დაგმეთ ცუდი საქმე
ცუდი საქმის და სიტყვის დაგმობა საჭიროა იმისათვის, რომ ცუდი საქმის მკეთებელი ან სიტყვის მთქმელი იქნებ გამოსწორდეს და მოინანიოს. ცუდი საქმის დაგმობა უნდა მოხდეს რბილი ფორმით და არა უხეშად. ალლაჰი ყურ'აში გვამცნობს, თუ როგორ უთხრა მუსას, როცა ფარაონთან გზავნიდა:
ერთხელ, ერთი სწავლული მივიდა ჰარუნ არ-რაშიდთან, რომ გაეფრთხილებინა და მან ეს უხეში ფორმით გააკეთა. ამაზე ჰარუნი გაოცებული დარჩა და თქვა:
უეჭველად, ალლაჰმა გაგზავნა შენზე უფრო ღვთისმოსავი ჩემზე ცოდვილთან(ე.ი მუსა ფარაონთან) და ალლაჰმა უბრძანა მას ყოფილიყო რბილი.
(თარიხ დიმაშყ 8:115)
თუმცა ყოველთვის სირბილე არ არის სასიკეთო, მუსლიმი ძირითადად რბილი შეგონებით უნდა გამოირჩეოდეს თუმცა სიმკაცრეც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოღონდ სიმკაცრე და არა სიუხეშე. რაც შეეხება ცუდი საქმის დაგმობას, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, ადამიანთა ერთ ჯგუფს, მეორე ჯგუფი რომ არ შეეკავებინა ცუდი საქმისგან დედამიწის სისტემა მოიშლებოდა.
შეიძლება ზოგიერთმა იკითხოს: მოვუწოდებ მაგრამ აზრი არ აქვს, არ სწორდება და ა.შ
ხშირად ნათესავების ან საახლობლოს შეგონების დროს არ გვისმენენ ან თუ გვისმენენ არ ასრულებენ და ა.შ. შეიძლება ზოგიერთს გაუჩნდეს ის შეგრძნება რომ აზრი არ აქვს და ტყუილად ვლაპარაკობ და ა.შ.
არცერთი მოწოდება ტყუილად არ ჩაივლის. თუ არავინ არ მიიღო შენი მოწოდება და არ გააკეთეს ამისთვის შენ მაინც გამართლდები ღმერთთან ვინაიდან ღმერთი დაგვპირდა ამას, როგორც ყურანში ვკითხულობთ:
და თქვა მათგან ერთმა თემმა: რატომ შეაგონებთ ხალხს, რომლის დაღუპვაც განუზრახავს ალლაჰს ანდა სჯის მათ მტანჯველი სასჯელით? მიუგეს: თავის გასამართლებლად თქვენი ღმერთის წინაშე და ეგებ, ღმერთის შიში ჰქონდეთ.
(ა'რაფ 7:164)
რა ჯობია, ამქვეყნად გაგვიბრაზდეს ხალხი მოწოდების გამო თუ იმქვეყნად წამოგვიყენონ პრეტენზია რატომ არ გვითხარითო?
ალლაჰის სიტყვა:
და როცა ჯალუთისა და მისი ლაშქრის პირისპირ დადგნენ, თქვეს:
ღმერთო ჩვენო! მოგვმადლე სიმტკიცე, მუხლი გაგვიმაგრე და შეგვეწიე ურწმუნო ხალხის წინაშე! და დაამარცხეს ისინი ალლაჰის ნებით. მოკლა დავუდმა ჯალუთი, და ალლაჰმა მას (დავუდს) უბოძა ხელმწიფება და სიბრძნე, და შეასწავლა მას, რაც ისურვა. ალლაჰს რომ არ აღეკვეთა ზოგიერთი ადამიანების ბოროტება ზოგიერთით, უეჭველად, მოიშლებოდა სისტემა დედამიწისა, მაგრამ ალლაჰი მფარველია, მწყალობელია სამყაროთა მიმართ!
(სურა ბაყარა 2:250-251)
დღევანდელი ადამიანები ცუდ საქმეს ნაწილობრივ გმობენ, ხოლო დანარჩენს ისე ატარებენ და ხმას არ იღებენ თითქოს არაფერი. ისინი გმობენ და რა თქმა უნდა დასაგმობია პედოფილია, ნარკომანია, ძალადობა, მკვლელობა, ღალატი და ა.შ, მაგრამ ისინი არ გმობენ სიგარეტის მოწევას, ალკოჰოლის მიღებას, და რაც ყველაზე მთავარია შირქს მათი გამჩენი ღმერთის მიმართ. ღალატი ცუდი და მძიმე საქმეა, თუმცა ამაზე უფრო ცუდი და მძიმე საქმეა ღმერთის მიმართ შირქი. ჩვენ გვესმის რომ არ გმობთ და ასე იმიტომ ხდება, რომ თქვენ გაქვთ ღალატის და სხვა საქმეთა სიცუდის შესახებ ცოდნა, მაგრამ არ გაქვთ შირქის მიმართ ცოდნა. ეს უცოდინრობა თქვენ არ გამართლებთ და საჭიროა შირქის შესწავლა რათა მასში არ მოხვდეთ.
დაე უზენაესმა ალლაჰმა გვამყოფოს იმ ხალხთა რიცხვში, რომლებიც ხელს უშლიან ბოროტებას, სიავის გავრცელებას და კრძალავენ აუგს. არ უნდა გვაბრკოლებდეს ადამიანთა წინააღმდეგობა, და არ უნდა შეგვეშინდეს სიმართლის თქმა. იბნ მაჯამ გადმოგვცა აბუ საიდ ალ ხუდრის ნათქვამი, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თავის ქადაგებაში თქვა:
» სხვის მიმართ შიში არ უნდა აკავებდეს ადამიანს თქვას სიმართლე» და მაშინ ატირდა.
აბუ საიდ ალ ხუდრიმ თქვა:»
ვფიცავარ ალლაჰს ჩვენ ვხედავდით ადამიანების შეცდომებს მაგრამ გვეშინოდა სიმართლის თქმის» სხვა ჰადისში აბუ საიდი ამბობს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
საუკეთესო ჯიჰადი არის უსამართლო მმართველზე სამართლიანი სიტყვის თქმა.
(იბნ მაჯა 4011)
(ეს ჰადისი გადმოგვცა აბუ დაუდმა, ათ თიმრიზიმ და იბნ მაჯამ)
აბუ საიდი გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "არავინ საკუთარი თავი არ უნდა დაამდაბლოს და შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში არ უნდა ჩავარდეს!" უთხრეს:"ალლაჰის შუამავალო! საკუთარ თავს როგორ დავამდაბლებთ და დავამცირებთ?" (ალლაჰის შუამავალმა) თქვა:
"ადამიანი აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როცა ალლაჰის გამო რაღაცის თქმაა საჭირო, მაგრამ არ იტყვის, ალლაჰი მას განკითხვის დღეს ჰკითხავს:
"რამ შეგიშალა ხელი, რომ ამ მდგომარეობაში ხმა არ ამოიღე? ის უპასუხებს: "ადამიანების შემეშინდა!" (ალლაჰი) ეტყვის:
განა საჭირო არ იყო ჩემი შეგშინებოდა?
(იბნ მაჯა ფითან 20, აჰმადი III, 30, 91)
სწავლულები ამბობენ, რომ მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უმმა არის საუკეთესო იმიტომ, რომ ალლაჰი ამბობს:
თქვენა ხართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის, ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს, რადგანაც გწამთ ალლაჰის...
(სურა ალი იმრან 3:110)
ჰუზაიაფა ალ-იამანი გადმოსცემს, რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული. ან სიკეთეს მოუწოდებთ და აკრძალავთ ცუდს, ანდაც ალლაჰი გამოგიგზავნით სასჯელს და შემდეგ თქვენ მას მოუხმობთ, მაგრამ ის აღარ გიპასუხებთ.
(თირმიზი 33:2169)
ზოგიერთი სალაფი ამბობდა: "ვინც ჩუმადაა ჭეშმარიტების შესახებ ის მუნჯი შაიტანია, ხოლო ის, ვინც სიცრუეს ლაპარაკობს მოლაპარაკე შაიტანია".
(ჰამად იბნ ატიყ ან-ნაჯდი დურარ ას-სანია 8:75-79)
და ალლაჰმა უკეთ იცის