ექვსი სახის ზიქრი ყურანში
იმამ აშ-შაფი'იმ თქვა:
კვლევისა და დაკვირვების შემდეგ მე აღმოვაჩინე რომ ზიქრი რომელიც მუსთაჰაბია ჩვენთვის ყურანიდან და სუნნადა, არის ექვსი სახის.
ზიქრის ექვსი ფორმა, რომელსაც გაგაცნობთ ითვლება იარაღად თქვენს წუხილთან, მწუხარებასთან, დაავადებებთან და ცოვვების წინააღმდეგ.
1. პირველი ზიქრი არის ალლაჰის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სალამის გაგზავნა. დაიცავით ეს დღის განმავლობაში და დღის ბოლოს იგრძნობთ, რომ თქვენი ბევრი რამ მოიპოვეთ.
2. მეორე ზიქრი არის ხშირი ისტიღფარი (ღმერთისგან პატიების თხოვნა). ალლაჰი შთაგაგონებთ და დაგეხმარებათ, თუ თავისუფალ დროს ბევრჯერ იტყვით - ასთაღფირულლაჰ-ს. (ღმერთო, გთხოვ პატიებას)
3. მესამე ზიქრი არის - ია ზულჯალალი ვალ იქრამ (ო ბრწყინვალევ და დიდებულო.) ეს ზიქრი თითქმის მივიწყებულ სუნნად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხშირად გვირჩევდა ამის თქმას.
(იხ. საჰიჰ მუსლიმი 592)
ალლაჰის შუამავალმა გამოყო ალლაჰის ეს ორი სახელი, რადგან მათ აქვთ დიდი საიდუმლო.
ია ზულჯალალი - ო ბრწყინვალევ ნიშნავს: ო სილამაზის, სრულყოფილების და დიდებულების მფლობელო.
და ვალ-იქრამ ნიშნავს სიკეთის მფლობელს.
თუ ამათ მნიშვნელობას ჩავუღრმავდებით აღმოაჩენთ, რომ თქვენ ამ სიტყვებით ალლაჰს აქებთ და ადიდებთ.
წარმოიდგინე როგორ კმაყოფილი იქნება შენგან ალლაჰი, დღეში თუ ასჯერ მიმართავ მას ამ სახელებით და ალლაჰიც თქვენს საჭიროებას შეგისრულებთ.
4. მეოთხე ზიქრი არის - ლა ჰავლა ველა ყუვვათა ილლა ბილლაჰ (არ არსებობს ძალა და სიმტკიცე ალლაჰის გარდა) ალლაჰის შუამავალმა მის საჰაბეებს ურჩია ეთქვათ ეს სიტყვები და უთხრა მათ, რომ ეს სიტყვები არის სამოთხის საგანძური.
თუ მუდმივად იტყვით ამ სიტყვებს დაინახავთ ალლაჰის საოცრებებს, სიკეთეს, წყალობას მისგან და მის მადლს.
5. მეხუთე ზიქრი არის ალლაჰის შუამავალი იუსუფის ვედრება
لَّآ إِلَـٰهَ إِلَّآ أَنتَ سُبْحَـٰنَكَ إِنِّى كُنتُ مِنَ ٱلظَّـٰلِمِينَ
(ლა ილაჰა ილლა ანთა სუბჰაანაქა ინნი ქუნთი მინაზზალიმინ)
( არ არსებობს ღვთაება შენს გარდა, დიდება შენდა! მე ჭეშმარიტად, უსამართლოთაგანი ვიყავი.)
ეს ვედრება გაშორებთ მწუხარებას და მოაქვს სიხარული.
6. მეექვე ზიქრი არის
سبحان اللّٰه، الحمد للّٰه، لا إله إلا اللّٰه، اللّٰه أكبر
სუბჰან ალლაჰ, ალჰამდულილლაჰ, ლა ილაჰა ილლა ლლაჰ, ალლაჰუ აქბარ ალლაჰი უნაკლოა, დიდება ალლაჰს, არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი ალლაჰი გარდა, ალლაჰი დიადია
ამ ვედრების წარმოთქმისას თქვენ მიიღებთ ალლაჰის სიყვარულს თქვენი სერიოზულობის მიხედვით ამ ვედრების წარმოთქმისას.
ეს ვედრებები გვასწავლა ალლაჰმა განკურნებისთვის და რამდენადაც ხშირად გაიმეორებთ ამ ვედრებებს, თქვენი გულიდან აღმოიფხვრება შური და მანკიერი სურვილები.
(წყარო: 'ილმულ 'აყაიდ ვათ-თავჰი ვალ-ახლაყ ვალ-იჰქამ 47)