სალაფების გამონათქვამები 2


1. აბუ ჰათიმმა თქვა: ადამიანის ყოველი შეცდომის, თუნდაც უმნიშვნელო შეცდომის გამუდმებით გაკიცხვა გამოიწვევს სიყვარულის შემცირებას. (რავდა გვ 182)

2. იმამ აშ-შაფიმ თქვა: ... მე უმამოდ ვიყავი და დედაჩემს არ ჰქონდა საშუალება ქაღალდი მოეცა ჩემთვის. როდესაც ძვალი ვნახე მასზე დავწერე. (ჯამი' ბაიან ალ-ილმ 157)

3. მუჯაჰიდმა თქვა: ცოდნას ვერ დაეუფლება ის, ვინც ძალიან მორცხვია და ვერც ის, ვინც ამაყია. (ად-დარიმი 1:138)

4. რამდენიმე ადამიანმა უთხრა იმამ აჰმადს: მიჭირს ადამიანზე იმის თქმა, რომ მას აქვს ესა და ეს პრობლემა. იმამ აჰმადმა მათ უთხრა: თუ შენ გაჩუმდები და მე გავჩუმდები, როდის გაიგებს უცოდინარი ადამიანი სწორს და არასწორს? (მაჯმუ ფატავა 28:231)

5. იბნ ჯავზიმ თქვა: მქადაგებელი არ უნდა ჩანდეს ისე, როგორც უბრალო ხალხი, არ უნდა დადიოდეს ბაზარში და ხმამაღლა არ უნდა იცინოს. ეს იმიტომ, რომ ხალხს მასზე კარგი შთაბეჭდილება ჰქონდეს და მოუსმინონ, როცა საუბრობს. (მუშურათ სადიყაღ ლიტულააბ ალმა'რიფა ალ-მუყადასა გვ 84)

6. ზოგიერთი სალაფი ამბობდა: ჩვენ ვხუმრობდით და ვიცინოდით ერთმანეთთან ყოფნის დროს, მაგრამ როცა ხალხმა დაიწყო ჩვენს მაგალითზე მიბაძვა მაშინ მივხვდით, რომ ეს აღარ უნდა გაგვეკეთებინა. სუფიან ას-საურიმ თქვა: შეიძინე ცოდნა და გარშემო მყოფებთან ჩუმად იყავი. არ აურიოთ მასში ბევრი ხუმრობა, რომ გულებმა არ გადმოაფურთხოს შენი ნასწავლი. (ას-საიდ გვ 232)

7. აბუ ბაქრმა თქვა: ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დგამს მუჯაჰიდი ალლაჰის გზაზე, ანიჭებს მას შვიდას კარგ საქმეს და აშორებს შვიდას ცოდვას. (ტაბარი 2:462)

8. აბუ ბაქრმა თქვა: ხალხი როცა მიატოვებს ჯიჰადს, ალლაჰიც მათ მიატოვებს, და დატოვებს მათ დამცირებულად. (ალ-ბიდაია ვა-ნიჰაია 6:305)

9. იბნი თაიმიამ თქვა: ცოდვები არის კისერზე მობმული ჯაჭვივით და მისი საკეტი ხელს უშლის ცოდვილს თავჰიდის ბაღში შესასვლელად და კეთილი საქმეების ნაყოფის მირთმევაში. (მაჯმუ'ულ ფატავა 14:49)

10. 'აბდულლაჰ იბნ რავაჰამ თქვა: მამაკაცები არ იბრძვიან იარაღით, არამედ რწმენით იბრძვიან. ბრძოლაში წასვლისას ჩვენ გვაქვს ორი დიდებული არჩევანი: გამარჯვება ან შაჰიდობა. (იბნ ჰიშამ 2:375)

11. აბუ დარდამ თქვა: მე მიყვარს სიკვდილი იმიტომ, რომ შევხვდები ჩემს ღმერთს, მიყვარს სიღარიბე, რადგან ის მმატებს თავმდაბლობას და მიყვარს ავადმყოფობა იმიტომ, რომ ის მაცლის მე ცოდვებს.
(ათ-თაზქირა 1:84)

12. იბნ ჰაჯარ ალ-ასყალანიმ თქვა: ბედიერია ის, ვინც მტკიცედ ადგას სალაფების გზას და თავს არიდებს გამოგონილ ბიდ'ათებს.
(ფათჰულ ბარი 12:267)

13. სარი ას-საყატიმ თქვა: სამართლიანობის ერთ-ერთი საუკეთესო მანერაა მუსლიმ ძმებთან გულწრფელი გული და მათზე საუკეთესო ფორმით რჩევის მიცემა. (ზიქრუს სუჰაბ ვალ უხუვვას გვ 9)

14. უბაიდულლაჰ იბნ ვასილმა თქვა: აჰმად ას-სირმანიმ ხმალი ამოიღო და თქვა: იცოდე, რომ მე მოვკალი ამ ხმალით ათასი ურწმუნო თურქი ბრძოლის დროს, და რომ სიახლე არ ყოფილიყო რელიგიაში მე ვისურვებდი რომ ეს ხმალი დაიმარხოს ჩემთან ერთად.
(ას-სიარ 13:39)

15. ფუდაილ იბნ იიადმა თქვა: გაჰყევით ჭეშმარიტ გზას და არ დაზარალდებით თქვენი მცირერიცხოვნობის გამო. მოერიდეთ გზააბნეულობას და არ მოტყუვდეთ დაბნეულთა სიმრავლით.
(ალ-ი'თისამ გვ 62)

16. სუფიან ას-საურიმ თქვა: მოექეცით სუნნას ხალხს კეთილად, ისინი მართლაც უცნაურები არიან. სუფიან ას-საურიმ იგივე გვერდზე თქვა: თუ ერთი კაცი არის დასავლეთში და მეორე კი აღმოსავლეთში, და ორივე არის აჰლუ სუნნასგან, მაშინ გაუგზავნეთ მას სალამი და მათთვის შეევედრეთ ალლაჰს. რა ცოტანი არიან აჰლუ სუნნა ვალ ჯამაას ხალხი.
(შარჰ უსულ ითიყად 2:64)

17. აბდურრაჰმან იბნ აბი აზ-ზინადმა თქვა: კაცი არ ითვლებოდა ნამდვილ კაცად მანამ, სანამ არ ისწავლიდა სუნნას.
(ალ-ჰილია 2:184)

18. აიუბ ას-სახსტიანი ამბობდა: აჰლუ სუნნას წევრის სიკვდილს როცა გავიგებდი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ერთ-ერთი კიდური დავკარგე.
(ალ-ჰილია 3:9)

19. ჰასან იბნ შაყიყმა თქვა: ერთხელ ჩვენ ვიყავით იბნ მუბარაქთან ერთად, როცა მასთან ერთი კაცი მოვიდა. იბნ მუბარაქმა ჰკითხა მას:
- შენ ჯაჰმი ხარ? (ე.ი ჯაჰმიტი).
- დიახ, უთხრა კაცმა. იბნ მუბარაქმა მას უთხრა: როცა დატოვებ აქაურობას, აწი ჩემთან აღარ მოხვიდე. მოსულმა კაცმა უთხრა:
- კი მაგრამ, მე ხომ მოვინანიე?
- არა, სანამ შენი მონანიება ისეთივე ცხადი არ გახდება, როგორი ცხადიც იყო შენი სიახლეები.
(აშ-შარჰ ვალ იბანა გვ 166)

20. სა'იდ იბნ ჯუბაირმა თქვა: მირჩევნია ჩემი შვილი დადიოდეს ცოდვილთან ვიდრე სიახლის მიმყოლთან რომელიც ბევრ თაყვანისცემას ასრულებს.
(აშ-შარჰ ვალ იბანა გვ 149)

21. ერთმა სალაფმა თქვა: როდესაც ადამიანი სიახლეს აკეთებს, ჰადისების სიტკბო გამოდის მისი გულიდან.
(ას-სიარ 12:245)

22. სა'იდ იბნ ამირმა თქვა: სულაიმან ათ-თაიმი ძლიერ ავად გახდა და ძლიერ ტირილი დაიწყო. მას ჰკითხეს: რატომ ტირი? სიკვდილის გეშინია? მან უპასუხა, რომ 'არა, ჩემთან მოვიდა ყადარიტი და მომესალმა და მეც ვუპასუხე მის სალამს, და მე მეშინია, რომ ჩემი ღმერთი ამისთვის პასუხს მომთხოვს.
(ალ-ჰილია 3:32)

23. რამდენიმე სალაფმა თქვა:
ქალთან არ დარჩეთ მარტო, თუნდაც მას ყურანს ასწავლიდეთ.
(თუჰფათულ მუჯიბ 252)

24. მუჰამმად იბნ სირინმა თქვა: ადამიანი უცოდინარი მოკვდეს უკეთესია ვიდრე ილაპარაკოს ცოდნის გარეშე.
(ალ-მადხაალ 804)

25. სალაფები ამბობდნენ: ვინც მარტოობის დროს გრძნობს მარტოობისგან გამოწვეულ ტკივილებს... ეს იმიტომ ხდება, რომ თავის ღმერთთან სიახლოვის ნაკლებობას განიცდის.
(იბნ აბი ად-დუნია ალ-'უზლა 49)

26. იაჰია იბნ აბი ქასირმა თქვა: ისწავლე განზრახვა, რადგან ის უფრო სერიოზულია ვიდრე თვითონ საქმე.
(ჯამი' ულუმ ვალ ჰიქამ გვ 34)

27. სარი ას-საყატის მეგობარი ეწვია მის მოსანახულებლად და მის სახლში ხალხის ჯგუფი დახვდა. მან უთხრა მათ: ო სარი! შენი სახლი უსაქმურთა გარემო გახდა, და მაშინვე წავიდა.
(ჰილიათ ალ-ავლია 10:119)

28. ალი იბნ აბი ტალიბმა თქვა: ვინც კითხულობს ყურანს და ჯოჯოხეთში შედის, ესეიგი ის იმათ შორისაა ვინც ხუმრობით ეკიდებოდა ალლაჰის აიათებს.
(ალ-მუსტატრაფ 1:29)

29. ალი იბნ აბი ტალიბი ამბობდა: მე არ მივატოვებდი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ვინმეს აზრის გამო.
(ფათულ ბარი 2:421)

30. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ის, ვინც ქაღალდისა და კალმის გარეშე უერთდება სასწავლო წრეს, ჰგავს იმას, ვინც უერთდება ბრძოლას იარაღის გარეშე.
(ალ-ხატიბ ალ-ბაღდადი ალ-ჯამი' 155)

