სალაფების გამონათქვამები
1. გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით (ალი იმრან 3:102)
აბდულლაჰ იბნ მასუდმა თქვა: დაემორჩილეთ ალლაჰს და ნუ იურჩებთ. გაიხსენეთ და ნუ დაივიწყებთ. იყავით მადლიერნი და ნუ იქნებით უმადურნი. (თაფსირ ატ-ტაბარი 5:637)
2. და დაუძახებენ:„ჰეი,მალიქ (ჯოჯოხეთის მცველი)! დაე, მოგვკლას შენმა ღმერთმა! “ეტყვის:„უეჭველად, თქვენ ხართ დარჩელინი(სამუდამოდ)!“ (ზუხრუფ 43:77) იბნ აბბასმა თქვა: ის დაელოდება 1,000 წელიწადს, შემდეგ ეტყვის: თქვენ აქ სამუდამოდ დარჩებით. (ასად იბნ მუსა აზ-ზუჰდ 4)
3. აბუ ჰაზიმი გადმოსცემს: ჰასან ალ ბასრიმ თქვა: "ისეთი დრო მოვა ხალხზე, როცა მეჩეთებში მათი დისკუსიები იქნება ამქვეყნიურ საქმეებზე, ალლაჰს არ სჭირდება ეს, ასე რომ ნუ დასხდებით მათთან. (მუსანაფ იბნ აბი შეიბ 34622)
4. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რაც მე გიბრძანეთ თქვენ გააკეთეთ ის, და რაც მე აგიკრძალეთ თქვენ, თავი შეიკავეთ მისგან. (სუნან იბნ მაჯა ქითაბ ას-სუნნა 1:1)
ლა ჰავლა ვალა ყუვვათა ილლა ბილლაჰ. მნიშვნელობა: არ არსებობს ძალა და სიმტკიცე გარდა ალლაჰისა. ეს დუა არის საგანძური სამოთხის საგანძურთაგან (საჰიჰ ალ ბუჰარი ფათჰ ალ ბარი 11:213 ; საჰიჰ მუსლიმ 4:2076)
5. ანასი გადმოსცემს: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვადა სალამი მას) თქვა: ვინც ალლაჰს სამჯერ თხოვს სამოთხეს, სამოთხე იტყვის, ო ალლაჰ, შეუშვი ის სამოთხეში. ვინც ითხოვს დაცვას ცეცხლისგან სამჯერ, ჯოჯოხეთი იტყვის, ო ალლაჰ დაიფარე ის ცეცხლისგან (ათ თირმიზი 2572 ; იბნ მაჯა 4340) ეს ჰადისი არის სანდო (იხილეთ შეიხი ალბანი საჰიჰ ალ ჯამი 6275)
6. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა( ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ ვინმე (დროს) ატარებს ცოდნის ძიებაში, ალლაჰი ამით სამოთხის გზას გაუმარტივებს. და ვინც ნელია თავის საქმეში, არ იქნება დაჩქარებული მისი გენეალოგია. (აბუ დავუდ ქითაბ ალ ილმ 26:3646)
7. ანასი გადმოსცემს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჩაუარა ქალს რომელიც საფლავთან ტიროდა. გეშინოდეს ალლაჰის და იყავი მომთმენი - უთხრა მან. მან(ქალმა) უთხრა: წადი! შენ არ გამოგიცდია ჩემნაირი უბედურება. მან(ქალმა) ვერ იცნო იგი. შემდეგ მას აცნობეს რომ ის იყო მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე რომ იგი წავიდა მოციქულის სახლში, და იქ ვერ იპოვა ვერცერთი მცველი. შემდეგ ქალმა უთხრა მას: მე შენ ვერ გიცანი. მან თქვა: მოთმინება არის უბუდურების პირველ დარტყმაზე. (საჰიჰ ალ ბუხარი ქითაბ ალ ჯანაიზ 23:1283)
8. იბნ უმარი გადმოსცემს: უმარი ავიდა ხუთბაზე ალ ჯაბიაში( შამის მხარეში) და მან თქვა: ჰეი ადამიანებო! მე ვდგავარ თქვენს შორის როგორც ალლაჰის შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იდგა ჩვენს შორის და მან თქვა: მე გიბრძანეთ ჩემო საჰაბეებო. ისინი ვინც მოვლენ მათ შემდეგ, შემდეგ ისინი რომლებიც მოვლენ მათ შემდეგ(მუსლიმთა სამი თაობა). (ამის) შემდეგ ტყუილი გავრცელდება. ადამიანი ფიცს მიიღებს მაშინ, როცა ფიცი მისგან არ უთხოვიათ. და მოწმის ჩვენებას, როცა მოწმის ჩვენება არ უთხოვიათ. კაცი არ დარჩეს ქალთან მარტო, რადგან მესამე შაიტანია. დაიცავით ჯამაათი გაყოფისგან. ჭეშმარიტად, შაიტანი ერთთანაა, და კიდევ უფრო შორს ორისგან. ვისაც უნდა საუკეთესო ადგილი სამოთხეში, მაშინ მან, ჯამაათს მოეჭიდოს. ვინც გახარებულია თავისი კარგი საქმეებით, და დამწუხრებულია თავისი ცუდი საქმეებით, ის არის მორწმუნე თქვენს შორის. ( თირმიზი 33:2165: იბნ მაჯა 2363 ან ნასაი 9181; ჰაქიმ მუსთადრაქ 387)
9. აბდულლაჰ იბნ მასუდმა თქვა: ვისაც სურს გაჰყვეს გზას, გაჰყვეს იმათ გზას ვინც უკვე გარდაიცვალა. რადგან ცოცხლები ფიტნისგან დაცულნი არ არიან. მე ვგულისხმობ მუჰამმად სალალლაჰუ ალეიჰი ვა სალლამის საჰაბეებს... (იბნ აბდილ ბარ ჯამი ბაიანილ ილმ ვა ფაზლუჰუ 2:947)
10. იმამ აშ-შაფიიმ თქვა:" არავის აქვს უფლება გასცეს ფეტვები ალლაჰის რელიგიაზე, ალლაჰის წიგნის მცოდნე ადამიანის გარდა: შემცვლელი და გაუქმებული აიათების მცოდნე (ან ნასხ ვალ მანსუხ)ნათელი და ფარული აიათების მცოდნე (მუჰქან და მუტაშაბიჰ) იცის მათი ახსნა; იცის რომელი აიათებია მედინური, და რომელი მექური, და რა იგულისხმება მათ ქვეშ, და რა მიზეზით იყო ისინი მოვლენილი. ასევე აუცილებელია, რომ მან იცოდეს ალლაჰის შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰადისები, იცოდეს რომელი ჰადისია შემცვლელი, და რომელი შეცვლილი, და რომ მან იცოდეს ენა (არაბული) ამასთან ერთად უნდა იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და არ უნდა იყოს ჭარბსიტყვიანი, ის უნდა იყოს ყოველი უთანხმოების კურსში, მას უნდა ჰქონდეს ტალანტი და უნარი. თუ ადამიანი ასეთია მას შეუძლია ისაუბროს ჰალალზე და ჰარამზე, გასცეს ფეტვები. და ვინც ასეთი არ არის, ის არ იძლევა ფეტვებს. (იხ ალ ხატიბ "ალ ფაყიჰ უალ მატაფაყიჰ 2/330)
11. იბნი თაიმიამ თქვა: ეს ხუტბა(ჰუთბათულ ჰაჯა) არის კვანძი ისლამის სისტემის და იმანს შორის (მაჯმუ'ულ ფეთავა 14:223)
12. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ მოციქულმა (სალლალლაჰუ 'ალეიჰი ვა სალამ) თქვა: არსებობს ორი ჯგუფი ჯოჯოხეთის მცხოვრებლებს შორის,რომლებიც მე არ მინახავს. ადამიანები, რომლებსაც აქვთ შოლტები, მსგავსი ძროხის კუდებისა, რომლებითაც სცემენ ხალხს; და ქალები რომლებიც იფარავენ სხეულს მაგრად შიშვლები არიან, რომლებიც კეკლუცობენ და იზიდავენ(უცხო თვალს/მამაკაცს), რომელთა თავიც არის აქლემის კუზის მსგავსი. ისინი ვერ შევლენ სამოთხეში, და ვერ იგრძნობენ მის სურნელს, არადა სამოთხის სურნელება ამდენი და ამდენი მანძილიდან იგრძნობა. (მუსლიმ 2128) (რიად ას სალიჰინ წიგნი 18, ჰადისი 116)
13. აიშა (ალლაჰი მისგან კმაყოფილი) თქვა: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიკვდილის შემდეგ აბუ ბაქრი შევიდა მასთან, აკოცა შუბლზე(თვალებს შორის) მოკიდა ხელი მხრებზე და თქვა: ვა ნაბიია, ააწევინა თავი, ისევ აკოცა შუბლზე და თქვა: ვა ხალილა. (შამაიილ მუჰამმადია 54:391)
14. იმამ აჰმადი თავის მუსნადში, თამიმ ალ-დარისგან გადმოსცემს, რომელმაც თქვა, რომ გაიგონა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ნათქვამი: ჭეშმარიტად, ეს რელიგია(ისლამი) მიაღწევს იქამდე, სადამდეც დღე და ღამე აღწევს(ე.ი მთელს დედამიწაზე), და არ დარჩება არცერთი მადარის(1) ან ვაბარის(2) სახლი, რომ ალლაჰმა ეს რელიგია არ შეიყვანოს მასში. (მუსნად აჰმად 16998, ქაბირ ალ-ტაბარანი 1280)
1 .ტალახისგან ან თიხისგან ნაშენები 2. კარვები
15. იმამ აჰმადი თავის მუსნადში გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იბნ საიადს უთხრა: რას ხედავ? მან (იბნ საიდმა) უთხრა: მე ვხედავ ტახტს ზღვაზე, რომელიც გარშემოტყმულია გველებით, ამაზე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ეს არის იბლისის ტახტი. (აჰმად მუსნად 11490)
16. აბუ დარდა ამბობდა: მე მიყვარს სამი რაღაც, მაგრამ ხალხს ის სძულს: სიღარიბე, ავადმყოფობა და სიკვდილი. მე მიყვარს სიკვდილი იმიტომ, რომ შევხვდები ჩემს ღმერთს. და მიყვარს სიღარიბე იმიტომ, რომ ის მაიძულებს თავმდაბლობას ჩემი ღმერთის წინაშე, და მიყვარს ავადმყოფობა იმიტომ, რომ ის გამოისყიდის ჩემს ცოდვებს. (ას-სიარ 2:349)
17. ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბედუინი შევიდა და ჰკითხა: ჰეი ბედუინო! ოდესმე გიგრძვნია რაიმე სახის თავის ტკივილი? რა არის თავის ტკივილი? - ჰკითხა მან. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ეს არის ვენების პულსირება ადამიანის თავში, იმ კაცმა უპასუხა, არა, ეს არასოდეს მიგრძვნია. როდესაც ბედუინი მიტრიალდა და წავიდა, ალლაჰის შუამავალმა თქვა: ვისაც სურს, დაინახოს ადამიანი ჯოჯოხეთის ხალხიდან, მაშინ შეხედოს ამ კაცს. (აჰმად მუსნად 8395)
18. იბნ ჰაჯარ ალ-ასყალანმა თქვა: ჯაბირ იბნ ნუფაილმა თქვა: როცა ალლაჰის შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საჰაბეები ერთმანეთს შეხვდებოდნენ ბაირამის დღეს, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: თაყაბბალალლაჰუ მინნა ვა მინქუმ(ალლაჰმა მიიღოს თქვენგან და ჩვენგან) (ფათჰულ ბარი 2:446)
19. ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ უმარ იბნ ალ-ხატტაბი მივიდა შუამავალთან მაშინ, როცა ხელში რამდენიმე ფურცელი ეჭირა რომელიც იყო წიგნის ხალხიდან. მან წაუკითხა ისინი შუამავალს, ის გაბრაზდა და თქვა: შენ რა, დაიბენი(რელიგიის შესახებ), ხატტაბის შვილო? ვფიცავარ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, მე მოგიტანეთ თქვენ ნათელი და სუფთა. არ ჰკითხოთ მათ არაფერი, რადგან რაღაცას მართალს გეტყვიან და თქვენ მას უარყოფთ, ან გეტყვიან სიცრუეს და თქვენ მას ირწმუნებთ. ვფიცავარ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, მუსა რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, არ დარჩებოდა არჩვევანი ჩემზე გამოყოლის გარდა. (აჰმად მუსნად 14736)
20. იბნი თაიმიამ თქვა: ქააფირი სახელმწიფო სამართლიანი რომც იყოს, ალლაჰი ფეხზე დააყენებს, უსამართლოებს ფეხზე არ დააყენებს მუსლიმანი რომც იყოს. სამართლიანი ქვეყანა და ქუფრი გაგრძელდება. ისლამი და უსამართლობა ერთად ვერ გაგრძელდება. (მეჯმუ'ულ ფეტავა 28:63)
21. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ღმერთი გაამარტივებს სამოთხისკენ მიმავალ გზას იმისთვის, ვინც ცოდნას ეძებს (რიაზ ას-სალიჰინ წიგნი 13:1381)
22.ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც ღმერთს ადამიანისთვის სურს კარგი, იგი აძლევს მას რელიგიაში გაგების უნარს (რიაზ ას-სალიჰინ წიგნი 13:1376)
23. აბდულლაჰ იბნ მას’უდი ამბობდა: ის ვინც გამოავლინა ურწმუნოება ყურანის ერთ ასოზეც კი, მაშინ მან გამოვლინა ურწმუნოება მის მიმართ საერთოდ! (აბდურ-რაზზაყ 8/472) შეიხულმა იბნ თაიმიმ დაამოწმა სინამდვილე ამ ნათქვამისა. (იხილეთ»ალ-ფეთავა ალ-ქუბრა»5/48)
24. ალლაჰის შუამავალმა თქვა:„ვისაც გულში მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა აქვს, ის ჯოჯოხეთში არ შევა. ასევე ვისაც გულში მდოგვის მარცვლის ოდენა სიამაყე აქვს, ის სამოთხეში ვერ შევა.“ (მუსლიმ, იმან 1:91)
25. სა'იდ იბნ ალ-მუსაიბი გადმოსცემს, მაშინ, როცა ალლაჰის შუამავალი იჯდა რამდენიმე საჰაბას ერთად, კაცი ლანძღავდა და შეურაცხყოფდა აბუ ბაქრს. მაგრამ აბუ ბაქრი ჩუმად იყო. მან მეორე შეურაცხყო, მაგრამ აბუ ბაქრი აკონტროლებდა თავს. მან ისევ, მესამედ შეურაცხყო და აბუ ბაქრმა შური იძია მასზე. შემდეგ ალლაჰის შუამავალი ადგა მაშინ, როცა აბუ ბაქრმა შური იძია მასზე. აბუ ბაქრმა თქვა: ალლაჰის შუამავალო, ჩემზე გაბრაებული იყავით? ალლაჰის შუამავალმა უპასუხა - ანგელოზი ჩამოვიდა ზეციდან და ის უარყოფდა იმას, რასაც ის გეუბნებოდა. როდესაც შენ შური იძიე, ეშმაკი ჩამოვიდა. მე არ ვაპირებ (იქ) ჯდომას, როცა ეშმაკი ჩამოდის. (აბუ დავუდ ქითაბ ალ-ადაბ 43:4896)
26. აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ ერთმა კაცმა აბუ ბაქრს ლანძღვა დაუწყო და ალლაჰის მაცნეც იქვე იჯდა, მაცნეს კმაყოფილება ემჩნეოდა და თან იღიმოდა. როდესაც ამ კაცმა აბუ ბაქარის ლანძღვას უმატა, აბუ ბაქარმა ამ კაცს მისი სიტყვებიდან ზოგიერთი უკან დაუბრუნა. მაცნე ამაზე გაბრაზდა, ადგა და წავიდა. მას აბუ ბაქარი წამოეწია და უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო! როდესაც ის კაცი მლანძღავდა შენ მშვიდად იჯექი, მაგრამ როდესაც მე მისი სიტყვებიდან ზოგიერთი უკან დავუბრუნე, მაშინ გაბრაზდი და წახვედი. შუამავალმა უთხრა: თავდაპირველად (როდესაც შენ ჩუმად იჯექი და პასუხს არ სცემდი) შენთან ერთად ანგელოზი იმყოფებოდა, რომელიც შენს მაგივრად პასუხს სცემდა მას. ხოლო როდესაც შენ მას შეეპასუხე და თავისი სიტყვები უკან დაუბრუნე, ამ დროს სატანა ჩაერია. მე არავითარ შემთხვევაში არ ვიჯდები იქ სადაც სატანაა. შუამავალმა შემდეგ თქვა: „ო, აბუ ბაქარ! სამი რამ არსებობს, რომლებიც აუცილებლად აღსრულებადი ჭეშმარიტებაა: არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც უსამართლობას გადაეყარა, თუმცა უზენაესი ალლაჰის სიყვარულით აპატია მას და ალლაჰმა მას თავისი დახმარებით ღირსება არ აუმაღლოს. არ არსებობს კაცი რომელმაც მოწყალების კარგი გახსნა, რითაც ნათესაური კავშირების გამყარება სწადია, რომ ალლაჰმა მისი მეშვეობით მას სიმდიდრე არ გაუზარდოს. არ არსებობს კაცი, რომელმაც მათხოვრობის კარი გახსნა, რომლითაც უფრო მეტის მოხვეჭა სწადია, რომ უზენაესმა ალლაჰმა ამის გამო მას სიღარიბე არ შეჰმატოს.“ (აჰმად ბინ ჰანბალ, მუსნად 9624)
27. ხალიდ იბნ ვალიდმა თქვა: ალლაჰის კმაყოფილებისთვის ჯიჰადმა შემაყოვნა კითხვისაგან. (იბნ აბი შეიბა - ალ მუსანაფ 4:214; ალ-ჰაისამ მაჯმა ალ ზავა'იდ 9:353)
28. აბუ უმამა ალ-ბაჰილი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა თქვა: მე მე ვაძლევ სამოთხეში სახლის გარანტიას, ვინც თავს ანებებს კამათს, მიუხედავად იმისა რომ მართალია. და მე ვაძლევ სამოთხის შუაგულში სახლის გარანტიას მას, ვინც მიატოვებს ტყუილს (სხვის) გასაცინებლად, და მე ვაძლევ უმაღლეს სამოთხეში სახლის გარანტიას, ვისაც აქვს კარგი მანერები. (რიად ას-სალიჰინ 1:630)
29. ალ ბარა გადმოსცემს რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც მორწმუნე წევს სიკვდილის სარეცელზე, ანგელოზები თეთრი სამოსით და თეთრი სახით მოდიან მასთან და ეუბნებიან: ო დამშვიდებულო სულო! გამოდი დანუგეშებული, და ღმერთი არ არის შენზე განრისხებული. და შემდეგ სული ამოდის პირიდან, როგორც წყლის წვეთი გადმოდის წყლის ჭურჭლიდან. (იბნ ქასირი სურა 10:62-64 აიათების თაფსირიდან)
30. უმეცარმა არ იცის მისი მდგომარეობა, და საიდან ეცოდინება სხვისი მდგომარეობა? (ას-სიარ 11:321)
31. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი ყოველი ასწლეულის მიწურულს ამ უმმეთისთვის გამოგზავნის კაცს, რომელიც განაახლებს რელიგიას. (აბუ დავუდი 39:4291)
ალ-'ალლამა ჰამმუდ ათ-თუვაირმა თქვა: ეს(ჰადისი) მიუთითებს, რომ რელიგიის განმაახლებლები შესაძლოა იყოს სწავლულთა ჯგუფი. (ითჰაათ ალ-ჯამა'აჰ ბიმა ჯაა'ა ფილ ფითან ვალ-მალააჰიმ ვა აშრათ ას-სა'ირ 1:336)
32. იბნ აბბასი (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მირაჯის ღამეს, რომელშიც წამიყვანეს, კარგი სუნი მეცა. მე ვთქვი: ო ჯიბრილ, რას აქვს ასეთი კარგი სუნი? მან კი მითხრა: ეს ფარაონის ქალიშვილის სტილისტის და მისი შვილების სუნია. მე ვკითხე: რა არის მათი ამბავი? მან ასე მითხრა: ერთ დღეს, სანამ ფარაონის ქალიშვილს თმას დავარცხნიდა, ძირს რკინის სავარცხელი დაუვარდა და თქვა: ბისმილლაჰ(ალლაჰის სახელით). ფარაონის ქალიშვილმა უთხრა: მამაჩემს გულისხმობ? მან უთხრა, არა, ჩემი ღმერთი და მამაშენის ღმერთი ალლაჰია. მან უთხრა: მე ამის შესახებ მამაჩემს ვეტყვი. (სტილისტმა) უთხრა, კარგი. ის წავიდა, (ფარაონმა)გამოიძახა იგი თავისთან და თქვა: ო ესა და ეს, შენ გყავს ღმერთი ჩემს გარდა? მან უთხრა: დიახ, ჩემი ღმერთი და შენი ღმერთი ალლაჰია. ფარაონმა ბრძანა სპილენძის ქვაბის გახურება და შემდეგ ბრძანა მისი, და მისი შვილების მასში ჩაგდება. ქალმა თქვა: მე ერთი თხოვნა მაქვს შენთან. - რა არის შენი თხოვნა? - ჰკითხა ფარაონმა. - ჩემი და ჩემი შვილების ძვლები შეაგროვე ერთ ტანსაცმელში, და დაწვი. - უთხრა ქალმა. ფარაონმა უთხრა: ეს იქნება შენთვის. მან ბრძანა, რომ მისი შვილები ჩააგდონ მასში მის წინ თითო-თითო, ვიდრე არ მოვა ბოლო, რომელიც ჩვილია და რომელსაც ჯერ კიდევ ძუძუთი კვებავს. ქალი შედრკა მის გამო, მაგრამ მან(ჩვილმა) უთხრა: დედაჩემო, განაგრძე, ამქვეყნიური სასჯელი საიქიო სასჯელზე მსუბუქია, ხოლო მან კი განაგრძო. იბნ აბბასმა თქვა: ოთხი ჩვილი ლაპარაკობდა: 'ისა იბნ მარიამი, ალლაჰის სალამი მას, ჯურაიჯის მხლებელი, იუსუფის მოწმობა და ფარაონის ქალიშვილის სტილისტის შვილი. (აჰმად მუსნად 1:309; ალ-ტაბარანი 12280; იბნ ჰიბბანი 2903; ალ-ჰაქიმი 2:496)
33. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ჩემს შემდეგ ისეთი ადამიანები მოვლენ, რომ ჩემს ერთხელ დასანახად თავიანთ ცხოვრებას, ქონებას და თავსაც კი გასწირავენ" (ჰაქიმ მუსთადრაქ 4-95)
34. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუნააფიყები(თვალთმაქცები) გამოირჩევიან შემდეგი ნიშნებით: მათი მისალმება - წყევლაა, მათი საჭმელი - მოპარულია, მათი ნადავლი - ნაძარცვია. ისინი იშვიათად მოდიან მეჩეთში და შემოდიან ლოცვაზე მხოლოდ ბოლოში. ისინი ამაყები არიან, ისე რომ მათ უჭირთ დამეგობრება, და ასევე მათთან არ არის ადვილი დამეგობრება. ღამით ისინი მორებივით არიან, ხოლო დღისით ხმაურობენ" (იმამ აჰმადი 2/293, ბაზზარ 85)
35. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:"ჭეშმარიტად, პირველი, რასაც (ალლაჰის) მონას ჰკითხავენ განკითხვის დღეს, იქნება მასზე მოვლენილ ალლაჰის წყალობაზე. მას ეტყვიან: არ შევქმენი თქვენი სხეული, ჯანმრთელობა, და არ გიბოძეთ ცივი წყალი დასალევად? (საჰიჰ ალ-ჯამი 3358)
36. მაჰმუდ იბნ ლაბიდი გადმოსცემს, რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: `ყველაზე უფრო საშინელი, რაც მეშინია რომ თქვენ დაგემართებათ, არის მცირე შირქი (ალლაჰისადმი თანაზიარის მცირე გამოვლინება). როცა შეეკითხნენ, რა იყოს ეს, მან უპასუხა - რიია (თავის მოსაწონებელი საქციელი). (აჰმადი 5/428; 5/429.)
37. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემი უმმეთიდან ალლაჰის დადგენილი ბედისწერით სიკვდილიანობის შემდეგ, ყველაზე მეტად თვალისცემით კვდებიან. (ბუხარი, თარიხ ალ-ქაბაირ 3144)
38.ანას ბინ მალიქი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „ერიდეთ ჩაგრულის წყევლას, თუნდაც რომ იყოს ქააფირი, რამეთუ მის ვედრებასა და ალლაჰს შორის ფარდა არ არსებობს.“ (აჰმად მუსნად 12354)
39. აბუ ად-დარდა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როცა მეძინა, დავინახე წიგნების ნაწილი, რომლებიც ჩემს თავს ზემოთ გაატარეს, მე ვიფიქრე, რომ ისინი გაქრნენ. როცა გავაყოლე თვალი, ისინი შამში დავინახე. ჭეშმარიტად, როცა იქნება ფიტნა, რწმენა იქნება შამში. (აჰმად 5:198) ატ-ტაბარანი აშ-შამინი 1198)
40. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჭეშმარიტად ადამიანებს დაუდგებათ ისეთი დრო, როცა დაუჯერებენ მატყუარას და შეწყვეტენ სამართლიანებზე მოსმენას, როცა ნდობას გამოუცხადებენ მოღალატეებს და დასდებენ ღალატში ბრალს იმას, ვინც ნდობას იმსახურებს, და როცა ნდობა მიეცემათ რუვაიბიდას. მას ჰკითხეს: და ვინ არის რუვაიბიდა? მან კი უპასუხა: უნამუსო და უგუნური მამაკაცი, რომელიც ისაუბრებს ყველა თემაზე. (აჰმად მუსნად 2/291)
41. ნასხის ოთხი კლასი: 1. ყურანი აუქმებს ყურანს. 2. ყურანი აუქმებს სუნნას. 3. სუნნა აუქმებს ყურანს. 4. სუნნა აუქმებს სუნნას. (ყატტან 201:2)
42. ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამოთხის ქალთაგან საუკეთესონი არიან ოხთნი: ხადიჯა ხუვაიდის ქალიშვილი, ფატიმა მუჰამმადის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ქალიშვილი, მარიამი იმრანის ასული, და ასია მაზაჰიმის ქალიშვილი(ფარაონის ცოლი) (ჰაქიმ მუსთადრაქ 3836, საჰიჰ ალბანი 1508)
43. იბნი თაიმიამ თქვა: უეჭველად, ბევრი ქალი კაცებზე უფრო ჭკვიანია“ (მეჯმუ'ულ ფეტავა 6:447)
44. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, ადამის შვილების ცოდვათა უმრავლესობის მიზეზი არის ენა. (ატ-ტაბარანი 10446)
45. როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჩამოვიდა მედინაში, მე მაშინ ბავშვი ვიყავი. მე ალლაჰის შუამავალთან წამიყვანეს და მას ძალიან მოვეწონე. იმათმა უთხრეს ალლაჰის შუამავალს: "ო ალლაჰის შუამავალო! ეს ბავშვი არის ნაჯჯარის შვილებიდან. მან დაიმახსოვრა ათჯერ მეტი მუხლი(აიათი). ალლაჰის შუამავალს ეს ძალიან მოეწონა და მან მითხრა: ო ზეიდ! ისწავლე იუდეველების დამწერლობა, რადგან მე არ ვენდობი იმას, რასაც იუდეველები მწერენ." მე შევისწავლე იუდაური დამწერლობა და კითხვა თხუთმეტ ღამეში. ამის შემდეგ, მე დავიწყე იუდეველების გამოგზავნილი წერილების წაკითხვა შუამავლისთვის და ვწერდი მათ პასუხებს ებრაულად. (აჰმად მუსნად 5:136)
46. ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, ალლაჰი გაკვირვებულია იმ ახალგაზრდით, რომელიც არ არის ვნებებს აყოლილი. (აჰმად 4:151; ტაბარანი 17:853) ჰაფიზ ალ-ჰაისამმა თქვა: ამ ჰადისის ისნადი კარგია(მაჯმა;უ ზავაიდ 10:270) შუ'აიბ არნაუტმა თქვა: კარგი ჰადისია, სხვათა გამო (მუსნად აჰმად 17409) იბნ ბაზმა თქვა: ამ ჰადისის ისნადი სუსტია(თუფხათულ ქარიმ 150) შეიხ ალბანმა ამ ჰადისს უწოდა სუსტი(და'იდ ალ-ჯამი ას-საღირ 1658)
47. საჰაბეებმა ალლაჰის შუამავალს უთხრეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ჩვენზე უფრო ხეირიანი არის ვინმე, ჩვენ ხომ ისლამი მივიღეთ და შენთან ერთად ვიბრძოლეთ? მან თქვა: დიახ, თქვენს შემდეგ იქნებიან ხალხი, რომლებიც მე ვერ დამინახავენ და ისე ირწმუნებენ. (სუნანი დარიმი 2786)
48. აბუ ჰურეირა გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)თქვა: „ვინც მოპარულ ქონებას იყიდის და თან ეცოდინება, რომ ის მოპარულია, ის მომაპარავს ეზიარება უსირცხვილობაშიც და ცოდვაშიც.“ (ბაიჰაყი, სუნანუ’ლ-ქუბრა 10154)
49. ალი იბნ ზაიდი ამბობდა, რომ საიდ იბნ ალ-მუსაიბმა(ტაბიინმა) თქვა: "მე უკვე მივაღწიე ოთხმოც წელს, და ვთვლი, რომ ყველაზე სახიფათო ცდუნება(კაცისთვის) არის ქალი." ეს იყო მაშინ, როცა ის თითქმის დაბრმავებულიყო. (იბნ საად 6948)
50. ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაწვა. აბდულ ლატიფ ალ-ბაღდადი წერს: ის იყო ცოდნის სახლი, რომელიც აშენდა ალექსანდრეს მიერ მაშინ, როცა მან ქალაქი ააშენა, რომელიც შეისვო წიგნებით, ხოლო ამრ იბნ ალ-ასმა დაწვა უმარ იბნ ალ-ხატტაბის ნებართვით. (ამრ იბნ ალ-ას ალ-ყაიდ ვა ას-სიასი გვერდი 134)
51.აბდურრაჰმან ბინ აბზა გადმოგვცემს: მორწმუნე ქალი მორწმუნე კაცის ხელში, მეფის თავზე დადგმულ ოქროს გვირგვინს ჰგავს; ცუდი ქალი მორწმუნე კაცის ხელში, მოხუცის ზურგზე მძიმე ტვირთსა ჰგავს.“ (იბნი აბუ შეიბე 13164)
52. .ერთხელ, როდესაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საჰაბეების შორის იმყოფებოდა, მასთან მივიდა ასმა, იაზიდის ასული და უთხრა მას: ჩემი მშობლები გენაცვალოს! შენთან მოვედი, როგორც სრულიად ქალთა წარმომადგენელი, შენს გამო მზად ვარ საკუთარი სულიც კი დავთმო, და ყველა ქალი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე დამეთანხმებიან, რომ უზენაესმა გამოგაგზავნა ჭეშმარიტებით ყველა კაცთან და ქალთან და ჩვენ ვირწმუნეთ შენი და შენი ღმერთისა, რომელმაც გამოგგზავნა შენ. მე იმ უამრავ ქალთაგან ერთ-ერთი ვარ, რომლებიც სახლში სხედან და თქვენს სურვილებს ასრულებენ, მუცლით ატარებენ თქვენს შვილებს, და თქვენ, კაცები ჩვენზე ძვირფასები ხართ იმაში, რომ შეგიძლიათ დაესწროთ პარასკევის(ჯუმა) ლოცვას, ჯგუფურ(ჯამაათი) ლოცვებს, ყოველწლიურად აღასრულოთ ჰაჯი, მონაწილეობა მიიღოთ ალლაჰის გზაზე ბრძოლებში. ჩვენ კი, როცა თქვენ ჰაჯზე ან ლაშქრობაში მიდიხართ, ვინახავთ თავს და თქვენს ქონებას, ვკერავთ თქვენს სამოსს და არ შეგვიძლია ამ კარგ საქმეებში და ვერ ვმონაწილეობთ. ო, ალლაჰის შუამავალო!“ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)საჰაბეებისკენ შებრუნდა და მათ ჰკითხა: „ოდესმე მოგისმენიათ ქალისგან ამაზე მშვენიერი კითხვა რელიგიასთან დაკავშირებით?“ შემდეგ ალლაჰის შუამავალი ქალისკენ შებრუნდა და უთხრა: „დაბრუნდი უკან და გადაეცი სხვა ქალებსაც, რომ თქვენგან საუკეთესო ის ქალი იქნება, რომელიც ქმარს ჰკითხავს იმას, რითაც იგი კმაყოფილი დარჩება, რომელიც შეასრულებს იმას, რაც ქმარს უნდა, რომელიც დაეთანხმება ქმრის მოსაზრებას. ამ ყოველივეს შესრულება, იმ ჯილდოს ტოლი იქნება, რომელსაც ქმარი იმ საქმეებისთვის იღებს, რომლებშიც ქალს მონაწილეობა არ შეუძლია“. ამის გაგონებაზე ქალი შებრუნდა და სიხარულით წარმოსთქვა „ლაა ილაჰა ილლა ლლაჰ“ და „ალლაჰუ აქბარ“ და წავიდა“. (იხ. სუიუტი, დურრუ’ლ-მანსურ, სურა ნისა, 4/34-ე აიათის თაფსირი)
53. შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაინახა მსუქანი კაცი, ჟესტით მიუთითა მის მუცელზე ხელით და თქვა: ეს რომ არ იყოს(ე.ი დიდი მუცელი) უკეთესი იქნებოდა შენთვის. (აჰმად მუსნად 4:339)
54. როდესაც გაჟღერდა, რომ უმმ სულაიმი დაქვრივდა ზაიდ იბნ სალჰმა (აბუ ტალჰა) მოისურვა მისი ცოლად მოყვანა. აბუ ტალჰა იყო ცნობილი, როგორც მდიდარი, მამაცი და ძლიერი კაცი. ასევე იყო გამორჩეული ცხენოსანი და მშვილდოსანი. ის მივიდა უმმ სულაიმის სახლთან და შესვლის ნებართვა მიიღო. უმმ სულაიმის ვაჟიშვილის, ანას იბნ მალიქის თანდასწრებით მან სთხოვა დედამის ცოლობა. მან უპასუხა: ო აბუ ტალჰა, უეჭველად, შენ ხარ მამაკაცი, რომელზე უარის თქმა არ შეიძლება. მაგრამ შენ ხარ კერპთაყვანისმცემელი (მუშრიქი) და მე მუსლიმი. ვიდრე არ მიიღებ ისლამს ვერ გამოგყვები ცოლად."აბუ ტალჰას ფიქრობდა, რომ მას უბრალოდ მასზე მდიდარი უნდოდა და შესთავაზა ოქრო-ვერცხლი. უმმ სულაიმმა მიუგო: "ოქრო-ვერცხლი? ვფიცავ ალლაჰს, ისლამი რომ მიიღო დიდი სიხარული იქნება ჩემთვის ცოლად რომ გამოგყვე ოქროს და ვერცხლის გარეშეც! შენი ისლამის მიღება იქნება ჩემი მიჰრი."ღვთისმოსავი ქალი, ალლაჰის შიშით სავსე გულით მატერიალური არ დააკმაყოფილებს. აბუ ტალჰა დაფიქრდა მის სიტყვებზე. დაფიქრდა იმ კერპებზე, რომელსაც თავისი ხელით ძერწავდა. უმმ სულაიმ ჰკითხა: "როგორ შეგიძლია შენი ხელით შექმნილ ღვთაებას ეთაყვანო? შენი ღვთაება არის ის, ვისაც სხვები გასათბობად და საჭმლის გასაკეთებლად იყენებენ. უბრალო ხე!" ამის შემდეგ მან უარყო კერპები და მიენდო ჭეშმარიტ რელიგიას. ისინი დაქორწინდნენ და უმმ სულაიმი მას ისლამს ასწავლიდა. ალლაჰის ნებით შედეგი: აბუ ტალჰამ მრავალ სამხედრო იერიშში მიიღო მონაწილეობა, რომელიც იყო მუსლიმანების მხრიდან. ის ასკეტიკურ ცხოვრებას ეწეოდა და დიდი ხნის განმავლობაში მარხულობდა. ყველა ძლიერი მამაკაცის უკან დგას ძლიერი ქალი. (ალ-ნისა'ი საჰიჰ ისნად, 6/144, ქითაბ ალ-ნიქაჰ, ბაბ ალ-თაზვიჯ 'ალა' ლ-ისლამ)
55. მუჰამმად იბნ სირინმა თქვა: ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს შორის ყველაზე ცოდვილი ის არის, ვინც დროს ატარებს სხვისი ცოდვების ხსენებაში. (ას სამთ იბნ აბი ად-დუნია გვერდი 104)
56. შეიხ მაყბულ ალ-ვადმა (ალლაჰმა შეიწყალოს ის) თქვა: თუ შენ ძლიერი ხარ აყიდაში(ესეიგი თავჰიდში), ჯინებსაც და შაიტანსაც კი შეეშინდება შენი. თუ შენ იქნები მერყევი აყიდაში, საკუთარი ჩრდილისაც შეგეშინდება. (ქამ ულ მუ'ანიდ ტომი 1, გვერდი 35)
57. იბნ ალ-ყაიმმა(ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: რაც უფრო ძლიერია შენი რწმენა, მით უფრო მცირეა შიში შენს გულში შაიტნის მოკავშირეების მიმართ. (იღასათ ალ-ლაფჰან ტომი 1 გვერდი 94)
58. იმამ აჰმადმა თქვა: განადიდე ალლაჰის ბრძანებები, სადაც არ უნდა იყო, და ალლაჰი აგამაღლებს შენ. (ალ-ადაბ აშ-შარია 2:21)
59. იბნი თაიმია ამბობდა: ურწმუნო ადამიანები ავრცელებენ ეჭვს და სიცრუეს იმათზე, ვინც ადგას სწორ გზას, და მათ ხარიჯიტებს უწოდებენ. (მაჯმუ'ულ ფეტავა 23:325)
60. უმარ იბნ ალ ხატტაბმა(ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: ჩაეჭიდე ჭეშმარიტებას, თუნდაც ჭეშმარიტებამ შენ მოგკლას. (რავდა ალ-უყალა 77-78)
61. იბნ აბბასი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ...გაიხსენე ალლაჰი ლხინის დროს, და ის გაგიხსენებს გაჭირვების დროს... (იმამ ნავავი 19)
62. ალლაჰი ამბობს: ცრუდ შერაცხეს მათზე უწინ ნუჰის ხალხმა და თემებმა მათ შემდგომ და შემოესია ყოველი თემი თავის შუამავალს, რათა შეეპყრო იგი და კამათობდნენ ამაოებით, რათა წაეხდინათ მისით ჭეშმარიტება. შევიპყარით ისინი, და როგორი იყო ჩემი სასჯელი? (სურა ღაფურ 40:5) იბნ ქასირი განმარტავდა სიტყვებს სადაც მან თქვა: კამათობდნენ ამაოებით, რათა წაეხდინათ მისით ჭეშმარიტება - ეს ნიშნავს, რომ ისინი გამოვიდნენ არასარწმუნო(მცდარი) არგუმენტებით, რომლითაც ისინი კამათობდნენ ჭეშმარიტებაზე, რომელიც არის აშკარა და წმინდა. (იბნ ქასირ)
63. აბუ სა'იდ ალ-ხურდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამოთხეში იქნებიან ადამიანები, რომლებიც იბრწყინებენ ვარსკვლავებივით, ისე, რომ ჩანდნენ დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, როცა ხალხი იკითხავს მათზე - ვინ არიან ისინი? მათ ეტყვიან: ესენი ისინი არიან, ვისაც უყვარდათ ერთმანეთი უზენაესი ალლაჰის ხათრით. (აჰმად 11420)
64. მუჰამმად იბნ აბდულ ვაჰაბმა თქვა: სწავლულები ცდებიან და არ არიან დაცულნი შეცდომისგან. და ის, ვინც მოიხიბლა მათით და არ შეხედა ყურანს და სუნნას, დაიღუპება! (დურარ ას-სანია 1:539)
64. აბდურრაჰმან ბინ ჰასანმა თქვა: როგორ ამტკიცებთ თავჰიდის ცოდნას, მაშინ, როცა ერთმანეთისგან ვერ არჩევთ თავჰიდის ხალხს და მის მოწინააღმდეგეებს? (დურარ ას-სანია 8:189)
65. სალმან ალ-ფარისმა თქვა: როდესაც ადამიანი ლოცულობს, ყველა მისი ცოდვა თავს იყრის მის თავზე და როცა ის სუჯუდს ასრულებს, ცოდვები სცვივდება ისე, როგორც ფოთლები სცვივა ხეს. (მუსნად იბნ ალ-ჯა'დ 548)
66. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ნუ აქცევთ ძაღლს(უვიცს) მნიშვნელოვნად ყოველ ჯერზე თქვენი პასუხით, როცა ის გიყეფთ. მიატოვეთ ის, კმაყოფილი თავისი ყეფით. (ალ-სავა'იდ ალ-მურსალაჰ 3:1158)
67. ალლაჰი ბრძანებს: ისინი ცრემლმორეული პირქვე ემხობიან(სუჯუდზე) და ეს მატებს მათ მოკრძალებას. (სურა ისრა 17:109)
ად-დარიმის მუსნადში გადმოცემულია აბუ მუჰამმადისგან, რომ ალ-ტაისმა თქვა: ვისაც მიეცა ცოდნა და არ ტირის, ის არ იმსახურებს არავითარ ცოდნას, იმიტომ, რომ ალლაჰმა აღწერა მცოდნეები შემდეგი სახით და წაიკითხა აიათი:
"ისინი ცრემლმორეული პირქვე ემხობიან(სუჯუდზე) და ეს მატებს მათ მოკრძალებას." (სურა ისრა 17:109) (ალ-ჯამი;ლი აჰქამილ ყურან 10:341-342)
67. იბნი თაიმიამ თქვა: არაფერია გულისთვის იმაზე უფრო სასარგებლო, ვიდრე თავჰიდი და რწმენის განწმენდა ალლაჰის წინაშე. და არაფერია გულისთვის იმაზე უფრო მავნე, ვიდრე შირქი(ალლაჰზე თანაზიარი). (მეჯმუ'ულ ფეტავა 10:652)
68. ვასილა იბნ ალ-აყსა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: იბრაჰიმის ფურცლები გარდმოევლინა რამადანის პირველ ღამეს. თევრათი გარდმოევლინა რამადანის მეექვსე ღამის გასვლის შემდეგ. ინჯილი(სახარება) გარდმოევლინა მეცამეტე ღამის გასვლის შემდეგ. ყურანი გარდმოევლინა რამადანის ოცდამეოთხე ღამის შემდეგ. (აჰმად მუსნად 16536)
69. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: აიღეთ თქვენი ფარები. იმათმა უთხრეს: მტერი მოვიდა? შუამავალმა თქვა: არა, თქვენი ფარები ჯოჯოხეთის ცეცხლისგან არის: ალლაჰის განდიდება, ალლაჰის ქება, ლა ილაჰა ილლა ილლა, და ალლაჰუ აქბარ. ჭეშმარიტად, ისინი მოვლენ განკითხვის დღეს როგორც მხსნელები და დამცველი ანგელოზები, და ისინი მართლები არიან მარადიულად. (სუნან ალ-ქუბრა ლილ ნასაი 10204)
70. აბუ ად-დარდამ თქვა: შეიძინე ცოდნა. და თუ ამას არ აკეთებ, მაშინ შეიყვარე მცოდნე ხალხი. და თუ არ შეიყვარებთ მათ, მაშინ ნუ გამოხატავთ მათდამი უკმაყოფილებას. (ზუჰდ იმამ აჰმად 734)
71. როცა ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაინახა ახალგაზრდა კაცი, უყურებდა ახალგაზრდა ქალს, თქვა: მე დავინახე ახალგზრდა კაცი და ახალგაზრდა ქალი, და ისინი შაიტნისგან დაცულნი არ არიან. (თირმიზი 9:885)
72. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: თუ სიყვარულის განვითარების მიზეზი ჰარამი არ არის, მაშინ ადამიანი ამისთვის არ გაიკიცხება, როგორც ის, ვისაც უყვარს მისი მეუღლე ან მისი მონა ქალი, შემდეგ ტოვებს მას მაგრამ სიყვარული რჩება მასთან და არ ტოვებს მის გულს... (რავდა ალ-მუჰიბინ 147)
73. შეიხ იბნ უსეიმინმა თქვა: კაცმა შეიძლება გაიგოს ქალის შესახებ, რომელიც არის კარგი ხასიათის, კეთილი და მცოდნე და ისურვოს მისი ცოლად შერთვა. ასევე ქალმა შეიძლება გაიგოს მამაკაცზე, რომელიც არის კარგი ხასიათის, კეთილი, მცოდნე და რელიგიური, და ისურვოს მასზე გაყოლა ცოლად. მაგრამ კონტაქტი მათ შორის და აღტაცება არის არაისლამური გზა და პრობლემა, რომელიც მოიტანს უბედურებას. ამ შემთხვევაში კაცისთვის არ არის ნებადართული, რომ შეეხოს ქალს, და არც ქალისთვის, რომ შეეხოს მამაკაცს, და უთხრას(პირდაპირ ქალს) რომ დაწორწინება უნდა მასზე. არამედ ეს უნდა უთხრას ქალის მეურვეს, რომ მისი ცოლად შერთვა უნდა, ასევე ქალმაც უნდა უთხრას მამაკაცის მეურვეს(ე.ი ამირს), რომ მასზე დაწორწინება უნდა. და თუ ქალი დაეკონტაქტება მამაკაცს პირისპირ, ეს გამოიწვევს ფიტნას. (ლიყაა'ათ ალ-ბაალ ილ მაფტუფ 26:3)
74. თქვა: „ღმერთო ჩემო! დილეგი უკეთესია ჩემთვის იმაზე, რისკენაც მიხმობენ (სურა იუსუფ 12:33)
იბნ ალ-ყაიმი წერდა: მას ერჩივნა დილეგში მოხვედრა და სასჯელის დაგემოვნება ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ვიდრე ცდუნების გზით აკრძალულის გაკეთება. (ბადავი თაფსირ 2:68)
75. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: შეახსენეთ თქვენს თავს ალლაჰი, ვინაიდან ეს განკურნებაა, და ნუ გაიხსენებთ ხალხს, რადგან ეს ავადმყოფობაა. (აზ-ზუჰდ 101)
76. მუ'ტამირ იბნ სულაიმანი გადმოსცემს: მე შევედი მამაჩემთან გულგატეხილი. მან მკითხა: რა მოგივიდა? ჩემი მეგობარი გარდაიცვალა - ვუთხარი მე. მან კი მკითხა: - სუნნაზე მოკვდა? - დიახ - ვუპასუხე მე. - მაშინ ნუ გეშინია მის გამო - მითხრა მან. (ალ-ლალაქაი 1:61)
77. აბდულლაჰ იბნ უმარმა თქვა:. "რასაც არ აქვს მტკიცებულება შეეშვი, რაც არ არის შენი საქმე არ თქვა, როგორც იცავ შენს ფულს ასევე დაიცავი შენი ენაც. " (იბნ აბუ შაიბ, 35858)
78. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ყოველი დღე, რომელიც არ გაგიტარებია ალლაჰისადმი ურჩობაში, შენი დღესასწაულია. (ლატაიფულ მა'არიფ 294)
79. ვისაც არ აქვს ცოდნა რაიმეზე და ჩუმად არის, მაშინ გაქრება უთანხმოებაც. (ალ-ლატაიფ 41)
80. იბნი თაიმიამ თქვა: ნაჩქარევი ბრალდება ურწმუნოებაში იმათი დამახასიათებელია, რომლებზედაც უმეცრებამ გაიმარჯვა. (ბუღია ალ-მურთად 1:345)
81. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ნამდვილად მხოლოდ ჯანმრთელი გული ცხოვრობს. ჯანმრთელი გული ის არის, რომელიც თავისუფალია შირქისგან, უკამყოფილობისგან, ეჭვიანობისგან, გაუმაძღრობისგან, სიამაყისგან, მიწიერი ცხოვრების სიყვარულისგან და ლიდერობის სურვილისგან. (ად-დაუ გვერდი 143)
82. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: არაფერია იმაზე მეტად სასარგებლო მსახურისთვის ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, და იმაზე ახლო მის გადარჩენასთან, ვიდრე დაფიქრება ყურანზე. (მადარაჯილ სალიქინ 1:451)
83. იმამ აბუ ზამანმა თქვა: სუნნათის მიმყოლები არასდროს წყვეტდნენ შეცდომის გამავრცელებლების შესახებ გაფრთხილებებს, ასევე კრძალავდნენ მათთან ერთად ყოფნას, აფრთხილებდნენ მათ წინააღმდეგ და აცნობებდნენ ხალხს მათ ნამდვილ სახეს. ისინი ამას ღიბად(ჭორაობად) არ თვლიდნენ, და არ არის მათდამი საყვედური. (უსულუ სუნნა 293)
84. იუნუს იბნ უბაიდმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: ვინც ისწავლა სუნნა, მარტოსული გახდა, ხოლო ვინც მისი მიმდევარია, კიდევ უფრო მარტოსული გახდა. (სიარ ა'ლამ ან-ნუბალა 6:292)
85. სუფიან ას-საურიმ თქვა: ვისაც უყვარს, რომ შეკითხვებს უსვამენ, არ არის იმის ღირსი, რომ რამე ჰკითხონ. (სიარ ა'ლამ ან-ნუბალია 8:469)
86. იბრაჰიმ იბნ ალ აშ'ასმა თქვა: მე ვკითხე ფუდეილ იბნ 'იადს: რა არის მოკრძალება? მან მიპასუხა: ჭეშმარიტების წინაშე თავმდაბლობა, რომც გაიგო ის შენ ბავშვისგანაც კი - უნდა მიიღო. რომც გაიგონო ყველაზე უმეცარი ადამიანისგან- უნდა მიიღო ის. (ხილათ ალ ავლია 8:9)
87. მალიქ იბნ დინარმა თქვა: დაიმახსოვრე ჩემგან შემდეგი: თუ ნებისმიერ ძმას, მოსაუბრეს, ამხანაგს არ მოაქვს არაფერი კარგი შენი რელიგიის საქმეში,მაშინ შორს დაიჭირე თავი მისგან. (ალ-ვასიმ ვა ალ-ქავასიმ 2/223)
88. ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემს უმმეთში ყველაზე მორცხვი უსმან ბინ 'აფფანია. (აბუ ნუ'აიმ 1:56)
89. ჭეშმარიტად, ადამიანი თავისი ღმერთის უმადურია. (სურა 'ადიათ 100:6)
ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: უმადურია და ითვლის უბედურებებს (თუ რამდენი შეემთხვა) და ივიწყებს ალლაჰის წყალობას. (თაფსირ ატ-ტაბარი 24:585)
90. იბნი თაიმიამ თქვა: შაიტანს ადამიანი შეჰყავს გზააბნევაში იმდენად, რამდენაც უმნიშვნელოა მისი ცოდნა. (მეჯმუ'ულ ფეტავა 27:392)
91. იბნ აბბასმა თქვა: ერთხელ მუავიამ მკითხა: შენ მიყვები ალის და უსმანს? მე ვუპასუხე: არა, მე არ მივყვები ალის და უსმანს. მე მივყვები მხოლოდ ალლაჰის შუამავალს(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). (იბნ ბატა ალ-იბანა 1:137)
92. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: აჰლი სუნნას მაზჰაბი არის ადრინდელი და კარგად ცნობილი და ღმერთის წინაშე იყო წარდგენილი, მანამ სანამ ის შექმნიდა აბუ ჰანიფას, მალიქს, აშ-შაფის და აჰმადს. და უეჭველად, ეს არის საჰაბეების მაზჰაბი (ე.ი აჰლუ სუნნას მაზჰაბი), რომლებმაც აიღეს (მაგალითი) შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). და ის, ვინც მათ ეწინააღმდეგება, აჰლი სუნნა ვალ-ჯამა'ა თვლის მას სიახლის მიმყოლად. (მინჰაჯუ სუნნა 2:601)
93. აბუ უმამასგან გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამი რამე იწვევს დაღუპვას: გაუმაძღრობა, რომელსაც ემორჩილებიან, ვნება, რომელსაც მიჰყვებიან, და საკუთარი თავით აღფრთოვანება. (ატ-ტაბარანი 54:52 ალ-ქადაი 325)
94. შეიხულ ისლამ იბნი თაიმია ამბობს: ყველა, ვისაც არ აქვს ცოდნა, გაყვება ვნებას. (ალ-ამრუ ბილ მა'რუფ 37)
95. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ალლაჰმა გაყო საქმე ორ ნაწილად, და არ არსებობს მესამე. ან გაყვება ალლაჰისაგან და მისი შუამავლისაგან მოსულს, ან გაყვება ვნებას. ყველაფერი, რაც არ არის ალლაჰისაგან და მისი შუამავლისგან - არის ვნება. (ლამულ მუაქ'ი 1:81)
96. ჰაფიზ იბნ ქასირი წერდა: ალლაჰის გზაზე უთუოდ შეგხვდება, კარგად მოსაუბრე მტრები, ცოდნის და მტკიცებულებების მქონენი, შენ ვალდებული ხარ შეისწავლო ალლაჰის რელიგია, რომელიც იქნება შენი იარაღი ამ შაიტნების წინააღმდეგ საბრძოლველად. ალლაჰის ხალხი გაიმარჯვებს მტკიცებულებებითა და სიტყვით, ომსა თუ არეულობაში. თავჰიდის მიმყოლების მიმართ შიში დიდია, თუნდაც ის მიდიოდეს გზაზედ იარაღის გარეშე. (ალ-ბიდაია ვა ნნიჰაია 14:40)
97. ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, ვრცელია ჩემი დედამიწა და მხოლოდ მე მეთაყვანეთ. (სურა ანქებუთ 29:56)
სა'იდ იბნ ჯუბაირმა (ტაბიინმა) თქვა: სადაც სრულდება ცოდვა, დატოვეთ ის ადგილი. (თაფსირ ა-ტაბარი 18:433)
98. იბნი თაიმიამ ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: როდესაც მოვა ფიტნა (ცდუნება), გონიერები უძლურნი იქნებიან, რომ შეაჩერონ სულელები. (მინჰაჯ ას-სუნნა 4:187)
99. სუფიან იბნ უეინამ თქვა: ხალხზე ისეთი დრო მოვა, როცა მეჩეთში იჯდებიან შაიტნები და ხალხი ისწავლის მათგან რელიგიას. (ალ-ბიდა ლი იბნ ვადაჰ 265)
100. იბნ აბდულ ვაჰაბმა თქვა: ალლაჰის წიგნი - ყველაზე საუკეთესო წიგნია, ყველაზე განმარტებული, უცოდინრობის ყველაზე კარგი მკურნალი და ყველაზე კარგი განმასხვავებელი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. (მაჯმუა შეიხა 5:262)
101. იბნი რაჯაბი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამბობდა: “სიჩუმე ყველაზე დიდებული წამალია აგრესიის საწინააღმდეგოდ. რადგან ბრაზის დროს ადამიანს წამოსცდება ისეთი სიტყვა რომელსაც ინანებს, და რაც ზიანს მიაყენებს მას, ამიტომ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე სიბრაზის დროს.” (ჯამიული’ულუმ, უალ’ხიქამ გვ.156)
102. იბნ ჰაზმმა თქვა: ვინც თვლის, რომ უსაფრთხოდაა ხალხის კრიტიკისგან და შეურაცხყოფისგან, ის გაგიჟებულა. (რისალათ იბნ ჰაზმ 1:339)
103. 'აიშამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოსცა, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქალების ჯამა'ათში სიკეთე არ არის, სუჯუდისა და ჯანაზის გარდა. (იმამ აჰმადის მუსნადში 25268)
104. იბნ ვაჰბმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: მე დავიფიცე, რომ ყოველჯერზე, როცა ვიჭორავებდი(ღიბა) ადამიანზე, ვიმარხულებდი ერთ დღეს. და ამან მე ძალიან დამღალა... ვჭორაობდი და ვიღლებოდი. როცა გადავწყვიტე, რომ ყოველჯერზე, როგორც კი ვიჭორავებდი, გამეცა სადაყა ერთი დირჰამით... მე დირჰამის სიყვარულით, ჭორაობა დავთმე. (ას-სიარ 9:228)
105. ჰაფიზ იბნ ჰაჯარმა თქვა: ვისი ისლამიც გამოვლინდა, არავინ გავა მისგან იგივე მტკიცებულების გარეშე. (ესეიგი ადამიანის ქუფრი ნათელი უნდა იყოს) (ფათჰულ ბარი 2:314)
106. იბნი თაიმიამ თქვა: მას, ვისაც უყვარს ისეთი იმამები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან შარიათს, მათთან ერთად იქნებიან, და როცა (შარიათის მოწინააღმდეგე) იმამი (შეიხი/ხოჯა) შევა ცეცხლში, ისინიც მათთან ერთად იქნებიან. (მაჯმუ'ულ ფატავა 18:315)
107. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ზოგიერთი ადამიანი დაკავებულია მხოლოდ თაყვანისცემით და არ იძენენ ცოდნას, და ამის შემდეგ ისინი მათ იარაღს მუსლიმანების წინააღმდეგ იღებენ (მათი უვიცობის გამო). თუ ისინი მოითხოვენ ცოდნას, მაშინ ცოდნა შეაკავებს მათ ამ შეცდომისგან. (გადმოცემულია იბნ ალ-ყაიმის მიერი "მიფთაჰუ ას-საადში")
108. შაიტანმა(სატანამ) უთხრა ყოვლისშემძლე ალლაჰს: "ვფიცავ შენს დიდებულებას, მე გავაგრძელებ შენი მონების შეცდენას, სანამ მათი სულები იმყოფება მათ სხეულში. და ალლაჰმა უთხრა: "ვფიცავ ჩემს დიდებას და სიდიადეს, მე გავაგრძელებ მათ პატიებას, სანამ ისინი მთხოვენ პატიებას" (საჰიჰ ალ ჯამი 2:32)
109. მა'მარ იბნ რაშიდი გადმოსცემს, იბნ შიბაბისგან, რომელმაც თქვა: تعليم سنة أفضل من عبادة مائتي سنة სუნნეთის სწავლა ან სწავლება ორასი წლის თაყვანისცემაზე უკეთესია. (სიერუ ა'ლამი ნუბელა 14;88)
110. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე მინდა შევხვდე ჩემს ძმებს. საჰაბეებმა ჰკითხეს: განა ჩვენ არ ვართ შენი ძმები? მან კი უპასუხა: თქვენ ჩემი თანამიმდევრები ხართ, ხოლო ჩემი ძმები ისინი არიან, რომლებმაც მირწმუნეს ჩემს უხილველად. (საჰიჰ ალ-ჯამი 7108)
111. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემი ძმები ისინი არიან, რომლებიც მოვლენ ჩემს შემდეგ და მირწმუნებენ ჩემს უხილველად. (მუსნად აჰმად 12169)
112. ჰეი ადამიანებო! თქვენი ღმერთი ერთია და თქვენი მამაც ერთია. (აჰმად მუსნად 22978)
113. აბუ დარდამ თქვა: ვერავინ დაიკავებს შენი მეგობრის ადგილს, როცა მას დაკარგავ. (სიფათუ საფვა 1:364)
114. აბდულლაჰ იბნ მას'უდმა დაინახა ვიღაც კაცი, რომელიც იცინოდა მიცვალებულზე, ამაზე მან უთხრა: შენ რა, მიცვალებულზე იცინი? მე შენ არასდროს დაგელაპარაკები. (აჰმად აზ-ზუჰდ 888)
115. დამრა იბნ რაბიამ თქვა: მე ვკითხე სუფიან ას-საურის: შეიძლება ხელი ჩამოვართვა იუდევეველს ან ქრისტიანს? მან მიპასუხა: ფეხი შეიძლება. (ჰილია ალ.ავლია 6:379)
116. ალ-ავზა'იმ თქვა: ჩემამდე მოვიდა(ცნობა), რომ (ზულ ჰიჯჯას) ათ დღეში გაკეთებული საქმე ალლაჰის გზაზე ბრძოლის ტოლფასია. (შუ'აბულ იმან 3477)
117. ერთხელ ერთმა ადამიანმა ჰკითხა აბუ ჰურაირას ღვთისმოშიშობაზე და მან ამაზე უპასუხა: გზაზე მიმავალს გაგივლია ეკლებიან გზაზე? მან უპასუხა: დიახ. აბუ ჰურაირამ ჰკითხა: და როგორ იარე მასზე? მან კი: ეკლების დანახვისას ისინი გვერდზე გავწიე, ან გადავაბიჯე მათ, ან ნაბიჯები შევამცირე(რომ არ დამებიჯებინა მასზე). აბუ ჰურაირამ თქვა: სწორედ ესაა ღვთისმოშიშობა(სწორედ ასე იცილებს მორწმუნე ცოდვების შესრულებას) (ალ-ბაიჰაყი აზ ზუჰდ 963)
118. შეიხი სულეიმან არ-რუხეილი ამბობდა: რა მშვენიერია, როცა ქალი იძენს ცოდნას, აკეთებს სიკეთეს, იცის სუნნა, ავლენს ღვთისმოშიშობას და ეშინია ალლაჰის, იცავს მის ენას და ზრუნავს მასზე, ეშინია რადგან ენამ შეიძლება მიიყვანოს იგი დაღუპვამდე. (ბდრიათ 9:72/ 3:5)
119. აბუ ად დარდამ თქვა: მცოდნეები და მოსწავლეები ერთნაირნი არის სიკეთეში, ხოლო სხვა ხალხში სიკეთე არ არის. (იბნ აბდულ ბარრ 1036)
120. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ითხოვს პატიებას მორწმუნე კაცებისათვის და მორწმუნე ქალებისათვის, ღმერთი დაუწერს ყოველ მორწმუნეს ყოველი მორწმუნისთვის გაკეთებულ კეთილ საქმეს. ალლაჰუმმა ღფირ ლიმუ'მინა ვალ მუ'მინათ (ღმერთო ჩემო, აპატიე მორწმუნე კაცებს და მორწმუნე ქალებს) (ატ-ტაბარანი ალ-ქაბირ 5092)
121. იბნი თაიმიამ თქვა: მათ გულებს ერთი ლექსი ან სიმღერის ნაწილი აყუჩებს, მაგრამ ყურანის აიათებზე რეაგირება აქ აქვთ. პირიქით, როცა ისინი ყურანს კითხულობენ ძილი და მოწყენილება ემართებათ. (მეჯმუ'ულ ფეტავა 14:48-50)
122. ხაბიბ აბუ მუჰამმადი გააღვიძა მისმა ცოლმა ღამით(თაჰაჯუდზე) და უთხრა: ჰეი ხაბიბ, ადექი! დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ხოლო მარაგი ძალიან ცოტა გვაქვს, მართლმორწმუნეთა ქარავანმა უკვე გაგვისწრო, უკან ჩამოვრჩით. (ალ-მახაჯა 65-67)
123. ალ-ბაიჰაყი გადმოსცემს შუ'აიბ ალ-იმანში ალ-რაყაშისგან: როდესაც ადამიანი ქორწინდება ის ასრულებს რელიგიის ნახევარს, და (რწმენის) მეორე ნახევარი ალლაჰის შიშით შეავსოს. (თაღრიბ ვალ-თარჰიბ 1916)
124. იმამ აჰმადის მუსნადში გადმოცემულია ჰადისი საფვანისგან: ჩვენმა შეიხებმა მითხრეს, რომ იყვნენ ღუდაიფ ალ-ტუმანისთან ერთად, როცა ის იყო სიკვდილის პირას და მათ თქვეს: შეუძლია ვინმეს წაიკითხოს იასინი? და სალიჰ იბნ შურაიჰ ალ-საქუნმა წაიკითხა და როცა მიაღწია მეორმოცე აიათს, ღუდაიფმა შეაჩერა ის. ჩვენმა შეიხებმა თქვეს, რომ უნდა წაიკითხო მაშინ, როდესაც ვინმე კვდება, რადგან ეს ამსუბუქებს სიკვდილის ტკივილს. (იმამ აჰმად 16355)
ალ-ალბანმა თქვა "ირვა' ალ-ღალილში" 3:152: ეს ჰადისი სანდოა.
125. აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა: მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საჰაბათაგან ერთ-ერთ მამაკაცს ჯინთაგან ერთი მამაკაცი ჯინი შემოხვდა. მათ დაიწყეს ერთმანეთში ბრძოლა და ადამიანმა მას აჯობა. ამის შემდეგ ადამიანმა უთხრა მას, შენ გამოიყურები როგორც პატარა და ჩემზე გამხდარი, და შენი მხრები გამოიყურება როგორც ძაღლის თათები. ყველა ჯინი ასეთია თუ მხოლოდ შენ ხარ ასეთი? არა, ვფიცავარ ალლაჰს მე მათ შორის ყველაზე ჩასკვნილი ვარ, მოდი ისევ შევეჭიდოთ, და თუ დამამარცხებ მე გასწავლი შენ ისეთ რამეს, რაც შენთვის სასარგებლო იქნება. ადამიანმა თქვა, კარგი. ჯინმა უთხრა - წაიკითხე: (აიათალ ქურსი) "არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი." (ბაყარა 2:555)
ადამიანმა თქვა, კარგი. შემდეგ ჯინმა უთხრა: ყოველთვის, როცა წაიკითხავ ამ აიათს შენს სახლში, მაშინ შაიტანი აუცილებლად გამოვა გარეთ, ვირის მსგავსად, რომელიც ხმამაღლა გადის გაზებზე, და შაიტანი იქ მეორე დილამდე არ დაბრუნდება
(ალ-დარიმი 3247)
სხვა გადმოცემაში აქვს ამ ისტორიას გაგრძელება: ერთი ადამიანი უსმენდა იბნ მას'უდს და ჰკითხა: ო აბუ აბდურაჰმან, მუჰამმადის რომელი საჰაბა იყო ის ადამიანი? ამაზე იბნ მას'უდმა წარბები შეკრა და უთხრა: ვინ შეიძლება ყოფილიყო ის 'უმარის გარდა? (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) (ატ-ტაბარანი ალ-ქაბირში 8826)
126. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჭეშმარიტად, რწმენა შემოსილია თქვენში ისე, როგორც ტანისამოსი. ასე რომ სთხოვეთ ყოვლისშემძლე ალლაჰს, რომ მან რწმენა განაახლოს თქვენს გულებში. (ალ-ჰაქიმ 1:4)
127. იბნი თაიმიამ თქვა: ხარიჯიტები იყვნენ პირველი სექტა რომლებმაც მუსლიმებს თაქფირი გამოუტანეს მათი ცოდვების გამო. ისინი ურწმუნოებად მიიჩნევდნენ მას, ვინც უარყოფდა მათ სიახლეს და კანონიერად აცხადებდნენ მუსლიმანის სისხლს და მათი ქონების აღებას. ეს სიახლის მიმყოლი ხალხის მდგომარეობაა, რომლებიც იგონებენ სიახლეებს რელიგიაში და შემდეგ ისინი განკვეთავენ მათ, ვინც არ მიიღებს მათ სიახლეებს. სუნნას ხალხს და იმათაც, ვინც მიჰყვება წიგნს და სუნნას და ემორჩილებიან ალლაჰსა და მის შუამავალს და მიჰყვებიან ჭეშმარიტებას აქვთ წყალობა ქმნილებათა შორის. (მეჯმუ'ულ ფეტავა 1:278)
128. სწავლულები, რომლებიც მართავენ მმართველს ისინი დაკარგავენ ხალხის თვალში დამაჯერებლობას. სა'იდ იბნ მუსაიბმა (ალლაჰმა შეიწყალოს) თქვა: إذَا رَأَيْتُمْ الْعَالِمَ يَغْشَى الْأُمَرَاءَ فَاحْذَرُوا مِنْهُ فَإِنَّهُ لِصٌّ თუ დაინახავ, რომ სწავლულები ხშირად სტუმრობენ მმართველებს, მაშინ იფრთხილეთ მისგან, რადგან ის ქურდია. (ადაბ ალ-შარია 477)
129. იბნ აბდულ ბარი წერდა: وَقَالُوا شَرُّ الأُمَرَاءِ أَبْعَدُهُمْ مِنَ الْعُلَمَاءِ وَشَرُّ الْعُلَمَاءِ أَقْرَبُهُمْ مِنَ الأُمَرَاءِ ნათქვამია, რომ ყველაზე ცუდი მმართველები შორს არიან სწავლულებისგან და ყველაზე ცუდი სწავლულები ახლოს არიან მმართველებთან. (ჯამი ბაიან ალ-'ილმ 727)
130. იბნ უსეიმინმა თქვა: ღვთისმოსავი ქალი, რომც არ იყოს ლამაზი, მას მისი ხასიათი/რელიგიურობა ხდის მიმზიდველს/ლამაზს. (შარჰ დიარ ას-სალიჰინ გვ 27)
131. იბნი თაიმიამ თქვა: ყველა, ვინც მოინანიებს, ალლაჰისთვის საყვარელი იქნება. (ჯამიუ რასაილ 1:116)
132. შეიხ მანსურ ალ-ბუხუტ ალ-ჰანბალმა თქვა: სასურველია აირჩიოთ ლამაზი ქალები, ჰადისიდან გამომდიარე, ვინაიდან ეს ამშვიდებს თვალებს, საუკეთესო საშუალებას იძლევა დაკვირვებისთვის და მატებს სიყვარულს. ამიტომ (პატარძალზე) დაკვირვება ნებადართულია ნიქაჰამდე. (შარხ მუნტაჰა იდარათ 2:623)
133. სა'იდ იბნ ალ-მუსაიბმა (ტაბიინმა) თქვა: მე უკვე ოთხმოცი წლის ვარ და ყველაზე მეტად ქალების (ცდუნების) მეშინია. (იბნ აბი შეიბ 33912)
134. იბნი თაიმიამ თქვა: მშობლებს არ აქვთ უფლება შვილს დააძალონ იქორწინოს იმაზე, ვინც მას არ უნდა და თუ შვილი არ დაემორჩილება მათ ამ საკითხში ცოდვა არ ედება. იგივე ეხება საკვებსაც, როცა ბავშვს არ უნდა რამის შეჭმა და მშობლები აძალაბენ რომ ჭამოს, და ქორწინების საკითხიც ამის მსგავსია. საკვებს, რომელსაც იძულებით მიიღებ ეს ხანმოკლეა, ხოლო იძულებითი ქორწინება ხანგრძლივია და აზარალებს ადამიანს. (ადაბ აშ-შარია 1:347)
135. შეიხ ალ-ფავზანმა თქვა: თუ კაცი დაქორწინდება ღვთისმოსავ ქალზე, ის იცხოვრებს ჰარმონიული ცხოვრებით თუნდაც ღარიბი იყოს. (ალ-იტტიჰაფ გვერდი 858)
136. აბუ ჰურაირა გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „განკითხვის დღეს ყველაზე მკაცრი სასჯელი იმ სწავლულს ექნება, რომელსაც არაფერში გამოადგა თავისი ცოდნა.“ (ტაბარანი, მუ’ჯამუ’ს-საღიირ, ჰ.ნ. 508.)
137. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
„უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს უზნეო და არც უზნეობით სახელგანთქმული. ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა მუჰამმედის სიცოცხლე, რომ მანამდე არ დადგება ქვეყნიერების დაქცევის საათი, ვიდრე თავს არ იჩენს უზნეობა, უზნეო საქციელი, ნათესავური კავშირების დამსხვრევა და ცუდი მეგობრობა; ვიდრე სანდოებს მოღალატეებად არ გამოაცხადებენ და მოღალატეებს არ მიიჩნევენ სანდოდ. მორწმუნე ფუტკარს ჰგავს, რომელიც სუფთას მიირთმევს და სპეტაკ თაფლს აკეთებს; არ უკუღმართდება და არის შეურყეველი. მორწმუნე მსახური, მაღალი ხარისხის ოქროს ნაჭერს ჰგავს, რომელსაც (გამოდნობისას) საბერველით რაც უფრო დაუბერავენ მით უკეთესი გამოდის და არც წონაში იკლებს.“ ალლაჰის შუამავალმა ﷺ ასევე თქვა: „(იმ ქვეყნად) ჩვენი შეხვედრის ადგილი (ქევსერის) აუზი იქნება, მისი სიგანე იმხელაა რამხელაც სიგრძე. და ეს იმაზე უფრო გრძელია ვიდრე ეილესა და მექქას შორის არსებული მანძილი, ეს კი ერთითვის ფეხით სავალი გზაა. იქ ვარსკვლავებივით უხვადაა დოქები. მისი წყალი ვერცხლზე უფრო კამკამაა, ვინც მას დალევს მას შემდეგ არასოდეს მოწყურდება.“ (ჰაქიმ ალ-ნისაბური, მუსთედრექ ‘ალაა საჰიჰაინ, იმან, ჰ.ნ. 234.)
138. იბნ რაჯაბმა თქვა: როგორ შეიძლება დაველოდოთ პასუხს ჩვენს ვედრებაზე, მაშინ, როცა ჩვენი ცოდვები აფერხებს მის გზებს. (ჯამი ალ ულუმ ვალ ჰიქამ 1:108)
139. იმამ აშ-შაფიმ თქვა: შენ ვერ შეძლებ გააოცო და მოეწონო ყველა ადამიანს. ამიტომ გამოასწორე ის, რაც შენსა და ღმერთს შორისაა და არ მიაქციო ყურადღება მათ. (ალ-ბაიჰაყი აზ-ზუჰდ ალ-ქაბირში 171)
140. მალიქ იბნ დინარმა (ალლაჰმა შეიწყალოს) თქვა: ხალხმა დატოვა ეს სამყარო ყველაზე ძვირფასის დაგემოვნების გარეშე, და ეს ალლაჰის ცოდნაა. (ჰილალ ალ-ავლია 2:358)
141. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: დარდს, სევდას და მწუხარებას მხოლოდ ორი რამე იწვევს: პირველი: სურვილი მიწიერი ცხოვრებისა და მისთვის გულმოდგინედ შრომა. მეორე: (რელიგიურ) საქმეებში ნაკლები მორჩილება და ღვთისმოსაობა. ('უდდაჰ ას-სააბირინ გვერდი 227)
142. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ყათადა ამბობდა, რომ ალლაჰმა შექმნა ანგელოზები და მათ აქვთ გონება და არ აქვთ სურვილი, ცხოველები შექმნა და მათ აქვთ სურვილი და არ აქვთ გონება. ადამიანი შექმნა ორივეთი და მათ აქვთ გონება და სურვილი. თუ ადამიანის გონება მის სურვილს აღემატება ის ანგელოზის მსგავსია, და თუ მისი სურვილი აღემატება მის გონებას მაშინ, ის, ცხოველის მსგავსია. ('უდდაჰ ას-საბირინ 2:7)
143. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარდაცვალების შემდეგ აბუ ბაქრმა თქვა: გასულ წელს შუამავალმა (ალლაჰმა ლოცვა და სალამი მას) ამ ადგილას თქვა: ამ დროს აბუ ბაქრი ატირდა, შემდეგ კი თქვა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვა: დაიცავით სამართლიანობა, რადგან ის ღვთისმოსაობასთან ერთად სამოთხეში მიდის. მოერიდეთ ტყუილს, რადგან ის ბოროტებასთან ერთად ჯოჯოხეთში მიდის. თხოვეთ ალლაჰს ჯანმრთელობა, ვინაიდან ცოდნის შემდეგ არაფერია იმაზე უკეთესი ვიდრე ჯანმრთელობა. ნუ გაწყვეტთ ურთიერთობას, ნუ იჩხუბებთ, ნუ შეგშურდებათ, გიყვარდეთ ერთმანეთი და იყავით ალლაჰის მსახურები - ძმები. (საჰიჰ ადაბ ალ-მუფრად 724)
144. როგორც იბნი აბუ ჰათიმი გადმოგვცემს: სუფიან ბინ უეინემ და როცა სალმით გესალმებიან, იმაზე უკეთესით მიესალმეთ ან იგივე დაუბრუნეთ. (სურა ნისა 4:86) აიათის განმარტებისას თქვა: თქვენ ფიქრობთ რომ ეს მხოლოდ მისალმების საკითხშია ასე? ეს ყველა საქმეში ასეა. როდესაც ადამიანი სიკეთეს გაგიკეთებს, შენც მის მიმართ სიკეთე გამოიჩინე. თუ სიკეთის გაკეთებას ვერ შეძლება, დალოცე მაინც ან მეგობრებთან კარგად დაახასიათე. (იბნი აბუ ჰათიმ, 3/1021 (5728) ასევე იხ. იმამი სუიუტი, თაფსირ, ნისა, 4/86.)
145. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: სიმღერა და დოლზე დარტყმა ქალების მოქმედებაა, და ის კაცი, ვინც ასე მოიქცა... სალაფები(შუამავლის საჰაბეები) მას უწოდებდნენ ქალაჩუნა კაცს(მუჰანნას). ისინი ასევე უწოდებდნენ მომღერალ კაცებს ქალაჩუნა კაცებს. და ეს საერთოდ ცნობილია. (მეჯმუ'ულ ფეტავა 11:565)
146. უმმულ მა'ბადმა თქვა, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ღმერთო ჩემო, განწმინდე ჩემი გული თვალთმაქცობისგან. და ჩემი საქმეები რიიასგან(ჩვენებით საქციელი) და ენა ტყულისგან და ჩემი თვალები ღალატისგან. ჭეშმარიტად, შენ ხარ მცოდნე თვალის ღალატისა და რასაც გულები მალავენ. (ბაიჰაყი 216)
147. იმამ აშ-შაფიმ თქვა: როცა ქმარი ეტყვის ცოლს "მიყვარხარ" ეს სიტყვები არასოდეს ამოვა მისი გულიდან. (ტომი 2:138)
148. სუფიან ას-საურიმ თქვა: თუ შენი რჩევა(ნასიჰა) მიიღეს, მაშინ განადიდე ალლაჰი. თუ შენი რჩევა უარყვეს, მაშინ კონცერტრირდი საკუთარ თავზე იმიტომ, რომ საკუთარი თავის გამოსწორებით ძალიან უნდა იყო დაკავებული. (სუფიან ას საურის ბიოგრაფია გვერდი 160-163)
149. იბნი თაიმიამ თქვა: ყველა, ვინც მიჰყვება ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იქნება კმაყოფილი, ჭეშმარიტ გზაზე, შეწევნული და უზრუნველყოფილი. (ალ-ყააიდა ალ-ჯალილა გვერდი 221)
150. იბნ აბბასმა თქვა: კეთილდღეობა და უსაფრთხოება არის ათ რამეში: ცხრა მათგანს იპოვით სიჩუმეში(ან კარგი ილაპარაკე ან გაჩუმდი) და მეათეს ხალხისგან განრიდებით. (სიფათუ საფვა 4:257)
151. მალიქ ბინ დეენარმა თქვა: აბრაარმა ურჩია ვიღაცას ეს სამი რამ: შეაკავე შენი ენა, სთხოვე ალლაჰს ბევრი პატიება და განერიდე ხალხს. (სიფათუ საფვა 2:277)
152. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: თავჰიდი ხსნის მსახურისთვის სიკეთის, ბედნიერების, სიხარულის და მხნეობის გზებს. (ზად ალ-მა'ად 4:202)
153. აბდულლაჰ იბნ ამრმა თქვა: ხალხისთვის ისეთი დრო დადგება, როცა ისინი შეიკრიბებიან მეჩეთში, და მათ შორის მართლმორწმუნე არ იქნება. (ალ-ჰაქიმ 4:489)
154. ალ-ფუდაილ იბნ იადმა თქვა: ვინც დაინახა, რომ მისმა ძმამ შეასრულა ცუდი საქციელი და გაუღიმა მას სახეში, მაშინ მან მას უღალატა. مَنْ رَأَى مِنْ أَخٍ لَهُ مُنْكَرًا فَضَحِكَ فِي وَجْهِهِ فَقَدْ خَانَهُ (ალ-მუჯალას 1927, 5:115)
155. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: ალლაჰმა მოავლინა ყურანი არაბულ ენაზე, შუამავალმაც მის თემს ყურანიც და სუნნაც არაბულ ენაზე დაუდგინა. პირველებმა ამ უმმეთიდან ისაუბრეს ამ ენაზე, ამ რელიგიის უკეთ გასაგებად არ არსებობს სხვა გზა და საშუალება გარდა არაბული ენის შესწავლისა. (იყთიდა სირატალ მუსთაყიმ 268)
156. ჯაბირი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: إِنَّ النَّاسَ دَخَلُوا فِي دِينِ اللهِ أَفْوَاجًا، وَسَيَخْرُجُونَ مِنْهُ أَفْوَاجًا უეჭველად, ხალხი შევიდა ალლაჰის რელიგიაში ჯგუფებად, და ასევე გავლენ მისგან ჯგუფებად. (აჰმად მუსნად 14286)
157. ალლაჰის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთ-ერთმა საჰაბამ, ჰუზაიფა ალ-იამანმა თქვა: მოვა ხალხისთვის ისეთი დღეები, როცა შენ ისვრი ისარს მათ მხარეს, როცა ისინი ლოცულობენ ჯუმას და ისარი აუცილებლად მოხვდება მხოლოდ ქააფირს. (მუსანაფ იბნ აბუ შეიბ 37344)
158. მალიქ იბნ დინარმა თქვა: ადამიანები ფრინველების მსგავსნი არიან. მტრედები (მეგობრობენ) მტრედებთამ, ყვავები ყვავებთან, ბატები ბატებთან, ბეღურები ბეღურებთან. და ადამიანები მეგობრობონე მათ მსგავსებთან. (იბნ ბატა ალ-იბანა 512)
159. შეიხ იბნ ალ-უსეიმინმა თქვა: ის, ვინც მოგიწოდებს ბოროტებისკენ(ცოდვისკენ) და უსინდისობისკენ, ის არის სატანა(შაიტანი) ადამიანთა რიცხვიდან. (ალყა ალბაბილ მუფთაჰუნ 86)
160. აბდურრაჰმან იბნ აუფი და საიდ იბნ ზეიდი გადმოსცემენ, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: აბუ ბაქრი სამოთხეში, უმარი სამოთხეში, უსმანი სამოთხეში, ალი სამოთხეში, ტალჰა იბნ უბაიდულლაჰი სამოთხეში, აზ-ზუბაირ იბნ ალ ალამი სამოთხეში, აბდურრაჰმან იბნ აუფი სამოთხეში, სა'დ იბნ აბუ ვაყყასი სამოთხეში, სა'იდ იბნ ზეიდი სამოთხეში და აბუ უბაიდა ალ-ჯარრახი სამოთხეში. (იმამ აჰმად 1:188)
161. აბუ ად-დარდამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: ვერ გახდები ღვთისმოშიში, ვიდრე არ შეისწავლი რელიგიას. და შენ ვერ მიაღწევ სიმშვიდეს ცოდნით, ვიდრე არ იმოქმედებ მის შესაბამისად. (ჯამი ბაიან ალ-ილმ ვა ფადლიჰ 2:9)
162. როცა ჰამმად იბნ სალამა ეწვია სუფიან ას-საურის სუფიან ას-საურმა ჰკითხა მას: ო აბუ სალამა! როგორ ფიქრობ, ალლაჰი აპატიებს ისეთს, როგორიც მე ვარ? ჰამმადმა უპასუხა: ვფიცავ ალლაჰს, რომ მქონოდა არჩევანი ალლაჰის მსაჯულებასა და ჩემი მშობლების მსაჯულებას შორის, მე ვამჯობინებდი ალლაჰის მსაჯულებას, იმიტომ, რომ ალლაჰი ჩემს მიმართ ჩემს მშობლებზე მეტად მოწყალეა. (სიარ ა'ლამ ან-ნუბალია 7:108)
162. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: ვინც საყვედურობს მორწმუნეს მისი ცოდვების გამო, და ამავდროულად არ საყვედურობს ურწმუნოებს და თვალთმაქცებს მათი ურწმუნოობის და თვალთმაქცობის გამო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის ყველაზე უცოდინარ და უსამართლო ხალხთა რიცხვიდანაა. (მინჰაჯუ სუნნა 4:383/483)
163. შეიხი მულა, რომელიც შიიტი იყო და შემდეგ ალლაჰმა დააყენა სუნნაზე, ამბობდა: الشيخ ملا عمران الذي كان شيعياً فهداه الله إلى السنة ، قال رحمه الله : إن كان تابع أحمد متوهّباً * فأنا المقرّ بأنني وهّابي أنفي الشريك عن الإله فليس لي * ربٌ سوى المتفرّد الوهّاب نفر الذين دعاهم خير الورى *** إذ لقّبوه بساحرٍ كذّاب ( انظر : منهاج الفرقة الناجية للشيخ محمد جميل زينو ص : 142 143 )
თუ აჰმადზე მიყოლა(ე.ი შუამავალზე) არის ვაჰაბისტობა, მაშინ მე სიამოვნებით ვარ ვაჰაბი. მე ვუარყავი ალლაჰზე თანაზიარის დადგენა და მე არ მყავს ღმერთი დიდებულისა და მჩუქებლის (ალ-ვაჰაბ) გარდა. ისინიც (ყურაიშელები) შუამავალს ეძახდნენ მატყუარას და ჯადოქარს. (მანჰაჯ ალ-ფირყათ ალ-ნაჯია შეიხ მუჰამმად ჯალილ ზაინო გვ 142-143)
164. იმამ აჰმადს ჰკითხეს: რას იტყვი მრავალცოლიანობაზე ჩვენს დროში? მან უპასუხა: ჩვენს დროში საჭიროა ყველა დაქორწინდეს. და ვისაც ორი ცოლი ჰყავს გადარჩენილია, იმიტომ, რომ არავინაა დაცული იმისაგან, რომ არ შეხედოს აკრძალულს(ჰარამს). და ამით(ჰარამზე ყურებით) ის ხდის ამაოს მის საქმეებს. მას ისევ ჰკითხეს: როგორ შევინარჩუნოთ ისინი? მან უპასუხა: შენ აძლევ მათ საკვებს? მათ მხოლოდ ალლაჰი უზრუნველყოფს საკვებით. (ბადაი ალ-ფავაიდ 4:1406)
165. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: იცოდე, რომ შესრულებული სუჯუდის (სეჯდე - მიწაზე შუბლის დადება) გამო ალლაჰის წინაშე, ალლაჰი აუცილებლად აგამაღლებს ერთი საფეხურით და წაგიშლის ერთ ცოდვას. (აჰმად 5:248, საჰიჰ ალ-ჯამი 1069)
166. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვისაც ალლაჰმა უწყალობა მართალი ცოლი, იგი დაემხარა მას რელიგიის ნახევრით. დაე მას მეორე (რელიგიის სრულსაყოფად) ნახევრით ალლაჰის ეშინოდეს. (ალ-ჰაქიმ მუსთაჯარ 2:175, ტაბარანი ავსატ 1:294)
166. აჰმად იბნ ჰანბალმა თქვა: (მორწმუნე) ქალი არის საუკეთესო, რაც შესაძლებელია მიიღოს მამაკაცმა. და (მორწმუნე)მამაკაცი არის საუკეთესო, რაც შეიძლება მიიღოს ქალმა. ტავუსმა თქვა: ქალი - მამაკაცისთვის რელიგიის ნახევარია. (ალვარ გვერდი 118)
167. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ორი(ვინმე)ს ლოცვა არ ავა მათ თავსზემოთ! მონის, რომელიც გაექცევა მის უფროსს, სანამ არ დაბრუნდება, და ქალის, რომელიც არ უსმენს თავის ქმარს მანამ, სანამ არ დაემორჩილება მას. (ალ-ჰაქიმ 4:173 , საჰიჰ თაღრიბ 1948)
168. იბნ მას'უდმა თქვა: ვფიცავ ალლაჰს, რომლის გარდა არ არსებობს სხვა ღვთაება, დედამიწაზე არ არსებობს არაფერი იმაზე უფრო გრძელი, ვიდრე ენა, რომელსაც სჭირდება ხანგრძლივი პატიმრობა. (ჰილიათულ ავლია 1:134)
169. შეიხ არ-რაჯაბმა თქვა: აშჰადუ ალ-ლა ილაჰა ილლა ლლაჰ (ვამოწმებ, რომ არ არსებობს სხვა სათაყვანებელი ალლაჰის გარდა) და ლა ილაჰა ილლა ლლაჰ (არ არსებობს სხვა სათაყვანებლი ალლაჰის გარდა) - არის თავჰიდის ფრაზა, რომლითაც მოევლინა წიგნები, გამოიგზავნა შუამავლები, და რომლის გამოც შეიქმნა ყველა ქმნილება. (შარხ ალ-იყთიდა ალ-ვასითია 10)
170. სავბანი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად მუსლიმი, რომელიც მოინახულებს მის ძმას, ხურფათულ ჯანნაში ცხოვრობს სანამ უკან არ დაბრუნდება. (ხალხმა) ჰკითხა: ალლაჰის შუამავალო, რა არის ხურფათულ ჯანნა? მან უპასუხა: სამოთხის ხილი. (აჰმად მუსნად 5:277, მიშყათულ მასაბიჰ 1527)
171. აბუ უმამა أُგადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რა ბედნიერია ის, ვინც მე დამინახა და მირწმუნა, ხოლო შვიდჯერ უფრო ბედნიერია ის, ვისაც მე არ დავუნახვიარ მაგრამ მაინც მირწმუნა.“ (აჰმად, ალ-მუსნად 21658)
172. შეიხმა ალ-ალბანმა თქვა: ქალისთვის არ არის ნებადართული ხელი შეუშალოს ქმარს, რომ მოიყვანოს მეორე ცოლი. (სილსილათუ ჰუდა ვანნურ 3:787)
173. კმაყოფილი ხარ ჩემით? რა ცოტაა ისეთი და, რომელსაც აინტერესებს ეს შეკითხვა. მათგან მხოლოდ გაიგონებ - რომ ბევრი ძმის ცოლი, იმათ გარდა ვისაც ალლაჰმა მოწყალება უყო - მხოლოდ ამბობენ: დღეს რამდენი გამოიმუშავე? რატომ არ იყიდე ეს? რატომ არ გვაქვს პირობები? რატომ აქვთ სხვას ესა და ეს და ჩვენ არა? აღარ შემიძლია! ეს შენ გააკეთე! მე დავიღალე! მინდა... რატომ... რისთვის...? და ა.შ. ცოტაა ისეთი და რომელიც ეტყვის მის ქმარს: კმაყოფილი ხარ ჩემით?
ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა დ სალამი მას) თქვა: არ გინდათ გითხრა ცოლების შესახებ, რომლებიც არიან სამოთხის ღირსნი და მისი ბინადრები? მან(შუამავალმა) თქვა: ესენი არიან ყოველი მოსიყვარულე და რომელიც შობს, თუ ასეთ ქალზე გაბრაზებულია თავისი ქმარი ის ეტყვის მას (ქმარს): ეს ჩემი ხელი შენს ხელზე დავდე და მე არ მოვხუჭავ თვალს, სანამ არ იქნები ჩემით კმაყოფილი. (სილსილათ ალ-აჰადის ას-საჰიჰა 287)
174. ალლაჰი ბრძანებს: სიმამაცე არ დაკარგოთ და არ დამწუხრდეთ, ხოლო თუ ხართ მორწმუნენი, აღმატებულნი იქნებით! (სურა ალი იმრან 3:139)
ამ აიათში არის ცნობა, რომ მორწმუნეს, რომელსაც აქვს სევდა მისთვის ამას არ მოაქვს არავითარი სარგებელი და არავითარი კარგი. ზოგ ჰადისში გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სთხოვდა ალლაჰს ხუზნისგან(მწუხარება და სევდა) დაცვას. რატომ? ამას ავხსნით იბნ ალ-ყაიმის წიგნიდან "თარიხულ ჰიჯრათაინ" 1:279: იმიტომ, რომ მწუხარება და სევდა: - ასუსტებს გულს. - ამცირებს გადაწყვეტილებას. - აკარგვინებს მისწრაფებას. - არაფერია იბლისისთვის იმაზე საყვარელი ვიდრე მორწმუნის დამწუხრება, "ცდუნების შთაგონება(ვასვასა) და ამით ცდილობს იმათ დამწუხრებას, ვინც ირწმუნა. (ალ-მუჯდალა 10)
175. 'უსმან იბნ აფფანმა თქვა: “შენთვის საკმარისია იცოდე, ვის შურს შენი, ისინი იტანჯებიან, როცა შენ ბედნიერი ხარ.” (მაჯმა’ალ ამთალ 2:453)
176. იმამ მალიქმა თქვა: “ვისაც სურს მისი გული სიკეთით და ბედნიერებით იყოს მოცული, დაე მისი ქმედებები(ზიქრი) მარტოდ ყოფნისას უკეთესი იყოს ვიდრე საზოგადბაში (თართიბ ალ-მადარიქ 2:60)
177. იბნ ყაიმ ალ-ჯავზიამ თქვა: თუ გსურს გადახედო საკუთარ თავს, მაშინ აიღე ერთი მუჭა მიწა, რადგან შენ მისგან ხარ შექმნილი, მასში დაბრუნდები და ისევ მისგან გამოხვალ. (თაზქირათუ ფილ უა'იზ გვერდი 169)
178. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: როცა მამაკაცები გაერევიან ქალებში, ეს მსგავსია იმისა, რომ შეერწყან ერთმანეთს ცეცხლი და შეშა. (ალ-ისთიყამა 1:361)
179. როდესაც იმამ აჰმადს ჰკითხეს: საბოლოოდ როდის დავისვენებთ? მან უპასუხა: როდესაც სამოთხეში შევალთ. მიწიერ ცხოვრებაში დასვენება არ იქნება. მასში მხოლოდ არის შფოთვა, წუხილი, ტკივილი, ავადმყოფობა, პრობლემები, სირთულეები, მწუხარებები და გამოცდები. (ტაბაყათ ალ-ჰანბალია 1:291)
180. იბნ ალ-ყაიმმა თავის წიგნში "ქითაბ არ-რუჰ" მეხუთე გვერდზე გადმოსცა: ფადალა ბინ დინარმა თქვა: მე მუჰამმად ბინ ვასი'თან ერთად ვიყავი მაშინ, როცა სიკვდილი მოუახლოვდა და ამბობდა: მობრძანდით ჩემი ღმერთის ანგელოზებო! არ არსებობს ძალა და სიმტკიცე გარდა ალლაჰისა(ლა ჰავლა ვალა ყუვვათა ილლა ბილლაჰ). და მე ვიგრძენი ყველაზე ტკბილი არომატი, იმაზე კარგი რაც ოდესმე მიგრძვნია. შემდეგ თვალები მოხუჭა და გარდაიცვალა.
181. იმამ აჰმადმა თქვა: სიახლის მიმყოლის წინააღმდეგ გარფთხილება ღიბა(ჭორაობა) არ არის. (თაყაბათულ ჰანბალია 2:274)
182.გადმოცემულია, რომ ერთმა სუფისტმა უთხრა იბნ მუბარაქს(ტაბი'ინს): შენ ჭორაობ! მან უპასუხა: გაჩუმდი! თუ ჩვენ არ განვიხილავთ, საიდან გავიგებთ სად არის სიმართლე და სად სიცრუე? (ალ-ქიფაია 1)
183. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: თუ ადამიანში აშკარად ვლინდება ბოროტება, ამაზე საუბარი ჭორაობა(ღიბა) არ არის, ისევე როგორც ქალის მსგავს კაცებზე ან ხარიჯიტებზე საუბარი. (იბნ აბუ ად-დუნია ას-სამთ 237)
184. იმამ შააფი (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ამბობდა: “მე გავიგე ერთ-ერთი ჩემი სანდო მეგობრისგან: ‘მე დავქორწინდი რომ შემენარჩუნებინა ჩემი რელიგია, მაგრამ ამ ქორწინებით ჩამოვშორდი რელიგიას, დედაჩემი ჩამოშორდა რელიგიას და ჩამოშორდნენ რელიგიას ჩემი მეზობლები.’” (ალ’ბაიჰაქი მანაქიბ აშ’შააფი 2:192)
185. ერთხელ იმამ საჰსუნი მივიდა იბნ ალ-ქასართან, რომელიც ავადმყოფობდა და ჰკითხა: რა გაწუხებს? მან უთხრა: სიკვდილი და ალლაჰთან შეხვედრა. ამაზე იმამ საჰსუნმა უთხრა: გჯერა ალლაჰის შუამავლის, აღდგომის, განკითხვის დღის, სამოთხის და ჯოჯოხეთის? ასევე ის, რომ მუსლიმანების რიცხვიდან (შუამავლის შემდეგ) საუკეთესონი არიან აბუ ბაქრი, შემდეგ უმარი და რომ ყურანი - ალლაჰის სიტყვაა და რომ ის ქმნილება არ არის? გჯერა, რომ განკითხვის დღეს ალლაჰს დავინახავთ, და რომ ალლაჰი ამაღლდა ტახტზე('არშზე), ასევე ის, რომ არ შეიძლება მუსლიმანი მმართველების წინააღმდეგ ხანჯლით გამოსვლა, თუნდაც ისინი უსამართლონი იყვნენ? მან უპასუხა: დიახ(მწამს) ალლაჰს ვფიცავ. ამაზე იმამ საჰსუნმა უთხრა: მაშინ, მოკვდი თუ გსურს, მოკვდი, თუ გსურს. (სიარ ა'ლამ ან-ნუბალია 12:67)
რას ვხედავთ მათი ამ საუბრიდან? როცა ჰკითხა: გჯერა ალლაჰის შუამავლის, აღდგომის, განკითხვის დღის, სამოთხის და ჯოჯოხეთის? ავადმყოფის პასუხი იყო, რომ სწამდა. ესეიგი მას სწამს იმანის ექვსი პირობა და ამოწმებდა ამის ჭეშმარიტებას. როცა მან ჰკითხა: ასევე ის, რომ მუსლიმანების რიცხვიდან (შუამავლის შემდეგ) საუკეთესონი არიან აბუ ბაქრი, შემდეგ უმარი - ამ შეკითხვაზე მისი პასუხი იყო რომ რა თქმა უნდა სწამდა, ეს მიუთითებს, რომ არ იყო შიიტების რიცხვიდან. როცა ჰკითხა: და რომ ყურანი - ალლაჰის სიტყვაა და რომ ის ქმნილება არ არის? მისი პასუხი მიუთითებდა იმაზე, რომ არ იყო ჯაჰმიტი, რომლებიც ამბობენ რომ ყურანი ქმნილებაა. როცა მან ჰკითხა: გჯერა, რომ განკითხვის დღეს ალლაჰს დავინახავთ - მან უთხრა რომ სწამდა ამის ჭეშმარიტებისა, ამით მან თქვა, რომ ის არ უარყოფს ალლაჰის სახელ-თვისებებიდან არაფერს და ამტკიცებს, რომ აჰლუ სუნნას წევრია. როცა მან ჰკითხა: და რომ ალლაჰი ამაღლდა ტახტზე('არშზე), - ამაზეც უთხრა რომ სწამდა, და დაუდასტურა, რომ ის არ იყო აშარიტი. როცა ჰკითხა: ასევე ის, რომ არ შეიძლება მუსლიმანი მმართველების წინააღმდეგ ხანჯლით გამოსვლა, თუნდაც ისინი უსამართლონი იყვნენ? - უთხრა, რომ სწამს ამისა, ამით მან დაადასტურა, რომ ის არ იყო ხარიჯიტი. ამის შემდეგ მან უთხრა - მაშინ, მოკვდი თუ გსურს, მოკვდი, თუ გსურს. - ესეიგი ნუ გეშინია რამეთუ შენ ჭეშმარიტ გზაზე ხარო.
