არ ვიცის თქმა ცოდნის ნაწილია
ერთმა კაცმა ჰკითხა იბნ უმარს: შენ იბნ უმარი ხარ?
- დიახ მე ვარ.
- მე მინდა გკითხო მამიდა თუ არის მემკვირდე? იბნ უმარმა უთხრა:
არ ვიცი.
- შენ იბნ უმარი ხარ და არ იცი?
- დიახ, შეგიძლია ეს ჰკითხო მედინის სწავლულებს.
(ალ-ბაიჰაყი 7309)
იბნ 'უმარმა თქვა:
ცოდნა - შედგება სამი რამისგან:
ალლაჰის წიგნი ყურანი, სანდო სუნნა და სიტყვები მე არ ვიცი".
(ალ-ადაბ აშ-შარ'ია, 2/61)
იბნ აბდულ ბარმა თქვა:
სიტყვები "მე არ ვიცი" არის ცოდნის ნახევარი.
(ჯამი' ალ-ბაიან ალ-'ილმ 1:54)
იმამ აიუბს (სახტიანს) ჰკითხეს რაღაც და მან უთხრა: "მე არ ვიცი" შეკითხვის დამსმელმა უთხრა მას:
"მაშინ მიმითითე იმისკენ, ვინც იცის" აიუბმა უთხრა: არ ვიცი, და არც ის ვიცი, თუ ვინ იცის.
(ალ-ფადიჰ ვალ მუტაფაყიჰ 2:174)
ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მის საჰაბეებს ჰკითხავდა რამეს, და არ იცოდნენ საჰაბეებმა, ასე ამბობდნენ:
ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ იციან.
დღეს ჩვენ როცა ისეთი საკითხის წინაშე აღმოვჩნდებით რაც არ ვიცით უნდა ვთქვათ - 'ალლაჰმა უკეთ იცის'
საჰაბეები ამბობდნენ ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ იციანო, ასე იმიტომ, რომ შუამავალი მათ შორის იყო.
თუმცა როცა გკითხავენ რაღაცას, იცი და მალავ თავს ძალიან დიდ საფრთხეში იგდებ.
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვისაც ჰკითხეს ცოდნის შესახებ რომელიც მან იცის და დამალავს, მას ალაგმავენ ცეცხლის ლაგამით.
(თირმიზი 41:2649)
შეიხ მუჰამმად იბნ აბდულ ვაჰაბმა თქვა:
მე მინახავს ზოგიერთი ადამიანი ისხდნენ მეჩეთში თავიანთ ყურანებთან ერთად, კითხულობდნენ და ტიროდნენ. თუმცა ისინი არ მოუწოდებდნენ სიკეთეს თუ მას დაინახავდნენ და არც უკრძალავდნენ ცუდის კეთებას თუ დაინახავდნენ. მე ასევე დავინახე მათ გვერდით მსხდომი ზოგიერთი ადამიანი რომლებიც ამბობდნენ "ეს სიკეთის წყაროაო" მე ვუთხარი: "არა, ეს სირცხვილის წყაროა" ვიღაცამ გაიგონა ჩემი ნათქვამი და მითხრა: მე არ შემიძლია ვუთხრა მათ, რომ ეს "სირცხვილის წყაროა" და მე მას ვუპასუხე: ისინი ბრმები და მუნჯები არიან. ზოგიერთი სალაფი ამბობდა: "ვინც ჩუმადაა ჭეშმარიტების შესახებ ის მუნჯი შაიტანია, ხოლო ის, ვინც სიცრუეს ლაპარაკობს მოლაპარაკე შაიტანია".
(ჰამად იბნ ატიყ ან-ნაჯდი დურარ ას-სანია 8:75-79)
თუკი არ იცი ისეთს უნდა ჰკითხო ვინც იცის და სწორი გაარკვიო.
فَسْـَٔلُوٓا۟ أَهْلَ ٱلذِّكْرِ إِن كُنتُمْ لَا تَعْلَمُونَ
..თუ თქვენ არ იცით, ჰკითხეთ ცოდნის მქონეთ.
(სურა ენბია 21:7)
ალლაჰმა უკეთ იცი