სად იმყოფება ალლაჰი?
უზენაესი ალლაჰი გვაცნობებს, რომ არსებობს შვიდი ზეცა: იგია ის, ვინც შექმნა თქვენთვის ყოველი, რაც ქვეყანაზეა. მერე ცას მიაშურა და ის შვიდ ზეცად გადაანაწილა. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმცოდნეა
(სურა ბაყარა 2:29)
აბუ დავუდი და აჰმადი გადმოგვცემენ იბნ აბბასიდან, რომ დედამიწიდან პირველ ზეცამდე არის 500 წლის მანძილი. ასევე ყოველ ზეცას შორის მანძილია 500 წელიწადი. ამ ყოველივეს ზემოთ არის წყალი, წყალს ზემოთ არის ქურსი და ქურსის ზემოთ არის 'არში. ალ ბაიჰაყი გადმოგვცემს ჰადისს აბუ ზარისგან რომ გაიგონა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვა: „ქურსი (ღმერთის ტახტი) ‘არშთან (ტახტრევანთან) შედარებით არის პატარა რკინის ბეჭედი, უსაზღვრო უდაბნოში გადაგდებული.“ ყოველ ზეცას შორის მანძილია 500 წელიწადი. ამ ყოველივეს ზემოთ კი არის ტახტი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს ქურსის(ტახტის) შესახებ: ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას.
(ბაყარა 2:255)
ტახტი გარემოიცავს შვიდ ზეცას რომელთა შორის მანძილი 500 წელიწადია. და ტახტი, რომელიც ცათა და ქვეყანას მოიცავს იგი არის 'არშთან შედარებით ისე პატარა, როგორც უსაზღვრო უდაბნოში გაგდებული პატარა რკინის ბეჭედი. ხოლო დიადი და უზენაესი ალლაჰი ბრძანებს სურა ბურუჯის 15-ე აიათში:
(იგია) არშის ღირსეული მეუფე,
იბნ მასუდმა გვაცნობა, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაინახა, რომ ჯიბრილს აქვს ექვსასი ფრთა.
(ბუხარი 3232)
ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ნება მომეცა ვთქვა ანგელოზის შესახებ, რომელიც ატარებს ტახტრევანს. დაშორება მის ყურსა და მხარს შორის არის 700 წლის სავალი მანძილი.
(აბუ დავუდ 4727)
ეს უზარმაზარი ანგელოზები ალლაჰის ქმნილებები არიან, ისეთი ქმნილებები რომელთა სიდიდესაც ადამიანის თვალი ვერ მისწვდება. ალლაჰი ამ ყოველივეს გამჩენი, მფარველი და დამხმარეა, და ის აღმატებულია მის ქმნილებებზე. მანსური გადმოსცემს:`ერთხელ ალლაჰის შუამავალთან(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოვიდა იუდეველი სწავლული და უთხრა: მუჰამმად! ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი უკანასკნელ დღეს ზეცას ერთ თითზე დაიდებს, დედამიწებს (პლანეტებს) მეორეზე, ხე-მცენარეებს მესამეზე, წყლებს - მეოთხეზე, სიმდიდრეს - მეხუთეზე და დანარჩენ ქმნილებებს მეექვსეზე, შემდეგ კი იტყვის - მე ვარ მეუფე! შუამავალმა კი წაიკითხა აიათი: ვერ შეაფასეს მათ ღმერთი ჯეროვნად, არადა მთელი დედამიწა მის ხელში აღმოჩნდება სამსჯავროს დღეს, ხოლო ზეცა ჩაიხვევა მის მკლავქვეშ!
(სურა ზუმარ 39:67) (მუსლიმი 52:2786)
მუსლიმებს გვწამს, რომ ღმერთი არშზეა, ამაზე მოწმობს ყურანის ბევრი აიათი:
ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ ამაღლდა ‘არშზე ...
(‘არაფ 7:54)
.. არ არსებობს ღვთაება, მის გარდა. მხოლოდ მას ვსასოებ, რამეთუ იგია უფალი დიადი არშისა! (თავბა 9:129)
იგია ალლაჰი, რომელმაც აღამაღლა ცანი უხილავი საყრდენების გარეშე, შემდეგ 'არშზე ამაღლდა და დაიმორჩილა მზე და მთვარე....
(რა’დ 13:2)
მოწყალე არშზე ამაღლდა!
