71.სურა ნუჰ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა إِنَّآ أَرْسَلْنَا نُوحًا إِلَىٰ قَوْمِهِۦٓ أَنْ أَنذِرْ قَوْمَكَ مِن قَبْلِ أَن يَأْتِيَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ 1. ჭეშმარიტად, ჩვენ წარვაგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან, რომ: შეაგონე შენი ხალხი, ვიდრე დაატყდებოდეთ მტანჯველი სასჯელი. قَالَ يَـٰقَوْمِ إِنِّى لَكُمْ نَذِيرٌ مُّبِينٌ 2. უთხრა: ჰეი ჩემო ხალხო, მე ვარ თქვენდა ცხადი შემგონებელი. أَنِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ وَٱتَّقُوهُ وَأَطِيعُونِ 3. თაყვანი ეცით ალლაჰს და გეშინოდეთ მისი. და მე დამემორჩილეთ! يَغْفِرْ لَكُم مِّن ذُنُوبِكُمْ وَيُؤَخِّرْكُمْ إِلَىٰٓ أَجَلٍ مُّسَمًّى ۚ إِنَّ أَجَلَ ٱللَّهِ إِذَا جَآءَ لَا يُؤَخَّرُ ۖ لَوْ كُنتُمْ تَعْلَمُونَ 4. რომ მოგიტევოთ თქვენი ცოდვები და გადაგივადოთ დათქმულ ვადამდე. ჭეშმარიტად, ალლაჰის ვადა, როცა დადგება, აღარ გადავადდება, რომ იცოდეთ! قَالَ رَبِّ إِنِّى دَعَوْتُ قَوْمِى لَيْلًا وَنَهَارًا 5. თქვა: ღმერთო ჩემო, მე მოვუწოდე ჩემს ხალხს ღამითა თუ დღისით. فَلَمْ يَزِدْهُمْ دُعَآءِىٓ إِلَّا فِرَارًا 6. და არაფერი შეუმატებია მათთვის ჩემს მოწოდებას, გაქცევის გარდა. وَإِنِّى كُلَّمَا دَعَوْتُهُمْ لِتَغْفِرَ لَهُمْ جَعَلُوٓا۟ أَصَـٰبِعَهُمْ فِىٓ ءَاذَانِهِمْ وَٱسْتَغْشَوْا۟ ثِيَابَهُمْ وَأَصَرُّوا۟ وَٱسْتَكْبَرُوا۟ ٱسْتِكْبَارًا 7. და ჭეშმარიტად, როცა კი მოვუწოდე მათ, რათა შენ მიგეტევებინა მათთვის, დაიცეს თითები ყურებში, სამოსი მოიბურეს, გაჯიუტდნენ და გაამპარტავანდნენ ამპარტავნებით. ثُمَّ إِنِّى دَعَوْتُهُمْ جِهَارًا 8. მერე მოვუწოდე მათ ხმამაღლა. ثُمَّ إِنِّىٓ أَعْلَنتُ لَهُمْ وَأَسْرَرْتُ لَهُمْ إِسْرَارًا 9. მერე კი გამოვუცხადე მათ და დაველაპარაკე ასევე ფარულად. فَقُلْتُ ٱسْتَغْفِرُوا۟ رَبَّكُمْ إِنَّهُۥ كَانَ غَفَّارًا 10. და ვუთხარი: პატიება სთხოვეთ თქვენს ღმერთს. ჭეშმარიტად, იგია მიმტევებელი. يُرْسِلِ ٱلسَّمَآءَ عَلَيْكُم مِّدْرَارًا 11. იგი წარმოგზავნის თქვენზე ზეციდან წვიმას. وَيُمْدِدْكُم بِأَمْوَ‌ٰلٍ وَبَنِينَ وَيَجْعَل لَّكُمْ جَنَّـٰتٍ وَيَجْعَل لَّكُمْ أَنْهَـٰرًا 12. შეგეწევათ ქონებითა და ძეებით და დაგიდგენთ ბაღებსა და დაგიდგენთ მდინარეებს. مَّا لَكُمْ لَا تَرْجُونَ لِلَّهِ وَقَارًا 13. რა გემართებათ, რომ ვერ აღიქვამთ ალლაჰის სიდიადეს? وَقَدْ خَلَقَكُمْ أَطْوَارًا 14. თქვენ ხომ მან შეგქმნათ სხვადასხვა სტადიებში. أَلَمْ تَرَوْا۟ كَيْفَ خَلَقَ ٱللَّهُ سَبْعَ سَمَـٰوَ‌ٰتٍ طِبَاقًا 15. განა ვერ ხედავთ, როგორ გააჩინა ალლაჰმა შვიდი ზეცა სართულებად? وَجَعَلَ ٱلْقَمَرَ فِيهِنَّ نُورًا وَجَعَلَ ٱلشَّمْسَ سِرَاجًا 16. და დაადგინა მთვარე მათში შუქად და დაადგინა მზე მათში ლამპრად. وَٱللَّهُ أَنۢبَتَكُم مِّنَ ٱلْأَرْضِ نَبَاتًا 17. და ალლაჰმა გაგაჩინათ თქვენ მიწიდან მცენარეებად. ثُمَّ يُعِيدُكُمْ فِيهَا وَيُخْرِجُكُمْ إِخْرَاجًا 18. მერე დაგაბრუნებთ თქვენ მასში და გამოგიყვანთ იქიდან. وَٱللَّهُ جَعَلَ لَكُمُ ٱلْأَرْضَ بِسَاطًا 19. და დაადგინა თქვენთვის ალლაჰმა დედამიწა ხალიჩად. لِّتَسْلُكُوا۟ مِنْهَا سُبُلًا فِجَاجًا 20. რათა იაროთ მასზე ფართო უღელტეხილებით. قَالَ نُوحٌ رَّبِّ إِنَّهُمْ عَصَوْنِى وَٱتَّبَعُوا۟ مَن لَّمْ يَزِدْهُ مَالُهُۥ وَوَلَدُهُۥٓ إِلَّا خَسَارًا 21. თქვა ნუჰმა: ღმერთო ჩემო, მე ისინი მეურჩნენ და გაჰყვნენ იმას, ვისაც ქონებამ და ძეებმა ვერაფერი შეჰმატა, ზარალის გარდა. وَمَكَرُوا۟ مَكْرًا كُبَّارًا 22. და იმზაკვრეს უდიდესი ზაკვით. وَقَالُوا۟ لَا تَذَرُنَّ ءَالِهَتَكُمْ وَلَا تَذَرُنَّ وَدًّا وَلَا سُوَاعًا وَلَا يَغُوثَ وَيَعُوقَ وَنَسْرًا 23. და თქვეს: არ მიატოვოთ თქვენი ღვთაებები: არც ვადდი და არც სუვაღი, არც იეღუსა, არც ია'უყა და არც ნასრა. وَقَدْ أَضَلُّوا۟ كَثِيرًا ۖ وَلَا تَزِدِ ٱلظَّـٰلِمِينَ إِلَّا ضَلَـٰلًا 24. და მათ უკვე ბევრი აცდუნეს, და ნურაფერს შეჰმატებ უსამართლოებს გზააბნევის გარდა. مِّمَّا خَطِيٓـَٔـٰتِهِمْ أُغْرِقُوا۟ فَأُدْخِلُوا۟ نَارًا فَلَمْ يَجِدُوا۟ لَهُم مِّن دُونِ ٱللَّهِ أَنصَارًا 25. თავიანთი ცოდვების გამო დაიხრჩვნენ და შეყვანილ იქნებიან ცეცხლში და ვერ ნახავ მათთვის ალლაჰის გარდა შემწეს. وَقَالَ نُوحٌ رَّبِّ لَا تَذَرْ عَلَى ٱلْأَرْضِ مِنَ ٱلْكَـٰفِرِينَ دَيَّارًا 26. და თქვა ნუჰმა: ღმერთო ჩემო, ნუ დატოვებ ქვეყანაზე ურწმუნოთაგან ნურცერთ მოსახლეს. إِنَّكَ إِن تَذَرْهُمْ يُضِلُّوا۟ عِبَادَكَ وَلَا يَلِدُوٓا۟ إِلَّا فَاجِرًا كَفَّارًا 27. თუ შენ დატოვებ მათ, გზას აუბნევენ შენს მსახურებს და არავის დაბადებენ, გარყვნილისა და ურწმუნოს გარდა. رَّبِّ ٱغْفِرْ لِى وَلِوَ‌ٰلِدَىَّ وَلِمَن دَخَلَ بَيْتِىَ مُؤْمِنًا وَلِلْمُؤْمِنِينَ وَٱلْمُؤْمِنَـٰتِ وَلَا تَزِدِ ٱلظَّـٰلِمِينَ إِلَّا تَبَارًۢا 28. ღმერთო ჩემო, მომიტევე მე, ჩემს მშობლებსა და იმას, ვინც შემოვა ჩემს სახლში მორწმუნედ, და მორწმუნე კაცებსა და მორწმუნე ქალებს, და ნურაფერს შეჰმატებ უსამართლოებს, დაღუპვის გარდა.