7. სურა ა'რაფ
206 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა الٓمٓصٓ 1. ალიფ, ლამ, მიმ, სად. كِتَـٰبٌ أُنزِلَ إِلَيْكَ فَلَا يَكُن فِى صَدْرِكَ حَرَجٌۭ مِّنْهُ لِتُنذِرَ بِهِۦ وَذِكْرَىٰ لِلْمُؤْمِنِينَ 2. წიგნი ზემოვლენილია შენზე, და ნუ გექნება გულში მწუხარება მის გამო, რათა გააფრთხილო მისით, და შეხსენებად მორწმუნეთათვის. ٱتَّبِعُوا۟ مَآ أُنزِلَ إِلَيْكُم مِّن رَّبِّكُمْ وَلَا تَتَّبِعُوا۟ مِن دُونِهِۦٓ أَوْلِيَآءَ ۗ قَلِيلًۭا مَّا تَذَكَّرُونَ 3. მიჰყევით იმას, რაც ზემოგევლინათ თქვენი ღმერთისგან, და ნუ მიჰყვებით მის გარდა სხვა მფარველებს, და რაოდენ მცირეა, რაც გახსოვთ وَكَم مِّن قَرْيَةٍ أَهْلَكْنَـٰهَا فَجَآءَهَا بَأْسُنَا بَيَـٰتًا أَوْ هُمْ قَآئِلُونَ 4. რამდენი დასახლება დავღუპეთ მაშინ, როცა მოეწიათ ჩვენი რისხვა დღისით ან ღამით, როცა ეძინათ. فَمَا كَانَ دَعْوَىٰهُمْ إِذْ جَآءَهُم بَأْسُنَآ إِلَّآ أَن قَالُوٓا۟ إِنَّا كُنَّا ظَـٰلِمِينَ 5. და, როცა ჩვენი რისხვა დაატყდათ თავს, არაფერი იყო მათი ძახილი იმის გარდა, თუ არა მოთქმა: ჩვენ უსამართლონი ვიყავითო. فَلَنَسْـَٔلَنَّ ٱلَّذِينَ أُرْسِلَ إِلَيْهِمْ وَلَنَسْـَٔلَنَّ ٱلْمُرْسَلِينَ 6. და შევეკითხები მათ, ვისთანაც წარვაგზავნე(შუამავლები) და ვკითხავ შუამავლებსაც. فَلَنَقُصَّنَّ عَلَيْهِم بِعِلْمٍۢ ۖ وَمَا كُنَّا غَآئِبِينَ 7. და მოვუყვებით მათ ცოდნით, და არ ვყოფილვართ არდამსწრენი. وَٱلْوَزْنُ يَوْمَئِذٍ ٱلْحَقُّ ۚ فَمَن ثَقُلَتْ مَوَ‌ٰزِينُهُۥ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْمُفْلِحُونَ 8. იმ დღეს წონა იქნება ჭეშმარიტი, ვისი ასაწონიც მძიმე აღმოჩნდება, ნეტარნი იქნებიან. وَمَنْ خَفَّتْ مَوَ‌ٰزِينُهُۥ فَأُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ خَسِرُوٓا۟ أَنفُسَهُم بِمَا كَانُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا يَظْلِمُونَ 9. ხოლო ვისი ასაწონიც მსუბუქი იქნება, სწორედ ისინი არიან, რომელთაც თავი წააგეს იმის გამო, რომ ჩვენს აიათებს უსამართლოდ ექცეოდნენ. وَلَقَدْ مَكَّنَّـٰكُمْ فِى ٱلْأَرْضِ وَجَعَلْنَا لَكُمْ فِيهَا مَعَـٰيِشَ ۗ قَلِيلًۭا مَّا تَشْكُرُونَ 10. ვფიცავ, დაგამკვიდრეთ ქვეყანაზე და დაგიდგინეთ მასში ცხოვრების პირობები. თუმცა, რაოდენ მცირეა თქვენი მადლიერება! وَلَقَدْ خَلَقْنَـٰكُمْ ثُمَّ صَوَّرْنَـٰكُمْ ثُمَّ قُلْنَا لِلْمَلَـٰٓئِكَةِ ٱسْجُدُوا۟ لِـَٔادَمَ فَسَجَدُوٓا۟ إِلَّآ إِبْلِيسَ لَمْ يَكُن مِّنَ ٱلسَّـٰجِدِينَ 11. ვფიცავ, ჩვენ შეგქმენით და შემდეგ მოგეცით ფორმა. შემდეგ ვუთხარი ანგელოზებს, სეჯდე აღუსრულეთ ადამს. და სეჯდე აღუსრულეს იბლისის გარდა, რომელიც არ იყო სუჯუდის შემსრულებელთა შორის. قَالَ مَا مَنَعَكَ أَلَّا تَسْجُدَ إِذْ أَمَرْتُكَ ۖ قَالَ أَنَا۠ خَيْرٌۭ مِّنْهُ خَلَقْتَنِى مِن نَّارٍۢ وَخَلَقْتَهُۥ مِن طِينٍۢ 12. უთხრა: რამ შეგიშალა ხელი სეჯდე შეგესრულებინა, როცა მე გირბძანე? უთხრა: მე მასზე უკეთესი ვარ, მე ცეცხლისგან გამაჩინე, ის კი ტალახისგან გააჩინე. قَالَ فَٱهْبِطْ مِنْهَا فَمَا يَكُونُ لَكَ أَن تَتَكَبَّرَ فِيهَا فَٱخْرُجْ إِنَّكَ مِنَ ٱلصَّـٰغِرِينَ 13. უთხრა: გამოძევებულ იქმენ იქიდან(სამოთხიდან) და აღარაფერი გექნება იმისათვის, რომ იამპარტავნო იქ, გადი! ჭეშმარიტად შენ ხარ დამცირებული. قَالَ أَنظِرْنِىٓ إِلَىٰ يَوْمِ يُبْعَثُونَ 14. უთხრა: მომეცი ვადა იმ დღემდე, როცა აღდგენილნი იქნებიანო! قَالَ إِنَّكَ مِنَ ٱلْمُنظَرِينَ 15. მიუგო: შენ იქნები ერთი ვადამიცემული. قَالَ فَبِمَآ أَغْوَيْتَنِى لَأَقْعُدَنَّ لَهُمْ صِرَ‌ٰطَكَ ٱلْمُسْتَقِيمَ 16. მიუგო: რაკი ჩემი გზიდან გადაცდენა ინებე, ჩავუსაფრდები მათ ჭეშმარიტ გზაზე. ثُمَّ لَـَٔاتِيَنَّهُم مِّنۢ بَيْنِ أَيْدِيهِمْ وَمِنْ خَلْفِهِمْ وَعَنْ أَيْمَـٰنِهِمْ وَعَن شَمَآئِلِهِمْ ۖ وَلَا تَجِدُ أَكْثَرَهُمْ شَـٰكِرِينَ 17. და თავს დავესხმები მათ წინიდან და უკნიდან, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან და უმეტეს მათგანს მადლიერს ვერ ჰპოვებო. قَالَ ٱخْرُجْ مِنْهَا مَذْءُومًۭا مَّدْحُورًۭا ۖ لَّمَن تَبِعَكَ مِنْهُمْ لَأَمْلَأَنَّ جَهَنَّمَ مِنكُمْ أَجْمَعِينَ 18. უთხრა: გამოდი იქიდან(სამოთხიდან) - დამცირებული და გაძევებული. და ვინც შენ გამოგყვება; ავავსებ ჯოჯოხეთს თქვენით ერთიანად. وَيَـٰٓـَٔادَمُ ٱسْكُنْ أَنتَ وَزَوْجُكَ ٱلْجَنَّةَ فَكُلَا مِنْ حَيْثُ شِئْتُمَا وَلَا تَقْرَبَا هَـٰذِهِ ٱلشَّجَرَةَ فَتَكُونَا مِنَ ٱلظَّـٰلِمِينَ 19. ო ადამ, იცხოვრეთ შენ და შენმა ცოლმა სამოთხეში. ჭამეთ, საიდანაც გსურდეთ, ოღონდ ნუ მიუახლოვდებით ამ ხეს და ნუ იქნებით უსამართლონი. فَوَسْوَسَ لَهُمَا ٱلشَّيْطَـٰنُ لِيُبْدِىَ لَهُمَا مَا وُۥرِىَ عَنْهُمَا مِن سَوْءَ‌ٰتِهِمَا وَقَالَ مَا نَهَىٰكُمَا رَبُّكُمَا عَنْ هَـٰذِهِ ٱلشَّجَرَةِ إِلَّآ أَن تَكُونَا مَلَكَيْنِ أَوْ تَكُونَا مِنَ ٱلْخَـٰلِدِينَ 20. და აცდუნა ისინი შაიტანმა, რათა გამოეჩინა მათთვის ის, რაც დაფარული იყო მათთვის - მათი სხეულის უმსგავსო ნაწილთაგან. და უთხრა(შაიტანმა): - არ აუკრძალავს თქვენთვის თქვენს ღმერთს ეს ხე, თუ არა იმისათვის, რომ არ გამხდარიყავით ანგელოზნი ან უკვდავნიო. وَقَاسَمَهُمَآ إِنِّى لَكُمَا لَمِنَ ٱلنَّـٰصِحِينَ 21. და შეჰფიცა ორივეს, მე თქვენი მოკეთე ვარო! فَدَلَّىٰهُمَا بِغُرُورٍۢ ۚ فَلَمَّا ذَاقَا ٱلشَّجَرَةَ بَدَتْ لَهُمَا سَوْءَ‌ٰتُهُمَا وَطَفِقَا يَخْصِفَانِ عَلَيْهِمَا مِن وَرَقِ ٱلْجَنَّةِ ۖ وَنَادَىٰهُمَا رَبُّهُمَآ أَلَمْ أَنْهَكُمَا عَن تِلْكُمَا ٱلشَّجَرَةِ وَأَقُل لَّكُمَآ إِنَّ ٱلشَّيْطَـٰنَ لَكُمَا عَدُوٌّۭ مُّبِينٌۭ 22. და ასე ცდუნებით წარუძღვა მათ და როცა იგემეს ხისგან(ნაყოფი), გამოუჩნდათ თავიანთი სხეულის უმსგავსო ნაწილები და დაიწყეს შემოსვა სამოთხის ფოთლებით. და დაუძახა მათმა ღმერთმა: - განა არ აგიკრძალეთ ეს ხე და გითხარით, რომ შაიტანი თქვენი აშკარა მტერია?! قَالَا رَبَّنَا ظَلَمْنَآ أَنفُسَنَا وَإِن لَّمْ تَغْفِرْ لَنَا وَتَرْحَمْنَا لَنَكُونَنَّ مِنَ ٱلْخَـٰسِرِينَ 23. უთხრეს: ღმერთო ჩვენო, უსამართლოდ მოვექეცით საკუთარ თავს, და თუ არ მოგვიტევებ და შეგვიწყალებ, წაგებულთაგანი ვიქნებითო. قَالَ ٱهْبِطُوا۟ بَعْضُكُمْ لِبَعْضٍ عَدُوٌّۭ ۖ وَلَكُمْ فِى ٱلْأَرْضِ مُسْتَقَرٌّۭ وَمَتَـٰعٌ إِلَىٰ حِينٍۢ 24. უთხრა - დაეცით! მტრები იყავით ერთმანეთისა. მიწაზე იქნება თქვენი საცხოვრებელი და სარჩო განსაზღვრულ ვადამდე. قَالَ فِيهَا تَحْيَوْنَ وَفِيهَا تَمُوتُونَ وَمِنْهَا تُخْرَجُونَ 25. უთხრა: იქ იცხოვრებთ, იქვე მოკვდებით და იქვე გამოყვანილ იქნებით(საფლავებიდან) يَـٰبَنِىٓ ءَادَمَ قَدْ أَنزَلْنَا عَلَيْكُمْ لِبَاسًۭا يُوَ‌ٰرِى سَوْءَ‌ٰتِكُمْ وَرِيشًۭا ۖ وَلِبَاسُ ٱلتَّقْوَىٰ ذَ‌ٰلِكَ خَيْرٌۭ ۚ ذَ‌ٰلِكَ مِنْ ءَايَـٰتِ ٱللَّهِ لَعَلَّهُمْ يَذَّكَّرُونَ 26. ჰეი ადამის შვილებო! მოგივლინეთ თქვენ სამოსელი, რომელიც დაფარავს თქვენი სხეულის უმსგავსო ნაწილებს - სამშვენისად. ხოლო სამოსელი ღვთისმოშიშებისა უკეთესია. ეს არის ალლაჰის აიათები, ეგებ კეთილგანსაჯოთ. يَـٰبَنِىٓ ءَادَمَ لَا يَفْتِنَنَّكُمُ ٱلشَّيْطَـٰنُ كَمَآ أَخْرَجَ أَبَوَيْكُم مِّنَ ٱلْجَنَّةِ يَنزِعُ عَنْهُمَا لِبَاسَهُمَا لِيُرِيَهُمَا سَوْءَ‌ٰتِهِمَآ ۗ إِنَّهُۥ يَرَىٰكُمْ هُوَ وَقَبِيلُهُۥ مِنْ حَيْثُ لَا تَرَوْنَهُمْ ۗ إِنَّا جَعَلْنَا ٱلشَّيَـٰطِينَ أَوْلِيَآءَ لِلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ 27. ჰეი ადამის შვილებო! ნუ გაცდუნებთ თქვენ შაიტანი ისევე, როგორც გამოაძევა თქვენი მშობლები სამოთხიდან, გახადა მათ ტანსაცმელი, რათა ეჩვენებინა მათთვის ერთმანეთის უმსგავსო ნაწილები. ჭეშმარიტად, გხედავთ თქვენ ის(შაიტანი) და მისი გუნდი იქიდან, საიდანაც თქვენ მათ ვერ ხედავთ. ჩვენ დავუდგინეთ შაიტნები მეგობრებად იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს. وَإِذَا فَعَلُوا۟ فَـٰحِشَةًۭ قَالُوا۟ وَجَدْنَا عَلَيْهَآ ءَابَآءَنَا وَٱللَّهُ أَمَرَنَا بِهَا ۗ قُلْ إِنَّ ٱللَّهَ لَا يَأْمُرُ بِٱلْفَحْشَآءِ ۖ أَتَقُولُونَ عَلَى ٱللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ 28. და როცა ჩაიდენენ გარყვნილებას, ამბობენ: ჩვენი მამებიც ამას აკეთებდნენ და ალლაჰმა გვიბრძანა ეს. უთხარი: ალლაჰი არ გიბრძანებთ გარყვნილებას. განა ალლაჰზე იმას ამბობთ, რაც არ იცით?! قُلْ أَمَرَ رَبِّى بِٱلْقِسْطِ ۖ وَأَقِيمُوا۟ وُجُوهَكُمْ عِندَ كُلِّ مَسْجِدٍۢ وَٱدْعُوهُ مُخْلِصِينَ لَهُ ٱلدِّينَ ۚ كَمَا بَدَأَكُمْ تَعُودُونَ 29. უთხარი: ჩემმა ღმერთმა ბრძანა სამართალი. მას მიაპყარით სახეები ყოველ სალოცავთან, სთხოვეთ მას ხალასი რწმენით. ჭეშმარიტად, როგორც შეგქმნათ ისევე დაბრუნდებით. فَرِيقًا هَدَىٰ وَفَرِيقًا حَقَّ عَلَيْهِمُ ٱلضَّلَـٰلَةُ ۗ إِنَّهُمُ ٱتَّخَذُوا۟ ٱلشَّيَـٰطِينَ أَوْلِيَآءَ مِن دُونِ ٱللَّهِ وَيَحْسَبُونَ أَنَّهُم مُّهْتَدُونَ 30. ზოგიერთნი ჭეშმარიტ გზას დაადგინა, ზოგიერთს კი გზააბნევა არგუნა წილად. ისინი შაიტნებს ირჩევენ მეგობრებად ალლაჰის მაგივრად და მიიჩნევენ, რომ ჭეშმარიტ გზას ადგანან. يَـٰبَنِىٓ ءَادَمَ خُذُوا۟ زِينَتَكُمْ عِندَ كُلِّ مَسْجِدٍۢ وَكُلُوا۟ وَٱشْرَبُوا۟ وَلَا تُسْرِفُوٓا۟ ۚ إِنَّهُۥ لَا يُحِبُّ ٱلْمُسْرِفِينَ 31. ჰეო ადამის შვილებო! შეიმოსეთ საუკეთესო სამოსით ყოველ სალოცავთან, ჭამეთ, სვით და ნუ გადააჭარბებთ! უეჭველად, მას არ უყვარს ზღვარგასულნი. قُلْ مَنْ حَرَّمَ زِينَةَ ٱللَّهِ ٱلَّتِىٓ أَخْرَجَ لِعِبَادِهِۦ وَٱلطَّيِّبَـٰتِ مِنَ ٱلرِّزْقِ ۚ قُلْ هِىَ لِلَّذِينَ ءَامَنُوا۟ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا خَالِصَةًۭ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۗ كَذَ‌ٰلِكَ نُفَصِّلُ ٱلْـَٔايَـٰتِ لِقَوْمٍۢ يَعْلَمُونَ 32. უთხარი: ვინ აკრძალა ალლაჰის