ყურანს სწავლობს და ასწავლის.
(ბუხარი 5027)
აბუ უმამა ალ-ბაჰილი გადოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: იკითხეთ ყურანი, რადგან განკითხვის დღეს ის მოვა ქომაგად მისთვის, ვინც მას კითხულობს ...(მუსლიმი 804)
მაგრამ მან, ვინც დაიზეპირა ყურანი არ უნდა მოიქცეს მისი ბრძანებების და ეთიკის საწინააღმდეგოდ და ფრთილად უნდა იყოს, რომ ყურანი არ გახდეს მტკიცებულება მის საწინააღმდეგოდ არათუ სასარგებლოდ.
აბუ მალიქ ალ-აშარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყურანი არის ჰუჯჯა(მტკიცებულება) შენს სასარგებლოდ, ან შენს საწინააღმდეგოდ.
(მუსლიმი 223)
ერთ-ერთ შეიხს ჰკითხეს ყურანის დაზეპირების შესახებ, მან კი უპასუხა:
ეს შენთვის სასარგებლო იქნება, თუ ამის საშუალებით დაუახლოვდები ალლაჰს, შეასრულებ ყურანის მოწოდებებს, კერძოდ; ირწმუნებ მასში მონათხრობ ისტორიებს და შეასრულებ მის ბრძანებებს, მოერიდები მის აკრძალვებს, და მოეპყრობი პატივისცემით ყურანს - ამ შემთხვევაში ყურანის ჰუჯჯა (მტკიცებულება) იქნება შენს სასარგებლოდ. მაგრამ თუ მოეპყრობი უპატივცემულოდ ყურანს და უარს იტყვი მის ფრაზებზე და მისი მნიშვნელობის გააზრებაზე, და არ იმოქმედებ მის შესაბამისად, და არ შეასრულებ იმას, რასაც ყურანი ბრძანებს, ამ შემთხვევაში ის შენი საწინააღმდეგო მტკიცებულება იქნება განკითხვის დღეს.
(შარჰ რიად ას-სალიჰი გვერდი 30)
იმამ ან-ნავავიმ თქვა: ჰადისის მნიშვნელობა აშკარაა. ე.ი ყურანი იქნება სასარგებლო იმისთვის, ვინც კითხულობს და ასრულებს მის ბრძანებებს. სხვაგვარად მის წინააღმდეგ იქნება.
(შარჰ საჰიჰ მუსლიმ 3:100)
იმამ ალ-მანავიმ თქვა: ყურანი იქნება მტკიცებულება შენთვის და გიშველის თუ მოქმედებ მის შესაბამისად. და შენს წინააღმდეგ იქნება თუ სახეს შეაქცევ მას, და ცუდ დასასრულთანმიგიყვანთ.
(ფაიდ ალ-ყადირ 4:385)