89. სურა ფაჯრ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა وَٱلْفَجْرِ 1. ვფიცავ განთიადს, وَلَيَالٍ عَشْرٍ 2. და ათ ღამეს. وَٱلشَّفْعِ وَٱلْوَتْرِ 3. ვფიცავ ლუწსა და კენტს. وَٱلَّيْلِ إِذَا يَسْرِ 4. და ღამეს, როცა გადადის. هَلْ فِى ذَ‌ٰلِكَ قَسَمٌ لِّذِى حِجْرٍ 5. ნუთუ საზრიანთათვის ფიცი საკმარისი არ არის? أَلَمْ تَرَ كَيْفَ فَعَلَ رَبُّكَ بِعَادٍ 6. ნუთუ არ გინახავს, როგორ მოექცა შენი ღმერთი 'ადის ხალხს? إِرَمَ ذَاتِ ٱلْعِمَادِ 7. სვეტებიან ქალაქ ირამს, ٱلَّتِى لَمْ يُخْلَقْ مِثْلُهَا فِى ٱلْبِلَـٰدِ 8. რომელთა მსგავსიც არასოდეს შექმნილა ამ ქვეყანაში. وَثَمُودَ ٱلَّذِينَ جَابُوا۟ ٱلصَّخْرَ بِٱلْوَادِ 9. და სემუდეველებს, რომლებიც კვეთდნენ კლდეებში საცხოვრებლებს? وَفِرْعَوْنَ ذِى ٱلْأَوْتَادِ 10. და პირამიდების პატრონ ფარაონს? ٱلَّذِينَ طَغَوْا۟ فِى ٱلْبِلَـٰدِ 11. რომლებიც სჩადიოდნენ მჩაგვრელობას ქალაქებში, فَأَكْثَرُوا۟ فِيهَا ٱلْفَسَادَ 12. და გაავრცელეს მასში გარყვნილება. فَصَبَّ عَلَيْهِمْ رَبُّكَ سَوْطَ عَذَابٍ 13. და აწია შენმა ღმერთმა სასჯელის მათრახი. إِنَّ رَبَّكَ لَبِٱلْمِرْصَادِ 14. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი მათ თვალს ადევნებს. فَأَمَّا ٱلْإِنسَـٰنُ إِذَا مَا ٱبْتَلَىٰهُ رَبُّهُۥ فَأَكْرَمَهُۥ وَنَعَّمَهُۥ فَيَقُولُ رَبِّىٓ أَكْرَمَنِ 15. ადამიანი კი, როცა მას გამოსცდის თავისი ღმერთი, უბოძებს ქონებასა და შეძლებას, ამბობს: ჩემმა ღმერთმა ჩემზე მადლი მოიღოო. وَأَمَّآ إِذَا مَا ٱبْتَلَىٰهُ فَقَدَرَ عَلَيْهِ رِزْقَهُۥ فَيَقُولُ رَبِّىٓ أَهَـٰنَنِ 16. ხოლო როცა კი გამოსცდის მას და შეუმცირებს საზრდოს, ამბობს: ჩემმა ღმერთმა მე დამამცირაო. كَلَّا ۖ بَل لَّا تُكْرِمُونَ ٱلْيَتِيمَ 17. არა და არა! თქვენ პატივს არ სდებთ ობლებს, وَلَا تَحَـٰٓضُّونَ عَلَىٰ طَعَامِ ٱلْمِسْكِينِ 18. და არ აქეზებთ ერთმანეთს ღატაკთა დასაპურებლად. وَتَأْكُلُونَ ٱلتُّرَاثَ أَكْلًا لَّمًّا 19. და ჭამთ მემკვიდრეობას ხარბად. وَتُحِبُّونَ ٱلْمَالَ حُبًّا جَمًّا 20. და გიყვართ ქონება დიდი სიყვარულით. كَلَّآ إِذَا دُكَّتِ ٱلْأَرْضُ دَكًّا دَكًّا 21. არა! როცა მიწა დაიფლითება პატარა ნაჭრებად. وَجَآءَ رَبُّكَ وَٱلْمَلَكُ صَفًّا صَفًّا 22. და მოვლენ შენი ღმერთი და ანგელოზები მწკრივ-მწკრივ. وَجِا۟ىٓءَ يَوْمَئِذٍۭ بِجَهَنَّمَ ۚ يَوْمَئِذٍ يَتَذَكَّرُ ٱلْإِنسَـٰنُ وَأَنَّىٰ لَهُ ٱلذِّكْرَىٰ 23. და მოტანილ იქნება იმ დღეს ჯოჯოხეთი. სწორედ იმ დღეს გაიხსენებს ადამიანი, მაგრამ რაში გამოადგება გახსენება? يَقُولُ يَـٰلَيْتَنِى قَدَّمْتُ لِحَيَاتِى 24. იტყვის: ნეტავ, უწინ მეზრუნა ჩემი სიცოცხლისთვის! فَيَوْمَئِذٍ لَّا يُعَذِّبُ عَذَابَهُۥٓ أَحَدٌ 25. იმ დღეს ვერავინ დასჯის ისე, როგორც ის. وَلَا يُوثِقُ وَثَاقَهُۥٓ أَحَدٌ 26. და ვერავინ დაადებს ისეთ ბორკილებს, როგორსაც ის. يَـٰٓأَيَّتُهَا ٱلنَّفْسُ ٱلْمُطْمَئِنَّةُ 27. ო, სულო, დაჯერებულო. ٱرْجِعِىٓ إِلَىٰ رَبِّكِ رَاضِيَةً مَّرْضِيَّةً 28. დაუბრუნდი შენს ღმერთს კმაყოფილი, მოსვენებული! فَٱدْخُلِى فِى عِبَـٰدِى 29. შედი ჩემს მსახურებში! وَٱدْخُلِى جَنَّتِى 30. შედი ჩემს სამოთხეში!