31. იბნ აბბასმა თქვა: იქორწინეთ, რადგან თუ ალლაჰის მსახური სიძვას ჩაიდენს, ალლაჰი წაართმევს მას რწმენის შუქს და შეიძლება დაუბრუნოს მას ან არ დაუბრუნოს.
(ალ-ტაბაყატ ალ-ქუბრა იბნ სა'დ 5:287)

32. აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა: უეჭველად, შენ ხარ დროში, როცა სწავლულები ბევრნი არიან და მოლაპარაკე კი ცოტა, და მოვა ისეთი დრო, როცა მოლაპარაკე ბევრი იქნება, და სწავლულები ცოტა.
(ქითაბულ 'ილმ 109)

33. იბნი თაიმიამ თქვა: ცოდვები სახეს აუშნოვებს.
(აჯავაბ ას-საჰიჰ 4:306)

34. იმამ აშ-შაფიმ თქვა: ყველას სიამოვნება შეუძლებელია. ყურადღება გაამახვილე იმაზე, რაც სარგებელს მოგიტანს მტკიცედ მიჰყევი მას.
(მადარიფ ტ, 2 გვ, 223)

35. სალაფთაგან ერთ-ერთმა თქვა:
სალაფები ჯამაათის გარეშე ნამაზის ლოცვას უბედურებად მიიჩნევდნენ.
(ი'ანათ ათ-თალავინ 2:2)

36. საჰლ იბნ აბდულლაჰი ამბობდა:
ალლაჰის ხაზინიდან, თავჰიდზე დიდი ხაზინა არ არსებობს.
(ჰილიათულ ავლია 10:196)

37. იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
ჭორაობამ (ღიბამ) მართალი ხალხის საქმეები ფუჭად აქცია.
(ათ-თაზქირა 124)

38. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა:
ჩვენ ვამბობდით, რომ უმმა განწირული იქნება მცოდნე ფარისევლების გამო.
(ალ-ვილაია 'ალა ალ-დულდან 1:142)

39. სუფიან ას-საურიმ თქვა: მოთმინებას აქვს სამი თვისება?
1. არ ილაპარაკო შენს უბედურებაზე.
2. არ ილაპარაკო შენს ტკივილზე.
3. არ განადიდო საკუთარი თავი.
(ალ-ჰილია 6:389)

40. იბნ აბი რავადმა თქვა: ერთხელ მუჰამმად იბნ ვასილის ხელზე წყლული და ეს ჩემთვის რთული იყო შესახედი იყო და მან მკითხა:
'იცი რა მიწყალობა მე ალლაჰმა ამ ბუშტუკებთან დაკავშირებით?' მე გავჩუმდი. მან გააგრძელა. 'მას არ გაუკეთებია ეს ენის წვერზე, თვალზე ან სასქესო ორგანოს თავზე. და ამის შემდეგ მისი წყლული ჩემთვის ადვილი გადასატანი გახდა.
(ას-საბრ გვ 184)

41. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: დღევანდელი სამუშაო არ გადადო ხვალისთვის, რადგან სამუშაო არ დაგიგროვდეს და ვერაფერს მიაღწიო.
(მუნაყიბ ამირ ალ-მუ'მინინ გვ 129)

42. სულაიმანს ერთხელ ჰკითხეს დიდებული საქმის შესახებ, ამ კითხვამ ის აატირა და თქვა: მსურს რომ ალლაჰმა შეხედოს ჩემს გულს და ნახოს, რომ მას არაფერი სურს იმქვეყნიურის გარდა.
(აბუ ნუაიმ 9:256)

43. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: არ არსებობს ალლაჰს და ვინმეს შორის ურთიერთობა გარდა მისადმი მორჩილებისა.
(თარიხ ალ-ტაბარი 4:306)

44. 'უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: სთხოვეთ ალლაჰს დახმარება თქვენი სურვილების და ახირების საწინააღმდეგოდ, როგორც მტრის წინააღმდეგ სთხოვთ დახმარებას. (რისა გვ 119)

45. იმამ მალიქმა თქვა: მე არ მიმაჩნია სწორად ის, რომ დადგე შუამავლის საფლავთან და ვედრება აღავლინო, პირიქით, მხოლოდ უნდა მიესალმო მას და გაიარო.
(სიანათულ ინსაან გვ 264, ფათჰ ალ-მანნაან გვ 358)

46. გადმოცემულია, რომ ვაყი ალ-ჯარრა ამბობდა: ჩვენ წავედით ბაიამის დღეს სუფიან ას-საურისთან და მან გვითხრა ჩვენ: პირველს, რასაც დღეს ვაკეთებთ არის მზერის დაოკება.
(იბნ აბი დუნია ქითაბ ალ-ვარა 66)

47. ჰასან იბნ აბი სინაანი ბაირამიდან დაბრუნდა სახლში და მისმა ცოლმა მას უთხრა:
რამდენ ლამაზ ქალს შეხედე დღეს? და აგრძელებდა ამ კითხვას. გააჩერა მისი ცოლი და უთხრა: ვაი შენ, მე ჩემი თითების გარდა არაფერი დამინახავს შენთან მოსვლამდე.
(იბნ აბი დუნია ქითაბ ალ-ვარა 68)

48. იმამ აჰმადმა მკაცრად უარყო - როცა სხვის სხეულს ხელით ეხებიან და მისგან კურთხევა სურთ. როდესაც ასე გაუკეთეს იმამ აჰმადს, განრისხვდა და თქვა: 'ვისგან მიიღეთ თქვენ ეს წესი?' მან ძალიან მკაცრად დაგმო ეს საქციელი.
(ალ-მინჰაჯ ალ-აჰმად 1:428)
ასეთი პრაქტიკა არის სუფისტურ წრეებს შორის.

49. უსმან იბნ ჰაქიმმა თქვა:
დაუმეგობრდი მას, ვინც შენზე მაღლა დგას რელიგიაში და დაბლა ამქვეყნიურ ცხოვრებაში.
(ას-სამთ იბნ აბი დუნია გვ 45)

50. ჰუბაიდამ თქვა:
შეაფასე ადამიანი მისი მეგობრით.
(რავდათულ 'უყალა გვ 1080

51. ქასირ იბნ საფიმ თქვა:
საყვარელ მეგობრებთან შეხვედრა ამსუბუქებს სტრესს.
(ალ-იხვან გვ 94)

52. აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა:
მუდმივად შეხედე ყურანს.
(აშ-შუ'ბა გვ 2028)

53. იბნ აბბასმა თქვა:
გულები ჭურჭეულია და აავსეთ ის მხოლოდ ყურანით და არა სხვა რამით.
(ალ-მუსანაფ 7:106)

54. ხალიდ იბნ მა'დანმა თქვა:
როდესაც სიკეთისკენ მიმავალი კარი იხსნება, უნდა იჩქაროთ მისკენ, რადგან არ იცი როდის დაიხურება.
(ალ-ჰილია 5:211)

55. სუფინ ას-საური ასრულებდა ლოცვა და როდესაც მობრუნდებოდა ახალგაზრებს ეუბნებოდა:
თუ დღეს არ ასრულებთ ლოცვას, აბა როდის?
(ალ-ჰილია 7:59)

56. ბაქრ იბნ აბდულლაჰ ალ-მუზანიმ თქვა:
ვინც სიცილით ჩაიდენს ცოდვას, ტირილით შევა ცეცხლში.
(ალ-ჰილია 6:185)

57. ალ-ყადი იადმა თქვა:
რამდენად მცირედ უყურებ შენს ცოდვებს, იმდენად დიდია ის ალლაჰის თვალში, და რამდენადაც დიდად ხედავ შენს ჩადენილ ცოდვას, იმდენად მცირეა ის ალლაჰის თვალში.
(ას-სიარ 8:428)

58. ალ-ავზა'იმ თქვა:
გავიგონე ბილალ იბნ სა'დი ამბობდა:
არ შეხედო იმას, თუ რა მცირეა შენი ჩადენილი ცოდვა, არამედ შეხედე, რაოდენ დიადია ის ვისაც არ დაემორჩილე.
(ალ-ჰილია 5:223)

59. აბუ ჰაზიმ სალამა იბნ დინარმა თქვა: შეხედე ყველა იმ საქმეს, რომლის კეთების დროს სიკვდილი არ მოგინდება და მერე მიატოვე.
(ალ-მუსანაფ 7:194)

60. ბიშრ იბნ ალ-ჰარისმა თქვა: თქვენ ვერ იგრძნობთ თაყვანისცემის სიტკბოს, სანამ თქვენსა და ვნებებს შორის ბარიერს არ დააყენებთ. (ას-სიარ 10:473)

61. აბუ ჰასან ალ-მუზაინმა თქვა: ცოდვის შემდეგ ჩადენილი ცოდვა არის პირველი ცოდვის სასჯელი და გაკეთებული სიკეთე არის პირველი სიკეთის ჯილდო. (სიფათუ საფვა 2:456)

62. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: ვინც ლიდერის პოზიციაზეა, ის უფრო მეტად ჩავარდება განსაცდელში და ცოდვაში იმის გარდა, ვისაც ალლაჰი იცავს. (ფუთუჰ აშ-შამ გვ 100)

63. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: დღისით რომ დამეძინა ხალხს ვუგულებელყოფდი, ღამით რომ დამეძინა საკუთარ თავს ვუგულებელყოფდი? ჰეი მუავია, როგორ დავიძინო როცა ეს ორი საზრუნავი მაქვს? (ფუთუჰ მისრ ვალ მაღრიბ გვ 105)

64. იმამ აზ-ზუჰრი ამბობდა: ჩვენამდე მოსული მცოდნე ხალხი ამბობდა: ხსნა სუნნაზე მიჯაჭვულობაშია. (ად-დარიმი 96)

65. იმამ მალიქმა თქვა: სუნნა ნუჰის კიდობანს ჰგავს; ვინც მასზე ავა გადარჩება, ვინც უარს იტყვის, დაიღუპება. (მაჯმუ ალ-ფატავა 4:57)

66. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: ცუდად არ იფიქრო შენი ძმის მიერ წარმოთქმულ სიტყვაზე, როცა შეგიძლია უკეთესი ახსნა მოუძებნო. (მაჯმუ ფატავა იბნ ბააზ 26:365)

67. იუნუს იბნ უბაიდმა თქვა: მე ვიცი ათასობით კარგი მანერა, და არ ვიცი მაქვს თუ არა ერთი მათგანიც. (თაჰზიბ ალ-ქამალ 32:524)

68. აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა: მორწმუნისთვის, ალლაჰთან შეხვედრის გარდა არ არსებობს ნამდვილი სიმშვიდე. (აზ-ზუჰდ იმამ აჰმად გვ 194)

