72.სურა ჯინ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა قُلْ أُوحِىَ إِلَىَّ أَنَّهُ ٱسْتَمَعَ نَفَرٌ مِّنَ ٱلْجِنِّ فَقَالُوٓا۟ إِنَّا سَمِعْنَا قُرْءَانًا عَجَبًا 1. თქვი: ზეშთამეგონა, რომ ისმინა(ყურანი) ჯინთა კრებულმა და თქვეს: ჩვენ მოვისმინეთ ყურანი საოცარი! يَهْدِىٓ إِلَى ٱلرُّشْدِ فَـَٔامَنَّا بِهِۦ ۖ وَلَن نُّشْرِكَ بِرَبِّنَآ أَحَدًا 2. მას მიჰყავს ჭეშმარიტი გზით, ჩვენ ვირწმუნეთ იგი და ჩვენ არავის დავუდგენთ ღმერთს თანაზიარად. وَأَنَّهُۥ تَعَـٰلَىٰ جَدُّ رَبِّنَا مَا ٱتَّخَذَ صَـٰحِبَةً وَلَا وَلَدًا 3. ჭეშმარიტად, უზენაესია ჩვენი ღმერთის დიდებულება, არ დაუდგენია მას მეუღლე და არც ძე. وَأَنَّهُۥ كَانَ يَقُولُ سَفِيهُنَا عَلَى ٱللَّهِ شَطَطًا 4. და ჭეშმარიტად, ჩვენგან ერთი უგუნური ამბობდა ალლაჰზე ზღვარგადასულს. وَأَنَّا ظَنَنَّآ أَن لَّن تَقُولَ ٱلْإِنسُ وَٱلْجِنُّ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا 5. და ჩვენ ვფიქრობდით, რომ არ იტყოდა არც ადამიანი და არც ჯინი ალლაჰზე სიცრუეს. وَأَنَّهُۥ كَانَ رِجَالٌ مِّنَ ٱلْإِنسِ يَعُوذُونَ بِرِجَالٍ مِّنَ ٱلْجِنِّ فَزَادُوهُمْ رَهَقًا 6. და იყვნენ კაცნი ადამიანთაგან, რომელნიც ეკედლებოდნენ ჯინთაგან კაცთ, ამრიგად, გაუცხარეს მათ სიშმაგე. وَأَنَّهُمْ ظَنُّوا۟ كَمَا ظَنَنتُمْ أَن لَّن يَبْعَثَ ٱللَّهُ أَحَدًا 7. და ისინიც თქვენსავით ფიქრობდნენ, რომ არ აღადგენდა ალლაჰი ვინმეს. وَأَنَّا لَمَسْنَا ٱلسَّمَآءَ فَوَجَدْنَـٰهَا مُلِئَتْ حَرَسًا شَدِيدًا وَشُهُبًا 8. ჭეშმარიტად, ჩვენ შევეხეთ ზეცას და ვპოვეთ იგი სავსე მტკიცე მეცველებით და მწველი ცეცხლებით. وَأَنَّا كُنَّا نَقْعُدُ مِنْهَا مَقَـٰعِدَ لِلسَّمْعِ ۖ فَمَن يَسْتَمِعِ ٱلْـَٔانَ يَجِدْ لَهُۥ شِهَابًا رَّصَدًا 9. ჩვენ უწინ ვისხედით მის გვერდით სავარძლებზე, რათა მიგვეყურადებინა მაგრამ ის, ვინც ყურს მიუგდებს ახლა, მისთვისაა მწველი ცეცხლი დადარაჯებული. وَأَنَّا لَا نَدْرِىٓ أَشَرٌّ أُرِيدَ بِمَن فِى ٱلْأَرْضِ أَمْ أَرَادَ بِهِمْ رَبُّهُمْ رَشَدًا 10. და ჩვენ არ ვიცით, ავი ესურვათ იმათ, ვინც დედამიწაზეა, თუ უსურვა მათ მათმა ღმერთმა ჭეშმარიტი გზა. وَأَنَّا مِنَّا ٱلصَّـٰلِحُونَ وَمِنَّا دُونَ ذَ‌ٰلِكَ ۖ كُنَّا طَرَآئِقَ قِدَدًا 11. ჭეშმარიტად, ჩვენგან არიან სიკეთის მოქმედნი და ჩვენგან არიან გარეშე ამისა. ჩვენ ვადგავართ სხვადასხვა გზას. وَأَنَّا ظَنَنَّآ أَن لَّن نُّعْجِزَ ٱللَّهَ فِى ٱلْأَرْضِ وَلَن نُّعْجِزَهُۥ هَرَبًا 12. და ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვერასოდეს წინ ვერ წავუვიდოდით ალლაჰს დედამიწაზე და ვერც დავუძვრებოდით მას გაქცევით. وَأَنَّا لَمَّا سَمِعْنَا ٱلْهُدَىٰٓ ءَامَنَّا بِهِۦ ۖ فَمَن يُؤْمِنۢ بِرَبِّهِۦ فَلَا يَخَافُ بَخْسًا وَلَا رَهَقًا 13. და როცა მოვისმინეთ ჭეშმარიტი გზა, ვირწმუნეთ მისი, და იმას, ვინც ირწმუნა თავისი ღმერთისა, ნუ შეეშინდება მზაკვრობისა და ნურც საზღაურის დაკლებისა. وَأَنَّا مِنَّا ٱلْمُسْلِمُونَ وَمِنَّا ٱلْقَـٰسِطُونَ ۖ فَمَنْ أَسْلَمَ فَأُو۟لَـٰٓئِكَ تَحَرَّوْا۟ رَشَدًا 14. ჭეშმარიტად, ჩვენგან არიან მორჩილნი(მუსლიმნი) და უსამართლონი. ისინი, რომლებიც დამორჩილდნენ, აირჩიეს ჭეშმარიტი გზა. وَأَمَّا ٱلْقَـٰسِطُونَ فَكَانُوا۟ لِجَهَنَّمَ حَطَبًا 15. ხოლო უსამართლონი იქმნენ ჯოჯოხეთის შეშად. وَأَلَّوِ ٱسْتَقَـٰمُوا۟ عَلَى ٱلطَّرِيقَةِ لَأَسْقَيْنَـٰهُم مَّآءً غَدَقًا 16. ისინი, რომ (ჭეშმარიტ) გზაზე დამდგარიყვნენ, ჩვენ დავარწყულებდით მათ უხვი წყლით. لِّنَفْتِنَهُمْ فِيهِ ۚ وَمَن يُعْرِضْ عَن ذِكْرِ رَبِّهِۦ يَسْلُكْهُ عَذَابًا صَعَدًا 17. რათა გამოვცადოთ ისინი ამით, და იმას, ვინც ზურგს შეაქცევს თავისი ღმერთის ხსენებას, მიიყვანს იგი უმძიმეს სასჯელთან. وَأَنَّ ٱلْمَسَـٰجِدَ لِلَّهِ فَلَا تَدْعُوا۟ مَعَ ٱللَّهِ أَحَدًا 18. ჭეშმარიტად, სალოცავები ალლაჰისაა და ნუ მოუხმობთ ალლაჰთან ერთად ვინმეს. وَأَنَّهُۥ لَمَّا قَامَ عَبْدُ ٱللَّهِ يَدْعُوهُ كَادُوا۟ يَكُونُونَ عَلَيْهِ لِبَدًا 19. და როცა წამოდგა ალლაჰის მსახური, რომელიც მოუხმობდა მას(ალლაჰს), ისინი ლამის ზილავდნენ ერთმანეთს. قُلْ إِنَّمَآ أَدْعُوا۟ رَبِّى وَلَآ أُشْرِكُ بِهِۦٓ أَحَدًا 20. უთხარი: მე მხოლოდ ჩემს ღმერთს მოვუხმობ და არავის ვუდგენ მას თანაზიარად. قُلْ إِنِّى لَآ أَمْلِكُ لَكُمْ ضَرًّا وَلَا رَشَدًا 21. თქვი: მე არ ხელმეწიფება თქვენთვის არც ვნება და არც სწორ გზაზე დაყენება. قُلْ إِنِّى لَن يُجِيرَنِى مِنَ ٱللَّهِ أَحَدٌ وَلَنْ أَجِدَ مِن دُونِهِۦ مُلْتَحَدًا 22. თქვი: ვერავინ დამიფარავს ალლაჰისაგან და ვერ ვპოვებ, მის გარდა თავშესაფარს. إِلَّا بَلَـٰغًا مِّنَ ٱللَّهِ وَرِسَـٰلَـٰتِهِۦ ۚ وَمَن يَعْصِ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ فَإِنَّ لَهُۥ نَارَ جَهَنَّمَ خَـٰلِدِينَ فِيهَآ أَبَدًا 23. (ჩემი ვალია) მხოლოდ ალლაჰისაგან გამოგზავნილის ცნობება. და ვინც ეურჩება ალლაჰსა და მის შუამავალს, ჭეშმარიტად, მისთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც იქნება მარადიულად. حَتَّىٰٓ إِذَا رَأَوْا۟ مَا يُوعَدُونَ فَسَيَعْلَمُونَ مَنْ أَضْعَفُ نَاصِرًا وَأَقَلُّ عَدَدًا 24. და როცა ნახავენ იმას, რაც აღეთქვათ, მალე შეიტყობენ, ვისი შემწეა უძლური და მცირე რიცხობრივად. قُلْ إِنْ أَدْرِىٓ أَقَرِيبٌ مَّا تُوعَدُونَ أَمْ يَجْعَلُ لَهُۥ رَبِّىٓ أَمَدًا 25. უთხარი: არ ვიცი ახლოა ის, რაც აღთქმული გაქვთ, თუ დაუდგინა მას ალლაჰმა ხანგრძლივი დრო. عَـٰلِمُ ٱلْغَيْبِ فَلَا يُظْهِرُ عَلَىٰ غَيْبِهِۦٓ أَحَدًا 26. იგია მცოდნე დაფარულისა. და არ აცნობებს დაფარულს არავის. إِلَّا مَنِ ٱرْتَضَىٰ مِن رَّسُولٍ فَإِنَّهُۥ يَسْلُكُ مِنۢ بَيْنِ يَدَيْهِ وَمِنْ خَلْفِهِۦ رَصَدًا 27. გარდა იმისა, ვისითაც კმაყოფილია შუამავალთაგან. და იგი დაატარებს მის წინაშე და მის უკან მეთვალყურეებს. لِّيَعْلَمَ أَن قَدْ أَبْلَغُوا۟ رِسَـٰلَـٰتِ رَبِّهِمْ وَأَحَاطَ بِمَا لَدَيْهِمْ وَأَحْصَىٰ كُلَّ شَىْءٍ عَدَدًۢا 28. რათა იცოდნენ, რომ მათ უკვე გადასცეს დანაბარები თავიანთი ღმერთისა. იგი გარემოიცავს ყველაფერს, რაც მათთანაა და გამოთვლილი აქვს ყოველი რაოდენობა.