186. უთბე იბნ’აბდის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოცემით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას ) თქვა: “ადამიანმა დაბადებიდან გარდაცვალებამდე ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად მიწაზე რომ იფორთხოს, განკითხვის დღეს ეს მას არასაკმარისი მოეჩვენევა.” (აჰმად 4:185 შუაიბ 1:479)
186.იბნ ჰაჯარ ალ-ასყალანმა თქვა: მევლუდის აღნიშნვა არის სიახლე(ბიდათი) ეს გადმოცემულია ღვთისმოშიში წინამორბედებისგან და პირველი სამი თაობისგან. (ე.ი მუსლიმთა სამი თაობა - საჰაბეები, მათი შემდგომები და მათი შემდგომები) (ას-სუიტი ალ-ჰავი ალ-ფატავი 1:229)
187. იბნ აბბასის მოსწავლეს ჰასან ალ-ბასრის უთხრეს: ერთს ადამიანს არ სურს ხალხის დარიგება, რადგან ეშინია იმის მოწოდებისა რასაც თვითონ არ აკეთებს. ამის გაგონებაზე ჰასან ალ-ბასრიმ წამოიძახა: რომელი ჩვენგანი აკეთებს ყველაფერს, რასაც იძახის? სწორედ ამ გზით სურს შაიტანს დაგვიმორჩილოს. შაიტანს სურს, რომ ადამიანთა შორის არავინ, არავის სიკეთე არ ასწავლოს ან მოუწოდოს დაშვებულისკენ და აუკრძალოს ცუდი. (ლატაიფ ალ-მაარიფ იმამ იბნ რაჯაბ 33)
188.აბუ შამა მაყდისმა თქვა: ოთხი მაზჰაბის(დოქტრინა, სწავლება) სკოლა გახდა ცნობილი და დანარჩენი მიივიწყეს. ბევრმა მათმა მიმყოლმა, მცირედის გამოკლებით თაყლიდში (ბრმა მიყოლაში) ჩავარდნენ. თაყლიდი ერთ-ერთია იმათგან, რაც შუამავალმა აკრძალა. მათი იმამების ნათქვამი ხდება მათი რწმენის საფუძველი როგორც გვაცნობა ეს ალლაჰმა: 'მათ დაიდგინეს ღმერთებად მათი მწიგნობრები და ბერები, ალლაჰის მაგივრად...'(თავბა 9:31) სწავლულების რიცხვი შემცირდა და ბრმად მიმყოლები, ფანატიკოსები და ურწმუნოები მომრავლდნენ, მათთვის მაზჰაბი გახდა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ როცა უჩვენებენ მტკიცებულებას მათი მაზჰაბის წინააღმდეგ ალლაჰის წიგნიდან და შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სანდო სუნნადან, ისინი ყველანაირად ცდილობენ მოიგერიონ ის. ყველაფერი უფრო დამძიმდა იმის გამო, მათი უმეტესობა (ბრმა მიმყოლების) არ არის ყურანის და სუნნას აკრძალავების მიმყოლი. (ხუთბა ალ-ქითაბ ალ-მომილ ლირადდი ილალ ამრიმ ავვალ 41-42; მაყბულ აჰმად 1403 )
189. ქა'ბ ალ-აჰბარმა თქვა: მოერიდეთ ჭორაობას, უეჭველად ჭორიკანა ვერ მოიშორებს საფლავის ტანჯვას. (იბნ აბი დუნია "ზამმულ ღიბა 138)
190. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ადამიანი ვერ იგრძნობს რწმენის სიტკბოს, სიმართლის გემოს და სრულ რწმენას ვიდრე მისი გულიდან არ გამოვა ჯაჰილობა სრულიად. (მადარაჯუ სალიქინ 3:153)
191. იბნი თაიმიამ თქვა: სუფიზმი ცნობილი არ იყო პირველ სამ თაობაში, ის მათ შემდეგ გახდა ცნობილი. (მაჯმუ'ულ ფეტავა 11:5)
192. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: თუ ქალს გრძელი ენა აქვს, მისი ქმრის დღეები მის გვერდით მოკლე იქნება. (არქან ალ-ისლამ გვერდი 116)
193. იმამ ყურტუბმა თქვა: არ არსებობს უთანხმოება იმაზე, რომ ცილისწამება დიდი ცოდვაა. და ვინც ცილს დასწამებს ვინმეს, უნდა მოინანიოს ალლაჰის წინაშე. (ალ-ჯამი ლი აჰქამ ალ-ყურან 16:336)
194. გადმოცემულია, რომ აბუ დარდამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: თუკი რომელიმე თქვენი (მუსლიმანი) ძმა შეიცვალა და დაიწყო ცოდვის ჩადენა, ნუ მიატოვებთ მას და ნუ ჩამოაგდებთ, მიეცით მას კარგი რჩევები და გამოიჩინეთ მოთმინება, რადგან შეიძლება ხანდახან თქვენი ძმა შეცდეს, და ხანდახან გამოსწორდეს. (ჰილათულ ავლია 4:1232)
195. იმამ აშ-შაფიმ თქვა: ადამიანის ღირსება სამი რამით ვლინდება: როცა შენ არ აჩვენებ მას შენს სიღარიბეს, და ამის გამო ხალხი გთვლის მდიდრად. როცა არ აჩვენებ სხვას შენს რისხვას, და ამის გამო ხალხი გთვლის კმაყოფილს. როდესაც არავის აცნობებთ იმ სირთულეებს, რასაც ხალხი გიქმნით თქვენ, და აჩვენებთ, თითქოს კეთილდღეობაში ხართ. (მანაყიბ აშ-შაფი 2:188)
196. იმამ აზ-ზაჰაბი ამბობდა: გულწრფელი არის ის, ვინც მალავს მის კარგ საქმეებს ისე, როგორც მის ცუდ საქმეებს მალავს. (ქითაბ ალ-ქაბაირ გვერდი 114)
197. ალ-ფუდაილმა იბნ ადმა თქვა: მოუსმინოთ ჭეშმარიტებას ვალდებულნი ხართ და მიჰყვეთ მას, თუნდაც ის გაიგონოთ ყველაზე უცოდინარი ადამიანისგან. (ჯამი ბაიან ალ-'ილმა ვა ფადლიჰი გვერდი 226)
198. შეიხ იბნ უსეიმინმა თქვა: ჩვენ არ ვაფასებთ ჭეშმარიტებას ხალხის სიმრავლით, არამედ ჩვენ ვაფასევთ ჭეშმარიტებას წიგნების შესაბამისად. (ე.ი ყურანით და სუნნეთით) შარხ ალ-მუმტი 4:379)
199. იბნ აბბასმა თქვა: სინელე და სიზარმაცე დაქორწინდნენ, და მათგან სიღარიბე დაიბადა. (ჰადაიქ იბნ ალ-ჯავზი 3:228)
200. იმამ მალიქმა თქვა: ვისაც სურს, რომ მის გულში გამოვლინდეს ბედნიერება, მაშინ მისი საქმეები იმაზე უკეთესი უნდა იყოს მარტოობისას, ვიდრე ხალხის წინაშეა. (ტარტიბულ მადარიქ 2:60)
201. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ცოდვა წარმოქმნის ახალ ცოდვას და ერთი ცოდვა ხელს უწყობს მეორეს წარმოქმნას, ვიდრე ისინი არ შემოერტყმება ადამიანს და ის ვეღარ იგრძნობს სინანულს, როგორც თქვა ერთ-ერთმა წინამორბედმა(ე.ი სალაფმა): ბოროტების შედეგი არის ბოროტების ზრდა, ხოლო სიკეთის შედეგი - სიკეთის ზრდა. (ალ-ჯავაბ ალ-ქაფი გვერდი 36)
202. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: ჭეშმარიტი გული და ჭეშმარიტი დუა(ვედრება) არის ჯარი, რომელიც დაუმარცხებელია. (მაჯმუ'ულ ფეტავა 28:644)
203. აბდულლაჰ იბნ მუბარაქმა თქვა: მე ვეძებდი ცოდნას, და ის ვერავისგან შევიძინე. მე მოვძებნე ზნეობა, და აღმოვაჩინე, რომ მისი მატარებლები უკვე გარდაცვლილები არიან.(ე.ი შუამავალი და საჰაბეები) (ალ-ადაბ აშ-შარია 3:522-523)
204. უმარ იბნ ალ-ხატტაბი წააწყდა რამდენიმე იემენელს, რომლებიც მზის გულზე იწყვნენ და ჰკითხა - ვინ ხართ თქვენ? - ჩვენ მუთავაქქილები (ალლაჰზე მინდობილები) ვართ. - არა, თქვენ მუთა'აქილები ხართ(ვინც ელოდება, რომ სხვა გამოკვებავს) ხართ. მუთავაქქილი ჯერ ჩააგდებს თესლს ხნულში და შემდეგ მიენდობა ღმერთს. (ალ-ირშად ილა საჰიჰ ალ-ი'თიყად 78)
205. უბადა ას-სამითისგან გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყადირის ღამის ნიშნებია ის, რომ ეს ღამე სუფთა და ნათელია, და მისი მთვარე თითქოს ანათებს. ის ჩუმი და მშვიდია, არც სიცივეა, არც სიცხეა. ამ ღამეს ვარსკვლავები გათენებამდე არ გადაიყრება. კიდევ ერთი ნიშანია ის, რომ როცა დილით მზე ამოვა, არ ასხივებს, და მთვარესავითაა, და შაიტნებს ამ დღეს არ აქვთ უფლება მათთან გასვლია. (აჰმად 5:324, თაფსირ იბნ ქასირ 4:255)
206. ვინც გამოავლინა დაუდევრობა რამადანის წინა დღეებში, მაშინ კარგად შეასრულოს ის რამადანის დარჩენილ დღეებში, რადგან საქმეები დასასრულის მიხედვით ფასდება. (ლიქა რამადან 19/9/1437)
207. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: მარხულთა შორის საუკეთესო - არის ის, ვინც ბევრჯერ ახსენებს უზენაეს და დიდებულ ალლაჰს. (ალ-ვაბილ ას-საიბ გვერდი 153)
208. იბნ ალ-ჯავზიამ თქვა: ვფიცავ ალლაჰს, თუ ჰკითხავთ საფლავის ბინადრებს მათ მდგომარეობაზე, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ ნამდვილად მოისურვებენ რამადანის ერთი დღე გაატარონ. (ათ-თაბცირა 2:85)
209. უმარ იბნ აბდულ აზიზმა თქვა: ყველაზე გონიერი ხალხი - ისინი არიან, ვინც ყველაზე მეტად ამართლებს სხვებს. (იბნ მუფლიქ ალ-ადაბ აშ-შარია 1:310)
210. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: (ცოდნის)უგულებელყოფა - სასიკვდილო დაავადებაა, რომლის მკურნალობა შეიძლება ორი რამით: ყურანით და სუნნეთით, და რომლის ექიმიც არის ბრძენი სწავლული. (შარხუ უსული სალასა 18)
211. გადმოცემულია, რომ აბუ ალიამ თქვა: ისეთი დრო მოვა ხალხზე, როცა მათი გულებიდან ყურანი გამოვა, და ვერ იგრძნობენ მისით სიტკბოს და სიამოვნებას. თუ ისინი არ გააკეთებენ იმას, რაც მათ ებრძანათ, იტყვიან: ალლაჰი მპატიებელია, მოწყალეა. და თუ ისინი ჩაიდენენ იმას, რაც მათ აეკრძალათ, იტყვიან: გვეპატიება, რადგან არ შეგვისრულებია შირქი ალლაჰის მიმართ. მათი საქმეები დაფუძნდება ცრუ იმედებზე, არ ექნებათ არც სიმართლე და არც გულწრფელობა. ისინი იქნებიან ცხვრის ტყავში მგლები. მათგან მის რელიგიაში საუკეთესო ის იქნება, ვინც დათმობებზე მიდის. (იმამ აჰმადის მუსნადში 1741)
212. შეიხ იბნ უსეიმინმა თქვა: მე ვთვლი, რომ სავალდებულოა მედიის გამოყენება ალლაჰისკენ მოწოდებისთვის, რადგან ამის საშუალებით ადამიანებთან ჰუჯჯა(არგუმენტი) მიდის. (ას-საჰვათულ ისლამია 85)
213. გადმოცემულია იბნ აბბასისგან, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რწმენის ყველაზე ძლიერი კვანძი არის - მეგობრობა ალლაჰის ხათრით, ზიზღი ალლაჰის ხათრით, სიყვარული ალლაჰის ხათრით და სიძულვილი ალლაჰის ხათრით. (ატ-ტაბარანი მაჯმუა ალ-ქაბირ 11537)
214. იმამ აშ-შაფიმ თქვა: თუ გამოგელაპარაკება სულელი, ნუ უპასუხებ მას. მასზე საუკეთესო პასუხი არის - დუმილი. თუ შენ უპასუხებ მას, მაშინ ეს მას გაუხსნის ენას. თუ მიატოვებ მას, დარჩება დამწუხრებული. (მანაყიბ აშ-შაფი 2:151)
215. აჰმად იბნ ჰანბალს ჰკითხეს: რა არის კარგი ბუნება? მან უპასუხა: ეს ნიშნავს, რომ შენ ითმენ ხალხის ცუდ დამოკიდებულებას. (შუ'აბულ იმან 7762)
216. შემთხვევა აბდულაჰ იბნ მუჰაირიზის (თაბი'ინი) ცხოვრებიდან. ერთხელ აბდულლაჰ იბნ მუჰაირიზი შევიდა ტანსაცმლის მაღაზიაში. მას ტანსაცმლის ყიდვა სურდა. ერთ-ერთმა კაცმა იცნო ის და, ვაჭარს უთხრა: - ეს არის იბნ მუჰაირიზი და კარგად მოემსახურე მას. რაზეც გაბრაზდა იბნ მუჰაირიზი, ტანსაცმელი მოისროლა და შემდეგ თქვა: - ჩვენი ფულით ვყიდულობთ, და არა რელიგიით. (“შუ’ბულ იმანი“, 7:228 „თარიჰ დიმაშქ“.33:19)
217. ლამაზი ადაბის(ზრდილობის) მაგალითები ალ ჰასან ბინ არფამ თქვა, რომ აბდულლაჰ იბნ მუბარაქმა უთხრა მას: ”შამში ერთი ადამიანის კალამი ვითხოვე და მის მალევე დაბრუნებას ვაპირებდი. როდესაც მარვში (თურქმენეთი) დავბრუნდი, დავინახე, რომ კალამი ისევ თან მაქვს. აბუ ალი, მე ისევ გავბრუნდი უკან შამისკენ, რომ დამებრუნებია კალამი მისი პატრონისთვის! (სიფათ 2:329)
218. ერთხელ, ვიღაც კაცმა ვაჰბ იბნ მუტანაბის დამცირება სცადა და უთხრა: ”შორიდან დაგინახე და ვიფიქრე, რომ ქალი ხარ”. - ვაჰბ იბნ მუტანაბი არ დაიბნა და უთხრა: ”მეც შორიდან დაგინახე და მეგონა, კაცი იყავი! ( გვ.26)
219. აბდურ-რაჰმან იბნ ჰასანმა თქვა: "როგორ ამტკიცებთ თავჰიდის ცოდნას, მაშინ, როდესაც თქვენ ვერ ანსხვავებთ ერთმანეთისგან “თავჰიდის ხალხს” და იმათ, ვინც მის საპირისპიროს წარმოადგენს?" (დარურ ას’სანია 8:189)
220. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვერავინ სრულყოფს ალლაჰის რელიგიის ვალდებულებას, იმის გარდა, ვისაც ყოველი მხრიდან გარს აკრავს იგი. (ალ-ფაზ 7:22; ქანზულ უმმალ 3:84)
221. იმამ აჰმადმა თქვა: ჩვენი ლოცვა(ნამაზი) ჩვენი რელიგიის დასასრულია, და ეს არის პირველი რასაც განკითხვის დღეს მოგვკითხავენ, და არ არის ისლამი ნამაზის გარეშე, და თუ ლოცვა გახდა უკანასკნელი, ეს ისლამის დატოვებაა, და ყველაფერი რაც არის უკანასკნელი - ესეიგი ის მთლიანად წავიდა. (რისალათუ ას-სალა 1:39)
222. ზეიდ ალ-მაჰდალმა თქვა: დაიცავი ლოცვები, თუ გიყვარს შენი სული და გსურს ჯოჯოხეთისგან გადარჩენა, რომელიც არ იშურებს და არაფერს ტოვებს (ე.ი მთელს სხეულს წვავს). (ალ-ანფალ ან-ნადია 1:341)
223.შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: ყურანზე მოსმენა არის საშუალება, რომ მივიღოთ ალლაჰის წყალობა. (ალ-ისთიყამა გვ 284)
224. საიდ იბნ ჯუბაირმა თქვა: ნამაზის დროს თავმდაბლობაა - როცა ადამიანმა არ იცის ვინაა მის მარჯვნივ და მის მარცხნივ. (თაფსირ ას-სამ'ანი 4:283)
225. გადმოცემულია აბუ ზარისგან: მე ერთ დღეს ალლაჰის შუამავალთან ვიყავი მასთან სახლში და გავიგონე როგორ ამბობდა: დაჯჯალის გარდა არის სხვა რამ, რისიც დეჯჯალზე მეტად მეშინია ჩემი უმმეთისთვის. მე შემეშინდა, მივედი მასთან და ვკითხე: ალლაჰის შუამავალო! ვინ არის ის, ვისიც გეშინია შენი უმმეთისთვის დეჯჯალზე მეტად? ამაზე მან მითხრა: შეცდომაში შემყვანი იმამები. (სილსილათუ ას-აჰადის ას-საჰიჰა 1582)
226. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ბედნიერება არის ოთხ რამეში: 1. ღვთისმოსავ ცოლში. 2. ფართო სახლში. 3. კარგ მეზობელში და 4. კომფორტულ სატრანსპორტო საშუალებაში. უბედურება არის ოთხ რამეში: 1. ცუდ მეზობელში. 2. ცუდ ცოლში. 3. პატარა სახლში. 4. და მოუხერხებელ სატრანსპორტო საშუალებაში. (აჰმად 1448, იბნ ჰიბბან 4032)
227. ზუბაირ იბნ ალ’ავვამი (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) დაქორწინდა ქალზე რომელმაც წაუყენა პირობა, არ აეკრძალა მისთვის(ცოლისთვის) ღამის ლოცვაზე შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მეჩეთში სიარული. როცა მოისურვა ამ ქალმა გარეთ გასვლა ღამის ლოცვისთვის, ეს ზუბაირისთვის მძიმე აღმოჩნდა, მაშინ ცოლმა შეამჩნია ქმრის მოწყენილობა და ჰკითხა მას; შენ რა, გინდა რომ ამიკრძალო? ზუბაირმა ითმინა, მაგრამ როცა მოთმინების ფიალა აევსო, ზუბაირი ჩამოჯდა იქ, სადაც ცოლს უნდა გაევლო ისე, რომ მას(ცოლს) ეს შეემჩნია. ცოლმა გვერდით ჩაუარა და წასვლა დააპირა ზუბაირმა კი კაბის ბოლოს დაექაჩა, ქალს შეეშინდა და წავიდა. მომდევნო დღეს ცოლმა გაიგონა აზანის ხმა მაგრამ არ განძრეულა. ზუბაირმა ჰკითხა; რა გემართება? აზანი უკვე იყო. ცოლმა უპასუხა; ვფიცავ ალლაჰს, ამ დროის ხალხი უკვე გაფუჭდა. (თამ’ჰიდ 406:23-407)
228. ვაჰბ ბინ მუნაბიჰმა თქვა: როდესაც ნუჰი (ალლაჰის სალამი მას) კიდობნიდან ხმელეთზე ჩამოვიდა, მასთან შაიტანი მივიდა. ნუჰმა ჰკითხა: - ალლაჰის მტერო! ადამიანის რომელი თვისებები გეხმარება შენ და შენს ჯარისკაცებს, მათ შეცდომაში შესაყვანად? - როცა ადამის შვილი ხდება ხარბი, გაუმაძღარი, შურიანი, ტირანი და აჩქარებული, ჩვენ მას მარტივად ვიყოლიებთ. რაც მე ჩამოვთვალე ყველაფერი შაიტნის მთავარი თვისებებია. (რუჰულ ბაიანა 1:6)
229. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: რაც უფრო იზრდება თავჰიდი მსახურის გულში, იმდენად იზრდება მისი რწმენა, სიმშვიდე, მინდობა და დაჯერება. (მაჯმუ'უ ფეტავა 35:28)
230. შეიხ მუყბილმა თქვა: მე ვურჩევ სუნნეთის მიმყოლებს განშორდნენ სიახლის მიმყოლებს და ააშენონ საკუთარი მეჩეთები, თუნდაც იყოს მიწისგან, ხოლო სახურავი კი პალმის ტოტებისგან. სუნნეთის მიმყოლები ვერ შეძლებენ ალლაჰის შუამავლის სუნნეთის გავრცელებას, სანამ არ განშორდებიან სიახლის მიმყოლებს, რადგან ისინი, არასოდეს მისცემეთ სუნიტებს (სუნნას ხალხს), მშვიდად გაავრცელონ სუნნეთი. (თუჰფათ აულ-მუჯინ გვ 208)
231. იბნ მიჰრანმა თქვა: არ გამოსცადოთ საკუთარი თავები სამი რამით: არ მიხვიდეთ მმართველთან, თუნდაც ამბობდე:" მე ვურჩევ მას, დაემორჩილოს ალლაჰს" . არ მიხვიდეთ ქალთან, თუნდაც ამბობდეთ: მას მხოლოდ ალლაჰის წიგნს (ყურანს) ვასწავლი. და ნუ მოუსმენთ ვნებების (სიახლის) მიმყოლს რადგან არ იცი, (მისი ნათქვამიდან) რომელი მათგანი მიეჯაჭვება შენს გულს" (ჰილია ალ ავლია 4/48)
232. ფუდეილ იბნ 'იადმა თქვა: "მორწმუნე ცოტას ლაპარაკობს და აკეთებს ბევრს, თვალთმაქცი კი ბევრს ლაპარაკობს და ცოტას აკეთებს. როცა მორწმუნე საუბრობს, სიბრძნით საუბრობს და როცა დუმს, მაშინ ის იმყოფება ღრმა ფიქრშებში. როცა ხედავს (რაც ირგვლივ ხდება) გაკვეთილს ღებულობს მისგან. როცა მოქმედებს განკურნებაა(მისი სულის). და თუ შენ ასეთი ხარ, მაშინ შენ მუდმივ თაყვანისცემაში იმყოფები(ალლაჰთან) " (ჰილიათულ ავლია 8:98)
233. ალ აზდიმ მოჰყვა :" ერთხელ მე ვკითხე იბნ აბბასს ჯიჰადის შესახებ და მან მითხრა: "ნუთუ არ გინდა გაცნობო რაც არის ჯიჰადზე უკეთესი? " მე ვუთხარი:. რათქმაუნდა" და მან მითხრა:" ააშენე მეჩეთი და ასწავლეს მასში ვალდებულებები (ფარძი) სუნნეთი და რელიგიის ფიყჰი(საკითხები) (ალ ფასავი "ალ მა'რიფა" 3/503. იბნ' აბდულ - ბარ "ალ ჯამი '. "1/31)
234. აბდულლაჰ იბნ უმარმა გადმოსცა, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: აჩვენე მოწყალება(სხვებს) და ალლაჰი გამოავლენს მოწყალებას შენს მიმართ. აპატიე სხვებს თავისი ცოდვები(შეცდომები) და ალლაჰი გაპატიებს შენსას. უბედურება იმ ხალხს, ვინც არ მოქმედებს რელიგიის შესაბამისად. უბედურება მას, ვინც ცოდნის მიუხედავად დაჟინებით სჩადის ცუდ საქმეებს. (მუსნად აჰმად ტომი 2 გვ 165)
235. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: რამდენი ადამიანია, ვისთანაც ღიბა (ჭორიკნობა) სრულდება და გრძნობენ სიხარულს. ასეთი ხალხი ცოდვილები არიან სამი მიზეზით: - სიხარულისთვის, რომელიც იგრძნეს ცოდვის შესრულებისას. - სიხარულისთვის, რომელიც იგრძნეს მუსლიმანის ლანძღვის გამო. - და იმის გამო, რომ არ დაგმეს ეს ცოდვა. (ტალბის იბლის 128)
236. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ალლაჰისგან დახმარება მოვა - შემდეგ რთული მარტივი გახდება და სიამოვნება მოვა ტკივილის შემცვლელად. (ფავაიდ 252)
237.ტაბიინმა მუტარიფმა თქვა: أَتَى عَلَى النَّاسِ زَمَانٌ خَيْرُهُمْ فِي دِينِهِمِ الْمُتَسَارِعُ، وَسَيَأْتِي عَلَى النَّاسِ زَمَانٌ خَيْرُهُمْ فِي دِينِهِمُ الْمُتَأَنِّي ახლა ისეთი დროა, რომ ხალხი ჩქარობს გაყვეს ისლამს და პრაქტიკაში მოიყვანოს ის, რაც გაიგო ისლამიდან და მცოდნე ხალხისგან. და მოვა ისეთი დრო, როცა საუკეთესო ხალხი იქნებიან ისინი, ვინც ელოდება. (ბაიჰაყი)
იმამ ალი იბნ ასსამმა ამ ჰადისის თაფსირში (განმარტებაში) თქვა: كَانُوا مَعَ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ وَأَصْحَابِهِ، إِذَا أُمِرُوا بِالشَّيْءِ تَسَارَعُوا إِلَيْهِ، وَأَمَّا الْيَوْمَ فَيَنْبَغِي لِلْمُؤْمِنِ أَنْ يَتَبَيَّنَ فَلَا يَقْدُمُ إِلَّا عَلَى مَا يَعْرِفُ როცა ისინი იყვნენ ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) - ე.ი საჰაბები, და როცა მათ უბრძანებდნენ რაღაცის გაკეთებას სასწრაფოდ შეუდგებოდნენ მისი კეთებას. დღეს მორწმუნემ უნდა დაელოდოს, გაარკვიოს, არ იჩქაროს, რადგან მან ბოლომდე არ იცის.
238. სუფიან ას-საურიმ თქვა:
ცოდნის ეტაპები:
პირველი - დუმილი. (რადგანაც ცოდნის გარეშე საუბარს უმჯობესია ადამიანი მდუმარედ იყოს).
მეორე - (სწავლულზე) ყურადღებით მოსმენა და დამახსოვრება.
მესამე - გააკეთე საქმე ცოდნის მიხედვით.
მეოთხე - ცოდნის გავრცელება და სხვაზე სწავლება.
