9 სურა თავბა
129 აიათი
بَرَآءَةٌۭ مِّنَ ٱللَّهِ وَرَسُولِهِۦٓ إِلَى ٱلَّذِينَ عَـٰهَدتُّم مِّنَ ٱلْمُشْرِكِينَ 1. ეს ბოლო გაფრთხილებაა ალლაჰისგან და მისი შუამავლისგან იმ წარმართთათვის, რომლებთანაც შეთანხმება გქონდათ დადებული. فَسِيحُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ أَرْبَعَةَ أَشْهُرٍۢ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّكُمْ غَيْرُ مُعْجِزِى ٱللَّهِ ۙ وَأَنَّ ٱللَّهَ مُخْزِى ٱلْكَـٰفِرِينَ 2. იმოგზაურეთ დედამიწაზე ოთხ თვეს, და იცოდეთ, რომ თქვენ ვერ წაუხვალთ ალლაჰს, ხოლო ალლაჰი დააკნინებს ურწმუნოებს. وَأَذَ‌ٰنٌۭ مِّنَ ٱللَّهِ وَرَسُولِهِۦٓ إِلَى ٱلنَّاسِ يَوْمَ ٱلْحَجِّ ٱلْأَكْبَرِ أَنَّ ٱللَّهَ بَرِىٓءٌۭ مِّنَ ٱلْمُشْرِكِينَ ۙ وَرَسُولُهُۥ ۚ فَإِن تُبْتُمْ فَهُوَ خَيْرٌۭ لَّكُمْ ۖ وَإِن تَوَلَّيْتُمْ فَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّكُمْ غَيْرُ مُعْجِزِى ٱللَّهِ ۗ وَبَشِّرِ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِعَذَابٍ أَلِيمٍ 3. მოწოდება ალლაჰისა მისი შუამავლისგან ხალხისადმი დიდი ჰაჯის დღეს იმის თაობაზე, რომ ალლაჰი ემიჯნება წარმართებს და მისი შუამავალიც. და თუ მოინანიებთ, უკეთესია თქვენთვის, ხოლო თუ პირს იბრუნებთ, იცოდეთ, რომ თქვენ ვერ წაუხვალთ ალლაჰს. ისინი კი რომელთაც არ ირწმუნეს, გაახარე მტანჯველი სასჯელით. إِلَّا ٱلَّذِينَ عَـٰهَدتُّم مِّنَ ٱلْمُشْرِكِينَ ثُمَّ لَمْ يَنقُصُوكُمْ شَيْـًۭٔا وَلَمْ يُظَـٰهِرُوا۟ عَلَيْكُمْ أَحَدًۭا فَأَتِمُّوٓا۟ إِلَيْهِمْ عَهْدَهُمْ إِلَىٰ مُدَّتِهِمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلْمُتَّقِينَ 4. გარდა იმ წარმართთა, ვისთანაც შეთანხმება დაგიდიათ და შემდგომ თქვენს წინაშე არაფერი დაურღვევიათ, და თქვენს წინააღმდეგ არავის შეკვრიან. მაშ სრულიად შეუსრულეთ თავიანთი პირობა მათთვის დათქმულ ვადამდე. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს ღვთისმოშიშნი. فَإِذَا ٱنسَلَخَ ٱلْأَشْهُرُ ٱلْحُرُمُ فَٱقْتُلُوا۟ ٱلْمُشْرِكِينَ حَيْثُ وَجَدتُّمُوهُمْ وَخُذُوهُمْ وَٱحْصُرُوهُمْ وَٱقْعُدُوا۟ لَهُمْ كُلَّ مَرْصَدٍۢ ۚ فَإِن تَابُوا۟ وَأَقَامُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتَوُا۟ ٱلزَّكَوٰةَ فَخَلُّوا۟ سَبِيلَهُمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 5. და როცა ჩაივლის ნაკრძალი თვეები, დახოცეთ წარმართები, სადაც წააწყდებით, შეიპყარით, ალყა შემოარტყით და ჩაუსაფრდით ყველა საფარში. თუ მოინანიეს, ლოცვად დადგნენ და ზექათი გასცეს, გაუშვით თავიანთ გზაზე. ჭეშმარიტად, ალლაჰი, მიმტევებელი, მწყალობელია. وَإِنْ أَحَدٌۭ مِّنَ ٱلْمُشْرِكِينَ ٱسْتَجَارَكَ فَأَجِرْهُ حَتَّىٰ يَسْمَعَ كَلَـٰمَ ٱللَّهِ ثُمَّ أَبْلِغْهُ مَأْمَنَهُۥ ۚ ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّهُمْ قَوْمٌۭ لَّا يَعْلَمُونَ 6. თუკი რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, თავფესაფარი მიეცი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა, შემდეგ მიიყვანე უსაფრთხო ადგილამდე. ეს იმის გამო, რომ ისინი უცოდინარი ხალხია. كَيْفَ يَكُونُ لِلْمُشْرِكِينَ عَهْدٌ عِندَ ٱللَّهِ وَعِندَ رَسُولِهِۦٓ إِلَّا ٱلَّذِينَ عَـٰهَدتُّمْ عِندَ ٱلْمَسْجِدِ ٱلْحَرَامِ ۖ فَمَا ٱسْتَقَـٰمُوا۟ لَكُمْ فَٱسْتَقِيمُوا۟ لَهُمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلْمُتَّقِينَ 7. როგორ იქნება წარმართებს ჰქონდეთ აღთქმა ალლაჰისა და მისი შუამავლის წინაშე, იმის გარდა, ვისთანაც თქვენ ხელშეკრულება დაგიდიათ მესჯიდი ჰარამთან(ქააბა)? და თუ ისინი მართლები არიან თქვენთან, თქვენც მართლები იყავით მათთან. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს ღვთისმოშიშნი. كَيْفَ وَإِن يَظْهَرُوا۟ عَلَيْكُمْ لَا يَرْقُبُوا۟ فِيكُمْ إِلًّۭا وَلَا ذِمَّةًۭ ۚ يُرْضُونَكُم بِأَفْوَ‌ٰهِهِمْ وَتَأْبَىٰ قُلُوبُهُمْ وَأَكْثَرُهُمْ فَـٰسِقُونَ 8. მაშ როგორ?! ისინი თუკი თქვენზე გაიმარჯვებენ, არად ჩააგდებენ თქვენდამი არც სამართალს, არც ფიცსა და არც შეთანხმებას. ენით გასიამოვნებენ, მაშინ, როცა გულნი უარყოფენ და უმეტესი მათგანი ფაასიყია(ურჩი/ბილწი). ٱشْتَرَوْا۟ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ ثَمَنًۭا قَلِيلًۭا فَصَدُّوا۟ عَن سَبِيلِهِۦٓ ۚ إِنَّهُمْ سَآءَ مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 9. გაყიდეს მათ ალლაჰის აიათები მცირე საფასურად და აცდენიან ალლაჰის გზას და რა ცუდია, რასაც აკეთებენ. لَا يَرْقُبُونَ فِى مُؤْمِنٍ إِلًّۭا وَلَا ذِمَّةًۭ ۚ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْمُعْتَدُونَ 10. არცერთი მორწმუნის წინაშე არ იცავენ არც ფიცს და არც შეთანხმებას და სწორედ ისინი არიან თავგასულნი. فَإِن تَابُوا۟ وَأَقَامُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتَوُا۟ ٱلزَّكَوٰةَ فَإِخْوَ‌ٰنُكُمْ فِى ٱلدِّينِ ۗ وَنُفَصِّلُ ٱلْـَٔايَـٰتِ لِقَوْمٍۢ يَعْلَمُونَ 11. ხოლო თუ მოინანიეს, ლოცვად დადგნენ და ზექათი გასცეს, თქვენი ძმები არიან რჯულში და ჩვენ განვუმარტავთ აიათებს იმ ხალხს, რომელმაც იცის. وَإِن نَّكَثُوٓا۟ أَيْمَـٰنَهُم مِّنۢ بَعْدِ عَهْدِهِمْ وَطَعَنُوا۟ فِى دِينِكُمْ فَقَـٰتِلُوٓا۟ أَئِمَّةَ ٱلْكُفْرِ ۙ إِنَّهُمْ لَآ أَيْمَـٰنَ لَهُمْ لَعَلَّهُمْ يَنتَهُونَ 12. და თუ გატეხეს თავიანთი ფიცი დადების შემდეგ და გაამასხარეს თქვენი რწმენა, შეებრძოლეთ ურწმუნოთა მეთაურებს. მათთვის არ არსებობს ფიცი, ეგების შეეშვან. أَلَا تُقَـٰتِلُونَ قَوْمًۭا نَّكَثُوٓا۟ أَيْمَـٰنَهُمْ وَهَمُّوا۟ بِإِخْرَاجِ ٱلرَّسُولِ وَهُم بَدَءُوكُمْ أَوَّلَ مَرَّةٍ ۚ أَتَخْشَوْنَهُمْ ۚ فَٱللَّهُ أَحَقُّ أَن تَخْشَوْهُ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ 13. განა არ შეებრძოლებით ხალხს, რომელმაც დაარღვია თავისი აღთქმა და განიზრახა შუამავლის გაძევება?! მაშინ, როცა თქვენთან (შუღლი)პირველებმა წამოიწყეს. განა გეშინიათ მათი, მაშინ, როცა ალლაჰი უფრო ღირსია იმისა, რომ მისი გეშინოდეთ, თუკი ხართ მორწმუნენი. قَـٰتِلُوهُمْ يُعَذِّبْهُمُ ٱللَّهُ بِأَيْدِيكُمْ وَيُخْزِهِمْ وَيَنصُرْكُمْ عَلَيْهِمْ وَيَشْفِ صُدُورَ قَوْمٍۢ مُّؤْمِنِينَ 14. შეებრძოლეთ მათ! ალლაჰი დასჯის და დაამცირებს თქვენი ხელით. გაგამარჯვებინებთ მათზე და დაამშვიდებს მორწმუნე ხალხის გულებს. وَيُذْهِبْ غَيْظَ قُلُوبِهِمْ ۗ وَيَتُوبُ ٱللَّهُ عَلَىٰ مَن يَشَآءُ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ 15. გაფანტავს მათ გულთა მრისხანებას და ალლაჰი შეუნდობს, ვისაც ინებებს. ჭეშმარიტად, ალლაჰია ყოვლისმცოდნე, ბრძენი. أَمْ حَسِبْتُمْ أَن تُتْرَكُوا۟ وَلَمَّا يَعْلَمِ ٱللَّهُ ٱلَّذِينَ جَـٰهَدُوا۟ مِنكُمْ وَلَمْ يَتَّخِذُوا۟ مِن دُونِ ٱللَّهِ وَلَا رَسُولِهِۦ وَلَا ٱلْمُؤْمِنِينَ وَلِيجَةًۭ ۚ وَٱللَّهُ خَبِيرٌۢ بِمَا تَعْمَلُونَ 16. განა გეგონათ, მიტოვებულ იქნებოდით, მაშინ, როცა ალლაჰს ჯერ არ შეუცვნია თქვენგან ისინი, ვინც იბრძოდნენ და არავის ირჩევდნენ ალლაჰისა და მისი შუამავლის და მორწმუნეთა გარდა, მეგორბად. და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებენ. مَا كَانَ لِلْمُشْرِكِينَ أَن يَعْمُرُوا۟ مَسَـٰجِدَ ٱللَّهِ شَـٰهِدِينَ عَلَىٰٓ أَنفُسِهِم بِٱلْكُفْرِ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ حَبِطَتْ أَعْمَـٰلُهُمْ وَفِى ٱلنَّارِ هُمْ خَـٰلِدُونَ 17. არ ეგების, ალლაჰის მეჩეთები დაიცვან მუშრიქებმა(წარმართებმა), საკუთარი თავის წინააღმდეგ ურწმუნოებით რომ ამოწმებენ. მათი საქმენი ფუჭია და ცეცხლში იქნებიან მარადიულად. إِنَّمَا يَعْمُرُ مَسَـٰجِدَ ٱللَّهِ مَنْ ءَامَنَ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ وَأَقَامَ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتَى ٱلزَّكَوٰةَ وَلَمْ يَخْشَ إِلَّا ٱللَّهَ ۖ فَعَسَىٰٓ أُو۟لَـٰٓئِكَ أَن يَكُونُوا۟ مِنَ ٱلْمُهْتَدِينَ 18. არამედ, ალლაჰის მეჩეთები უნდა დაიცვას იმან, ვინც ირწმუნა ალლაჰი და უკანასკნელი დღე, ვინც ლოცვად დგება, ზექათს გასცემს და არავის შიში არ აქვს ალლაჰის გარდა. სწორედ ისინი არიან სწორ გზაზე მავალნი. أَجَعَلْتُمْ سِقَايَةَ ٱلْحَآجِّ وَعِمَارَةَ ٱلْمَسْجِدِ ٱلْحَرَامِ كَمَنْ ءَامَنَ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ وَجَـٰهَدَ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ ۚ لَا يَسْتَوُۥنَ عِندَ ٱللَّهِ ۗ وَٱللَّهُ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلظَّـٰلِمِينَ 19. განა თქვენ ჰაჯის დღესასწაულის მონაწილეთა დამარწყულებელთ ან მეჩეთთა აღმშენებლებს იმათ თანასწორად მიიჩნევთ, ვინც ირწმუნა ალლაჰი, უკანასკნელი დღე და იბრძვიან ალლაჰის გზაზე? ისინი თანასწორნი არ არიან ალლაჰის წინაშე და ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე უსამართლო ხალხს. ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَهَاجَرُوا۟ وَجَـٰهَدُوا۟ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ بِأَمْوَ‌ٰلِهِمْ وَأَنفُسِهِمْ أَعْظَمُ دَرَجَةً عِندَ ٱللَّهِ ۚ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْفَآئِزُونَ 20. ისინი, ვინც ირწმუნა, ჰიჯრაში წავიდა და იბრძოდა ალლაჰის გზაზე თავისი ქონებითა და სიცოცხლით, უმაღლესნი არიან ხარისხით ალლაჰის წინაშე და სწორედ ისინი არიან გამარჯვებულნი. يُبَشِّرُهُمْ رَبُّهُم بِرَحْمَةٍۢ مِّنْهُ وَرِضْوَ‌ٰنٍۢ وَجَنَّـٰتٍۢ لَّهُمْ فِيهَا نَعِيمٌۭ مُّقِيمٌ 21. ახარებს მათ თავიანთი ღმერთი თავის წყალობას, კმაყოფილებასა და სამოთხეებს, სადაც მარადიული ნეტარებაა. خَـٰلِدِينَ فِيهَآ أَبَدًا ۚ إِنَّ ٱللَّهَ عِندَهُۥٓ أَجْرٌ عَظِيمٌۭ 22. იქ დამკვიდრდებიან სამუდამოდ. ჭეშმარიტად, ალლაჰის წინაშეა უდიდესი საზღაური. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَتَّخِذُوٓا۟ ءَابَآءَكُمْ وَإِخْوَ‌ٰنَكُمْ أَوْلِيَآءَ إِنِ ٱسْتَحَبُّوا۟ ٱلْكُفْرَ عَلَى ٱلْإِيمَـٰنِ ۚ وَمَن يَتَوَلَّهُم مِّنكُمْ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلظَّـٰلِمُونَ 23. ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, ნუ აირჩევთ თქვენს მამებსა და ძმებს მეგობრებად, თუკი მათ ურწმუნოება რწმენას ურჩევნიათ. ის თქვენგანი კი, ვინც მათ მიჰყვება, უსამართლოა. قُلْ إِن كَانَ ءَابَآؤُكُمْ وَأَبْنَآؤُكُمْ وَإِخْوَ‌ٰنُكُمْ وَأَزْوَ‌ٰجُكُمْ وَعَشِيرَتُكُمْ وَأَمْوَ‌ٰلٌ ٱقْتَرَفْتُمُوهَا وَتِجَـٰرَةٌۭ تَخْشَوْنَ كَسَادَهَا وَمَسَـٰكِنُ تَرْضَوْنَهَآ أَحَبَّ إِلَيْكُم مِّنَ ٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ وَجِهَادٍۢ فِى سَبِيلِهِۦ فَتَرَبَّصُوا۟ حَتَّىٰ يَأْتِىَ ٱللَّهُ بِأَمْرِهِۦ ۗ وَٱللَّهُ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلْفَـٰسِقِينَ 24. უთხარი: თუ თქვენი მამები, შვილები, ძმები, ცოლები, ნათესავები, ქონება, რომელსაც იძენთ, ვაჭრობა, რომლის ზარალისაც გეშინიათ, და საცხოვრებელნი, რომლითაც კმაყოფილნი ხართ, თქვენთვის უფრო საყვარელი იქნება, ვიდრე ალლაჰი, მისი შუამავალი და მის გზაზე ბრძოლა, მაშინ დაელოდეთ, სანამ ალლაჰი არ მოვა თავისი ბრძანებით. და ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე ურჩ ხალხს. لَقَدْ نَصَرَكُمُ ٱللَّهُ فِى مَوَاطِنَ كَثِيرَةٍۢ ۙ وَيَوْمَ حُنَيْنٍ ۙ إِذْ أَعْجَبَتْكُمْ كَثْرَتُكُمْ فَلَمْ تُغْنِ عَنكُمْ شَيْـًۭٔا وَضَاقَتْ عَلَيْكُمُ ٱلْأَرْضُ بِمَا رَحُبَتْ ثُمَّ وَلَّيْتُم مُّدْبِرِينَ 25. ვფიცავ, თქვენ ადრე შეგეწიათ ალლაჰი მრავალ ადგილას და ჰუნაინის დღეს, როცა ხიბლში ჩაგაგდოთ თქვენმა სიმრავლემ, თუმცა ვერაფერში გარგოთ მან და დედამიწა გევიწროვათ, მთელი მისი სივრცეების მიუხედავად. და ზურგი იქციეთ და უკან დაიხიეთ. ثُمَّ أَنزَلَ ٱللَّهُ سَكِينَتَهُۥ عَلَىٰ رَسُولِهِۦ وَعَلَى ٱلْمُؤْمِنِينَ وَأَنزَلَ جُنُودًۭا لَّمْ تَرَوْهَا وَعَذَّبَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ ۚ وَذَ‌ٰلِكَ جَزَآءُ ٱلْكَـٰفِرِينَ 26. შემდეგ ზეგარდმოუვლინა ალლაჰმა თავისი სიმშვიდე მის შუამავალს და მორწმუნეებს. და გარდმოავლინა მეომრები, რომელთაც ვერ ხედავდით. ისინი კი დასაჯა, ვინც ურწმუნონი იყვნენ და სწორედ ეს არის ურწმუნოთა საზღაური. مَّ يَتُوبُ ٱللَّهُ مِنۢ بَعْدِ ذَ‌ٰلِكَ عَلَىٰ مَن يَشَآءُ ۗ وَٱللَّهُ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 27. მერე შეუნდობს ალლაჰი იმას, ვისაც ინებებს, რადგან ალლაჰია მიმტევებელი, მწყალობელი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِنَّمَا ٱلْمُشْرِكُونَ نَجَسٌۭ فَلَا يَقْرَبُوا۟ ٱلْمَسْجِدَ ٱلْحَرَامَ بَعْدَ عَامِهِمْ هَـٰذَا ۚ وَإِنْ خِفْتُمْ عَيْلَةًۭ فَسَوْفَ يُغْنِيكُمُ ٱللَّهُ مِن فَضْلِهِۦٓ إِن شَآءَ ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلِيمٌ حَكِيمٌۭ 28. ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ! უეჭველია, წარმართები უწმინდურები არიან და ნუ მიუახლოვდებიან მესჯიდი ჰარამს(ქააბას) ამ წლის შემდგომ. ნუ გეშინიათ სიღატაკისა, მალე გაგამდიდრებთ თქვენ ალლაჰი თავისი მადლით, თუკი ინებებს. ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია. قَـٰتِلُوا۟ ٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ وَلَا بِٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ وَلَا يُحَرِّمُونَ مَا حَرَّمَ ٱللَّهُ وَرَسُولُهُۥ وَلَا يَدِينُونَ دِينَ ٱلْحَقِّ مِنَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ حَتَّىٰ يُعْطُوا۟ ٱلْجِزْيَةَ عَن يَدٍۢ وَهُمْ صَـٰغِرُونَ 29. ებრძოლეთ იმათ, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და უკანასკნელი დღე, და არ იკრძალავენ იმას, რაც აკრძალა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა, და არ აღიარებენ ჭეშმარიტ რელიგიას მათგან, ვისაც წიგნი მიეცათ, ვიდრე თავისი ხელით გაიღებენ ჯიზიას(ხარკს). იმ დროს როცა იქნებიან დამცირებულნი. وَقَالَتِ ٱلْيَهُودُ عُزَيْرٌ ٱبْنُ ٱللَّهِ وَقَالَتِ ٱلنَّصَـٰرَى ٱلْمَسِيحُ ٱبْنُ ٱللَّهِ ۖ ذَ‌ٰلِكَ قَوْلُهُم بِأَفْوَ‌ٰهِهِمْ ۖ يُضَـٰهِـُٔونَ قَوْلَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِن قَبْلُ ۚ قَـٰتَلَهُمُ ٱللَّهُ ۚ أَنَّىٰ يُؤْفَكُونَ 30. ამბობენ იუდეველნი: უზეირი ალლაჰის ძეა, და ამბობენ ქრისტიანები: მესია(იესო) ალლაჰის ძეა. მათი პირები იმეორებენ იმათ სიტყვებს, ვინც ურწმუნო იყო მათზე უწინ. დასწყევლოს ალლაჰმა ისინი. როგორ ცდებიან! ٱتَّخَذُوٓا۟ أَحْبَارَهُمْ وَرُهْبَـٰنَهُمْ أَرْبَابًۭا مِّن دُونِ ٱللَّهِ وَٱلْمَسِيحَ ٱبْنَ مَرْيَمَ وَمَآ أُمِرُوٓا۟ إِلَّا لِيَعْبُدُوٓا۟ إِلَـٰهًۭا وَ‌ٰحِدًۭا ۖ لَّآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۚ سُبْحَـٰنَهُۥ عَمَّا يُشْرِكُونَ 31. მათ დაიდგინეს ღმერთებად მათი მწიგნობრები და ბერები, ალლაჰის მაგივრად, ასევე მესია, მარიამის შვილი. მათ ნაბრძანები ჰქონდათ, რომ მხოლოდ ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ. არ არსებობს ღვთაება, მის გარდა. დიდება მას! შორსაა იმისაგან, რასაც თანაზიარად უდგენენ. يُرِيدُونَ أَن يُطْفِـُٔوا۟ نُورَ ٱللَّهِ بِأَفْوَ‌ٰهِهِمْ وَيَأْبَى ٱللَّهُ إِلَّآ أَن يُتِمَّ نُورَهُۥ وَلَوْ كَرِهَ ٱلْكَـٰفِرُونَ 32. მათ სურთ, რომ თავიანთი პირებით ჩააქრონ ალლაჰის ნათელი, მაგრამ ალლაჰი არ დაუშვებს ამას და განავრცობს თავის ნათელს, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს. هُوَ ٱلَّذِىٓ أَرْسَلَ رَسُولَهُۥ بِٱلْهُدَىٰ وَدِينِ ٱلْحَقِّ لِيُظْهِرَهُۥ عَلَى ٱلدِّينِ كُلِّهِۦ وَلَوْ كَرِهَ ٱلْمُشْرِكُونَ 33. იგია, ვინც წარმოგზავნა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა აღმატებულ ჰქმნას იგი ყველა რწმენაზე, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ წარმართებს(მუშრიქებს). يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِنَّ كَثِيرًۭا مِّنَ ٱلْأَحْبَارِ وَٱلرُّهْبَانِ لَيَأْكُلُونَ أَمْوَ‌ٰلَ ٱلنَّاسِ بِٱلْبَـٰطِلِ وَيَصُدُّونَ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ ۗ وَٱلَّذِينَ يَكْنِزُونَ ٱلذَّهَبَ وَٱلْفِضَّةَ وَلَا يُنفِقُونَهَا فِى سَبِيلِ ٱللَّهِ فَبَشِّرْهُم بِعَذَابٍ أَلِيمٍۢ 34. ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, მრავალი მწიგნობარი და ბერი ჭამს ხალხის ქონებას უსამართლოდ და აბრკოლებენ ალლაჰის გზაზე. ასევე ისინიც, ვინც აგროვებენ ოქროსა და ვერცხლს და არ ხარჯავენ მას ალლაჰის გზაზე. და ახარე მათ მტანჯველი სასჯელი. يَوْمَ يُحْمَىٰ عَلَيْهَا فِى نَارِ جَهَنَّمَ فَتُكْوَىٰ بِهَا جِبَاهُهُمْ وَجُنُوبُهُمْ وَظُهُورُهُمْ ۖ هَـٰذَا مَا كَنَزْتُمْ لِأَنفُسِكُمْ فَذُوقُوا۟ مَا كُنتُمْ تَكْنِزُونَ 35. იმ დღეს, როცა ამ ოქრო-ვერცხლს ჯოჯოხეთის ცეცხლში გაახურებენ და მათ შუბლზე, გვერდებსა და ზურგზე დააკრავენ. სწორედ ეს არის, რაც საკუთარი თავისათვის მოაგროვეთ. მაშ იგემეთ ის, რასაც აგროვებდით. إِنَّ عِدَّةَ ٱلشُّهُورِ عِندَ ٱللَّهِ ٱثْنَا عَشَرَ شَهْرًۭا فِى كِتَـٰبِ ٱللَّهِ يَوْمَ خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ مِنْهَآ أَرْبَعَةٌ حُرُمٌۭ ۚ ذَ‌ٰلِكَ ٱلدِّينُ ٱلْقَيِّمُ ۚ فَلَا تَظْلِمُوا۟ فِيهِنَّ أَنفُسَكُمْ ۚ وَقَـٰتِلُوا۟ ٱلْمُشْرِكِينَ كَآفَّةًۭ كَمَا يُقَـٰتِلُونَكُمْ كَآفَّةًۭ ۚ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ مَعَ ٱلْمُتَّقِينَ 36. ჭეშმარიტად, თვეთა რიცხვი ალლაჰის წინაშე არის თორმეტი თვე, თანახმად ალლაჰის წიგნისა იმ დღიდან, როცა მან შექმნა ცანი და დედამიწა. მათგან ოთხი - აკრძალული თვეა. ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება და ნუ მოექცევით ამ თვეებში უსამართლოდ საკუთარ თავს. ერთიანად შეებრძოლეთ წარმართებს, ისევე, როგორც გებრძვიან ისინი თქვენ ერთიანად და იცოდეთ, რომ ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა. إِنَّمَا ٱلنَّسِىٓءُ زِيَادَةٌۭ فِى ٱلْكُفْرِ ۖ يُضَلُّ بِهِ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ يُحِلُّونَهُۥ عَامًۭا وَيُحَرِّمُونَهُۥ عَامًۭا لِّيُوَاطِـُٔوا۟ عِدَّةَ مَا حَرَّمَ ٱللَّهُ فَيُحِلُّوا۟ مَا حَرَّمَ ٱللَّهُ ۚ زُيِّنَ لَهُمْ سُوٓءُ أَعْمَـٰلِهِمْ ۗ وَٱللَّهُ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلْكَـٰفِرِينَ 37. უეჭველად, გადავადება აღრმავებს ურწმუნოებას, რითაც გზას ასცდებიან ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს. მას ნებადართულად აცხადებენ ერთ წელს და აკრძალულად თვლიან მეორე წელს, რათა გაათანაბრონ თვეების რიცხვი, რომელიც ალლაჰმა აკრძალა. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مَا لَكُمْ إِذَا قِيلَ لَكُمُ ٱنفِرُوا۟ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ ٱثَّاقَلْتُمْ إِلَى ٱلْأَرْضِ ۚ أَرَضِيتُم بِٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا مِنَ ٱلْـَٔاخِرَةِ ۚ فَمَا مَتَـٰعُ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا فِى ٱلْـَٔاخِرَةِ إِلَّا قَلِيلٌ 38. ჰეი თვენ რომელთაც ირწმუნეთ, რა გემართებათ მაშინ, როცა მოგიწოდებენ ალლაჰის გზაზე საბრძოლველად, მძიმე-მძიმედ რომ მიაბიჯებთ დედამიწაზე. განა თქვენ მიწიერით უფრო კმაყოფილნი ხართ, ვიდრე საიქიოთი? ამ ქვეყნის სიტკბოება არაფერია, იმქვეყნიურთან შედარებით. إِلَّا تَنفِرُوا۟ يُعَذِّبْكُمْ عَذَابًا أَلِيمًۭا وَيَسْتَبْدِلْ قَوْمًا غَيْرَكُمْ وَلَا تَضُرُّوهُ شَيْـًۭٔا ۗ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌ 39. თუ სალაშქროდ არ წახვალთ, დაგსჯით(ალლაჰი) მტანჯველი სასჯელით და თქვენ მაგივრად მოიყვანს სხვა ხალხს. მას ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა. إِلَّا تَنصُرُوهُ فَقَدْ نَصَرَهُ ٱللَّهُ إِذْ أَخْرَجَهُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ ثَانِىَ ٱثْنَيْنِ إِذْ هُمَا فِى ٱلْغَارِ إِذْ يَقُولُ لِصَـٰحِبِهِۦ لَا تَحْزَنْ إِنَّ ٱللَّهَ مَعَنَا ۖ فَأَنزَلَ ٱللَّهُ سَكِينَتَهُۥ عَلَيْهِ وَأَيَّدَهُۥ بِجُنُودٍۢ لَّمْ تَرَوْهَا وَجَعَلَ كَلِمَةَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ ٱلسُّفْلَىٰ ۗ وَكَلِمَةُ ٱللَّهِ هِىَ ٱلْعُلْيَا ۗ وَٱللَّهُ عَزِيزٌ حَكِيمٌ 40. მას(შუამავალს) თუ თქვენ არ შეეწევით, უკვე შეეწია ალლაჰი ორიდან მეორეთი, როცა იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, იგი გააძევეს. და ისინი ორნი იყვნენ გამოქვაბულში როცა უთხრა თავის მეგობარს: არ იდარდო, ჭეშმარიტად, ალლაჰი ჩვენთანაა. - უბოძა მას ალლაჰმა სიმშვიდე და თქვენ არ დაგინახავთ. და დაადგინა იმათი სიტყვა, რომელთაც არ ირწმუნეს, უმდაბლეს საფეხურზე. ალლაჰის სიტყვა კი უზენაესია. ალლაჰი ძვევამოსილი, ბრძენია. ٱنفِرُوا۟ خِفَافًۭا وَثِقَالًۭا وَجَـٰهِدُوا۟ بِأَمْوَ‌ٰلِكُمْ وَأَنفُسِكُمْ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ ۚ ذَ‌ٰلِكُمْ خَيْرٌۭ لَّكُمْ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ 41. გამოდით ამხედრებული თუ ქვეითი, და იბრძოლეთ თქვენი ქონებითა და სიცოცხლით ალლაჰის გზაზე. ეს უკეთესია თქვენთვის, რომ იცოდეთ. لَوْ كَانَ عَرَضًۭا قَرِيبًۭا وَسَفَرًۭا قَاصِدًۭا لَّٱتَّبَعُوكَ وَلَـٰكِنۢ بَعُدَتْ عَلَيْهِمُ ٱلشُّقَّةُ ۚ وَسَيَحْلِفُونَ بِٱللَّهِ لَوِ ٱسْتَطَعْنَا لَخَرَجْنَا مَعَكُمْ يُهْلِكُونَ أَنفُسَهُمْ وَٱللَّهُ يَعْلَمُ إِنَّهُمْ لَكَـٰذِبُونَ 42. მანძილი რომ ახლო ყოფილიყო, მოგზაურობა კი - ადვილი, გამოგყვებოდნენ, მაგრამ შორი ეჩვენათ მანძილი და ალლაჰს იფიცებდნენ - რომ შეგვძლებოდა, უეჭველად წამოგყვებოდითო! თავს იღუპავენ. ალლაჰმა უწყის, რომ ისინი მატყუარები არიან. عَفَا ٱللَّهُ عَنكَ لِمَ أَذِنتَ لَهُمْ حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَكَ ٱلَّذِينَ صَدَقُوا۟ وَتَعْلَمَ ٱلْكَـٰذِبِينَ 43. ალლაჰმა შეგინდოს, რატომ დართე ნება, ვიდრე ცხადი არ გახდა ვინ გულწრფელი იყო და არ შეიცნობდი მატყუარებს? لَا يَسْتَـْٔذِنُكَ ٱلَّذِينَ يُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ أَن يُجَـٰهِدُوا۟ بِأَمْوَ‌ٰلِهِمْ وَأَنفُسِهِمْ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌۢ بِٱلْمُتَّقِينَ 44. ნებართვას არ გთხოვენ ისინი, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და უკანასკნელი დღე, საიმისოდ, რომ იბრძოლონ თავიანთი ქონებითა და სიცოცხლით. და ალლაჰმა უწყის ღვთისმოშიშნი. إِنَّمَا يَسْتَـْٔذِنُكَ ٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ وَٱرْتَابَتْ قُلُوبُهُمْ فَهُمْ فِى رَيْبِهِمْ يَتَرَدَّدُونَ 45. შენგან ნებართვას ისინი ითხოვენ, რომელთაც არ ირწმუნეს ალლაჰი და უკანასკნელი დღე და ვისი გულებიც ყოყმანობენ. ისინი აქეთ-იქით აწყდებიან თავიანთ ეჭვებში. وَلَوْ أَرَادُوا۟ ٱلْخُرُوجَ لَأَعَدُّوا۟ لَهُۥ عُدَّةًۭ وَلَـٰكِن كَرِهَ ٱللَّهُ ٱنۢبِعَاثَهُمْ فَثَبَّطَهُمْ وَقِيلَ ٱقْعُدُوا۟ مَعَ ٱلْقَـٰعِدِينَ 46. და წამოსვლა რომ სდომოდათ, გაამზადებდნენ ამისათვის აღჭურვილობას, მაგრამ ალლაჰმა არ ინება მათი გამგზავრება, დააკავა ისინი და ებრძანათ: დასხედით (შინ) მსხდომებთან ერთად! لَوْ خَرَجُوا۟ فِيكُم مَّا زَادُوكُمْ إِلَّا خَبَالًۭا وَلَأَوْضَعُوا۟ خِلَـٰلَكُمْ يَبْغُونَكُمُ ٱلْفِتْنَةَ وَفِيكُمْ سَمَّـٰعُونَ لَهُمْ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌۢ بِٱلظَّـٰلِمِينَ 47. თუ გარეთ თქვენთან ერთად გამოვიდოდნენ, არაფერს შეგმატებდნენ, უწესრიგობის გარდა, და ეცდებოდნენ ჩაეთესათ თქვენში შუღლი და განსაცდელი. თქვენში არიან მათში ყურისმიმგდები და ალლაჰი იცნობს უსამართლოებს. لَقَدِ ٱبْتَغَوُا۟ ٱلْفِتْنَةَ مِن قَبْلُ وَقَلَّبُوا۟ لَكَ ٱلْأُمُورَ حَتَّىٰ جَآءَ ٱلْحَقُّ وَظَهَرَ أَمْرُ ٱللَّهِ وَهُمْ كَـٰرِهُونَ 48. მათ ადრეც მოინდომეს განხეთქილება და გიხლართავდნენ შენ საქმეებს, ვიდრე ჭეშმარიტება დამკვიდრდებოდა და გაცხადდებოდა ალლაჰის ბრძანება, თუმცა ეს სძულდათ. وَمِنْهُم مَّن يَقُولُ ٱئْذَن لِّى وَلَا تَفْتِنِّىٓ ۚ أَلَا فِى ٱلْفِتْنَةِ سَقَطُوا۟ ۗ وَإِنَّ جَهَنَّمَ لَمُحِيطَةٌۢ بِٱلْكَـٰفِرِينَ 49. მათგან არის ის, ვინც ამბობს: ნება მომეცი(შინ დავრჩე) და ნუ მაცდუნებო. განა ცდუნებაში არ ჩავარდნილან? ჭეშმარიტად, ჯოჯოხეთი გარემოიცავს ურწმუნოებს. إِن تُصِبْكَ حَسَنَةٌۭ تَسُؤْهُمْ ۖ وَإِن تُصِبْكَ مُصِيبَةٌۭ يَقُولُوا۟ قَدْ أَخَذْنَآ أَمْرَنَا مِن قَبْلُ وَيَتَوَلَّوا۟ وَّهُمْ فَرِحُونَ 50. და თუ სიკეთე გეწევა, ამწუხრებთ ეს, ხოლო თუ ხიფათი შეგემთხვევა ამბობენ: - ჩვენ ჩვენი საქმის თადარიგი ადრევე დავიჭირეთო, და გაბრუნდებიან გახარებულნი და უხარიათ. قُل لَّن يُصِيبَنَآ إِلَّا مَا كَتَبَ ٱللَّهُ لَنَا هُوَ مَوْلَىٰنَا ۚ وَعَلَى ٱللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ ٱلْمُؤْمِنُونَ 51. უთხარი: არაფერი დაგვემართება იმის გარდა, რაც დაგვიწერა ალლაჰმა. იგია ჩვენი მფარველი და ალლაჰს მიენდონ მორწმუნენი. قُلْ هَلْ تَرَبَّصُونَ بِنَآ إِلَّآ إِحْدَى ٱلْحُسْنَيَيْنِ ۖ وَنَحْنُ نَتَرَبَّصُ بِكُمْ أَن يُصِيبَكُمُ ٱللَّهُ بِعَذَابٍۢ مِّنْ عِندِهِۦٓ أَوْ بِأَيْدِينَا ۖ فَتَرَبَّصُوٓا۟ إِنَّا مَعَكُم مُّتَرَبِّصُونَ 52. უთხარი: განა მოელით, რომ ორთაგან ჩვენ მხოლოდ ერთი სიკეთე გვექნება? მაშინ, როცა ვიცით, რომ ალლაჰი მოგივლენთ სასჯელს თავისი წიაღიდან ან ჩვენი ხელით. მაშ, დაელოდეთ და ჩვენც თქვენთან ერთად დაველოდებით. قُلْ أَنفِقُوا۟ طَوْعًا أَوْ كَرْهًۭا لَّن يُتَقَبَّلَ مِنكُمْ ۖ إِنَّكُمْ كُنتُمْ قَوْمًۭا فَـٰسِقِينَ 53. უთხარი: გინდ ნებით გაიღოთ, გინდა იძულებით, არ შეიწყნარებდა თქვენგან, რადგან თქვენ ხართ გზააბნეული ხალხი. وَمَا مَنَعَهُمْ أَن تُقْبَلَ مِنْهُمْ نَفَقَـٰتُهُمْ إِلَّآ أَنَّهُمْ كَفَرُوا۟ بِٱللَّهِ وَبِرَسُولِهِۦ وَلَا يَأْتُونَ ٱلصَّلَوٰةَ إِلَّا وَهُمْ كُسَالَىٰ وَلَا يُنفِقُونَ إِلَّا وَهُمْ كَـٰرِهُونَ 54. და არაფერი აბრკოლებდათ, რომ შეწყნარებული ყოფილიყო მათგან შესაწირი, იმის გარდა, რომ არ ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავალი, არ დგებოდნენ ლოცვად თუ არა მოღვენთილნი, და არ გასცემდნენ მოწყალებას თუ არა იძულებით. فَلَا تُعْجِبْكَ أَمْوَ‌ٰلُهُمْ وَلَآ أَوْلَـٰدُهُمْ ۚ إِنَّمَا يُرِيدُ ٱللَّهُ لِيُعَذِّبَهُم بِهَا فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا وَتَزْهَقَ أَنفُسُهُمْ وَهُمْ كَـٰفِرُونَ 55. და ნუ მოგხიბლავს მათი ქონება და შვილები, რადგან ალლაჰს ნებავს დატანჯოს ისინი ამ ქვეყნად. სული კი ისე ამოხდებათ, რომ ურწმუნონი იქნებიან. وَيَحْلِفُونَ بِٱللَّهِ إِنَّهُمْ لَمِنكُمْ وَمَا هُم مِّنكُمْ وَلَـٰكِنَّهُمْ قَوْمٌۭ يَفْرَقُونَ 56. და იფიცებენ ალლაჰს, რომ თქვენგან არიან; იმ დროს, როცა არ არიან თქვენიანები, არამედ არიან ადამიანები რომელთაც ეშინიათ. لَوْ يَجِدُونَ مَلْجَـًٔا أَوْ مَغَـٰرَ‌ٰتٍ أَوْ مُدَّخَلًۭا لَّوَلَّوْا۟ إِلَيْهِ وَهُمْ يَجْمَحُونَ 57. თავშესაფარი, გამოქვაბული ან სორო რომ ეპოვათ, მაშინვე მას მიაშურებდნენ. وَمِنْهُم مَّن يَلْمِزُكَ فِى ٱلصَّدَقَـٰتِ فَإِنْ أُعْطُوا۟ مِنْهَا رَضُوا۟ وَإِن لَّمْ يُعْطَوْا۟ مِنْهَآ إِذَا هُمْ يَسْخَطُونَ 58. მათგან არის ის, ვინც გძრახავს მოწყალებათა გამო. მაგრამ თუ თვით მიებოძათ ამ მოწყალებათაგან კმაყოფილნი დარჩებიან, ხოლო თუ არ მიებოძათ, იბოღმებიან. وَلَوْ أَنَّهُمْ رَضُوا۟ مَآ ءَاتَىٰهُمُ ٱللَّهُ وَرَسُولُهُۥ وَقَالُوا۟ حَسْبُنَا ٱللَّهُ سَيُؤْتِينَا ٱللَّهُ مِن فَضْلِهِۦ وَرَسُولُهُۥٓ إِنَّآ إِلَى ٱللَّهِ رَ‌ٰغِبُونَ 59. და ნეტავ, დასჯერებოდნენ, რაც უბოძათ ალლაჰმა და მისმა შუამავალმა, და ეთქვათ: საკმარისია ჩვენთვის ალლაჰი. გვიბოძებს ალლაჰი თავის წყალობას და ასევე მისი შუამავალი. ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰისკენ მსწრაფველნი ვართ. إِنَّمَا ٱلصَّدَقَـٰتُ لِلْفُقَرَآءِ وَٱلْمَسَـٰكِينِ وَٱلْعَـٰمِلِينَ عَلَيْهَا وَٱلْمُؤَلَّفَةِ قُلُوبُهُمْ وَفِى ٱلرِّقَابِ وَٱلْغَـٰرِمِينَ وَفِى سَبِيلِ ٱللَّهِ وَٱبْنِ ٱلسَّبِيلِ ۖ فَرِيضَةًۭ مِّنَ ٱللَّهِ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌۭ 60. მოწყალებანი - მხოლოდ უპოვართათვის, ღატაკთათვის მათთვის მომუშავეთათვის, მათთვის, რომელთა გულების მოგებაც გსურთ, ტყვეთა გამოსასყიდად, ვალებში ჩაფლულთათვის - აუცილებლობაა, ალლაჰისაგან. ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია. وَمِنْهُمُ ٱلَّذِينَ يُؤْذُونَ ٱلنَّبِىَّ وَيَقُولُونَ هُوَ أُذُنٌۭ ۚ قُلْ أُذُنُ خَيْرٍۢ لَّكُمْ يُؤْمِنُ بِٱللَّهِ وَيُؤْمِنُ لِلْمُؤْمِنِينَ وَرَحْمَةٌۭ لِّلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مِنكُمْ ۚ وَٱلَّذِينَ يُؤْذُونَ رَسُولَ ٱللَّهِ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌۭ 61. მათგან არიან ისინი, ვინც აწუხებს შუამავალს და ამბობს: ის ყურიაო. უთხარი: ყურია თქვენი სიკეთისა. მას სწამს ალლაჰისა და სჯერა მორწმუნეების. და მოწყალებაა იმათთვის, ვინც ირწმუნა თქვენგან. ხოლო იმათ, ვინც აწუხებს ალლაჰის შუამავალს, მათთვისაა მტანჯველი სასჯელი. يَحْلِفُونَ بِٱللَّهِ لَكُمْ لِيُرْضُوكُمْ وَٱللَّهُ وَرَسُولُهُۥٓ أَحَقُّ أَن يُرْضُوهُ إِن كَانُوا۟ مُؤْمِنِينَ 62. თქვენს წინაშე იფიცებენ ალლაჰს, რათა გასიამოვნონ მაშინ, როცა უფრო უპრიანია, ალლაჰს და მის შუამავალს ასიამოვნონ, თუკი მორწმუნენი არიან. أَلَمْ يَعْلَمُوٓا۟ أَنَّهُۥ مَن يُحَادِدِ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ فَأَنَّ لَهُۥ نَارَ جَهَنَّمَ خَـٰلِدًۭا فِيهَا ۚ ذَ‌ٰلِكَ ٱلْخِزْىُ ٱلْعَظِيمُ 63. განა არ იციან, რომ მას, ვინც წინ აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, მისთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი. იქნება იქ მარადიულად და სწორედ ეს არის დიდი დამცირება. يَحْذَرُ ٱلْمُنَـٰفِقُونَ أَن تُنَزَّلَ عَلَيْهِمْ سُورَةٌۭ تُنَبِّئُهُم بِمَا فِى قُلُوبِهِمْ ۚ قُلِ ٱسْتَهْزِءُوٓا۟ إِنَّ ٱللَّهَ مُخْرِجٌۭ مَّا تَحْذَرُونَ 64. შიშობენ თვალთმაქცები, რომ მათზე გარდმოვლენილ იქნება სურა, რომელიც განაცხადებს იმას, რაც გულში უდევთ. უთხარი: იმასხარავეთ, ალლაჰი გამოარკვევს იმას, რისაც გეშინიათ. وَلَئِن سَأَلْتَهُمْ لَيَقُولُنَّ إِنَّمَا كُنَّا نَخُوضُ وَنَلْعَبُ ۚ قُلْ أَبِٱللَّهِ وَءَايَـٰتِهِۦ وَرَسُولِهِۦ كُنتُمْ تَسْتَهْزِءُونَ 65. და თუ მათ ჰკითხავ, უეჭველად გეტყვიან: ჩვენ მხოლოდ ვხუმრობდით და ვერთობოდითო. უთხარი: ალლაჰს, მის შუამავალს და მის აიათებს დასცინოდით? لَا تَعْتَذِرُوا۟ قَدْ كَفَرْتُم بَعْدَ إِيمَـٰنِكُمْ ۚ إِن نَّعْفُ عَن طَآئِفَةٍۢ مِّنكُمْ نُعَذِّبْ طَآئِفَةًۢ بِأَنَّهُمْ كَانُوا۟ مُجْرِمِينَ 66. ნუ ბოდიშობთ! თქვენ ურწმუნო გახდით რწმენის შემდეგ და თუ ვაპატიებთ ერთ თქვენს ჯგუფს, მეორე ჯგუფს დავსჯით იმის გამო, რომ იყვნენ ცოდვილნი. ٱلْمُنَـٰفِقُونَ وَٱلْمُنَـٰفِقَـٰتُ بَعْضُهُم مِّنۢ بَعْضٍۢ ۚ يَأْمُرُونَ بِٱلْمُنكَرِ وَيَنْهَوْنَ عَنِ ٱلْمَعْرُوفِ وَيَقْبِضُونَ أَيْدِيَهُمْ ۚ نَسُوا۟ ٱللَّهَ فَنَسِيَهُمْ ۗ إِنَّ ٱلْمُنَـٰفِقِينَ هُمُ ٱلْفَـٰسِقُونَ 67. თვალთმაქცი კაცები და თვალთმაქცი ქალები ერთმანეთის მსგავსნი არიან; ერთმანეთს ცუდი საქმისაკენ მოუწოდებენ, აკავებენ კეთილი საქმისგან და ძუნწობენ. დაივიწყეს ალლაჰი და (ალლაჰმა) დაივიწყა ისინი. სწორედ თვალთმაქცები არიან ზნედაცემულნი. وَعَدَ ٱللَّهُ ٱلْمُنَـٰفِقِينَ وَٱلْمُنَـٰفِقَـٰتِ وَٱلْكُفَّارَ نَارَ جَهَنَّمَ خَـٰلِدِينَ فِيهَا ۚ هِىَ حَسْبُهُمْ ۚ وَلَعَنَهُمُ ٱللَّهُ ۖ وَلَهُمْ عَذَابٌۭ مُّقِيمٌۭ 68. აღუთქვა ალლაჰმა თვალთმაქც კაცებს, და თვალთმაქც ქალებს და ურწმუნოებს ჯოჯოხეთის ცეცხლი, იქნებიან იქ მარადიულად და ესაა მათი წილი. დასწყევლა ისინი ალლაჰმა და სწორედ მათთვისაა სამუდამო სასჯელი. كَٱلَّذِينَ مِن قَبْلِكُمْ كَانُوٓا۟ أَشَدَّ مِنكُمْ قُوَّةًۭ وَأَكْثَرَ أَمْوَ‌ٰلًۭا وَأَوْلَـٰدًۭا فَٱسْتَمْتَعُوا۟ بِخَلَـٰقِهِمْ فَٱسْتَمْتَعْتُم بِخَلَـٰقِكُمْ كَمَا ٱسْتَمْتَعَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِكُم بِخَلَـٰقِهِمْ وَخُضْتُمْ كَٱلَّذِى خَاضُوٓا۟ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ حَبِطَتْ أَعْمَـٰلُهُمْ فِى ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةِ ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْخَـٰسِرُونَ 69. იმათ მსგავსად, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ. თქვენზე მტკიცენი იყვნენ ძალით, თქვენზე მეტი ქონება ჰქონდათ და უფრო მეტი შვილები ჰყავდათ. ისინი ტკბებოდნენ თავიანთი წილით და თქვენც დატკბით თქვენი წილით, ისევე, როგორც ტკბებოდნენ ისინი, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ, თავიანთი წილით. და ლაყბობდით იმათ მსგავსად, რომელნიც ლაყბობდნენ. მათი საქმენი ფუჭია ამქვეყნად და იმქვეყნადაც და სწორედ ისინი არიან წაგებულნი. أَلَمْ يَأْتِهِمْ نَبَأُ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ قَوْمِ نُوحٍۢ وَعَادٍۢ وَثَمُودَ وَقَوْمِ إِبْرَ‌ٰهِيمَ وَأَصْحَـٰبِ مَدْيَنَ وَٱلْمُؤْتَفِكَـٰتِ ۚ أَتَتْهُمْ رُسُلُهُم بِٱلْبَيِّنَـٰتِ ۖ فَمَا كَانَ ٱللَّهُ لِيَظْلِمَهُمْ وَلَـٰكِن كَانُوٓا۟ أَنفُسَهُمْ يَظْلِمُونَ 70. განა არ მისვლიათ ამბავი იმათი, ვინც იყვნენ მათზე უწინ: ნუჰის ხალხის, 'ადის და სემუდის, იბრაჰიმის ხალხის, მედიენის მცხოვრებთა და დამხობილ ქალაქთა? მათ მიუტანეს შუამავლებმა ნათელი მტკიცებანი და ალლაჰი კი არ მოექცა მათ უსამართლოდ, თავიანთ თავს მოექცნენ უსამართლოდ. وَٱلْمُؤْمِنُونَ وَٱلْمُؤْمِنَـٰتُ بَعْضُهُمْ أَوْلِيَآءُ بَعْضٍۢ ۚ يَأْمُرُونَ بِٱلْمَعْرُوفِ وَيَنْهَوْنَ عَنِ ٱلْمُنكَرِ وَيُقِيمُونَ ٱلصَّلَوٰةَ وَيُؤْتُونَ ٱلزَّكَوٰةَ وَيُطِيعُونَ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥٓ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ سَيَرْحَمُهُمُ ٱللَّهُ ۗ إِنَّ ٱللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌۭ 71. მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები ერთმანეთის დამხმარეები არიან, მოუწოდებენ ერთმანეთს სიკეთეს და უკრძალავენ უკეთურს. დგებიან ლოცვად, გასცემენ მოწყალებას, ემორჩილებიან ალლაჰსა და მის შუამავალს. შეიწყალებს მათ ალლაჰი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძვევამოსილი, ბრძენია. وَعَدَ ٱللَّهُ ٱلْمُؤْمِنِينَ وَٱلْمُؤْمِنَـٰتِ جَنَّـٰتٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَا وَمَسَـٰكِنَ طَيِّبَةًۭ فِى جَنَّـٰتِ عَدْنٍۢ ۚ وَرِضْوَ‌ٰنٌۭ مِّنَ ٱللَّهِ أَكْبَرُ ۚ ذَ‌ٰلِكَ هُوَ ٱلْفَوْزُ ٱلْعَظِيمُ 72. ალლაჰი დაჰპირდა მორწმუნე კაცებსა და მორწმუნე ქალებს სამოთხეები, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. იქნებიან იქ მარადიულად, (ექნებათ)ედემის ბაღების კარგი სამკვიდროები, და ალლაჰის უდიდესი კმაყოფილება. სწორედ ეს არის დიდებული მიღწევა. يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّبِىُّ جَـٰهِدِ ٱلْكُفَّارَ وَٱلْمُنَـٰفِقِينَ وَٱغْلُظْ عَلَيْهِمْ ۚ وَمَأْوَىٰهُمْ جَهَنَّمُ ۖ وَبِئْسَ ٱلْمَصِيرُ 73. ჰეი შუამავალო, ებრძოლე ურწმუნოებსა და თვალთმაქცებს. მტკიცე იყავი მათ მიმართ. მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია და რა საძაგელია ეს სამკვიდრებელი. يَحْلِفُونَ بِٱللَّهِ مَا قَالُوا۟ وَلَقَدْ قَالُوا۟ كَلِمَةَ ٱلْكُفْرِ وَكَفَرُوا۟ بَعْدَ إِسْلَـٰمِهِمْ وَهَمُّوا۟ بِمَا لَمْ يَنَالُوا۟ ۚ وَمَا نَقَمُوٓا۟ إِلَّآ أَنْ أَغْنَىٰهُمُ ٱللَّهُ وَرَسُولُهُۥ مِن فَضْلِهِۦ ۚ فَإِن يَتُوبُوا۟ يَكُ خَيْرًۭا لَّهُمْ ۖ وَإِن يَتَوَلَّوْا۟ يُعَذِّبْهُمُ ٱللَّهُ عَذَابًا أَلِيمًۭا فِى ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةِ ۚ وَمَا لَهُمْ فِى ٱلْأَرْضِ مِن وَلِىٍّۢ وَلَا نَصِيرٍۢ 74. იფიცებენ ალლაჰს იმაზე, რასაც ამბობენ. უეჭველად თქვეს ურწმუნოების სიტყვები. ურწმუნონი გახდნენ თავიანთი ისლამის შემდგომ და განიზრახეს ის, რასაც უწინ ვერ მიაღწიეს. შურს კი მხოლოდ იმიტომ იძიებენ, რომ გაამდიდრა ისინი ალლაჰმა და მისმა შუამავალმა თავისი მადლით. და თუ მოინანიებენ, უკეთესი იქნება მათთვის. ხოლო თუ პირს იბრუნებენ, დასჯის ალლაჰი მტანჯველი სასჯელით ამქვეყნად და იმქვეყნადაც, და არავინ ეყოლებათ ქვეყანაზე შემწე და მფარველი. وَمِنْهُم مَّنْ عَـٰهَدَ ٱللَّهَ لَئِنْ ءَاتَىٰنَا مِن فَضْلِهِۦ لَنَصَّدَّقَنَّ وَلَنَكُونَنَّ مِنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 75. მათგანაა ისინიც, ვინც ალლაჰს დაუდო აღთქმა, რომ თუ იგი თავის მადლს გვიბოძებს, მოწყალებას გავცემთ და მართალნი ვიქნებითო. فَلَمَّآ ءَاتَىٰهُم مِّن فَضْلِهِۦ بَخِلُوا۟ بِهِۦ وَتَوَلَّوا۟ وَّهُم مُّعْرِضُونَ 76. ხოლო როცა ალლაჰმა მიჰმადლა მათ თავისი მადლისაგან, იძუნწეს, ზურგი იქციეს და იყვნენ წინააღმდეგნი. فَأَعْقَبَهُمْ نِفَاقًۭا فِى قُلُوبِهِمْ إِلَىٰ يَوْمِ يَلْقَوْنَهُۥ بِمَآ أَخْلَفُوا۟ ٱللَّهَ مَا وَعَدُوهُ وَبِمَا كَانُوا۟ يَكْذِبُونَ 77. და ჩათესა თვალთმაქცობა მათ გულებში იმ დღემდე, მას (ალლაჰს) რომ შეხვდებიან; იმის გამო, რომ არ აუსრულეს ალლაჰს, რასაც დაჰპირდნენ, და იმის გამო, რასაც იტყუებოდნენ. أَلَمْ يَعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ يَعْلَمُ سِرَّهُمْ وَنَجْوَىٰهُمْ وَأَنَّ ٱللَّهَ عَلَّـٰمُ ٱلْغُيُوبِ 78. განა არ იციან, რომ ალლაჰმა უწყის მათი საიდუმლოც და მათი იდუმალი საუბრებიც? და ჭეშმარიტად ალლაჰია დაფარულთა მცოდნე. ٱلَّذِينَ يَلْمِزُونَ ٱلْمُطَّوِّعِينَ مِنَ ٱلْمُؤْمِنِينَ فِى ٱلصَّدَقَـٰتِ وَٱلَّذِينَ لَا يَجِدُونَ إِلَّا جُهْدَهُمْ فَيَسْخَرُونَ مِنْهُمْ ۙ سَخِرَ ٱللَّهُ مِنْهُمْ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ 79. ისინი, რომლებიც კიცხავენ მორწმუნეებს, ვინც ნებაყოფლობით გასცემს მოწყალებას და იმათ, ვისაც თავიანთი გაჯრის მეტი არაფერი აბადიათ და მასხრად იგდებენ მათ. ალლაჰი მასხრად აიგდებს მათ და მიაგებს მტანჯველ სასჯელს. ٱسْتَغْفِرْ لَهُمْ أَوْ لَا تَسْتَغْفِرْ لَهُمْ إِن تَسْتَغْفِرْ لَهُمْ سَبْعِينَ مَرَّةًۭ فَلَن يَغْفِرَ ٱللَّهُ لَهُمْ ۚ ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّهُمْ كَفَرُوا۟ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ ۗ وَٱللَّهُ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلْفَـٰسِقِينَ 80. გინდ ითხოვო მათთვის შენდობა, გინდ არ ითხოვო. სამოცდაათჯერაც რომ ითხოვო მათი პატიება, ალლაჰი მაინც არ შეუნდობს მათ. ეს იმის გამო, რომ არ ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავალი. და არ დაადგენს ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე უზნეო ხალხს. فَرِحَ ٱلْمُخَلَّفُونَ بِمَقْعَدِهِمْ خِلَـٰفَ رَسُولِ ٱللَّهِ وَكَرِهُوٓا۟ أَن يُجَـٰهِدُوا۟ بِأَمْوَ‌ٰلِهِمْ وَأَنفُسِهِمْ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ وَقَالُوا۟ لَا تَنفِرُوا۟ فِى ٱلْحَرِّ ۗ قُلْ نَارُ جَهَنَّمَ أَشَدُّ حَرًّۭا ۚ لَّوْ كَانُوا۟ يَفْقَهُونَ 81. უხაროდათ შინ დარჩენილთ, რომ ალლაჰის შუამავლის ზურგს უკან დასხდნენ, არ სურდათ, რომ ებრძოლათ თავიანთი ქონებითა და სიცოცხლით ალლაჰის გზაზე და ამბობდნენ: არ წახვიდეთ ასეთ სიცხეშიო. უთხარი: ჯოჯოხეთის ცეცხლი უფრო ცხელია, იქნებ გონს მოვიდნენ. فَلْيَضْحَكُوا۟ قَلِيلًۭا وَلْيَبْكُوا۟ كَثِيرًۭا جَزَآءًۢ بِمَا كَانُوا۟ يَكْسِبُونَ 82. და ცოტა იცინონ და ბევრი იტირონ, იმის საზღაურად, რაც მოიხვეჭეს. فَإِن رَّجَعَكَ ٱللَّهُ إِلَىٰ طَآئِفَةٍۢ مِّنْهُمْ فَٱسْتَـْٔذَنُوكَ لِلْخُرُوجِ فَقُل لَّن تَخْرُجُوا۟ مَعِىَ أَبَدًۭا وَلَن تُقَـٰتِلُوا۟ مَعِىَ عَدُوًّا ۖ إِنَّكُمْ رَضِيتُم بِٱلْقُعُودِ أَوَّلَ مَرَّةٍۢ فَٱقْعُدُوا۟ مَعَ ٱلْخَـٰلِفِينَ 83. და თუ დაგაბრუნებს შენ ალლაჰი მათგან ერთ ჯგუფთან და ნებართვას აიღებენ შენგან გასვლისათვის, უთხარი: ვერ გამოხვალთ ჩემთან ერთად ვერასოდეს და არ იბრძოლებთ ჩემთან ერთად მტრის წინააღმდეგ. თქვენ კმაყოფილნი იყავით (შინ) ჯდომით თავდაპირველად. და ისხედით ჩამორჩენილებთან ერთად. وَلَا تُصَلِّ عَلَىٰٓ أَحَدٍۢ مِّنْهُم مَّاتَ أَبَدًۭا وَلَا تَقُمْ عَلَىٰ قَبْرِهِۦٓ ۖ إِنَّهُمْ كَفَرُوا۟ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ وَمَاتُوا۟ وَهُمْ فَـٰسِقُونَ 84. და არასდროს ილოცო მათგან ვინმესათვის, ვინც მოკვდება, და ნურც მის საფლავთან დადგები, რამეთუ არ სწამდათ ალლაჰი და მისი შუამავალი და ისე მოკვდნენ, რომ იყვნენ ურჩები.(ფაასიყუნ) وَلَا تُعْجِبْكَ أَمْوَ‌ٰلُهُمْ وَأَوْلَـٰدُهُمْ ۚ إِنَّمَا يُرِيدُ ٱللَّهُ أَن يُعَذِّبَهُم بِهَا فِى ٱلدُّنْيَا وَتَزْهَقَ أَنفُسُهُمْ وَهُمْ كَـٰفِرُونَ 85. და ნუ მოგხიბლავს მათი ქონება და შვილები. ალლაჰს სურს დატანჯოს ამით ისინი ამქვეყნად, რომ სული ამოხდეთ და იყვნენ ურწმუნონი. وَإِذَآ أُنزِلَتْ سُورَةٌ أَنْ ءَامِنُوا۟ بِٱللَّهِ وَجَـٰهِدُوا۟ مَعَ رَسُولِهِ ٱسْتَـْٔذَنَكَ أُو۟لُوا۟ ٱلطَّوْلِ مِنْهُمْ وَقَالُوا۟ ذَرْنَا نَكُن مَّعَ ٱلْقَـٰعِدِينَ 86. და როცა გარდმოევლინება სურა, ირწმუნეთ ალლაჰი და იბრძოლეთ მისი შუამავლის ერთადო, ნებართვას ითხოვენ შენგან ისინი, ვინც მდიდარია მათგან - თავი დაგვანებე, ვიქნებით (შინ) მსხომებთან ერთადო. رَضُوا۟ بِأَن يَكُونُوا۟ مَعَ ٱلْخَوَالِفِ وَطُبِعَ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ فَهُمْ لَا يَفْقَهُونَ 87. დაკმაყოფილდნენ იმით, რომ ყოფილიყვნენ ჩამორჩენილებთან ერთად. და დაილუქა მათი გულები და ვერ ხვდებიან. لَـٰكِنِ ٱلرَّسُولُ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مَعَهُۥ جَـٰهَدُوا۟ بِأَمْوَ‌ٰلِهِمْ وَأَنفُسِهِمْ ۚ وَأُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمُ ٱلْخَيْرَ‌ٰتُ ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْمُفْلِحُونَ 88. მაგრამ შუამავალსა და მათ, ვინც ირწმუნეს მასთან ერთად და იბრძოდნენ თავიანთი ქონებითა და სიცოცხლით, ექნებათ სიკეთენი და სწორედ ისინი არიან ნეტარნი. أَعَدَّ ٱللَّهُ لَهُمْ جَنَّـٰتٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَا ۚ ذَ‌ٰلِكَ ٱلْفَوْزُ ٱلْعَظِيمُ 89. გაუმზადა მათ ალლაჰმა სამოთხეები, რომელთაც ძირს მიედინებიან მდინარენი. იქნებიან იქ მარადიულად და სწორედ ეს არის დიდებული მიღწევა. وَجَآءَ ٱلْمُعَذِّرُونَ مِنَ ٱلْأَعْرَابِ لِيُؤْذَنَ لَهُمْ وَقَعَدَ ٱلَّذِينَ كَذَبُوا۟ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ ۚ سَيُصِيبُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِنْهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌۭ 90. მოვიდნენ მიზეზიანი არაბები, რათა ნება დაგერთო მათთვის და (შინ) დასხდნენ ისინი, ვინც ცრუობდა ალლაჰთან და მის შუამავალთან. თავს დაატყდება მათგან იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, მტანჯველი სასჯელი. لَّيْسَ عَلَى ٱلضُّعَفَآءِ وَلَا عَلَى ٱلْمَرْضَىٰ وَلَا عَلَى ٱلَّذِينَ لَا يَجِدُونَ مَا يُنفِقُونَ حَرَجٌ إِذَا نَصَحُوا۟ لِلَّهِ وَرَسُولِهِۦ ۚ مَا عَلَى ٱلْمُحْسِنِينَ مِن سَبِيلٍۢ ۚ وَٱللَّهُ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 91. ცოდვა არ ედება უძლურებს, სნეულებს და არც იმათ, რომელთაც არაფერი აბადიათ რომ გაიღონ, თუ ისინი გულწრფელნი არიან ალლაჰისა და მისი შუამავლისადმი. არავითარი გზა არ არსებობს კეთილთა წინააღმდეგ (სასაყვედუროდ). ალლაჰი შემწყნარებელი, მწყალობელია. وَلَا عَلَى ٱلَّذِينَ إِذَا مَآ أَتَوْكَ لِتَحْمِلَهُمْ قُلْتَ لَآ أَجِدُ مَآ أَحْمِلُكُمْ عَلَيْهِ تَوَلَّوا۟ وَّأَعْيُنُهُمْ تَفِيضُ مِنَ ٱلدَّمْعِ حَزَنًا أَلَّا يَجِدُوا۟ مَا يُنفِقُونَ 92. და არც იმათ ედებათ ცოდვა, რომლებიც, როცა მოვიდნენ შენთან, რომ თან წაგეყვანა, უთხარი: არ მომეძებნება ის, რაზე ამხედრებულსაც წაგიყვანთო. უკან გაბრუნდნენ და თვალები ცრემლით ავსებოდათ მწუხარებისაგან, რომ არ ებადათ ის, რასაც გაიღებდნენ. إِنَّمَا ٱلسَّبِيلُ عَلَى ٱلَّذِينَ يَسْتَـْٔذِنُونَكَ وَهُمْ أَغْنِيَآءُ ۚ رَضُوا۟ بِأَن يَكُونُوا۟ مَعَ ٱلْخَوَالِفِ وَطَبَعَ ٱللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ فَهُمْ لَا يَعْلَمُونَ 93. არამედ გზა არის იმათ წინააღმდეგ, რომელნიც გათავისუფლების ნებართვას გთხოვენ, იმ დროს, როცა მდიდრები არიან კმაყოფილდებიან იმით, რომ დარჩნენ დარჩენილებთან ერთად. ალლაჰმა დაახშო მათი გულები და ვერ ხვდებიან. يَعْتَذِرُونَ إِلَيْكُمْ إِذَا رَجَعْتُمْ إِلَيْهِمْ ۚ قُل لَّا تَعْتَذِرُوا۟ لَن نُّؤْمِنَ لَكُمْ قَدْ نَبَّأَنَا ٱللَّهُ مِنْ أَخْبَارِكُمْ ۚ وَسَيَرَى ٱللَّهُ عَمَلَكُمْ وَرَسُولُهُۥ ثُمَّ تُرَدُّونَ إِلَىٰ عَـٰلِمِ ٱلْغَيْبِ وَٱلشَّهَـٰدَةِ فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 94. ისინი მოგიბოდიშებენ, როცა მათთან დაბრუნდებით. უთხარი: ნუ ბოდიშობთ, მაინც არასოდეს დაგიჯერებთ, ალლაჰმა გაგვაგებინა თქვენი ამბები. დაინახავს ალლაჰი თქვენს საქმეს და მისი შუამავალიც, მერე კი დაბრუნებულ იქნებით დაფარულისა და გაცხადებულის მცოდნესთან და ის გაგაგებინებთ, რასაც აკეთებდით. سَيَحْلِفُونَ بِٱللَّهِ لَكُمْ إِذَا ٱنقَلَبْتُمْ إِلَيْهِمْ لِتُعْرِضُوا۟ عَنْهُمْ ۖ فَأَعْرِضُوا۟ عَنْهُمْ ۖ إِنَّهُمْ رِجْسٌۭ ۖ وَمَأْوَىٰهُمْ جَهَنَّمُ جَزَآءًۢ بِمَا كَانُوا۟ يَكْسِبُونَ 95. ისინი ალლაჰს დაიფიცებენ თქვენს წინაშე, როცა მათთან დაბრუნდებით, რათა პირი იბრუნოთ მათგან. მაშ პირი იბრუნე მათგან. ისინი არიან სისაძაგლენი. მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია, საზღაურად იმისა, რაც მოიხვეჭეს. يَحْلِفُونَ لَكُمْ لِتَرْضَوْا۟ عَنْهُمْ ۖ فَإِن تَرْضَوْا۟ عَنْهُمْ فَإِنَّ ٱللَّهَ لَا يَرْضَىٰ عَنِ ٱلْقَوْمِ ٱلْفَـٰسِقِينَ 96. იფიცებენ თქვენს წინაშე, რათა კმაყოფილნი დარჩეთ მათით, და თუ კმაყოფილნი დარჩებით, ალლაჰი არ იქნება კმაყოფილი ურჩი(ფაასიყინ) ხალხით. ٱلْأَعْرَابُ أَشَدُّ كُفْرًۭا وَنِفَاقًۭا وَأَجْدَرُ أَلَّا يَعْلَمُوا۟ حُدُودَ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ عَلَىٰ رَسُولِهِۦ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌۭ 97. ბედუინები უფრო ძლიერ ურწმუნონი და პირმოთნენი არიან და უფრო ღირსნი იმისა, რომ არ იცოდნენ საზღვრები, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა თავის შუამავალზე. ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია. وَمِنَ ٱلْأَعْرَابِ مَن يَتَّخِذُ مَا يُنفِقُ مَغْرَمًۭا وَيَتَرَبَّصُ بِكُمُ ٱلدَّوَآئِرَ ۚ عَلَيْهِمْ دَآئِرَةُ ٱلسَّوْءِ ۗ وَٱللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌۭ 98. და ბედუინთაგან არიან ისინი, რომლებიც რასაც გაიღებენ დანაკარგად თვლიან, და უბედურება უნდათ თქვენთვის. მათ თვითონვე დაატყდებათ უბედურება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა. وَمِنَ ٱلْأَعْرَابِ مَن يُؤْمِنُ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ وَيَتَّخِذُ مَا يُنفِقُ قُرُبَـٰتٍ عِندَ ٱللَّهِ وَصَلَوَ‌ٰتِ ٱلرَّسُولِ ۚ أَلَآ إِنَّهَا قُرْبَةٌۭ لَّهُمْ ۚ سَيُدْخِلُهُمُ ٱللَّهُ فِى رَحْمَتِهِۦٓ ۗ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 99. და ბედუინთაგან არიან ისინი, ვისაც სწამს ალლაჰი და უკანასკნელი დღე და სჯერათ, რომ რასაც გაიღებენ, თვლიან ალლაჰთან დაახლოებისა და შუამავლისგან დალოცვის საშუალებად, და განა არ არის ეს მათი დაახლოება?! ალლაჰი შეიყვანს მათ თავის წყალობაში. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. وَٱلسَّـٰبِقُونَ ٱلْأَوَّلُونَ مِنَ ٱلْمُهَـٰجِرِينَ وَٱلْأَنصَارِ وَٱلَّذِينَ ٱتَّبَعُوهُم بِإِحْسَـٰنٍۢ رَّضِىَ ٱللَّهُ عَنْهُمْ وَرَضُوا۟ عَنْهُ وَأَعَدَّ لَهُمْ جَنَّـٰتٍۢ تَجْرِى تَحْتَهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَآ أَبَدًۭا ۚ ذَ‌ٰلِكَ ٱلْفَوْزُ ٱلْعَظِيمُ 100. წინ წასულნი კი არიან პირველგადასახლებულნი, ანსარები და ისინი, ვინც მათ კვალს გაჰყვა კეთილმოქმედებით. ალლაჰი კმაყოფილია მათით და ისინი კმაყოფილნი არიან მისით. გაუმზადა მათ ალლაჰმა სამოთხეები, რომელთაც ძირს მიედინებიან მდინარეები. იქნებიან იქ მარადიულად, სამუდამოდ. სწორედ ეს არის დიდებული მიღწევა. وَمِمَّنْ حَوْلَكُم مِّنَ ٱلْأَعْرَابِ مُنَـٰفِقُونَ ۖ وَمِنْ أَهْلِ ٱلْمَدِينَةِ ۖ مَرَدُوا۟ عَلَى ٱلنِّفَاقِ لَا تَعْلَمُهُمْ ۖ نَحْنُ نَعْلَمُهُمْ ۚ سَنُعَذِّبُهُم مَّرَّتَيْنِ ثُمَّ يُرَدُّونَ إِلَىٰ عَذَابٍ عَظِيمٍۢ 101. და ბედუინთაგან, თქვენს შორის რომ ცხოვრობენ, თვალთმაქცები არიან, და მედინის მცხოვრებლებშიც არიან თვალთმაქცები. ისინი დაჟინებით თვალთმაქცობენ. შენ არ იცნობ მათ, ჩვენ კი ვიცნობთ. მალე დავსჯით მათ ორმაგად. მერე კი მირეკილნი იქნებიან უდიდეს სასჯელთან. وَءَاخَرُونَ ٱعْتَرَفُوا۟ بِذُنُوبِهِمْ خَلَطُوا۟ عَمَلًۭا صَـٰلِحًۭا وَءَاخَرَ سَيِّئًا عَسَى ٱللَّهُ أَن يَتُوبَ عَلَيْهِمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌۭ رَّحِيمٌ 102. ხოლო სხვებს, რომელთაც აღიარეს თავიანთი ცოდვები, ვინც ერთმანეთში აურია კეთილი და ცუდი საქმენი, იმედია, ალლაჰი შეუნდობს. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. خُذْ مِنْ أَمْوَ‌ٰلِهِمْ صَدَقَةًۭ تُطَهِّرُهُمْ وَتُزَكِّيهِم بِهَا وَصَلِّ عَلَيْهِمْ ۖ إِنَّ صَلَوٰتَكَ سَكَنٌۭ لَّهُمْ ۗ وَٱللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ 103. აიღე მათი ქონებიდან მოწყალება, რომლითაც განწმენდ და გაამართლებ მათ, და ილოცე მათთვის, რადგან შენი ლოცვა სიმშვიდეა მათთვის, და ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა. أَلَمْ يَعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ هُوَ يَقْبَلُ ٱلتَّوْبَةَ عَنْ عِبَادِهِۦ وَيَأْخُذُ ٱلصَّدَقَـٰتِ وَأَنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلتَّوَّابُ ٱلرَّحِيمُ 104. განა არ იციან, რომ ალლაჰი შეიწყნარებს მონანიებას თავისი მონებისგან და იღებს მოწყალებას?! ჭეშმარიტად ალლაჰი შემწყნარებელი, მწყალობელია! وَقُلِ ٱعْمَلُوا۟ فَسَيَرَى ٱللَّهُ عَمَلَكُمْ وَرَسُولُهُۥ وَٱلْمُؤْمِنُونَ ۖ وَسَتُرَدُّونَ إِلَىٰ عَـٰلِمِ ٱلْغَيْبِ وَٱلشَّهَـٰدَةِ فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 105. უთხარი: გააკეთეთ და ალლაჰი დაინახავს თქვენს საქმეს, მისი შუამავალიცა და მორწმუნეებიც. დაბრუნებულ იქნებით დაფარულისა და გაცხადებულის მცოდნესთან და ის გაცნობებთ, რასაც აკეთებდით. وَءَاخَرُونَ مُرْجَوْنَ لِأَمْرِ ٱللَّهِ إِمَّا يُعَذِّبُهُمْ وَإِمَّا يَتُوبُ عَلَيْهِمْ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌۭ 106. და არიან სხვები, რომელთაც გადავადებული აქვთ ალლაჰის ბრძანებამდე! - ან დასჯის მათ, ან შეუნდობს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია. وَٱلَّذِينَ ٱتَّخَذُوا۟ مَسْجِدًۭا ضِرَارًۭا وَكُفْرًۭا وَتَفْرِيقًۢا بَيْنَ ٱلْمُؤْمِنِينَ وَإِرْصَادًۭا لِّمَنْ حَارَبَ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ مِن قَبْلُ ۚ وَلَيَحْلِفُنَّ إِنْ أَرَدْنَآ إِلَّا ٱلْحُسْنَىٰ ۖ وَٱللَّهُ يَشْهَدُ إِنَّهُمْ لَكَـٰذِبُونَ 107. ხოლო ისინი, რომელთაც მეჩეთი მოაწყვეს საზიანოდ, ურწმუნოებისათვის და მორწმუნეთა შორის შუღლის ჩამოსაგდებად, მათ ჩასასაფრებლად, ვინც უწინ ალლაჰსა და მის შუამავალს ებრძოდა. ნამდვილად დაიფიცებენ, არაფერი გვინდოდა სიკეთის გარდაო. ალლაჰი ამოწმებს, რომ ისინი მატყუარები არიან. لَا تَقُمْ فِيهِ أَبَدًۭا ۚ لَّمَسْجِدٌ أُسِّسَ عَلَى ٱلتَّقْوَىٰ مِنْ أَوَّلِ يَوْمٍ أَحَقُّ أَن تَقُومَ فِيهِ ۚ فِيهِ رِجَالٌۭ يُحِبُّونَ أَن يَتَطَهَّرُوا۟ ۚ وَٱللَّهُ يُحِبُّ ٱلْمُطَّهِّرِينَ 108. შენ არ დადგე იქ(ზიანის მეჩეთში) არასოდეს. უფრო უპრიანია იმ მეჩეთში დადგე, რომელიც პირველივე დღიდან ღვთისმოშიშებაზეა დაფუძნებული. იქ არიან კაცები, რომელთაც სურთ, წმინდა იყვნენ და, ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს განწმენდილნი. أَفَمَنْ أَسَّسَ بُنْيَـٰنَهُۥ عَلَىٰ تَقْوَىٰ مِنَ ٱللَّهِ وَرِضْوَ‌ٰنٍ خَيْرٌ أَم مَّنْ أَسَّسَ بُنْيَـٰنَهُۥ عَلَىٰ شَفَا جُرُفٍ هَارٍۢ فَٱنْهَارَ بِهِۦ فِى نَارِ جَهَنَّمَ ۗ وَٱللَّهُ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلظَّـٰلِمِينَ 109. იგი, რომელმაც ააგო თავისი შენობა ღვთისმოშიშებასა და კმაყოფილებაზე უკეთესია, თუ ის, ვინც თავისი შენობა მოტიტვლებულ ნაპირთა კლდეზე ააგო და მისით ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაიყოლა? ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს. لَا يَزَالُ بُنْيَـٰنُهُمُ ٱلَّذِى بَنَوْا۟ رِيبَةًۭ فِى قُلُوبِهِمْ إِلَّآ أَن تَقَطَّعَ قُلُوبُهُمْ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ 110. შენობა, რომელიც მათ ააგეს, არ შეწყვეტს ეჭვის თესვას მათ გულებში, ვიდრე გული ნაწილ-ნაწილ არ დაეფლითებათ. ჭეშმარიტად ალლაჰი, ყოვლისმცოდნე, ბრძენია. إِنَّ ٱللَّهَ ٱشْتَرَىٰ مِنَ ٱلْمُؤْمِنِينَ أَنفُسَهُمْ وَأَمْوَ‌ٰلَهُم بِأَنَّ لَهُمُ ٱلْجَنَّةَ ۚ يُقَـٰتِلُونَ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ فَيَقْتُلُونَ وَيُقْتَلُونَ ۖ وَعْدًا عَلَيْهِ حَقًّۭا فِى ٱلتَّوْرَىٰةِ وَٱلْإِنجِيلِ وَٱلْقُرْءَانِ ۚ وَمَنْ أَوْفَىٰ بِعَهْدِهِۦ مِنَ ٱللَّهِ ۚ فَٱسْتَبْشِرُوا۟ بِبَيْعِكُمُ ٱلَّذِى بَايَعْتُم بِهِۦ ۚ وَذَ‌ٰلِكَ هُوَ ٱلْفَوْزُ ٱلْعَظِيمُ 111. ალლაჰმა იყიდა მორწმუნეთაგან მათი სულები და ქონება იმით, რომ მათ (ექნებათ) სამოთხე, ვინც იბრძვის ალლაჰის გზაზე. კლავენ და კვდებიან, თევრათში, ინჯილში და ყურანში ჭეშმარიტი აღთქმის თანახმად. და ვინ არის ალლაჰზე უფრო ერთგული თავისი აღთქმისა?! მაშ, გაიხარეთ ვაჭრობით, მასთან რომ აღასრულეთ. და სწორედ ეს არის დიდებული მიღწევა. ٱلتَّـٰٓئِبُونَ ٱلْعَـٰبِدُونَ ٱلْحَـٰمِدُونَ ٱلسَّـٰٓئِحُونَ ٱلرَّ‌ٰكِعُونَ ٱلسَّـٰجِدُونَ ٱلْـَٔامِرُونَ بِٱلْمَعْرُوفِ وَٱلنَّاهُونَ عَنِ ٱلْمُنكَرِ وَٱلْحَـٰفِظُونَ لِحُدُودِ ٱللَّهِ ۗ وَبَشِّرِ ٱلْمُؤْمِنِينَ 112. ახარე მორწმუნეებს, რომლებიც ინანიებენ, თაყვანს სცემენ, ადიდებენ, მარხულობენ, „ქედს იხრიან, სეჯდეს აღასრულებენ“, სიკეთეს მოუწოდებენ და ავს კრძალავენ; და ალლაჰის საზღვრების დამცველებს. مَا كَانَ لِلنَّبِىِّ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ أَن يَسْتَغْفِرُوا۟ لِلْمُشْرِكِينَ وَلَوْ كَانُوٓا۟ أُو۟لِى قُرْبَىٰ مِنۢ بَعْدِ مَا تَبَيَّنَ لَهُمْ أَنَّهُمْ أَصْحَـٰبُ ٱلْجَحِيمِ 113. არ შეშვენის შუამავალს და იმათაც, ვინც ირწმუნა, პატიება ითხოვონ წარმართებისთვის (მუშრიქ), თუნდაც ახლობელნი იყვნენ, მას შემდეგ, რაც განეცხადათ მათ, რომ სწორედ ისინი არიან ჯოჯოხეთის ბინადრები. وَمَا كَانَ ٱسْتِغْفَارُ إِبْرَ‌ٰهِيمَ لِأَبِيهِ إِلَّا عَن مَّوْعِدَةٍۢ وَعَدَهَآ إِيَّاهُ فَلَمَّا تَبَيَّنَ لَهُۥٓ أَنَّهُۥ عَدُوٌّۭ لِّلَّهِ تَبَرَّأَ مِنْهُ ۚ إِنَّ إِبْرَ‌ٰهِيمَ لَأَوَّ‌ٰهٌ حَلِيمٌۭ 114. და იბრაჰიმის მიერ შენდობის თხოვნა თავისი მამისათვის მხოლოდ იმ პირობის გამო მოხდა, მან რომ მას მისცა. მაგრამ როცა განეცხადა მას, რომ იგი ალლაჰის მტერი იყო, ზურგი აქცია მას. ჭეშმარიტად, იბრაჰიმი თანამგრძნობი და მომთმენი იყო. وَمَا كَانَ ٱللَّهُ لِيُضِلَّ قَوْمًۢا بَعْدَ إِذْ هَدَىٰهُمْ حَتَّىٰ يُبَيِّنَ لَهُم مَّا يَتَّقُونَ ۚ إِنَّ ٱللَّهَ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌ 115. არ იქნება ალლაჰმა გზიდან ააცდინოს ხალხი მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტ გზაზე დააყენებს, ვიდრე განუცხადებს იმას, რითაც ღმერთის შიში ექნებათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა. إِنَّ ٱللَّهَ لَهُۥ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ يُحْىِۦ وَيُمِيتُ ۚ وَمَا لَكُم مِّن دُونِ ٱللَّهِ مِن وَلِىٍّۢ وَلَا نَصِيرٍۢ 116. ჭეშმარიტად, ალლაჰს ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. აცოცხლებს და აკვდინებს და არა გყავთ, ალლაჰის გარდა მფარველი და შემწე. لَّقَد تَّابَ ٱللَّهُ عَلَى ٱلنَّبِىِّ وَٱلْمُهَـٰجِرِينَ وَٱلْأَنصَارِ ٱلَّذِينَ ٱتَّبَعُوهُ فِى سَاعَةِ ٱلْعُسْرَةِ مِنۢ بَعْدِ مَا كَادَ يَزِيغُ قُلُوبُ فَرِيقٍۢ مِّنْهُمْ ثُمَّ تَابَ عَلَيْهِمْ ۚ إِنَّهُۥ بِهِمْ رَءُوفٌۭ رَّحِيمٌۭ 117. ალლაჰმა აპატია შუამავალს, მუჰაჯირებსა და ანსარებს, რომლებიც უკან გაჰყვნენ მას გაჭირვების ჟამს იმის შემდგომ, რაც მათ ნაწილს კინაღამ გული შეუდრკა. ამის შემდეგ შეუნდო მათ და მათ მიმართ მოწყალე და მწყალობელია. وَعَلَى ٱلثَّلَـٰثَةِ ٱلَّذِينَ خُلِّفُوا۟ حَتَّىٰٓ إِذَا ضَاقَتْ عَلَيْهِمُ ٱلْأَرْضُ بِمَا رَحُبَتْ وَضَاقَتْ عَلَيْهِمْ أَنفُسُهُمْ وَظَنُّوٓا۟ أَن لَّا مَلْجَأَ مِنَ ٱللَّهِ إِلَّآ إِلَيْهِ ثُمَّ تَابَ عَلَيْهِمْ لِيَتُوبُوٓا۟ ۚ إِنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلتَّوَّابُ ٱلرَّحِيمُ 118. და იმ სამის მიმართ, რომლებიც ჩამორჩნენ იმდენად, რომ ევიწროვათ დედამიწა, მისი სივრცის მიუხედავად; სული შეეხუთათ და იფიქრეს, რომ ალლაჰისაგან არსადაა თავშესაფარი, თუ არა მისკენვე. შემდგომ მან შეუნდო მათ, რათა მოენანიებინათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობი, მწყალობელია. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَكُونُوا۟ مَعَ ٱلصَّـٰدِقِينَ 119. ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა და იყავით მართალთა გვერდით! مَا كَانَ لِأَهْلِ ٱلْمَدِينَةِ وَمَنْ حَوْلَهُم مِّنَ ٱلْأَعْرَابِ أَن يَتَخَلَّفُوا۟ عَن رَّسُولِ ٱللَّهِ وَلَا يَرْغَبُوا۟ بِأَنفُسِهِمْ عَن نَّفْسِهِۦ ۚ ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّهُمْ لَا يُصِيبُهُمْ ظَمَأٌۭ وَلَا نَصَبٌۭ وَلَا مَخْمَصَةٌۭ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ وَلَا يَطَـُٔونَ مَوْطِئًۭا يَغِيظُ ٱلْكُفَّارَ وَلَا يَنَالُونَ مِنْ عَدُوٍّۢ نَّيْلًا إِلَّا كُتِبَ لَهُم بِهِۦ عَمَلٌۭ صَـٰلِحٌ ۚ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُضِيعُ أَجْرَ ٱلْمُحْسِنِينَ 120. არ ეგებოდა მედინის ხალხსა და იმ ბედუინებს, მის გარშემო რომ იყვნენ, მიეტოვებინათ ალლაჰის შუამავალი და თავიანთი სული ემჯობინებინათ მისი სულისათვის. ეს იმიტომ, რომ არ დაუფლებიათ წყურვილი, დაღლილობა და შიმშილი ალლაჰის გზაზე. ისინი ერთ ნაბიჯსაც არ ადგამდნენ, რაც გააღიზიანებდა ურწმუნოებს და მტრისთვის მიყენებული მარცხი, კეთილ საქმედ დაეწერებოდათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილისმქმენელებს. وَلَا يُنفِقُونَ نَفَقَةًۭ صَغِيرَةًۭ وَلَا كَبِيرَةًۭ وَلَا يَقْطَعُونَ وَادِيًا إِلَّا كُتِبَ لَهُمْ لِيَجْزِيَهُمُ ٱللَّهُ أَحْسَنَ مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 121. და არ ხარჯავენ მცირე ხარჯსაც კი, დიდს მითუმეტეს, და ერთ ხეობასაც კი არ კვეთდნენ ისე, თუ ეს მადლად არ მიეთვლებოდათ, რათა ალლაჰს მიეგო იმაზე უკეთესი, რასაც აკეთებდნენ. وَمَا كَانَ ٱلْمُؤْمِنُونَ لِيَنفِرُوا۟ كَآفَّةًۭ ۚ فَلَوْلَا نَفَرَ مِن كُلِّ فِرْقَةٍۢ مِّنْهُمْ طَآئِفَةٌۭ لِّيَتَفَقَّهُوا۟ فِى ٱلدِّينِ وَلِيُنذِرُوا۟ قَوْمَهُمْ إِذَا رَجَعُوٓا۟ إِلَيْهِمْ لَعَلَّهُمْ يَحْذَرُونَ 122. არ არის საჭირო, რომ მორწმუნეები ყველა ერთად გავიდნენ სალაშქროდ. ამრიგად, არ წავიდეს სალაშქროდ თითოეული ტომიდან მცირე ნაწილი, რათა მათ კარგად შეისწავლონ რელიგია და შეაგონონ თავიანთი ხალხი, როცა ისინი უკან დაბრუნდებიან! ეგებ მოკრძალებული იყვნენ! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ قَـٰتِلُوا۟ ٱلَّذِينَ يَلُونَكُم مِّنَ ٱلْكُفَّارِ وَلْيَجِدُوا۟ فِيكُمْ غِلْظَةًۭ ۚ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ مَعَ ٱلْمُتَّقِينَ 123. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ებრძოლეთ, რომელნიც თქვენს სიახლოვეს არიან ურწმუნოთაგან, რათა დარწმუნდნენ ისინი თქვენს სიმტკიცეში, და იცოდეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა. وَإِذَا مَآ أُنزِلَتْ سُورَةٌۭ فَمِنْهُم مَّن يَقُولُ أَيُّكُمْ زَادَتْهُ هَـٰذِهِۦٓ إِيمَـٰنًۭا ۚ فَأَمَّا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ فَزَادَتْهُمْ إِيمَـٰنًۭا وَهُمْ يَسْتَبْشِرُونَ 124. და როცა კი გარდმოევლინება სურა, მათგან ის, ვინც იტყვის: რომელ თქვენგანს შეჰმატა მან რწმენა? მაგრამ რომელთაც ირწმუნეს, მიუმატებს მათ რწმენას და ისინი ხარობენ. وَأَمَّا ٱلَّذِينَ فِى قُلُوبِهِم مَّرَضٌۭ فَزَادَتْهُمْ رِجْسًا إِلَىٰ رِجْسِهِمْ وَمَاتُوا۟ وَهُمْ كَـٰفِرُونَ 125. ხოლო, რომელთაც სენი უზით გულებში, ეჭვზე ეჭვს შეჰმატებს მათ. და ისინი ურწმუნოებად აღესრულებიან. أَوَلَا يَرَوْنَ أَنَّهُمْ يُفْتَنُونَ فِى كُلِّ عَامٍۢ مَّرَّةً أَوْ مَرَّتَيْنِ ثُمَّ لَا يَتُوبُونَ وَلَا هُمْ يَذَّكَّرُونَ 126. ნუთუ ვერ ხედავენ, რომ ყოველ წელს გამოიცდებიან ერთხელ ან ორჯერ? მაგრამ ისინი არ ინანიებენ და არც შეიგონებენ. وَإِذَا مَآ أُنزِلَتْ سُورَةٌۭ نَّظَرَ بَعْضُهُمْ إِلَىٰ بَعْضٍ هَلْ يَرَىٰكُم مِّنْ أَحَدٍۢ ثُمَّ ٱنصَرَفُوا۟ ۚ صَرَفَ ٱللَّهُ قُلُوبَهُم بِأَنَّهُمْ قَوْمٌۭ لَّا يَفْقَهُونَ 127. და, როცა რამ სურა გარდმოევლინება, ერთმანეთს გადახედავენ: გვხედავს კი ვინმეო? მერე კი შეტრიალდებიან. ალლაჰი მათ გულებს შეატრიალებს, რადგანაც უგუნური ხალხი არიან. لَقَدْ جَآءَكُمْ رَسُولٌۭ مِّنْ أَنفُسِكُمْ عَزِيزٌ عَلَيْهِ مَا عَنِتُّمْ حَرِيصٌ عَلَيْكُم بِٱلْمُؤْمِنِينَ رَءُوفٌۭ رَّحِيمٌۭ 128. ვფიცავ, თქვენთან მოვიდა შუამავალი თქვენგანვე. მძიმეა მისთვის, რომ თქვენ განსაცდელში ხართ. გული შესტკივა თქვენზე. მიმტევებელი და მწყალობელია მორწმუნეებისადმი! فَإِن تَوَلَّوْا۟ فَقُلْ حَسْبِىَ ٱللَّهُ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۖ عَلَيْهِ تَوَكَّلْتُ ۖ وَهُوَ رَبُّ ٱلْعَرْشِ ٱلْعَظِيمِ 129. ამის შემდგომ თუ ისინი პირს იბრუნებენ, უთხარი: ჩემთვის ალლაჰი კმარა! არ არსებობს ღვთაება, მის გარდა. მხოლოდ მას მოვიიმედებ, რამეთუ იგია ღმერთი დიადი ‘არშისა!