70.~სურა მეღარიჯ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ ~ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა سَأَلَ سَآئِلٌۢ بِعَذَابٍ وَاقِعٍ 1. იკითხა შემკითხველმა სასჯელზე აღსრულებულზე, لِّلْكَـٰفِرِينَ لَيْسَ لَهُۥ دَافِعٌ 2. ურწმუნოთათვის არა ჰყავს მას ამცილებელი. مِّنَ ٱللَّهِ ذِى ٱلْمَعَارِجِ 3. ალლაჰისგან - საფეხურთა პატრონისაგან. تَعْرُجُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ وَٱلرُّوحُ إِلَيْهِ فِى يَوْمٍ كَانَ مِقْدَارُهُۥ خَمْسِينَ أَلْفَ سَنَةٍ 4. (რომელებზედაც) ამაღლდებიან ანგელოზნი და სული მასთან იმ დღეს, რომლის ხანგძლივობაც ორმოცდაათიათასი წელიწადია. فَٱصْبِرْ صَبْرًا جَمِيلًا 5. მოითმინე მშვენიერი მოთმინებით! إِنَّهُمْ يَرَوْنَهُۥ بَعِيدًا 6. ისინი ხედავენ მას შორს, وَنَرَىٰهُ قَرِيبًا 7. ჩვენ კი ვხედავთ მას ახლოს. يَوْمَ تَكُونُ ٱلسَّمَآءُ كَٱلْمُهْلِ 8. იმ დღეს, როცა ზეცა იქნება დამდნარი სპილენძივით, وَتَكُونُ ٱلْجِبَالُ كَٱلْعِهْنِ 9. და მთები იქნებიან, ფერადი მატყლივით. وَلَا يَسْـَٔلُ حَمِيمٌ حَمِيمًا 10. და არ მოიკითხავს მეგობარს მეგობარი, يُبَصَّرُونَهُمْ ۚ يَوَدُّ ٱلْمُجْرِمُ لَوْ يَفْتَدِى مِنْ عَذَابِ يَوْمِئِذٍۭ بِبَنِيهِ 11. მათ აჩვენებენ ერთმანეთს. ისურვებს ცოდვილი, რომ იმ დღის სასჯელისგან გადასარჩენად შვილებიც გაიღოს. وَصَـٰحِبَتِهِۦ وَأَخِيهِ 12. და თავისი მეუღლეც, თავისი ძმაც, وَفَصِيلَتِهِ ٱلَّتِى تُـْٔوِيهِ 13. და ჯიში-ჯილაგი, რომელმაც შეიფარა وَمَن فِى ٱلْأَرْضِ جَمِيعًا ثُمَّ يُنجِيهِ 14. და ყველა, ვინც დედამიწაზეა, ოღონდ თავად გადარჩეს. كَلَّآ ۖ إِنَّهَا لَظَىٰ 15. არამც და არამც! ჭეშმარიტად ეს არის ცეცხლი. نَزَّاعَةً لِّلشَّوَىٰ 16. გადამბუგავი თავის კანისა. تَدْعُوا۟ مَنْ أَدْبَرَ وَتَوَلَّىٰ 17. მოუხმობს იმას, ვინც პირი იბრუნა და ზურგი იქცია, وَجَمَعَ فَأَوْعَىٰٓ 18. შეაგროვა და მოიხვეჭა. ۞ إِنَّ ٱلْإِنسَـٰنَ خُلِقَ هَلُوعًا 19. ჭეშმარიტად, ადამიანი შეიქმნა მოუთმენელი. إِذَا مَسَّهُ ٱلشَّرُّ جَزُوعًا 20. თუ სიავე მიეწევა, იწყებს გოდებას, وَإِذَا مَسَّهُ ٱلْخَيْرُ مَنُوعًا 21. და თუ კარგი ეწევა, იწყებს ძუნწობას, إِلَّا ٱلْمُصَلِّينَ 22. მლოცველთა გარდა. ٱلَّذِينَ هُمْ عَلَىٰ صَلَاتِهِمْ دَآئِمُونَ 23. რომლებიც ლოცვაზე დგანან გამუდმებით, وَٱلَّذِينَ فِىٓ أَمْوَ‌ٰلِهِمْ حَقٌّ مَّعْلُومٌ 24. და რომელთა ქონებაშიც განსაზღვრული წილია. لِّلسَّآئِلِ وَٱلْمَحْرُومِ 25. მათხოვრისა და უპოვრისათვის, وَٱلَّذِينَ يُصَدِّقُونَ بِيَوْمِ ٱلدِّينِ 26. და რომელთაც სწამთ განკითხვის დღე. وَٱلَّذِينَ هُم مِّنْ عَذَابِ رَبِّهِم مُّشْفِقُونَ 27. და რომელნიც თავიანთი ღმერთის სასჯელისგან დამფრთხალნი არიან. إِنَّ عَذَابَ رَبِّهِمْ غَيْرُ مَأْمُونٍ 28. ჭეშმარიტად, მათი ღმერთის სასჯელი უსაფრთხო არ არის. وَٱلَّذِينَ هُمْ لِفُرُوجِهِمْ حَـٰفِظُونَ 29. და ისინი, რომლებიც ინახავენ თავიანთ ნამუსს. إِلَّا عَلَىٰٓ أَزْوَ‌ٰجِهِمْ أَوْ مَا مَلَكَتْ أَيْمَـٰنُهُمْ فَإِنَّهُمْ غَيْرُ مَلُومِينَ 30. გამოკლებით თავიანთ მეუღლეთათვის, ანდა იმათთვის, ვინც მათ მარჯვენას მოუპოვებია. და ისინი ამისთვის არ გაიკიცხებიან. فَمَنِ ٱبْتَغَىٰ وَرَآءَ ذَ‌ٰلِكَ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْعَادُونَ 31. ხოლო იგი, ვინც მიელტვის ამაზე მეტს, სწორედ ისინი არიან თავგასულნი. وَٱلَّذِينَ هُمْ لِأَمَـٰنَـٰتِهِمْ وَعَهْدِهِمْ رَ‌ٰعُونَ 32. ისინი კი, რომლებიც თავიანთ ანაბარსა და აღთქმას იცავენ. وَٱلَّذِينَ هُم بِشَهَـٰدَ‌ٰتِهِمْ قَآئِمُونَ 33. და ისინი, რომლებიც თავიანთ მოწმეობაზე მტკიცედ დგანან. وَٱلَّذِينَ هُمْ عَلَىٰ صَلَاتِهِمْ يُحَافِظُونَ 34. და რომლებიც თავიანთ ლოცვებს იცავენ. أُو۟لَـٰٓئِكَ فِى جَنَّـٰتٍ مُّكْرَمُونَ 35. ისინი - სამოთხეებში, პატივდებულნი. فَمَالِ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ قِبَلَكَ مُهْطِعِينَ 36. იმათ კი რა ემართებათ, რომელთაც არ ირწმუნეს, შენ წინ მორბენალთ. عَنِ ٱلْيَمِينِ وَعَنِ ٱلشِّمَالِ عِزِينَ 37. მარჯვნივ და მარცნივ ხროვად?! أَيَطْمَعُ كُلُّ ٱمْرِئٍ مِّنْهُمْ أَن يُدْخَلَ جَنَّةَ نَعِيمٍ 38. განა არ სურს თითოეულ კაცს მათგან, რომ შეყვანილ იქნას წყალობის ბაღში? كَلَّآ ۖ إِنَّا خَلَقْنَـٰهُم مِّمَّا يَعْلَمُونَ 39. არა და არა! ჩვენ შევქმენით ისინი იმისაგან, რაც იციან! فَلَآ أُقْسِمُ بِرَبِّ ٱلْمَشَـٰرِقِ وَٱلْمَغَـٰرِبِ إِنَّا لَقَـٰدِرُونَ 40. მაგრამ არა! ვფიცავ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღმერთს, ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ შემძლენი. عَلَىٰٓ أَن نُّبَدِّلَ خَيْرًا مِّنْهُمْ وَمَا نَحْنُ بِمَسْبُوقِينَ 41. რომ შევცვალოთ ისინი მათზე უკეთესით. და არა გვყავს ჩვენ მჯობნი. فَذَرْهُمْ يَخُوضُوا۟ وَيَلْعَبُوا۟ حَتَّىٰ يُلَـٰقُوا۟ يَوْمَهُمُ ٱلَّذِى يُوعَدُونَ 42. დაე, თავი ანებე მათ, ილაყბონ და გაერთონ, ვიდრე შეხვდებოდნენ თავიანთ იმ დღეს, რომელიც აღეთქვათ. يَوْمَ يَخْرُجُونَ مِنَ ٱلْأَجْدَاثِ سِرَاعًا كَأَنَّهُمْ إِلَىٰ نُصُبٍ يُوفِضُونَ 43. იმ დღეს, გამოვლენ საფლავებიდან აჩქარებით, თითქოს სამსხვერლოებთან მიისწრაფიანო. خَـٰشِعَةً أَبْصَـٰرُهُمْ تَرْهَقُهُمْ ذِلَّةٌ ۚ ذَ‌ٰلِكَ ٱلْيَوْمُ ٱلَّذِى كَانُوا۟ يُوعَدُونَ 44. თვალდახრილნი, მოუწევთ მათ დამცირება. ეს არის დღე, რომელიც მათ ჰქონდათ აღთქმული.