69. რაბი იბნ ხუსაიმმა თქვა: ხშირად ახსენეთ სიკვდილი. (ალ-ჰილია 2:114)

70. ყაბისამ თქვა: მე როცა სუფიანთან ვიჯექი სულ სიკვდილზე ვფიქრობდი და ისეთი არავინ მინახავს, ვინც მასზე მეტად ფიქრობდა სიკვდილზე. (ას-სიარ 7:240)

71. იმამ აშ-შაფიმ თქვა: მე არცერთი მმართველი არ მინახავს ისეთი, ვინც არ ანადგურებდა ყველაფერს, რაც აშენებული იყო საფლავებზე და სწავლულები ამის საწინააღმდეგოდ არაფერს გამოთქვამდნენ. (ალ-მუჰაზზაბ 1:456)

72. იმამ აშ-შაფიმ თქვა: აკრძალულია ადამიანის სახელის განდიდება ისე, რომ მისი საფლავი იქცეს სალოცავად, ასე იმიტომ ხდება, რომ არ გამოიწვიოს ფიტნა და შემდგომმა თაობებმა არ ილოცონ მასზე. (ას-სურააჯ ალ-ვაჰჰაბ 1:114)

73. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ადამიანი სჩადის ცოდვას, ჩადენილს არასოდეს ივიწყებს და ეშინია მის გამო, სანამ სამოთხეში არ შევა. (აზ-ზუჰდ იმამ აჰმად გვ 338)

74. აბულ მინჰაჯმა თქვა: საფლავში, ადამიანის საუკეთესო მეზობელი რა შეიძლება იყოს თუ არა ხშირი ისტიღფარი? (აზ-ზუჰდ იმამ აჰმად გვ 396)

75. ალ-ავზა'იმ თქვა: საუკეთესო ვედრება არის ალლაჰისადმი დაჟინებული და გულწრფელი თხოვნა. (აშ-შუ'აბ 2:1107)

76. სუფიან ას-საურიმ თქვა: თუ თქვენ გიყვარდათ ადამიანი ალლაჰის კმაყოფილებისთვის და შემდეგ თუ ეს ადამიანი მოიგონებს სიახლეს რელიგიაში და მას არ შეიძულებთ, ესეიგი არ გყვარებიათ იგი ალლაჰის კმაყოფილებისთვის. (ჰილიათულ ავლია 7:34)

77. ჰასანმა თქვა: მორწმუნე, თავისი ძმის სარკეა, რასაც თავის ძმაში ხედავს ისეთ, რაც მას არ მოსწონს, შეაგონებს, გამოასწორებს და პატივს სცემს პირადად და საჯაროდ. (ალ-იხვან იბნ აბი დუნია გვ 55)

78. აბდულლაჰ იბნ მუჰამმად იბნ მანაზილმა თქვა: მორწმუნე თავის ძმაში ეძებს გამართლებას, მუნაფიყი კი ეძებს თავისი ძმის შეცდომებს. (აშ-შუ'ბა 1:119)

79. ფუდაილ იბნ 'იადმა თქვა: ვინც ეძებს უშეცდომო ძმას, მას არასოდეს ეყოლება მეგობარი. (რავდათულ 'უყალა გვ 169)

80. იბნ ალ-მუბარაქმა თქვა: როდესაც კაცი დაინახავდა თავის ძმაში ისეთს, რაც მას არ მოეწონებოდა, მას რჩევას აძლებდა პირადად და აუკრძალვდა პირადად. ის დაჯილდოვდება იმისთვის, რომ დაფარა მისი ძმის შეცდომა (ან ცოდვა) და იმისთვის, რომ აუკრძალა ცუდი. დღეს პირიქით ხდება - როცა ხედავს კაცი მისი მეგობრის შეცდომას, აბრაზებს მას და საჯაროს ხდის მის ცოდვას. (რავდათულ 'უყალა გვ 197)

81. მორწმუნე ხედავს, ფარავს და გულწრფელ რჩევას აძლევს, ხოლო ბოროტი ადამიანი არაფერს ეუბნება მას და ამხელს. (ჯამი'ულ ულუმ ვალ ჰიქამ გვ 77)

82. მუტარიფ იბნ აბდულლაჰმა თქვა: სიკვდილმა, ამქვეყნის სიამოვნებების მაძიებლებს მათი სიამოვნება გაუნადგურა, ამიტომ თქვენ, მორწმუნენო, ეძიეთ ისეთი სიამოვნება, სადაც სიკვდილი არ არის. (ე.ი სამოთხის სიამოვნებები). (ლატაიფ ალ-მა'არიფ გვ 70)

83. ალ-ინაგ იბნ ყაისმა თქვა: თავშეკავება საქებარია სამი რამის გარდა: იჩქარე კეთილი საქმეების კეთება, იჩქარე მიცვალებულის დაკრძალვა და გოგონას გათხოვება, როცა იპოვი შესაფერის მამაკაცს. (ალ-მუჯალასა ვა ჯავაჰირ ალ-'ილმ 6:307)

84. 'აბდულლაჰ იბნ ამრმა თქვა: ვინც დასახლდება არაბების ქვეყანაში და აღნიშნავს მათ ახალ წელს და დღესასწაულს და სიკვდილზე არ მოინანიებს, აღდგომის დღეს მათთან ერთად იქნება. (აჰქამ ალ-დიმმა 1:724)

85. ჰანი გადმოსცემს: როდესაც ხალიფა უსმანი (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) საფლავს ხედავდა, წვერი ცრემლებით უსველდებოდა. (ალ-ჰილია 1:61)

86. მუსლიმ იბნ იბრაჰიმმა თქვა: ჰიშამ ად-დასტავა'ი ღამით არასოდეს ანთენბდა ლამბას და ამბობდა: როდესაც სიბნელეს ვხედავ, ვფიქრობ საფლავის სიბნელეზე. (ალ-ჰილია 6:221)

87. აბუ დარდამ თქვა: თქვენ ვერასდროს გახდებით სწავლული, სანამ არ გახდებით მოსწავლე, და ვერ გახდები მოსწავლე, სანამ არ იმოქმედებ იმ ცოდნის მიხედვით, რომელსაც ფლობ. (იყთიდა ალ-'ილმი ალ-ამალ 29)

88. ერთხელ, ერთმა სალაფმა თავის მეგობრებს რჩევა მისცა. როდესაც მე დამტოვებთ მაშინ გაიყავით, შესაძლოა რომელიმე თქვენგანმა წაიკითხოს ყურანი გზაში, გაიყავით რადგან როცა ერთმანეთს ხვდებით, საუბრობთ. (საიდულ ხაატირ გვ 580)

89. აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა: ნამდვილად მეზიზღება ისეთი ადამიანი, რომელიც თავისუფალია და არაფერს აკეთებს ამქვეყნიური და იმქვეყნიური საქმეებისთვის. (ალ-ჰილია 1:130)

90. აბუ მუსლიმ ალ-ხავლანი ხშირად ასრულებდა ზიქრს, მისი ენა ყოველთვის მოძრაობდა ალლაჰის ხსენებით და ამიტომ ერთმა კაცმა ჰკითხა ერთ-ერთ თანმხლებს: შენი მეგობარი გიჟია? აბუ მუსლიმ ალ-ხავლანიმ უპასუხა: არა ძმაო, ეს არის სიგიჟის წამალი. (ზავა'იდ აზ-ზუჰდ გვ 384)

91. უბაიდ იბნ 'იადმა თქვა: ოცდაათი წელია მე ჩემი ხელით არ მიჭამია, ჩემი და მაჭმევდა, მე კი ჰადისებს ვწერდი. (ადაბიის სამი' 2:178)

92. აბდულლაჰ იბნ ალ-მუ'თაზმა თქვა: თვალთმაქცის ცოდნა მის მეტყველებაშია, ხოლო მორწმუნის ცოდნა მის საქმეებში. (იყთიდა ალ-'ილმი ალ-ამალ 38)

93. აშ-შუ'ბამ თქვა: წარსული უმმეთის ყველა სწავლული ცუდები იყვნენ - გარდა მუსლიმებისა, რომელთა სწავლულები საუკეთესოები არიან. (მაჯმუ'ულ ფატავა 7:284)

94. იაჰია იბნ იაჰია ან-ნაისაბურიმ თქვა: სუნნეთის დაცვა ჯიჰადია. (ნაყდ ალ-მანტიყ გვ 12)

95. ათამ თქვა: 'აიშა იყო ხალხთა შორის ყველაზე მცოდნე და ბრძენი. (სიარ ა'ლამ ან ნუბულა 2:185)

96. ალ-აჰნააფ იბნ ყაისმა, ბანუ თამიმის უფროსი და არაბთა შორის ყველზე მჭერმეტყველი ამბობდა: 'მე ვისმენდი აბუ ბაქრის, უმარის, უსმანის, ალის და მათ შემდეგ მოსული ხალიფების სიტყვებს, მაგრამ არასოდეს მომისმენია არცერთი ადამიანის პირიდან, რომელიც უფრო ძლიერი და ლამაზი იყო, ვიდრე აიშას სიტყვები.' მუავიაც მსგავსს ამბობდა. (სიარ ა'ლამ ან ნუბულა 2:183)

97. მალიქ იბნ დინარმა თქვა: ამქვეყნის სიყვარული არის ყველა ცოდვის წყარო. ქალები არიან შაიტნის მახე. ღვინო (ე.ი ნებისმიერი მათრობელა სასმელი) კი ყველა ცოდვისკენ მომწოდებელი. (ქითაბ ზამ ად-დუნია 3:416)

98. სა'იდ იბნ ალ-მუსაიბმა ერთხელ თქვა: მე დღეები და ღამეები ვმოგზაურობდი ერთი ჰადისის საძიებლად. (ჯამი' ბაიან ალ-'ილმ 1:94)

99. იბნ აბდულ ბარრი ამბობდა: ახალგაზრდებს ხელი არ უნდა შეუშალოთ, თუ რამე იცის, ისაუბრობს იმაზე, რაც იცის. შესაძლოა ადამიანი იყოს ახალგაზრდა, მაგრამ მოხუცი ცოდნით. და ალლაჰი უბოძებს სიბრძნეს იმას თავისი წყალობით, ვისაც გამოარჩევს. (ათ-თაჰმიდ 23:150_

100. იბნ ყუდამამ თქვა: სალაფები სხვებს უკრძალავდნენ სიახლის მიმყოლებთან ჯდომას, მათ წიგნებში ჩახედვას და მათი სიტყვების მოსმენას. (ალ-ადაბ შარია 1:232)

101. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: აშ-შავქანიმ თქვა: მუსლიმანების ერთსულოვანი აზრით, ქალებს არ აქვთ უფლება სახის დაუფარავად გავიდნენ გარეთ, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში სადაც ბევრი ბოროტი ადამიანია. (ნაილ ალ-ავთარ 6:226)

102. მაიმუნ იბნ მიჰრანმა თქვა: ნუ ეკამათებით მას, ვინც თქვენზე მცოდნეა, რადგან ის წარმოგიდგენთ მთელ თავის ცოდნას და თქვენ კი მას ცოტას თუ ეტყვით. (ჯამი' ულუმ ვალ-ჰიქამ 1:517)

103. აბდულ ქარიმ ალ-ჯარაზიმ თქვა: ღვთისმოსავი ადამიანი არასოდეს კამათობს. (აშ-შუ'ბა 8129)

104. ჰაისამ იბნ ჯამილს ჰკითხეს: რა არის კაცისთვის უკეთესი, ისწავლოს სუნნა თუ ეკამათოს სხვებს? მან უპასუხა: მან უნდა აცნობოს ხალხს სუნნა, თუ მას მიიღებენ მაშინ კარგია, თუ არ მიიღებენ მაშინ გაჩუმდეს. (ჯამი' ბაიან ალ-'ილმი ვა ფადლიჰი 4:94)

105. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: იყავი ფხიზლად და კიდევ უფრო ფხიზლად, რადგან ეს ქვეყანა გველის მსგავსია, მას როცა ეხები რბილია, მისი შხამი კი მომაკვდინებელი. (ალ-ჰილია აბუ ნუაიმ 2:135)

106. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: არ არსებობს სიკეთე იმ ხალხში, ვინც არ გასცემს რჩევებს, და არც იმათშია სიკეთე ვისაც არ მოსწონს რჩევის (ან შენიშვნის) მიღება. (რისალათ მუსტარშიდინ 71)

107. ალი იბნ ჰუსაინმა თქვა: მონანიება არის მხოლოდ საქმით და ჩადენილი ცოდვის აღარ განმეორება. მონანიება არ არის მხოლოდ სიტყვა. (იბნ აბი დუნია ალ-თავბა 57)

108. იმამ აბდურრაჰმან ალ-ჯავზიმ თქვა: თუ ჩადენილი ცოდვის შემდეგ, შენს გულში აღმოაჩენს სიბნელეს, ესეიგი შენს გულში არის სინათლე, რომელმაც ეს სიბნელე აღმოაჩინა. (რავდათულ მუჰიბინ 2:112)

109. იმამ ალ-ბუხარიმ თქვა: მუსლიმანთა შორის საუკეთესოა ის, ვინც აცოცხლებს შუამავლის (ალლაჰის ლოცვა დ სალამი მას) სუნნას, რომელიც ხალხმა მიივიწყა. (აბად ტალიბ ალ-ჰადის გვ 214)

110. ალ-ხატიბ ალ-ბაღდადიმ თქვა: მოსწავლეებისთვის შესაფერისია, რომ მან დაიწყოს ალლაჰის წიგნის დამახსოვრება, რადგან ეს არის ცოდვის უდიდესი დარგები და ის, რასაც უნდა მიენიჭოს უპირატესობა. (ალ-ჯამი ლი ახატირ რავი ვა ადაბისსამი 1:106)

111. იბნ ჰიბბანმა თქვა: საუკეთესო ძმები არიან ისინი, ვინც ერთმანეთს კარგ უსურვებენ. შენთვის უმჯობესია დაგარტყას მან, ვინც სიკეთე გისურვა, ვიდრე ცუდმა ადამიანმა კარგად მოგიკითხოს. (თალბის იბლის გვ 52)

112. იბნ ჰიბბანმა თქვა: კეთილშობილი ადამიანი არ ავნებს ბრძენს, არ ხუმრობს სულელთან და არ ერევა ცოდვილთან. (არ-რავდა გვ 173)

113. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: ვინც თავის თავს ამშვენებს ხალხის წინაშე თვისებების გამოვლენით, რომლებიც ალლაჰს არ მოსწონს, ის შეურაცხყოფს ალლაჰს. (დარაყუტნი 4:207)

114. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ხანმოკლე სირთულეების ატანა, რომელსაც მოჰყვება ხანგრძლივი სუმსუბუქე, უკეთესია, ვიდრე ხანმოკლე სიმსუბუქე, რომელსაც მოჰყვება მუდმივი გაჭირვება. (ალ-ჰილია 2:134)

115. ალ-ფადლ მუჰამმად აშ-შა'რანიმ თქვა: იბნ სალიჰს (137-223 ჰ) როცა ვხედავდი ან ჰადისებს ყვებოდა ან თასბიჰს აკეთებდა. სხვა მდგომარეობაში მე ის არასოდეს მინახავს. (სიარ ა'ლამ ან-ნუბულა ტო 10 გვ 405)

116. აბუ ბაქრ ბინ აბდულლაჰ ალ-მუზანიმ თქვა: ვინც არის შენი მსგავსი ადამის შვილო? როდესაც გსურს, ვუდუს (ე.ი აბდესს) იღებ და შემდეგ ეთაყვანები შენს ღმერთს ისე, რომ შენსა და შენს ღმერთს შორის ბარიერი არ არის. (ალ-ბიდაია ვანნიჰაია 9:256)

117. იბნ შუბრუმამ თქვა: მე გაოცებული ვარ ხალხით, რომლებიც საკუთარ თავზე ზრუნავენ და ჭამენ საჭმელს სიკვდილის შიშით, მაგრამ არ იცავენ თავს ცოდვებისგან ცეცხლის შიშით. (სიარ ა'ლამ ან-ნუბულა 6:348)

118. იმამ აჰმადმა თქვა: აღწერეთ ალლაჰი ისე, რითაც აღწერა საკუთარი თავი, და უარყავით ის, რაც მან უარყო საკუთარი თავის შესახებ. (მანაყიბულ იმამ აჰმად გვ 221)

119. იმამ აჰმადმა თქვა: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ალლაჰი არ აღწერო იმით, რაც მან აღწერა საკუთარი თავი.ქითაბულ მინნა გვ 68)

120. იმამ აჰმადი ასევე ამბობდა: ვინც ამბობს, რომ ალლაჰი არ ლაპარაკობს, ის ურწმუნოა. ჭეშმარიტად, ჩვენ გადმოვცემთ გადმოცემებს ისე, როგორც ისინი მოვიდა ჩვენამდე. (ას-სუნნა გვ 71)

121. აბუ დავუდმა თქვა: იმამ აჰმადი თავის ლექციებზე არასოდეს განიხილავდა ამქვეყნიურ საქმეებს, მე არასოდეს გამიგია მისგან ამქვეყნის საქმეების შესახებ. (სიარ ა'ლამ ან-ნუბულა 11:177)

122. ალი იბნ ალ-მადანიმ თქვა: ჭეშმარიტად, ალლაჰი დაეხმარა ამ რელიგიას აბუ ბაქრ ას-სიდდიყის მეშვეობით, როცა მურთადები გამოჩნდნენ, და აჰმად იბნ ჰანბალის მეშვეობით, როცა მუ'თაზილების ფიტნის (გამოცდის/უსამართლობის) პერიოდი იდგა. (თახირათულ ჰუფფა 2:432)

123. ქუთაიბა იბნ საიდი (ჰ.ჯ 240) ამბობდა: თუ ხედავ კაცს, რომელსაც უყვარს იმამ აჰმადი, ესეიგი ის აჰლი სუნნაა. (სიარ ა'ლამ ან-ნუბულა 11:118)

124. 'ისა იბნ მარიამმა თქვა: ვინც ლოცულობს და მარხულობს, მაგრამ ცოდვებს არ ტოვებს, ესეიგი მატყუარაა. (სიარ ა'ლამ ან-ნუბულა 13:196)

125. იბნ აბბასმა თქვა: ჭესმარიტად, ყველაზე საზიზღარი რამ ალლაჰისთვის არის სიახლე. (სუნან ალ-ქუბრა 4:316)

126. იბნ უმარმა თქვა: ყოველი სიახლე არის გზააბნევა, თუნდაც ხალხი მას კარგ რამედ თვლიდეს. (აბუ შამა 39)

127. სუფიან ას-საურიმ თქვა: იბლისისთვის სიახლე უფრო საყვარელია ვიდრე ცოდვა, რადგან ცოდვა შეიძლება მოინანიო, მაგრამ სიახლე არა. (შარჰ უსულ ითიყად აჰლი სუნნა ვალ-ჯამა 238)

128. ალი იბნ აბი ტალიბმა თქვა: ჭეშმარიტად, ცოდნა უფრო ძვირფასია ვიდრე სიმდიდრე. ცოდნა გიცავს შენ, შენ კი ქონებას იცავ. ცოდნა განსჯის, ხოლო სიმდიდრე განიხილება. სიმდიდრის მფლობელები მოკვდნენ, ცოდნის მფლობელები კი ცოცხლობენ. სწავლულების სხეულები გარდაიცვალა, მაგრამ ისინი კვლავ რჩებიან ხალხის გულებში. (ადაბ ად-დუნია ვალ დინი გვ 48)

129. მუჰაბირმა თქვა: ჩვენ ყასიმ იბნ აბდურ-რაჰმან ერთად ვიყავით და ის ჩვენზე მაღლა იდგა ხანგრძლივი დუმილით და ბევრი ლოცვით. (ას-სამტ გვ 618)

130. სუფიან ბინ უაინამ თქვა: ლოცვისადმი პატივისცემა გამოიხატება იყამას (ე.ი ყამეთის) წაკითხვამდე მისვლაში. (ას-საფვა 2:235)

131. იუნუს იბნ აბდულლაჰმა თქვა: რა მემართება? როცა ქათამს ვკარგავ, ვნერვიულობ... მაგრამ როცა ჯამაათით ლოცვას ვტოვებ, ეს არ მაწუხებს?! (ჰილიათ ალ-ავლია 3:19)

132. მუჰამმად იბნ ალ-ჰუსეინ იბნ ალიმ თქვა: ადამიანს, როცა ამპარტავნება მოეძალება, მისი გონიერება და ინტელექტი მცირდება იმდენად, რამდენი ამპარტავნება შევიდა მის გულში. (იჰია 'ულუმ ად-დინ 3:400)

133. იმამ აშ-შაფიმ თქვა: მე რომ დავინახო ვინმე ჰადისის ხალხისგან, ეს იქნება ისეთივე თითქოს მე ვნახე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ცოცხალი. (შარაფ ჰაბილ ჰადის 1:31)

