83. სურა მუტაფფიფინ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა وَيْلٌ لِّلْمُطَفِّفِينَ 1. ვაი იმათ, ვინც წონას აყალბებენ. ٱلَّذِينَ إِذَا ٱكْتَالُوا۟ عَلَى ٱلنَّاسِ يَسْتَوْفُونَ 2. რომლებიც ყიდვის დროს ხალხისგან ზუსტად მოითხოვენ! وَإِذَا كَالُوهُمْ أَو وَّزَنُوهُمْ يُخْسِرُونَ 3. და როცა სხვებს მიუზომავენ ან მიუწონიან, წონაში აკლებენ! أَلَا يَظُنُّ أُو۟لَـٰٓئِكَ أَنَّهُم مَّبْعُوثُونَ 4. განა არ ფიქრობენ ისინი, რომ აღდგენილ-იქნებიან? لِيَوْمٍ عَظِيمٍ 5. დიდებული დღისათვის? يَوْمَ يَقُومُ ٱلنَّاسُ لِرَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 6. იმ დღეს, როცა წარსდგება ხალხი სამყაროთა ღმერთის წინაშე. كَلَّآ إِنَّ كِتَـٰبَ ٱلْفُجَّارِ لَفِى سِجِّينٍ 7. არა, ცოდვილთა წიგნი სიჯჯინშია. وَمَآ أَدْرَىٰكَ مَا سِجِّينٌ 8. და რამ გაცნობოს შენ, რა არის სიჯჯინი? كِتَـٰبٌ مَّرْقُومٌ 9. დაცული წიგნია. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِّلْمُكَذِّبِينَ 10. ვაი მათ, იმ დღეს სიცრუედ შემრაცხველებს. ٱلَّذِينَ يُكَذِّبُونَ بِيَوْمِ ٱلدِّينِ 11. რომელნიც ცრუდ რაცხავენ განკითხვის დღეს. وَمَا يُكَذِّبُ بِهِۦٓ إِلَّا كُلُّ مُعْتَدٍ أَثِيمٍ 12. და არავინ შერაცხავს მას ცრუდ, ზღვარგასული, ცოდვილის გარდა. إِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِ ءَايَـٰتُنَا قَالَ أَسَـٰطِيرُ ٱلْأَوَّلِينَ 13. როცა ეკითხება მას ჩვენი აიათები, ამბობს უწინდელთა ზღაპრებიაო. كَلَّا ۖ بَلْ ۜ رَانَ عَلَىٰ قُلُوبِهِم مَّا كَانُوا۟ يَكْسِبُونَ 14. არა, არამედ ჟანგი მოსდო მათ გულებს იმან, რაც მოიხვეჭეს. كَلَّآ إِنَّهُمْ عَن رَّبِّهِمْ يَوْمَئِذٍ لَّمَحْجُوبُونَ 15. არა და არა! ისინი იმ დღეს თავიანთი ღმერთის წყალობისაგან აღკვეთილნი იქნებიან. ثُمَّ إِنَّهُمْ لَصَالُوا۟ ٱلْجَحِيمِ 16. მერე, ისინი იქნებიან საწვავნი ჯოჯოხეთისა. ثُمَّ يُقَالُ هَـٰذَا ٱلَّذِى كُنتُم بِهِۦ تُكَذِّبُونَ 17. მერე ითქმება: ეს სწორედ ის არის, რასაც ცრუდ რაცხავდით. كَلَّآ إِنَّ كِتَـٰبَ ٱلْأَبْرَارِ لَفِى عِلِّيِّينَ 18. არა! ღვთისმოსავთა წიგნი 'ილლიიუნშია. وَمَآ أَدْرَىٰكَ مَا عِلِّيُّونَ 19. და რამ გაცნობოს შენ, რა არის 'ილლიიუნი? كِتَـٰبٌ مَّرْقُومٌ 20. დაცული წიგნია. يَشْهَدُهُ ٱلْمُقَرَّبُونَ 21. დაამოწმებენ მას დაახლოებულნი (ანგელოზები). إِنَّ ٱلْأَبْرَارَ لَفِى نَعِيمٍ 22. ჭეშმარიტად, ღვთისმოსავნი ნეტარებაში იქნებიან. عَلَى ٱلْأَرَآئِكِ يَنظُرُونَ 23. სავარძლებზე. გამოიხედავენ تَعْرِفُ فِى وُجُوهِهِمْ نَضْرَةَ ٱلنَّعِيمِ 24. და შეამჩნევ მათ საახებზე ათინათს ნეტარებისას. يُسْقَوْنَ مِن رَّحِيقٍ مَّخْتُومٍ 25. მათ მიეცემათ დაბეჭდილი ღვინო. خِتَـٰمُهُۥ مِسْكٌ ۚ وَفِى ذَ‌ٰلِكَ فَلْيَتَنَافَسِ ٱلْمُتَنَـٰفِسُونَ 26. მისი (სასმელის) ბოლო იქნება მუსქი, დაე მსწრაფველნი ამისათვის ისწრაფოდნენ. وَمِزَاجُهُۥ مِن تَسْنِيمٍ 27. ნაზავი იქნება თასმინის წყლით عَيْنًا يَشْرَبُ بِهَا ٱلْمُقَرَّبُونَ 28. წყაროსთვალად, რომელსაც დალევენ დაახლოებულნი. إِنَّ ٱلَّذِينَ أَجْرَمُوا۟ كَانُوا۟ مِنَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ يَضْحَكُونَ 29. ჭეშმარიტად, ისინი, რომელნიც, ცოდვილნი არიან, დასცინოდნენ იმათ, რომელთაც ირწმუნეს. وَإِذَا مَرُّوا۟ بِهِمْ يَتَغَامَزُونَ 30. და როცა გვერდს ჩაუვლიდნენ მათ, ერთმანეთს თვალს უკრავდნენ: وَإِذَا ٱنقَلَبُوٓا۟ إِلَىٰٓ أَهْلِهِمُ ٱنقَلَبُوا۟ فَكِهِينَ 31. და როცა უბრუნდებოდნენ თავიანთ ოჯახებს, უბრუნდებოდნენ მოლიზღარნი. وَإِذَا رَأَوْهُمْ قَالُوٓا۟ إِنَّ هَـٰٓؤُلَآءِ لَضَآلُّونَ 32. და როცა დაინახავდნენ მათ, ამბობდნენ: ესენი მართლაც გზააბნეულნი არიანო. وَمَآ أُرْسِلُوا۟ عَلَيْهِمْ حَـٰفِظِينَ 33. და ისინი კი არ წარმოგზავნილან მათ მცველებად. فَٱلْيَوْمَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مِنَ ٱلْكُفَّارِ يَضْحَكُونَ 34. ხოლო იმ დღეს ისინი, ვინც ირწმუნა, გასცინებენ ურწმუნოებს عَلَى ٱلْأَرَآئِكِ يَنظُرُونَ 35. სავარძლებზე (მსხდომნი) გამოიხედავენ. هَلْ ثُوِّبَ ٱلْكُفَّارُ مَا كَانُوا۟ يَفْعَلُونَ 36. დაჯილდოვდნენ თუ არა ურწმუნონი იმით, რასაც აკეთებდნენ?