6. სურა ან'ამ
165 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა. ٱلْحَمْدُ لِلَّهِ ٱلَّذِى خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ وَجَعَلَ ٱلظُّلُمَـٰتِ وَٱلنُّورَ ۖ ثُمَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِرَبِّهِمْ يَعْدِلُونَ 1. ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც შექმნა ცანი და დედამიწა, და დაადგინა სიბნელე და სინათლე. შემდეგ კი, ვინც არიან ურწმუნონი, უტოლებენ თავიანთ ღმერთს. هُوَ ٱلَّذِى خَلَقَكُم مِّن طِينٍ ثُمَّ قَضَىٰٓ أَجَلًا ۖ وَأَجَلٌ مُّسَمًّى عِندَهُۥ ۖ ثُمَّ أَنتُمْ تَمْتَرُونَ 2. იგია ის, ვინც შეგქმნათ თქვენ თიხისაგან, შემდეგ დააწესა ვადა და მასთანაა განსაზღვრული ვადა. და თქვენ კი მაინც ეჭვი გეპარებათ! وَهُوَ ٱللَّهُ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَفِى ٱلْأَرْضِ ۖ يَعْلَمُ سِرَّكُمْ وَجَهْرَكُمْ وَيَعْلَمُ مَا تَكْسِبُونَ 3. იგია ალლაჰი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. იცის თქვენი საიდუმლო და თქვენი გაცხადებული, და იცის, რასაც მოიხვეჭთ. وَمَا تَأْتِيهِم مِّنْ ءَايَةٍ مِّنْ ءَايَـٰتِ رَبِّهِمْ إِلَّا كَانُوا۟ عَنْهَا مُعْرِضِينَ 4. და მათ ერთი აიათიც არ მოვლენიათ თავიანთი ღმერთისგან, რომ მათ მისდა სახე არ შეექციათ. فَقَدْ كَذَّبُوا۟ بِٱلْحَقِّ لَمَّا جَآءَهُمْ ۖ فَسَوْفَ يَأْتِيهِمْ أَنۢبَـٰٓؤُا۟ مَا كَانُوا۟ بِهِۦ يَسْتَهْزِءُونَ 5. ცრუდ შერაცხეს ჭეშმარიტება, რაც მიუვიდათ, და მალე მოუვათ ამბები იმისა, რასაც მასხრად იგდებდნენ. أَلَمْ يَرَوْا۟ كَمْ أَهْلَكْنَا مِن قَبْلِهِم مِّن قَرْنٍ مَّكَّنَّـٰهُمْ فِى ٱلْأَرْضِ مَا لَمْ نُمَكِّن لَّكُمْ وَأَرْسَلْنَا ٱلسَّمَآءَ عَلَيْهِم مِّدْرَارًا وَجَعَلْنَا ٱلْأَنْهَـٰرَ تَجْرِى مِن تَحْتِهِمْ فَأَهْلَكْنَـٰهُم بِذُنُوبِهِمْ وَأَنشَأْنَا مِنۢ بَعْدِهِمْ قَرْنًا ءَاخَرِينَ 6. განა არ უნახავთ, რამდენი თაობა დავღუპეთ მათზე უწინ, რომელთაც იმდენი სიძლიერე ვუბოძეთ ქვეყანაზე, რაც თქვენთვის არ გვიბოძებია. გარდმოვავლინეთ ზეცა მათზე თავსხმად და ვაქციეთ მდინარეებად, მათ ფეხქვეშ რომ მიედინებოდნენ. მერე დავღუპეთ ისინი ცოდვათა გამო. მათ შემდეგ კი აღმოვაცენეთ სხვა თაობები. وَلَوْ نَزَّلْنَا عَلَيْكَ كِتَـٰبًا فِى قِرْطَاسٍ فَلَمَسُوهُ بِأَيْدِيهِمْ لَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ إِنْ هَـٰذَآ إِلَّا