134. აბდულ ყადირ ჯეილანიმ თქვა: რაც შეეხება გადარჩენილ ჯგუფს, ეს არის სუნნა ვალ-ჯამა'ს, და არ არსებობს სხვა აჰლუ სუნნა გარდა ერთისა, და ეს არის ჰადისის ხალხი. (ალ-ღუნიათუთ ტალიბინ გვ 212)

135. ჰამად იბნ სალამამ თქვა: ყოველთვის, როცა ლოცვაზე ვდგებოდი წარმოვიდგენდი, რომ ჯოჯოხეთი ჩემს თვალწინ იყო. (თაზქირათულ ალ-ჰუფად 1:219)

136. ალი იბნ ალ-მადინიმ თქვა: ჰადისის ხალხთან მგზავრობაზე უკეთესი არაფერია. დანარჩენი ხალხი ცდილობდა ამქვეყნიურს, ისინი კი რელიგიას ავრცელებდნენ. (მასალათ ალ-ულუ ვალ-ნაზულ გვ 45)

137. ბაქრ ალ-მუზანმა თქვა: თუ გინდა, რომ შენი ლოცვა სასარგებლო იყოს შენთვის, მაშინ უთხარი საკუთარ თავს: 'შეიძლება არ მქონდეს სხვა ლოცვის შესრულების შანსი' (ჯამი' ალ-ულუმ ვალ-ჰიქამ გვ 466)

138. ერთმა სალაფმა თქვა: როგორ შეიძლება იგრძნო მარტოობის ტკივილი, როცა ალლაჰთან ხარ? (იბნ აბუ დუია ალ-უზლა 49)

139. აბუ ჰაფს ალ-ფასანმა თქვა: მე ვუთხარი იაჰია იბნ საიდს მისი ავადმყოფობის დროს: 'ალლაჰმა მოგცეთ კეთილდღეობა' მან მიპასუხა: რაც ალლაჰისთვის საყვარელია, ის არის ჩემთვის საყვარელი. (ას-სიარ 9:182)

140. აზ-ზაჰაბიმ თქვა: თუ ხედავთ სიახლის მიმყოლს, რომელიც ამბობს: არ გინდათუ ყურანი და სუნნა და იმსჯელეთ ლოგიკურად, მაშინ იცოდეთ, რომ ის არის აბუ ჯაჰლი. (ას-სიარ 4:472)

141. ალ-ხატიბ ბაღდადიმ თქვა: მცოდნისთვის უმეცრება განიხილება როგორც უმეცრება, ხოლო უმეცარისთვის, ცოდნა ჩანს უცოდინრობად. (ქითაბ ალ-ფაყიჰ ვალ მუტაფაყიჰ 1:3)

142. იბნი თაიმიამ თქვა: უმეცარი ბუზს ჰგავს; ეძებს ჭრილობებს და კარგს უგულებელყოფს. (მინჰაჯ ას-სუნნა 6:150)

143. იბნ ალ-ყაიმ ალ-ჯაუზიმ თქვა: ისწავლე გამოცდილება გამოცდილებისგან, იმათგან, ვინც ცხოვრობდა შენზე უწინ, და შენ გახდები მაგალითი მათთვის, ვინც, შენს შემდეგ იცხოვრებს. (ქითაბ ალ-ლატაიფ ფილ ვააიზ გვ 68)

144. ალლაჰმა თქვა ყურანში: ...არ შეგაცდინოთ მიწიერმა ცხოვრებამ...(ლუყმან 31:33) ჰასან ალ-ბასრიმ თქვა ამის შესახებ: და ვინ თქვა ეს? ეს თქვა ყოვლისგამჩენმა, რომელმაც იცის მიწიერი ცხოვრების არსი. (ზუჰდ იბნ აბი დუნია გვ 195)

145. ვაყია იბნ ალ-ზარახმა თქვა: თუ გსურთ თქვენ ისწავლოთ ჰადისი, მაშინ გამოიყენეთ ის ცხოვრებაში. (ჰავადის ალ-ყისას ალ-ირაყი გვ 100)

146. იბნ ქასირმა თქვა: ვინც ფლობს ამ თვისებებს - პატიებას ითხოვს და ცოდვებს ინანიებს, მას ალლაჰი გაუმარტივებს სარჩოსკენ (რიზყ) მიმავალ გზას და დაზოგავს (ადამიანის) მის ძალას. (თაფსირ იბნ ქასირ 4:329)

147. შურაიხმა თქვა: ხალხისთვის ისეთი დრო მოვა, როცა რწმენას უსაყვედურებენ, ისევე, როგორც დღეს საყვედურობენ გარყვნილებას. (ალ-ფიტან 23)

148. შუ'ბამ თქვა: ვინც სწავლობს ჰადისს მაგრამ არ იცის არაბული ენა, ჰგავს მამაკაცს, რომელსაც კაპიუშონი ახურავს თუმცა თავი არ აქვს. (ალ-ხატიბ ჟამი 2:26)

149. ალ-ვაფა იბნ 'აყილმა თქვა: ალლაჰი გაქებს შენ (როცა მან თქვა ყურანში, რომ ადამიანი საუკეთესო ფორმით გააჩინა და ასევე თქვა, რომ ყურანი ხალხის ამაღლება და პატივია), მიუხედავად იმისა, რომ ის ის არის. და შენ ზურგს აქცევ მის ბრძანებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ შენ ხარ. (მუფიდ ალ-მუსტაფიდ ფი ყურტი თარიხ ათ-ავჰიდ 15)

150. 'აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა: არავინ დაბადებულა სწავლული. ცოდნა მიიღწევა მხოლოდ სწავლით. (ქითაბ ალ-'ილმა ლილჰაფიზ აბი ხუტმა ზუჰირ ჰარბ ალ-ნისაი 115)

151. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) უთხრა თანმხლებლებს: "მოდით გავზარდოთ ჩვენი რწმენა" და იმათმა ახსენეს უზენაესი ალლაჰი. (ლალაქაი 5:941)

152. ჰაბიბ იბნ აბუ საბითმა თქვა: სუნნეთიდანაა, როცა ადამიანი კითხულობს ჰადისს რომ ყველამ მიაბრუნოს სახე მისკენ და არ მიაქციოს ყურადღება სხვას. (ბინ ჰარბ ალ-ნისააი 145)

153. აბდულლაჰ იბნ აბბასმა თქვა: ნებისმიერი ცოდვა, რომლის ჩადენაც ალლაჰმა აკრძალა, მძიმეა. (ლალაქაი 1916)

154. ჯა'ფარ იბნ ჰაიანმა თქვა: საქმეში მთავარი - განზრახვაა. ადამიანი აღწევს განზრახვით იმას, რასაც საქმით ვერ აღწევს. (იბნ ალ-მუბარაქ აზ-ზუჰდ 189)

155. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ცოდნა მიიღწევა ძილის გაწირვით. (ე.ი თუ ნაკლებს იძინებ და ბევრს წაიკითხავ). (ქითაბ ალ-ლატაიფ ვალ ფავაიზ 141)

156. იბნ მას'უდმა უთხრა თავის შვილს: შვილო ჩემო, იტირე შენი ცოდვების გახსენებაზე. (ვაყი აზ-ზუჰდ 30)

157. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ყოვლისშემძლე ალლაჰის შემდეგი სიტყვები ვრცელდება იმათზე, ვინც არის ალლაჰის ჭეშმარიტი მსახური: 'განა არ არის ალლაჰი საკმარისი თავისი მსახურისთვის?!' (ზუმარ 39:36) (ვაბილ გვ 20)

158. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: მამაკაცი - ეს არის, ვისაც ეშინია თავისი გულის სიკვდილის, არათუ თავისი სხეულის სიკვდილის. (მადარაჯი სალიქინ 3:249)

159. როცა ადამიანი ცოტას ჭამს, მის სახლში ბევრი საკვები არ ინახება. მას ჰყოფნის ცოტა ფული. და ვინც არის შეჩვეული სავსე მუცელს, მისი მუცელი, მისი მეტოქე ხდება და ყოველდღე ეკითხება მას: დღეს რას შევჭამ? (იჰია ულუმ ად-დინ 3:140)

ლუყმანმა უთხრა თავის შვილს: შვილო ჩემო, არ ჭამო მაშინ, როცა მაძღარი ხარ. შენთვის სჯობია, ეს საკვები ძაღლს მისცე, ვიდრე შენ ჭამო. (ალ-ადაბ აშ-შარია 3:184-185)
აბდულვაჰიდ იბნ ზეიდმა თქვა: ვინც აკონტროლებს თავის მუცელს მას კარგი მანერები აქვს. და ვინც არ იცის მისი რელიგიისთვის საზიანო საკვები, ის ბრმაა თაყვანისმცემელთა შორის. (რუჰბან ალ-ლაილ 2:221)

160. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: როდესაც ადამიანის ნებისყოფა უკეთესობისკენ გაძლიერდება, მანკიერება შორდება მას, და როდესაც ის შესუსტდება, მისკენ უბიძგებს. (მადარაჯი სალიქინ 3:171)

161. ალ-ფუდაილ იბნ იადმა თქვა: ვფიცავარ ალლაჰს, შენ არ გაქვს უფლება ზიანი მიაყენო ძაღლს ან ღორს უფლების გარეშე, და როგორ უნდა მიაყენო ზიანი მუსლიმანს? (სიარ ა'ლამ ან-ნუბალა 427)

162. ჰაფიზ იბნ ჰაჯარმა თქვა: ვინც ყურანს გულმოდგინედ კითხულობს, მას ენა ემორჩილება და კითხვა უმარტივდება. ვინც მიატოვებს კითხვას, მაშინ კითხვა მისთვის რთული და მტანჯველი ხდება. (ფათჰულ ბარი 9:79)

163. არ-რაბი იბნ სულეიმანმა თქვა: აშ-შაფიიმ მითხრა მე: ჰეი რაბი, რომ შემეძლოს შენი ცოდნით გამოკვება, მაშინ ამას გავაკეთებდი მე. (ჯამი ბაიანა 'ილმ 753)

164. იბნ რაჯაბმა თქვა: ადამიანისთვის, საუკეთესო დრო მონანიებისთვის არის როცა ჯანმრთელია, სანამ დაავადება მივა მასთან, რათა მეტი დრო ჰქონდეს კარგის გასაკეთებლად. (ლატაიფულ მა'რიფა 335)

165.. ვიღაცამ ჰკითხა იბნ მას'უდს: გვიამბე, როგორია ჯოჯოხეთი? მან უპასუხა: ის რომ დაგენახათ, გული ამოვარდებოდა საგულედან. (იბნ აბი დუნია სიფათუ ნნარ 53)

