აბორტი ისლამში.


რას ამბობს ისლამი აბორტის შესახებ? აბორტი უკანონოა ფეხმძიმობის ყველა ეტაპზე, გარდა საგანგებო მდგომარეობისა. სწავლულებმა დაუშვეს გამონაკლისები, თუ ფეხმძიმობა დედის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ალლაჰი ამბობს:
და ნუ დახოცავთ საკუთარ შვილებს გაღატაკების შიშით. ჩვენ ვაძლევთ სარჩოს მათაც და თქვენც. მათი მოკვლა დიდი ცოდვაა. (სურა ისრა 17:31)
ნაყოფი საშვილოსნოში უკვე არის ადამიანი, რომელსაც აქვს უფლება იყოს დაცული ძალადობისგან. ისლამში ისევე როგორც აკრძალულია მოზრდილი ადამიანის მოკვლა ასევე აკრძალულია მუცელში ნაყოფის მოკვლა. და თუ მაინც იქნა მოკლული ნაყოფი ან მუცელში გარდაიცვალა ბავშვი ისლამში მიღებულია, რომ გარდაცვლილი ნაყოფისთვისაც ლოცულობენ ჯანაზა ნამაზს.

ალ-მუღირა იბნ შუ'ბა გადმოცემს:
შუაამვალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჯანაზა ილოცება მოშორებულ ნაყოფზე და პატიება და წყალობა უნდა ითხოვოთ მშობლებისათვის. (აბუ დავუდ 3180)

აბორტი ჰგავს პრეისლამურ პრაქტიკას, როცა არაბი წარმართები თავიანთ ქალიშვილებს ცოცხლად მარხავდნენ დაბადებისთანავე, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ ქალიშვილი მათთვის სამარცხვინო იყო. ისლამმა მკაცრად აკრძალა ეს. ალლაჰი ამბობს:

როცა რომელიმე მათგანს მიუვა სამახარობლო მდედრისა, სახე სევდით გაუშავდება და დათრგუნულია. ემალება ხალხს იმის გამო, რაც მიახარეს(და ყოყმანობს) დაიტოვოს სირცხვილად თუ მიწაში დამარხოს.
(სურა ნაჰლ 16:58-59)


ალლაჰი ასევე ამბობს: როცა ცოცხლად დამარხულ გოგონას ჰკითხავენ: რა ცოდვისთვის მოიკლა?
(სურა თაქვირ 81:8-9)


იბნ ქასირი წერდა ამ (81:8-9) აიათის თაფსირში:
განკითხვის დღეს, ჩვილ გოგონას ჰკითხავენ თუ რომელი ცოდვისთვის მოიკლა. და თუ დაჩაგრულს ( ე.ი მოკლულ გოგონას) ეკითხებიან ამას, მაშინ რა შეიძლება ითქვას მჩაგრელზე?
(თაფსირ იბნ ქასირ 81:8)

იბნი თაიმია წერდა:
აბორტის გაკეთება აკრძალულია მუსლიმთა ერთსულოვანი აზრის თანახმად, ისევე როგორც ჩვილის ცოცხლად დამარხვაა აკრძალული.
(მაჯმუ'ულ ფატავა 34:160)

აბორტს ხშირად ისინი იკეთებენ რომლებიც უკანონო სექსუალურ კავშირებში ეფლობიან. მათ სურთ ჰქონდეთ თავისუფლება უზნეო ცხოვრებაში და ასევე ნაყოფის მოშორებაში. ისლამში ასეთი ცხოვრების წესი ვერასდროს იქნება გამართლებული. ისლამი მხოლოდ კანონიერ ინტიმურ კავშირს უჭერს მხარს და გარყვნილება ვერანაირად ვერ გამართლდება. ალლაჰი ამბობს:
და ნუ მიუახლოვდებით მრუშობას! რადგან, იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა. (სურა ისრა 17:32)
ტაღუთის სისტემამ ნება მისცა ხალხს იყვნენ გარყვნილები, ხალხს ხელი შეუწყო გარყვნილებაში და მიიღო სავალალო შედეგები, რამაც გამოიწვია უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა მუცელშივე. როგორც ზემოთ ითქვა სწავლულებმა გამოკალისი დაუშვეს და მის შესახებაც ვიტყვით. სწავლულებმა თქვეს, რომ თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება მაშინ დასაშვებია ნაყოფის განზრახ მოშორება. თუმცა აღნიშნეს, რომ ეს სასურველია პირველ ორმოც დღემდე. ეს გამონაკლისი ემყარება დროის მონაკვეთს რომელზეც ნათქვამია ჰადისში:

ვაყი გადმოსცემს: ნებისმიერი თქვენგანის შექმნა ასეთია: რომელიც დედის საშვილოსნოში ყალიბდება ორმოცი ღამის განმავლობაში. შუ'ბამ თქვა: ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. ხოლო ჯარირმა და 'ისამ თქვეს: ორმოცი დღე.
(მუსლიმი 2643)

აბორტის გაკეთება ნებადართულია თუ ეს დედის სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ არ არის დასაშვები მაშინ როცა ეშინია ადამიანს სიღარიბის ან სხვა რამის. საერთო ჯამში, აბორტი დაუშვებელია გარდა საგანგებო ვითარებისა. თუ ასეთი გარემოებები არსებობს, მშობლებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია სანდო ექიმთან მათი მდგომარეობის შესახებ.