კარგი მანერების სწავლა ისლამის მეცნიერების საკითხების სწავლამდე.
კარგი ხასიათი, მანერები და მორალი ისლამის გულია. ისლამის ყველა საკითხი მიმართულია ხალხის შინაგანი დახვეწისკენ, ქცევის გამოსწორებისკენ ალლაჰის მიმართ და შემდეგ ხალხის მიმართ. ეთიკა არის ისლამში ნამდვილი მეცნიერება და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წინ უსწრებს ცოდნის მიღებას. შუამავლის სუნნაში დადასტურებულია, რომ ეთიკური ცოდნის გადაცემა ისლამური რელიგიის მთავარი მიზანია.
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, მე წარმოვიგზავნე იმისათვის, რომ გამოგისწოროთ ზნეობა.
(მუსნად აჰმად 8729)
ად-დაჰჰაყმა თქვა:
საქმის თავი კარგი ზნეობაა.
(მაქარიმ ალ-ახლაყ ლილ ხარაიტი 524)
მაშასადამე, ისლამის ყველა წესი, ცნება და პრაქტიკა მიზნად ისახავს იმას, რომ იმოქმედოს ჩვენს შინაგან და გარეგან ქცევაზე.
იბნ ალ-ყაიმი წერდა:
თავად რელიგია მთლიანად არის კარგი ზნეობა, და ვინც ზნეობით თქვენზე აღმატებულია, ესეიგი მან რელიგიითაც გაჯობათ.
(მადარაჯი სალიქინ 2:294)
და ალ-შატიბი წერდა: შარიათი მთლიანობაში მხოლოდ კეთილშობილ ზნეობას აყალიბებს.
(ალ-მუვაჰაყა 2:124)
საჰაბეებს ესმოდათ, რომ ეთიკა არის ისლამური მეცნიერების საფუძველი. მათ მოუწოდეს ხალხს, რომ მოეძიათ ცოდნა, ამავე დროს დაუფლებოდნენ კარგ მანერებს და ზნეობას.
იმამ მუსლიმი გადმოსცემს: უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა:
იყავით თავმდაბალნი მათ მიმართ, ვინც გასწავლით და იყავით თავმდაბალნი მათ მიმართ, ვისაც ასწავლით.
(შუა'იბ ალ-იმან 1650)
კარგი ზნეობა და მანერები არ არის ის საგანძური, რომელიც მოდის ძალისხმევის გარეშე. როგორც ვსწავლობთ ყურანის და სუნნას ტექსტებს, ასევე გვჭირდება ვისწავლოთ ეთიკის წესებიც. რაჯა იბნ ჰაივა გადმოსცემს: აბუ დარდამ თქვა: უეჭველად, ცოდნა მოდის მხოლოდ სწავლით და ლმობიერება ლმობიერად მოპყრობით.
(რავდათ ალ-უყალა 100)
იბნ ალ-ყაიმი წერდა:
მანერების რელობაა ისაა, რომ ის მოდის ლამაზი ხასიათიდან. ამრიგად, მანერები არის შინაგანი განწყობის გამოვლინება.
(მარადაჯი სალიქინ 2:361)
ვინაიდან ეთიკას ისლამში ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ის ჩვენთვის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს. ისლამური საკითხების შესწავლამდე საჭიროა დავეუფლოთ კარგ ხასიათს და ზნეობას.
მალიქ იბნ ანასმა თქვა:
ისწავლეთ ზნეობა ცოდნის ძიებამდე.
(ღარაიბ მალიქ იბნ ანას 45)
ასევე მან თქვა:
დედაჩემი მაცმევდა და მეუბნებოდა: წადი რაბიასთან და ვიდრე მისგან ცოდნას დაეუფლებოდე მანამდე მისი ზნეობა შეისწავლე.
(თარტიბ ალ-მადარიქ 1:130)
იბნ მუბარაქმა უთხრა ჰადისის ხალხს:
თქვენ უფრო მეტად გჭირდებათ ცოტაოდენი ზნეობა, ვიდრე ბევრი ცოდნა.
(თარიხ დიმაშყ 32918)
და მან ასევე თქვა:
ოცდაათი წლის მანძილზე ვეძებდი ზნეობას და ოცი წელი ცოდნას. მართალი წინაპრები (ე.ი სალაფები) ჯერ სწვლობდნენ მანერებს და შემდეგ ეძებდნენ ცოდნას.
(ღაიათ ალ-ნიჰაია 1:446)
სუფიან ას-საურიმ თქვა: თუ კაცი განიზარავს დაწეროს ჰადისი, მან უნდა ისწავლოს ზნეობა და ეთაყვანოს (თავის ღმერთს) ოცი წელიწადი სანამ ამას გააკეთებს.
