შაჰიდობა ბრძოლის გარეშე.


აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ხუთნი განიხილებიან შაჰიდებად: ისინი, ვინც, დაიღუპნენ შავი ჭირით, მუცლის დაავადებით, შენობის ჩაძირვით ან ჩამოშლით, და შაჰიდები ალლაჰის გზაზე.
(ბუხარი 2829)

უნდა მოერიდოს მუსლიმანი მსგავს საფრთხეში თავის ჩაგდებას:

ალ-ყურტუბმა თქვა:
ვინც მოკვდნენ დაცემით ან დახრჩობით, და თუ მათ თავი არ ჩაუგდიათ საფრთხეში და ვერ შეძლეს სიფრთხილის ზომების მიღება მაშინ ისინი შაჰიდები არიან. მაგრამ თუ მათ შეგნებულად არ მიუღიათ სიფრთხილის ზომები და ისე მოკვდნენ, მაშინ ისინი ცოდვილები არიან.
(ად-დაბაჯ 'ალა მუსლიმ 4:508)

აბუ ჰურაირა გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
რას ფიქრობთ, ვინ არის შაჰიდი თქვენს შორის? საჰაბეებმა უთხრეს: ის, ვინც მოკლეს ალლაჰის გზაზე. შუამავალმა უთხრა მათ: მხოლოდ ასე რომ იყოს, ჩემს უმმეთში შაჰიდი ცოტა იქნებოდა. საჰაბეებმა უთხრეს: ალლაჰის შუამავალო, მაშინ ვინ არიან შაჰიდები? შუამავალმა უთხრა მათ: ვინც მოკლეს ალლაჰის გზაზე შაჰიდია, ვინც მოკვდა ბუნებრივი სიკვდილით ალლაჰის გზაზე შაჰიდია, ვინც მოკვდა შავი ჭირით შაჰიდია, ვინც მოკვდა მუცლის დაავადებით შაჰიდია და ვინც მოკვდა დახრჩობით შაჰიდია.
(მუსლიმი 1915)

აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვინც მოკლეს მაშინ, როცა იცავდა მის ქონებას - შაჰიდია. (ბუხარი 2348)
აბუ ზარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვინც მოკლეს მაშინ, როცა იცავდა მის ქონებას - შაჰიდია, და ვინც მოკლეს მაშინ, როცა იცავდა მის ოჯახს - შაჰიდია, ან მის სისხლს ან მის რელიგიას - შაჰიდია.
(აბუ დავუდ 4772)

აბუ ჰურაირა გადმოსცემს:
ერთი კაცი მოვიდა ალლაჰის შუამავალთან და უთხრა: ალლაჰის შუამავალო, რას მეტყვი იმის შესახებ თუ კაცი მოვა ჩემთან ჩემი ქონების წასართმევად? შუამავალმა უთხრა:არ მისცე მას შენი ქონება. კაცმა ისევ ჰკითხა: და თუ ის შემებრძოლება? შუამავალმა უთხრა: შეებრძოლე შენც. კაცმა ისევ იკითხა: და თუ მომკლავს? შუამავალმა უთხრა: მაშინ შაჰიდი იქნები. კაცმა ისევ ჰკითხა: და თუ მე მოვკლავ მას? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა:
ის იქნება ჯოჯოხეთში.
(მუსლიმი 140)

ასევე ავიაკატასტროფაში ან ავტოავარიით დაღული მუსლიმანი ინ შა ალლაჰ შაჰიდია თუ თავისი თავი არ ჩაიგდო საფრთხეში გადაჭარბებული სიჩქარით.

ალლაჰმა უკეთ იცის.