(ჰილიათულ ავლია 6:631)
239. იბნი თაიმიამ თქვა: გულები მხოლოდ ალლაჰის ხსენებისთვის არის გაჩენილი. (მაჯმუ ფატავა 9:213)
240. ალ-ჰაფიზ იბნ ჰაზმ ალ-ზაჰირმა თქვა: 'ყველა მეგობარი გულწრფელი არ არის, მაგრამ ყველა გულწრფელი არის ნამდვილი მეგობარი.' (ალ-ახლაყ ვალ-სიარ გვ 42)
241. იმამ ან-ნასაიმ თქვა: 'ისლამის კარში შესვლა საჰაბეების მეშვეობით ხდება. ვინც ლაპარაკობს მათზე ცუდად, ის ლაპარაკობს ცუდად ისლამზე. (თაჰდირ 1:339)
242. მალიქ იბნ დინარმა თქვა: 'ყველა ძმა, მეგობარი და თანხმლები თუ სარგებელს არ გაძლევს რელიგიაში, მაშინ გაიქეცი მისგან. (იბნ ასაქირ თარიხინ დიმაქ 56:421)
243. ალ-ავზა'იმ თქვა: 'ცოდნა არის რაც მოვიდა ალლაჰის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საჰაბეებიდან, და რაც მათგან არ არის მოსული, ცოდნა არ არის. (თარიხ დიმაშქ ტომი 25, გვ 201)
244. მუჰამმად იბნ სირინმა თქვა: 'უეჭველად, ეს ცოდნა არის რელიგია და შეხედეთ, ვისგან იღებ შენს რელიგიას'. (ალ-ფაყიჰ ალ-მუტაფაყყი 2:244)
245. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: 'სატანისთვის იმაზე საყვარელი არაფერია, ვიდრე მორწმუნის მწუხარება'. (თარიჰ ალ-ჰიჯრათაინ ვა ბაბვ ალ-სა'დათაინ 1:418)
246. ნუ გაერევი იმათში, ვისაც არ აქვს კარგი ზნეობა. ის, ვისაც აქვს კარგი ზნეობა სიკეთის მეტს არაფერს შეგმატებს. ხოლო ის, ვისაც არ აქვს კარგი ზნეობა, ცუდის მეტს არაფერს შეგმატებს. (ბაიჰაყი, შუაიბ ალ-იამნ 87044)
247. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: 'უკეთესია სწორი თავჰიდი გქონდეს ბევრ ცოდვასთან ერთად, ვიდრე ნაკლები ცოდვა არასწორ თავჰიდთან ერთად'. (ალ-ისთიყამა 1:466)
248. აბდულლაჰი, იმამ აჰმადის შვილი გადმოსცემს, რომ მამამისმა თქვა: აჰლუ სუნნას მიმყოლების საფლავები, რომლებიც სჩადიოდნენ დიდ ცოდვებს, ბაღები იქნება, ხოლო სიახლის მიმყოლების საფლავი, ვინც ასკეტები იყვნენ, ორმო იქნება (ჯოჯოხეთიდან). აჰლუ სუნნადან, თუნდაც ცოდვილი, არის ალლაჰის საყვარელი, ხოლო სიახლის მიმყოლები არიან ალლაჰის მტრები. (იბნ აბი იალა ტაბაუათ ალ-ჰანბალია ტომი 1 გვ 182)
249. ერთი კაცი მოვიდა აიშასთან (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) და ჰკითხა: როდის მეცოდინება რომ ღვთისმოსავი ვარ? მან უპასუხა: როცა გააანაზილებ, რომ ცოდვილი ხარ. მან ასევე ჰკითხა: და როდის გავაანალიზებ, რომ ცოდვილი ვარ? მაშინ, როცა ფიქრობ, რომ ღვთისმოსავი ხარ. (ტანბი ალ-ღაფილინ 251)
250. სუფიან ას-საურიმ თქვა: ისეთი დრო მოვა, რომ სხეული იცოცხლებს, მაგრამ გულები მკვდარი იქნება. (ჰილია ალ-ავლია ვა-ტაბაათ ალ-ასფია ნომერი 226)
251. ვინც დროს გაატარებს ალლაჰის ხსენებაში (ზიქრში), იკითხავს ყურანს, იქნება კარგი ადამიანების თანმხლები, განშორდება უვიცებს და ცუდ თანმხლებლებს, ალლაჰი განწმენდს და დაარბილებს მის გულს. (მაჯმუ ალ-ფატავა 5:244)
252. 'აყიდაში სისუსტე ნამდვილად არის ავადმყოფობა და მას მკურნალობა ესაჭიროება ცოდნით, თავჰიდის შეცნობით და სწორი აყიდით. ('აყიდათუ თავჰიდ გვ 99)
253. ალ-ბაიჰაყიმ თქვა: 'რაც შეეხება სახეზე ხელების ჩამოსმას ვედრების შემდეგ, ამას არცერთი სალაფი არ აკეთებდა.' (ალ-სუნან 1:212)
254. 'უბაიდულლაჰ იბნ შუმაით იბნ 'აჯალნმა თქვა: "გავიგონე, როგორ აღწერა მამაჩემმა ამქვეყნიური (ე.ი მიწიერზე შეყვარებული) ხალხი: სულ ჭამენ, უგუნურნი. მათი მთავარი საფიქრალი მათივე კუჭები, გართობა და გარეგნობაა. ისინი ამბობენ: როდის გათენდება რომ ვჭამოთ, გავერთოთ და ვითამაშოთ. როცა დაღამდება მკვდრები არიან (ე.ი. სძინავთ). დღისით კი უდარდელები" (ჰალიათ ალ'ავლია 3:127)
255. ამრ იბნ ალასმა თქვა: თქვენგან რომელიმემ, ჯოჯოხეთის ჭეშმარიტება რომ იცოდეს (ზუსტად ისე, როგორც არის), ხმის გაწვეტამდე იყვირებს და წელის მოტეხვამდე ნამაზს ილოცავს. (იბნულ მუბარაქ 'ზავაიდუზ ზუჰდ 1007)
256. იმამ ალ მუზანიმ, იმამ შაფი'ის მოსწავლემ თქვა: قرأت كتاب الرسالة للشافعي خمسمائة مرة، ما من مرة منها إلا واستفدت منها فائدة جديدة لم أستفدها في الأخرى მე წავიკითხე იმამ აშ-შაფი'ის წიგნი "არ-რისალა" ხუთასჯერ და ყოველ ჯერზე მივიღე სარგებელი, რომელიც მანამდე არ მიმიღია. (ალ-მანაქიბ 2:236)
257. იბნ ალ-ყაიმ ალ-ჯავზიამ თქვა: თუ ხედავ, რომ თვალთმაქცს (მუნაფიყს) მიმყოლები ჰყავს, მაშინ გახსოვდეს, რომ მოვა დრო, როცა დეჯჯალსაც ეყოლება მოჯადოებული მიმყოლები. (ქითაბ ალ-ლატა'ფილ ფილ ვაიზ გვ 157)
258. მუჰამმად იბნ აბდულ ვაჰაბმა თქვა: "ჩვენ არ გამოგვაქვს თაქფირი იმაზე, ვინც ისლამი გამოავლინა, და თუ შემდეგ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ მან შეასრულა ქუფრი. (ანუ თუ ცხადი ქუფრი არ იქნება) ჩვენ არ გამოგვაქვს თაქფირი ვარაუდების გამო, იმიტომ, რომ ვარაუდი არ აბათილებს ვინმეს რწმენას (ანუ თუ ისლამი გამოავლინა ადამიანმა და რაშიც დავრწმუნდით ვარაუდით არ ბათილდება). ასევე ჩვენ არ გამოგვაქვს თაქფირი იმაზე, ვისი ქუფრიც არ ვიცით, მხოლოდ იმიტომ რომ გვაცნობეს, რომ მან შეასრულა ურწმუნოება, სანამ არ დავრწმუნდებით მასში (რაც გვაცნობეს) (დურარ ას სანია 10:112)
259. იბნ 'ასაქირი გადმოსცემს: მალიქ იბნ ანასმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: عن ابن عساكر قَالَ مَالِك بن أنس رحمه الله السَّنَةُ سَفِينَةُ نُوحٍ مَنْ رَكِبَهَا نَجَا وَمَنْ تَخَلَّفَ عَنْهَا غَرَقَ სუნნეთი ნუჰის გემია. ვინც ავა მასზე გადარჩება, და ვინც არ ავა დაიღუპება. (თარიხ დიმაშყ 12275)
260. იბნ ყაიმმა თქვა: "ჭეშმარიტი მორწმუნე არ მტრობს შენთან, თუ შენ არ მიიღე მისი რჩევები. ის ამბობს: "ჩემი ჯილდო უკვე ალლაჰთანაა, მიიღე შენ ჩემი რჩევა თუ არა." (ქითაბ არ-რუჰ გვ. 233)
261. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: უეჭველად, მსახური მოვა განკითხვის დღეს მთის ოდენა კეთილი საქმეებით, მაგრამ ის ნახავს, რომ მისმა ენამ გააცამტვერა ყველა მათგანი. (ალდაუ ვალდავაი გვ. 375)
262. ალ-ყურაიშმა თქვა: قيل يؤتى العبد يَوْم الْقِيَامَة كتابه فلا يرى فِيهِ حسنة فَيَقُول أين صلاتي وصيامي وطاعاتي فيقال ذهب عملك كُلهُ باغتيابك لِلنَّاسِ ნათქვამია, რომ მსახური მიიღებს თავისი საქმეების წიგნს განკითხვის დღეს და მასში ვერცერთ სიკეთეს ვერ ნახავს. ის იტყვის: სად არის ჩემი ლოცვები? სად არის ჩემი მარხვა? სად არის ჩემი მორჩილება? მას ეტყვიან: შენი ყველა კეთილი საქმე დაიკარგა იმიტომ, რომ შენ ცილს სწამებდი ხალხს. (ალ-რისალა ალ-ყურაიში 1:291)
263. უყბა ბინ ამირი გადმოსცემს: ერთი კაცი მოვიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და თქვა: ალლაჰის შუამვალო! ერთ-ერთმა ჩვენგანმა ცოდვა ჩაიდინა. შუამავალმა თქვა: يُكْتَبُ عَلَيْهِ ის დაიწერება მის წინააღმდეგ. კაცმა ისევ თქვა: შემდეგ მან პატიება ითხოვა და მოინანია. შუამავალმა უთხრა: يُغْفَرُ لَهُ وَيُتَابُ عَلَيْهِ მას ეპატიება და მისი მონანიება მიღებულ იქნა. კაცმა ისევ თქვა: შემდეგ მან ისევ ცოდვა ჩაიდინა. ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: يُكْتَبُ عَلَيْهِ ის დაიწერება მის წინააღმდეგ. მაგრამ კაცმა ისევ თქვა, რომ მან ითხოვა პატიება და მოინანია. შუამავალმა თქვა: يُغْفَرُ لَهُ وَيُتَابُ عَلَيْهِ وَلا يَمَلُّ اللَّهُ حَتَّى تَمَلُّوا მას ეპატიება და მისი მონანიება მიღებულ იქნა. ალლაჰი არ დაიღლება პატიებით სანამ თქვენ არ დაიღლებით თხოვნით. (ალ-მუ'ჯამ ალ-ავსატ 8918)
264. სუფიან ას-საური გადმოსცემს: ჰასან ალ-ბასრის უთხრეს კაცის შესახებ, რომელიც სჩადის ცოდვას და შემდეგ ინანიებს, სჩადის ცოდვებს და კიდევ სამჯერ ინანიებს. ამაზე ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: تِلْكَ أَخْلَاقُ الْمُؤْمِنِ ესენი მორწმუნის მანერებია. (ალ-ვაჯიზ ფი ზიქრ ალ-მაჯაზ 17)
265. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: არ აქციოთ ძაღლი (უვიცი, ჯააჰილი) მნიშვნელოვნად თქვენი პასუხით ყოველჯერზე, როცა ის გიყეფთ. მიატოვეთ, იყოს კმაყოფილი თავისი ყეფით. (ალ-ავსა'იყ ალ-მურსალაჰ 3:1158)
266. აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-ასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვერცერთი თქვენგანი ვერ ირწმუნებს მანამ, სანამ თავის სურვილებს არ დაუმორჩილებს ღვთიურ გამოცხადებებს. (ან-ნავავის ალ-ჰუჯჯა; იბნ რაჯაბის ჯამი’ 1/364)
267. ჰაფიზ ალ ყურტბა გადმოსცა: ერთხელ ჰუზაიფა ალ-იამანმა აიღო ორი ქვა, ერთმანეთს დაადო, და ამის შემდეგ უთხრა თავის ამხანაგებს: 'ხედავთ შუქს, რომელიც ამ ორ ქვას შორისაა? იმათმა უთხრეს: აბუ აბდულლაჰ, ჩვენ მათ შორის მხოლოდ პატარა შუქს ვხედავთ. ჰუზაიფამ უთხრა: ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, სიახლე იმ დონეზე გავრცელდება, რომ თქვენ დაინახავთ ჭეშმარიტებას იმაზე ნაკლებად, ვიდრე ამ ქვებს შორის არსებული შუქია. ვფიცავარ ალლაჰს, სიახლე ისე გავრცელდება, რომ როცა ვინმე მიატოვებს სიახლეს, მას ეტყვინ: შენ სუნნეთი მიატოვე. (იბნ ვადდა "ბიდ'ა" 1:114)
268. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: كُلُّ الْمُسْلِمِ عَلَى الْمُسْلِمِ حَرَامٌ دَمُهُ وَمَالُهُ وَعِرْضُهُ ყველა მუსლიმისთვის აკრძალულია სხვა მუსლიმანის სიცოცხლე, ქონება და რეპუტაცია. (მუსლიმი 2564)
269. ალ-მუნზირი გადმოსცემს: ალ-შაფიიმ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: مَنْ وَعَظَ أَخَاهُ سِرًّا فَقَدْ نَصَحَهُ وَزَانَهُ وَمَنْ وَعَظَهُ عَلانِيَةً فَقَدْ فَضَحَهُ وَخَانَهُ ვინც თავის ძმას პირადად აძლევს რჩევას, იყოს მისადმი გულწრფელი და ამით მან დაიცვა მისი რეპუტაცია. ხოლო, ის, ვინც, რჩევას აძლევს საჯაროდ მან ის დაამცირა და უღალატა. (ჰილიათ ალ-ავლია 13854)
270. ჰარის იბნ ჰასანი იყო ერთ-ერთი საჰაბა, რომელიც დაქორწინდა. ხალხმა უთხრა მას: 'ნამაზზე გამოხვედი როცა წინა ღამით ოჯახი შექმენი? მან უთხრა მათ: ვფიცავარ ალლაჰს, თუკი ცოლი დილის ჯამაათის ლოცვაზე დასასწრებად გაბრკოლებს, მაშინ ის ცუდი ცოლია. (ალ-მაჯმუ 2:41)
271. იმამი ნავავი (ალლაჰმა შეიყალოს იგი) წერდა: გავიგონე ჩვენმა შეიხმა, აბუ ისჰაყ ალ-მურარიმ როგორ თქვა თავის შეიხზე, ჰაფიზ მუნზირზე: 'არ გამიგია და არც მინახავს, რომ ვინმეს მასზე მეტად გაეტარებინოს დრო ცოდნის ძიებაში. ის მუდმივად დაკავებული იყო ცოდნის ძიებით, დღისით და ღამით. ქაიროს მედრესეში მე მისი მეზობელი ვიყავი. თორმეტი წელიწადი ვიცხოვრე მისი სახლის გვერდით. მნიშვნელობა არ ჰქონდა ღამის რა ნაწილში ვიღვიძებდი, ყოველჯერზე შუქს ვხედავდი მის სახლში - ის სწავლობდა. ჭამის დროსაც კი წიგნებთან იჯდა. (აბულ ფათთაჰ აბუ ღუდდა "დროის შეფასება" გვ 124)
272. სალიმ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ მამამისმა თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა, როცა გაიგონა ჭექა-ქუხილი: (ალლაჰუმმა ლა თაყთულნა ბიღადაბიქა ვა ლა თუჰლიქნა ბიღაზააბიქა ვა'ააფინა ყაბლა ზალიქ) ღმერთო ჩემო, არ მოგკლა შენი რისხვით, არ გაგვანადგურო შენი სასჯელით, და დაგვიცავი, როგორც უწინდელები დაიცავი. (აჰმად მუსნად 2:100)
273. შეიხულ ისლამა იბნ თეიმიამ თქვა: "შუამავლის დროს იყვნენ ისეთები, რომლებიც აწერდნენ თავს ისლამს, მაგრამ ისინი გასულნი იყვნენ მისგან, მიუხედავად მათი გულმოდგინე თაყვანისცემებისა, ასე რომ იყოს ცნობილი, რომ ისლამზე და თავის მიმწერზე და ჩვენს დროში, შეიძლება გავიდეს ისლამიდან სხვადასხვა მიზეზების გამო, ერთ-ერთი მათ შორის არის გადაჭარბება, რომელსაც გმობს ალლაჰი თავის წიგნში!" (მაჯმუ'ულ ფატავა 3/383)
274. ხალხის პრობლემები გამოწვეულია უვიცების გამო, რომლებიც საკუთარ თავებს სწავლულებად მიიჩნევენ" (ალ -ი' ტისამ" 1/145)
275. მუ'აზ იბნ ჯაბალი ამბობდა: "უეჭველად, თქვენ გელით ფიტნა, რომელშიც იქნება ბევრი ფული, და გავრცელდება ყურანი, რომელსაც წაიკითხავს მორწმუნეც და ურწმუნოც, ქალიც და კაციც, ბავშვიც და მოხუციც, თავისუფალიც და მონაც. და მოხდება ისე, რომ ვინმე იტყვის: "რატომ არ მომყვება ხალხი, მე ხომ ყურანს ვკითხულობ?! ისინი მე არ გამომყვებიან, სანამ არ შევიტან (მასში) მათთვის რაიმე სიახლეს!" ასე რომ მოერიდეთ იმას, რასაც ისინი შეიტანენ რელიგიაში! უეჭველად, სიახლე რელიგიაში - გზააბნევაა! მე გაფრთხილებთ თქვენ ბრძენის შეცდომისგან, ვინაიდან შაიტანმა შეიძლება თქვას შეცდომა ბრძენის ენით, ისე როგორც ფარისეველს შეუძლია თქვას ჭეშმარიტების სიტყვები" (ალ ფარიაბიმ" სიფატუ ნნითაყში 50)
276. იაჰია იბნ მუაზმა თქვა: "შენ გწყურია გადარჩენა, მაგრამ არ მიჰყვები გადარჩენის გზას, ნუთუ გინახავს ხმელეთზე მცურავი გემი?!" (რავდათულ-'უყალა გვ 28)
277. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: لا يظهر على أحد شيء من نور الإيمان إلا باتباع السنة ومجانبة البدعة სუნნაზე ჩაჭიდებისა და ბიდ'ათისგან შორს დგომის გარეშე შეუძლებელია ვინმეში ვლინდებოდეს რწმენის ნათელი. (მადარიჯ ას'სალიჰინ 3:125)
278. აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ის დრო ახლოსაა, როცა მუსლიმის საუკეთესო ქონება იქნება ცხვარი, რომელსაც იგი წაიყვანს მთებში და წვიმიან ადგილებში, რათა გაიქცეს მისი რელიგიით ფითნისგან(ცდუნება) (ბუხარი ქითაბ ალ-რიყაყ 81:6495)
სინდიმ თქვა: როდესაც არ არის მუსლიმთა ჯამაათი და სახელმწიფო მმართველი, განერიდე ყველა ჯგუფს, მოითმინე სირთულეები, უკაცრიელ ადგილებში, მთის ფერდობებზე, უდაბნოებში განმარტოვდი და თუნდაც რომ ხის ფესვების ღრღნა მოგიწიოს თავი ამით გაიტანე და იკმარე. (ჰაიდარ ჰათიფოღლუ, სუნენი თირმიზის თურქული თარგმანი და განმარტება, ტ. 10. გვ. 197.)
279. იბრაჰიმ ან-ნაჰაიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: ადამიანებს ორი რამე გაანადგურებს: 1. უსარგებლო ქონება. 2. უსარგებლო საუბარი. (ას-სუმთუ იბნ აბიდ დუნია 103)
280. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: თქვენთან ყურანით მებრძოლი ადამიანები მოვლენ. მათ სუნნეთით უფრთხილდით. ჭეშმარიტად, სუნნეთის ხალხმა ყურანი ყველაზე უკეთ იციან. (აჯური აშ-შარია 1:419)
281. იბნ უმარისგან გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: إن الله تعالى وملائكته يصلون على المتسحرين უეჭველად, უზენაესი ალლაჰი და მისი ანგელოზები ლოცავენ მას, ვინც სუჰურს აკეთებს. (იბნ ჰიბბან 3467)
სუჰურს აჭარაში უწოდებენ სეურს, ზოგიერთი ადამიანი იასლუღს. სწორი ფორმა არის სუჰური რადგან ჰადისებში ასეა ნათქვამი.
282. იბნ ალ-ჯავზიმ(ალლაჰი იყოს კმაყოფილი)თქვა: ”ავფიცავ ალლაჰს, რომ საფლავთა ბინადრებს ერთი სურვილის უფლება რომ ჰქონოდათ, ისინი რამადანის ერთ დღეს ისურვებდნენ”. (ტაბსირა 2/85)
283. ბილალ იბნ სა'ადმა თქვა: ,,შენი ძმა, რომელიც ყოველ შეხვედრისას გახსენებს ალლაჰის რელიგიაზე უკეთესია ისეთ ძმაზე, რომელიც ყოველ შეხვედრისას გაძლევს ოქროს მონეტებს(დინარს)" 《ჰილიათულ ავლიაა》 5/225 ( 《ალ-იხვან》 85)
284. მიუღებელია მივმართოთ ერთმანეთს ცხოველების სახელებით! იბნ მას'უდი (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) და მისი მოსწავლეები ამბობდნენ: თუ ერთი ადამიანი ეტყვის მეორეს: ჰეი ვირო, ან ჰეი ძაღლო, ან ჰეი ღორო", მას ალლაჰი განკითხვის დღეს ეტყვის: შენ რა, დაინახე რომ მე შევქმენი ის ძაღლად, ვირად ან ღორად? (ალ-მუსანნაფ 26626)
285. იბნი თაიმიამ თქვა: فَإِنَّ الْجَنَّةَ لَيْسَ فِيهَا شَمْسٌ وَلَا قَمَرٌ كَيْفَ وَقَدْ رُوِيَ أَنَّ أَهْلَ الْجَنَّةِ يَعْلَمُونَ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ بِأَنْوَارِ تَظْهَرُ مِنْ الْعَرْشِ სამოთხეში არ არის არც მზე და არც მთვარე. როგორ შეიძლება სხვანაირად იყოს... გადმოცემულია, რომ სამოთხის ბინადრები გაიგებენ დღეს და ღამეს შუქით, რომელიც მოჩანს (ალლაჰის) ტახტრევანის მხრიდან. (მაჯმუ'ულ ფატავა 6:393)
286. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: მთელი ეს რელიგია ჭეშმარიტების და მოქმედების ცოდნის გარეშემო ტრიალებს, და მოქმედებას თან უნდა ახლდეს მოთმინება. (მაჯმუ'ულ ფატავა 10:38)
287. ერთხელ ბიშრ ალ-ჰაფის (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) უთხრეს: უეჭველად, არსებობს ხალხი, რომლებიც გულმოდგინედ ასრულებენ თაყვანისცემას მხოლოდ რამადანში. ამაზე მან თქვა: 'ცუდი ხალხია ის, ვინც იხსენებს ალლაჰს მხოლოდ რამადანში. ჭეშმარიტად, მართალნი ისინი არიან, ვინც იხსენებს ალლაჰს მთელი წლის განმავლობაში. (იბნ რაჯაბ ალ-ჰანბალი 'ალ-ლატაიფ' 396)
288. იბნ აბბასი ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი ამბობდა: — ცოდვების შემსრულებელო ! ნუ იგრძნობს შენს თავს უსაფრთხოდ ცუდი დასასრულისგან, რადგან ის, რაც ცოდვას მოყვება უფრო უარესია, ვიდრე ჩადენილი ცოდვა. ის, რომ შენ არ გრცხვენია ანგელოზების, რომლებიც იწერენ საქმეებს, რომლებიც გყავს მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც და აგრძელებ ცოდვების ჩადენას ეს უფრო უარესია, ვიდრე თვითონ ცოდვა. შენ იცინი, როდესაც არ იცი თუ რითი მოგიზღავს ალლაჰი ეს უფრო დიდია ვიდრე თვითონ ცოდვა. შენი კმაყოფილება ცოდვის მიმართ უფრო უარესია, ვიდრე თვითონ ცოდვა. და შენი მწუხარება ჩადენილი ცოდვის მიმართ, რომელიც არ გამოავლინე უფრო უარესია, ვიდრე თვითონ ჩადენილი ცოდვა. (აბუ ნუ'აიმ ,,ალ-ჰილაში" 1/324)
289. აბუ ბაქრ ას-სიდდიყმა თქვა: უეჭველად, ალლაჰი პატიობს დიდ ცოდვებს, ასე რომ ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთაში, და უეჭველად, ალლაჰი სჯის პატარა ცოდვების გამოც, ასე რომ ნუ მოტყუვდებით. (შარჰ ალ-ბუხარი იბნ ბატალ ტომი 19, გვ 267)
290. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ ქალი ილოცავს (დღე-ღამეში) ხუთ ლოცვას, იმარხავს რამადანში, შეინახავს პატიოსნებას და დაემორჩილება თავის ქმარს, სამოთხეში იმ კარიბჭიდან შევა, რომლიდანაც ისურვებს. (აჰმად მუსნად 1664)
291. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მარხვა და ყურანი შუამდგომელი იქნება (ალლაჰის) მსახურისთვის განკითხვის დღეს. (აჰმად მუსნად 6589)
292. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ვისშიც გაიღვიძა შეშფოთებამ და მწუხარებამ, მაშინ მან თქვას: ლა ჰავლა ვალა ყუვვათა ილლა ბილლა (არ არსებობს ძალა და სიმტკიცე ალლაჰის გარდა) لا حول ولا قوة إلا بالله (ზაად ალ-მაად 4:371)
293. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ გამოიპრანჭოთ ისე, როგორც ეს ხდებოდა უმეცრების პერიოდში. (აჰმად მუსნად 2:296)
294. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენი ქალებიდან ყველაზე ცუდები ისინი არიან ვინც იპრანჭებიან, რომლებიც თავხედურად იქცევიან. ისინი თვალთმაქცები არიან, მათგან ვერავინ შევა სამოთხეში. (ბაიჰაყი 2:82)
295. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: შენი სული (ნაფსი) არის ისეთივე, როგორც შენი მტერი. თუ ნახავს შენში სერიოზულობას, დაგემორჩილება. თუ ნახავს შენში სისუსტეს, შეგიპყრობს. (ბადაი ალ-ფავაიდ ტომი 3 გვ 1202)
296. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: უეჭველად, რასაც ადამიანი დაკარგავს მისი შეცვლა შესაძლებელია. მაგრამ, ვინც, ალლაჰს დაკარგავს ვერასოდეს იპოვის ისეთს ვინც მას ჩაანაცვლებს. (ად-დაა' ვად-დავა ფასლ 49)
297. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ხუთი რამე აფუჭებს გულს: გადაჭარბებული საუბარი, სასურველობაზე ფიქრი, ალლაჰის გარდა სხვებზე დამოკიდებულება, გაძღომით ჭამა და ძილი. (მარარიჯ ას-სალიქინ ტომი 1 გვ 443)
298. იბნი თაიმიამ თქვა: ჭეშმარიტება არის სუფთა ოქროს მსგავსი: ყოველჯერზე, განწმენდის პროცესისას იზრდება მისი ხარისხი. სიცრუე უწმინდური მეტალის მსგავსია, რომელიც ბრწყინავს მაგრამ როცა განწმენდის პროცესშია, მისი მავნებლობა აშკარა ხდება. (ალ-ჯავაბ ალ-საჰიჰ ტომი 1, გვ 88)
299. იბნი თაიმიამ თქვა: იბლისი ყაჩაღის მსგავსია; როდესაც ადამიანთაგან ვინმე ცდილობს გაესწრაფოს ალლაჰისკენ, ის ცდილობს ხელში ჩაიგდოს ისინი. (მაჯმუუ 22:608)
300. ერთმა კაცმა ჰკითხა ქა'ბს: რომელი ავადმყოფობის განკურნებაა შეუძლებელი? მან უპასუხა: 'სიკვდილის'. ზაიდ ბინ ასლამის შვილმა თქვა: მამაჩემმა თქვა: სიკვდილისთვის არსებობს ერთი სამკურნალო საშუალება: 'მოიპოვეთ უზანაესი და დიდებული ალლაჰის კმაყოფილება' (იბნ აბი დუნია ფი ზიქრი მავთ 814)
301. აბუ ნუაიმი გადმოსცემს "ჰილიათულ ავლიაში": ალი იბნ ალ-ჰუსეინი იყო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შვილიშვილი. თავის დროზე გავრცელდა ჭორი, რომ იგი იყო ხარბი და არ გასცემდა თავის ქონებას, მაგრამ როცა გარდაიცვალა ცნობილი გახდა, რომ კვებავდა თითქმის 100 ოჯახს მედინაში. (ჰილიათულ ავლია 3:135)
302. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: فانه لم يات نبي الا بتكفير المشركين ჭეშმარიტად, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) არ მოსულა სხვა არაფრით, თუ არა მუშრიქებზე თაქფირით. (ნაზმუ დდურარ)
303. 'ისამ, მარიამის შვილმა თქვა: ის ადამიანი, ვინც მიისწრაფის მიწიერისკენ ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც სვამს მარილიან წყალს ზღვიდან, და რაც უფრო მეტს სვამს უფრო მეტად სწყურდება, და ასე გრძელდება მანამ, სანამ მოკვდება. (ქითაბ ზამ ად-დუნია 3:342)
304. გადმოგვცემენ აბუ დარდასგან, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "(განკითხვის დღეს) მორწმუნის სასწორზე ყველაზე მძიმე იქნება კარგი ზნეობა. ჭეშმარიტად, ალლაჰს სძულს უხამსონი, გარყვნილნი და ცუდის სიტყვის მთქმელნი" (ალ ბაიჰაყი 10/193)
305. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ჭეშმარიტად, ალლაჰი სჩუქნის მიწიერს იმას, ვინც უყვარს და იმასაც, ვინც არ უყვარს, მაგრამ მარადიულ ცხოვრებას სჩუქნის მხოლოდ იმათ, ვინც უყვარს" (მუსნად აჰმად 1/387)
306. იმამმა იბნ რაჯაბ ალ ჰანიბალმა თქვა: "ადამიანთა სულები ფუჭდებიან იმ მიზეზთა გამო, რასაც ისინი ხედავენ" (ლატაიფ ალ მა'არიფ 138)
307. მუჰამმად იბნ აბდულ ვაჰჰაბმა თქვა: "ისლამი უცნაურია დღეს და ხალხის უმეტესობა ვერ ანსხავებს მასა და ურწმუნოებას, და სწორედ ეს არის დაღუპვა, რომლის გამოც არ არის წარმატების იმედი" (ად დურარ ას სანია 9/354)
308. იბნ აბბასმა თქვა: ჭეშმარიტად, უზენაესი და დიდებული ალლაჰი იმყოფებოდა თავის ტახტრევანზე სანამ რაიმეს შექმნიდა (შარჰ უსულ ალ-ითიყად აჰლ ას-სუნნა ვალ ჯამაა'აჰ ალ-ლალაქაი გვ 439)
309. ალ ფუდაილ იბნ 'იიადმა თქვა: "როცა ჭორები ვრცელდება, ალლაჰის კმაყოფილებისათვის ძმობა ქრება. (აბუ ნუ'აიმ - ალ'ჰილია 8:96)
310. როცა ბავშვი დაიბადება: როდესაც აიუბ სახსტიანი მოგილოცავდა ბავშვის დაბადებას ის გეტყოდა: ალლაჰმა დალოცოს ის შენთვის და მუჰამმადის უმმათისთვის. (جعله الله مباركا عليك وعلى أمة محمد) ჯა'ალაჰულლაჰუ მუბარაქან 'ალაიქა ვა ა'ალა უმმათი მუჰამმად) (იბნ აბი დუნია ალ-'იალ 202, ტაბარანი, დუ'ა 1:294)
311. იბნ უსეიმინმა თქვა: მე ვხედავ, რომ ალლაჰის წყალობა ქმარზე ის არის, რომ მას უყვარს თავისი ცოლი. (სილსილა ალ-ლიყა აშ-შაჰრი გვ 31)
312. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, სარჩო (რიზყ) ეძებს მსახურს იმაზე მეტად, ვიდრე მისი სიკვდილის დრო ეძებს მას. (საჰიჰ ალ-ჯამი 1630, საჰიჰ თაღრიბ ვათ-თარჰიბ 1703)
313. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: სიბრძნე არის სწორი საქმის გაკეთება სწორ დროს. (მადარაჯი სალიქინ 2669)
314. იმამ იბნ ალ-ყაიმმა თქვა: (ალ-ყურაანუ ქულლუჰუ თავჰიდ) მთელი ყურანი თავჰიდის შესახებაა. (მადარაჯი სალიქინ 3:417)
315. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: უეჭველად, ერთმა ცოდვამ შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი სევდა. (ფავაიდ ალ-საფვა 217)
316. მუაზ იბნ ჯაბბალმა თქვა: თავი შეიკავე ისეთი მეგობრობისგან, რომელიც არ გაძლევს სარგებელს ცოდნით. (ადაბ აშ-შარია 4:232)
317. შეიხმა ალბანმა თქვა: ადამიანისთვის, რომელიც ეძებს ჭეშმარიტებას, ერთი მტკიცებულებაც საკმარისი იქნება. და ადამიანისთვის, რომელიც მიყვება თავის ვნებებს, ათასი მტკიცებულებაც არ იქნება საკმარისი. (ალ-ჰუდა ვან-ნურ 311)
318. ისმა'ილ იბნ აიაში (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ამბობს: რომ დაგენახათ ჰაბიბ იბნ აბუ საბიტა სუჯუდზე(მიწიერი თაყვანისცემა) იფიქრებდით, რომ ის მოკვდა, რადგან ის დიდი ხნით ჩერდებოდა ამ პოზიციაში》 (სიარ ალამ ან-ნუბალ》 ტომი 5 გვ 291)
319. აბუ ად-დარდამ თქვა: «უსამართლონი, ჩვენი მდიდარი ძმები!მათ ვუყვარვართ ალლაჰის ხათრით, მაგრამ ისინი გვტოვებენ ამქვეყნიურის გამო. როდესაც მე ვხდები რომელიმე მათგანს, მეუბნება: “მე შენ მიყვარხარ, ო აბუ ად-დარდა!” თუმცა როდესაც მე ვსაჭიროებ მას, იგი მივიწყებს მე» (იბნ ალ-მუბარაქ "აზ-ზუჰდ" 232)
320. აბუ ბაქრმა (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: ჰეი ხალხო, მე მომეცა თქვენზე ძალაუფლება მაგრამ მე არ ვარ თქვენს შორის საუკეთესო. თუ კარგს გავაკეთებ დამეხმარეთ, და თუ ცუდს გავაკეთებ მაშინ გამომასწორეთ. (იბნ ჰიშამ 657)
321. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: როცა ხედავ, რომ ვინმე დაეცა, გამოასწორეთ, ილოცეთ მისთვის, და არ დაეხმაროთ შაიტანს მის წინააღმდეგ. (თაფსირ ყურტუბი 10:256)
322. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი განრისხებულია იმაზე, ვინც არ სთხოვს (ე.ი დუას არ აღავლენს) მას. (თირმიზი 48:3373)
იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ალლაჰი ნრისხდება როცა მიატოვებ მასზე თხოვნას, ხოლო ადამის შვილები ნრისხდებიან როდესაც თხოვ. (მადარაჯი სალიქინ 2:98)
323. იბნ მას'უდმა თქვა: ის, ვინც გულწრფელია თავისი ღმერთის წინაშე იმის მსგავსია, ვინც ქვიშაზე დადის. მის ფეხებს არ ესმის, თუმცა ეფექტი ჩანს. (ჯამი' ალ-ულუმ ვალ ჰიქამ გვ 302)
