79. სურა ნაზიღათ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა وَٱلنَّـٰزِعَـٰتِ غَرْقًا 1. ვფიცავ სულის ამომთრეველთ ძალით, وَٱلنَّـٰشِطَـٰتِ نَشْطًا 2. ვფიცავ წამღებებთ ლაღად, وَٱلسَّـٰبِحَـٰتِ سَبْحًا 3. ვფიცავ მცურავთ ცურვით, فَٱلسَّـٰبِقَـٰتِ سَبْقًا 4. წინამავალთ წინსვლით, فَٱلْمُدَبِّرَ‌ٰتِ أَمْرًا 5. გამრიგებელთ საქმის. يَوْمَ تَرْجُفُ ٱلرَّاجِفَةُ 6. იმ დღეს აცახცახდება მოცახცახე. تَتْبَعُهَا ٱلرَّادِفَةُ 7. მას კვალში მოჰყვება შემდგომი. قُلُوبٌ يَوْمَئِذٍ وَاجِفَةٌ 8. გულნი კი აკანკალებულნი. أَبْصَـٰرُهَا خَـٰشِعَةٌ 9. მზერადახრილნი. يَقُولُونَ أَءِنَّا لَمَرْدُودُونَ فِى ٱلْحَافِرَةِ 10. ამბობენ: ნუთუ დაბრუნებულნი ვიქნებით თავდაპირველ ყოფაში? أَءِذَا كُنَّا عِظَـٰمًا نَّخِرَةً 11. როცა ვიქნებით ძვალნი, გამომშრალნიო? قَالُوا۟ تِلْكَ إِذًا كَرَّةٌ خَاسِرَةٌ 12. ამბობენ: მაშინ, ეს წამგებიანი დაბრუნებაა! فَإِنَّمَا هِىَ زَجْرَةٌ وَ‌ٰحِدَةٌ 13. მაგრამ იგი მხოლოდ ერთი შერყევაა, فَإِذَا هُم بِٱلسَّاهِرَةِ 14 რომელიც მათ (ყველა არსებას) შიშველ მიწაზე (გაცოცხლებულს) აღმოაჩენს. هَلْ أَتَىٰكَ حَدِيثُ مُوسَىٰٓ 15. განა მოგსვლია შენ მუსას ამბავი? إِذْ نَادَىٰهُ رَبُّهُۥ بِٱلْوَادِ ٱلْمُقَدَّسِ طُوًى 16. როცა მოუხმო მას თავისმა ღმერთმა ტუვას წმინდა ხეობაში: ٱذْهَبْ إِلَىٰ فِرْعَوْنَ إِنَّهُۥ طَغَىٰ 17. წადი ფარაონთან, იგი ზღვარს გავიდა. فَقُلْ هَل لَّكَ إِلَىٰٓ أَن تَزَكَّىٰ 18. და უთხარი: ხომ არ გსურს, რომ განიწმინდო? وَأَهْدِيَكَ إِلَىٰ رَبِّكَ فَتَخْشَىٰ 19. ანდა გიჩვენოთ ჭეშმარიტი გზა შენი ღმერთისკენ, და იქნებ გახდე ღვთისმოშიში. فَأَرَىٰهُ ٱلْـَٔايَةَ ٱلْكُبْرَىٰ 20. და აჩვენა (მუსამ ფარაონს) მას უდიდესი სასწაული. فَكَذَّبَ وَعَصَىٰ 21. მან კი ცრუდ შერაცხა და ეურჩა. ثُمَّ أَدْبَرَ يَسْعَىٰ 22. მერე ზურგი აქცია და მოქმედება დაიწყო. فَحَشَرَ فَنَادَىٰ 23. შეკრიბა (თავისი წარჩინებულნი), და მოუწოდა, فَقَالَ أَنَا۠ رَبُّكُمُ ٱلْأَعْلَىٰ 24. და უთხრა: ჭეშმარიტად, მე ვარ თქვენი ღმერთი, უზენაესი. فَأَخَذَهُ ٱللَّهُ نَكَالَ ٱلْـَٔاخِرَةِ وَٱلْأُولَىٰٓ 25. და დასაჯა ალლაჰმა