سِحْرٌ مُّبِينٌ 7. შენზე რომ წიგნი გარდმოვავლინოთ გრაგნილზე (დაწერილი) და თავიანთი ხელითაც რომ შეეხონ, მაინც იტყვიან ისინი, ვინც არიან ურწმუნონი, - ეს სხვა არაფერია, თუ არა ცხადი ჯადოქრობა. وَقَالُوا۟ لَوْلَآ أُنزِلَ عَلَيْهِ مَلَكٌ ۖ وَلَوْ أَنزَلْنَا مَلَكًا لَّقُضِىَ ٱلْأَمْرُ ثُمَّ لَا يُنظَرُونَ 8. და თქვეს: რატომ არ გარდმოევლინა მას ანგელოზი? იმ დროს, როცა ანგელოზი რომ წარმოგვეგზავნა, საქმე მოთავებული იქნებოდა. და არ იქნებოდნენ ისინი მიხედილნი. وَلَوْ جَعَلْنَـٰهُ مَلَكًا لَّجَعَلْنَـٰهُ رَجُلًا وَلَلَبَسْنَا عَلَيْهِم مَّا يَلْبِسُونَ 9. და თუნდაც რომ დაგვედგინა ანგელოზი შუამავლად, ვაქცევდით მას კაცად და შევმოსავდით იმით, რასაც თვითონ იცვამენ. وَلَقَدِ ٱسْتُهْزِئَ بِرُسُلٍ مِّن قَبْلِكَ فَحَاقَ بِٱلَّذِينَ سَخِرُوا۟ مِنْهُم مَّا كَانُوا۟ بِهِۦ يَسْتَهْزِءُونَ 10. ვფიცავ! მასხრად იგდებდნენ შუამავლებს შენზე უწინაც და თავს გადახდებათ მათ ის, რასაც ამასხრებდნენ. قُلْ سِيرُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ ثُمَّ ٱنظُرُوا۟ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلْمُكَذِّبِينَ 11. უთხარი: მოიარეთ ქვეყანა და ნახეთ, როგორი იყო სიცრუედ შემრაცხველთა ბოლო. قُل لِّمَن مَّا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ قُل لِّلَّهِ ۚ كَتَبَ عَلَىٰ نَفْسِهِ ٱلرَّحْمَةَ ۚ لَيَجْمَعَنَّكُمْ إِلَىٰ يَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ لَا رَيْبَ فِيهِ ۚ ٱلَّذِينَ خَسِرُوٓا۟ أَنفُسَهُمْ فَهُمْ لَا يُؤْمِنُونَ 12. უთხარი: ვისია ის, რაც ცათა შინაა და ქვეყანასა ზედაა? უთხარი: ალლაჰისაა. მან დაუწესა თავის თავს შემწყნარებლობა. იგი შეკრებთ თქვენ ადღგომის დღეს, რომელშიც ეჭვი არ არის. მათ კი, რომელთაც თავი წააგეს, არ სწამთ. وَلَهُۥ مَا سَكَنَ فِى ٱلَّيْلِ وَٱلنَّهَارِ ۚ وَهُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْعَلِيمُ 13. და მისია, რაც არსებობს ღამითა და დღისით. იგი ყოვლისგამონე, ყოვლისმცოდნეა. قُلْ أَغَيْرَ ٱللَّهِ أَتَّخِذُ وَلِيًّا فَاطِرِ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَهُوَ يُطْعِمُ وَلَا يُطْعَمُ ۗ قُلْ إِنِّىٓ أُمِرْتُ أَنْ أَكُونَ أَوَّلَ مَنْ أَسْلَمَ ۖ وَلَا تَكُونَنَّ مِنَ ٱلْمُشْرِكِينَ 14. უთხარი: განა ალლაჰის მაგივრად ავირჩევ ვინმეს მფარველად? იგია გამჩენი ცათა და მიწისა. კვებავს