76. სურა ინსან
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა هَلْ أَتَىٰ عَلَى ٱلْإِنسَـٰنِ حِينٌ مِّنَ ٱلدَّهْرِ لَمْ يَكُن شَيْـًٔا مَّذْكُورًا 1. განა დასდგომია ადამიანს ხანა დროისა, რომ არ ყოფილიყო ის გახსენებული? إِنَّا خَلَقْنَا ٱلْإِنسَـٰنَ مِن نُّطْفَةٍ أَمْشَاجٍ نَّبْتَلِيهِ فَجَعَلْنَـٰهُ سَمِيعًۢا بَصِيرًا 2. გავაჩინეთ ადამიანი შეწყვილებული წვეთისაგან, რათა გამოგვეცადა, და დავუდგინეთ სმენა და მხედველობა. إِنَّا هَدَيْنَـٰهُ ٱلسَّبِيلَ إِمَّا شَاكِرًا وَإِمَّا كَفُورًا 3. ჩვენ დავადგინეთ იგი ჭეშმარიტ გზაზე, და მას შეუძლია იყოს მადლიერი ან უმადური. إِنَّآ أَعْتَدْنَا لِلْكَـٰفِرِينَ سَلَـٰسِلَا۟ وَأَغْلَـٰلًا وَسَعِيرًا 4. ჭეშმარიტად, ჩვენ გავუმზადეთ ურწმუნოებს ჯაჭვები, ბორკილები და ცხარე ცეცხლი. إِنَّ ٱلْأَبْرَارَ يَشْرَبُونَ مِن كَأْسٍ كَانَ مِزَاجُهَا كَافُورًا 5. სიკეთისმოქმედნი დალევენ თასიდან, რომლის ნაზავიც იქნება ქააფუურა. عَيْنًا يَشْرَبُ بِهَا عِبَادُ ٱللَّهِ يُفَجِّرُونَهَا تَفْجِيرًا 6. წყაროსთვალით, რომლითაც დარწყულდებიან ალლაჰის მსახურნი. يُوفُونَ بِٱلنَّذْرِ وَيَخَافُونَ يَوْمًا كَانَ شَرُّهُۥ مُسْتَطِيرًا 7. ისინი, რომლებიც ერთგულობენ შეპირებულს და უფრთხიან დღეს, რომლის სიავეც ფართოდ გავრცელდება. وَيُطْعِمُونَ ٱلطَّعَامَ عَلَىٰ حُبِّهِۦ مِسْكِينًا وَيَتِيمًا وَأَسِيرًا 8. და სიამოვნებით აპურებენ უპოვრებს, ობლებს და ტყვეებს. إِنَّمَا نُطْعِمُكُمْ لِوَجْهِ ٱللَّهِ لَا نُرِيدُ مِنكُمْ جَزَآءً وَلَا شُكُورًا 9. ჩვენ მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების სურვილით გაპურებთ, ჩვენ არ გვსურს თქვენგან საზღაური და არცა მადლობა. إِنَّا نَخَافُ مِن رَّبِّنَا يَوْمًا عَبُوسًا قَمْطَرِيرًا 10. გვეშინია ჩვენი ღმერთისგან იმ მოქუფრული დღისა. فَوَقَىٰهُمُ ٱللَّهُ شَرَّ ذَ‌ٰلِكَ ٱلْيَوْمِ وَلَقَّىٰهُمْ نَضْرَةً وَسُرُورًا 11. და ალლაჰმა დაიცვა ისინი იმ დღის სიავისაგან და აზიარებს მათ უსაზღვრო სიხარულს. وَجَزَىٰهُم بِمَا صَبَرُوا۟ جَنَّةً وَحَرِيرًا 12. და უბოძებს მათ იმისათვის, რომ მოითმინეს, სამოთხეს და აბრეშუმის სამოსს. مُّتَّكِـِٔينَ فِيهَا عَلَى ٱلْأَرَآئِكِ ۖ لَا يَرَوْنَ فِيهَا شَمْسًا وَلَا زَمْهَرِيرًا 13. მიწოლილნი მასში სავარძლებზე, არ ნახავენ იქ მზის სიცხეს და არც ყინვას. وَدَانِيَةً عَلَيْهِمْ ظِلَـٰلُهَا وَذُلِّلَتْ قُطُوفُهَا تَذْلِيلًا 14. მიუახლოვებენ მათ თავს ზემოთ თავიანთ საჩრდილობელთ და ჩამოიწევა დახუნძლული მწიფე ნაყოფი. وَيُطَافُ عَلَيْهِم بِـَٔانِيَةٍ مِّن فِضَّةٍ وَأَكْوَابٍ كَانَتْ قَوَارِيرَا۠ 15. და ჩამოუტარებენ მათ ჭურჭელს ვერცხლისას და ბროლის ფიალებს. قَوَارِيرَا۟ مِن فِضَّةٍ قَدَّرُوهَا تَقْدِيرًا 16. ბროლისა ვერცხლისაგან, რომლის