324. იბნ ჯავზმა თქვა: ვისაც სურს, რომ მისი საქმეები არ გაწყდეს მისი სიკვდილის შემდეგ, მაშინ მან ცოდნა გაავრცელოს. (ათ-თაზქირა 55)
325. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ჭკვიანი ადამიანი არ ეჭიდება მიწიერს. (ფავაიდ გვ 228)
326. იმამ აშ-შაფიმ თქვა: ის, ვინც კითხულობს ისტორიას, აუმჯობესებს თავის გონებას. (ალ-ილანუ ბითთავბიჰ გვ 13)
327. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც არ არის მადლიერი პატარა რამეების, არ იქნება მადლიერი დიდი რამეების. ვინც მადლობას არ გადაუხდის ხალხს, ის მადლობას არ გადაუხდის უზენაეს ალლაჰს. (საჰიჰ თაღრიბ ვალ თაჰრიბ 976)
328. სალაფები არასოდეს გრძნობდნენ თავს მარტოდ ჰადისების სწავლის დროს. გადმოცემულია ნუაიმ ბინ ჰამმადისგან: 'აბდულლაჰ ბინ ალ-მუბარაქი ხშირად რჩებოდა სახლში მარტოდ. ერთხელ მას ჰკითხეს: 'არ გაწუხებს მარტოობა'? მან უპასუხა: როგორ შემაწუხებს მარტოობა როდესაც მე შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად ვარ? (იბნ ასაქირ თარიხ დიმაშყ 32:458)
329. ალ-ალბანმა თქვა: მე ვაცხადებ, რომ ვინც ამბობს რაიმეს, მაშინ მან მისი ნათქვამი მტკიცებულებით უნდა განამტკიცოს. (ფატავა ალ-მინჰაჯ 104)
330. საიდ იბნ ალ-მუსაიბმა თქვა: ვინც ემორჩილება თავის მშობლებს და მათ კარგად ეპყრობა, არ გამოსცდის საშინელ სიკვდილს. (იბნ მა'ინ ტომი 3 გვ 255)
331. როგორი უნდა იყოს ქმარი. იბნ ბაზმა თქვა: ქმარი უნდა იყოს 1. მომთმენი ცოლის ნაკლოვანებების მიმართ. 2. ღვთისმოშიში. 3. კეთილი თავისი ცოლის მიმართ. 4. და უნდა იცოდეს ცოლის უფლებები და შეასრულოს მისი ვალდებელებები ცოლის მიმართ. (ფატვას იბნ ბაზ 30:332)
332. იბნ ბაზმა თქვა: ცოლის ვალდებულება არის; მოკრძალება და ასევე მოერიდოს თავისი ქმრის განრისხებას ან მის ზარალს. (ფატვა იბნ ბაზ 30:330)
333. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: წინდახედულობა არის ალლაჰისგან და სიჩქარე შაიტანისგან. (სილსილა ას-საჰიჰა 1795; სუნან ალ-ქუბრა 1865)
334. საჰლ იბნ სა'დი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სიჩქარე მოდის შაიტანისგან. (ბალუღ ალ-მარა 1555)
335. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ნუ გაბრაზდებით და სამოთხე თქვენი იქნება. (საჰიჰ ალ-ჯამი 7374)
336. იბნი თაიმიამ თქვა: თუ ადამიანს ურჩევნია მოუსმინოს მუსიკას და არა ყურანს, ის არის შაიტნის მეგობარი და არა ალლაჰის. (ალ-ფურყან ბაინა ავლია არ-რაჰმან ვა ავლია ალ-შაიტან გვ 55)
337. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰის წინაშე საუკეთესო ლოცვა არის ჯამაათით დილის (ფაჯრის) ლოცვა პარასკევს. (საჰიჰ ალ-ჯამი 1119)
338. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხალხი დარჩება სიკეთეში მანამ, სანამ ერთმანეთის არ შეშურდებათ. (ალ-მუ'ჯამ ალ-ქაბირ 8079)
339. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ვინც ეძებს ცოდნას იმიტომ, რომ ააღორძინოს ისლამი, მაშინ ის გულწრფელია, და მისი წოდება არის შუამავლების შემდგომი წოდება. (მიფთაჰულ დარ ალ-სა'დაჰ 1:313)
340. აბუ ჰაზიმ ალ-არაჯმა თქვა: შენი ვნებების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო რთულია, ვიდრე შენი მტრების წინააღმდეგ ბრძოლა. (ჰილიათულ ავლია 2:231)
341. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუჯაჰიდი (ნამდვილი მებრძოლი) არის ის, ვინც იბრძვის თავისი სულის (ნეფსის/ვნების) წინააღმდეგ. (თირმიზი 1621)
342. იბნ თაიმიამ თქვა: "თუ ადამიანი გულით მიჯაჭვულია ქალზე, თუნდაც ქალი იყოს მისთვის დაშვებული, მისი გული იმყოფება მონობაში, ქალს შეუძლია აკონტროლოს ისე, როგორც გაუხარდება. მართალია, გარეგნულად კაცი მოჩანს როგორც მისი პატრონი, იმიტომ, რომ ის მისი ქმარია, მაგრამ სინამდვილეში ის მისი ტყვე და მონაა, განსაკუთრებით როცა ქალმა იცის თუ როგორ სჭირდება იგი ქმარს და (ე.ი როგორ სჭირდება და როგორ მიჯაჭვულია მასზე) მისი სიყვარული. ამ შემთხვევაში ის მართავს მას, იმის მსგავსად, როგორც ტირანი და მმართველი მართავს თავის მონებს. მაგრამ ასეთი კაცი მონაზე უარეს მდგომარეობაშია, ვინაიდან, გულით მონობა, სხეულით მონობაზე უარესია. (მაჯმუ'ლ ალ ფატავა 10/185)
343. იბმ ალ-ყაიმმა თქვა: ერთხელ, ვიღაც არაბი მივიდა იმამ აჰმადთან და უთხრა: ერთხელ, ერთ ქალს სურდა თავის ქმართან განქორწინება, მაგრამ ქმარი განქორწინების წინააღმდეგი იყო, ამ ქალმა მიმართა ზოგიერთ შეიხს რჩევისთვის, შეიხებმაც გასცეს ფეტვა: "ჩვენ გვაქვს ერთი იდეა, თუკი შენ გააკეთებ რაიმე ქუფრის შემცველს, იმ მიზეზით, რომ შენ სხვა გამოსავალი არ გაქვს, შესაძლოა შენი ქმარი დაგთანხმდეს განქორწინებაზე". როდესაც ეს მოისმინა იმამ აჰმადმა ძალიან გაბრაზდა და თქვა: ის, ვინც მოიწონა ასეთი რჩევა, გახდა ურწმუნო (ქააფირი) და ისიც, ვინც მისცა მსგავსი რჩევა, გახდა ურწმუნო" . აბდულლააჰ იბნ ალ-მუბარაქმა თქვა: მე არ ვიცი შაიტანია უფრო ჭკვიანი, თუ ის ადამიანები, რომლებიც უფლებას აძლევენ საჭიროების შემთხვევაში ქუფრის გაკეთებას დარულ ქუფრში, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ, ისინი მზად არიან ასწავლონ მსგავსი რამეები იბლისს". (იღასატუ ლაჰფან 1/336)
344. აყიდის სისუსტე არის ავადმყოფობა რომელიც ცოდნით, თავჰიდის შეცნობით და აყიდის გამოსწორებით უნდა განიკურნოს. (აყიდა ათ-თავჰიდ 99)
345. "ისინი ამბობენ: "თქვენი მოწოდება ხალხს ჰყოფს" "ხოლო ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ჭეშმარიტებისკენ მოწოდება და ანსხვავებს ჭეშმარიტებას სიცრუისგან, რის შემდეგაც ცხადი ხდება თუ ვინ არის მართალი და ვინ არასწორი." (სილსილა ალ-ჰუდა ვან-ნურ გვ 280)
346. ალლაჰის ბრძანებს: ისინი, რომლებიც კიცხავენ მორწმუნეებს, ვინც ნებაყოფლობით გასცემს მოწყალებას და იმათ, ვისაც თავიანთი გაჯრის მეტი არაფერი აბადიათ და მასხრად იგდებენ მათ. ალლაჰი მასხრად აიგდებს მათ და მიაგებს მტანჯველ სასჯელს. (თავბა 9:79)
აზ-ზაჰაბი გადმოსცემს: იბნ ალ-მუბარაქმა თქვა: ჭკვიან კაცზე ვალდებულებაა არ დაამციროს სამი ადამიანი: სწავლულები, მმართველები და მუსლიმანი ძმები. უეჭველად, ის, ვინც დაამცირებს სწავლულებს დაკარგავს თავის ადგილს საიქიოში. ვინც დაამცირებს მმართველებს, დაკარგავს თავის ადგილს მიწიერ ცხოვრებაში. ვინც დაამცირებს თავის მუსლიმან ძმას, დაკარგავს ვაჟკაცობას. (სიარ ა'ლამ ან-ნუბალა 17:251)
347. მუაზ ბინ ჯაბალმა თქვა: ისლამის ცოდნის საკითხების ძიება არის ჯიჰადი. (ჯამი ალ-მასაილ 6:82)
348. იბნ ქასირმა თქვა: ორ სულიერს შორის იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როგორიც მეუღლეებს შორისაა. (თაფსირ იბნ ქასირ 3:525)
349. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: როგორც სხვებზე ზრუნავ, ისევე იზრუნებენ შენზეც, და გააკეთეთ ეს როგორც გსურთ, რამეთუ ალლაჰი მოგექცევა ისეთივენაირად, როგორც ექცევი შენ მის მსახურებს. (საჰიჰ ალ-ვაბილ ას-საიბ, დაარ იბნ ალ-ჯავზი 2:63)
350. ოთხი წიგნი და 100 ფურცელი دخَلْتُ الْمَسْجِدَ فَإذَا رَسُولُ الله- صلى الله عليه وسلم- جَالِسٌ وَحْدَهُ... قلْتُ: يَا رَسُولَ الله! كَمْ كِتَاباً أنْزَلَهُ الله؟ قَالَ: مِئَةُ كِتَابٍ، وَأَرْبَعَةُ كُتُبٍ: أُنْزِلَ عَلَى شِيثَ خَمْسُونَ صَحِيفَةً، وَأُنْزِلَ عَلَى أخْنُوخَ ثَلاثُونَ صَحِيفَةً، وَأُنْزِلَ عَلَى إِبْرَاهِيمَ عَشْرُ صَحَائِفَ، وَأُنْزِلَ عَلَى مُوسَى قَبْلَ التَّوْرَاةِ عَشْرُ صَحَائِفَ، وَأُنْزِلَ التَّوْرَاةُ وَالإنْجِيلُ وَالزَّبُورُ وَالْفُرْقَانُ... رواه ابن حبان في صحيحه "الإحسان في تقريب صحيح ابن حبان" (2 / 76 – 77). იბნ ჰიშამ იბნ იაჰია, იბნ იაჰია ალ-ღასანი გადმოსცემს: მამაჩემმა გადმოგვცა, მან კი ბაბუამისისგან, ის კი აბუ იდრის ალ-ხავლანისგან, რომ აბუ ზარმა თქვა: მე შევედი მეჩეთში და დავინახე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მარტო იჯდა. - მე ვკითხე: ალლაჰის შუამავალო, რამდენი წიგნი გარდმოავლინა ალლაჰმა? მან მითხრა: ასი ფურცელი და ოთხი წიგნი. ორმოცდაათი ფურცელი გარდმოევლინა შითს, ოცდაათი ფურცელი გარდმოევლინა ახნუხს (ენოქი), ათი ფურცელი გარდმოევლინა იბრაჰიმს, ათი ფურცელი გარდმოევლინა მუსას თორას გარდმოვლენამდე, და ამათ შემდეგ გარდმოევლინა თორა, ინჯილი (სახარება), ზებური (ფსალ) და ფურყანი (ყურანი). (იბნ ჰიბბან 2:76-77)
351. იმამ აშ-შაფიმ თქვა: მომწონს მამაკაცი, რომელიც კმაყოფილდება ერთი ცოლით, როცა მისთვის ამაზე მეტიც ნებადართულია, ალლაჰის სიტყვის მიხედვით: "მაგრამ თუ შიშობთ, რომ სამართლიანად (ყველასთან ერთნაირად) ვერ მოიქცევით, მაშინ (იქორწინეთ) ერთზე, (ნისა 4:3)" (ალ-ბაიან ფი მაზჰაბი ალ-იმამ ალ-შაფი 11:189)
352. იმამ ალ-ბუხარიმ თქვა მე არავის ვწამებ ცილს, რადგან გავიგე, რომ ცილისწამება ზიანს აყენებს ცილისმწამებელს. (სიარ ა'ლამ ან-ნუბალა 1:439)
353. სუფიან ას-საურიმ თქვა: არ გაბედოთ მორწმუნის ღალატი, რადგან მან, ვინც უღალატა მორწმუნეს, უღალა ალლაჰს და მის შუამავალს. თუ შენი ძმა გიყვარს ალლაჰის კმაყოფილებისათვის, მაშინ იყავი თავდაუზოგავი მისთვის შენი სულით და ქონებით. (ჰილიალ ალ-ავლია 5:542)
354. აბუ დარდამ თავის ცოლს, უმმ დარდას უთხრა: თუკი გაბრაზებული ვიქნები, შეეცადე გამახარო. და თუ შენ იქნები გაბრაზებული, მე შევეცდები გაგახარო. ასე თუ არ მოვიქცევი, მალე გავეყრებით ერთმანეთს. (რავდათულ ალ-'უყალა 41)
355. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: საუკეთესო ნიქაჰი ნაკლებ ხარჯიანი ნიქაჰია. (საჰიჰ ალ-ჯამი 3272)
356. იბნ ქუთეიბამ თქვა: ერთხელ, მექქაში ჩამოვიდა ლამაზი ქალი, რომელსაც სურდა ჰაჯის და უმრას შესრულება. როდესაც მან ქვების სროლა დაიწყო "ჯამარათში" ის დაინახა ცნობილმა პოეტმა, უმარ იბნ აბუ რაბიამ, რომელიც წერდა სასიყვარულო ლექსებს ქალების შესახებ. კაცი მიუბრუნდა მას, მაგრამ ქალმა არ უპასუხა. მეორე ღამით, კაცი ისევ გამოჩნდა მის წინ და ქალმა დაუყვირა მას და უთხრა: - დამტოვე მე მარტო, მე აკრძალულ ადგილზე ვარ აკრძალულ დღეებში. მაგრამ კაცი დაჟინებით მოითხოვდა, რის შემდეგაც ქალს შეეშინდა ჭორების, დატოვა ის და წავიდა თავის კარავში. როდესაც მესამე ღამე იყო, ქალმა სპეციალურად სთხოვა თავის ძმას, რომ წასულიყო ჰაჯში მის ადგილას. და როდესაც, უმარ იბნ აბუ რაბიამ დაინახა ქალის ადგილას ქალის ძმა, კაცი არ გადასულა თავისი ადგილიდან და არ გამოჩენილა მის გზაზე, რის შემდეგაც ქალმა გაიცინა და თქვა თავისი ცნობილი სიტყვები: "უეჭველად, ძაღლები თავს ესხმიან მათ, რომლებსაც არ ჰყავთ თავიანთი ლომი, რამეთუ ეშინია ძლიერი მხეცის თავდასხმის." როდესაც ხალიფა აბუ ჯა'ფარ იბნ ალ-მანსურმა მოისმინა ეს ისტორია, თქვა: "ვისურვებდი, რომ ყურაიშელების ყველა ქალს მოესმინა ეს ისტორია." (ქითაბათ 'უიუნ ალ-ახბარ 107/4)
357. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები საუკეთესო ზნეობის მქონენი არიან. (იბნ ჰიბბან 486)
358. სურა 114 „ნაას“ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა 1. თქვი: მივეკედლები ღმერთს ადამიანთა, 2. უფალს ადამიანთა, 3. ღვთაებას ადამიანთა. 4. სიავისგან დაფარული მაცდუნებლისა, 5. რომელიც ცდუნებას თესავს კაცთა გულებში, 6. (ეშმაკი გინდ იყოს) ჯინთაგან და კაცთაგან.
იბნ ქასირი 114:5 აიათის თაფსირში წერდა: შაიტანი ჩერდება ადამის შვილის გულში მაშინ, როდესაც ადამიანი დამწუხრებულია და მაშინაც, როდესაც ბედნიერია. და როდესაც ადამიანი ახსენებს ალლაჰს, შაიტანი გამოდის მისგან. (ე.ი გულიდან) (იბნ ქასირის თაფსირი 114:5)
359. ჰუზაიფა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც მორწმუნე შეხვდება მეორე მორწმუნეს, მიესალმება მას და ხელს ჩამოართმევს, ორივე მათგანს ცოდვები დასცვივდება ისე, როგორც ხეს სცვივა ფოთლები. (ალ-მუ'ჯამულ ავსატ 247)
360. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჯიბრილმა მითხრა, რომ უპირატესობა მიმენიჭებინა უფროსებისთვის. (სილსილა ალ-აჰადის ას-საჰიჰა 4:74, 1555)
361. იმამ აზ-ზუჰრიმ თქვა: ჩვენ ხანდახან მივდიოდით სწავლულთან და რასაც ვსწავლობდით მისი მანერებიდან ჩვენთვის უფრო საყვარელი იყო იმ ცოდნაზე, რომელსაც მისგან ვიღებდით. (აბუ ნა'იმ ჰილიათ ალ-ავლია 5754)
362. ჰამმად იბნ სალამამ თქვა: მე ყოველთვის, როცა ლოცვაზე ვდგებოდი, წარმოვიდგენდი, რომ ჯოჯოხეთი ჩემს თვალწინ იყო. (თაზქირა ალ-ჰუფფაზ 1:219)
363. ალი იბნ ალ-მადინიმ თქვა: არ არსებობს ჰადისის ხალხზე უკეთესი ხალხი. სხვა ხალხი იხვეჭს მიწიერს, ისინი კი რელიგიას ამკვიდრებენ. (მასალათ ულუმ ვალ-ნაზულ გვ 45)
364. იბრაჰიმ იბნ მაისარმა (გარდიაცვალა ჰიჯრიდან 132 წ) თქვა: ვინც პატივისცემით ექცევა სიახლის მიმყოლებს, მან დაეხმარა მას ისლამის განადგურებაში. (ლალაქაი 1:139)
365. იმამ მალიქმა თქვა: რა ცუდები არიან სიახლის მიმყოლი ხალხი, ჩვენ მათ სალამს არ ვაძლევთ. (შარჰ ას-სუნნა 1:234)
366. იმამ აჰმადმა თქვა: ვინც ამბობს, რომ ალლაჰი არ ლაპარაკობს, ქააფირია. (ას-სუნნა გვ 71)
367. იმამ აზ-ზაჰაბიმ თქვა: ალლაჰმა დალოცოს ის ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს ცოტას, კითხულობს ყურანს, ტირის დაკარგული დროის გამო, მუდმივად უყურებს ბუხარის და მუსლიმის ჰადისებს, და ეთაყვანება ალლაჰს მანამ, სანამ მისი სიკვდილის დრო მოვა. (ათ-თაზქირა 2:80)
368. ჰუზაიფა იბნ ალ-იამანი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, როცა ერთი მორწმუნე შეხვდება მეორე მორწმუნეს და მიესალმება, და ჩამოართმევს ხელს, მათ ცოდვები ისე დასცვივდება როგორც ხეც სცვივა ფოთლები. (ალ-მუ'ჯამულ ავსატ, 247)
369. იმამ აშ-შაფიმ იმამ აჰმადის შესახებ თქვა შემდეგი: აჰმად ბინ ჰანბალი იყო იმამი შემდეგ სფეროებში: 1. ჰადისის იმამი. 2. ფიყჰის იმამი. 3. არაბული ენის იმამი. 4. ყურანის იმამი. 5. სიღარიბის იმამი. 6. ასკეტიზმის იმამი. 7. ღვთისმოსაობის იმამი. 8. სუნნეთის იმამი. (ტაბაყათ ალ-ჰანბალია 1:5)
370. იბნი თაიმიამ თქვა: وَأَهْلُ السُّنَّةِ وَالْجَمَاعَةِ يَتَّبِعُونَ الْكِتَابَ وَالسُّنَّةَ وَيُطِيعُونَ اللَّهَ وَرَسُولَهُ فَيَتَّبِعُونَ الْحَقَّ وَيَرْحَمُونَ الْخَلْقَ სუნნეთის ხალხი და მუსლიმთა ჯამაათი მიჰყვება წიგნს (ე.ი ყურანს) და სუნნას, ისინი ემორჩილებიან ალლაჰს და მის შუამავალს და მიჰყვებიან ჭეშმარიტებას. და ისინი მოწყალენი არიან გაჩენილების მიმართ. (მაჯმუ'ულ ფატავა 1:278)
371. ალ-აჰნაფ იბნ ქაისმა თქვა:" მოერიდეთ თქვენს თავყრილობებზე ქალებზე და საჭმელზე საუბარს. მე მეზიზღება ისეთი მამაკაცი, რომელიც ხშირად საუბრობს მის სასქესო ორგანოზე და მუცელზე". (ჰილიათუ ტალიბინ 'ილმ 48)
372. ჰაფიზ იბნ ასაქირმა, გადმოსცა, რომ ტაბიინმა ვაჰბ იბნ მუნაბიჰმა უთხრა ხარიჯიტებს: მე ვნახე ისლამის პირველი წლები. ვფიცავარ ალლაჰს, რა ჯგუფიც ჰყავს ხარიჯიტებს ალლაჰი მას აუცილებლად გაჰყოფს და სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანს. თუ ვინმე ღიად არ გამოხატავს თავის იდეებს, ალლაჰი მუდამ დაარტყამს მას კისერზე. უმმეთი არ გაერთიანდება არცერთი ხარიჯიტის გარშემო. ალლაჰმა რომ მისცეს საშუალება, ხარიჯიტებს მათი იდეები გამოიყენონ პრაქტიკაში, დედამიწა იქნებოდა არეულობაში, გზებზე ძარცვები იქნებოდა, შეწყდებოდა ჰაჯი ალლაჰის სახლთან და ისლამი მივიდოდა ისეთ მდგომარეობამდე, რომელიც უმეცრების ხანაში იყო: ხალხი ეძებდა თავშესაფარს მთებში, როგორც აკეთებდნენ იმ დროში. შემდეგ ათზე ან ოცზე მეტი ადამიანი წამოდგებოდა და თავს ხალიფად ჩათვლიდა. და თითოეულ მათგანს ეყოლებოდა ათი ათასზე მეტი მებრძოლი, რომლებიც ერთმანეთს შეებრძოლებოდნენ და ერთმანეთს ურწმუნოდ გამოაცხადებდნენ. ასე რომ მორწმუნე ადამიანს ეშინოდა თავისი სულის, რელიგიის, სისხლის, ოჯახის და ქონების გამო და არ იცოდა, სად წასულიყო და ვისთან ერთად ყოფილიყო. (იბნ ასაქირ თარიხ დიმაშყ 63:383)
373. ალ-ბარბაჰარიმ, ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა: «სიახლის მიმყოლების მაგალითი მორიელის მაგალითის მსგავსია; ისინი თავიანთ თავს და სხეულს ქვიშაში მარხავენ, კუდს კი გარეთ ტოვებენ. როდესაც მათ ეძლევათ საშუალება ისინი თავს ესხმიან და კბენენ. სწორედ ასეთები არიან სიახლის მიმყოლები, – ისინი ინიღბებიან ხალხში, მაგრამ როდესაც მათ ეძლევათ საშუალება ისინი აღწევენ იმას, რაც მათ სურთ!. (ტაბაყათულ ჰანაბილია 41:2)
374. იმამ აშ-შაფიმ თქვა: "ცოდნა ღრმა ზღვას ჰგავს, მე კი მხოლოდ ნაპირს შევეხე ფეხებით." (ადაბ ად'დუნია ვა'დდინ 100)
375. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენი ცოდვების უმეტესობა თქვენი ენის გამოა. (ალ-მა'ჯუმ ალ-ქუბრა ტაბარანი 301)
376. აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა: ჰეი ხალხო, ვისაც აქვს რაიმე საკითხის ცოდნა, შეუძლია სხვებს გადასცეს იგი, ხოლო ვისაც არ აქვს ცოდნა თქვას: "ალლაჰმა უკეთ იცის" რადგან ამ სიტყვების თქმა ცოდნის ნაწილია. ალლაჰმა უთხრა თავის შუამავალს: უთხარი(მუჰამმად): არ გთხოვთ მის გამო რამე საზღაურს და არა ვარ მე შეუძლებლის დამკისრებელი. (სურა სად 38:86) (მიშქატ ალ-მასაბიჰ 272)
377. 'აბდულლაჰ იბნ სულაიმან იბნ ჰუმაიდ ან ნაჯდიმ თქვა: ო მუსლიმანებო! დაე იცოდეთ — რომ წვერი წარმოადგენს მამაკაცის გაფორმებას. წვერი არის მამაკაცის ღირსება. წვერი არის მამაკაცის გამორჩეული ნიშანი. წვერი არის მამაკაცსა და ქალს შორის სხვაობა და წვერი წარმოადგენს მამაკაცის სიმტკიცეს და სიდიადეს. (იხ. ად დურარ ას სანია 25/345)
378. სუფიან ას საურიმ ალლაჰმა შეიწყალოს ის თქვა: ვაი თქვენ! ეძიეთ ცოდნა. მე მეშინია, რომ თქვენგან ცოდნა წავა და გადავა სხვასთან, და თქვენ აღმოჩნდებით დაკნინებულნი. ეძიეთ ცოდნა, რადგან ეს არის ღირსება ამ ცხოვრებაშიც და ღირსება მარადიულ სამყოფელშიც" (ჯამი'უ ბაიანილ ილმ იბნ აბდულ ბარრ 1/200)
379. ნუაქცევთ ისლამს თქვენი ლოგიკის ობიექტად, ის არ საჭიროებს თქვენს "სიბრძნეს"! لَيْسَ الدِّينُ بِالْكَلَامِ، إِنَّمَا الدِّينُ بِالْآثَارِ " რელიგია არ არის ქალამ (ფილოსოფია), რელიგია არის - მხოლოდ ასარი. (გადმოცემა სალაფების) (იხ. შარაფ ასჰაბი ლ ჰადის გვ. 65, ზუჰდ აჰმადის 1341, ალ მუხალისიათ 1608.)
380. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: გაიხსენეთ სიკვდილი როცა ლოცულობთ. ადამიანს, რომელსაც ახსოვს სიკვდილი ლოცვის დროს, ის შეეცდება, რომ მისი ლოცვა იყოს კარგი. (საჰიჰ ალ-ჯამი 849)
381. იმამ ალ-ბარბარაჰმა თქვა: არასოდეს, არავისგან მოსულა სიახლე უცოდინარი ხალხის გარდა. (შარჰუ სუნნა 102)
382. ერთმა კაცმა დაიჩივლა მალიქ იბნ დინართან გულის სიმძიმეზე. მალიქ ბინ დინარმა უთხრა მას: იმარხე ხშირად. და თუ გული ისევ მძიმე გექნება, მაშინ ნამაზი ხანგრძლივად ილოცე. და თუ ისევ მძიმე გული გექნება, მაშინ, ცოტა ჭამე. (ზამმა ალ-ჰავა 69)
383. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ექვსი რამ უცხოა ექვს სიტუაციაში:
• მეჩეთი უცხოა იმ ხალხში, ვინც არ ლოცულობს.
• ყურანი უცხოა იმ სახლში, სადაც არ კითხულობენ მას.
• ყურანის დამახსოვრება უცხოა იმ გულისთვის, რომელიც ღიაა ცოდვისთვის.
• ღვთისმოსავი მუსლიმი ქალი უცხოა, მჩაგვრელი, ცუდი ხასიათის მქონე მამაკაცის ხელში.
• ღვთისმოსავი მამაკაცი უცხოა, ბოროტ და ცუდი ხასიათის მქონე ქალის ხელში.
• სწავლული უცხოა იმ ხალხის წრეში, რომლებიც მას არ უსმენენ.
შემდეგ თქვა: ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი, განკითხვის დღეს, არ შეხედავს მათ მოწყალებით. (იბნ ჰაჯარ ალ-ასყალანი, "ალ-ისთი'დად იავმალ ყიამა" თავი 5)
384. როცა ადამიანი ავადაა, გამოჯანმრთელდება და შემდეგ არ გააკეთებს კარგ საქმეებს, ან არ შეწყვეტს ცუდი საქმის კეთებას, ანგელოზები ერთმანეთს შეხვდებიან და ამბობენ: 'ჩვენ ალლაჰის ნებით გამოვაჯანმრთელეთ ესა და ეს მაგრამ გამოჯანმრთელებამ არ მისცა მას სარგებელი' (ჰაიათ ალ-სალაფ ბაინა ალ-ყავლ ვა ა'მალ გვ 825)
385. იბნ 'იჯლანმა თქვა: ალლაჰმა, სიძლიერე დაადგინა მორწმუნის გულში არათუ ენაზე. ნუთუ არ გინახავს ფიზიკურად სუსტი მოხუცი კაცი მარხული ცხელ დღეებში და მდგომარე ღამის ლოცვაზე, მაშინ, როცა ახალგაზრდებს არ შეუძლიათ ამის გაკეთება. (სიფათ საფვა 3:341)
386. აბუ ალ-ლაის ალ-სამარყანდი გადმოსცემს: იაჰია იბნ მუაზმა თქვა: თუ არ შეგიძლია სარგებლის მოტანა, მაშინ ცუდი არ გააკეთო. თუ სიხარულის მოტანა არ შეგიძლია, მაშინ ნუ დაამწუხრებ. თუ შექება არ შეგიძლია, მაშინ ნურც დაადანაშაულებ. (ტანბიჰ ალ-ღააფილინ 1:165)
387. იბნ 'აბდ ალ-ჰაქამი გადმოსცემს: იმამ აშ-შაფიმ თქვა: ცოდნის დამცირებას შორის ერთ-ერთია როცა დებატებში შედიხარ ყველასთან ვინც შენთან შემოდის დებატებში, ან ყველას ეკამათები, ვინც გეკამათება. და მან თქვა: უცოდინარი ხალხისთვის ცოდნა უცოდინრობაა, როგორც უცოდინრობა არის უცოდინრობა მცოდნე ხალხისთვის. (მანაყიბ ალ-შაფი'ი ლილ ბაიჰაყი 2:151)
388. იბნ ალ-'იზზი წერდა: თავჰიდი არის საქმის დასაწყისი და ბოლოც. ამაში იგულისხმება ალლაჰის ერთადერთობის რწმენა, რადგან თავჰიდს აქვს სამი განზომილება: პირველი, ალლაჰის ატრიბუტები. მეორე, თავჰიდი ალლაჰის მეუფებაში, რაც ნიშნავს იმის რწმენას, რომ ალლაჰმა შექმნა ყველაფერი. მესამე, თავჰიდი მხოლოდ უზენაესი ალლაჰისადმი თაყვანისცემაში თანაზიარის გარეშე. (აყიდა ატ-ტაჰავი 24)
389. 'აბდულლაჰ ბინ ამრი გადმოსცემს: ვინც ცხოვრობს არაარაბების მიწაზე და აღნიშნავს მათ რელიგიურ დღესასწაულებს, პრაქტიკაში ატარებს მათ და მოკვდება ამ მდგომარეობაში, ის აღდგომის დღეს აღსდგება როგორც ერთ-ერთი მათგანი. (სუნან ალ-ქუბრა მე-9 ტომი, გვ. 394)
390. იბნ რაჯაბმა თქვა: დღეს ისწრაფვიან თავჰიდის განსახორციელებლად, რადგან ალლაჰი, თავჰიდის და მისი ბრძანებების შესრულების გარდა არაფერს მოგვიწოდებს. არაფერი გიხსნით ცეცხლისგან თავჰიდის გარდა. (ქალიმათულ იხლას 54)
391. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'მინდა ჩემს ძმებს შევხვდე'. საჰაბეებმა ჰკითხეს მას: ჩვენ არ ვართ შენი ძმების? შუამავალმა უთხრა მათ: თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. ჩემი ძმები ისინი არიან, ვისაც არ ვუნახივარ და ისე მირწმუნეს. (საჰიჰ ალ-ჯამი 7108)
392. იმამ აჰამდმა თქვა: ვინც ამბობს, რომ ალლაჰი არ ლაპარაკობს, ის ურწმუნოა. ჩვენ ვამბობთ გადმოცმებს ისე, როგორც ჩვენამდე მოვიდა. (ას-სუნნა გვ 71)
393. 'ამრ იბნ მურრა გადმოსცემს: ერთი კაცი მოვიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრა: ალლაჰის შუამავალო, ვისთან ერთად ვიქნებით თუ დავამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა (ე.ი ლა ილაჰა ილლა ლლაჰ), და რომ შენ ალლაჰის შუამავალი ხარ, ვილოცავ დღე-ღამეში ხუთჯერ, გავცემ ზექათს, ვიმარხავ რამადანის თვეში და ვიდგები ამ თვეში ლოცვაზე? შუამავალმა უთხრა: مِنَ الصِّدِّيقِينَ وَالشُّهَدَاءِ მართლებსა და შეჰიდებს შორის. (საჰიჰ იბნ ჰიბბან 3492)
394. ალლაჰის შუამავალმა მოწყალების ფართო და სულიერი ბარაქის მნიშვნელობა ერთხელ ასე ახსნა: `ალლაჰი ერთი ლუკმა პურით, ერთი მუჭა ხურმითა და ღარიბთათვის გასანაწილებელი მსგავსი სხვა საშულებებით სამოთხეში სამ ადამიანს განათავსებს: 1. სახლის პატრონს, რომელიც მოწყალების გაცემას ბრძანებს, 2. მოწყალების გასაცემად მზადმყოფ ცოლს; 3. ღარიბებისთვის მოწყალების გადამცემ მსახურს. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა სიტყვები შემდეგნაირად დაასრულა: `მადლობა ალლაჰს, რომელიც არც ერთ ჩვენგანს არ ივიწყებს! (ჰეისემი 3:112)
395. ტალჰა ალ-ბაღდადმა თქვა: ერთ დღეს გემზე ვიყავი აჰმად იბნ ჰანბალთან ერთად და ის დიდი ხნის განმავლობაში მდუმარედ იყო. როდესაც მან ლაპარაკი დაიწყო, თქვა: "ო, ღმერთო, მოგვკალი ჩვენ ისლამში და სუნნაში". (ტაყაბატ ალ-ჰანაბილა 1:179)
396. ყურანის ცნობილმა განმმარტებელმა, იბნ ქასირმა თქვა: თუ რომელიმე სახელმწიფო ეწინააღმდეგება რელიგიას (ე.ი ისლამს), ის ნამდვილად დაკარგავს თავის ძალას და დამცირდება მისი სიძლიერის შემდეგ. (ყისას ალ-ანბიას 410)
397. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: არაფერია იმაზე დიდი საჭიროება სულისთვის ვიდრე თავისი ღმერთის შეცნობა, ასევე ის, თუ როგორ შეიყვაროს ის, როგორ ახსენოს, როგორ მოიპოვოს მისი კმაყოფილება და როგორ დაუახლოვდეს. რამდენადაც ადამიანი იძენს ცოდნას ალლაჰის სახელების და მისი თვისებების სწავლით, ის უფრო მეტად იცნობს თავის გამჩენს, ასევე იზრდება მისი სიბეჯითე და იძენს უფრო მეტს ცოდნას მისი გამჩენის შესახებ და უახლოვდება მას. და რამდენადაც სახეს იბრუნებს ალლაჰის სახელების და თვისებების შესწავლისგან, იმდენად უცოდინარია თავისი გამჩენის შესახებ, ასევე იზრდება სიძულვილი მის მიმართ, და უფრო და უფრო შორდება მას. (ალ-ქაფია აშ-შაფია ფილ ინტისარ ლილ ფირყატინ ნაჯია 1:17)
398. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ნეტარ არიან ისინი, ვინც მირწმუნეს ისე, რომ არ ვუნახივარ, და ნეტად არიან შვიდჯერ ისინი ვინც მირწმუნეს ისე, რომ არ ვუნახივარ. (მუსნად აჰმად 12168)
399. არ რაბი' იბნ ანასმა მოგვითხრო: ,ერთხელ მე ვკითხე აბუ ალ 'ალის: ,, როგორ აიყვანეს ისრაელის შვილებმა ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებები?" რაზეც მან მიპასუხა: ,, ეს მდგომარეობს იმაში, რომ რასაც ისინი ნახულობდნენ თავიანთ წერილებში აკრძალვის ან ნებართვის შესახებ, ამბობდნენ: არ მივიღებთ ამას მანამ, სანამ ამის შესახებ არ გვეტყვიან ჩვენი სწავლულები. რასაც ისინი გვიბრძანებენ ავიღებთ და რასაც ისინი აგვიკრძალავენ მისგან თავს შევიკავებთ". ასე რომ, მათ თავიანთ მრჩევლებად აიყვანეს თავიანთი სწავლულები, ხოლო ალლაჰის მწერლობა ზურგს უკან მოისროლეს. (იბნ თაიმია (რაჰიმაჰულლაჰ) მაჯმუ' ალ-ფათავა 7/67)
სუბჰან ალლაჰ! როგორ გვანან იაჰუდებს დღევანდელი მურჯი'იტები თავიანთი 'აყიდით, რომლებმაც ისლამის საფუძვლები სწავლულებზე და შეიხებზე დატოვეს.