(ტაჰა 20:5)
(იგია) 'არშის(ტახტრევნის) ღირსეული მეუფე, (ბურუჯ 80:15)
არშის მნიშვნელობას შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰადისი განმარტავს მანამდე კი: ჩვენ არ ვიმეორებთ იმას, რასაც ამტკიცებენ ჰულულიები (ერთ-ერთი ჯაჰმიური მიმდინარეობა) და მათი მსგავსები, რომლებიც თვლიან, რომ ღმერთი ყველგანაა დედამიწაზე თავის ქმნილებებთან თავისი არსით. ჩვენ ვთვლით, რომ მსგავსი რამ შეუძლია ამტკიცოს მხოლოდ ურწმუნოს ან გზააბნეულს, რადგან ეს სიტყვები ღმერთს მიაწერენ არასრულყოფილებას, რაც მისთვის შეუფერებელია. არგუმენტი იმისა რომ ღმერთი ზემოთაა, ესეიგი 'არშზე :
.. ყოველი მცოდნის ზემოთ კი ყოვლისმცოდნეა. (იუსუფ 12:76)
იბნ ‘უმარი გადმოსცემს შუამავალ მუჰამმადის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვას:
`სამსჯავროს დღეს ღმერთი ჩაიხვევს მკლავქვეშ ზეცას და აიღებს მარჯვენა ხელში, შემდეგ კი იტყვის: მე ვარ მეუფე! სად არიან ძლიერნი ამა ქვეყნისა? სად არიან ამპარტავანნი? შემდეგ იგი აიღებს დედამიწებს (პლანეტებს) მარცხენა ხელში და იტყვის: მე ვარ მეუფე! სად არიან ძლიერნი ამა ქვეყნისა? სად არიან ამპარტავანნი?
(მუსლიმი 2788)
იმამ აბუ ჰანიფა:
ის, ვინც იტყვის: "მე არ ვიცი, სად იმყოფება ჩემი ღმერთი,მიწაზე თუ ცაში," - ჩავარდა ურწმუნოებაში (ქუფრ)! ასევე ქუფრში ვარდება ის ვინც იტყვის ალლაჰი იმყოფება ტახტზე, მაგრამ ტახტი სად არის არ ვიცი: ცაში თუ მიწაზე.
(ალ-ფიყჰ ალ-აბსატ"გვ.46)
როცა ერთმა ადამიანმა ჰკითხა:
"შენ რას იტყვი ალლაჰის სიტყვებზე:" ის თქვენთან არის სადაც არ უნდა იყოთ"? - აბუ ჰანიფმა უპასუხა: "ეს მსგავსია იმისა რომ შენ წერილში წერ ვინმეს: "მე შენთან ვარ, მაგრამ შენ მის გვერდით არ ხარ"
(ალ-ასმა ვა ას-სიფათ"გვ.429)
იმამ მალიქმა თქვა:
ჯაფარ იბნ აბდულლაჰი გადამოგვცემს: "ჩვენ ვიყავით მალიქ იბნ ანასსთან, როცა მასთან მოვიდა ვიღაც ადამიანი და ჰკითხა:" ო, აბუ აბდულლაჰ! მოწყალე ამაღლდა ტახტზე, როგორ ამაღლდა?" ამ შეკითხვამ გამოიწვია იბნ აბდულლაჰში საშინელი რისხვა. მან დახედა მიწას და დაიწყო მისი ჩხრეკვა ჯოხით, რომელიც ქონდა ამ დროს ხელში. ის აკეთებდა ამას სანამ მას არ დამშვიდდა. შემდეგ ასწია თავი და უთხრა: "კითხვა "როგორ" უაზროა! რომ ამაღლდა ეს ცნობილია! ირწმუნო ეს აუცილებელია და შეკითხვა ამისი ერესია! და ვფიქრობ რომ თქვენ ბიდათის (სიახლის ისლამში) მიმყოლი ხართ. - ამის თქმის შემდეგ მან ბრძანა იმ ადამიანის გაგდება.
(აბუ ნუაიმ ალ-ჰილია6/325-326)
იმამ აშ შაფი'იმ თქვა:
"გამოთქმა სუნნაზე, რომელსაც მივყვები მე, ასევე მიყვებიან ჩვენი მომხრეები ჰადისების მცოდნეთა შორის, რომლებიც მე მინახავს და მათგან ვსწავლობდი, როგორებიცაა სუფიანი, მალიქი და სხვები, არის მტკიცება, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებლი ალლაჰის გარდა და მუჰამმადი მისი შუამავალია; რომ უზენაესი ალლაჰი თავის ტახტზეა ცაში, და უახლოვდება მის ქმნილებებს როგორც ისურვებს და ჩამობრძანდება დაბლა ცაზე როგორც ისურვებს"
(იჯიტიმა ალ-ჯუიუშ ალ-ისლამიია165, ისბატ სიფათ ალ-ულუიუ124)
იმამ აჰმად იბნ ჰანბალმა თქვა:
"ჩვენ გვწამს, რომ ალლაჰი იმყოფება ტახტზე ისე, როგორც მას სურს და ისე, როგორც მას უნდა შეზღუდვის გარეშე და სახეობის გარეშე, რომლითაც შეიძლებოდა მისი აღწერა და ან შეზღუდვა მისი თვისებების. ალლაჰის თვისებები მისგანაა და ეკუთვნის მას. ის ისეთია როგორიც აღწერა თვითონ და თვალი ვერ აღიქვამს მას"
( დარ ტაარუდ ალ-აყლ ვა-ნნაყლ 2/30)
აბუ ბაქრ მუჰამმად ათ თამიმი ნაისაბურის შაფი'იტი იმამი ამბობს: მე არ ვილოცებ იმ ადამიანის უკან, რომელიც უარყოფს ალლაჰის თვისებებს, და არ ცნობს რომ ალლაჰი ‘არშზე ამაღლდა