ამისთვის ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَعِبْرَةً لِّمَن يَخْشَىٰٓ 26. ჭეშმარიტად, ამაში შეგონებაა იმისათვის, ვისაც (ალლაჰის) ეშინია. ءَأَنتُمْ أَشَدُّ خَلْقًا أَمِ ٱلسَّمَآءُ ۚ بَنَىٰهَا 27. თქვენ უფრო მტკიცე ქმნილებანი ხართ თუ ზეცა, რომელიც მან ააგო? رَفَعَ سَمْكَهَا فَسَوَّىٰهَا 28. აამაღლა მისი ჭერი და გამართა. وَأَغْطَشَ لَيْلَهَا وَأَخْرَجَ ضُحَىٰهَا 29. და ჩაძირა ღამე წყვდიადში და ჰქმნა დღის სინათლე. وَٱلْأَرْضَ بَعْدَ ذَ‌ٰلِكَ دَحَىٰهَآ 30. მერე დედამიწა განავრცო. أَخْرَجَ مِنْهَا مَآءَهَا وَمَرْعَىٰهَا 31. და გამოიყვანა მისგან(მიწისგან) წყალი და საძოვრები. وَٱلْجِبَالَ أَرْسَىٰهَا 32. და მთები დაამაგრა. مَتَـٰعًا لَّكُمْ وَلِأَنْعَـٰمِكُمْ 33. სარგებლად თქვენთვის და თქვენი საქონლისთვის. فَإِذَا جَآءَتِ ٱلطَّآمَّةُ ٱلْكُبْرَىٰ 34. და მოვა უდიდესი უკიდურესობა. يَوْمَ يَتَذَكَّرُ ٱلْإِنسَـٰنُ مَا سَعَىٰ 35. იმ დღეს გაიხსენებს ადამიანი თავის ნამოქმედარს. وَبُرِّزَتِ ٱلْجَحِيمُ لِمَن يَرَىٰ 36. და გამოჩნდება ჯოჯოხეთი მისთვის, ვინც დაინახავს. فَأَمَّا مَن طَغَىٰ 37. ხოლო ვინც ზღვარს გავიდა وَءَاثَرَ ٱلْحَيَوٰةَ ٱلدُّنْيَا 38. და მიწიერი ცხოვრება ამჯობინა. فَإِنَّ ٱلْجَحِيمَ هِىَ ٱلْمَأْوَىٰ 39. ჯოჯოხეთი იქნება მისი თავშესაფარი. وَأَمَّا مَنْ خَافَ مَقَامَ رَبِّهِۦ وَنَهَى ٱلنَّفْسَ عَنِ ٱلْهَوَىٰ 40. ის კი, ვინც ირწმუნა თავისი ღმერთის სიტყვა და აკავებდა თავის სულს ვნებისაგან, فَإِنَّ ٱلْجَنَّةَ هِىَ ٱلْمَأْوَىٰ 41. სამოთხე იქნება მისი თავშესაფარი. يَسْـَٔلُونَكَ عَنِ ٱلسَّاعَةِ أَيَّانَ مُرْسَىٰهَا 42. გეკითხებიან საათის შესახებ როდის დადგებაო? فِيمَ أَنتَ مِن ذِكْرَىٰهَآ 43. რისთვის გჭირდება შენ მისი ხსენება? إِلَىٰ رَبِّكَ مُنتَهَىٰهَآ 44. შენი ღმერთის წიაღაა მისი აღსასრული. إِنَّمَآ أَنتَ مُنذِرُ مَن يَخْشَىٰهَا 45. შენ კი მხოლოდ შემგონებელი ხარ, ვისაც მისი ეშინია(საათის). كَأَنَّهُمْ يَوْمَ يَرَوْنَهَا لَمْ يَلْبَثُوٓا۟ إِلَّا عَشِيَّةً أَوْ ضُحَىٰهَا 46. ხოლო ისინი, როცა მას იხილავენ, თითქოსდა დარჩნენ (მიწიერ ცხოვრებაში) ერთი საღამო ან და ერთი დღე.