166. იმამ ჰარბ იბნ ისმაილ ალ-ქირმანიმ თქვა: მე ვკითხე იბნ რაჰავეიჰს: როდესაც ადამიანი ეტყვის მუშრიქს, რომ ის არის ჭკვიანი ადამიანი, დასაშვებია ეს? მან მიპასუხა: არ შეიძლება ამის თქმა, რადგან მათ არ აქვთ ჭკუა. (მასაილ ჰარბ ალ-ქირმანი 2:881)

167. იმამ ალ-ასმა'ი გადმოსცემს იმამ აჰმადისგან, რომ მან გაიგონა აიუბ სახტიანისგან, რომელიც ამბობდა: ერაყის მცხოვრებლების სიახლეში ჩავარდნის მიზეზი იყო ის, რომ ისინი დაბალ დონეზე ფლობდნენ არაბულ ენას. (აზ-ზინა ტომი 1 გვ 124)

168. უმარ იბნ აბდულ 'აზიზმა თქვა: ჰეი თქვენ, რომლებიც ფარულად სჩადიხართ ცოდვებს! იცოდეთ, რომ ალლაჰის წინაშე იქნება სამარცხვინო პასუხისგება. ალლაჰმა თქვა: ვფიცავ შენს ღმერთს, ჩვენ მოვკითხავთ მათ ერთიანად. (ჰიჯრი 15:92) (იბნ აბი დუნია)

169. იბნი თაიმიამ თქვა: რაოდენ ხშირად აკეთებენ სულები იმას, რაც უნდათ, და სჯერათ, რომ ამას აკეთებენ ალლაჰის მორჩილებისთვის. (მაჰმუ'ულ ფატავა 28:207)

170. იბნ აბბასმა თქვა: ცოდნის განმეორება ღამით ჩემი რჩეულია ვიდრე (სალოცავად) გამოღვიძება. (ჯამი ბაიან ალ-'ილმა 107)

171. აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა: ისწავლეთ, რადგან უეჭველად, არცერთმა თქვენგანმა არ იცის თუ როდის დასჭირდება ის ხალხს. ('ილუ ლილჰაფიზ 8)

172. იბნ ჰანიმ თქვა: დავინახე იმამ აჰმადი როდესაც გზაში მიდიოდა მას შემოხვდა ორი ქალი. ის გზის შუაში აღმოჩნდა და გაჩერდა თავის ადგილზე სანამ იმათმა არ გაიარეს. (ალ-ადაბა აშ-შარია 2:6)

173. იმამ აჰმადმა თქვა: თუ გსურთ მუდმივად მოგცეთ ალლაჰმა ის, რაც გიყვართ, მაშინ მუდმივად იყავით იმაში, რაც მას უყვარს. (ალ-ბიდაია ვა ნნიჰაია 1-:330)

174. სუფიან ას-საურიმ თქვა: თუ მოახერხებ თავი ისე მოიფხანო როგორც სალაფებმა, მაშინ გააკეთე ისე როგორც მათ გააკეთეს (ზამმ ალ-ქალამ 1:181)

175. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: თუ ადამიანზე მისი ნეფსი (სული/ვნება) და სატანა გაიმარჯვებს, ის ადამიანი დამწუხრდება, აღელდება, დაითრგუნება და ჩაახშობს მასში სიკეთისკენ სწრაფვას. (ალ-ფავაიდ გვ 94)

176. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ცოდვა იწვევს იმ ქვეყნიური ცხოვრების ზარალს, როგორც ვალი იწვევს ამ ქვეყნიური ცხოვრების ზარალს. (ალ-ფავაიდ გვ 92)

177. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: როდესაც ფული არის თქვენს ხელში და არა გულში, ეს თქვენ არ დაგაზარალებთ, თუნდაც ბევრი იყოს. და როცა ფული არის თქვენს გულში, ის დაგაზარალებთ თქვენ, თუნდაც არ იყოს თქვენს ხელში. (მადარაჯი სალიქინ 1:463)

178. აბუ ად-დარდამ თქვა: იმის ცოდნა, რომ ალლაჰმა ჩემი ერთი ლოცვა მიიღო, ჩემთვის მთელს დედამიწაზე და იმაზე უკეთესი იქნებოდა, რაც მასშია, რადგან ალლაჰმა თქვა: ...ალლაჰი მხოლოდ ღვთისმოშიშისგან შეიწყნარებს. (მაიდე 5:27) (თაფსირ იბნ ქასირ 3)

179. ალი იბნ აბუ ტალიბმა თქვა: რწმენა გულში წერტილივით ჩნდება, და ყოველთვის, როცა რწმენა იზრდება, ეს წერტილიც იზრდება. (შარა უსულ ითიყად 5:941)

180. იბნი თაიმიამ თქვა: როდესაც ხალხი ერთმანეთს ეხმარება ცოდვების ჩადენაში და მჩაგვრელობაში, (უსამართლობაში) ისინი საბოლოოდ ერთმანეთს იძულებენ. (მაჯმუ'ულ ფატავა 15:128)

181. აბდულლაჰ იბნ აბბასმა თქვა: მორცხვობა და რწმენა ერთად არიან, და როცა ერთ-ერთი მათგანი დატოვებს ალლაჰის მსახურს, მეორეც თან მიჰყვება. (ალ-ლალაქაი 6:1019)

182. იმამ მუჰამმად იბნ იდრის აშ-შაფიმ თქვა: ვისაც სურს ალლაჰმა გახსნას მისი გული და ცოდნით დააჯილდოვოს: განმარტოვდეს, ცოტა ჭამოს და მიატოვოს სულელებთან და ზოგიერთ მცოდნესთან ყოფნა, რომელსაც არ აქვს სამართლიანობა და ქცევის ეთიკა. (ბუსტან ალ-არაფანი 1:53)

183. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: საჰაბეები ამბობენ: ვინც თავისი (მუსლიმი) ძმა დაადანაშაულა იმ ცოდვაში, რომელიც მან უკვე მოინანია ალლაჰის წინაშე, იგი ისე არ მოკვდება, ვიდრე იგივე ცოდვას თვითონვე არ იგემებს. (იბნ აბი დუნია 1:170)

184. იბნ ალ-ყაიმ ალ-ჯავზიამ თქვა: ვნების სასმელი ტკბილია, მაგრამ გვალვა მოჰყვება მას. (ალ-ფავაიდ გვ 125)

185. მალიქ იბნ დინარმა თქვა: მოერიდეთ ყველა თანამოსაუბრეს, ვისგანაც (რელიგიურ) სარგებელს ვერ ნახულობთ. (იბნ აბუ ასიმ აზ-ზუჰდ 86)

186. ორი ბედნიერი დღე ადამიანის ცხოვრებაში.
იმამ იბნ ალ-ყაიმმა თქვა: (ალლაჰის) მსახურის ცხოვრებაში საუკეთესო დღე არის მისი მონანიების დღე, და ალლაჰის მიერ ამ მონანიების მიღების დღე. (ზაად ალ-მაად 3:511)
ალლაჰმა ყურანში ხუთ ადგილას ახსენა ბედნიერება, მათგან ორი არის განკითხვის დღის ბედნიერება, როცა ალლაჰი ადამიანს აპატიებს და შეუშვებს სამოთხეში:

ალლაჰის სიტყვები:

105. მოდის დღე, როცა ვერ დაილაპარაკებს ვერცერთი სული, თუ არა მისი(ალლაჰის) ნებით და მათგან იქნებიან უბედურნი და ბედნიერნი.
106. ისინი, რომელნიც იქნებიან უბედურნი, ცეცხლში იქნებიან და იქნება იქ ოხვრა და კვნესა.
107. იქნებიან იქ მარადიულად, სანამ იარსებებენ ცანი და დედამიწა, თუ არ იქნება შენი ღმერთის ნება. შენი ღმერთი იქმს იმას, რასაც ინებებს.
108. ისინი კი, რომელნიც გაბედნიერდებიან, სამოთხეში დამკვიდრდებიან, იქნებიან იქ მარადიულად, სანამ იარსებებენ ცანი და დედამიწა, სანამ შენი ღმერთი არ ინებებს ულევ საზღაურს.
(სურა ჰუდ 11:105-108)

187. ალ-ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: დროებითი სიამოვნება ნუ მოგატყუებთ. შენი ცხოვრება ხანმოკლეა და ნუ გადადებ დღევანდელს ხვალისთვის, რადგან შენ არ იცი როდის შეხვდები ალლაჰს. (ჰილიათულ ავლია 2:140)

188. არ-რაბი იბნ ანასმა თქვა: ალლაჰის სიყვარულის ნიშანი არის მისი ხშირი ხსენება. როდესაც შენ გიყვარს ვიღაც, უფრო ხშირად მასზე ლაპარაკობ. (ჯამი' ალ-ბაიან ვალ ჰიქამ 2:516)

189. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: უზენაესი ალლაჰის ხშირი ხსენება არის ნიფაყისგან (თვალთმაქცობისგან) თავდაცვა. (ვაბილ ალ-საიბ გვ 195)

190. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: ვინც იცის მაშინ ასწავლოს სხვებს, და ვინც არ იცის, მაშინ სწავლულებს ჰკითხოს. (ჯამი' ალ-ბაიან ალ-'ილმ 1:425)

191. იბნი თაიმიამ თქვა: დაუშვებელია მოვიწყვიტოთ უზენაესი ალლაჰის წყალობის იმედი, თუნდაც ჩვენი ცოდვები უზარმაზარი იყოს. (მაჯმუ'ულ ფატავა 16:19)

192. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: من أطلق طرفه، كثر ألمه ვინც თავისუფლება მისცა თავის მზერას, მისი ტანჯვა მოიმატებს.
(ბაჰრ ალ-დუმუ'ა 1:37)

193. 'აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა: სუნნეთში ზომიერება უკეთესია ვიდრე სიახლისკენ სწრაფვა. (ალ-იბანა 161, ლალაქაი 114)

194. ალ-ჰასან ალი ალ-ბარბარაჰიმ თქვა: მმართველების წინააღმდეგ ბრძოლა და მათ წინააღმდეგ აჯანყება დაუშვებელია, თუნდაც უსამართლო იყოს. სუნნაში მათ წინააღმდეგ ბრძოლა არ არის გადმოცემული. მათ წინააღმდეგ ბრძოლა იწვევს რელიგიის და მიწიერი საქმეების შესუსტებას. (შარჰუ სუნნა 34)

195. ვაყიმ თქვა: ვინც ეძებს ჰადისს თავისი აზრის დამტკიცებისთვის, ის სიახლის მიმყოლი ადამიანია. (ზამ ალ-ქალაამ ვა აჰლიჰი 337)

