85. სურა ბურუჯ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა وَٱلسَّمَآءِ ذَاتِ ٱلْبُرُوجِ 1. ვფიცავ ზეცას, მოჭედილს ზოდიაქოს თანავარსკვლავედით, وَٱلْيَوْمِ ٱلْمَوْعُودِ 2. ვფიცავ აღთქმულ დღეს. وَشَاهِدٍ وَمَشْهُودٍ 3. ვფიცავ მოწმესა და დამოწმებულს. قُتِلَ أَصْحَـٰبُ ٱلْأُخْدُودِ 4. წყეულ იქმნენ თხრილთა მკვიდრნი. ٱلنَّارِ ذَاتِ ٱلْوَقُودِ 5. საწვავით სავსე ცეცხლის(პატრონები). إِذْ هُمْ عَلَيْهَا قُعُودٌ 6. აკი ისინი მის გარშემო ისხდნენ. وَهُمْ عَلَىٰ مَا يَفْعَلُونَ بِٱلْمُؤْمِنِينَ شُهُودٌ 7. და ისინი, რასაც მორწმუნეებს მართებდნენ, მოწმენი არიან. وَمَا نَقَمُوا۟ مِنْهُمْ إِلَّآ أَن يُؤْمِنُوا۟ بِٱللَّهِ ٱلْعَزِيزِ ٱلْحَمِيدِ 8. და მათ მხოლოდ იმისათვის აწამებდნენ, რომ ირწმუნეს ალლაჰი, ძლევამოსილი, ქებული. ٱلَّذِى لَهُۥ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ شَهِيدٌ 9. რომლისაცაა მეუფება ცათა და ქვეყნისა და ალლაჰი მოწმეა ყოველივესი. إِنَّ ٱلَّذِينَ فَتَنُوا۟ ٱلْمُؤْمِنِينَ وَٱلْمُؤْمِنَـٰتِ ثُمَّ لَمْ يَتُوبُوا۟ فَلَهُمْ عَذَابُ جَهَنَّمَ وَلَهُمْ عَذَابُ ٱلْحَرِيقِ 10. რომელთაც აწამეს მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები, მერე კი არ მოინანიეს, სწორედ მათთვისაა სასჯელი ჯოჯოხეთისა, ცეცხლოვანი. إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ لَهُمْ جَنَّـٰتٌ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ ۚ ذَ‌ٰلِكَ ٱلْفَوْزُ ٱلْكَبِيرُ 11. ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, მათთვისაა სამოთხეები, რომელთა წიაღაც მიედინებიან მდინარენი. სწორედ ეს არის დიდებული მიღწევა. إِنَّ بَطْشَ رَبِّكَ لَشَدِيدٌ 12. ჭეშმარიტად, შენი ღმერთის რისხვა მტკიცეა. إِنَّهُۥ هُوَ يُبْدِئُ وَيُعِيدُ 13. იგი ქმნის და უკან აბრუნებს. وَهُوَ ٱلْغَفُورُ ٱلْوَدُودُ 14. და იგი მიმტევებელი, მოყვარულია. ذُو ٱلْعَرْشِ ٱلْمَجِيدُ 15. 'არშის(ტახტრევნის) ღირსეული მეუფე, فَعَّالٌ لِّمَا يُرِيدُ 16. აღმსრულეა იმისა, რაც ნებავს. هَلْ أَتَىٰكَ حَدِيثُ ٱلْجُنُودِ 17. განა არ მოგსვლია შენ ამბავი ლაშქართა - فِرْعَوْنَ وَثَمُودَ 18. ფარაონისა და სემუდისა? بَلِ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ فِى تَكْذِيبٍ 19. არა, ურწმუნონი უარყოფაში არიან. وَٱللَّهُ مِن وَرَآئِهِم مُّحِيطٌۢ 20. და ალლაჰი გარემოიცავს მათ შეუმჩნევლად. بَلْ هُوَ قُرْءَانٌ مَّجِيدٌ 21. ჭეშმარიტად, ეს ყურანი დიდებულია. بَلْ هُوَ قُرْءَانٌ مَّجِيدٌ 22. დაცულ დაფაზე (ლევჰი მაჰფუზზე).