მორთულობა, რომელიც მიუბოძა მან თავის მონებს და კეთილი სარჩო?! უთხარი: ეს მათთვისაა, ვინც ამქვეყნად გულწრფელად ირწმუნა აღდგომის დღე. ამგვარად განვუმარტავთ ჩვენ აიათებს იმ ხალხს, რომელმაც იცის. قُلْ إِنَّمَا حَرَّمَ رَبِّىَ ٱلْفَوَ‌ٰحِشَ مَا ظَهَرَ مِنْهَا وَمَا بَطَنَ وَٱلْإِثْمَ وَٱلْبَغْىَ بِغَيْرِ ٱلْحَقِّ وَأَن تُشْرِكُوا۟ بِٱللَّهِ مَا لَمْ يُنَزِّلْ بِهِۦ سُلْطَـٰنًۭا وَأَن تَقُولُوا۟ عَلَى ٱللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ 33. უთხარი: ჩემმა ღმერთმა მხოლოდ გარყვნილებები აკრძალა, როგორც აშკარა, ისე დაფარული, და ურჩობა და უსამართლო მძლავრობა, და ის, რომ არ დაუდგინოთ ალლაჰს თანაზიარი, რაზეც მტკიცებულება არ მოუვლენია; და არ თქვათ ალლაჰზე ის, რაც არ იცით. وَلِكُلِّ أُمَّةٍ أَجَلٌۭ ۖ فَإِذَا جَآءَ أَجَلُهُمْ لَا يَسْتَأْخِرُونَ سَاعَةًۭ ۖ وَلَا يَسْتَقْدِمُونَ 34. და ყველა თემს, თავისი დრო აქვს, ხოლო როცა დრო მოუვათ, ერთი წამითაც კი ვერ გადაავადებენ და ვერც დააჩქარებენ. يَـٰبَنِىٓ ءَادَمَ إِمَّا يَأْتِيَنَّكُمْ رُسُلٌۭ مِّنكُمْ يَقُصُّونَ عَلَيْكُمْ ءَايَـٰتِى ۙ فَمَنِ ٱتَّقَىٰ وَأَصْلَحَ فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ 35. ჰეი ადამის შვილებო!, როცა თქვენთან მოდიოდნენ შუამავლები თქვენგანვე და გიკითხავდნენ ჩვენს აიათებს, ვისაც ღმერთის ეშინოდა და გამოსწორდა, შიში არ ექნეთ, არ ინაღვლონ. وَٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا وَٱسْتَكْبَرُوا۟ عَنْهَآ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 36. და ისინი, ვინც ცრუდ აცხადებდნენ ჩვენს აიათებს და ქედმაღლობდნენ მათ მიმართ, სწორედ ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი და იქნებიან იქ მარადიულად. فَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ ٱفْتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا أَوْ كَذَّبَ بِـَٔايَـٰتِهِۦٓ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ يَنَالُهُمْ نَصِيبُهُم مِّنَ ٱلْكِتَـٰبِ ۖ حَتَّىٰٓ إِذَا جَآءَتْهُمْ رُسُلُنَا يَتَوَفَّوْنَهُمْ قَالُوٓا۟ أَيْنَ مَا كُنتُمْ تَدْعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ ۖ قَالُوا۟ ضَلُّوا۟ عَنَّا وَشَهِدُوا۟ عَلَىٰٓ أَنفُسِهِمْ أَنَّهُمْ كَانُوا۟ كَـٰفِرِينَ 37. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს თხზავს, ან უარყოფს მის აიათებს? - მათ მიეგებათ თავიანი წილი წიგნიდან, ვიდრე ჩვენი წარგზავნილები მივიდოდნენ, რათა მიიბარონ ისინი და უთხრან: სად არიან ვისაც ალლაჰის მაგივრად უხმობდით? მიუგებენ: ზურგი გვაქციეს! - და თავიანთი თავის საწინააღმდეგოდ დაამოწმებენ, რომ იყვნენ ურწმუნონი. قَالَ ٱدْخُلُوا۟ فِىٓ أُمَمٍۢ قَدْ خَلَتْ مِن قَبْلِكُم مِّنَ ٱلْجِنِّ وَٱلْإِنسِ فِى ٱلنَّارِ ۖ كُلَّمَا دَخَلَتْ أُمَّةٌۭ لَّعَنَتْ أُخْتَهَا ۖ حَتَّىٰٓ إِذَا ٱدَّارَكُوا۟ فِيهَا جَمِيعًۭا قَالَتْ أُخْرَىٰهُمْ لِأُولَىٰهُمْ رَبَّنَا هَـٰٓؤُلَآءِ أَضَلُّونَا فَـَٔاتِهِمْ عَذَابًۭا ضِعْفًۭا مِّنَ ٱلنَّارِ ۖ قَالَ لِكُلٍّۢ ضِعْفٌۭ وَلَـٰكِن لَّا تَعْلَمُونَ 38. ეტყვის(მათ ალლაჰი): ჩავარდით ცეცხლში ჯინთა და ადამიანთა იმ ერებთან ერთად, რომლებიც თქვენზე უწინ გარდამხდარან, და ყოველთვის, როცა შემოვა რომელიმე თემი(ჯოჯოხეთში), წყევლის თავის დას(მეორე თემს), ვიდრე შეიკრიბებოდნენ მასში ერთიანად. და იტყვიან ეს უკანასკნელნი პირველთა შესახებ: ღმერთო, ამათ გვაცდუნეს ჩვენ და მოუვლინე ორმაგად მკაცრი სასჯელი ცეცხლისაო. მიუგებს: ყველას ორმაგი სასჯელი აქვს, თუმცა თქვენ არ იცით. وَقَالَتْ أُولَىٰهُمْ لِأُخْرَىٰهُمْ فَمَا كَانَ لَكُمْ عَلَيْنَا مِن فَضْلٍۢ فَذُوقُوا۟ ٱلْعَذَابَ بِمَا كُنتُمْ تَكْسِبُونَ 39. და ეტყვიან პირველნი უკანასკნელთ: თქვენ არ გქონიათ უპირატესობა ჩვენზე. მაშ, იგემეთ სასჯელი იმის გამო, რაც მოიხვეჭეთ. إِنَّ ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا وَٱسْتَكْبَرُوا۟ عَنْهَا لَا تُفَتَّحُ لَهُمْ أَبْوَ‌ٰبُ ٱلسَّمَآءِ وَلَا يَدْخُلُونَ ٱلْجَنَّةَ حَتَّىٰ يَلِجَ ٱلْجَمَلُ فِى سَمِّ ٱلْخِيَاطِ ۚ وَكَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلْمُجْرِمِينَ 40. და ისინი, რომელნიც უარყოფდნენ ჩვენს აიათებს და ქედმაღლობდნენ მათ მიმართ, არ გაეხსნებათ მათ ზეცის კარიბჭენი და ვერ შევლენ სამოთხეში, ვიდრე აქლემი არ გაძვრება ნემსის ყუნწში. აი, ამგვარად ვუზღავთ ცოდვილებს. لَهُم مِّن جَهَنَّمَ مِهَادٌۭ وَمِن فَوْقِهِمْ غَوَاشٍۢ ۚ وَكَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلظَّـٰلِمِينَ 41. ჯოჯოხეთი ექნებათ ქვეშაგებად და საბნად. ამგვარად ვსჯით უსამართლოებს. وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ لَا نُكَلِّفُ نَفْسًا إِلَّا وُسْعَهَآ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلْجَنَّةِ ۖ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 42. მათ კი, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, არ ვაკისრებთ არცერთ სულს იმაზე მეტს, რაც შეუძლია. სწორედ ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი და იქნებიან იქ მარადიულად. وَنَزَعْنَا مَا فِى صُدُورِهِم مِّنْ غِلٍّۢ تَجْرِى مِن تَحْتِهِمُ ٱلْأَنْهَـٰرُ ۖ وَقَالُوا۟ ٱلْحَمْدُ لِلَّهِ ٱلَّذِى هَدَىٰنَا لِهَـٰذَا وَمَا كُنَّا لِنَهْتَدِىَ لَوْلَآ أَنْ هَدَىٰنَا ٱللَّهُ ۖ لَقَدْ جَآءَتْ رُسُلُ رَبِّنَا بِٱلْحَقِّ ۖ وَنُودُوٓا۟ أَن تِلْكُمُ ٱلْجَنَّةُ أُورِثْتُمُوهَا بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 43. და მოვაცილებთ მათ, რაც გულში ნაღველი ჰქონდათ. მათ უკან მდინარენი იდენენ და იტყვიან: ქება ალლაჰს რომელმაც გვიწინამძღვრა აქეთკენ და ვერ ვივლიდით სწორი გზით ალლაჰს რომ არ ეწინამძღვრა. მოგვიტანეს ჩვენი ღმერთის შუამავლებმა ჭეშმარიტებაო. და ითქმება: აჰა, ეს არის სამოთხე, რომელიც მემკვიდრეობად გებოძათ იმის გამო, რასაც აკეთებდით. وَنَادَىٰٓ أَصْحَـٰبُ ٱلْجَنَّةِ أَصْحَـٰبَ ٱلنَّارِ أَن قَدْ وَجَدْنَا مَا وَعَدَنَا رَبُّنَا حَقًّۭا فَهَلْ وَجَدتُّم مَّا وَعَدَ رَبُّكُمْ حَقًّۭا ۖ قَالُوا۟ نَعَمْ ۚ فَأَذَّنَ مُؤَذِّنٌۢ بَيْنَهُمْ أَن لَّعْنَةُ ٱللَّهِ عَلَى ٱلظَّـٰلِمِينَ 44. და დაუძახებენ სამოთხის მკვიდრნი ცეცხლის ბინადრებს: ჩვენ ვპოვეთ ის, რასაც დაგვპირდა ჩვენი ღმერთი, ჭეშმარიტად. და განა თქვენც ჰპოვეთ ის, რასაც დაგპირდათ თქვენი ღმერთი, ჭეშმარიტად? მიუგებენ: დიახ, და დაიძახებს ვინმე მათ შორის - ალლაჰის წყევლა უსამართლოებს! ٱلَّذِينَ يَصُدُّونَ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ وَيَبْغُونَهَا عِوَجًۭا وَهُم بِٱلْـَٔاخِرَةِ كَـٰفِرُونَ 45. მათ, რომელნიც ხალხს აკავებდნენ ალლაჰის გზიდან და სურდათ მისი გამრუდება. სწორედ ისინი არიან საიქიოს მიმართ ურწმუნონი. وَبَيْنَهُمَا حِجَابٌۭ ۚ وَعَلَى ٱلْأَعْرَافِ رِجَالٌۭ يَعْرِفُونَ كُلًّۢا بِسِيمَىٰهُمْ ۚ وَنَادَوْا۟ أَصْحَـٰبَ ٱلْجَنَّةِ أَن سَلَـٰمٌ عَلَيْكُمْ ۚ لَمْ يَدْخُلُوهَا وَهُمْ يَطْمَعُونَ 46. და მათ შორის საბურველია, ზღუდეებზე კი კაცები დგანან, რომლებიც ყველას მათი გამომეტყველების მიხედვით შეიცნობენ და დაუძახებენ სამოთხის მკვიდრთ: - მშვიდობა თქვენდა! იმათ, ვინც ჯერ არ შესულან სამოთხეში, თუმცა კი სწადიათ. وَإِذَا صُرِفَتْ أَبْصَـٰرُهُمْ تِلْقَآءَ أَصْحَـٰبِ ٱلنَّارِ قَالُوا۟ رَبَّنَا لَا تَجْعَلْنَا مَعَ ٱلْقَوْمِ ٱلظَّـٰلِمِينَ 47. და როცა მათი მზერა ცეცხლის ბინადართაკენ იქნება მიპყრობილი, იტყვიან: ღმერთო ჩვენო, ნუ დაგვადგენ უსამართლო ხალხთან ერთად. وَنَادَىٰٓ أَصْحَـٰبُ ٱلْأَعْرَافِ رِجَالًۭا يَعْرِفُونَهُم بِسِيمَىٰهُمْ قَالُوا۟ مَآ أَغْنَىٰ عَنكُمْ جَمْعُكُمْ وَمَا كُنتُمْ تَسْتَكْبِرُونَ 48. და დაუძახებენ ზღუდეთა გამგეები კაცებს, რომელთაც იცნობენ მათი გამომეტყველების მიხედვით, და ეტყვიან: ვერაფერში გარგოთ ვერც თქვენმა დაგროვილმა, და ვერც ქედმაღლობამ. أَهَـٰٓؤُلَآءِ ٱلَّذِينَ أَقْسَمْتُمْ لَا يَنَالُهُمُ ٱللَّهُ بِرَحْمَةٍ ۚ ٱدْخُلُوا۟ ٱلْجَنَّةَ لَا خَوْفٌ عَلَيْكُمْ وَلَآ أَنتُمْ تَحْزَنُونَ 49. განა ესენი ის ხალხია, რომელთა შესახებაც იფიცებდით, ალლაჰი თავის მოწყალებას არ უბოძებდათო?! შედით სამოთხეში! შიში არ გქონდეთ და არ ინაღვლოთ! وَنَادَىٰٓ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ أَصْحَـٰبَ ٱلْجَنَّةِ أَنْ أَفِيضُوا۟ عَلَيْنَا مِنَ ٱلْمَآءِ أَوْ مِمَّا رَزَقَكُمُ ٱللَّهُ ۚ قَالُوٓا۟ إِنَّ ٱللَّهَ حَرَّمَهُمَا عَلَى ٱلْكَـٰفِرِينَ 50. და დაუძახებენ ცეცხლის ბინადარნი სამოთხის მკვიდრთ: მოგვეცით წყალი ან ის, რაც ალლაჰმა სარჩოდ გიბოძათო. ეტყვიან: ალლაჰმა აკრძალა ერთიც და მეორეც ურწმუნოთათვის. ٱلَّذِينَ ٱتَّخَذُوا۟ دِينَهُمْ لَهْوًۭا وَلَعِبًۭا وَغَرَّتْهُمُ ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَا ۚ فَٱلْيَوْمَ نَنسَىٰهُمْ كَمَا نَسُوا۟ لِقَآءَ يَوْمِهِمْ هَـٰذَا وَمَا كَانُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا يَجْحَدُونَ 51. ვინც საკუთარი რწმენა გართობად და თამაშად აქცია, და აცდუნა ამ ქვეყნიურმა. იმ დღეს დავივიწყებთ მათ ისევე, როგორც მათ დაივიწყეს ამ დღესთან შეხვედრა და უარყოფდნენ ჩვენს აიათებს. وَلَقَدْ جِئْنَـٰهُم بِكِتَـٰبٍۢ فَصَّلْنَـٰهُ عَلَىٰ عِلْمٍ هُدًۭى وَرَحْمَةًۭ لِّقَوْمٍۢ يُؤْمِنُونَ 52. ჩვენ კი მათ წიგნი მივეცით, წყალობად და ჭეშმარიტ გზად იმ ხალხისათვის, რომელთაც ირწმუნეს. რომელიც ცოდნით განვმარტეთ. هَلْ يَنظُرُونَ إِلَّا تَأْوِيلَهُۥ ۚ يَوْمَ يَأْتِى تَأْوِيلُهُۥ يَقُولُ ٱلَّذِينَ نَسُوهُ مِن قَبْلُ قَدْ جَآءَتْ رُسُلُ رَبِّنَا بِٱلْحَقِّ فَهَل لَّنَا مِن شُفَعَآءَ فَيَشْفَعُوا۟ لَنَآ أَوْ نُرَدُّ فَنَعْمَلَ غَيْرَ ٱلَّذِى كُنَّا نَعْمَلُ ۚ قَدْ خَسِرُوٓا۟ أَنفُسَهُمْ وَضَلَّ عَنْهُم مَّا كَانُوا۟ يَفْتَرُونَ 53. განა ისინი რამეს ელიან მისი განმარტების გარდა? იმ დღეს, როცა გარდმოევლინება მისი განმარტება, იტყვიან ისინი, რომელთაც დაივიწყეს იგი: ადრე, ჩვენ მოგვიტანეს ალლაჰის შუამავლებმა ჭეშმარიტება და განა გვყავს ვინმე ქომაგი, რომ გვიშუამდგომლოს, ან დაგვაბრუნონ და იმას აღარ ვიზამთ, რასაც ვაკეთებდითო! მათ კი უკვე თავი წააგეს. და ზურგი აქციათ მან, რასაც იგონებდნენ. إِنَّ رَبَّكُمُ ٱللَّهُ ٱلَّذِى خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ فِى سِتَّةِ أَيَّامٍۢ ثُمَّ ٱسْتَوَىٰ عَلَى ٱلْعَرْشِ يُغْشِى ٱلَّيْلَ ٱلنَّهَارَ يَطْلُبُهُۥ حَثِيثًۭا وَٱلشَّمْسَ وَٱلْقَمَرَ وَٱلنُّجُومَ مُسَخَّرَ‌ٰتٍۭ بِأَمْرِهِۦٓ ۗ أَلَا لَهُ ٱلْخَلْقُ وَٱلْأَمْرُ ۗ تَبَارَكَ ٱللَّهُ رَبُّ ٱلْعَـٰلَمِينَ 54. ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ ამაღლდა ‘არშზე. ის ღამეს დღით ფარავს, რომელიც მოსდევს მას. მზე, მთვარე და ვარსკვლავები მას ემორჩილებიან. განა, მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა? რაოდენ დიადია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი! ٱدْعُوا۟ رَبَّكُمْ تَضَرُّعًۭا وَخُفْيَةً ۚ إِنَّهُۥ لَا يُحِبُّ ٱلْمُعْتَدِينَ 55. მოუხმეთ თქვენს ღმერთს მორჩილებით და ჩუმად. ჭეშმარიტად, მას არ უყვარს ზღვარგასულნი! وَلَا تُفْسِدُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ بَعْدَ إِصْلَـٰحِهَا وَٱدْعُوهُ خَوْفًۭا وَطَمَعًا ۚ إِنَّ رَحْمَتَ ٱللَّهِ قَرِيبٌۭ مِّنَ ٱلْمُحْسِنِينَ 56. და ნუ გაამრავლებთ უკეთურებას ქვეყანაზე მისი გამართვის შემდგომ. და მოუხმე მას შიშით და სასოებით. ჭეშმარიტად, ახლოსაა ალლაჰის წყალობა კეთილისმქნელებთან. وَهُوَ ٱلَّذِى يُرْسِلُ ٱلرِّيَـٰحَ بُشْرًۢا بَيْنَ يَدَىْ رَحْمَتِهِۦ ۖ حَتَّىٰٓ إِذَآ أَقَلَّتْ سَحَابًۭا ثِقَالًۭا سُقْنَـٰهُ لِبَلَدٍۢ مَّيِّتٍۢ فَأَنزَلْنَا بِهِ ٱلْمَآءَ فَأَخْرَجْنَا بِهِۦ مِن كُلِّ ٱلثَّمَرَ‌ٰتِ ۚ كَذَ‌ٰلِكَ نُخْرِجُ ٱلْمَوْتَىٰ لَعَلَّكُمْ تَذَكَّرُونَ 57. იგია ის, ვინც აგზავნის ქარებს მახარობლად მისი წყალობისა. და როცა ისინი გადაზიდავენ მძიმე ღრუბლებს, ჩვენ ვარწყულებთ მისით მკვდარ მიწას, გარდმოვავლენთ მისით წყალს და აღმოვაცენებთ მისით ყოველგვარ ნაყოფს, ამგვარადვე გავაცოცხლებთ მკვდრებს, რათა ეგების, კეთილგანსაჯოთ. وَٱلْبَلَدُ ٱلطَّيِّبُ يَخْرُجُ نَبَاتُهُۥ بِإِذْنِ رَبِّهِۦ ۖ وَٱلَّذِى خَبُثَ لَا يَخْرُجُ إِلَّا نَكِدًۭا ۚ كَذَ‌ٰلِكَ نُصَرِّفُ ٱلْـَٔايَـٰتِ لِقَوْمٍۢ يَشْكُرُونَ 58. და კარგ ქალაქში აღმოცენდება ნაყოფები, მისი ღმერთის ნებით, ხოლო უკეთურში, არაფერი აღმოცენდება, სარეველის გარდა. ამგვარად ვნმარტავთ ჩვენ აიათებს იმ ხალხისათვის, რომელიც მადლიერია. لَقَدْ أَرْسَلْنَا نُوحًا إِلَىٰ قَوْمِهِۦ فَقَالَ يَـٰقَوْمِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ مَا لَكُم مِّنْ إِلَـٰهٍ غَيْرُهُۥٓ إِنِّىٓ أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍۢ 59. და ვფიცავ, უწინ ნუჰი წარვაგზავნეთ თავის ხალხთან, და უთხრა: ო ხალხო ჩემო, თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ თქვენ ღვთაება მის გარდა. ხოლო მე მეშინია, თქვენ გამო დიდებული დღის სასჯელისა. قَالَ ٱلْمَلَأُ مِن قَوْمِهِۦٓ إِنَّا لَنَرَىٰكَ فِى ضَلَـٰلٍۢ مُّبِينٍۢ 60. და უთხრეს მისი ხალხის წარჩინებულებმა: გხედავთ აშკარა გზააბნევაშიო. قَالَ يَـٰقَوْمِ لَيْسَ بِى ضَلَـٰلَةٌۭ وَلَـٰكِنِّى رَسُولٌۭ مِّن رَّبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 61. უთხრა: ო, ხალხო ჩემო, გზააბნევაში არ ვარ. მე შუამავალი ვარ სამყაროთა ღმერთისა. أُبَلِّغُكُمْ رِسَـٰلَـٰتِ رَبِّى وَأَنصَحُ لَكُمْ وَأَعْلَمُ مِنَ ٱللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ 62. თქვენამდე მომაქვს ჩემი ღმერთის დანაბარები, რჩევას გაძლევთ და ალლაჰისგან ის ვიცი, რაც თქვენ არ იცით. أَوَعَجِبْتُمْ أَن جَآءَكُمْ ذِكْرٌۭ مِّن رَّبِّكُمْ عَلَىٰ رَجُلٍۢ مِّنكُمْ لِيُنذِرَكُمْ وَلِتَتَّقُوا۟ وَلَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ 63. განა გაგიკვირდათ, რომ თქვენთან მოვიდა შეხსენება თქვენი ღმერთისაგან ერთი თქვენიანის მეშვეობით, რათა გაგაფრთხილოთ მან, ღმერთის შიში გქონდეთ და ეგების შეწყალებულ იქნეთო? فَكَذَّبُوهُ فَأَنجَيْنَـٰهُ وَٱلَّذِينَ مَعَهُۥ فِى ٱلْفُلْكِ وَأَغْرَقْنَا ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَآ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا۟ قَوْمًا عَمِينَ 64. და ცრუდ შერაცხეს იგი, ჩვენი კი გადავრჩინეთ იგი და ისინი, ვინც მასთან ერთად ისხდნენ ხომალდში. ხოლო ისინი, ვინც ცრუდ შერაცხა ჩვენი აიათები, დავღუპეთ, რადგან ბრმა ხალხი იყო. وَإِلَىٰ عَادٍ أَخَاهُمْ هُودًۭا ۗ قَالَ يَـٰقَوْمِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ مَا لَكُم مِّنْ إِلَـٰهٍ غَيْرُهُۥٓ ۚ أَفَلَا تَتَّقُونَ 65. და ადის ტომთან (წარვაგზავნე) მათი ძმა ჰუდი. უთხრა: ო ხალხო ჩემო, თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ თქვენ ღვთაება მის გარდა, და განა ღმერთის არ გეშინიათო? قَالَ ٱلْمَلَأُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِن قَوْمِهِۦٓ إِنَّا لَنَرَىٰكَ فِى سَفَاهَةٍۢ وَإِنَّا لَنَظُنُّكَ مِنَ ٱلْكَـٰذِبِينَ 66. და უთხრეს იმათ მეთაურებმა, ვინც ურწმუნო იყო მისი ხალხისაგან: ჩვენ გხედავთ შენ უგუნურებაში და ვეჭვობთ, რომ ხარ ერთი ცრუთაგანიო! قَالَ يَـٰقَوْمِ لَيْسَ بِى سَفَاهَةٌۭ وَلَـٰكِنِّى رَسُولٌۭ مِّن رَّبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 67. უთხრა: ხალხო ჩემო! გზააბნევაში არ ვარ, არამედ მე ვარ სამყაროთა ღმერთის შუამავალი. أُبَلِّغُكُمْ رِسَـٰلَـٰتِ رَبِّى وَأَنَا۠ لَكُمْ نَاصِحٌ أَمِينٌ 68. თქვენამდე მომაქვს ჩემი ღმერთის დანაბარები და მე ვარ თქვენი სანდო მრჩეველი. أَوَعَجِبْتُمْ أَن جَآءَكُمْ ذِكْرٌۭ مِّن رَّبِّكُمْ عَلَىٰ رَجُلٍۢ مِّنكُمْ لِيُنذِرَكُمْ ۚ وَٱذْكُرُوٓا۟ إِذْ جَعَلَكُمْ خُلَفَآءَ مِنۢ بَعْدِ قَوْمِ نُوحٍۢ وَزَادَكُمْ فِى ٱلْخَلْقِ بَصْۜطَةًۭ ۖ فَٱذْكُرُوٓا۟ ءَالَآءَ ٱللَّهِ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ 69. განა გიკვირთ, რომ თქვენი ღმერთისაგან გებოძათ შეხსენება ერთი თქვენიანი კაცის მეშვეობით, რათა მან გაგაფრთხილოთ? გაიხსენეთ, როცა დაგადგინათ შემცვლელებად, ნუჰის ხალხის შემდგომ და სხვა ქმნილებათა შედარებით ძალ-ძონე მოგიმატათ და გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთენი, რათა ეგების ნეტარ იქმნეთ. قَالُوٓا۟ أَجِئْتَنَا لِنَعْبُدَ ٱللَّهَ وَحْدَهُۥ وَنَذَرَ مَا كَانَ يَعْبُدُ ءَابَآؤُنَا ۖ فَأْتِنَا بِمَا تَعِدُنَآ إِن كُنتَ مِنَ ٱلصَّـٰدِقِينَ 70. უთხრეს: განა იმისთვის მოხვედი ჩვენთან, რომ ვეთაყვანოთ ალლაჰს და თავი დავანებოთ იმას, რასაც ეთაყვანებოდნენ ჩვენი წინაპრები? მაშინ მოგვიტანე ის, რითაც გვაშინებდი, თუკი მართალი ხარ. قَالَ قَدْ وَقَعَ عَلَيْكُم مِّن رَّبِّكُمْ رِجْسٌۭ وَغَضَبٌ ۖ أَتُجَـٰدِلُونَنِى فِىٓ أَسْمَآءٍۢ سَمَّيْتُمُوهَآ أَنتُمْ وَءَابَآؤُكُم مَّا نَزَّلَ ٱللَّهُ بِهَا مِن سُلْطَـٰنٍۢ ۚ فَٱنتَظِرُوٓا۟ إِنِّى مَعَكُم مِّنَ ٱلْمُنتَظِرِينَ 71. უთხრა: თქვენზე უკვე გადმოვიდა თქვენი ღმერთისგან დამცირება და რისხვა. განა მეკამათებით იმ სახელთა გამო, რომელთაც არქმევდით თქვენ და თქვენი წინაპრები? არ უბოძებია მათთვის ალლაჰს არავითარი ხელმწიფებაც კი. მაშ, დაიცადეთ, და მეც თქვენთან ერთად დაველოდები! فَأَنجَيْنَـٰهُ وَٱلَّذِينَ مَعَهُۥ بِرَحْمَةٍۢ مِّنَّا وَقَطَعْنَا دَابِرَ ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا ۖ وَمَا كَانُوا۟ مُؤْمِنِينَ 72. და გადავარჩინეთ იგი და ის, ვინც იყო მასთან ერთად, ჩვენი წყალობით. ხოლო ამოვძირკვეთ იმათი ფესვი, ვინც ცრუდ შერაცხა ჩვენი აიათები და არ იყვნენ მორწმუნენი. وَإِلَىٰ ثَمُودَ أَخَاهُمْ صَـٰلِحًۭا ۗ قَالَ يَـٰقَوْمِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ مَا لَكُم مِّنْ إِلَـٰهٍ غَيْرُهُۥ ۖ قَدْ جَآءَتْكُم بَيِّنَةٌۭ مِّن رَّبِّكُمْ ۖ هَـٰذِهِۦ نَاقَةُ ٱللَّهِ لَكُمْ ءَايَةًۭ ۖ فَذَرُوهَا تَأْكُلْ فِىٓ أَرْضِ ٱللَّهِ ۖ وَلَا تَمَسُّوهَا بِسُوٓءٍۢ فَيَأْخُذَكُمْ عَذَابٌ أَلِيمٌۭ 73. და სემუდის ტომთან(წარვაგზავნე) მათი ძმა სალიჰი. უთხრა: ო ხალხო ჩემო, თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღვთაება მის გარდა. თქვენ უკვე გებოძათ ცხადი ნიშანი თქვენი ღმერთისაგან. ეს დედალი აქლემი ალლაჰისა არის თქვენი ნიშანი. გაუშვით, ძოვოს ალლაჰის მიწაზე და ავს ნუ გაუკეთებთ, თორემ დაგატყდებათ მტანჯველი სასჯელი! وَٱذْكُرُوٓا۟ إِذْ جَعَلَكُمْ خُلَفَآءَ مِنۢ بَعْدِ عَادٍۢ وَبَوَّأَكُمْ فِى ٱلْأَرْضِ تَتَّخِذُونَ مِن سُهُولِهَا قُصُورًۭا وَتَنْحِتُونَ ٱلْجِبَالَ بُيُوتًۭا ۖ فَٱذْكُرُوٓا۟ ءَالَآءَ ٱللَّهِ وَلَا تَعْثَوْا۟ فِى ٱلْأَرْضِ مُفْسِدِينَ 74. და გაიხსენეთ, როცა თქვენ დაგადგინათ შემცვლელებად ადის ხალხის შემდგომ მიწაზე, რომლის ველებსაც სასახლეებად ირჩევდით და რომლის მთებსაც სახლებად იკვეთდით. გაიხსენეთ ალლაჰის მოწყალებანი და ქვეყანაზე უკეთურებას ნუ გაამრავლებთ. قَالَ ٱلْمَلَأُ ٱلَّذِينَ ٱسْتَكْبَرُوا۟ مِن قَوْمِهِۦ لِلَّذِينَ ٱسْتُضْعِفُوا۟ لِمَنْ ءَامَنَ مِنْهُمْ أَتَعْلَمُونَ أَنَّ صَـٰلِحًۭا مُّرْسَلٌۭ مِّن رَّبِّهِۦ ۚ قَالُوٓا۟ إِنَّا بِمَآ أُرْسِلَ بِهِۦ مُؤْمِنُونَ 75. უთხრეს იმათმა წარჩინებულებმა, ვინც თავს იდიდებდა მისი ხალხისაგან, იმათ, ვინც იყვნენ დაჩაგრულნი მორწმუნეთაგან: განა თქვენ იცით, რომ სალიჰი წარმოგზავნილია თავისი ღმერთისგანო? მიუგეს: ჩვენ ვირწმუნეთ იმისა, რაც მას მოევლინა. قَالَ ٱلَّذِينَ ٱسْتَكْبَرُوٓا۟ إِنَّا