196. მუაზ იბნ ჯაბალმა თქვა: შენ უნდა ეძიო ცოდნა. უეჭველად ცოდნის ძიება თაყვანისცემაა. მისი შესწავლა ალლაჰის კმაყოფილებისთვის კარგი საქმეა. მისადმი სწრაფვა ალლაჰის ხალხთან დაახლოების საშუალებაა. შეძენილი ცოდნის სწავლება სხვებისთვის არის მოწყალება (სადაყა). მისი გამოკვლევა ჯიჰადია, ხოლო განახლება თასბიჰი. (ად-დაილამი 2237, მაჯმუ'ულ ფატავა 4:42)

197. აბუ ასვად ად-დუვალიმ (გარდაიცვალა ჰიჯრიდან 69 წელს) თქვა: არაფერია ცოდნაზე უფრო სასიკეთო. მეფეები არიან ხალხის მმართველები, ხოლო სწავლულები მეფეების მმართველები არიან. (თაზქირათუს საამი 35)

198. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: აჰლუ სუნნა ვალ ჯამა'ას და მცოდნე ხალხის სახეები თეთრი იქნება. (ად-დურარ ალ მანსურ 2:111-112)

199. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: რომ არა სწავლულები, ადამიანები პირუტყვებს დაემსგავსებოდნენ. (მუხთასირ ნასიბა აჰლილ ჰადის გვ 167)

200. მუაზ არ-რაზიმ თქვა: სწავლულები მუჰამმადის უმმეთისთვის იმაზე უფრო მოწყალენი არიან ვიდრე მშობლები მათი შვილების მიმართ. - ეს როგორ? - ჰკითხეს მას. - იმიტომ, რომ მშობლები შვილს იცავენ ამქვეყნიური ცეცხლისგან, ხოლო სწავლულები იცავენ მათ იმქვეყნიური ცეცხლისგან. - უპასუხა მან. (ე.ი სწავლული მოგიწოდებს ჭეშმარიტებისკენ და მისი მეშვეობით ალლაჰი გაყენებს სწორ გზაზე, რის გამოც გადაურჩები ცეცხლს ალლაჰის ნებით.) (მუხთასირ ნასიბა აჰლილ ჰადის გვ 167)

201. შეიხმა ვასიულლაჰ აბბასმა თქვა: სუფისტები ამბობენ, რომ ალლაჰი ყველგანაა... მაშინ ჩნდება კითხვა, თუ რატომ აამაღლა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თავისთან ზეცაში მირაჯის ღამეს?

202. იბნ რაჯაბ ალ-ჰანბალი გადმოსცემს: იმამ აჰმადმა თქვა: კარგი ხასიათია (ზნეობაა) არ გაბრაზდე და არ განრისხდე. კარგი ზნეობა არის მოითმინო ის, რაც ხალხისგან მოდის. (ჯამი' ულუმ ვალ-ჰიქამ 1:457)

203. იბრაჰიმ იბნ ადჰამმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: ადამიანი არ არის ალლაჰის გულწრფელი თაყვანისმცემელი, თუ მას უყვარს აღიარება. (ე.ი დიდება) (აზ-ზუჰდ იმამ აჰმად 2240)

204. გადმოცემულია, რომ მასრუყმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: ყველას უნდა ჰქონდეს დრო მარტო ყოფნისთვის, რათა გაიხსენოს თავისი ცოდვები და მათ გამო პატიება ითხოვოს. (აზ-ზუჰდ იმამ აჰმად 2038)

205. გადმოცემულია, რომ იქრიმმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: ყველა ადამიანი განიცდის ბედნიერებას და სევდას, მაგრამ თქვენ უნდა გადააქციოთ ბედნიერება მადლიერებად, ხოლო სევდა მოთმინებად. (იბნ ქასირის სურა ჰადისის 23-ე აიათის თაფსირიდან)

206. ნუაიმ იბნ ბაშირმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი ხუთბის დროს თქვა: სრული განადგურება არის ცუდი საქმეების კეთება უბედურების და ფიტნის (საცდურის) დროს. (იბნ აბი დუნია ალ-'უყუბათ 327)

207. აზ-ზაჰაბი ალლაჰმა შეიწყალოს იგი ამბობდა: სალაფი იმამების უმრავლესობა ამბობდა, რომ გულები სუსტია და უაზრო კამათის გამართვა მახეა. (აზ-ზაჰაბი სიარ ა'ლამ ან-ნუბულა 7:261)

208. აბუ ჯუჰაიფამ ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: დაჯექი უფროსებთან, შეერიე ბრძენ ხალხს და დაეკითხე სწავლულებს. (რავდათულო 'უყალა გვ 176)

209. იმამ ავზა'იმ ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: ისწავლეთ რელიგია და გაიაზრებთ რა უნდა მიიღოთ და რა არა.
(აბდ ალ-ბარრ 435)

210. ყათადამ ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: ვისაც მიეცა სიმდიდრე, სილამაზე, სამოსი ან ცოდნა და ამის შემდეგ არ არის თავმდაბალი, მას მძიმე ხვედრი ექნება განკითხვის დღეს.
(იბნ აბი დუნია 90)

211. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი თქვა: არსებობს სამი ტიპის მამაკაცი და ქალი. რაც შეეხება ქალებს, ერთი არის უბიწო, მუსლიმანი, ნაზი, მოსიყვარულე და მშობიარე ქალი. ის ეხმარება თავის ოჯახს რთულ სიტუაციებში. ასეთ ქალებს იშვიათად ნახავთ. მეორე მხოლოდ ჭურჭელია - შვილების შობის მეტს არაფერს აკეთებს. მესამე ტიპი არის ბორკილი, ალლაჰი მას კისერზე ახვევს ვისაც სურს და როცა მოხსნა სურს, მხოლოდ მაშინ მოაშორებს მას. მამაკაციც სამი სახისაა. პირველი არის უბოწო, მარტივი, რბილი ხასიათის, რომელიც ფლობს გონებას და იმსახურებს რომ მას დაეკითხოთ, და როდესაც საქმე მას ეხება, ის მიმართავს გამჭრიახობას და წყვეტს საკითხებს ისე როგორც უნდა იყოს. მეორე არის, რომელსაც არ აქვს საკუთარი მოსაზრება, და როცა საქმე მას ეხება, ის მიდის იმასთან, ვინც გამჭრიახია და დაეკითხება სხვას და ის თავის საქმეს სხვასთან საუბრის შემდეგ წყვიტავს. მესამე ტიპის კაცი არის, რომელიც დაბნეულია, დაკარგულია და მიზანი არ გააჩნია. ის არ მიჰყვება სწორ ხელმძღვანელობას და არც არავის ემორჩილება. (ალ-ბაიჰაყი შუაიბ ალ-იამნ 10:39)

212. სუფიან ას-საური ალლაჰმა შეიწყალოს იგი ამბობდა: უსაფრთხოება მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა იყო ცნობილი.
(აზ-ზაჰაბი სიარ ა'ლამ ან-ნუბალა 7:258)

213. აბუ ჰაზიმ სალამ იბნ დინარმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: ვერ გახდებით სწავლული თუ არ გაქვთ ეს სამი თვისება: არ ეურჩებით მათ, ვინც თქვენზე მაღლა დგას (ე.ი მუსლიმი ამირი), და თუ არ დახედავთ ზემოდან თქვენზე უმცროსებს და არ აიღებთ რაიმე მიწიერს თქვენი ცოდნის სანაცვლოდ.
(ალ-ბაიჰაყი შუაიბ ალ-იმან 3:282)

214. გადმოცემულია, რომ უმარ იბნ ალ-ხატტაბმა ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი თქვა: ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ათი თვისება, მათგან ცხრა კარგი იყოს და ერთი ცუდი, მაგრამ ცხრა კარგი შეიძლება გააფუჭოს ერთმა ცუდმა თვისებამ... სიფრთხილით მოვეკიდოთ ახალგაზრდობის ცდომილებებს და ნაკლოვანებებს.
(აბდ არ-რაზზაყ ალ-სანა'ი ალ-მუსანაფ 8240)

215. სა'იდ იბნ აბი ურუბამ ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: ვისაც არ გაუგია საკითხის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა, მაშინ არ ჩათვალოთ ის სწავლულად.
(იბნ აბდ ალ-ბარ ბაიან ალ-'ილმა ვა ფადლიჰი 1521)

216. გადმოცემულია, რომ სუფიან იბნ უიანმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: ყველაზე გაბედული ხალხი ფეტვის გაცემის დროს ისინი არიან, რომლებმაც ყველაზე ნაკლებად იციან სწავლულების აზრთასხვადასხვაობის შესახებ.
(იბნ აბდ ალ-ბარ ბაიან ალ-'ილმა ვა ფადლიჰი 1527)

217. ჰასან ალ-ბასრიმ ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: ადამიანი რჩება სიკეთეში მანამ, სანამ იცის რა აფუჭებს მის საქმეს.
(აჰმად იბნ ჰანბალ აზ-ზუჰდ გვ 339)

218. 'ალყამა გადმოსცემს: ერთხელ, ერთმა კაცმა იბნ მას'უდს უთხრა: მე მორწმუნე ვარ. იბნ მას'უდმა ჰკითხა მას: რატომ არ ამბობ 'მე სამოთხეში ვარ'? ამის შემდეგ იბნ მას'უდმა უთხრა მას: არა, ჩვენ ვამბობთ: გვწამს ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები და მისი შუამავლები.
(აბუ უბაიდ ალ-ყასიმ იბნ სალამ ქითაბ ალ-იამნ 11)

219. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ალლაჰი არ უხურავს კარს თავის მორჩილს ისე, რომ მან მისი წყალობის ორი კარგი არ გაუღოს. ეს არის მისი სიბრძნე.
(შარჰ დიად ას-სალიჰინ 1:575)

220. გადმოცემულია, რომ მუავიამ ბინ ყურრამ თქვა: ნუ დასხდებით სულელებთან თქვენი ცოდნით, და ნუ დასხდებით მცოდნეებთან თქვენი სისულელით.
(სიარ ა'ლამ ან-ნუბალა 5:154)

