77. სურა მურსალათ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა وَٱلْمُرْسَلَـٰتِ عُرْفًا 1. ვფიცავ წარმოგზავნილთ რიგად. فَٱلْعَـٰصِفَـٰتِ عَصْفًا 2. მიმომქროლავთ მძლავრად. وَٱلنَّـٰشِرَ‌ٰتِ نَشْرًا 3. გამფანტველებს ფიცხლად, فَٱلْفَـٰرِقَـٰتِ فَرْقًا 4. გამმიჯვნელებს მტკიცედ, فَٱلْمُلْقِيَـٰتِ ذِكْرًا 5. გადამცემლებთ ხსოვნის. عُذْرًا أَوْ نُذْرًا 6. მიტევების და შეგონების. إِنَّمَا تُوعَدُونَ لَوَ‌ٰقِعٌ 7. რაც აღგეთქვათ აუცილებლად აღსრულდება. فَإِذَا ٱلنُّجُومُ طُمِسَتْ 8. როცა ვარკვლავები ჩაქრებიან, وَإِذَا ٱلسَّمَآءُ فُرِجَتْ 9. როცა ცა გაიპობა وَإِذَا ٱلْجِبَالُ نُسِفَتْ 10. როცა მთები ჩამოიშლება. وَإِذَا ٱلرُّسُلُ أُقِّتَتْ 11. როცა შუამავლებს დრო მიეცემათ. لِأَىِّ يَوْمٍ أُجِّلَتْ 12. რომელ დღემდის გადავადდება?! لِيَوْمِ ٱلْفَصْلِ 13. გამიჯვნის დღემდე! وَمَآ أَدْرَىٰكَ مَا يَوْمُ ٱلْفَصْلِ 14. და რამ გაცნობოს შენ, რა არის გამიჯვნის დღე? وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِّلْمُكَذِّبِينَ 15. ვაი იმ დღეს სიცრუედ შემრაცხველებს! أَلَمْ نُهْلِكِ ٱلْأَوَّلِينَ 16. განა არ დავღუპეთ წინა თაოები?! ثُمَّ نُتْبِعُهُمُ ٱلْـَٔاخِرِينَ 17. მერე მათ კვალში მივაყოლეთ შემდეგი თაობები. كَذَ‌ٰلِكَ نَفْعَلُ بِٱلْمُجْرِمِينَ 18. ამგვარად ვუზღავთ ცოდვილებს. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِّلْمُكَذِّبِينَ 19. ვაი იმ დღეს სიცრუედ შემრაცხველებს. أَلَمْ نَخْلُقكُّم مِّن مَّآءٍ مَّهِينٍ 20. განა არ გაგაჩინეთ თქვენ, უმნიშვნელო სითხისაგან? فَجَعَلْنَـٰهُ فِى قَرَارٍ مَّكِينٍ 21. და დავადგინეთ იგი მტკიცე ადგილას. إِلَىٰ قَدَرٍ مَّعْلُومٍ 22. განსაზღვრულ ჟამამდე. فَقَدَرْنَا فَنِعْمَ ٱلْقَـٰدِرُونَ 23. სწორედ ასე დავაწესეთ და მშვენიერია ჩვენი განწესება. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِّلْمُكَذِّبِينَ 24. ვაი იმ დღეს სიცრუედ შემრაცხველებს. أَلَمْ نَجْعَلِ ٱلْأَرْضَ كِفَاتًا 25. განა არ დავადგინეთ დედამიწა სამყოფად. أَحْيَآءً وَأَمْوَ‌ٰتًا 26. ცოცხალთა და მკვდართა وَجَعَلْنَا فِيهَا رَوَ‌ٰسِىَ شَـٰمِخَـٰتٍ وَأَسْقَيْنَـٰكُم مَّآءً فُرَاتًا 27. და დავადგინეთ მასში მყარი, მაღალი მთები და დავაწრყულეთ ანკარა წყლით? وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِّلْمُكَذِّبِينَ 28. ვაი იმ დღეს სიცრუედ შემრაცხველებს. ٱنطَلِقُوٓا۟ إِلَىٰ مَا كُنتُم بِهِۦ تُكَذِّبُونَ 29. წადით იმასთან, რასაც