بِٱلَّذِىٓ ءَامَنتُم بِهِۦ كَـٰفِرُونَ 76. ქედმაღლებმა უთხრეს: ჩვენ არ გვწამს ის, რაც თქვენ ირწმუნეთ. فَعَقَرُوا۟ ٱلنَّاقَةَ وَعَتَوْا۟ عَنْ أَمْرِ رَبِّهِمْ وَقَالُوا۟ يَـٰصَـٰلِحُ ٱئْتِنَا بِمَا تَعِدُنَآ إِن كُنتَ مِنَ ٱلْمُرْسَلِينَ 77. მისდიეს აქლემს, დაკლეს და ეურჩნენ თავიანთი ღმერთის ბრძანებას. უთხრეს: ო სალიჰ, მოგვეცი ის, რასაც შეგვპირდი, თუკი შენ ხარ შუამავალიო. فَأَخَذَتْهُمُ ٱلرَّجْفَةُ فَأَصْبَحُوا۟ فِى دَارِهِمْ جَـٰثِمِينَ 78. მაშინ დაატყდათ მიწისძვრა და თავიანთ სახლებში ეყარნენ პირქვედამხობილნი. فَتَوَلَّىٰ عَنْهُمْ وَقَالَ يَـٰقَوْمِ لَقَدْ أَبْلَغْتُكُمْ رِسَالَةَ رَبِّى وَنَصَحْتُ لَكُمْ وَلَـٰكِن لَّا تُحِبُّونَ ٱلنَّـٰصِحِينَ 79. (სალიჰმა კი) ზურგი აქცია მათ და უთხრა: ო, ჩემო ხალხო, მე გადმოგეცით ჩემი ღმერთის დანაბარები და რჩევა მოგეცით, მაგრამ თქვენ არ გიყვართ მრჩეველნი. وَلُوطًا إِذْ قَالَ لِقَوْمِهِۦٓ أَتَأْتُونَ ٱلْفَـٰحِشَةَ مَا سَبَقَكُم بِهَا مِنْ أَحَدٍۢ مِّنَ ٱلْعَـٰلَمِينَ 80. და ლუტი(წარვაგზავნე) როცა უთხრა თავის ხალხს: განა იმგვარ სისაძაგლეს სჩადიხართ, რომელიც უწინ სამყაროთა ერთ ბინადარსაც კი არ ჩაუდენია? إِنَّكُمْ لَتَأْتُونَ ٱلرِّجَالَ شَهْوَةًۭ مِّن دُونِ ٱلنِّسَآءِ ۚ بَلْ أَنتُمْ قَوْمٌۭ مُّسْرِفُونَ 81. თქვენ ვნებით მიდიხართ კაცებთან და არა ქალებთან. ჭეშმარიტად, თქვენ ხართ აღვირახსნილი ხალხი. وَمَا كَانَ جَوَابَ قَوْمِهِۦٓ إِلَّآ أَن قَالُوٓا۟ أَخْرِجُوهُم مِّن قَرْيَتِكُمْ ۖ إِنَّهُمْ أُنَاسٌۭ يَتَطَهَّرُونَ 82. და სხვა არაფერი იყო მისი ხალხის პასუხი, იმის გარდა, რომ თქვეს: გააძევეთ ისინი თქვენი სოფლიდან, რადგან ეს არის ხალხი, რომელიც სიწმინდეს ელტვისო. فَأَنجَيْنَـٰهُ وَأَهْلَهُۥٓ إِلَّا ٱمْرَأَتَهُۥ كَانَتْ مِنَ ٱلْغَـٰبِرِينَ 83. და ჩვენ ვიხსენით ის და მისი ოჯახი მისი ცოლის გარდა, რომელიც იყო ჩამორჩენილთაგანი. وَأَمْطَرْنَا عَلَيْهِم مَّطَرًۭا ۖ فَٱنظُرْ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلْمُجْرِمِينَ 84. და ვაწვიმეთ მათზე (ცეცხლის) წვიმა, შეხედე, როგორი იყო ცოდვილთა ბოლო. وَإِلَىٰ مَدْيَنَ أَخَاهُمْ شُعَيْبًۭا ۗ قَالَ يَـٰقَوْمِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ مَا لَكُم مِّنْ إِلَـٰهٍ غَيْرُهُۥ ۖ قَدْ جَآءَتْكُم بَيِّنَةٌۭ مِّن رَّبِّكُمْ ۖ فَأَوْفُوا۟ ٱلْكَيْلَ وَٱلْمِيزَانَ وَلَا تَبْخَسُوا۟ ٱلنَّاسَ أَشْيَآءَهُمْ وَلَا تُفْسِدُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ بَعْدَ إِصْلَـٰحِهَا ۚ ذَ‌ٰلِكُمْ خَيْرٌۭ لَّكُمْ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ 85. და მედიენის ტომთან(წარვაგზავნე) მათი ძმა შუ'აიბი, უთხრა: ო, ხალხო ჩემო, თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ ღვთაება მის გარდა. ადრე თქვენ მოგეცათ ცხადი ნიშანი თქვენი ღმერთისაგან. უერთგულეთ ზომა-წონას და ნუ დააკლებთ ხალხს მათ ნივთებს. უკეთურებას ნუ ამრავლებთ ქვეყანაზე მისი გამართვის შემდგომ. ეს უკეთესია თქვენთვის, თუკი ხართ მორწმუნენი. وَلَا تَقْعُدُوا۟ بِكُلِّ صِرَ‌ٰطٍۢ تُوعِدُونَ وَتَصُدُّونَ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ مَنْ ءَامَنَ بِهِۦ وَتَبْغُونَهَا عِوَجًۭا ۚ وَٱذْكُرُوٓا۟ إِذْ كُنتُمْ قَلِيلًۭا فَكَثَّرَكُمْ ۖ وَٱنظُرُوا۟ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلْمُفْسِدِينَ 86. ნუ ჩაუსაფრდებით გზებზე, ნუ შეაშინებთ და ნუ აღუკვეთავთ ალლაჰის გზას იმას, ვინც ირწმუნა მისი. და ნუ ისურვებთ მის გამრუდებას. გაიხსენეთ, როცა თქვენ ცოტანი იყავით და გაგამრავლათ, და შეხედეთ, როგორი იყო უკეთურთა ბოლო. وَإِن كَانَ طَآئِفَةٌۭ مِّنكُمْ ءَامَنُوا۟ بِٱلَّذِىٓ أُرْسِلْتُ بِهِۦ وَطَآئِفَةٌۭ لَّمْ يُؤْمِنُوا۟ فَٱصْبِرُوا۟ حَتَّىٰ يَحْكُمَ ٱللَّهُ بَيْنَنَا ۚ وَهُوَ خَيْرُ ٱلْحَـٰكِمِينَ 87. თუ თქვენში იქნება ჯგუფი, რომელიც ირწმუნებს იმას, რითაც წარმოვიგზავნე და ჯგუფი, რომელიც არ ირწმუნებს, მოითმინეთ, ვიდრე ალლაჰი განსჯიდეს ჩვენს შორის და იგი საუკეთესო მსაჯულია. قَالَ ٱلْمَلَأُ ٱلَّذِينَ ٱسْتَكْبَرُوا۟ مِن قَوْمِهِۦ لَنُخْرِجَنَّكَ يَـٰشُعَيْبُ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مَعَكَ مِن قَرْيَتِنَآ أَوْ لَتَعُودُنَّ فِى مِلَّتِنَا ۚ قَالَ أَوَلَوْ كُنَّا كَـٰرِهِينَ 88. და თქვეს იმათ წარჩინებულებმა, რომელნიც ქედმაღლობდნენ მისი ხალხისაგან: გაგაძევებთ შენ შუ'აიბ, და იმათ, ვინც ირწმუნა შენთან ერთად ჩვენი სოფლიდან, თუ ჩვენს რელიგიას არ დაუბრუნდებითო! მოუგო: თუნდაც რომ მისი მოძულენი ვიყოთ? قَدِ ٱفْتَرَيْنَا عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا إِنْ عُدْنَا فِى مِلَّتِكُم بَعْدَ إِذْ نَجَّىٰنَا ٱللَّهُ مِنْهَا ۚ وَمَا يَكُونُ لَنَآ أَن نَّعُودَ فِيهَآ إِلَّآ أَن يَشَآءَ ٱللَّهُ رَبُّنَا ۚ وَسِعَ رَبُّنَا كُلَّ شَىْءٍ عِلْمًا ۚ عَلَى ٱللَّهِ تَوَكَّلْنَا ۚ رَبَّنَا ٱفْتَحْ بَيْنَنَا وَبَيْنَ قَوْمِنَا بِٱلْحَقِّ وَأَنتَ خَيْرُ ٱلْفَـٰتِحِينَ 89. ალლაჰზე სიცრუეს შევთხზავთ, თუკი თქვენს რელიგიას დავუბრუნდებით იმის შემდეგ, რაც დაგვიხსნა მისგან ალლაჰმა. და რა უნდა გვჭირდეს, რომ დავუბრუნდეთ მას, იმ შემთხვევის გარდა თუ ინებებს ალლაჰი - ჩვენი ღმერთი. გარემოიცვა ჩვენმა ღმერთმა ყველაფერი ცოდნით და ალლაჰს მივენდეთ. ღმერთო ჩვენო, განსაჯე ჩვენსა და ჩვენს ხალხს შორის სიმართლით, ჭეშმარიტად, შენა ხარ საუკეთესო მსაჯული. وَقَالَ ٱلْمَلَأُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِن قَوْمِهِۦ لَئِنِ ٱتَّبَعْتُمْ شُعَيْبًا إِنَّكُمْ إِذًۭا لَّخَـٰسِرُونَ 90. და უთხრეს იმათ წარჩინებულებმა, ვინც იყვნენ ურწმუნონი მისი ხალხისაგან: თუ თქვენ კვალში მიჰყვებით შუ'აიბს, წაგებულნი იქნებითო. فَأَخَذَتْهُمُ ٱلرَّجْفَةُ فَأَصْبَحُوا۟ فِى دَارِهِمْ جَـٰثِمِينَ 91. მიწისძვრამ უწიათ უეცრად და პირქვედამხობილნი ეყარნენ თავიანთ სახლებში. ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ شُعَيْبًۭا كَأَن لَّمْ يَغْنَوْا۟ فِيهَا ۚ ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ شُعَيْبًۭا كَانُوا۟ هُمُ ٱلْخَـٰسِرِينَ 92. იმათ, რომელთაც ცრუდ შერაცხეს შუ'აიბი თითქოს იმ სახლებში არც უცხოვრიათ. და ისინი, ვინც ცრუდ შერაცხა შუ'აიბი დარჩნენ წაგებულნი. فَتَوَلَّىٰ عَنْهُمْ وَقَالَ يَـٰقَوْمِ لَقَدْ أَبْلَغْتُكُمْ رِسَـٰلَـٰتِ رَبِّى وَنَصَحْتُ لَكُمْ ۖ فَكَيْفَ ءَاسَىٰ عَلَىٰ قَوْمٍۢ كَـٰفِرِينَ 93. ზურგია აქცია (შუ'აიბმა) მათ და უთხრა: ო, ხალხო ჩემო, მე გადმოგეცით ჩემი ღმერთის დანაბარები და რჩევა მოგეცით. და რატომ ვიდარდო ურწმუნო ხალხის გამო? وَمَآ أَرْسَلْنَا فِى قَرْيَةٍۢ مِّن نَّبِىٍّ إِلَّآ أَخَذْنَآ أَهْلَهَا بِٱلْبَأْسَآءِ وَٱلضَّرَّآءِ لَعَلَّهُمْ يَضَّرَّعُونَ 94. და არ წარმოგვიზავნია რომელიმე სოფელში ერთი შუამავალიც კი, რომ მის ბინადართათვის უბედურება და გაჭირვება არ დაგვეტეხა. რათა ეგების დამორჩილებოდნენ. ثُمَّ بَدَّلْنَا مَكَانَ ٱلسَّيِّئَةِ ٱلْحَسَنَةَ حَتَّىٰ عَفَوا۟ وَّقَالُوا۟ قَدْ مَسَّ ءَابَآءَنَا ٱلضَّرَّآءُ وَٱلسَّرَّآءُ فَأَخَذْنَـٰهُم بَغْتَةًۭ وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ 95. შემდეგ შევუცვალეთ ხოლმე სიავე სიკეთით, ვიდრე დაწყნარდებოდნენ და იტყოდნენ: ჩვენს წინაპრებსაც დასტყდომიათ ზარალი და ბედნიერება. მაგრამ უცებ შევიპყარით ისინი მაშინ, როცა ვერ გრძნობდნენ. وَلَوْ أَنَّ أَهْلَ ٱلْقُرَىٰٓ ءَامَنُوا۟ وَٱتَّقَوْا۟ لَفَتَحْنَا عَلَيْهِم بَرَكَـٰتٍۢ مِّنَ ٱلسَّمَآءِ وَٱلْأَرْضِ وَلَـٰكِن كَذَّبُوا۟ فَأَخَذْنَـٰهُم بِمَا كَانُوا۟ يَكْسِبُونَ 96. ქალაქების მცხოვრებთ რომ ერწმუნათ და ღმერთის შიში ჰქონოდათ, გავუხსნიდით მათ წყალობის კარებს ცათა და ქვეყნისაგან. მაგრამ ცრუდ შერაცხეს და შევბოჭეთ ისინი იმის გამო, რაც მოიხვეჭეს. أَفَأَمِنَ أَهْلُ ٱلْقُرَىٰٓ أَن يَأْتِيَهُم بَأْسُنَا بَيَـٰتًۭا وَهُمْ نَآئِمُونَ 97. განა გულმშვიდად იყვნენ ქალაქის მკვირდნი, რომ არ უწევდათ ჩვენი რისხვა ღამით, იმ დროს, როცა ეძინათ? أَوَأَمِنَ أَهْلُ ٱلْقُرَىٰٓ أَن يَأْتِيَهُم بَأْسُنَا ضُحًۭى وَهُمْ يَلْعَبُونَ 98. ან უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ქალაქის მკვიდრნი, რომ არ დაატყდებოდათ ჩვენი რისხვა დღისით, როცა ერთობოდნენ? أَفَأَمِنُوا۟ مَكْرَ ٱللَّهِ ۚ فَلَا يَأْمَنُ مَكْرَ ٱللَّهِ إِلَّا ٱلْقَوْمُ ٱلْخَـٰسِرُونَ 99. და განა დაცულნი არიან ალლაჰის ზრახვისგან? და არავინ იქნება გულმშვიდად ალლაჰის ზრახვის გამო, გარდა წაგებული ხალხისა. أَوَلَمْ يَهْدِ لِلَّذِينَ يَرِثُونَ ٱلْأَرْضَ مِنۢ بَعْدِ أَهْلِهَآ أَن لَّوْ نَشَآءُ أَصَبْنَـٰهُم بِذُنُوبِهِمْ ۚ وَنَطْبَعُ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ فَهُمْ لَا يَسْمَعُونَ 100. და განა არ უჩვენა იმათ(ალლაჰმა), ვინც მემკვიდრეობად მიიღო მიწა მისი ბინადრების შემდგომ, რომ თუ ვისურვებდით, დავსჯიდით მათ თავიანთი ცოდვების გამო, დავუბეჭდავდით გულებს და ისინი ვეღარაფერს გაიგონებდნენ. تِلْكَ ٱلْقُرَىٰ نَقُصُّ عَلَيْكَ مِنْ أَنۢبَآئِهَا ۚ وَلَقَدْ جَآءَتْهُمْ رُسُلُهُم بِٱلْبَيِّنَـٰتِ فَمَا كَانُوا۟ لِيُؤْمِنُوا۟ بِمَا كَذَّبُوا۟ مِن قَبْلُ ۚ كَذَ‌ٰلِكَ يَطْبَعُ ٱللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِ ٱلْكَـٰفِرِينَ 101. ეს ის ქალაქებია, რომელთა ამბების ნაწილსაც გიკითხავთ. მიუტანეს მათ ჩვენმა შუამავლებმა ცხადი სასწაულები და არ ურწმუნიათ ის, რასაც უწინ სიცრუედ აცხადებდნენ. ამგვარად ასვამს ალლაჰი ბეჭედს ურწმუნოთა გულებს! وَمَا وَجَدْنَا لِأَكْثَرِهِم مِّنْ عَهْدٍۢ ۖ وَإِن وَجَدْنَآ أَكْثَرَهُمْ لَفَـٰسِقِينَ 102. უმეტეს მათგანში ვერ ვპოვეთ აღთქმისადმი ერთგულება, მაგრამ ვპოვეთ მათში ურჩობა. مَّ بَعَثْنَا مِنۢ بَعْدِهِم مُّوسَىٰ بِـَٔايَـٰتِنَآ إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَإِي۟هِۦ فَظَلَمُوا۟ بِهَا ۖ فَٱنظُرْ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلْمُفْسِدِينَ 103. შემგეგ წარვაგზავნეთ მუსა სასწაულებით ფარაონთან და მის ხალხთან. უსამართლოდ მოექცნენ მათ(აიათებს) და შეხედე, როგორი იყო უკეთურთა ბოლო! وَقَالَ مُوسَىٰ يَـٰفِرْعَوْنُ إِنِّى رَسُولٌۭ مِّن رَّبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 104. და თქვა მუსამ: ჰეი, ფარაონო, მე ვარ სამყაროთა ღმერთის შუამავალი. حَقِيقٌ عَلَىٰٓ أَن لَّآ أَقُولَ عَلَى ٱللَّهِ إِلَّا ٱلْحَقَّ ۚ قَدْ جِئْتُكُم بِبَيِّنَةٍۢ مِّن رَّبِّكُمْ فَأَرْسِلْ مَعِىَ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ 105. ჩემი ვალია, ვილაპარაკო ალლაჰზე მხოლოდ ჭეშმარიტება. და მოგიტანეთ ცხადი მტკიცება თქვენი ღმერთისაგან. და გამოუშვი ჩემთან ერთად ისრაელის ძენი. قَالَ إِن كُنتَ جِئْتَ بِـَٔايَةٍۢ فَأْتِ بِهَآ إِن كُنتَ مِنَ ٱلصَّـٰدِقِينَ 106. უთხრა: (ფარაონმა): თუ რაიმე სასწაული მოგიტანია, გვაჩვენე იგი, თუკი მართალი ხარ! فَأَلْقَىٰ عَصَاهُ فَإِذَا هِىَ ثُعْبَانٌۭ مُّبِينٌۭ 107. და გადააგდო (მუსამ) მისი ჯოხი, და იქცა იგი ცხად გველად. وَنَزَعَ يَدَهُۥ فَإِذَا هِىَ بَيْضَآءُ لِلنَّـٰظِرِينَ 108. და გაიწვდინა ხელი, უცბად კი დაინახეს, რომ იგი იყო თეთრი მხედველთათვის. قَالَ ٱلْمَلَأُ مِن قَوْمِ فِرْعَوْنَ إِنَّ هَـٰذَا لَسَـٰحِرٌ عَلِيمٌۭ 109. ფარაონის დიდებულებმა თქვეს: ეს მცოდნე ჯადოქარია. يُرِيدُ أَن يُخْرِجَكُم مِّنْ أَرْضِكُمْ ۖ فَمَاذَا تَأْمُرُونَ 110. რომელსაც სურს გაგაძევოთ თქვენი მიწიდანო. (ფარაონმა ჰკითხა) რას მირჩევთ? قَالُوٓا۟ أَرْجِهْ وَأَخَاهُ وَأَرْسِلْ فِى ٱلْمَدَآئِنِ حَـٰشِرِينَ 111. მიუგეს: შეაყოვნე ის და მისი ძმა. შემკრებნი კი ქალაქებში დააგზავნე يَأْتُوكَ بِكُلِّ سَـٰحِرٍ عَلِيمٍۢ 112. და მოიყვანონ ყველა მცოდნე ჯადოქარი. وَجَآءَ ٱلسَّحَرَةُ فِرْعَوْنَ قَالُوٓا۟ إِنَّ لَنَا لَأَجْرًا إِن كُنَّا نَحْنُ ٱلْغَـٰلِبِينَ 113. მოვიდნენ ფარაონის ჯადოქრები და თქვეს: გვექნება ჯილდო თუ ჩვენ მას ვძლიეთო? قَالَ نَعَمْ وَإِنَّكُمْ لَمِنَ ٱلْمُقَرَّبِينَ 114. მიუგო: დიახ, თქვენ იქნებით ფარაონის ახლობელნი. قَالُوا۟ يَـٰمُوسَىٰٓ إِمَّآ أَن تُلْقِىَ وَإِمَّآ أَن نَّكُونَ نَحْنُ ٱلْمُلْقِينَ 115. უთხრეს: ჰეი მუსა! ან შენ გადააგდე ან ჩვენ ვისვრით. قَالَ أَلْقُوا۟ ۖ فَلَمَّآ أَلْقَوْا۟ سَحَرُوٓا۟ أَعْيُنَ ٱلنَّاسِ وَٱسْتَرْهَبُوهُمْ وَجَآءُو بِسِحْرٍ عَظِيمٍۢ 116. (მუსამ) მიუგო: ისროლეთ! და როცა ისროლეს, მონუსხეს ხალხის თვალები, შეაძრწუნეს ისინი და უჩვენეს დიდი ჯადოქრობა. وَأَوْحَيْنَآ إِلَىٰ مُوسَىٰٓ أَنْ أَلْقِ عَصَاكَ ۖ فَإِذَا هِىَ تَلْقَفُ مَا يَأْفِكُونَ 117. და ზეშთავაგონეთ მუსას - გადააგდე შენი ჯოხი - და აჰა, იგი შთანთქავს ყველაფერს, რასაც თხზავენ. فَوَقَعَ ٱلْحَقُّ وَبَطَلَ مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 118. და იქმნა ჭეშმარიტება და ამაო იქნა ყოველი, რასაც აკეთებდნენ. فَغُلِبُوا۟ هُنَالِكَ وَٱنقَلَبُوا۟ صَـٰغِرِينَ 119. ასე დამარცხდნენ და უკან გაბრუნდნენ დამცირებულნი. وَأُلْقِىَ ٱلسَّحَرَةُ سَـٰجِدِينَ 120. სუჯუდზე (მიწაზე შუბლის დადება) განერთხნენ ჯადოქრები, თაყვანისცემით. قَالُوٓا۟ ءَامَنَّا بِرَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 121. და უთხრეს: ვირწმუნეთ სამყაროთა ღმერთი. رَبِّ مُوسَىٰ وَهَـٰرُونَ 122. ღმერთი მუსასი და ჰარუნისა. قَالَ فِرْعَوْنُ ءَامَنتُم بِهِۦ قَبْلَ أَنْ ءَاذَنَ لَكُمْ ۖ إِنَّ هَـٰذَا لَمَكْرٌۭ مَّكَرْتُمُوهُ فِى ٱلْمَدِينَةِ لِتُخْرِجُوا۟ مِنْهَآ أَهْلَهَا ۖ فَسَوْفَ تَعْلَمُونَ 123. უთხრა ფარაონმა: ირწმუნეთ მანამ, ვიდრე ამის ნებას დაგრთავდითო?! ეს - ჭეშმარიტად, შეთქმულებაა, რომელიც თქვენ მოაწყვეთ ამ ქალაქში, რათა გაგეძევებინათ აქედან მისი ბინადარნი. მალე კი შეიტყობთ(რა მოგელით) لَأُقَطِّعَنَّ أَيْدِيَكُمْ وَأَرْجُلَكُم مِّنْ خِلَـٰفٍۢ ثُمَّ لَأُصَلِّبَنَّكُمْ أَجْمَعِينَ 124. დაგაჭრით ხელ-ფეხს ჯვარედინად და ყველას ჯვარზე გაგაკრავთ. قَالُوٓا۟ إِنَّآ إِلَىٰ رَبِّنَا مُنقَلِبُونَ 125. უთხრეს: ჩვენ ჩვენი ღმერთისკენ დავბრუნდებით. وَمَا تَنقِمُ مِنَّآ إِلَّآ أَنْ ءَامَنَّا بِـَٔايَـٰتِ رَبِّنَا لَمَّا جَآءَتْنَا ۚ رَبَّنَآ أَفْرِغْ عَلَيْنَا صَبْرًۭا وَتَوَفَّنَا مُسْلِمِينَ 126. შენ კი შურს მხოლოდ იმიტომ იძიებ ჩვენზე, რომ ვირწმუნეთ ჩვენი ღმერთის აიათები, როცა ისინი გვებოძა. ღმერთო, მოგვმადლე მოთმინება და აღგვასრულე მუსლიმებად. وَقَالَ ٱلْمَلَأُ مِن قَوْمِ فِرْعَوْنَ أَتَذَرُ مُوسَىٰ وَقَوْمَهُۥ لِيُفْسِدُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ وَيَذَرَكَ وَءَالِهَتَكَ ۚ قَالَ سَنُقَتِّلُ أَبْنَآءَهُمْ وَنَسْتَحْىِۦ نِسَآءَهُمْ وَإِنَّا فَوْقَهُمْ قَـٰهِرُونَ 127. და უთხრეს ფარაონის წარჩინებულებმა(ფარაონს): განა თავს დაანებებ მუსას და მის ხალხს, რათა უკეთურება ამრავლონ ქვეყანაზე და ხელი აიღონ შენზე და შენს ღვთაებებზე?! და თქვა(ფარაონმა): დავხოცავთ მათ ძეებს და ცოცხლად დავტოვებთ მათ ქალებს, ჩვენ კი მათი მძლეველნი ვართ. قَالَ مُوسَىٰ لِقَوْمِهِ ٱسْتَعِينُوا۟ بِٱللَّهِ وَٱصْبِرُوٓا۟ ۖ إِنَّ ٱلْأَرْضَ لِلَّهِ يُورِثُهَا مَن يَشَآءُ مِنْ عِبَادِهِۦ ۖ وَٱلْعَـٰقِبَةُ لِلْمُتَّقِينَ 128. უთხრა მუსამ თავის ხალხს: ალლაჰს სთხოვეთ წყალობა და მოითმინეთ, დედამიწა ალლაჰისაა და მემკვიდრეობას უბოძებს იმას, ვისაც ინებებს თავის მსახურთაგან. ბოლო კი ღვთისმოშიშებისაა. قَالُوٓا۟ أُوذِينَا مِن قَبْلِ أَن تَأْتِيَنَا وَمِنۢ بَعْدِ مَا جِئْتَنَا ۚ قَالَ عَسَىٰ رَبُّكُمْ أَن يُهْلِكَ عَدُوَّكُمْ وَيَسْتَخْلِفَكُمْ فِى ٱلْأَرْضِ فَيَنظُرَ كَيْفَ تَعْمَلُونَ 129. უთხრეს: ვიტანჯებოდით მანამდეც, ვიდრე ჩვენთან მოხვიდოდი და იმის შემდეგაც, რაც ჩვენთან მოხვედი. მიუგო: იმედია, თქვენი ღმერთი მოსრავს თქვენს მტერს, თქვენ კი მათ ნაცვლად დაგადგენთ ქვეყანაზე. და შეხედავს, რას გააკეთებთ. وَلَقَدْ أَخَذْنَآ ءَالَ فِرْعَوْنَ بِٱلسِّنِينَ وَنَقْصٍۢ مِّنَ ٱلثَّمَرَ‌ٰتِ لَعَلَّهُمْ يَذَّكَّرُونَ 130. და ჩვენ შევბოჭეთ ფარაონის სახლეული მოუსავლიანი წლებითა და ნაყოფთა სიმცირით, რათა ეგებ გაეხსენათ. فَإِذَا جَآءَتْهُمُ ٱلْحَسَنَةُ قَالُوا۟ لَنَا هَـٰذِهِۦ ۖ وَإِن تُصِبْهُمْ سَيِّئَةٌۭ يَطَّيَّرُوا۟ بِمُوسَىٰ وَمَن مَّعَهُۥٓ ۗ أَلَآ إِنَّمَا طَـٰٓئِرُهُمْ عِندَ ٱللَّهِ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ 131. და როცა სიკეთე მოუვიდოდათ, იტყოდნენ, ეს ჩვენგანვეაო, ხოლო თუ სიავე დაემართებოდათ, ამას ჩიტებზე მკითხაობით მიაწერდნენ მუსასა და იმას, ვინც იყო მასთან ერთად. არადა მათი ბედის ჩიტი ალლაჰის წინაშეა, თუმცა უმეტესმა მათგანმა არ იცის. وَقَالُوا۟ مَهْمَا تَأْتِنَا بِهِۦ مِنْ ءَايَةٍۢ لِّتَسْحَرَنَا بِهَا فَمَا نَحْنُ لَكَ بِمُؤْمِنِينَ 132. ამბობდნენ: რამდენი სასწაულიც უნდა გვიჩვენო, რათა მოგვნუსხო მისით, არ დაგიჯერებთო! فَأَرْسَلْنَا عَلَيْهِمُ ٱلطُّوفَانَ وَٱلْجَرَادَ وَٱلْقُمَّلَ وَٱلضَّفَادِعَ وَٱلدَّمَ ءَايَـٰتٍۢ مُّفَصَّلَـٰتٍۢ فَٱسْتَكْبَرُوا۟ وَكَانُوا۟ قَوْمًۭا مُّجْرِمِينَ 133. და წარვაგზავნეთ მათზე ქარიშხალი, კალიები, ქვეწარმავლები, ბაყაყები და სისხლი - აშკარა სასწაულებად. მაგრამ გაამპარტავანდნენ და იყვნენ ცოდვილი ხალხი. وَلَمَّا وَقَعَ عَلَيْهِمُ ٱلرِّجْزُ قَالُوا۟ يَـٰمُوسَى ٱدْعُ لَنَا رَبَّكَ بِمَا عَهِدَ عِندَكَ ۖ لَئِن كَشَفْتَ عَنَّا ٱلرِّجْزَ لَنُؤْمِنَنَّ لَكَ وَلَنُرْسِلَنَّ مَعَكَ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ 134. და როცა დაადტყდათ სასჯელი, თქვეს: ჰეი მუსა! სთხოვე შენს ღმერთს ის, რაც აღგვითქვა შენი მეშვეობით. თუ აგვაცილებს სასჯელს, ჭეშმარიტად გერწმუნებით შენ და თან გამოგაყოლებთ ისრაელის შვილებსო! فَلَمَّا كَشَفْنَا عَنْهُمُ ٱلرِّجْزَ إِلَىٰٓ أَجَلٍ هُم بَـٰلِغُوهُ إِذَا هُمْ يَنكُثُونَ 135. და როცა ავარიდეთ განსაცდელი განსაზღვრულ ვადამდე, მიაღწიეს ამ ვადას და მათ აღთქმა გატეხეს. فَٱنتَقَمْنَا مِنْهُمْ فَأَغْرَقْنَـٰهُمْ فِى ٱلْيَمِّ بِأَنَّهُمْ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا وَكَانُوا۟ عَنْهَا غَـٰفِلِينَ 136. ჩვენც შური ვიძიეთ მათზე და დავახრჩეთ ისინი ზღვაში იმის გამო, რომ არ ირწმუნეს ჩვენი აიათები და იყვნენ მათ მიმართ უგულისხმონი. وَأَوْرَثْنَا ٱلْقَوْمَ ٱلَّذِينَ كَانُوا۟ يُسْتَضْعَفُونَ مَشَـٰرِقَ ٱلْأَرْضِ وَمَغَـٰرِبَهَا ٱلَّتِى بَـٰرَكْنَا فِيهَا ۖ وَتَمَّتْ كَلِمَتُ رَبِّكَ ٱلْحُسْنَىٰ عَلَىٰ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ بِمَا صَبَرُوا۟ ۖ وَدَمَّرْنَا مَا كَانَ يَصْنَعُ فِرْعَوْنُ وَقَوْمُهُۥ وَمَا كَانُوا۟ يَعْرِشُونَ 137. და მივეცით მემკვიდრეობად იმ ხალხს, ჩაგრულად რომ მიიჩნეოდა იმ ქვეყნის აღმოსავლეთი და დასავლეთი, რომელიც დავლოცეთ. და აღსრულდა შენი ღმერთის უმშვენიერესი სიტყვები - ისრაელის ძეთა მიმართ იმის გამო, რაც მოითმინეს, ხოლო ის კი დავაქციეთ, რასაც ქმნიდნენ ფარაონი და მისი ხალხი და რასაც ამაღლებდნენ. وَجَـٰوَزْنَا بِبَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ ٱلْبَحْرَ فَأَتَوْا۟ عَلَىٰ قَوْمٍۢ يَعْكُفُونَ عَلَىٰٓ أَصْنَامٍۢ لَّهُمْ ۚ قَالُوا۟ يَـٰمُوسَى ٱجْعَل لَّنَآ إِلَـٰهًۭا كَمَا لَهُمْ ءَالِهَةٌۭ ۚ قَالَ إِنَّكُمْ قَوْمٌۭ تَجْهَلُونَ 138. გადავაკვეთინეთ ისრაელის ძეებს ზღვა და მიაღწიეს იმ ხალხს, რომელიც ეთაყვანებოდა კერპებს, და უთხრეს: ჰეი, მუსა! დაგვიდგინე ჩვენ ისეთი ღვთაება, როგორი ღვთაებებიც მათ ჰყავთ. უთხრა: უეჭველად, თქვენ უვიცი ხალხი ხართ, إِنَّ هَـٰٓؤُلَآءِ مُتَبَّرٌۭ مَّا هُمْ فِيهِ وَبَـٰطِلٌۭ مَّا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 139. ჭეშმარიტად, გაანადგურებს მათ ის, რასაც ადგანან და ამაო იქნება, რასაც აკეთებენ. قَالَ أَغَيْرَ ٱللَّهِ أَبْغِيكُمْ إِلَـٰهًۭا وَهُوَ فَضَّلَكُمْ عَلَى ٱلْعَـٰلَمِينَ 140. უთხრა: განა ალლაჰის გარდა გსურთ მოგინახოთ სხვა ღვთაება? მაშინ, როცა მან გამოგარჩიათ თქვენ სამყაროთა ზედა? وَإِذْ أَنجَيْنَـٰكُم مِّنْ ءَالِ فِرْعَوْنَ يَسُومُونَكُمْ سُوٓءَ ٱلْعَذَابِ ۖ يُقَتِّلُونَ أَبْنَآءَكُمْ وَيَسْتَحْيُونَ نِسَآءَكُمْ ۚ وَفِى ذَ‌ٰلِكُم بَلَآءٌۭ مِّن رَّبِّكُمْ عَظِيمٌۭ 141. და გიხსენით, ფარაონის სახლეულისგან, რომლებიც გტანჯვადნენ საშინელი სატანჯველით, ხოცავდნენ თქვენს ძეებს და ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალებს. და ამაში იყო თქვენი ღმერთისგან უდიდესი გამოცდა. وَوَ‌ٰعَدْنَا مُوسَىٰ ثَلَـٰثِينَ لَيْلَةًۭ وَأَتْمَمْنَـٰهَا بِعَشْرٍۢ فَتَمَّ مِيقَـٰتُ رَبِّهِۦٓ أَرْبَعِينَ لَيْلَةًۭ ۚ وَقَالَ مُوسَىٰ لِأَخِيهِ هَـٰرُونَ ٱخْلُفْنِى فِى قَوْمِى وَأَصْلِحْ وَلَا تَتَّبِعْ سَبِيلَ ٱلْمُفْسِدِينَ 142. და აღთქმა მივეცით მუსას ოცდაათი ღამე და სრულვქმენით იგი ათით. ამრიგად, სისრულეში მოვიდა მისი ღმერთისგან განსაზღვრული ვადა, ორმოცი ღამე. და უთხრა მუსამ თავის ძმას, ჰარუნს: იყავი ჩემი შემცვლელი ჩემი ხალხისთვის, და აკეთე სიკეთე და ნუ მიჰყვები უკეთურთა გზას. وَلَمَّا جَآءَ مُوسَىٰ لِمِيقَـٰتِنَا وَكَلَّمَهُۥ رَبُّهُۥ قَالَ رَبِّ أَرِنِىٓ أَنظُرْ إِلَيْكَ ۚ قَالَ لَن تَرَىٰنِى وَلَـٰكِنِ ٱنظُرْ إِلَى ٱلْجَبَلِ فَإِنِ ٱسْتَقَرَّ مَكَانَهُۥ فَسَوْفَ تَرَىٰنِى ۚ فَلَمَّا تَجَلَّىٰ رَبُّهُۥ لِلْجَبَلِ جَعَلَهُۥ دَكًّۭا وَخَرَّ مُوسَىٰ صَعِقًۭا ۚ فَلَمَّآ أَفَاقَ قَالَ سُبْحَـٰنَكَ تُبْتُ إِلَيْكَ وَأَنَا۠ أَوَّلُ ٱلْمُؤْمِنِينَ 143. და როცა მუსა მოვიდა ჩვენგან დათქმულ დროსა და ადგილას და დაელაპარაკა მას თავისი ღმერთი, უთხრა(მუსამ): მეჩვენე, რათა დაგინახო! მიუგო: ვერ დამინახავ, მაგრამ შეხედე მთას, და თუ დამაგრდება თავის ადგილას, მიხილავო. და როცა გამოეცხადა მისი ღმერთი მთას, მტვრად აქცია იგი, და მუსა მიწას განერთხა უგონოდ. როცა გონზე მოვიდა თქვა: დიდება შენდა! შენდობას გთხოვ და მე ვარ პირველი მორწმუნეთაგანი. قَالَ يَـٰمُوسَىٰٓ إِنِّى ٱصْطَفَيْتُكَ عَلَى ٱلنَّاسِ بِرِسَـٰلَـٰتِى وَبِكَلَـٰمِى فَخُذْ مَآ ءَاتَيْتُكَ وَكُن مِّنَ ٱلشَّـٰكِرِينَ 144. უთხრა: ჰეი მუსა, მე შენ გამოგარჩიე ხალხზე შენი შუამავლობითა და ჩემი სიტყვით. აიღე, რაც გიბოძე და იყავი მადლიერი! وَكَتَبْنَا لَهُۥ فِى ٱلْأَلْوَاحِ مِن كُلِّ شَىْءٍۢ مَّوْعِظَةًۭ وَتَفْصِيلًۭا لِّكُلِّ شَىْءٍۢ فَخُذْهَا بِقُوَّةٍۢ وَأْمُرْ قَوْمَكَ يَأْخُذُوا۟ بِأَحْسَنِهَا ۚ سَأُو۟رِيكُمْ دَارَ ٱلْفَـٰسِقِينَ 145. და დავუწერეთ მას დაფებზე ყველაფრის შესახებ - შეგონებად და ყველაფრის განმარტებად. მტკიცედ გეჭიროთ იგი და უბრძანე შენს ხალხსაც - მოეპყრან მას საუკეთესოდ. ჭეშმარიტად, მალე გიჩვენებთ გარყვნილთა სამყოფელს. سَأَصْرِفُ عَنْ ءَايَـٰتِىَ ٱلَّذِينَ يَتَكَبَّرُونَ فِى ٱلْأَرْضِ بِغَيْرِ ٱلْحَقِّ وَإِن يَرَوْا۟ كُلَّ ءَايَةٍۢ لَّا يُؤْمِنُوا۟ بِهَا وَإِن يَرَوْا۟ سَبِيلَ ٱلرُّشْدِ لَا يَتَّخِذُوهُ سَبِيلًۭا وَإِن يَرَوْا۟ سَبِيلَ ٱلْغَىِّ يَتَّخِذُوهُ سَبِيلًۭا ۚ ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّهُمْ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا وَكَانُوا۟ عَنْهَا غَـٰفِلِينَ 146. და მოვაცილებ ჩემს აიათებიდან იმათ, ვინც ქედმაღლობს ქვეყანაზე უსამართლოდ, რომელთაც ყველა სასწაულიც რომ იხილონ, არ ირწმუნებენ, და რომ დაინახონ გზა სიმართლისა, არ აირჩევენ მას სავალად, ხოლო თუ დაინახავენ ცოდვის გზას, ირჩევენ სავალად. ეს იმიტომ, რომ ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები და იყვნენ მათ მიმართ უგულისხმონი. وَٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا وَلِقَآءِ ٱلْـَٔاخِرَةِ حَبِطَتْ أَعْمَـٰلُهُمْ ۚ هَلْ يُجْزَوْنَ إِلَّا مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 147. და ისინი, ვინც ცრუდ შერაცხა ჩვენი აიათები და შეხვედრა საიქიოსთან, ფუჭია მათი საქმეები და მხოლოდ ის მიეგებათ, რასაც აკეთებდნენ. وَٱتَّخَذَ قَوْمُ مُوسَىٰ مِنۢ بَعْدِهِۦ مِنْ حُلِيِّهِمْ عِجْلًۭا جَسَدًۭا لَّهُۥ خُوَارٌ ۚ أَلَمْ يَرَوْا۟ أَنَّهُۥ لَا يُكَلِّمُهُمْ وَلَا يَهْدِيهِمْ سَبِيلًا ۘ ٱتَّخَذُوهُ وَكَانُوا۟ ظَـٰلِمِينَ 148. და ირჩია მუსას ხალხმა, მის შემდგომ თავიანთი სამშვენისებიდან (ხბოს)კერპი, რომელსაც ჰქონდა ხმა, და განა ვერ ხედავდნენ, რომ იგი არ ელაპარაკებოდა მათ და არ ადგენდა ჭეშმარიტ გზაზე? მაგრამ აირჩიეს იგი და გახდნენ უსამართლონი. وَلَمَّا سُقِطَ فِىٓ أَيْدِيهِمْ وَرَأَوْا۟ أَنَّهُمْ قَدْ ضَلُّوا۟ قَالُوا۟ لَئِن لَّمْ يَرْحَمْنَا رَبُّنَا وَيَغْفِرْ لَنَا لَنَكُونَنَّ مِنَ ٱلْخَـٰسِرِينَ 149. და როცა ხელებში ჩაექცათ(კერპი) და ნახეს, რომ გზა აბნეოდათ, თქვეს: თუ არ შეგვიწყალებს ჩვენი ღმერთი და არ მოგვიტევებს, უეჭველად, ვიქნებით წაგებულნიო. وَلَمَّا رَجَعَ مُوسَىٰٓ إِلَىٰ قَوْمِهِۦ غَضْبَـٰنَ أَسِفًۭا قَالَ بِئْسَمَا خَلَفْتُمُونِى مِنۢ بَعْدِىٓ ۖ أَعَجِلْتُمْ أَمْرَ رَبِّكُمْ ۖ وَأَلْقَى ٱلْأَلْوَاحَ وَأَخَذَ بِرَأْسِ أَخِيهِ يَجُرُّهُۥٓ إِلَيْهِ ۚ قَالَ ٱبْنَ أُمَّ إِنَّ ٱلْقَوْمَ ٱسْتَضْعَفُونِى وَكَادُوا۟ يَقْتُلُونَنِى فَلَا تُشْمِتْ بِىَ ٱلْأَعْدَآءَ وَلَا تَجْعَلْنِى مَعَ ٱلْقَوْمِ ٱلظَّـٰلِمِينَ 150. და როცა დაბრუნდა მუსა თავის ხალხთან განრისხებული და დამწუხრებული, უთხრა: რა ცუდად შემცვალეთ, ჩემს შემდგომ! განა წინ წაუხვედით თქვენი ღმერთის ბრძანებას? გადაყარა დაფები, ძმას თავში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. (ჰარუნმა) უთხრა: დედაჩემის ძეო, ამ ხალხმა არაფრად ჩამაგდო და კინაღამ მომკლა. ნუ შემარცხვენ მე მტრის გასახარად და ნუ დამადგენ უსამართლო ხალხთან ერთად. قَالَ رَبِّ ٱغْفِرْ لِى وَلِأَخِى وَأَدْخِلْنَا فِى رَحْمَتِكَ ۖ وَأَنتَ أَرْحَمُ ٱلرَّ‌ٰحِمِينَ 151. უთხრა: ღმერთო, შეგვინდე მეც და ჩემს ძმასაც! შენ ხარ მოწყალეთაგან უმოწყალესი. إِنَّ ٱلَّذِينَ ٱتَّخَذُوا۟ ٱلْعِجْلَ سَيَنَالُهُمْ غَضَبٌۭ مِّن رَّبِّهِمْ وَذِلَّةٌۭ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۚ وَكَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلْمُفْتَرِينَ 152. მათ კი, რომელთაც აირჩიეს კერპი, დაატყდებათ რისხვა თავიანთი ღმერთისა და დამცირება ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ასე დავსჯით ტყუილის შემთხზავებს! وَٱلَّذِينَ عَمِلُوا۟ ٱلسَّيِّـَٔاتِ ثُمَّ تَابُوا۟ مِنۢ بَعْدِهَا وَءَامَنُوٓا۟ إِنَّ رَبَّكَ مِنۢ بَعْدِهَا لَغَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 153. ისინი, რომლებიც სიავეს სჩადიოდნენ, მერე კი მოინანიეს იმის შემდგომ და ირწმუნეს... შენი ღმერთი ამის შემდგომ, შემწყნარებელი, მწყალობელია. وَلَمَّا سَكَتَ عَن مُّوسَى ٱلْغَضَبُ أَخَذَ ٱلْأَلْوَاحَ ۖ وَفِى نُسْخَتِهَا هُدًۭى وَرَحْمَةٌۭ لِّلَّذِينَ هُمْ لِرَبِّهِمْ يَرْهَبُونَ 154. და როცა ჩაუცხრა მუსას რისხვა, აიღო დაფები. მათზე ნაწერში კი ჭეშმარიტი გზა და წყალობა იყო მათთვის, ვისაც მისი ღმერთის ეშინია. وَٱخْتَارَ مُوسَىٰ قَوْمَهُۥ سَبْعِينَ رَجُلًۭا لِّمِيقَـٰتِنَا ۖ فَلَمَّآ أَخَذَتْهُمُ ٱلرَّجْفَةُ قَالَ رَبِّ لَوْ شِئْتَ أَهْلَكْتَهُم مِّن قَبْلُ وَإِيَّـٰىَ ۖ أَتُهْلِكُنَا بِمَا فَعَلَ ٱلسُّفَهَآءُ مِنَّآ ۖ إِنْ هِىَ إِلَّا فِتْنَتُكَ تُضِلُّ بِهَا مَن تَشَآءُ وَتَهْدِى مَن تَشَآءُ ۖ أَنتَ وَلِيُّنَا فَٱغْفِرْ لَنَا وَٱرْحَمْنَا ۖ وَأَنتَ خَيْرُ ٱلْغَـٰفِرِينَ 155. ამოირჩია მუსამ თავისი ხალხიდან სამოცდაათი კაცი ჩვენი შეხვედრის ვადისათვის და როცა მათ ძრწოლა დაეუფლათ, თქვა: ღმერთო ჩემო, რომ გენებებინა, დაღუპავდი უწინ მათ და მეც. განა გვღუპავ იმის გამო, რა უმეცრებაც ჩაიდინეს ჩვენიანებმა? ეს სხვა არაფერია, თუ არა შენი გამოცდა, რომლითაც გზას ააცდენ იმას, ვისაც ინებებ. შენა ხარ ჩვენი პატრონი! გვაპატიე და შეგვიწყალე! სწორედ შენა ხარ საუკეთესო მიმტევებელი. وَٱكْتُبْ لَنَا فِى هَـٰذِهِ ٱلدُّنْيَا حَسَنَةًۭ وَفِى ٱلْـَٔاخِرَةِ إِنَّا هُدْنَآ إِلَيْكَ ۚ قَالَ عَذَابِىٓ أُصِيبُ بِهِۦ مَنْ أَشَآءُ ۖ وَرَحْمَتِى وَسِعَتْ كُلَّ شَىْءٍۢ ۚ فَسَأَكْتُبُهَا لِلَّذِينَ يَتَّقُونَ وَيُؤْتُونَ ٱلزَّكَوٰةَ وَٱلَّذِينَ هُم بِـَٔايَـٰتِنَا يُؤْمِنُونَ 156. და დაგვიწერე სააქაოში კეთილი და საიქიოშიც, ჭეშმარიტად შენკენ დავბრუნდებით. თქვა(ალლაჰმა): ჩემი სასჯელი... მე მივაწევ მას, ვისაც ვინებებ. ჩემმა წყალობამ კი გარემოიცვა ყოველი და დავუწერ იმათ, ვინც ღვთისმოშიშია და მოწყალებას გასცემს და ისინი არიან სწორედ, ვისაც სწამს ჩვენი აიათები. ٱلَّذِينَ يَتَّبِعُونَ ٱلرَّسُولَ ٱلنَّبِىَّ ٱلْأُمِّىَّ ٱلَّذِى يَجِدُونَهُۥ مَكْتُوبًا عِندَهُمْ فِى ٱلتَّوْرَىٰةِ وَٱلْإِنجِيلِ يَأْمُرُهُم بِٱلْمَعْرُوفِ وَيَنْهَىٰهُمْ عَنِ ٱلْمُنكَرِ وَيُحِلُّ لَهُمُ ٱلطَّيِّبَـٰتِ وَيُحَرِّمُ عَلَيْهِمُ ٱلْخَبَـٰٓئِثَ وَيَضَعُ عَنْهُمْ إِصْرَهُمْ وَٱلْأَغْلَـٰلَ ٱلَّتِى كَانَتْ عَلَيْهِمْ ۚ فَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ بِهِۦ وَعَزَّرُوهُ وَنَصَرُوهُ وَٱتَّبَعُوا۟ ٱلنُّورَ ٱلَّذِىٓ أُنزِلَ مَعَهُۥٓ ۙ أُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْمُفْلِحُونَ 157. რომელნიც მიჰყვებიან შუამავალს, წერა-კითხვის უცოდინარ ელჩს(არაბ:ნები) ვიზედაც ნახავენ დაწერილს თავიანთ თევრათსა და ინჯილში. (რომელიც) გიბრძანებთ თქვენ კეთილ საქმეს და გიკრძალავთ საძულველს, და ნებას გრთავთ კეთილ ნაყოფს და გიკრძალავთ სისაძაგლეს. და ჩამოხსნის იგი მათ ტვირთებს და ხუნდებს, რაც ედოთ. და ისინი რომელთაც ირწმუნეს მისი, მიეშველნენ, დაეხმარნენ, და მიჰყვებოდნენ შუქს, მათთან რომ გარდმოევლინა, ნეტარნი სწორედ ისინი არიან. قُلْ يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ إِنِّى رَسُولُ ٱللَّهِ إِلَيْكُمْ جَمِيعًا ٱلَّذِى لَهُۥ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ يُحْىِۦ وَيُمِيتُ ۖ فَـَٔامِنُوا۟ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِ ٱلنَّبِىِّ ٱلْأُمِّىِّ ٱلَّذِى يُؤْمِنُ بِٱللَّهِ وَكَلِمَـٰتِهِۦ وَٱتَّبِعُوهُ لَعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ 158. უთხარი: ჰეი, ადამიანებო! ჭეშმარიტად, მე ალლაჰის შუამავალი ვარ, ყველა თქვენგანისთვის, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. არ არსებობს ღვთაება, მის გარდა! იგი აცოცხლებს და აკვდინებს. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰისა და მისი შუამავლის, წერა-კითხვის უცოდინარი შუამავალი, რომელსაც სწამს ალლაჰი და მისი სიტყვები. და მიჰყევით მას, რათა ეგების ჭეშმარიტ გზაზე დადგეთ. وَمِن قَوْمِ مُوسَىٰٓ أُمَّةٌۭ يَهْدُونَ بِٱلْحَقِّ وَبِهِۦ يَعْدِلُونَ 159. და მუსას ხალხში არის თემი, რომლებიც ადამიანებს უწინამძღვრებს ჭეშმარიტებით და მისით მოქმედებენ სამართლიანად. وَقَطَّعْنَـٰهُمُ ٱثْنَتَىْ عَشْرَةَ أَسْبَاطًا أُمَمًۭا ۚ وَأَوْحَيْنَآ إِلَىٰ مُوسَىٰٓ إِذِ ٱسْتَسْقَىٰهُ قَوْمُهُۥٓ أَنِ ٱضْرِب بِّعَصَاكَ ٱلْحَجَرَ ۖ فَٱنۢبَجَسَتْ مِنْهُ ٱثْنَتَا عَشْرَةَ عَيْنًۭا ۖ قَدْ عَلِمَ كُلُّ أُنَاسٍۢ مَّشْرَبَهُمْ ۚ وَظَلَّلْنَا عَلَيْهِمُ ٱلْغَمَـٰمَ وَأَنزَلْنَا عَلَيْهِمُ ٱلْمَنَّ وَٱلسَّلْوَىٰ ۖ كُلُوا۟ مِن طَيِّبَـٰتِ مَا رَزَقْنَـٰكُمْ ۚ وَمَا ظَلَمُونَا وَلَـٰكِن كَانُوٓا۟ أَنفُسَهُمْ يَظْلِمُونَ 160. და ჩვენ დავყავით ისინი ტორმეტ ტომად, ერად. ზეშთავაგონეთ მუსას, როცა წყალი ითხოვა მისმა ხალხმა, დაეკრა თავისი ჯოხი კლდისათვის. გადმოიღვარა მისგან თორმეტი წყარო და მთელმა ხალხმა გაიგო თავისი დასარწყულებელი. მოვუჩრდილეთ მათ ღრუბლები, გარდმოვუვლინეთ მანანა და მწყერი. ჭამეთ ის სიკეთენი, რაც სარჩოდ გიწყალობეთ! და ჩვენ კი არ მოგვეპყრნენ უსამართლოდ, უსამართლოდ საკუთარ თავს მოეპყრნენ. وَإِذْ قِيلَ لَهُمُ ٱسْكُنُوا۟ هَـٰذِهِ ٱلْقَرْيَةَ وَكُلُوا۟ مِنْهَا حَيْثُ شِئْتُمْ وَقُولُوا۟ حِطَّةٌۭ وَٱدْخُلُوا۟ ٱلْبَابَ سُجَّدًۭا نَّغْفِرْ لَكُمْ خَطِيٓـَٔـٰتِكُمْ ۚ سَنَزِيدُ ٱلْمُحْسِنِينَ 161. როცა უთხრეს მათ: იცხოვრეთ ამ ქალაქში, ჭამეთ მისგან, სადაც რა გსურდეთ. თქვით: ხსნა! და შედით კარიბჭეში სუჯუდით; ჩვენ კი მოგიტევებთ შეცოდებებს და სიუხვეს გავუმრავლებთ სიკეთისმქნელთ. فَبَدَّلَ ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ مِنْهُمْ قَوْلًا غَيْرَ ٱلَّذِى قِيلَ لَهُمْ فَأَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ رِجْزًۭا مِّنَ ٱلسَّمَآءِ بِمَا كَانُوا۟ يَظْلِمُونَ 162. უსამართლოებმა გადაცვალეს მათზე ნაბრძანები სიტყვა, სხვა სიტყვით. და მოვუვლინეთ ციდან სასჯელი იმის გამო, რომ უსამართლოდ იქცეოდნენ. وَسْـَٔلْهُمْ عَنِ ٱلْقَرْيَةِ ٱلَّتِى كَانَتْ حَاضِرَةَ ٱلْبَحْرِ إِذْ يَعْدُونَ فِى ٱلسَّبْتِ إِذْ تَأْتِيهِمْ حِيتَانُهُمْ يَوْمَ سَبْتِهِمْ شُرَّعًۭا وَيَوْمَ لَا يَسْبِتُونَ ۙ لَا تَأْتِيهِمْ ۚ كَذَ‌ٰلِكَ نَبْلُوهُم بِمَا كَانُوا۟ يَفْسُقُونَ 163. და ჰკითხე მათ იმ ქალაქზე, ზღვის მახლობლად რომ იყო. (მისი ბინადრები) ტეხდნენ შაბათს, რადგან მათი თევზები წყლის ზედაპირზე (შაბათს) ამოდიოდნენ. ხოლო, როცა შაბათს არ იცავდნენ, არ მიდიოდნენ(თევზები) მათთან. ამგვარად ვაცდუნებდით მათ იმის გამო, რომ იყვნენ უკეთურნი. وَإِذْ قَالَتْ أُمَّةٌۭ مِّنْهُمْ لِمَ تَعِظُونَ قَوْمًا ۙ ٱللَّهُ مُهْلِكُهُمْ أَوْ مُعَذِّبُهُمْ عَذَابًۭا شَدِيدًۭا ۖ قَالُوا۟ مَعْذِرَةً إِلَىٰ رَبِّكُمْ وَلَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ 164. და თქვა მათგან ერთმა თემმა: რატომ შეაგონებთ ხალხს, რომლის დაღუპვაც განუზრახავს ალლაჰს ანდა სჯის მათ მტანჯველი სასჯელით? მიუგეს: თავის გასამართლებლად თქვენი ღმერთის წინაშე და ეგებ, ღმერთის შიში ჰქონდეთ. فَلَمَّا نَسُوا۟ مَا ذُكِّرُوا۟ بِهِۦٓ أَنجَيْنَا ٱلَّذِينَ يَنْهَوْنَ عَنِ ٱلسُّوٓءِ وَأَخَذْنَا ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ بِعَذَابٍۭ بَـِٔيسٍۭ بِمَا كَانُوا۟ يَفْسُقُونَ 165. ხოლო როცა დაივიწყეს ის, რაც ჩაეგონათ, გადავარჩინეთ ისინი, ვინც ზურგს აქცევდა სიავეს; მათ კი, რომლებიც უსამართლოდ იქცეოდნენ, დავატეხეთ დამამცირებელი სასჯელი იმის გამო, რომ იყვნენ ურჩები. فَلَمَّا عَتَوْا۟ عَن مَّا نُهُوا۟ عَنْهُ قُلْنَا لَهُمْ كُونُوا۟ قِرَدَةً خَـٰسِـِٔينَ 166. და როცა დაარღვიეს ის, რაც ავუკრძალეთ, ვუთხარით მათ: იყავით საზიზღარი მაიმუნები. وَإِذْ تَأَذَّنَ رَبُّكَ لَيَبْعَثَنَّ عَلَيْهِمْ إِلَىٰ يَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ مَن يَسُومُهُمْ سُوٓءَ ٱلْعَذَابِ ۗ إِنَّ رَبَّكَ لَسَرِيعُ ٱلْعِقَابِ ۖ وَإِنَّهُۥ لَغَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 167. და მაშინ განაცხადა შენმა ღმერთმა, რომ წარგზავნიდა მათზე აღდგომის დღემდე იმათ, ვინც მათ საშინელ ტანჯვას შეამთხვევდა. და შენი ღმერთი სწრაფსასჯელიანია, ჭეშმარიტად, იგი შემწყნარებელი, მწყალობელია. وَقَطَّعْنَـٰهُمْ فِى ٱلْأَرْضِ أُمَمًۭا ۖ مِّنْهُمُ ٱلصَّـٰلِحُونَ وَمِنْهُمْ دُونَ ذَ‌ٰلِكَ ۖ وَبَلَوْنَـٰهُم بِٱلْحَسَنَـٰتِ وَٱلسَّيِّـَٔاتِ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ 168. გავფანტეთ ისინი დედამიწის ზურგზე ერებად. მათგან არიან მართალნი და არამართალნი. და გამოვცადეთ ისინი სიკეთეებითა და სიავენით, რათა ეგების დაბრუნებულიყვნენ. فَخَلَفَ مِنۢ بَعْدِهِمْ خَلْفٌۭ وَرِثُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ يَأْخُذُونَ عَرَضَ هَـٰذَا ٱلْأَدْنَىٰ وَيَقُولُونَ سَيُغْفَرُ لَنَا وَإِن يَأْتِهِمْ عَرَضٌۭ مِّثْلُهُۥ يَأْخُذُوهُ ۚ أَلَمْ يُؤْخَذْ عَلَيْهِم مِّيثَـٰقُ ٱلْكِتَـٰبِ أَن لَّا يَقُولُوا۟ عَلَى ٱللَّهِ إِلَّا ٱلْحَقَّ وَدَرَسُوا۟ مَا فِيهِ ۗ وَٱلدَّارُ ٱلْـَٔاخِرَةُ خَيْرٌۭ لِّلَّذِينَ يَتَّقُونَ ۗ أَفَلَا تَعْقِلُونَ 169. მათ შემდგომ კი მათ ადგილას სხვა თაობა მოვიდა, რომელთაც მემკვიდრეობად მიიღეს წიგნი, მაგრამ აირჩიეს წარმავალი ქვეყნის ქონება და ამბობდნენ: მოგვეტება. თუმცა, რომ ბოძებოდათ ამის მსგავსი ქონება იმასაც აიღებდნენ. განა აღთქმა არ ჰქონდათ მათ წიგნში, რომ არაფერს იტყოდნენ ალლაჰზე, ჭეშმარიტების გარდა?! და ისწავლეს ის, რაც იყო მასში?! საბოლოო სამყოფელი უკეთესია იმათთვის, ვისაც ღმერთის ეშინია. განა გონს არ მოეგებით?! وَٱلَّذِينَ يُمَسِّكُونَ بِٱلْكِتَـٰبِ وَأَقَامُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ إِنَّا لَا نُضِيعُ أَجْرَ ٱلْمُصْلِحِينَ 170. იმათ, რომელნიც ჩაჭიდებულნი არიან წიგნს და დგებიან ლოცვად, ჭეშმარიტად, ჩვენ არ დავუკარგავთ საზღაურს კეთილისმქმნელთ. وَإِذْ نَتَقْنَا ٱلْجَبَلَ فَوْقَهُمْ كَأَنَّهُۥ ظُلَّةٌۭ وَظَنُّوٓا۟ أَنَّهُۥ وَاقِعٌۢ بِهِمْ خُذُوا۟ مَآ ءَاتَيْنَـٰكُم بِقُوَّةٍۢ وَٱذْكُرُوا۟ مَا فِيهِ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ 171. წამოვმართეთ მთა მათ თავზე, თითქოს საჩრდილობელია. მათ კი ეგონათ, რომ თავს დაემხობოდათ. მაშ, აიღეთ ის, რაც გებოძათ მტკიცედ, და გახსოვდეთ, რაც არის მასში, ეგების ღმერთის გეშინოდეთ. وَإِذْ أَخَذَ رَبُّكَ مِنۢ بَنِىٓ ءَادَمَ مِن ظُهُورِهِمْ ذُرِّيَّتَهُمْ وَأَشْهَدَهُمْ عَلَىٰٓ أَنفُسِهِمْ أَلَسْتُ بِرَبِّكُمْ ۖ قَالُوا۟ بَلَىٰ ۛ شَهِدْنَآ ۛ أَن تَقُولُوا۟ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ إِنَّا كُنَّا عَنْ هَـٰذَا غَـٰفِلِينَ 172. აკი, შენმა ღმერთმა ადამის შვილთა წელიდან მათივე შთამომავლობა გამოიყვანა, და საკუთარი თავის წინააღმდეგ ამოწმებინა: „განა არა ვარ თქვენი ღმერთი?“ უთხრეს: „დიახ, ვამოწმებთ“ რომ არ ეთქვათ აღდგომის დღეს ჩვენ არ ვიცოდითო. أَوْ تَقُولُوٓا۟ إِنَّمَآ أَشْرَكَ ءَابَآؤُنَا مِن قَبْلُ وَكُنَّا ذُرِّيَّةًۭ مِّنۢ بَعْدِهِمْ ۖ أَفَتُهْلِكُنَا بِمَا فَعَلَ ٱلْمُبْطِلُونَ 173. ანდა არ ეთქვათ: ჩვენმა მამებმა უწინ თანაზიარი დაუდგინეს და ჩვენ მათი შემდგომი შთამომავლობა ვართ. განა დაგვღუპავ იმის გამო, რაც გააკეთეს ცრუმორწმუნეებმა? وَكَذَ‌ٰلِكَ نُفَصِّلُ ٱلْـَٔايَـٰتِ وَلَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ 174. და ამგვარად განვმარტავთ აიათებს, რათა ეგების დაბრუნებულიყვნენ. وَٱتْلُ عَلَيْهِمْ نَبَأَ ٱلَّذِىٓ ءَاتَيْنَـٰهُ ءَايَـٰتِنَا فَٱنسَلَخَ مِنْهَا فَأَتْبَعَهُ ٱلشَّيْطَـٰنُ فَكَانَ مِنَ ٱلْغَاوِينَ 175. და მათ წაუკითხე ამბავი იმის შესახებ, რომელსაც ვუბოძეთ ჩვენი აიათები, მერე გაემიჯნა იგი მათ, და მიიყოლა ეშმაკმა, და იქმნა ერთი დაკარგულთაგანი. وَلَوْ شِئْنَا لَرَفَعْنَـٰهُ بِهَا وَلَـٰكِنَّهُۥٓ أَخْلَدَ إِلَى ٱلْأَرْضِ وَٱتَّبَعَ هَوَىٰهُ ۚ فَمَثَلُهُۥ كَمَثَلِ ٱلْكَلْبِ إِن تَحْمِلْ عَلَيْهِ يَلْهَثْ أَوْ تَتْرُكْهُ يَلْهَث ۚ ذَّ‌ٰلِكَ مَثَلُ ٱلْقَوْمِ ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا ۚ فَٱقْصُصِ ٱلْقَصَصَ لَعَلَّهُمْ يَتَفَكَّرُونَ 176. და რომ გვენებებინა, ავამაღლებდით მას მათით(ჩვენი აიათებით), მაგრამ იგი მიწიერისკენ მიილტვოდა და აჰყვა თავის ვნებებს. იმ ძაღლისა არ იყოს, რომელსაც თუ თავს დაესხმი, ენას გადმოაგდებს და, თუ თავს დაანებებ მაინც ენას გადმოაგდებს. ეს არის იგავი იმ ხალხისა, ვინც ცრუდ შერაცხა ჩვენი აიათები, და უამბე მათ ეს ამბავი, რათა ეგების დაფიქრდნენ. سَآءَ مَثَلًا ٱلْقَوْمُ ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا وَأَنفُسَهُمْ كَانُوا۟ يَظْلِمُونَ 177. და რა ცუდია მაგალითი იმ ხალხისა, ვინც ცრუდ რაცხავდა ჩვენს აიათებს და საკუთარ თავს უსამართლოდ ექცეოდა. مَن يَهْدِ ٱللَّهُ فَهُوَ ٱلْمُهْتَدِى ۖ وَمَن يُضْلِلْ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْخَـٰسِرُونَ 178. ვისაც დაადგენს ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე, ის ჭეშმარიტი გზით წავა, ხოლო ვისაც გზას ააცდენს, სწორედ ისინი არიან წაგებულნი. وَلَقَدْ ذَرَأْنَا لِجَهَنَّمَ كَثِيرًۭا مِّنَ ٱلْجِنِّ وَٱلْإِنسِ ۖ لَهُمْ قُلُوبٌۭ لَّا يَفْقَهُونَ بِهَا وَلَهُمْ أَعْيُنٌۭ لَّا يُبْصِرُونَ بِهَا وَلَهُمْ ءَاذَانٌۭ لَّا يَسْمَعُونَ بِهَآ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ كَٱلْأَنْعَـٰمِ بَلْ هُمْ أَضَلُّ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْغَـٰفِلُونَ 179. ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ბევრი ჯინი და ადამიანი ჯოჯოხეთისთვის. მათ გული აქვთ და ვერ იმეცნებენ მისით, თვალი აქვთ და ვერ ხედავენ მისით. ყურები აქვთ და ვერ ისმენენ მათით. ისინი პირუტყვებს ჰგვანან, მაგრამ მათზე გზააბნეულნი არიან. და სწორედ ისინი არიან უგულისყურონი. وَلِلَّهِ ٱلْأَسْمَآءُ ٱلْحُسْنَىٰ فَٱدْعُوهُ بِهَا ۖ وَذَرُوا۟ ٱلَّذِينَ يُلْحِدُونَ فِىٓ أَسْمَـٰٓئِهِۦ ۚ سَيُجْزَوْنَ مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 180. ალლაჰისაა უმშვენიერესი სახელები. მოუხმეთ მათით და თავი ანებეთ იმათ, რომლებიც ბღალავენ ამ სახელებს. მალე მიეგებათ საზღაური იმისა, რასაც აკეთებდნენ. وَمِمَّنْ خَلَقْنَآ أُمَّةٌۭ يَهْدُونَ بِٱلْحَقِّ وَبِهِۦ يَعْدِلُونَ 181. და იმათგან, ვინც შევქმენით, არის ხალხი, რომელიც მიემართება ჭეშმარიტებით და ამ ჭეშმარიტებით სამართალს სჩადის. وَٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا سَنَسْتَدْرِجُهُم مِّنْ حَيْثُ لَا يَعْلَمُونَ 182. და რომელნიც ცრუდ რაცხავდა ჩვენს აიათებს, ნელ-ნელა მიგვყავს დაღუპვისაკენ, ისე, რომ ვერც ხვდებიან. وَأُمْلِى لَهُمْ ۚ إِنَّ كَيْدِى مَتِينٌ 183. და ვადას მიცვემთ მათ, რამეთუ ჩემი მახე მტკიცეა. أَوَلَمْ يَتَفَكَّرُوا۟ ۗ مَا بِصَاحِبِهِم مِّن جِنَّةٍ ۚ إِنْ هُوَ إِلَّا نَذِيرٌۭ مُّبِينٌ 184. ან რად არ ფიქრობენ, რომ მათი თანამოძმე შეშლილი არ არის, და იგი მხოლოდ და მხოლოდ აშკარა შემგონებელია. أَوَلَمْ يَنظُرُوا۟ فِى مَلَكُوتِ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَمَا خَلَقَ ٱللَّهُ مِن شَىْءٍۢ وَأَنْ عَسَىٰٓ أَن يَكُونَ قَدِ ٱقْتَرَبَ أَجَلُهُمْ ۖ فَبِأَىِّ حَدِيثٍۭ بَعْدَهُۥ يُؤْمِنُونَ 185. განა ვერ უყურებენ ცათა და ქვეყნის სამეფოებს და იმ ყველაფერს, რაც შექმნა ალლაჰმა და რომ შეიძლება მოახლობეულია მათი ვადა, და რომელ ნათქვამს ირწმუნებენ ამის შემდგომ? مَن يُضْلِلِ ٱللَّهُ فَلَا هَادِىَ لَهُۥ ۚ وَيَذَرُهُمْ فِى طُغْيَـٰنِهِمْ يَعْمَهُونَ 186. ვისაც გზას აუბნევს ალლაჰი, არავინ ეყოლება ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი. იგი დატოვებს მათ თავიანთ ბოროტებაში. يَسْـَٔلُونَكَ عَنِ ٱلسَّاعَةِ أَيَّانَ مُرْسَىٰهَا ۖ قُلْ إِنَّمَا عِلْمُهَا عِندَ رَبِّى ۖ لَا يُجَلِّيهَا لِوَقْتِهَآ إِلَّا هُوَ ۚ ثَقُلَتْ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ لَا تَأْتِيكُمْ إِلَّا بَغْتَةًۭ ۗ يَسْـَٔلُونَكَ كَأَنَّكَ حَفِىٌّ عَنْهَا ۖ قُلْ إِنَّمَا عِلْمُهَا عِندَ ٱللَّهِ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَعْلَمُونَ 187. გეკითხებიან შენ საათის შესახებ. როდის დადგებაო? უთხარი: მისი ცოდნა მხოლოდ შენი ღმერთის წიაღაა. ვერავინ დაადგენს მის ვადას მის გარდა. მძიმეა ეს საათი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და არ დაგიდგებათ იგი, თუ არა უეცრად. გეკითხებიან, თითქოს იცოდე მის შესახებ. უთხარი: მისი ცოდნა მხოლოდ ალლაჰის წიაღაა, თუმცა ხალხის უმრავლესობამ არ იცის. قُل لَّآ أَمْلِكُ لِنَفْسِى نَفْعًۭا وَلَا ضَرًّا إِلَّا مَا شَآءَ ٱللَّهُ ۚ وَلَوْ كُنتُ أَعْلَمُ ٱلْغَيْبَ لَٱسْتَكْثَرْتُ مِنَ ٱلْخَيْرِ وَمَا مَسَّنِىَ ٱلسُّوٓءُ ۚ إِنْ أَنَا۠ إِلَّا نَذِيرٌۭ وَبَشِيرٌۭ لِّقَوْمٍۢ يُؤْمِنُونَ 188. უთხარი: არ ხელმეწიფება საკუთარი თავის სარგებელი თუ ზარალი იმის გარდა, რასაც ინებებს ალლაჰი. და დაფარული რომ მცოდნოდა, საკუთარი თავისათვის სიკეთეს გავიმრავლებდი, ხოლო სიავე ვერ შემეხებოდა, მე კი მხოლოდ შემგონებელი და მახარობელი ვარ იმ ხალხისა, რომელმაც ირწმუნა. هُوَ ٱلَّذِى خَلَقَكُم مِّن نَّفْسٍۢ وَ‌ٰحِدَةٍۢ وَجَعَلَ مِنْهَا زَوْجَهَا لِيَسْكُنَ إِلَيْهَا ۖ فَلَمَّا تَغَشَّىٰهَا حَمَلَتْ حَمْلًا خَفِيفًۭا فَمَرَّتْ بِهِۦ ۖ فَلَمَّآ أَثْقَلَت دَّعَوَا ٱللَّهَ رَبَّهُمَا لَئِنْ ءَاتَيْتَنَا صَـٰلِحًۭا لَّنَكُونَنَّ مِنَ ٱلشَّـٰكِرِينَ 189. იგია ის, ვინც შეგქმნათ თქვენ ერთი სულისგან და მისგანვე შექმნა მისი მეწყვილე რათა სიმშვიდე ეპოვა მასთან. როცა იგი დაეუფლა მას, ქალს მცირედი ტვირთი ეტვირთა და დადიოდა მისით. ხოლო როცა დამძიმდა, ორივე შეევედრა ღმერთს, თუკი გვიბოძებ კარგს(შვილს), მადლიერნი ვიქნებითო. فَلَمَّآ ءَاتَىٰهُمَا صَـٰلِحًۭا جَعَلَا لَهُۥ شُرَكَآءَ فِيمَآ ءَاتَىٰهُمَا ۚ فَتَعَـٰلَى ٱللَّهُ عَمَّا يُشْرِكُونَ 190. და როცა უბოძა კარგი შვილი, მათ თანაზიარი დაუდგინეს მას იმაში, რაც უბოძა. მაგრამ ალლაჰი დიადია იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ أَيُشْرِكُونَ مَا لَا يَخْلُقُ شَيْـًۭٔا وَهُمْ يُخْلَقُونَ 191. განა ალლაჰს მოზიარედ უდგენენ იმას, ვისაც არაფერი შეუქმნია მაშინ, როცა თვითონ არიან შექმნილნი? وَلَا يَسْتَطِيعُونَ لَهُمْ نَصْرًۭا وَلَآ أَنفُسَهُمْ يَنصُرُونَ 192. არ შეუძლიათ მათ შეწევნა და ვერც საკუთარ თავს შეეწევიან. وَإِن تَدْعُوهُمْ إِلَى ٱلْهُدَىٰ لَا يَتَّبِعُوكُمْ ۚ سَوَآءٌ عَلَيْكُمْ أَدَعَوْتُمُوهُمْ أَمْ أَنتُمْ صَـٰمِتُونَ 193. და თუ მოუწოდებთ სწორი გზისკენ, არ დადგებიან მასზე. სულ ერთია თქვენთვის, მოუხმობთ მათ თუ მდუმარენი იქნებით. إِنَّ ٱلَّذِينَ تَدْعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ عِبَادٌ أَمْثَالُكُمْ ۖ فَٱدْعُوهُمْ فَلْيَسْتَجِيبُوا۟ لَكُمْ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 194. რომელთაც ალლაჰის გარდა მოუხმობთ, თქვენი მსგავსი მსახურები არიან. მაშ, მოუხმეთ მათ და გიპასუხონ, თუკი მართალნი ხართ. أَلَهُمْ أَرْجُلٌۭ يَمْشُونَ بِهَآ ۖ أَمْ لَهُمْ أَيْدٍۢ يَبْطِشُونَ بِهَآ ۖ أَمْ لَهُمْ أَعْيُنٌۭ يُبْصِرُونَ بِهَآ ۖ أَمْ لَهُمْ ءَاذَانٌۭ يَسْمَعُونَ بِهَا ۗ قُلِ ٱدْعُوا۟ شُرَكَآءَكُمْ ثُمَّ كِيدُونِ فَلَا تُنظِرُونِ 195. განა მათ ფეხები აქვთ, რომლითაც დადიან, განა ხელები აქვთ, რომლითაც უჭირავთ, განა თვალები აქვთ, რომლითაც ხედავენ, განა ყურები აქვთ, რომლითაც ისმენენ?! უთხარი: მოუხმეთ თქვენს თანაზიარებს, მიმზაკვრეთ და ნუ გადამივადებთ. إِنَّ وَلِـِّۧىَ ٱللَّهُ ٱلَّذِى نَزَّلَ ٱلْكِتَـٰبَ ۖ وَهُوَ يَتَوَلَّى ٱلصَّـٰلِحِينَ 196. ჭეშმარიტად, ჩემი მფარველი ალლაჰია, რომელმაც გარდმოავლინა წიგნი და სწორედ იგი პატრონობს მართალთ. وَٱلَّذِينَ تَدْعُونَ مِن دُونِهِۦ لَا يَسْتَطِيعُونَ نَصْرَكُمْ وَلَآ أَنفُسَهُمْ يَنصُرُونَ 197. მათ კი, რომელთაც მოუხმობთ ალლაჰის მაგიერ, არ შეუძლიათ თქვენი შეწევნა და ვერც საკუთარ თავს დაეხმარებიან. وَإِن تَدْعُوهُمْ إِلَى ٱلْهُدَىٰ لَا يَسْمَعُوا۟ ۖ وَتَرَىٰهُمْ يَنظُرُونَ إِلَيْكَ وَهُمْ لَا يُبْصِرُونَ 198. და თუ მოუხმობთ მათ ჭეშმარიტებისაკენ, არ შეისმენენ და ნახავ, გიყურებენ შენ და ვერ გხედავენ. خُذِ ٱلْعَفْوَ وَأْمُرْ بِٱلْعُرْفِ وَأَعْرِضْ عَنِ ٱلْجَـٰهِلِينَ 199. იყავი მიმტევებელი, მოუწოდე სიკეთისკენ და ზურგი აქციე უმეცრებს. وَإِمَّا يَنزَغَنَّكَ مِنَ ٱلشَّيْطَـٰنِ نَزْغٌۭ فَٱسْتَعِذْ بِٱللَّهِ ۚ إِنَّهُۥ سَمِيعٌ عَلِيمٌ 200. და თუ ეშმაკმა გიბიძგოს ცდუნებისკენ, ალლაჰს მიეკედლე. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა. إِنَّ ٱلَّذِينَ ٱتَّقَوْا۟ إِذَا مَسَّهُمْ طَـٰٓئِفٌۭ مِّنَ ٱلشَّيْطَـٰنِ تَذَكَّرُوا۟ فَإِذَا هُم مُّبْصِرُونَ 201. მათ, ვისაც ალლაჰის შიში აქვთ, თუკი შაიტანისგან ცდუნება მიეკარებათ, გაიხსენებენ და კვლავაც იქნებიან მხედველნი. وَإِخْوَ‌ٰنُهُمْ يَمُدُّونَهُمْ فِى ٱلْغَىِّ ثُمَّ لَا يُقْصِرُونَ 202. მათი მოძმეები კი გაუღრმავებენ მათ დაბნეულობას და არ მოიშლიან ისინი ამას. وَإِذَا لَمْ تَأْتِهِم بِـَٔايَةٍۢ قَالُوا۟ لَوْلَا ٱجْتَبَيْتَهَا ۚ قُلْ إِنَّمَآ أَتَّبِعُ مَا يُوحَىٰٓ إِلَىَّ مِن رَّبِّى ۚ هَـٰذَا بَصَآئِرُ مِن رَّبِّكُمْ وَهُدًۭى وَرَحْمَةٌۭ لِّقَوْمٍۢ يُؤْمِنُونَ 203. და თუ არ მიუტან მათ აიათს, გეუბნებიან: განა იგი შენს მიერ არ იყო მოგონილი? უთხარი: მე მივყვები მხოლოდ იმას, რაც ჩემი ღმერთისგან შთამეგონა. ეს არის ნათელი თქვენი ღმერთისაგან, ჭეშმარიტი გზა და მოწყალება იმ ხალხისათვის, რომელთაც ირწმუნეს. وَإِذَا قُرِئَ ٱلْقُرْءَانُ فَٱسْتَمِعُوا۟ لَهُۥ وَأَنصِتُوا۟ لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ 204. და როცა იკითხება ყურანი, ისმინეთ იგი და დადუმდით, რათა ეგების შეწყალებულ იქმნეთ! وَٱذْكُر رَّبَّكَ فِى نَفْسِكَ تَضَرُّعًۭا وَخِيفَةًۭ وَدُونَ ٱلْجَهْرِ مِنَ ٱلْقَوْلِ بِٱلْغُدُوِّ وَٱلْـَٔاصَالِ وَلَا تَكُن مِّنَ ٱلْغَـٰفِلِينَ 205. და გულში ახსენე შენი ღმერთი მოწიწებით და შიშით, და არა ხმამაღალი სიტყვებით, დილით და საღამოს. და ნუ იქნები უგუნურთაგანი! إِنَّ ٱلَّذِينَ عِندَ رَبِّكَ لَا يَسْتَكْبِرُونَ عَنْ عِبَادَتِهِۦ وَيُسَبِّحُونَهُۥ وَلَهُۥ يَسْجُدُونَ 206. ჭეშმარიტად, ისინი ვინც არიან შენი ღმერთის წინაშე, არ თაკილობენ მის თაყვანისცემას, ადიდებენ და თაყვანს სცემენ მას.