87. სურა აღლა
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა سَبِّحِ ٱسْمَ رَبِّكَ ٱلْأَعْلَى 1. ადიდე სახელი შენი ღმერთისა, უზენაესისა! ٱلَّذِى خَلَقَ فَسَوَّىٰ 2. რომელმაც გააჩინა და მიმოასწორა! وَٱلَّذِى قَدَّرَ فَهَدَىٰ 3. რომელმაც გამოზომა და უწინამძღვრა. وَٱلَّذِىٓ أَخْرَجَ ٱلْمَرْعَىٰ 4. რომელმაც ამოიყვანა საძოვარნი. فَجَعَلَهُۥ غُثَآءً أَحْوَىٰ 5. მერე კი აქცია იგი შავ ნარჩენებად. سَنُقْرِئُكَ فَلَا تَنسَىٰٓ 6. წაგიკითხავთ და არ დაგავიწყდება! إِلَّا مَا شَآءَ ٱللَّهُ ۚ إِنَّهُۥ يَعْلَمُ ٱلْجَهْرَ وَمَا يَخْفَىٰ 7. გარდა იმისა, რაზეც იქნება ალლაჰის ნება. მან იცის გაცხადებული და დაფარული! وَنُيَسِّرُكَ لِلْيُسْرَىٰ 8. ჩვენ გიადვილებთ, რათა ადვილი იყოს! فَذَكِّرْ إِن نَّفَعَتِ ٱلذِّكْرَىٰ 9. და შეაგონე, თუ შეგონება სარგებელს მისცემს! سَيَذَّكَّرُ مَن يَخْشَىٰ 10. შეისმენს იგი, ვისაც ეშინია. وَيَتَجَنَّبُهَا ٱلْأَشْقَى 11. და განუდგება მას უბედური. ٱلَّذِى يَصْلَى ٱلنَّارَ ٱلْكُبْرَىٰ 12. რომელიც დაიწვება დიდებულ ცეცხლში. ثُمَّ لَا يَمُوتُ فِيهَا وَلَا يَحْيَىٰ 13. შემდგომ არც მოკვდება მასში და არც იცოცხლებს! قَدْ أَفْلَحَ مَن تَزَكَّىٰ 14. ნეტარია ის, ვინც განიწმინდა! وَذَكَرَ ٱسْمَ رَبِّهِۦ فَصَلَّىٰ 15 და ახსენა შენი ღმერთის სახელი და ლოცვად დადგა. بَلْ تُؤْثِرُونَ ٱلْحَيَوٰةَ ٱلدُّنْيَا 16. დიახ, თქვენ ამჯობინებთ ამქვეყნიურ ცხოვრებას. وَٱلْـَٔاخِرَةُ خَيْرٌ وَأَبْقَىٰٓ 17. თუმცა საიქიო უკეთესი და მუდმივია. إِنَّ هَـٰذَا لَفِى ٱلصُّحُفِ ٱلْأُولَىٰ 18. უეჭველად, ეს უწინდელ ფურცლებშიც არის. صُحُفِ إِبْرَ‌ٰهِيمَ وَمُوسَىٰ 19. იბრაჰიმის და მუსას ფურცლებში!