სიცრუედ რაცხავდით. ٱنطَلِقُوٓا۟ إِلَىٰ ظِلٍّ ذِى ثَلَـٰثِ شُعَبٍ 30. წადით წყვდიადში, რომელიც სამ სვეტად აფრქვევს ბოლს, لَّا ظَلِيلٍ وَلَا يُغْنِى مِنَ ٱللَّهَبِ 31. ის ვერც დაუჩრდილებს და ვერც ცეცხლისგან დაიცავს, إِنَّهَا تَرْمِى بِشَرَرٍ كَٱلْقَصْرِ 32. იგი ნაპერწკლებს ყრის, მსგავსს კოშკებისას. كَأَنَّهُۥ جِمَـٰلَتٌ صُفْرٌ 33. მწითურს, აქლელების მსგავსს. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِّلْمُكَذِّبِينَ 34. ვაი იმ დღეს სიცრუედ შემრაცხველებს. هَـٰذَا يَوْمُ لَا يَنطِقُونَ 35. ეს არის დღე, როცა ვერ იმეტყველებენ. وَلَا يُؤْذَنُ لَهُمْ فَيَعْتَذِرُونَ 36. და ნება არ მიეცემეთ, თავი იმართლონ. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِّلْمُكَذِّبِينَ 37. ვაი იმ დღეს სიცრუედ შემრაცხველებს. هَـٰذَا يَوْمُ ٱلْفَصْلِ ۖ جَمَعْنَـٰكُمْ وَٱلْأَوَّلِينَ 38. ეს არის დღე გამიჯვნისა. შეგკრიბეთ თქვენ და თავდაპირველნიც. فَإِن كَانَ لَكُمْ كَيْدٌ فَكِيدُونِ 39. და თუ გაქვთ რაიმე ხერხი, დაე გამოიყენეთ ჩემს წინააღმდეგ. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِّلْمُكَذِّبِينَ 40. ვაი იმ დღეს, სიცრუედ შემრაცხველებს. إِنَّ ٱلْمُتَّقِينَ فِى ظِلَـٰلٍ وَعُيُونٍ 41. ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშნი, ჩრდილებში და წყაროსთვლებში იქნებიან. وَفَوَ‌ٰكِهَ مِمَّا يَشْتَهُونَ 42. და ნაყოფები (ექნებათ) იმისა, რასაც მოისურვებენ. كُلُوا۟ وَٱشْرَبُوا۟ هَنِيٓـًٔۢا بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 43. ჭამეთ და სვით საამოდ, იმისათვის, რასაც აკეთებდით. إِنَّا كَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلْمُحْسِنِينَ 44. ჭეშმარიტად, ასე ვუზღავთ სიკეთისმოქმედთ. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِّلْمُكَذِّبِينَ 45. ვაი იმ დღეს სიცრუედ შემრაცხველებს. كُلُوا۟ وَتَمَتَّعُوا۟ قَلِيلًا إِنَّكُم مُّجْرِمُونَ 46. ჭამეთ და დაკბით მცირედ, რამეთუ თქვენ ცოდვილნი ხართ. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِّلْمُكَذِّبِينَ 47. ვაი იმ დღეს სიცრუედ შემრაცხველებს. وَإِذَا قِيلَ لَهُمُ ٱرْكَعُوا۟ لَا يَرْكَعُونَ 48. და როცა ეტყვიან მათ: წელში მოიხარეთო, არ იხრებიან. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِّلْمُكَذِّبِينَ 49. ვაი იმ დღეს სიცრუედ შემრაცხველებს. فَبِأَىِّ حَدِيثٍۭ بَعْدَهُۥ يُؤْمِنُونَ 50. და რომელ სიტყვას ირწმუნებენ ამის შემდგომ?