78. სურა ნებე
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა عَمَّ يَتَسَآءَلُونَ 1. რას ეკითხებიან ერთმანეთს? عَنِ ٱلنَّبَإِ ٱلْعَظِيمِ 2. დიდებული ცნობის შესახებ, ٱلَّذِى هُمْ فِيهِ مُخْتَلِفُونَ 3. რომლის თაობაზეც ვერ თანხმდებიან. كَلَّا سَيَعْلَمُونَ 4. მალე ეცოდინებათ! ثُمَّ كَلَّا سَيَعْلَمُونَ 5. მერე, მალე ეცოდინებათ! أَلَمْ نَجْعَلِ ٱلْأَرْضَ مِهَـٰدًا 6. განა არ დავადგინეთ დედამიწა სარეცლად, وَٱلْجِبَالَ أَوْتَادًا 7. და მთები საყრდენებად, وَخَلَقْنَـٰكُمْ أَزْوَ‌ٰجًا 8. და ჩვენ შეგქმენით თქვენ წყვილებად, وَجَعَلْنَا نَوْمَكُمْ سُبَاتًا 9. და დავადგინეთ ძილი თქვენი მოსვენებად. وَجَعَلْنَا ٱلَّيْلَ لِبَاسًا 10. და ღამე ვქმენით საბურველად. وَجَعَلْنَا ٱلنَّهَارَ مَعَاشًا 11. და ვაქციეთ დღე ყოფა-ცხოვრებად. وَبَنَيْنَا فَوْقَكُمْ سَبْعًا شِدَادًا 12. და ავაგეთ თქვენს თავზე შვიდი სიმაგრე(ე.ი ზეცა). وَجَعَلْنَا سِرَاجًا وَهَّاجًا 13. და დავადგინეთ მნათობი მოკაშკაშე. وَأَنزَلْنَا مِنَ ٱلْمُعْصِرَ‌ٰتِ مَآءً ثَجَّاجًا 14. და წარმოვგზავნეთ ღრუბლებიდან უხვი წყალი. لِّنُخْرِجَ بِهِۦ حَبًّا وَنَبَاتًا 15. რათა ამოვიყვანოთ მისით მარცვალი და მცენარეული. وَجَنَّـٰتٍ أَلْفَافًا 16. და ბაღები შებურულნი. إِنَّ يَوْمَ ٱلْفَصْلِ كَانَ مِيقَـٰتًا 17. ჭეშმარიტად, გამიჯვნის დღე არის წინასწარდათქმული ჟამი. يَوْمَ يُنفَخُ فِى ٱلصُّورِ فَتَأْتُونَ أَفْوَاجًا 18. დღე, როცა ჩაბერილ იქნება საყვირში, და მოხვალთ გუნდებად. وَفُتِحَتِ ٱلسَّمَآءُ فَكَانَتْ أَبْوَ‌ٰبًا 19. და გაიხსნება ზეცა და დაემსგავსება კარიბჭეს. وَسُيِّرَتِ ٱلْجِبَالُ فَكَانَتْ سَرَابًا 20. ამოძრავდებიან მთები და ილუზიად მოგეჩვენებათ. إِنَّ جَهَنَّمَ كَانَتْ مِرْصَادًا 21. ჯოჯოხეთი იქნება ხაფანგად. لِّلطَّـٰغِينَ مَـَٔابًا 22. ზღვარგასულთათვის თავშესაფრად. لَّـٰبِثِينَ فِيهَآ أَحْقَابًا 23. დარჩებიან მასში საუკუნოდ. لَّا يَذُوقُونَ فِيهَا بَرْدًا وَلَا شَرَابًا 24. და ვერ დააგემოვნებენ იქ ვერც სასმელს და ვერც სიგრილეს. إِلَّا حَمِيمًا وَغَسَّاقًا 25. გარდა მდუღარისა და ჩიქრისა. جَزَآءً وِفَاقًا 26. საზღაურად სათანადოდ. إِنَّهُمْ كَانُوا۟ لَا يَرْجُونَ حِسَابًا 27. არ იმედოვნებდნენ ანგარიშსწორებას. وَكَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا كِذَّابًا 28. და ცრუდ რაცხავდნენ ჩვენს სასწაულებს, უკიდურეს სიცრუედ. وَكُلَّ شَىْءٍ أَحْصَيْنَـٰهُ كِتَـٰبًا 29. ჩვენ კი ყველაფერი აღვრიცხეთ წიგნად. فَذُوقُوا۟ فَلَن نَّزِيدَكُمْ إِلَّا عَذَابًا 30. იგემეთ, და არაფერს შეგმატებთ, გარდა ტანჯვისა. إِنَّ لِلْمُتَّقِينَ مَفَازًا 31. ჭეშმარიტად, ნეტარებაა ღვთისმოშიშთათვის. حَدَآئِقَ وَأَعْنَـٰبًا 32. ბაღები და ვენახები. وَكَوَاعِبَ أَتْرَابًا 33. მკერდსავსე თანატოლები. وَكَأْسًا دِهَاقًا 34. და სავსე ფიალები. لَّا يَسْمَعُونَ فِيهَا لَغْوًا وَلَا كِذَّ‌ٰبًا 35. არ მოისმენენ იქ ფუჭსიტყვობას და არც სიცრუეს. جَزَآءً مِّن رَّبِّكَ عَطَآءً حِسَابًا 36. საზღაურად შენი ღმერთისაგან, ანგარიშსწორებად. رَّبِّ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا ٱلرَّحْمَـٰنِ ۖ لَا يَمْلِكُونَ مِنْهُ خِطَابًا 37. ღმერთისაგან ცათა და ქვეყნისა, და იმის, რაც ამათ შორისაა, მოწყალისაგან, რომლის წინაშე არავის შესწევს ძალა, რომ ილაპარაკოს. يَوْمَ يَقُومُ ٱلرُّوحُ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةُ صَفًّا ۖ لَّا يَتَكَلَّمُونَ إِلَّا مَنْ أَذِنَ لَهُ ٱلرَّحْمَـٰنُ وَقَالَ صَوَابًا 38. იმ დღეს, როცა წარსდგება სული და ანგელოზნი მწკრივად, ვერ დაილაპარაკებენ, თუ არა ის, ვისაც ნებას მისცემს მოწყალე, და იტყვის მხოლოდ სიმართლეს. ذَ‌ٰلِكَ ٱلْيَوْمُ ٱلْحَقُّ ۖ فَمَن شَآءَ ٱتَّخَذَ إِلَىٰ رَبِّهِۦ مَـَٔابًا 39. ეს არის დღე ჭეშმარიტი და, ვინც ისურვა, აირჩია თავისი ღმერთის წიაღ თავშესაფარი. إِنَّآ أَنذَرْنَـٰكُمْ عَذَابًا قَرِيبًا يَوْمَ يَنظُرُ ٱلْمَرْءُ مَا قَدَّمَتْ يَدَاهُ وَيَقُولُ ٱلْكَافِرُ يَـٰلَيْتَنِى كُنتُ تُرَ‌ٰبًۢا 40. ჩვენ, გაფრთხილებთ თქვენ ახლო სასჯელზე და იმ დღეს, როცა ადამიანი ნახავს იმას, რაც გაუკეთებია უწინ მის ხელებს, და იტყვის ურწმუნო: ნეტავ, მიწად გადავიქცეო.