(ჰილიათ ალ-ავლია 361)
ალ-ლაით იბნ სა'დმა უთხრა ჰადისის ხალხს:
ისწავლეთ თავდაჭერილობა (ან მოთმინება) ცოდნის ძიებამდე.
(ჯამი ბაიან ალ-'ილმ 581)
იმამ ბუხარმა როცა მოიყვანა ჰადისი: აბუ ბურდა გადმოსცემს:
რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
დაუშვებელია ათზე მეტი წკეპლის დარტყმა იმის გარდა თუ ვინმე ბრალდებულია დანაშაულში, რომლის სასჯელსაც ალლაჰი ადგენს.
(ბუხარი 6848)
ამ ჰადისის თავს დაარქვა შემდეგი სახელწოდება:
(თავი 42-ე) რა სასჯელი შეიძლება დაეკისროს ადამიანს, რომ მან კვლავ არ ჩაიდინოს იგივე ცოდვა ან ისწავლოს კარგი მანერები. (თავი 42-ე)
სინამდვილეში, ძველად ხალხი უფრო მეტ ცოდნას იღებდა სწავლულებისგან მათი მანერებიდან ვიდრე მათი ცოდნისგან.
აზ-ზუჰრიმ თქვა:
ჩვენ ხანდახან მივდიოდით სწავლულთან და რასაც ვსწავლობდით მისი მანერებიდან ჩვენთვის უფრო საყვარელი იყო იმ ცოდნაზე, რომელსაც მისგან ვიღებდით.
(ჰილიათ ალ-ავლია 4575)
იბნ ვაჰბმა თქვა:
იმამ)მალიქის მანერებიდან უფრო მეტი ვისწავლე ვიდრე მისი ცოდნისგან.
(ჯამი' ალ-ბაიან ალ-'ილმ 581)
ალ-ჰასან იბნ ისმა'ილმა თქვა:
გავიგონე მამაჩემი ამბობდა:
დაახლოებით ხუთიათასი ან მეტი მოსწავლე ესწრებოდა იმამ აჰმადის გაკვეთილს და ხუთას მოსწავლეზე ნაკლები იწერდა (აჰმადის ლექციას). დანარჩენებმა ისწავლეს მისი კარგი მანერებიდან და საქციელიდან.
(მანაყიბ აჰმად გვ 210)
აბუ ჰაზრამ თქვა: მე ვხვდებოდი აჰმნად იბნ ჰანბალს თორმეტი წლის მანძილზე და ის უკითხავდა ალ-მუსნადს თავის ვაჟს, მაგრამ მე ერთი ჰადისიც არ ჩამიწერია მისგან; მე უბრალოდ მივიღე მისი მორალი და მანერები.
(იბნ ჯავზი მანაყიბ/აბუ ზაჰრა, გვ 33)
დღესდღეობით, ეთიკის ნორმების უცოდინრობის გამო მუსლიმანებს უამრავი პრობლემა ექმნება. დღეს ბევრი ახალგაზრდა ეუფლება ცოდნას მაგრამ არ ეუფლება ეთიკას და ხალხის თვალში მათ გამო ისლამს უტყდება სახელი. ეს ახალგაზრდები ცოდნას ეუფლებიან, და როცა იწყებენ ქადაგებას ეთიკის უცოდინრობის გამო კამათში და ხმამაღალ ტონში გადაუდით მათი ქადაგება. მათი ხმამაღალი საუბარი იმ ყველაფერს ფარავს, რაც იცის.
აბუ უმამა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ხალხი არ ასცდება სწორ გზას, სწორი მითითების შემდეგ, გარდა იმათისა ვინც უთანხმოებას იწყებენ. შემდეგ წაიკითხა აიათი:
არა, ეგენი მავნებელი ხალხი არიან! (ზუხრუფ 43:58)
(იბნ მაჯა 1:48)
მალიქ იბნ ანასი გადმოსცემს: დავა და აშკარა ცოდნის შესახებ კამათი იწვევს ცოდნის ჩაქრობას კაცის გულში. და მან თქვა: აშკარა ცოდნის შესახებ დავა იწვევს გულის გაუხეშებას და სიძულვილს.
(ჯამი' ალ-ულუმ ვალ-ჰიქამ 1:248)
გამოსავალი არის დღის წესრიგში დაბრუნდეს ყურანისა და სუნნას ეთიკური ნორმები. ყურანს და სუნნას ვსწავლობთ იმიტომ, რომ ჩვენ უკეთესი ადამიანები გავხდეთ, გავხდეთ ალლაჰის მიმართ უკეთესი მსახურები და ზოგადად კარგი პიროვნებები. წარმატება მხოლოდ ალლაჰის შეწევნითაა.
ალლაჰმა უკეთ იცის