221. გადმოცემულია, რომ ერთი კაცი მივიდა ალ-შაბისთან (ალლაჰმა შეიწყალოს) და ჰკითხა რაღაცის შესახებ. მან ასეთი პასუხი გასცა: იბნ მას'უდი ამის შესახებ ასე და ასე ამბობდაო. კაცმა ჰკითხა: ეს კი, მაგრამ მითხარი შენი აზრი ამასთან დაკავშირებით. ალ-შაბიმ თქვა: არ გაკვირვებთ თქვენ ეს კაცი? მე ვეუბნები მას, რომ იბნ მას'უდი ასე ამბობდა, ის კი მეუბნება რომ მე მას ჩემი აზრი ვუთხრა. ვფიცავ ალლაჰს, ჩემი რელიგია ჩემზე მნიშვნელოვანია. ვფიცავარ ალლაჰს, მე მირჩევნია სიმღერა ვიმღერო, ვიდრე გამოვთქვა ჩემი აზრი რელიგიასთან დაკავშირებით.
(ად-დარიმი ალ-სუნან 108)

222. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ყურანი გიბიძგებთ თქვენი დაავადებების მკურნალობისკენ: თქვენი დაავადება, ეს თქვენი ცოდვებია, მკურნალობა არის ალლაჰისგან პატიების თხოვნა.
(ალ-ბაიჰაყი სიარ ა'ლამ ან-ნუბალა 9:347)

223. ალი იბნ აბი ტალიბმა თქვა: ნუ იქნებით მათთან, ვინც ნაჩქარევია, ვინც მავიწყარაა, ვინც უბედურებას აყენებს საიდუმლოს გამჟღავნებით, რადგან მძიმე და ხანგრძლივი გასაჭირი გექნებათ.
(ალ-ბუხარი ადაბ ალ-მუფრად 327)

224. გადმოცემულია, რომ აბუ ჰაზიმ სალამ იბნ დინარს ალლაჰმა შეიწყალოს იგი ჰკითხეს: აბუ ჰაზიმ, ვერ ხედავ როგორ გაიზარდა ფასები? მან უპასუხა: და რა არის სანერვიულო? ჭეშმარიტად, ალლაჰი იძლევა სარჩოს ფასების მატებისა თუ კლების დროს.
(აბუ ნუაიმ ჰილიათ ავლია 3:239)

225. აბუ ალ-ალიამ ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: არსებობს ორი რამ რითაც ალლაჰმა მე დამაჯილდობა. ერთი ის არის, რომ მან მე ისლამის მარგუნა და მეორე ის, რომ არ გამხადა ხავარიჯი.
(აბდ არ-რაზზაყ ალ-სან'ანი ალ-მუსანაფ 18667)

226. გადმოცემულია, რომ ალ-შაბიმ ალლაჰმა შეიყალოს იგი თქვა: მოერიდეთ სწავლულთა შორის ცოდვილს და უმეცართა შორის გულმოდგინე თაყვანისმცემელს, ვინაიდან ეს არის უბედურება ყველასთვის, რომელსაც ფიტნაში მივყავართ.
(ალ-ბაიჰაყი შუა'იბ ალ-იმან 1753)

227. სამურა იბნ ჯუნდუბმა ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი თქვა: მე ახალგაზრდა ვიყავი ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დროს და ვიმახსოვრებდი ყველაფერს რასაც იგი ამბობდა: მე არაფერი მაყოვნებდა ჩემს საუბარში გარდა იმისა, რომ ჩვენს შორის იყვნენ უფროსი მამაკაცები.
(საჰიჰ მუსლიმ ქითაბ ალ-ჯანაიზ 964)

228. ჰასან იბნ უტაიბამ თქვა: სუფიან ას-საურიმ ჰკითხა სუფიან იბნ უაინას: რატომ არ ყვები გადმოცემებს? მან უპასუხა: სანამ ცოცხალი ხარ, არავითარ შემთხვევაში
(ალ-ხატიბ ალ-ბაღდადი ალ-ჯამი ლი ახლაყ ალ-რავი 698)

229. როდესაც იბრაჰიმო და ალ-შაბი ერთად ისხდნენ, იბრაჰიმი არაფერზე საუბრობდა ასაკის გამო.
(ალ-ხატიბ ალ-ბაღდადი ალ-ჯამი ლი ახლაყ ალ-რავი 703)

230. გადმოცემულია, რომ მალიქ იბნ მიღვალმა თქვა: ერთხელ ტალჰა იბნ მუსარრიფთან ერთად მივდიოდი და ვიწრო გასავლელს მივადექით. ის ჩემს წინ წავიდა, და შემდეგ მითხრა: რომ ვიცოდე შენ ჩემზე ერთი დღითაც უფროსი ხარ, არასოდეს წავიდოდი შენს წინ.
(ალ-ხატიბ ალ-ჯამი ლი ახლაყ ალ-რავი 248)

231. გადმოცემულია, რომ ჰუსეინ იბნ ალის ბეჭედზე ეწერა: შენ უკვე იცი, მაშინ იმოქმედე. علِمت فاعمل ('ამილთა ფა'მალ)
(იბნ აბდ ალ-ბარ ჯამი' ალ-ბაიან 1280)

232. ალ-ავვამ იბნ ჰავშაბმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: ჩადენილი ცოდვით ტრაბახი არის ჩადენილ ცოდვაზე უარესი.
(ად-დარიმი ალ-მუჯალას ვა ჯავაჰირ ალ-'ილმ 3073)

233. 'აბდულლაჰ იბნ მას'უდმა ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი თქვა: ხალხი იქნება კეთილდღეობაში მანამ, სანამ ცოდნას აიღებენ უფროსებისგან. როდესაც ისინი აიღებენ ცოდნას უმცროსებისგან და ცუდი ხალხისგან, მაშინ ისინი განადგურდებიან.
(იბნ აბდ ალ-ბარრ ჯამი ბაიან ალ-'ილმ 1057)

234. შარიქ იბნ აბდულლაჰი ჩვენთან მოვიდა დაახლოებით ორმოცდაათი წლის წინ და ჩვენ ვუთხარი მას: აბუ აბდულლაჰ, ჩვენს შორის არიან მუ'თაზილები რომლებიც უარყოფენ ამ ჰადისებს: 'ალლაჰი უახლოეს ცაზე ჩამოდის ყოველ ღამე'
'სამოთხის ხალხი დაინახავს თავის ღმერთს'.
ამის შემდეგ შარიქმა მოგვიყვა დაახლოებით, ათი ასეთი გადმოცემა და შემდეგ თქვა:
რაც შეგვეხება ჩვენ; ჩვენ მაგალითი ავიღეთ ტაბიინების შვილებისგან და საჰაბეებისგან, და იმათმა ვისგან აიღეს?
(აზ-ზაჰაბი ალ-ულუმ 146)

235. აბდ ალ-აზიზ აბი რავვადმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: ვინც არ იღებს შეგონებას სამი რამით, მას ვერაფერი შეაგონებს: ისლამით, ყურანით და სიბერით.
(იბნ აბი დუნია ალ-უმრ ვალშაიბ 40)

236. აბუ უმამა ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი გადმოსცემს:
უეჭველად, შაიტანი მოდის თქვენს საწოლში მას შემდეგ რაც თქვენი ცოლი საწოლს გაშლის, ამის შემდეგ (შაიტანი) სროილობს საწოლზე ჯოხს, ქვას ან რაიმეს რომ ქმარი გააბრაზოს ცოლზე. ასე რომ თუ ვინმემ იპოვა რამ ასეთი საწოლზე, ნუ გაბრაზდება მის ცოლზე რადგან ეს შაიტანის ნამოქმედარია.
(ბუხარი ადაბ ალ-მუფრად 1191)

237. ბილალ იბნ სა'დმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: როდესაც ვინმე ცოდვას სჩადის, ის აზიანებს მხოლოდ ჩამდენს, ხოლო თუ ის სააშკარაოდ კეთდება და არ გამოსწორდება, ის აზიანებს ყველას.
(იბნ ვადდა ალ-ბიდ'ა 287)

238. ათა იბნ აბი რაბაჰმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: ზოგჯერ კაცი მეუბნებოდა ჰადისს და მე ყურადღებით ვუსმენდი, არადა მე ის ჰადისი მის დაბადებამდე მქონდა მოსმენილი.
(აზ-ზაჰაბი სიარ ა'ლამ ანუ ნუბულა 5:87)

239. ერთმა კაცმა ჰკითხა აბდულლაჰ იბნ ამრ ალ-ასს ალლაჰმა შეიწყალოს იგი: ჩვენ ღარიბები არ ვართ მუჰაჯირების რიგებში?
აბდულლაჰ იბნ ამრმა ჰკითხა:
- ცოლი გყაავს?
- დიახ - უპასუხა კაცმა.
- საცხოვრებელი სახლი?
- სახლიც მაქვს.
აბდულლაჰმა უთხრა:
- მაშინ, შენ ერთ-ერთი მდიდარი ხარ.
- და კიდევ ერთი მსახური მყავს.
- ამ შემთხვევაში შენ მეფე ხარ.
(მუსლიმ 5290)

240. გადმოცემულია, რომ ალიმ, ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი თქვა: როდესაც სწავლობს, შეინარჩუნე, და ნუ აურევ მასში სიცრუეს და ბევრ სიცილს რადგან გულებმა უარი არ თქვან ცოდნაზე.
(ალ-ხატიბ ალ-ბაღდადი ადაბ ალ-სამი 1:232)

241. მალიქ იბნ დინარმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: უკეთესია კაცმა ერთი ჰარამი დირჰამი მიატოვოს, ვიდრე ასი ათასი ქველმოქმედება გასცეს.
(აბუ ბაქრ ალ-დაინური ალ-მუჯალასა ვა ჯავაჰირ ალ-'ილმ 5:125)

242. ალ-ხალლალი წერდა, რომ იმამ აჰმადმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი ამბობდა ხავარიჯების შესახებ: არ მიჰყიდოთ მათ საკვები ან ტანსაცმელი, არც მათგან იყიდოთ. ისინი არიან ურწმუნოები და ცუდი ხალხი.
(ალ-ხალლალ ალ-სუნნა 1:155)

243. ალ-ფუდაილის შვილმა, ალი იბნ ფუდაილმა თქვა:
- რა ტკბილია ალლაჰის შუამავლის საჰაბეების სიტყვები.
- ალ-ფუდაილმა ჰკითხა:
- იცი შვილო, რატომ არის ტკბილი?
- არა, არ ვიციო უთხრა.
ფუდაილმა უთხრა:
- რადგან მათ ამ გზით სურდათ ალლაჰის კმაყოფილება.
(შუაიბ ალ-იმან 1708)

244. თუ გსურს, რომ ალლაჰმა დალოცოს შენი ცოდნა, მაშინ გულმოდგინედ გადაეცი სხვებსაც. (ე.ი მოუწოდე მათ წესების დაცვით)
(ღარათ ალ-აშრიტათ 2:98)