92. სურა ლეილ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა وَٱلَّيْلِ إِذَا يَغْشَىٰ 1. ვფიცავ ღამეს, როცა იგი ფარავს. وَٱلنَّهَارِ إِذَا تَجَلَّىٰ 2. და დღეს, როცა ბრწყინდება. وَمَا خَلَقَ ٱلذَّكَرَ وَٱلْأُنثَىٰٓ 3. და მას, ვინც მან შექმნა მამრად და მდედრად. إِنَّ سَعْيَكُمْ لَشَتَّىٰ 4. ჭეშმარიტად, თქვენი გარჯა სხვადასხვანაირია. فَأَمَّا مَنْ أَعْطَىٰ وَٱتَّقَىٰ 5. და ის, ვინც გასცემდა და ღვთისმოშიში იყო, وَصَدَّقَ بِٱلْحُسْنَىٰ 6. და დაამოწმა ყველაზე მშვენიერით (შაჰადით) فَسَنُيَسِّرُهُۥ لِلْيُسْرَىٰ 7. ჩვენ გავუმარტივებთ მას გზას უმარტივესამდე. وَأَمَّا مَنۢ بَخِلَ وَٱسْتَغْنَىٰ 8. ხოლო ის, ვინც იძუნწა და თავისთავს ჩათვლის საკმარისად. وَكَذَّبَ بِٱلْحُسْنَىٰ 9. და ცრუდ შერაცხა ჭეშმარიტება, فَسَنُيَسِّرُهُۥ لِلْعُسْرَىٰ 10. ჩვენ გავუმარტივებთ გზას ურთულესობამდე. وَمَا يُغْنِى عَنْهُ مَالُهُۥٓ إِذَا تَرَدَّىٰٓ 11. ვერაფერს უშველის მას თავისი ქონება, როცა ძირს დაეცემა. إِنَّ عَلَيْنَا لَلْهُدَىٰ 12. ჭეშმარიტად, ჩვენზეა სწორი გზით წარმართვა. وَإِنَّ لَنَا لَلْـَٔاخِرَةَ وَٱلْأُولَىٰ 13. და ჩვენ გვეკუთვნის პირველიც და უკანასკნელიც. فَأَنذَرْتُكُمْ نَارًا تَلَظَّىٰ 14. და მე გაფრთხილებთ ცეცხლზე, რომელიც აალებულა. لَا يَصْلَىٰهَآ إِلَّا ٱلْأَشْقَى 15. და არავინ დაიწვება მასში, ყველაზე ცოდვილის გარდა. ٱلَّذِى كَذَّبَ وَتَوَلَّىٰ 16. რომელმაც ცრუდ შერაცხა და პირი იბრუნა. وَسَيُجَنَّبُهَا ٱلْأَتْقَى 17. მოცილებული იქნება მისგან მხოლოდ ღვთისმოშიში. ٱلَّذِى يُؤْتِى مَالَهُۥ يَتَزَكَّىٰ 18. რომელმაც გასცა თავისი ქონება გასაწმენდად. وَمَا لِأَحَدٍ عِندَهُۥ مِن نِّعْمَةٍ تُجْزَىٰٓ 19. და არ გაიღებენ იმისათვის, რათა დაჯილდოვდნენ ქონებით(ამქვეყანასვე). إِلَّا ٱبْتِغَآءَ وَجْهِ رَبِّهِ ٱلْأَعْلَىٰ 20. გაიღებენ მხოლოდ იმის სურვილით, რომ უზენაესი ღმერთის კმაყოფილება მოიპოვონ. وَلَسَوْفَ يَرْضَىٰ 21. და იგი კმაყოფილი იქნება.