ვინ არის სწავლული? და რას ნიშნავს სწავლული?


სიტყვები 'ალიმი, მუჯთაჰიდი და ფაყიჰი ერთიდაიგივე მნიშვნელობას ატარებს: ვინც ილტვის იმისათვის, რომ მიაღწიონ შარიათის ცოდნას და გამოიტანოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებიდან. ეს ნიშნავს, რომ მან უნდა შეიძინოს იჯთიჰადის ინსტრუმენტები. ეპითეტებით; 'ალიმით, მუჯთაჰიდით და ფაყიჰით ვერავინ აღიწერება თუ ვერ აკმაყოფილობენს იჯთიჰადის წინაპირობებს.

რა არის იჯთიჰადი?

იჯთიჰადი ისლამში ნიშნავს შარიათის მკიცებულებებზე შარიათული ჰუქმის გაგებისკენ სწრაფვას. ის, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება სავალდებულოც არის, რადგან ალლაჰი ამბობს:

...თუ თქვენ არ იცით, ჰკითხეთ ცოდნის მქონეთ.
(ენბია 21:7)


ვისაც შეუძლია უფლება ჩაერთოს იჯთიჰადში და თავად გაარკვიოს სიმართლე მას უნდა ჰქონდეს დიდი ცოდნა და შეისწავლოს შარიათული ტექსტები, გაიგოს დადგენილებები და ასევე უნდა იცოდეს სწავლულთა შეხედულებები, რათა არ მოხვდეს ისეთ სიტუაციაში, რაც ეწინააღმდეგება ისლამს.

თუ რა არის ეს წინაპირობები, ქვემოთ მოყვანილ ტექსტში ვკითხულობთ.

1. იმამი აშ-შავქანი გადმოსცემს და მისი სიტყვები შეიძლება შეჯამდეს ხუთ პუნქტად, რომელშიც ჩამოთვლილია ხუთი წინაპირობა:

ა. მას უნდა ჰქონდეს ყურანისა და სუნნეთის ტექსტების ცოდნა. არ არის აუცილებელი მან დაიზეპიროს სუნნა, არამედ საკმარისია მან იპოვოს მტკიცებულებები თავიანთ ადგილებზე და იცნობდეს სუნნას წიგნების შინაარს უპირველეს ყოვლისა, როგორებიცაა სუნნას კრებულები - საჰიჰ ალ ბუხარი, საჰიჰ მუსლიმი, სუნან ათ თირმიზი, სუნან ან ნასაი, აბუ დავუდი, სუნან იბნ მაჯა და ასე შემდეგ. მან აგრეთვე უნდა იცოდეს რა არის სანდო (საჰიჰი) და რა არის და'იფი(სუსტი) სუნნეთის ტექსტებში.

ბ. მან უნდა იცოდეს იჯმის საკითხები.

გ. ის არაბულ ენას კარგად უნდა ფლობდეს. მას უნდა შეეძლოს ენის მნიშვნელობის და სრუქტურის გააზრება.

დ. მას უნდა ჰქონდეს უსულ ალ ფიყჰის ცოდნა. (ისლამის ძირითადი პრინციპები).

ე. მან უნდა იცოდეს, რა არის გაუქმებული და რა არის გამაუქმებელი(ნასიხ ვალ მანსუხ)

(ირშად ალ ფუჰუულ 2/297-303)

_________________________________________

2. ასევე განიხილა იბნ უსეიმინმა.

მას უფრო გაშალა ეს საკითხი:

ა. მან (მუჯთაჰიდმა) უნდა იცოდეს შარიათის მტკიცებულებები, რაც მას იჯთიჰადისთვის სჭირდება, როგორიცაა ყურანისა და ჰადისების ტექსტები.

ბ. მან უნდა იცოდეს ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ჰადისების სანდოობაზე (საჰიჰ) ან სისუსტეზე (და'იდ), როგორიცაა ისნადი (გადმომცემთა ჯაჭვი), ადამიანები ისნადში და ასე შემდეგ.

გ. მან უნდა იცოდეს, რა არის გაუქმებული და რა არის გამაუქმებელი (ნასიხ ვალ მანსუხ). და ასევე ის საკითხები, რომლებზედაც არსებობს იჯმა. და იგი არ უნდა გამოსცემდეს გადაწყვეტილებას გაუქმებულით, რომელიც ეწინააღმდეგება სწავლულთა იჯმას.

დ. მას უნდა გააჩნდეს ცოდნა რომელიც გავლენას ახდენს, როგორებიცაა კონკრეტული მნიშვნელობების ცოდნა, და ცოდნა რომელიც აწესებს შეზღუდვებს, და ის არ უნდა გასცემდეს ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც ეწინააღმდება შარიათს.

ე. მას უნდა გააჩნდეს არაბული ენისა და უსულ ალ ფიყჰის(ისლამის ძირითადი პრინციპების) ცოდნა, რომელიც უნდა დამტკიცდეს სიტყვიერი მტკიცებულებით; როგორია ზოგადი და რა არის კონკრეტული, რა არის აბსოლუტური და რა არის შეზღუდული, რა არის ნახსენები მოკლედ და რა არის დეტალურად ნახსენები, და ასე შემდეგ, და რომ მისი დადგენილება უნდა ექვემდებარებოდეს მტკიცებულებას.

ვ. მას უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილება მტკიცებულებებიდან

(ალ უსუულ ფი 'ილმ ალ უსულ გვერდი 85,86, შარხ გვერდი 584-590)

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტყვები , ფაყიჰი, მუჯთაჰიდი და 'ალიმი არის მათი ეპითეტი ვინც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ წინაპირობებს. ასე რომ, დაუშვებელია ასე მარტივად ვინმეზე ამ სიტყვების მინიჭება, ვინც საუბრობს ისლამურ ტექსტებზე, ან ასწავლის ისლამურ მასალას სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ან ვინც ილტვის ისლამისკენ (და'ვათი) მოწოდების სფეროში. ადამიანი შეიძლება იყოს მომწოდებელი (და'ია) მოუწოდებდეს ხალხს ალლაჰისკენ და ამაში დიდ ძალისხმევას დებდეს მაგრამ მან ვერ მიაღწიოს 'ალიმის დონეს.

და ალლაჰმა უკეთ იცის