ზომიერებაც განსაზღვრულია. وَيُسْقَوْنَ فِيهَا كَأْسًا كَانَ مِزَاجُهَا زَنجَبِيلًا 17. და წყურვილს მოუკლავენ იქ თასით, რომლის ნაზავიც იქნება ზანჯაბილი. عَيْنًا فِيهَا تُسَمَّىٰ سَلْسَبِيلًا 18. წყაროსთვალით მასში, რომელსაც ეწოდება სალსაბილი. ۞ وَيَطُوفُ عَلَيْهِمْ وِلْدَ‌ٰنٌ مُّخَلَّدُونَ إِذَا رَأَيْتَهُمْ حَسِبْتَهُمْ لُؤْلُؤًا مَّنثُورًا 19. თავს შემოევლებიან მათ იქ ჭაბუკნი, მარადიულნი, რომელთაც თუ შეხედავთ, გეგონებათ, რომ მიმოფანტული მარგალიტნი არიან. وَإِذَا رَأَيْتَ ثَمَّ رَأَيْتَ نَعِيمًا وَمُلْكًا كَبِيرًا 20. და როცა იხილავ, ჰპოვებ კეთილდღეობასა და დიდძალ ფუფუნებას. عَـٰلِيَهُمْ ثِيَابُ سُندُسٍ خُضْرٌ وَإِسْتَبْرَقٌ ۖ وَحُلُّوٓا۟ أَسَاوِرَ مِن فِضَّةٍ وَسَقَىٰهُمْ رَبُّهُمْ شَرَابًا طَهُورًا 21. მათ ეცმევათ სამოსი მწვანე ატლასისა და აბრეშუმისა და შეიმკობენ ვერცხლის სამაჯურებს და წყურვილს მოუკლავს მათი ღმერთი დამწდარი ღვინით. إِنَّ هَـٰذَا كَانَ لَكُمْ جَزَآءً وَكَانَ سَعْيُكُم مَّشْكُورًا 22. ეს არის თქვენი საზღაური და თქვენი გარჯა იქნება დაფასებული. إِنَّا نَحْنُ نَزَّلْنَا عَلَيْكَ ٱلْقُرْءَانَ تَنزِيلًا 23. ჭეშმარიტად, ჩვენ ზეგარდმოგივლინეთ შენ ყურანი ზეგარდმოვლენით. فَٱصْبِرْ لِحُكْمِ رَبِّكَ وَلَا تُطِعْ مِنْهُمْ ءَاثِمًا أَوْ كَفُورًا 24. და მოითმინე შენი ღმერთის მსჯავრი და ნუ დაემორჩილები მათგან ცოდვილებსა და ურწმუნოებს. وَٱذْكُرِ ٱسْمَ رَبِّكَ بُكْرَةً وَأَصِيلًا 25. და ახსენე შენი ღმერთის სახელი დილით და საღამოს. وَمِنَ ٱلَّيْلِ فَٱسْجُدْ لَهُۥ وَسَبِّحْهُ لَيْلًا طَوِيلًا 26. და ღამის მონაკვეთშიც... და სეჯდე აღუსრულე მას, და განადიდე ღამით ხანგრძლივად. إِنَّ هَـٰٓؤُلَآءِ يُحِبُّونَ ٱلْعَاجِلَةَ وَيَذَرُونَ وَرَآءَهُمْ يَوْمًا ثَقِيلًا 27. ჭეშმარიტად, მათ უყვართ წარმავალი სიცოცხლე და ზურგს უკან იტოვებენ მძიმე დღეს. نَّحْنُ خَلَقْنَـٰهُمْ وَشَدَدْنَآ أَسْرَهُمْ ۖ وَإِذَا شِئْنَا بَدَّلْنَآ أَمْثَـٰلَهُمْ تَبْدِيلًا 28. ჩვენ შევქმენით ისინი და განვუმტკიცეთ სხეული და თუ ვინებებთ, შევცვლით მათ მათი მსგავსით, ჩანაცვლებით. إِنَّ هَـٰذِهِۦ تَذْكِرَةٌ ۖ فَمَن شَآءَ ٱتَّخَذَ إِلَىٰ رَبِّهِۦ سَبِيلًا 29. ჭეშმარიტად, ეს შეგონებაა, და ვისაც სურს, აირჩევს გზას თავისი ღმერთისაკენ. وَمَا تَشَآءُونَ إِلَّآ أَن يَشَآءَ ٱللَّهُ ۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلِيمًا حَكِيمًا 30. და ვერ ისურვებთ, თუ არა ალლაჰის ნება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია. يُدْخِلُ مَن يَشَآءُ فِى رَحْمَتِهِۦ ۚ وَٱلظَّـٰلِمِينَ أَعَدَّ لَهُمْ عَذَابًا أَلِيمًۢا 31. შეიყვანს თავის წყალობაში იმას, ვისაც ინებებს, უსამართლოებს კი განუმზადა მტანჯველი სასჯელი.