81. სურა თაქვირ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა إِذَا ٱلشَّمْسُ كُوِّرَتْ 1. როცა მზე წყვდიადში გაეხვევა. وَإِذَا ٱلنُّجُومُ ٱنكَدَرَتْ 2. როცა ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან. وَإِذَا ٱلْجِبَالُ سُيِّرَتْ 3. როცა მთები ამოძრავდებიან. وَإِذَا ٱلْعِشَارُ عُطِّلَتْ 4. როცა მაკე აქლემები უმეთვალყურეოდ დარჩებიან وَإِذَا ٱلْوُحُوشُ حُشِرَتْ 5. როცა ცხოველები შეკრებილ იქნებიან, وَإِذَا ٱلْبِحَارُ سُجِّرَتْ 6. როცა ზღვებს ცეცხლი მოედება. وَإِذَا ٱلنُّفُوسُ زُوِّجَتْ 7. როცა სულნი შერწყმულნი იქნებიან, وَإِذَا ٱلْمَوْءُۥدَةُ سُئِلَتْ 8. როცა ცოცხლად დამარხულ გოგონას ჰკითხავენ: بِأَىِّ ذَنۢبٍۢ قُتِلَتْ 9. რა ცოდვისთვის მოიკლა? وَإِذَا ٱلصُّحُفُ نُشِرَتْ 10. როცა ფურცლები გადაიშლება. وَإِذَا ٱلسَّمَآءُ كُشِطَتْ 11. როცა ზეცა გაიხსნება. وَإِذَا ٱلْجَحِيمُ سُعِّرَتْ 12. როცა ჯოჯოხეთი გახურდება. وَإِذَا ٱلْجَنَّةُ أُزْلِفَتْ 13. როცა სამოთხე მოახლოვდება. عَلِمَتْ نَفْسٌۭ مَّآ أَحْضَرَتْ 14. გაიგებს სული, თუ რა მოიტანა. فَلَآ أُقْسِمُ بِٱلْخُنَّسِ 15. შეხედეთ, ღამით მანათობელ და დღისით განაბულ ვარსკვლავებს, ٱلْجَوَارِ ٱلْكُنَّسِ 16. ჰორიზონტზე რომ ჩნდებიან და კვლავ ქრებიან! وَٱلَّيْلِ إِذَا عَسْعَسَ 17. ვფიცავ ღამეს, როცა ბნელდება. وَٱلصُّبْحِ إِذَا تَنَفَّسَ 18. და დილას, როცა ის სუნთქავს. إِنَّهُۥ لَقَوْلُ رَسُولٍۢ كَرِيمٍۢ 19. ჭეშმარიტად, ეს არის სიტყვა კურთხეული შუამავლისა.(ჯიბრილისა) ذِى قُوَّةٍ عِندَ ذِى ٱلْعَرْشِ مَكِينٍۢ 20. მქონე ძალისა, ტახტრევნის მფლობელისაგან, პატივცემულისა. مُّطَاعٍۢ ثَمَّ أَمِينٍۢ 21. მორჩილისა და სანდოსი. وَمَا صَاحِبُكُم بِمَجْنُونٍۢ 22. სულაც არ არის თქვენი მეგობარი შეშლილი. وَلَقَدْ رَءَاهُ بِٱلْأُفُقِ ٱلْمُبِينِ 23. მან უკვე ნახა იგი(ჯიბრილი) ცის კაბადონზე. وَمَا هُوَ عَلَى ٱلْغَيْبِ بِضَنِينٍۢ 24. და იგი არაა, რომ დაფაროს შთაგონებული. وَمَا هُوَ بِقَوْلِ شَيْطَـٰنٍۢ رَّجِيمٍۢ 25. და ეს არ არის სიტყვა ქვებით ჩაქოლილი შაიტანისა. فَأَيْنَ تَذْهَبُونَ 26. თქვენ კი საით მიდიხართ? إِنْ هُوَ إِلَّا ذِكْرٌۭ لِّلْعَـٰلَمِينَ 27. იგი მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის. لِمَن شَآءَ مِنكُمْ أَن يَسْتَقِيمَ 28. იმათთვის, ვისაც სურს თქვენგან, რომ სწორ გზას დაადგეს. وَمَا تَشَآءُونَ إِلَّآ أَن يَشَآءَ ٱللَّهُ رَبُّ ٱلْعَـٰلَمِينَ 29. თუმცა თქვენ ამას არ ისურვებთ, თუკი ალლაჰი არ ინებებს, სამყაროთა ღმერთი.