400. გადმოცემულია იბნ მას'უდისგან, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: საათის ერთ-ერთი მომასწავლებელი ნიშანია ის, რომ ადამიანი მხოლოდ იმას მიესალმება, ვისაც იცნობს. (მუსნად აჰმად 3848)
401. იმდენი ცოდნაა, რომ მისი დათვლა შეუძლებელია, ასე რომ ყოველთვის მიიღეთ მათგან საუკეთესო. (ჯამი ბაიან ალ-'ილმ 669)
402. ერთხელ ჰასან ალ-ბასრიმ კითხვა დაუსვა ხარიჯიტს? რა არის ისლამი? ხარიჯიტმა უპასუხა: - ორი მოწმობა, ლოცვა, მარხვა, მოწყალება. ამ პასუხის გაგონებაზე ჰასან ალ-ბასრიმ უთხრა: "თქვენ კლავთ იმას, ვინც ამ პირობების ერთგულია". (ალ-მუსანაფ 18050)
403. სა'იდ იბნ ჯუბაირმა თქვა: პირველს, ვისაც გამოიძახებენ სამოთხეში არის ის, ვინც, ალლაჰს ადიდებდა ყოველ თანამდებობაზე. (იბნ ალ-მუბარაქ "აზ-ზუჰდ" 206)
404. ალი იბნ აბუ ტალიბმა თქვა: არ არსებობს სარგებელი იმ თაყვანისცემაში, რომელშიც ცოდნა არ არის, და არ არსებობს სარგებელი ცოდნაში, რომელშიც არ არის სწორი გაგება. (აბუ ჰუსაიმა ქითაბუ 'ილმ 144)
405. ჰანი იბნ იაზიდი გადმოსცემს: შუამავალმა ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, საქმეთაგან, რომლებსაც პატიება უნდა მოჰყვეს არის მშვიდობის თესვა და კეთილი სიტყვები. (ალ-მუ'ჯამ ალ-ქაბირ 17950)
406. აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, სამოთხეში არის ოთახები, რომლის გარედანაც მოჩანს შიგნით რაც არის და შიგნიდანაც მოჩანს გარეთ რაც არის. აბუ მუსამ თქვა: 'ვისთვისაა ესენი ალლაჰის შუამავალო?' შუამავალმა უთხრა: მათთვის, ვინც რბილად ლაპარაკობს, აპურებს მშვივრებს, და ღამით დგას ლოცვაზე მაშინ, როცა ყველას სძინავს. (მუსნად აჰმად 6436)
407. ანასი გადმოსცემს: ერთმა კაცმა უთხრა შუამავალს: მასწავლე ისეთი საქმე, რომელიც შემიყვანს სამოთხეში. შუამავალმა უთხრა: დააპურე მშივრები, გაავრცელე მშვიდობა, ილაპარაკე კარგი სიტყვები, ილოცე ღამით, როცა ხალხს სძინავს და შენ შეხვალ სამოთხეში. (მუსნად ალ-ბაზზარ 2497)
408. იმამ აჰმადი ტალახიან გზაზე ფრთხილად მიდიოდა, შემდეგ მან ჩააბიჯა ტალახში და ამის შემდეგ დაიწყო ტალახში თავისუფლად სიარული. “ზუსტად ასეა ალლაჰის მონაც, უთხრა მის თანმხლებს, ცოდვებს განერიდება სიფრთხილით, მაგრამ თუ შევიდა ამ ცოდვაში ის იწყებს ჩაძირვას მასში.” (ალ’ადაბ აშ’შარია იბნ მუფლიხის რაჰიმაჰულლაჰ 1 ტომი, გვ: 82)
409. შეიხმა აჰმად ან-ნაჯმმა თქვა: ის, ვინც მუსლიმებს მოუწოდებს, გააერთიანონ მწკრივები (ე.ი საფი), არათუ გააერთიანონ მათი აყიდა, მას სურს დააკნინოს დაშვებულისკენ მოწოდება და ცუდის აკრძალვა. დაუშვებელია მუსლიმმა მონაწილეობა მიიღოს სხვა მუსლიმანის გზააბნევაში... სხვადასხვა აყიდის მქონე ხალხთან მწკრივების გაერთიანებით არასოდეს იქნება ჩვენი ღმერთი კმაყოფილი. არ შეიძლება მწკრივების გაერთიანება გზააბნეულებთან. და იცოდეთ, რომ ეს შაიტნის მოწოდებაა. (ალ-ფატავა ალ-ჯალია 70)
410. 《მანამ ძმები იქნებით სანამ დუნია არ ჩადგება თქვენს შორის. აჰმად იბნ 'ამმარ ალ-ასდი (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) მოგვითხრობს: ერთხელ ჩვენ ჩვენი მასწავლებლის ერთად მივდიოდით ჯანაზა ნამაზის შესასრულებლად. გზად მასწავლებელმა დაინახა ძაღლები, რომლებიც ერთად შეკრებილი თამაშობდნენ, ერთობოდნენ, ეხვეოდნენ ერთმანეთს. მასწავლებელმა შემოტრიალდა ჩვენსკენ და გვითხრა: შეხედეთ ამ ძაღლებს, როგორ კარგად ექცევიან ერთმანეთს. შემდეგ, როდესაც უკან ვბრუნდებოდით, ვიღაცას ჩაეგდო მათთვის ცხოველის ლეში, რომლებიც დაცემოდნენ მას, დაეწყოთ ჩხუბი ერთმანეთში, კბენა და ყეფა მკვდარი ცხოველის გამო. მასწავლებელმა ისევ მოტრიალდა ჩვენსკენ და გვითხრა: ჩემო მეგობრებო, სანამ ეს დუნია არ ჩავარდება თქვენს შორის იქნებით ძმები, ხოლო თუ ეს დუნია ჩადგება თქვენს შორის, მაშინ დაიწყებთ ჩხუბს მის გამო, ისევე როგორც ეს ძაღლები უღრენდნენ ერთმანეთს ამ ლეშის გამო》. (ჰაფიზ იბნ ასაქირ, თარიჰ ად-დიმაშყ 5/85)
411. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: დედამიწაზე ყველა ადამიანი უცოდინრობის სიბნელეში და გზააბნევაშია, გარდა იმათისა, ვისაც აქვს შუამავლური შუქი (ე.ი სუნნა). (ჰიდაია ჰაირა ფი აჯვაბალ იაჰუდ ვა ნასარა 2:591)
412. იბნ აბდულბარმა გადმოსცა, რომ იბნ მას'უდმა თქვა: ‘ფრთხილად იყავით! თქვენგან რომელიმემ, პიროვნების მიერ დაჯერებული (ბრმად) არ დაიჯეროს, ასევე სხვა პიროვნების მიერ უარყოფილი (ბრმად) არ უარყოს. ცუდი საქმე სამაგალითო ვერ იქნება. (ჯამი'უ ბაიანულ 'ილმ 2:114)
413. მიჰბაძეთ სალაფებს. ალლაჰი ამბობს: და დავადგინეთ ისინი გარდასულად და მაგალითად შემდგომთათვის. (სურა ზუხრუფ 43:56)
იბნ ქასირი წერდა ამ აიათის თაფსირში: აბუ მილჯაზმა თქვა: მაგალითი იმათთვის, ვინც მოვა მათ შემდეგ და იგივეს გააკეთევს რაც წინამორბედებმა გააკეთეს (ალ-ყურტუბი 16:102, ტაბარი 21:624) მხოლოდ ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე და მასთან დავბრუნდებით. (იბნ ქასირ)
იბნ მას’უდი გადმოსცემს ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: `საუკეთესო ადამიანები არის ჩემს თაობაში, შემდეგ – მათ მომდევნოსა და მომდევნოების მომდევნოში. მათ შემდეგ კი გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა დამოწმებაც დაასწრებს მათ ფიცსა და ფიცი – დამოწმებას. (ბუხარი 6428)
ამ ჰადისში საუბარია სალაფებზე. ერთ-ერთ გადმოცემაში ნათქვამია:
სუფიან ას-საურიმ თქვა: თუ მოახერხებ თავი ისე მოიფხანოთ როგორც სალაფებმა, მაშინ გააკეთე ისე როგორც მათ გააკეთეს (ზამმ ალ-ქალამ 1:181)
414. იმამ მალიქმა თქვა: ვინც აცხადებს, რომ ისლამში არის კარგი სიახლეები (ბიდათები) ის ამით ამბობს, რომ მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უღალატა თავის მოწოდებას: ალლაჰი ამბობს: 'დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული' (მაიდე 5:3)
აქედან გამომდინარე, რაც არ იყო რელიგიაში იმ დღეს, (როცა რელიგიის სრულად მოვლენის შესახებ გაცხადდა) არც დღეს იქნება რელიგიაში. (ალ-ი'ტისამ 1:49)
415. მიეცით კეთილი რჩევა ამირს (მმართველს)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად ალლაჰი კმაყოფილი იქნება თქვენით როცა ამ სამ რამეს შეასრულებთ: 1) როცა მხოლოდ მას ეთაყვანებით და არ დაუდგენთ მას თანაზიარს. 2) როცა ყველა ერთიანად ჩაეჭიდებით ალლაჰის თოკს და არ დაიყოფით ჯგუფებად. 3) როცა კეთილ რჩევებს გასცემთ მათზე, ვისზეც ალლაჰმა დართო თქვენს საკითხებზე მართვის უფლება." (მუსლიმ 30:1715)
უეჭველია, რომ მმართველები არიან სხვა ადამიანების მსგავსები და ისინი უშეცდომოები არ არიან. მათდამი რჩევის მიცემა არის ვალდებულება და მათ შესახებ შეკრებებზე საუბარი მათ ზურგს უკან, ან მიმბარზე აკრძალულია. (ალ-აჯვიბა ალ-მავდიფა 112)
416. იბნი თაიმიამ თქვა: ცოდვები და ურჩობა მხოლოდ მუსლიმის (რწმენის) შესუსტებას არ იწვევს, ისინი აგრეთვე მიზეზია მათზე მათი მტრების გამარჯვების. (ალ ისთიყამა ტომი 1 გვ 466)
417. იმამ იბნ ზუბაირმა თქვა: არ თქვათ უარი ტანდაბალი ქალის ცოლად შერთვაზე მისი სიმაღლის გამო. უეჭველად, ტანდაბალმა ქალმა შეიძლება შვას ბავშვი და გაიზარდოს ტანმაღალი, და ტანმაღალმა ქალმა შეიძლება შვას ბავშვი, და შემდგომში არ გამოდგეს ტანმაღალი. (უიუნ ულ-აქბარ 1:375)
418. იმამ იბნ რაჯაბმა თქვა, რომ მა'მარი ამბობდა: შენთვის ყველაზე გულწრფელი ხალხი ისინი არიან, ვინც გახსენებს, რომ ალლაჰის გეშინოდეს. (ჯამი' ულუმ ვალ ჰიქამ გვ 161)
419. თუ ადამიანის აყიდა შეიცავს შირქს (ან ქუფრს) მისი ყველა საქმე უარყოფილია, თუნდაც ის იყოს გულწრფელი თავის აყიდაში. (ალ-ჯავაბ ალ-მაფიდა 43)
420. იმამ აშ-შაფიმ თქვა: ჰადისების კითხვა ნაფილე ნამაზებზე უკეთესია. (სიარ ა'ლამ ან-ნუბალა 10:23)
421. მუჰამმად იბნ ალ-ალ-ბაყირმა თქვა: ვინც არ იცის აბუ ბაქრის და უმარის სიძვირფასე, ის არის სუნნეთის უცოდინარი. (იბნ ნუაიმ ალ-ჰილია 3:185)
422. მახულ ად-დიმაშყიმ თქვა: ყველაზე რბილი გულის მქონე ხალხი ისინი არიან, ვინც ნაკლებად ცოდვილნი არიან. (აზ-ზაჰაბილ ალ-აჰმად 364)
423. იბნი თაიმიამ თქვა: ადამიანს, რომელმაც იცის კარგი და აკეთებს კარგს, და იცის რა არის ცუდი და ტოვებს ცუდს, ჭკვიანი ეწოდება. (მაჯმუ'ულ ფატავა 7:24)
424. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ვისაც სურს მიაღწიოს ალლაჰის სიყვარულს, მაშინ ხშირად ახსენოს ალლაჰი. (ალ-ვაბილ ალ-საიბ 24)
425. იმამ იბნ ალ-ყაიმმა თქვა: შენი სიბრაზე არის როგორც ძაღლი: თუ აუშვებ, სხვის დაზიანებას გამოიწვევს. (ალ-ფავაიდ გვ 78)
426. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როგორ იქნებით თქვენ, როცა რელიგია გაფუჭდება, სისხლისღვრები გახშირდება, სამშვენისებს საჯაროდ გამოაჩენენ, ააშენებენ მაღალ შენობებს, სიხარბე მოიმატებს, ძმობა გაფუჭდება და უძველესი სახლი (ქააბა) დაიწვება? (სილსილა ჰადის ას-საჰიჰა 2744)
427. აბუ ზარი გადმოსცემს: ჩემმა საყვარელმა მეგობარმა (ე.ი შუამავალმა) მირჩია მე შვიდი რამ:
1. მიყვარდეს ღარიბები და ვიყო მათთან ახლოს.
2. შევხედო იმას, ვინც არის ჩემზე დაბალ საფეხურზე (ქონებით) და არ შევხედო იმას, ვინც ჩემზე მაღლა დგას.
3. შევინარჩუნო ნათესაური კავშირები, თუნდაც მათ ზურგი მაქციონ.
4. არავის არაფერი ვთხოვო.
5. ვილაპარაკო სიმართლე, თუნდაც მწარე იყოს.
6. არ შევუშინდე გამკიცხველის გაკიცხვას იმ საკითხებში, რაც ეხება ალლაჰის უფლებებს.
7. ხშირად ვთქვა სიტყვები 'ლა ჰავლა ვალა ყუვვათა ილლა ბილლაჰ' (არ არსებობს ძალა და სიმტკიცე ალლაჰის გარდა), რადგან ეს არის საგანძური ალლაჰის 'არშის ქვეშ, და ის არის საგანძური სამოთხის საგანძურთაგან. (აჰმად მუსნად 5:149, სილსილა ას-საჰიჰა 2166)
428. როგორ გავუმკლავდეთ ტკივილს?
იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ტკივილი და მწუხარება არ წავა ადამიანისგან, სანამ ის არ შეასრულებს ამ ოთხ რამეს:
1. მიღება.
2. მადლიერება.
3. მოთმინება.
4. ბედისწერის რწმენა.
(ზაად ალ-მაად 2:327)
429. ცნობილი სწავლულები ცნობილნი არიან მათი გვარების გარეშე. ბევრმა არ იცის მათი სრული სახელი. ჩამოვთვლით რამდენიმე სწავლულს და მივუწერთ მათ სრულ სახელებს გვერდით.
1. იბნი თაიმია - აჰმად ბინ აბდულ ჰალიმ.
2. იბნ ალ-ყაიმი - მუჰამმად იბნ აბუ ბაქრ.
3. იბნ რაჯაბი - აბდულ რაჰმან იბნ აჰმად.
4. იბნ ჰაზმი - ალი იბნ აჰმად.
5. იბნ ჰაჯარი - აჰმად იბნ ალი.
6. იბნ ქასირი - ისმა'ილ იბნ უმარ.
7. იბნ ალ-ჯავზი - აბდულ რაჰმან იბნ ალი.
8. იმამ ბუხარი - მუჰამმად იბნ ისმა'ილ.
9. იმამ მუსლიმი - მუსლიმ იბნ ალ-ჰაჯჯაჯ.
10. აბუ დავუდი - სულაიმან იბნ ალ-აშ'ას
11. თირმიზი - მუჰამმად იბნ 'ისა.
12. ნასაი - აჰმად იბნ შუ'აიბ
13. იბნ მაჯა - მუჰამმად იბნ იაზიდ.
14. იმამი ნავავი - იაჰია იბნ შარაფ ალ-ნავავი
15. აბუ ჰანიფა - ნუ'მან იბნ საბით.
16. იმამი შაფი'ი - მუჰამმად იბნ იდრის.
17, იმამი მალიქი - მალიქ იბნ ანას
18. ზაჰაბი - მუჰამმად იბნ აჰმად.
19. ალ-ყურტუბი - მუჰამმად იბნ აჰმად.
20. სან'ანი - მუჰამმად იბნ ისმა'ილ.
21. შავწანი - მუჰამმად იბნ ალი.
22. სუიუტი - აბდულ რაჰმან ბინ აბ ბაქრ.
430. ხატიბ ალ-ბაღდადიმ თქვა: უეჭველად, ცოდნა არის ხე და საქმეები მისი ნაყოფი, არ ითვლება სწავლულად ის, ვინც არ მოქმედებს მისი ცოდნით. (იყთიდაულ 'ილმ ვალ ამლ 1:14)
431. აბუ დარდამ თქვა: უკეთესია რჩევა მისცე შენს მეგობარს ვიდრე ჩამოიშორო, ვინაიდან მეგობარს ვერავინ ჩაგინაცვლებს. (ჯამი'ი ულუმ გვ 77)
432. იბნ უსეიმინმა თქვა: ყოველთვის გქონდეს ის ფიქრი, რომ ალლაჰს სურს იყო ბედნიერი ყოველ დროს, და არა დამწუხრებული. (შარჰ ბულუღ ალ-მარამ 3:532)
433. იმამ იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ადამიანის მდგომარეობა საფლავში ისეთი იქნება, როგორი გულიც აქვს მკერდში. ასე რომ თუ გინდა გაიგო შენი მდგომარეობა საფლავში როგორი იქნება, მაშინ შეხედე შენი გულის მდგომარეობას. (ალდაუ ვალდაუ 5:781)
434.სთხოვეთ ალლაჰს პატიება, ვინაიდან ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. ალლაჰი ბრძანებს: და პატიება სთხოვე ალლაჰს. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია! (სურა ნისა 4:106) ვინც ალლაჰს პატიებას სთხოვს ის ალლაჰთან მიბრუნდება შენდობილი და ამქვეყნადაც სარჩო (რიზღი) გაეზრდება: ჩემო ხალხო, პატიება სთხოვეთ თქვენს ღმერთს და მოინანიეთ მის წინაშე. იგი ზეგარდმოგივლენთ ზეციდან წყალობას და შეჰმატებს ძალას თქვენს ძლიერებას. და ნუ იბრუნებთ პირს, როგორც ცოდვილნი. (სურა ჰუდ 11:52) ვინც ალლაჰს პატიებას სთხოვს ის უცოდველის მსგავსი გახდება. აბუ უბადა იბნ აბდულლაჰი მამამისისგან გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ცოდვების მომნანიებელი უცოდველის მსგავსია. (იბნ მაჯა 37:4250) ვინც ალლაჰისგან პატიებას ითხოვს ის საუკეთესოა ცოდვილთა შორის.
ანასისგან გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ადამის ყოველი შვილი ცოდვილია, და საუკეთესო ცოდვილი ის არის, ვინც ინანიებს. (იბნ მაჯა 37:4251)
იბნი თაიმიამ თქვა: ალლაჰისთვის პატიების თხოვნა, სხვა ნებისმიერ ვედრებაზე მნიშვნელოვანია. (ჯამი' ალ-მასაილ 6:772) ალლაჰმა უკეთ იცის
435. იბნი თაიმიამ თქვა: ბედნიერი ხალხი თავჰიდის ხალხია. (მაჯმუ'ულ ფატავა 18:56)
436. იბნი თაიმიამ თქვა: ხალხის ორი კატეგორია არსებობს; რელიგიური ცოდნის მაძიებელი და მიწიერი სიკეთეების მაძიებელი. (ფატავა 11:620)
437. იბნი თაიმიამ თქვა: როდესაც ადამიანში ცოდვები და მჩაგრველობა მრავლდება, უშნოვდება და შერცხვენილი იქნება (ალ-ისთიყამა 1:377)
438. იბნი თაიმიამ თქვა: ამ ცხოვრებაში და მომდევნო ცხოვრებაში ყველა სიკეთის საფუძველი არის ალლაჰის შიში. (ჯამი' ალ-მასაილ ტომი 9, გვ 179)
439. იბნი თაიმიამ თქვა: არაფერია გულისთვის იმაზე სასარგებლო ვიდრე თავჰიდი და იხლასი. (მაჯმუ'ულ ფატავა 10:625)
440. რაბი ბინ ხუსაიმმა თქვა: ცხრა სიტყვაზე უკეთესი სიტყვები და საქმე არ არის; 1. თაჰლილი (ლა ილაჰა ილლა ლლაჰ) 2. თაქბირი (ალლაჰუ აქბარ) 3. თასბიჰი (სუბჰან ალლაჰ) 4. თაჰმიდი (ალჰამდულილლაჰ) 5. სასარგებლო ინფორმაციების წაკითხვა. 6. ბოროტებისგან შორს დგომა. 7. კარგისკენ მოწოდება. 8. ცუდის აკრძალვა. 9. ყურანის კითხვა. (ქითაბ ალ-სამთ იბნ აბი დუნია გვ 246)
441. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'არის რაღაც, რაც ჩემი უმმეთისთვის, დეჯჯალზე უფრო მეტად მაშინებს, ესენი არიან შეცდომაში შემყვანი და გზააბნეული სწავლულები.' (მუსნად აჰმად 21335)
442. იმამ აშ-შა'ბიმ თქვა: გიყვარდეს შუამავლის ოჯახი და ნუ იქნები რაფიდიტი. იმოქმედე ყურანის მიხედვით და ნუ იქნები ჰარური. იცოდე, რომ ყველაფერი კარგი ალლაჰისგანაა, და რა ცუდიც შეგემთხვა შენი ცოდვების გამოა, და ნუ იქნები ყადარიტი. დაემორჩილე მუსლიმან მმართველს, თუნდაც ის იყოს ეთიოპიელი მონა, და ნუ იქნები ხარიჯიტი. (ას-სუნნა გვ 8)
1. რაფიდიტები შიიტების სექტაა რომლებსაც სძულთ შუამავლის ოჯახი და ისინი შუამავალის ცოლს, აიშას, თვალთმაქცს და ურწმუნოს უწოდებენ. 2. ჰარური არის ხარიჯიტების განშტოება, რომლებიც დიდი ცოდვის ჩამდენს ურწმუნოდ თვლიან. ისლამი ურწმუნოდ მხოლოდ მათ თვლის, ვინც ჩაიდენს ურწმუნოობას ან შირქს. ისლამი დიდი ცოდვების ჩადენით ურწმუნოდ არ მიგიჩნევს. 3. ყადარიტები ისინი არიან, რომლებიც ბედისწერას უარყოფენ. 4. ხარიჯიტები. პირველი სექტა ამ უმმეთში რომლებიც ებრძოდნენ ალლაჰის შუამავლის საჰაბეებს. ხარიჯიტები ურწმუნოდ თვლიდნენ დიდი ცოდვის ჩამდენს.
ამ ოთხი სექტის ხალსიგან თავი შორს დაიჭირეთ. ალლაჰმა უკეთ იცის
443. ერთმა კაცმა უთხრა 'აიშას (შუამავლის ცოლს), რომ 'აიშა არ იყო დედამისი. 'აიშამ ამის გაგონებაზე თქვა: 'ის მართალს ამბობს, მე მართლმორწმუნეების დედა ვარ, არათუ თვალთმაქცების.' (ალ-ადაბ აშ-შარია ალ-აჯარი 5:2393)
444. იბნ ალყაიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს) თქვა: უეჭველად, (სალაფმა) იმამებმა თქვეს, რომ საუკეთესო საქმე ფარდ(ძ)ის შემდეგ არის ცოდნის ძიება. (მიფთაჰ დარ ალ-სა'და გვ 333)
445. როდესაც აბუ ჰანიფა ღწერდა ალლაჰის თვისებებს ასე ამბობდა: მისი თვისებები არ არის ჩვენი თვისებების მსგავსი, და მისი ცოდნა არ არის ჩვენი ცოდნის მსგავსი, და მისი შესაძლებლობა არ არის ჩვენი შესაძლებლობის მსგავსი, და მისი მხედველობა, არ არის ჩვენი მხედველობის მსგავსი და მისი სმენა არ არის ჩვენი სმენის მსგავსი, და მისი ხმა, არ არის ჩვენი ხმის მსგავსი. (ფიყჰულ აქბარ 302)
უზენაესი ალლაჰი გვამცნობს ყურანში, რომ მისი მსგავსი არავინაა.
..არაფერია მისი მსგავსი... (სურა შურა 42:11)
განა ის, ვისაც გაჩენა შეუძლია, ჰგავს იმას, ვისაც გაჩენა არ შეუძლია? ნუთუ არ ფიქრობთ? (სურა ნაჰლ 16:17)
446. ალი იბნ აბდულ ჰამიდმა თქვა: ხალხთა შორის ყველაზე მომთმენი ადამიანი არის ის, ვინც მოთმინებით ეკიდება სამართლიანობას. (შუ'აიბ ალ-იმან ბაიჰაყი 9:8609)
447. იას იბნ მუავიამ თქვა: ყოველი ადამიანი - რომელმაც არ იცის (რელიგიაში) მისი ნაკლოვანების შესახებ - ბრიყვია. (სიფათუ საფვა 3:977)
448. იმამ ას-სა'დიმ თქვა: სიზარმაცე ლოცვის მიმართ იმის ნიშანია, რომ გულს ალლაჰი არ სურს. (თაისირ ალ-ქარიმ გვ 211)
449. იმამ იბნი ყაიიმმა თქვა: "ნამაზი მოიზიდავს სარჩოს, იცავს ჯანმრთელობას, აცილებს უსიამოვნებებს, განდევნის სნეულებებს, აძლიებს გულს, აბრწყინებს სახეს, ამშვიდებს სულს და განდევნის სიზარმაცეს." ზადულ მა'ად, ტომი 3, გვ. 304)
450. იმამ აჰმადმა თქვა: არაფერია სარგებელი იმათში, ვინც კმაყოფილი ზის სიახლის მიმყოლ ხალხთან. (ფირყათინ ნაჯია 495)
451. 'აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა: ვინც პატივს სცემს თავის რელიგიას, ნუ დაჯდება მათი სურვილების მიმყოლ ხალხთან, რადგან მათთან ჯდომა მუნზე უარესია. (იბნ ვადდა გვ 56)
452. ალლაჰი ამბობს: განა გგონიათ, რომ ჩვენ ტყუილუბრალოდ შეგქმენით და ჩემს წინაშე დაბრუნებულნი არ იქნებით? (სურა მუმინუნ 23:115)
არ-რაბი ბინ ანასმა თქვა ამ სიტყვების ახსნაში: ალლაჰს არ შეუქმნიხარ შენ იმისათვის, რომ გართულიყავი, არამედ მან შეგქმნა შენ იმისთვის, რომ ეთაყვანო მას. (თაფსირ იბნ აბი ჰათიმ 8:2512)
453. იბნი თაიმიამ თქვა: ჰასან ალ-ბასრი ამბობდა: უეჭველად, ტირანი ჰაჯაჯი არის ალლაჰის სასჯელი, და ნუ შეეცდებით ალლაჰის სასჯელი მოიგერიოთ თქვენი ხელებით. თქვენ უნდა იყოთ თავმდაბლები და მორჩილები. (მინჰაჯ ალ-სუნნა 4:529)
ჰასან ალ-ბასრიმ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: თუ ხალხი იქნება მომთმენი როცა ისინი იცდებიან უსამართლო მმართველის მიერ, ეს არ გაგრძელდება დიდხან. ალლაჰი მათ გზას გაუხსნის. (ალ თაბაყათ ალ-ქუბრა 8789)
454. ექვსი გზა, რომლითაც შაიტანი აცდენს ადამის შვილს.
იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
უზენაესი ალლაჰი ამბობს:
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შედით სრულ მორჩილებაში (ისლამი) და არ გაჰყვეთ ეშმაკის კვალთ, რამეთუ იგი თქვენი აშკარა მტერია! (სურა ბაყარა 2:208)
ეშმაკები ადამის შვილის წინააღმდეგ მოქმედებენ, რათა ისინი მოხვდნენ ამ ექვს საქმეში: 1. ურწმუნოებაში ალლაჰის (ე.ი ქუფრში) მიმართ და ალლაჰზე თანაზიარის დადგენაში. (ე.ი შირქში) 2. სიახლეების გამოგონებაში/მიყოლაში. 3. დიდ ცოდვებში. 4. პატარა ცოდვებში. 5. დრო დახარჯონ გართობაში. 6. მიატოვონ სხისადმი სიკეთის მოტანა. თუ ეშმაკი, ადამის შვილს ამ ექვსი ცუდი საქმიდან ვერ შეიყვანს ვერცერთში, ის სხვა გზას ეძებს მის საცდუნებლად. (ი'ლამ ალ-მუვაყინ 3:257-258) ამიტომ მუსლიმანი ყურადღებიანი უნდა იყოს. უნდა აკვირდებოდეს ვის უსმენს და რას უსმენს, სად მიდის და ვინ მოდის მასთან. ჰასან ალ-ბასრი ამბობდა: იცოდეთ, რომ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ორი ნაბიჯია: ნაბიჯი, რომელიც გარგებს, და ნაბიჯი რომელიც შენს წინააღმდეგაა, ასე რომ ფრთხილად იყავით საიდან მოდიხართ და სად მიდიხართ. (აბუ ნა'იამ ჰილიათ ალ-ავლია 2:154)
455. იბნი თაიმიამ თქვა: შაფი მაზჰაბის უმეტესობის სწავლულებმა თქვეს: ყურანში ათასზე მეტი მტკიცებულებაა იმისა, რომ ალლაჰი არის მისი ქმნილებების ზემოთ და რომ ის არის ზემოთ მის მსახურებზე. (მაჯმუ'ულ ფატავა 5:226)
456. შეიხ მუყბილ იბნ ჰადი ალ-ვადიმ თქვა: 'ალლაჰი არ ამაღლებს ხალხის ცოდნას მანამა, სანამ ისინი არ გამოვლენ სიცრუის წინააღმდეგ, და სანამ მართალს არ ეტყვიან, რომ მართალია და სანამ სიცრუის მიმყოლს არ ეტყვიან და სიცრუის მიმყოლია.'
ალლაჰი ამბობს: ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი, და ეს რომც იყოს თქვენს წინააღმდეგ, ან თქვენი მშობლებისა და ნათესავების, მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, რადგანაც ალლაჰი უფრო ახლოსაა ორივესთან. და ნუ აჰყვებით გულისნადებს, რომ არ გადაუხვიოთ გზას, და თუ განუდგებით ან ზურგს შეაქცევთ, ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ! (სურა ნისა 4:135)
ჭეშმარიტად, ალლაჰი მოგიწოდებთ სამართლიანობას, სიკეთესა და ქველმოქმედებას ახლობელთა მიმართ, და გიკრძალავთ მრუშობას, გასაკიცხ ქმედებასა და შურს, ის შეგაგონებთ, რათა ეგების დაფიქრდეთ. (სურა ნაჰლ 16:90)
...როცა რაიმეს ამბობთ, სამართლიანი იყავით... (სურა ან'ამ 6:152) (თუჰფათულ მუჯიბ გვ 299)
457. 'აბდულლაჰ იბნ ად-დაილანმა თქვა: უეჭველად, რელიგიის შესუსტების პირველი ნაბიჯები არის სუნნეთის მიტოვება. რელიგია თანდათან გაქრება და ერთი სუნნეთის გაქრობას მეორე მოჰყვება, ისევე როგორც თოკი კარგავს ძაფებს. (ად-დარიმი 97, იბნ ვადდა გვ 73, ალ-ლალაქაი გვ 127)
458. 'აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა: სუნნეთში ზომიერება უკეთესია ვიდრე სიახლისკენ სწრაფვა. (ალ-იბანა გვ 161, ლალაქაი 114-115)
459. იმამ აჰმადმა თქვა: ჩვენ რომ გვქონოდა ვედრება, რომელიც მიიღებოდა, ჩვენ მას მმართველისთვის აღვავლენდით. (ე.ი ღმერთს ვთხოვდით, რომ მმართველი გამოსწორებულიყო) (ქაშფ ალ-ყინა 2:37)
460. იმამ იბნ ალ-ყაიმმა თქვა: იბლისის (ე.ი შაიტნის/სატანის) დამხმარეები ხელს უშლიან ადამიანებს მოიძიონ ცოდნა და უკეთ გაიგონ რელიგია. ისინი უფრო უარესნი არიან ადამიანისთვის, ვიდრე სხვა ბოროტი ჯინები, ვინაიდან ისინი არიან ბარიერი ადამიანის გულსა და ალლაჰის ჭეშმარიტ გზას შორის. (მიფთაჰ დარ ას-სა'და 1:160)
461. ფუდაილ იბნ 'იადმა თქვა: 'უეჭველად 'გუშინდელი უკვე მაგალითია, დღეს კი საქმე (სრულდება), ხვალინდელი კი იმედია. (ალ-საირ თავჰიბ 2:477)
462. ასმა ბინ უბაიდ ად-დაბიმ თქვა: სიახლის მიმყოლი ორი კაცი შევიდა იბნ სირინთან და უთხრეს: ო აბუ ბაქრ, შეიძლება გითხრათ ალლაჰის შუამავლის ჰადისი? მან უთხრა: 'არა'. იმათმა უთხრეს: მაშინ წაგიკითხოთ შენ აიათი ალლაჰის წიგნიდან? მან უთხრა: 'არა'. ან თქვენ წადით ან მე დაგტოვებთ. გადმომცემი ამბობს: 'იმათმა დატოვეს და წავიდნენ.' ამის შემდეგ ხალხმა უთხრა იბნ სირინს: ო აბუ ბაქრ, რას გავნებდა თუ ისინი წაგიკითხავდნენ აიათს უზენაესი ალლაჰის წიგნიდან? მან უპასუხა: მე შემეშინდა, რომ ისინი წამიკითხავდნენ აიათს და შეუცვლიდნენ მას მნიშვნელობას, რის შედეგადაც ის ჩემს გულში დარჩებოდა. (ად-დარიმი 397, იბნ ვადდა გვ 60)
463. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ძილი არის სიკვდილის ძმა, ხოლო სამოთხის ხალხი კი არასოდეს დაიძინებს' (სილსილა ალ-აჰადის ას-საჰიჰა 1087)
464. იმამ ად-დინ ას-სუბქი აშ-შაფი'იმ თქვა: ისინი, ვინც არის უწინდელი სუფისტების რიგებიდან როგორიცაა იბნ არაბი ან მისი მსგავსებისგან, სწავლულების ერთსულოვანი აზრის თანახმად, არიან გზააბნეულნი, უცოდინარნი და ისლამის გზიდან დაშორებულნი. (თანჰიბ ალ-ღაბი გვ 68)
465. ვართ თუ არა ჩვენ ამ დროში? 'აბდულლაჰ იბნ მას'უდმა თქვა: ხალხზე ისეთი დრო მოვა, რომ სუნნეთს გამოაცხადებენ როგორც სიახლედ, და სიახლეს გამოაცხადებენ სუნნეთად, და გამოაცხადებენ ცუდს როგორც კარგად, და კარგს ცუდად. (იბნ ვადა ფი ალ-ბიდ'ა 2:160)
466. უმარ იბნ აბდულ აზიზმა თქვა: აიღეთ მტკიცებულება იმათგან ვინც იყო თქვენზე უწინ, ვინაიდან ისინი თქვენზე მცოდნეები იყვნენ. (მაჯმუ' არ-რასალ იბნ რაჯაბ 3:18) უმარ იბნ აბდულ აზიზი იყო მმართველი და ამასთანავე საჰაბეების შემდგომი თაობის მუსლიმანი (ე.ი ტაბიინი). ამ სიტყვებით ის ამბობს, რომ ცოდნა და მტკიცებულება უნდა ავიღოთ ალლაჰის შუამავალის საჰაბეებისგან.
467. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: თუ შენი მიზანი არის ღვთისმოსაობა, მაშინ შენი სხვა მიზნები არ იქნება წარუმატებელი. (ალ-ფავაიდ გვ 79)
468. აიშამ, შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: შეაგონეთ, რადგან შეხსენება მძიმე ხალხისთვის. (სიარ 4:157)
469. იმამ მალიქმა თქვა: არ აიღოთ ცოდნა იმისგან, ვინც არ ეძებს ცოდნას, და არც იმისგან, ვინც არ ზის სწავლულებთან ერთად. (თარიხ დიმაშყ 31/28)
470. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: სადაყას (ქველმოქმედებას) აქვს რამდენიმე სარგებლობა: 1. არიდებს საფლავის ტანჯვას. 2. არიდებს საცდურებს. 3. ანულირებს შეცდომებს. 4. ახარებს გულს. 5. გაშორებს სატანისგან. (ადაბ ას-საბირინ გვ 304)
471. აბდ არ-რაზზაყ ჰუსაიმა თქვა: იბნი თაიმიას, იბნი ქასირის, იბნ ჰაჯარის, ალ-ბაიდავის, ალ-ქავასის და სხვების თანახმად, სურა ფაათიჰა მოევლინა მექქის პერიოდში. (ალ-მაქი ვალ მადდანი 1:446)
472. იბნი თაიმიამ თქვა: უეჭველად, წიგნის გამხსნელი (ე.ი სურა ფაათიჰა) მოევლინა მექქის პერიოდში. მათი აზრი, ვინც ამბობს, რომ სურა ფათიჰა მოევლინა მედინაში, არასწორია. (მაჯმუ'ულ ფატავაში 17: 190-191)
473. იბნი თაიმიამ თქვა: ისლამში ფილოსოფია მიუღებელია. (ნასიჰათ აჰლ იმან გვ 157)
474. იბნი თაიმიამ თქვა: ფილოსოფიური ლოგიკა მთის მწვერვალზე დადებული აქლემის ხორცის მსგავსია. მთაზე ასვლა მარტივი არ არის და როცა ახვალ გაჭირვებით, ხორცი უვარგისი დაგხვდება, და არც მისკენ მიმავალი ბილიკია მარტივი. მან ასევე თქვა: ფილოსოფოსები არ არიან ჭეშმარიტ გზაზე. და ასევე მან თქვა: ისლამს არ ჰყავს ფილოსოფოსები. (ნასიფათ ალ იმან ფი რადდ 'ალა მანტიყ ან იუნან გვ 157)
475. აბულ მუთავაქქილ ალ-ნაჯი გადმოსცემს: როდესაც აბუ ჰურაირა და მისი თანმხლებლები მარხულობდნენ, სხდებოდნენ მეჩეთში და ამბობდნენ: 'მოდით განვწმინდოთ ჩვენი მარხვა'. (ჰუნად ალ-სარის 'ქითაბ აზ-ზუჰდ' 1207)
476. სიახლის მიმყოლი ხალხი როგორც მორიელი იმამ ალ-ბარბაჰარმა თქვა: სიახლის მიმყოლი ხალხი მსგვასვია მორიელის; მორიელები მალავენ მათ თავებს და ტანს ქვიშაში და გარეთ მხოლოდ კუდს იშვერენ, და როდესაც მსხვერპლი მიუახლოვდება მაშინვე უჩხვლეტენ. ზუსტად ასე არიან სიახლის მიმყოლი ხალხიც, რომლებიც იმალებიან ხალხს შორის და როდესაც ვინმე მივა მათთან ისინი ავრცელებენ მათთან მათ სიახლეებს. (თაბაყათ ალ-ჰანაბილა 2:44)
477. ცოდვები ერებს ანადგურებს. ჯუბაირ იბნ ნუფაირმა კვიპროსის დაპყრობის დღეს, დაინახა აბუ დარდა რომელიც განმარტოვებით იჯდა და ტიროდა, და ჰკითხა მას: 'ო აბუ დარდა, რამ აგატირა შენ იმ დღეს, როდესაც ალლაჰმა მოგვცა გამარჯვება ჩვენ და ისლამი ამ ხალხს?! მან უთხრა: 'ვაი შენ, ჯუბაირ, რამდენად უმნიშვნელოა უზენაესი ალლაჰის ქმნილება როდესაც მიატოვებს ალლაჰის ბრძანებებს. ჩვენს წინაშე იყო ერი, რომელსაც ჰქონდა ძალა, შესაძლებლობა და სამფლობელო, თუმცა მათ მიატოვეს ალლაჰის ბრძანებები და შენ უკვე ხედავ თუ რა დღეშიც არიან ისინი დღეს. (აჰმად აზ-ზუჰდ 762, სა'იდ იბნ მანსურ 2660)
478. 'აბდულლაჰ იბნ აბბასი სურა ქააფირუნის (109-ე) განმარტებისას ამბობდა: 'ყურანში, სატანისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი, სურა ქააფირუნია, იმიტომ, რომ ეს სურა შეიცავს თავჰიდს და შირქისგან სრულიად ჩამოშორებას. (ჯამი' აჰქამ ალ-ყურან 20:199)
479. მოსმენის ეთიკა.
ხალიდ ბინ საფვან ათ-თამიმი (ჰ.ჯ 135) ამბობდა: 'როცა დაინახავ კაცს, რომელიც გადმოსცემს ისეთ ჰადისს, რომელიც შენ უკვე იცი, ნუ ჩაეჭრები და ნუ გადმოსცემ მასთან ერთად იმის სურვილით, რომ გააცნო შენი თავი დამსწრეებს. მართლაც, ეს არის დამამცირებელი და საზიზღარი საქციელი. (ალ-ჯამი' ლი ახლაყ 353)
480. ალი იბნ ხაშრამ ალ-მარვაზი გადმოსცემს: მე ვკითხე ვაყის: ო აბუ სუფიან, რა ეხმარება ადამიანს უკეთ დაიმახსოვროს? მან მითხრა: მე ვხედავ შენ ახალმოსული ხარ. ამის შემდეგ ასეთი პასუხი გამცა: ცოდვებზე მორიდება ეხმარება დამახსოვრებაში. (სიარ ა'ლამ ან-ნუბალა 1785)
იბნ ალ-ყაიმმა თქვა: მე ვამბობ, რომ ადამიანს ავიწყდება ცოდნის ნაწილი ჩადენილი ცოდვების გამო. (ალ-ფავაიდ გვ 215)
481. იბნ ქასირმა თქვა: დედამიწის (ე.ი მიწიერი ცხოვრების) დამახასიათებელია - რომ ის გაურბის მას ვინც მას გაურბის და მისდევს მას, ვინც მას მისდევს. (თაფსირ იბნ ქასირ 4:197)
482. იბნი თაიმიამ თქვა: არავის აქვს უფლება მოიწყვიტოს ალლაჰის მოწყალების იმედი, თუნდაც მისი ცოდვები იყოს უდიდესი. (მაჯმუ'ულ ფატავა ტომი 16 გვ 19)
ღმერთი თავის წიგნში ურწმუნოს უწოდებს მას, ვისაც მისი მოწყალების იმედი ეწურება.
...არ ეწურებათ იმედი ალლაჰის მოწყალებისგან არავის, ურწმუნო ხალხის გარდა.“ (იუსუფ 12:87)
483. რაბი ალ-მადხალიმ თქვა: დაამყარე ახლო მეგობრობა მხოლოდ იმასთან, ვინც მორწმუნეა, რომელიც დაგეხმარება ღმერთისადმი მორჩილებაში, წაგახალისებს კარგის გაკეთებას და შეგაკავებს ცოდვებისგან. მეგობარი მხოლოდ ის არის, ვისგანაც სიკეთეს სწავლობ. (ალ მაჯმუ' ალ-რა'იყ გვ 28)
484. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვისაც უნდა შეიყვაროს ალლაჰი და მისი შუამავალი, მაშინ მუსჰაფი (ე.ი ყურანი) იკითხოს. (საჰიჰ ალ-ჯამი 6289)
485. იბნი თაიმიამ თქვა: ერთმა ადამიანმა ჰკითხა თავის შეიხს: მე ცოდვას ჩავდივარ და შემდეგ ვინანიებ, შემდეგ ისევ ცოდვას ჩავდივარ და ისევ ვინანიებ... ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? შეიხმა უპასუხა: მანამ სანამ შაიტანი არ დაიღლება შენით. (მაჯმუ'ულ ფატავა 7:594)
როცა შენ ცოდვას სჩადიხარ შაიტანს ახარებ, და როცა ინანიებ შაიტანი წუხს. რამდენადაც ბევრ ცოდვას სჩადიხარ გული გიმძიმდება და შაიტანის წინააღმდეგ თითქოს დაღლილი ხარ, ვერ უმკლავდები და ასე გრძელდება... საბოლოოდ ბევრი ცოდვებით მძიმე გული ნებდება და მიყავხარ ურწმუნოებაში.. თუ ამის საპირისპიროდ მოიქცევი და ჩადენილი ცოდვის მერე მოინანიებ გული გიმსუბუქდება. რამდენადაც ბევრ სიკეთეს გააკეთებ, მოინანიებ და იქნები მართალი, ყველაფერი პირიქით ხდება - შაიტანი იღლება შენს წინააღმდეგ..
ალლაჰმა უკეთ იცის
486. იბნ ჰიბბანმა თქვა: უვარგისობის ნიშანია, რომ თქვენ ელით სამოთხის ნაყოფს, როცა ჯოჯოხეთის თესლს რგავთ. (რავდათულ უყალა გვ 283)
487. ამირ იბნ ალ-ყაისს უთხრეს: შენ ღამეს ატარებ გარეთ და ლომების არ გეშინია? მან უპასუხა: უეჭველად, მე მრცხვენია ჩემი ღმერთის იმის გამო, რომ მის გარდა ყველაფრის მეშინია. (სიარ ა'ლამ ან ნუბალა ტომი 4 გვ 17)
488. ყურანი და სუნნა ორი ფრთასავითაა; თუ ერთ-ერთი დაზიანებულია შეუძლებელია ფრენა. (ქითაბ ალ-'ილმ გვ 16)
489. იბნ უმარმა, ერთხელ გაიგონა თუ როგორ ამბობდა ერთი კაცი, როცა იჰრამში იყო: 'ღმერთო ჩემო, მე მაქვს განზრახული შევასრულო ჰაჯი და უმრა' ამაზე იბნ უმარმა უთხრა მას: 'ნუთუ შენ ხალხს აცნობებ შენი გულის განზრახვებს? სინამდვილეში ალლაჰმა უკვე იცოდა რა გქონდა გულში. (ჯამი' ულუმ ვალ ჰიქამ გვ 19)
490. იბნი თაიმიამ თქვა: არავის აქვს უფლება მოიწყვიტოს ალლაჰის მოწყალების იმედი, თუნდაც მისი ცოდვები იყოს უდიდესი. (მაჯმუ'ულ ფატავა ტომი 16 გვ 19)
491. იბნ ქასირმა თქვა: დედამიწის (ე.ი მიწიერი ცხოვრების) დამახასიათებელია - რომ ის გაურბის მას ვინც მას გაურბის და მისდევს მას, ვინც მას მისდევს. (თაფსირ იბნ ქასირ 4:197)
492. ცოდვები ერებს ანადგურებს. ჯუბაირ იბნ ნუფაირმა კვიპროსის დაპყრობის დღეს, დაინახა აბუ დარდა რომელიც განმარტოვებით იჯდა და ტიროდა, და ჰკითხა მას: 'ო აბუ დარდა, რამ აგატირა შენ იმ დღეს, როდესაც ალლაჰმა მოგვცა გამარჯვება ჩვენ და ისლამი ამ ხალხს?! მან უთხრა: 'ვაი შენ, ჯუბაირ, რამდენად უმნიშვნელოა უზენაესი ალლაჰის ქმნილება როდესაც მიატოვებს ალლაჰის ბრძანებებს. ჩვენს წინაშე იყო ერი, რომელსაც ჰქონდა ძალა, შესაძლებლობა და სამფლობელო, თუმცა მათ მიატოვეს ალლაჰის ბრძანებები და შენ უკვე ხედავ თუ რა დღეშიც არიან ისინი დღეს. (აჰმად აზ-ზუჰდ 762, სა'იდ იბნ მანსურ 2660)
493. ჯაბირ იბნ 'აბდულლაჰი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყოველი კეთილი საქმე ქველმოქმედებაა. უეჭველად, სიკეთეა შენს ძმას შეხვდე მომღიმარი სახით. (თირმიზი 1970)
494. გადმოცემულია, რომ ფუდაილ იბნ 'იადმა თქვა: მოთმინება ვისწავლე პატარა ბიჭისგან. ერთ დღეს მესჯიდისკენ მივდიოდი და წავაწყდი ქალს, რომელიც სახლში სცემდა თავის შვილს. ბავშვი ყვიროდა და ბოლოს მოახერხა კარის გაღება და გაქცევა და დედამისმა კი კარი დაკეტა. მესჯიდიდან რომ დავბრუნდი, ის ბიჭი შემხვდა მის სახლთან ეძინა და შევნიშნე, რომ ნამტირალევი იყო. ბიჭის დანახვაზე დედამისის გული მოლბა და კარი გაუღო. ეს რომ დაინახა ფუდაილ იბნ 'იადმა, იგი ატირდა ისე, რომ ცრემლებმა წვერი დაუსველა და შემდეგ თქვა: 'სუბჰანალლაჰ, ალლაჰის მსახური რომ იყოს მომთმენი ალლაჰის კართან, ალლაჰი აუცილებლად გააღებდა კარს'. (მუსანაფ იბნ აბი შეიბა 6:22)
495. იბნ ალ’არაბ ალ’მალიქმა თქვა: ღირსეული ცოლი არ მოდის თქვენი შრომით და სურვილით, ის მხოლოდ ალლაჰისგან მოცემული (კარგი) ბედისწერაა მათთვის, ვისაც ალლაჰის ეშინია. (აჰქამ ალ’ყურან 1:536)
496. იბნ უსეიმინმა თქვა: ურწმუნოების დღესასასწაულის მილოცვამ როგორიცაა შობა ან სხვა დღეასწაულების მილოცვა არის ჰარამი, რადგან მილოცვა გულისხმობს ქუფრის შემცველი საქმეების დამტკიცებას და თანხმობას. აკრძალულია თუნდაც რომელიმე კონკრეტული საქმე არ შეიცავდეს ქუფრს. მუსლიმებისთვის აკრძალულია ურწმუნოებზე მიბაძვა მათ დღესასწაულზე საჩუქრების გაცვლით ან ნებართვის აღებას სამსახურიდან (იბნ უსეიმინი 2001 წელს გარდაიცვალა და იმ დროს იყო უკვე ასეთი წესები) გათავისუფლების შესახებ და ა.შ. ჰადისში ნათქვამია: ვინც მიჰბაძავს რომელიმე ხალხს, ის ერთ-ერთი მათგანია. (აბუ დავუდი 4301) (ფატავა იბნ უსეიმინ 3:45)
497. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: მე არაფერი მინახავს ისეთი, რაც იმაზე მეტად კვებავდეს სულს და გონებას, იცავდეს სხეულს და მოჰქონდეს ბედნიერება ვიდრე გამუდმებით უზენაესი ალლაჰის წიგნში ჩახედვა. (ალ-ფატავა 7:493)
498. იბნი თაიმიამ თქვა: არაფერია გულისთვის იმაზე სასარგებლო, ვიდრე გულწრფელობა და თავჰიდი. (მაჯმუ'ულ ფატავა 10:625)
499. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ სავალდებულოდ მიიჩნია ბრძოლა სიახლის მიმყოლებთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აჰლუ სუნნას 'აყიდის მიღებას, და და უზენაესი ალლაჰის თავჰიდს, სახელ-თვისებებს, საჰაბეებს და ჯამა'ათს. (მაჯმუ'ულ ფატავა ტომი 28)
და როგორ იბრძოდა იბნი თაიმია მათ წინააღმდეგ? წერდა წიგნებს და არგუმენტირებულად ამტკიცებდა მათ სიცრუეს და სიყალბეს. ბრძოლა კალმით და სწორის გავრცელება საუკეთესო ბრძოლაა.
500. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: იცოდე, რომ უეჭველად ბრაზი სხვა ადამიანების მიმართ, ადამის გულებში ანთებული ცეცხლია და სექსუალური სურვილები არის ცეცხლი რომელიც ანთია ადამის შვილების გულში და მისი ჩაქრობა შესაძლებელია წყლით (ე.ი აბდესის აღებით) ლოცვით და ზიქრით. (ალ-ქაფი 241)
501. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ალლაჰს უყვარს, როცა თავისი მსახური ალამაზებს ენას ჭეშმარიტებით, გულს გულწრფელობით და სიყვარულით, სინანულით და მასზე მინდობით. (ფავაიდ 327)
502. ათამ თქვა: ჩემამდე მოვიდა ცნობა, რომ ალი იბნ ტალიბმა თქვა: მართალი საქმე არის, როცა ალლაჰის კმაყოფილების გარდა არავის კმაყოფილება არ გსურს. (მავსუათ იბნ აბი დუნია 1:174)
503. აბუ ისჰააყ ალ-ჯუბნაიალი ალ-მალიქი ამბობდა: "არ გადასცეთ თქვენი ბავშვები სასწავლებლად გარდა იმისა, ვინც რელიგიურია და აქვს სწორი რელიგიური განათლება! უეჭველად ბავშვი რჩება იმ რელიგიაზე, რაზეც მასწავლებელი. უეჭველად მე ვიცნობდი მასწავლებელს, რომელიც მალავდა თავის რწმენას. ფიქრობდა, რომ ყურ'ანი ეს არ არის ალლაჰის სიტყვა, არამედ იყო ქმნილება. ხოლო როდესაც ცხადი გახდა მისი მრწამსი, გადაწყვიტეს მოეხსნათ მასწავლებლობიდან. სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მივიდა თავის მოსწავლეებთან და ჰკითხა მათ: "რას ფიქრობთ ყურ'ანის ქმნილებობის შესახებ?" მათ უპასუხეს: "ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით". მაშინ მან უთხრა: "ყურ'ანი არის ქმნილება და არა ალლაჰის სიტყვა, ასე რომ არ შეიცვალოთ ამასთან დაკავშირებით აზრი, თუნდაც იყოთ მოკლული ამის გამო". ხოლო ამის შემდეგ ის გაიქცა. და მოვიდა ჩემამდე ინფორმაცია იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომ ყველა მათგანმა ეს ქვეყანა დატოვა იმ მრწმასით და იმ აზრით, რაც დაუტოვა მასწავლებელმა" (თართიბ ალ-მადარიქ" 2/157)
504. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, მაშინ შეეგუოს უბედურების ტვირთის ტარებას. (იღასათუ ლაფჰან 1:37)
505. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ვინც ფიქრობს, რომ ქუფრის მომხრეების გამარჯვება ისლამის ხალხზე ხანგრძლივი გამარჯვებაა, მას ნამდვილად ცუდი წარმოდგენა აქვს ალლაჰის შესახებ. (ზაად ალ-მაად 3:203)
506. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: გულწრფელი და ღვთისმოსაური ვედრება არის არმია, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. (მაჯმუ'ულ ფატავა 28:644)
507. ვაჰბ იბნ მუნაბიჰმა თქვა: ჭეშმარიტად, ყველაზე დიდი ცოდვა ალლაჰის წინაშე შირქის შემდეგ არის ხალხზე დაცინვა. (ჰილიათულ ავლია 4:51)
508. ალლაჰმა თქვა: მოითმინე, ჭეშმარიტად, ბოლო ღვთისმოშიშებისაა. (ჰუდ 11:39)
იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ვისაც ახსოვს შედეგის სიტკბო, დაივიწყებს მოთმინების სიმწარეს. (ალ-მუდჰიშ 1:188)
509. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: ამ ქვეყნად, ადამიანების შეცდომაში შესვლის საფუძველი არის ორი რამ: . ისეთი რელიგიის არჩევა, რომელიც ალლაჰს არ დაუკანონებია. . ან იმის აკრძალვა, რაც მას არ აუკრძალავს. (მაჯმუ'ულ ფათავა 4:196)
510. ჯაფარ იბნ სულეიმანმა თქვა: ამქვეყნიურისთვის შრომა არის სიბნელე გულში, ხოლო საიქიოსთვის შრომა არის სინათლე გულში. (ზუჰდ იბნ აბი დუნია 846)
511. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: სიკვდილმა გამოააშკარავა ამ ქვეყნიური ცხოვრების არსი და არ დაუტოვა გონების მფლობელებს მიწიერ ცხოვრებაში ფუფუნებაში ყოფნის სურვილი. (აჰმად აზ-ზუჰდ 1448)
512. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: إن أفضل عباد الله يوم القيامة الحمادون განკითხვის დღეს, ალლაჰის ყველაზე საუკეთესო მსახური იქნება ის, ვინც ხშირად ადიდებდა ალლაჰს (ჰამმადუნ). (სილსილა ალ-აჰადის საჰიჰა 1584)
513. იმამ მალიქმა თქვა:
მხოლოდ ღმერთს შევჩივით ჩვენს მარტოობაზე.
(ქითაბ ალ-ითისამ გვ 57)
514. ანასი გადმოსცემს: მე მივედი აიშასთან (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი), როცა მასთან ერთი ადამიანი იჯდა. მე ვკითხე მას: ო, მართლმორწმუნეთა დედაო, მოგვიყევი მიწისძვრის მიზეზების შესახებ. მან მითხრა: 'ო ანას, მე გეტყვით ამის შესახებ. თქვენ იცხოვრებთ მწუხარებით და მოკვდებით მწუხარებაში და განკითხვის დღეს აღსდგებით და გექნებათ გულში ამის შიში.
მე ვუთხარი: მომიყევი, ო მართლმორწმუნეთა დედაო. მან თქვა:
'როდესაც ქალი გაიხდის ტანსაცმელს ქმრის სახლის გარდა სხვაგან (ე.ი როცა იმრუშებს), ის წყვეტს ფარდას მასსა და ალლაჰს შორის. როცა ის იპკურებს სუნამოს რათა ასიამოვნოს ქმრის გარდა სხვა მამაკაცს, ეს არის მისი ცეცხლში მოხვედრის გზა. როდესაც ადამიანები იმრუშებენ, ალკოჰოლს მოიხმარენ და მუსიკალურ ინსტრუმენტებს გამოიყენებენ, ალლაჰი მათზე ნრისხდება ზეცის ზემოთ და ბრძანებს დედამიწის შერყევას. თუ ადამიანები ამის შემდეგ მობრუნდებიან და მოინანიებენ, მაშინ ეს კარგია მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ალლაჰი დაღუპავს მათ. მე ვკითხე:
'და ეს სასჯელია?'
მან მითხრა:
'ეს უფრო წყალობა და შეგონების საშუალებაა მორწმუნეთათვის. ხოლო სასჯელი, რისხვა და ტანჯვაა ურწმუნოებისთვის.
(ჰაქიმ მუსთადრაქ 8675; ქითაბ ალ-ფითან 1729)
ეს არის საჰიჰი ჰადისი, როგორც ეს აღნიშნა იმამ ჰაქიმმა. იხილეთ ჰაქიმ მუსთადრაქ ლილ იმამ ალ-ჰაქიმ, ქითაბულ ფიტან ვალ მალაჰიმ 8575
515. ერთი სწავლული მივიდა ჰარუნ არ-რაშიდთან, რომ გაეფრთხილებინა და მან ეს უხეში ფორმით გააკეთა.
ამაზე ჰარუნი გაოცებული დარჩა და თქვა:
უეჭველად, ალლაჰმა გაგზავნა შენზე უფრო ღვთისმოსავი ჩემზე ცოდვილთან(ე.ი მუსა ფარაონთან) და ალლაჰმა უბრძანა მას ყოფილიყო რბილი.
(თარიხ დიმაშყ 8:115)
516. შეიხ მუჰამმად იბნ აბდულ ვაჰაბმა თქვა:
მე მინახავს ზოგიერთი ადამიანი ისხდნენ მეჩეთში თავიანთ ყურანებთან ერთად, კითხულობდნენ და ტიროდნენ. თუმცა ისინი არ მოუწოდებდნენ სიკეთეს თუ მას დაინახავდნენ და არც უკრძალავდნენ ცუდის კეთებას თუ დაინახავდნენ. მე ასევე დავინახე მათ გვერდით მსხდომი ზოგიერთი ადამიანი რომლებიც ამბობდნენ "ეს სიკეთის წყაროაო" მე ვუთხარი: "არა, ეს სირცხვილის წყაროა" ვიღაცამ გაიგონა ჩემი ნათქვამი და მითხრა: მე არ შემიძლია ვუთხრა მათ, რომ ეს "სირცხვილის წყაროა" და მე მას ვუპასუხე: ისინი ბრმები და მუნჯები არიან. ზოგიერთი სალაფი ამბობდა: "ვინც ჩუმადაა ჭეშმარიტების შესახებ ის მუნჯი შაიტანია, ხოლო ის, ვინც სიცრუეს ლაპარაკობს მოლაპარაკე შაიტანია".
(ჰამად იბნ ატიყ ან-ნაჯდი დურარ ას-სანია 8:75-79)
517. აბდურ—რაზაყმა გადმოსცა რომ მუ'ამმარი გადმოსცემდა ყატადასგან რომელმაც გადმოსცა ქა'აბასგან:
"პირველი რაზეც ჰკითხავენ ქალს აღდგომის დღეს ეს იქნება მისი ლოცვა, შემდეგ კი ქმრის უფლები ."
(ალ'მუსანნაფ 11/304)