98. სურა ბეიინეს
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა لَمْ يَكُنِ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِنْ أَهْلِ ٱلْكِتَـٰبِ وَٱلْمُشْرِكِينَ مُنفَكِّينَ حَتَّىٰ تَأْتِيَهُمُ ٱلْبَيِّنَةُ 1. არ ყოფილან ურწმუნონი წიგნის მფლობელთაგან და წარმართნი, (ურწმუნოებისგან) გამიჯნულნი მანამ, სანამ არ მიუვიდათ ნათელი მტკიცება. رَسُولٌ مِّنَ ٱللَّهِ يَتْلُوا۟ صُحُفًا مُّطَهَّرَةً 2. ალლაჰის შუამავალი უკითხავს მათ განწმენდილ ფურცლებს. فِيهَا كُتُبٌ قَيِّمَةٌ 3. მათშია წიგნები წარუვალი. وَمَا تَفَرَّقَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ إِلَّا مِنۢ بَعْدِ مَا جَآءَتْهُمُ ٱلْبَيِّنَةُ 4. და არ გამიჯნულან ისინი, რომელთაც ებოძათ წიგნი, თუ არა, მხოლოდ იმის შემდგომ, რაც მოუვიდათ ნათელი მტკიცება. وَمَآ أُمِرُوٓا۟ إِلَّا لِيَعْبُدُوا۟ ٱللَّهَ مُخْلِصِينَ لَهُ ٱلدِّينَ حُنَفَآءَ وَيُقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَيُؤْتُوا۟ ٱلزَّكَوٰةَ ۚ وَذَ‌ٰلِكَ دِينُ ٱلْقَيِّمَةِ 5. მათ არ ბრძანებიათ არაფერი იმის გარდა, რომ ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ გულწრფელად, როგორც ჰანიფებს, დამდგარიყვნენ ლოცვად და გაეღოთ მოწყალება - და სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِنْ أَهْلِ ٱلْكِتَـٰبِ وَٱلْمُشْرِكِينَ فِى نَارِ جَهَنَّمَ خَـٰلِدِينَ فِيهَآ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ هُمْ شَرُّ ٱلْبَرِيَّةِ 6. ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს წიგნის მფლობელთაგან და წარმართთაგან ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებიან მარადიულად. სწორედ ისინი არიან ქმნილებათაგან უავესნი. إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ أُو۟لَـٰٓئِكَ هُمْ خَيْرُ ٱلْبَرِيَّةِ 7. ჭეშმარიტად, ისინი, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, ისინი არიან ქმნილებათაგან საუკეთესონი. جَزَآؤُهُمْ عِندَ رَبِّهِمْ جَنَّـٰتُ عَدْنٍ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَآ أَبَدًا ۖ رَّضِىَ ٱللَّهُ عَنْهُمْ وَرَضُوا۟ عَنْهُ ۚ ذَ‌ٰلِكَ لِمَنْ خَشِىَ رَبَّهُۥ 8. მათი საზღაური მათი ღმერთის წინაშე 'ადნის სამოთხეებია, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. მარადიულად იქნებიან იქ. კმაყოფილია მათით ალლაჰი და კმაყოფილნი არიან მისით. ეს იმათ, ვისაც ეშინოდა თავისი ღმერთისა.