და თვითონ არ იკვებება. უთხარი: მებრძანა ვიყო პირველი, ვინც დამორჩილდა და ნუ იქნებით წარმართთა შორის. قُلْ إِنِّىٓ أَخَافُ إِنْ عَصَيْتُ رَبِّى عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍ 15. უთხარი: მე მეშინია დიდებული დღის სასჯელისა, თუკი ვეურჩები ჩემს ღმერთს. مَّن يُصْرَفْ عَنْهُ يَوْمَئِذٍ فَقَدْ رَحِمَهُۥ ۚ وَذَ‌ٰلِكَ ٱلْفَوْزُ ٱلْمُبِينُ 16. ვინც დახსნილი იქნება ამ სასჯელისაგან სწორედ იმ დღეს! იმას შეიწყალებს ალლაჰი და ეს იქნება აშკარა მიღწევა. وَإِن يَمْسَسْكَ ٱللَّهُ بِضُرٍّ فَلَا كَاشِفَ لَهُۥٓ إِلَّا هُوَ ۖ وَإِن يَمْسَسْكَ بِخَيْرٍ فَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌ 17. და თუკი მოგაგებს ალლაჰი ზარალს, ვერავინ აგაცილებს მას, მის გარდა. ხოლო თუკი მოგაგებს სიკეთეს, ჭეშმარიტად იგი ყოვლისშემძლეა. وَهُوَ ٱلْقَاهِرُ فَوْقَ عِبَادِهِۦ ۚ وَهُوَ ٱلْحَكِيمُ ٱلْخَبِيرُ 18. იგი მრისხანეა თავის მონებზე და იგი ბრძენი, ყოვლისმცოდნეა. قُلْ أَىُّ شَىْءٍ أَكْبَرُ شَهَـٰدَةً ۖ قُلِ ٱللَّهُ ۖ شَهِيدٌۢ بَيْنِى وَبَيْنَكُمْ ۚ وَأُوحِىَ إِلَىَّ هَـٰذَا ٱلْقُرْءَانُ لِأُنذِرَكُم بِهِۦ وَمَنۢ بَلَغَ ۚ أَئِنَّكُمْ لَتَشْهَدُونَ أَنَّ مَعَ ٱللَّهِ ءَالِهَةً أُخْرَىٰ ۚ قُل لَّآ أَشْهَدُ ۚ قُلْ إِنَّمَا هُوَ إِلَـٰهٌ وَ‌ٰحِدٌ وَإِنَّنِى بَرِىٓءٌ مِّمَّا تُشْرِكُونَ 19. უთხარი: რა არის უდიდესი მოწმეობა? უთხარი: ალლაჰია მოწმე ჩემსა და თქვენს შორის, და ზეშთამაგონა მან ეს ყურანი, რათა შეგაგონოთ მისით თქვენ და ის, ვისთანაც მიაღწევს. და როგორღა ამოწმებთ რომ ალლაჰთან ერთად კიდევ არის სხვა ღვთაება? უთხარი: არ ვამოწმებ! უთხარი: არამედ, იგია ერთადერთი ღმერთი და შორსა ვარ იმისგან რასაც თანაზიარად უდგენთ. ٱلَّذِينَ ءَاتَيْنَـٰهُمُ ٱلْكِتَـٰبَ يَعْرِفُونَهُۥ كَمَا يَعْرِفُونَ أَبْنَآءَهُمُ ۘ ٱلَّذِينَ خَسِرُوٓا۟ أَنفُسَهُمْ فَهُمْ لَا يُؤْمِنُونَ 20. ისინი, ვისაც ვუბოძეთ წიგნი, იცნობენ მას, როგორც იცნობენ საკუთარ შვილებს. მათ კი, რომელთაც თავი წააგეს, არ სწამთ. وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ ٱفْتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا أَوْ كَذَّبَ بِـَٔايَـٰتِهِۦٓ ۗ إِنَّهُۥ لَا يُفْلِحُ ٱلظَّـٰلِمُونَ 21. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც თხზავს ალლაჰზე სიცრუეს და ცრუდ რაცხავს მის სასწაულებს? ჭეშმარიტად, არ გამართლდებიან უსამართლონი. وَيَوْمَ نَحْشُرُهُمْ جَمِيعًا ثُمَّ نَقُولُ لِلَّذِينَ أَشْرَكُوٓا۟ أَيْنَ شُرَكَآؤُكُمُ ٱلَّذِينَ كُنتُمْ تَزْعُمُونَ 22. და იმ დღეს შევკრებთ ყველა იმათგანს, ვინც ალლაჰს თანაზიარს უდგენდნენ და ვეტყვით: „სად არიან თქვენი თანაზიარნი, რომლებზედაც ლაპარაკობდით? ثُمَّ لَمْ تَكُن فِتْنَتُهُمْ إِلَّآ أَن قَالُوا۟ وَٱللَّهِ رَبِّنَا مَا كُنَّا مُشْرِكِينَ 23. მათი ხრიკი კი არაფერი იქნება იმის მეტი, რომ იტყვიან: ვფიცავთ ალლაჰს - ჩვენს ღმერთს, არ ვყოფილვართ წარმართებიო. ٱنظُرْ كَيْفَ كَذَبُوا۟ عَلَىٰٓ أَنفُسِهِمْ ۚ وَضَلَّ عَنْهُم مَّا كَانُوا۟ يَفْتَرُونَ 24. შეხედე როგორ ცრუობენ საკუთარი თავის წინააღმდეგ! და განეშორება მათ ის, რასაც იგონებდნენ. وَمِنْهُم مَّن يَسْتَمِعُ إِلَيْكَ ۖ وَجَعَلْنَا عَلَىٰ قُلُوبِهِمْ أَكِنَّةً أَن يَفْقَهُوهُ وَفِىٓ ءَاذَانِهِمْ وَقْرًۭا ۚ وَإِن يَرَوْا۟ كُلَّ ءَايَةٍۢ لَّا يُؤْمِنُوا۟ بِهَا ۚ حَتَّىٰٓ إِذَا جَآءُوكَ يُجَـٰدِلُونَكَ يَقُولُ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ إِنْ هَـٰذَآ إِلَّآ أَسَـٰطِيرُ ٱلْأَوَّلِينَ 25. მათგან არის ის, ვინც გისმენს შენ. და დავადგინეთ მათ გულებზე საბურველნი, რათა ვერ გაიგონ იგი, მათ სასმენელში კი სიყრუე(ჩავბუდეთ). ყოველი სასწაულიც რომ ნახონ, არ ირწმუნებენ მას იმდენად, რომ თუკი შენთან მოვლენ, დაგიწყებენ კამათს და იტყვიან ისინი ვინც არიან ურწმუნონი: ეს არაფერია გარდასულთა ზღაპრების გარდაო. وَهُمْ يَنْهَوْنَ عَنْهُ وَيَنْـَٔوْنَ عَنْهُ ۖ وَإِن يُهْلِكُونَ إِلَّآ أَنفُسَهُمْ وَمَا يَشْعُرُونَ 26. თვითონ შორდებიან ჭეშმარიტებას და სხვებსაც აბრკოლებენ მისკენ. ამით თავს იღუპავენ და ვერც გრძნობენ. وَلَوْ تَرَىٰٓ إِذْ وُقِفُوا۟ عَلَى ٱلنَّارِ فَقَالُوا۟ يَـٰلَيْتَنَا نُرَدُّ وَلَا نُكَذِّبَ بِـَٔايَـٰتِ رَبِّنَا وَنَكُونَ مِنَ ٱلْمُؤْمِنِينَ 27. მაშინ განახა, როცა ცეცხლთან მიერეკებიან, იტყვიან: ნეტავ დაგვაბრუნა, ცრუდ არ შევრაცხავდით ღმერთის სასწაულებს და მორწმუნენი ვიქნებოდითო. بَلْ بَدَا لَهُم مَّا كَانُوا۟ يُخْفُونَ مِن قَبْلُ ۖ وَلَوْ رُدُّوا۟ لَعَادُوا۟ لِمَا نُهُوا۟ عَنْهُ وَإِنَّهُمْ لَكَـٰذِبُونَ 28. არა, ის განეცხადათ მათ, რასაც ადრე მალავდნენ. და თუნდაც დაბრუნდნენ, მაინც იმას დაუბრუნდებოდნენ, რაც აკრძალული ჰქონდათ. და სწორედ ისინი არიან მატყუარები. وَقَالُوٓا۟ إِنْ هِىَ إِلَّا حَيَاتُنَا ٱلدُّنْيَا وَمَا نَحْنُ بِمَبْعُوثِينَ 29. და ამბობენ: არაფერი არსებობს მიწიერი ცხოვრების გარდა, და არ ვიქნებით მკვდრეთით აღდგენილნი. وَلَوْ تَرَىٰٓ إِذْ وُقِفُوا۟ عَلَىٰ رَبِّهِمْ ۚ قَالَ أَلَيْسَ هَـٰذَا بِٱلْحَقِّ ۚ قَالُوا۟ بَلَىٰ وَرَبِّنَا ۚ قَالَ فَذُوقُوا۟ ٱلْعَذَابَ بِمَا كُنتُمْ تَكْفُرُونَ 30. და ნეტავ, განახა, როცა თავიანთი ღმერთის წინაშე იქნებიან წარდგენილნი, ჰკითხავს: „არ არის ეს ჭეშმარიტება? მიუგებენ: დიახ, ვფიცავთ ჩვენს ღმერთს! ეტყვის: მაშ, იგემეთ სასჯელი იმის გამო, რომ იყავით ურწმუნონი. قَدْ خَسِرَ ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِلِقَآءِ ٱللَّهِ ۖ حَتَّىٰٓ إِذَا جَآءَتْهُمُ ٱلسَّاعَةُ بَغْتَةًۭ قَالُوا۟ يَـٰحَسْرَتَنَا عَلَىٰ مَا فَرَّطْنَا فِيهَا وَهُمْ يَحْمِلُونَ أَوْزَارَهُمْ عَلَىٰ ظُهُورِهِمْ ۚ أَلَا سَآءَ مَا يَزِرُونَ 31. წაგებულნი არიან ისინი, ვინც უარყოფს ალლაჰთან შეხვედრას, ვიდრე მოულოდნელად დაუდგებოდეთ საათი! იტყვიან: ვაი, ჩვენდა, იმის გამო, რაც დედამიწაზე ზღვარს გადავედითო. თავიანთ ტვირთს საკუთარი ზურგით ზიდავენ, და რა ცუდია ის, რაც უტვირთავთ. وَمَا ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَآ إِلَّا لَعِبٌۭ وَلَهْوٌۭ ۖ وَلَلدَّارُ ٱلْـَٔاخِرَةُ خَيْرٌۭ لِّلَّذِينَ يَتَّقُونَ ۗ أَفَلَا تَعْقِلُونَ 32. არაფერია ამქვეყნიური ცხოვრება თუ არა გართობა და თამაში. და იმქვეყნიური ცხოვრება, უკეთესია იმათთვის, ვინც არის ღვთისმოშიში. ნუთუ ვერ შეიგნებთ? قَدْ نَعْلَمُ إِنَّهُۥ لَيَحْزُنُكَ ٱلَّذِى يَقُولُونَ ۖ فَإِنَّهُمْ لَا يُكَذِّبُونَكَ وَلَـٰكِنَّ ٱلظَّـٰلِمِينَ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ يَجْحَدُونَ 33. ვუწყით ჩვენ, რომ გამწუხრებს მათი ნათქვამი. ისინი შენ კი არ გრაცხავენ ცრუდ, არამედ ალლაჰის აიათებისადმი არიან უსამართლონი და უარყოფენ. وَلَقَدْ كُذِّبَتْ رُسُلٌۭ مِّن قَبْلِكَ فَصَبَرُوا۟ عَلَىٰ مَا كُذِّبُوا۟ وَأُوذُوا۟ حَتَّىٰٓ أَتَىٰهُمْ نَصْرُنَا ۚ وَلَا مُبَدِّلَ لِكَلِمَـٰتِ ٱللَّهِ ۚ وَلَقَدْ جَآءَكَ مِن نَّبَإِى۟ ٱلْمُرْسَلِينَ 34. და ვფიცავ, შუამავლები ცრუდ შენამდეც შერაცხულან, მაგრამ მოუთმენიათ ის, რომ ცრუდ ირაცხებოდნენ და იტანჯებოდნენ, ვიდრე ჩვენი შეწევნა მოუვიდოდათ. ვერავინ შეცვლის ალლაჰის სიტყვებს და აჰა, შენ გებოძა შუამავალთა ამბავი. وَإِن كَانَ كَبُرَ عَلَيْكَ إِعْرَاضُهُمْ فَإِنِ ٱسْتَطَعْتَ أَن تَبْتَغِىَ نَفَقًۭا فِى ٱلْأَرْضِ أَوْ سُلَّمًۭا فِى ٱلسَّمَآءِ فَتَأْتِيَهُم بِـَٔايَةٍۢ ۚ وَلَوْ شَآءَ ٱللَّهُ لَجَمَعَهُمْ عَلَى ٱلْهُدَىٰ ۚ فَلَا تَكُونَنَّ مِنَ ٱلْجَـٰهِلِينَ 35. მძიმეა შენთვის მათი შემოტევა, რომ შეგძლებოდა, მიწაში ხვრელს და ცაში კიბეს გამოძებნიდი და მათ სასწაულს უჩვენებდი. ალლაჰს რომ ენებებინა, შეკრებდა მათ ჭეშმარიტ გზაზე. და ნუ იქნები უმეცართანი. إِنَّمَا يَسْتَجِيبُ ٱلَّذِينَ يَسْمَعُونَ ۘ وَٱلْمَوْتَىٰ يَبْعَثُهُمُ ٱللَّهُ ثُمَّ إِلَيْهِ يُرْجَعُونَ 36. მხოლოდ ისინი შეისმენენ, რომელთაც ესმით. მკვდრებს კი ალლაჰი აღადგენს. შემდეგ ისევ მასთან დაბრუნდებიან. وَقَالُوا۟ لَوْلَا نُزِّلَ عَلَيْهِ ءَايَةٌۭ مِّن رَّبِّهِۦ ۚ قُلْ إِنَّ ٱللَّهَ قَادِرٌ عَلَىٰٓ أَن يُنَزِّلَ ءَايَةًۭ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ 37. თქვეს: ნეტავ, მასზე ერთი სასწაული მაინც გარდმოვლენილიყო მისი ღმერთისგანო. უთხარი: ალლაჰს ხელეწიფება გარდმოავლინოს სასწაული, თუმცა უმეტესმა მათგანმა არ იცის. وَمَا مِن دَآبَّةٍۢ فِى ٱلْأَرْضِ وَلَا طَـٰٓئِرٍۢ يَطِيرُ بِجَنَاحَيْهِ إِلَّآ أُمَمٌ أَمْثَالُكُم ۚ مَّا فَرَّطْنَا فِى ٱلْكِتَـٰبِ مِن شَىْءٍۢ ۚ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّهِمْ يُحْشَرُونَ 38. არ მოიძებნება დედამიწის ზურგზე ცხოველი და ფრინველი, რომელიც იფრენს თავისი ორი ფრთით, თუ არა თემნი თქვენი მსგავსი, არ გამოგვიტოვებია ჩვენ წიგნში არაფერი, შემდეგ კი თავიანთ ღმერთთან იქნებიან შეკრებილნი. وَٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا صُمٌّۭ وَبُكْمٌۭ فِى ٱلظُّلُمَـٰتِ ۗ مَن يَشَإِ ٱللَّهُ يُضْلِلْهُ وَمَن يَشَأْ يَجْعَلْهُ عَلَىٰ صِرَ‌ٰطٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ 39. და ისინი, რომლებიც ცრუდ რაცხავდნენ ჩვენს აიათებს, ყრუნი და ბრმანი არიან წყვდიადში. ვისაც ინებებს ალლაჰი გზა ააცდენს, და ვისაც ინებებს უწინამძღვრებს პირდაპირ გზაზე. قُلْ أَرَءَيْتَكُمْ إِنْ أَتَىٰكُمْ عَذَابُ ٱللَّهِ أَوْ أَتَتْكُمُ ٱلسَّاعَةُ أَغَيْرَ ٱللَّهِ تَدْعُونَ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 40. უთხარი: განა ვერ ხედავთ, როცა გიწევთ ალლაჰის რისხვა, ანდა საათი დაგიდგებათ, განა მოუხმობთ ვინმეს ალლაჰის გარდა თუკი მართალნი ხართ? بَلْ إِيَّاهُ تَدْعُونَ فَيَكْشِفُ مَا تَدْعُونَ إِلَيْهِ إِن شَآءَ وَتَنسَوْنَ مَا تُشْرِكُونَ 41. არა! სწორედ მას მოუხმობთ და აგარიდებთ იმას, რასაც სთხოვთ, თუკი ინებებს. და დაივიწყებთ იმას, რასაც კი ზიარუქმნიდით. وَلَقَدْ أَرْسَلْنَآ إِلَىٰٓ أُمَمٍۢ مِّن قَبْلِكَ فَأَخَذْنَـٰهُم بِٱلْبَأْسَآءِ وَٱلضَّرَّآءِ لَعَلَّهُمْ يَتَضَرَّعُونَ 42. ჩვენ წარმოვუგზავნეთ შუამავლები იმ ერებს, შენზე უწინ რომ იყვნენ, და მოგვივლენია მათთვის სიავე და ზარალი, რათა იქნებ დანებებულიყვნენ. فَلَوْلَآ إِذْ جَآءَهُم بَأْسُنَا تَضَرَّعُوا۟ وَلَـٰكِن قَسَتْ قُلُوبُهُمْ وَزَيَّنَ لَهُمُ ٱلشَّيْطَـٰنُ مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 43. და ეგებ დანებებულიყვნენ როცა ჩვენი რისხვა უწევდათ, მაგრამ გაქვავებული იყო მათი გულები. ლამაზად მოაჩვენა შაიტანმა ის, რასაც აკეთებდნენ. فَلَمَّا نَسُوا۟ مَا ذُكِّرُوا۟ بِهِۦ فَتَحْنَا عَلَيْهِمْ أَبْوَ‌ٰبَ كُلِّ شَىْءٍ حَتَّىٰٓ إِذَا فَرِحُوا۟ بِمَآ أُوتُوٓا۟ أَخَذْنَـٰهُم بَغْتَةًۭ فَإِذَا هُم مُّبْلِسُونَ 44. და როცა დაივიწყეს ის, რაც ჩაეგონათ, გავუღეთ მათ ყველაფრის კარები და ვიდრე ხარობდნენ იმით, რაც ებოძათ, ვაწიეთ მოულოდნელად, და სასოწარკვეთაში ჩავარდნენ. فَقُطِعَ دَابِرُ ٱلْقَوْمِ ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ ۚ وَٱلْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 45. ასე ამოწყდა იმ ხალხის მოდგმა, ვინც იყო უსამართლო. და ქება ალლაჰს სამყაროთა ღმერთს. قُلْ أَرَءَيْتُمْ إِنْ أَخَذَ ٱللَّهُ سَمْعَكُمْ وَأَبْصَـٰرَكُمْ وَخَتَمَ عَلَىٰ قُلُوبِكُم مَّنْ إِلَـٰهٌ غَيْرُ ٱللَّهِ يَأْتِيكُم بِهِ ۗ ٱنظُرْ كَيْفَ نُصَرِّفُ ٱلْـَٔايَـٰتِ ثُمَّ هُمْ يَصْدِفُونَ 46. უთხარი: განა არ გიფიქრიათ იმაზე, თუკი ალლაჰი წაგართმევთ სმენასა და მხედველობას და დაგიხშობთ გულებს, რომელი ღვთაება დაგიბრუნებთ ამას, ალლაჰის გარდა. შეხედე როგორ ვუხსნით აიათებს, ისინი კი პირს იბრუნებენ. قُلْ أَرَءَيْتَكُمْ إِنْ أَتَىٰكُمْ عَذَابُ ٱللَّهِ بَغْتَةً أَوْ جَهْرَةً هَلْ يُهْلَكُ إِلَّا ٱلْقَوْمُ ٱلظَّـٰلِمُونَ 47. უთხარი: არ გიფიქრიათ, რომ თუკი ალლაჰის რისხვა მოულოდნელად ან აშკრად თავს დაგატყდებათ, დაიღუპება განა ვინმე, უსამართლო ხალხის გარდა? وَمَا نُرْسِلُ ٱلْمُرْسَلِينَ إِلَّا مُبَشِّرِينَ وَمُنذِرِينَ ۖ فَمَنْ ءَامَنَ وَأَصْلَحَ فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ 48. შუამავლები მხოლოდ მახარობლებად და შემგონებლებად წარმოვგზავნეთ და მათ, ვინც ირწმუნებს და გამოსწორდება, არც შიში ჰქონდეთ და არც სადარდებელი. وَٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا يَمَسُّهُمُ ٱلْعَذَابُ بِمَا كَانُوا۟ يَفْسُقُونَ 49. მათ კი, ვინც ცრუდ რაცხავდა ჩვენს აიათებს, მიეწევა სასჯელი იმის გამო, რომ იყვნენ ბილწნი. قُل لَّآ أَقُولُ لَكُمْ عِندِى خَزَآئِنُ ٱللَّهِ وَلَآ أَعْلَمُ ٱلْغَيْبَ وَلَآ أَقُولُ لَكُمْ إِنِّى مَلَكٌ ۖ إِنْ أَتَّبِعُ إِلَّا مَا يُوحَىٰٓ إِلَىَّ ۚ قُلْ هَلْ يَسْتَوِى ٱلْأَعْمَىٰ وَٱلْبَصِيرُ ۚ أَفَلَا تَتَفَكَّرُونَ 50. უთხარი: მე იმას არ გეუბნებით, რომ ჩემთანაა ალლაჰის საუნჯენი, და არც იმას, რომ ვიცი დაფარული. არ გეუბნებით, რომ ვარ ანგელოზი, არაფერს მივდევ იმის გარდა რაც ზეშთამეგონა. უთხარი: განა თანასწორია ბრმა მხედველისა? ნუთუ ვერ ფიქრობთ? وَأَنذِرْ بِهِ ٱلَّذِينَ يَخَافُونَ أَن يُحْشَرُوٓا۟ إِلَىٰ رَبِّهِمْ ۙ لَيْسَ لَهُم مِّن دُونِهِۦ وَلِىٌّۭ وَلَا شَفِيعٌۭ لَّعَلَّهُمْ يَتَّقُونَ 51. გააფრთხილე მისით(ყურანით)ისინი, რომელთაც ეშინიათ, რომ შეკრებილ იქნებიან ღმერთის წინაშე, რომლის გარდა არა ჰყავთ მფარველი და არც შემწე, რათა ეგების ალლაჰის შიში ჰქონდეთ. وَلَا تَطْرُدِ ٱلَّذِينَ يَدْعُونَ رَبَّهُم بِٱلْغَدَوٰةِ وَٱلْعَشِىِّ يُرِيدُونَ وَجْهَهُۥ ۖ مَا عَلَيْكَ مِنْ حِسَابِهِم مِّن شَىْءٍۢ وَمَا مِنْ حِسَابِكَ عَلَيْهِم مِّن شَىْءٍۢ فَتَطْرُدَهُمْ فَتَكُونَ مِنَ ٱلظَّـٰلِمِينَ 52. და ნუ გააძევებ შენ იმათ გამო, რომელნიც უხმობენ თავიანთ ღმერთს დილითა და საღამოთი, და ეძიებს მის კმაყოფილებას. არაფერი მოგეკითხება მათ გამო და არც მათ მოეკითხებათ შენ გამო. ხოლო თუ გააძევებ, უსამართლოთაგანი იქნები. وَكَذَ‌ٰلِكَ فَتَنَّا بَعْضَهُم بِبَعْضٍۢ لِّيَقُولُوٓا۟ أَهَـٰٓؤُلَآءِ مَنَّ ٱللَّهُ عَلَيْهِم مِّنۢ بَيْنِنَآ ۗ أَلَيْسَ ٱللَّهُ بِأَعْلَمَ بِٱلشَّـٰكِرِينَ 53. ასე გამოვცადეთ ისინი ერთმანეთით, რათა ეთქვათ: განა ესენი არიან ჩვენგან ის ხალხი, რომელთაც წყალობა უყო ალლაჰმა? განა ალლაჰი ყველაზე უკეთ არ იცნობს მადლიერთ? وَإِذَا جَآءَكَ ٱلَّذِينَ يُؤْمِنُونَ بِـَٔايَـٰتِنَا فَقُلْ سَلَـٰمٌ عَلَيْكُمْ ۖ كَتَبَ رَبُّكُمْ عَلَىٰ نَفْسِهِ ٱلرَّحْمَةَ ۖ أَنَّهُۥ مَنْ عَمِلَ مِنكُمْ سُوٓءًۢا بِجَهَـٰلَةٍۢ ثُمَّ تَابَ مِنۢ بَعْدِهِۦ وَأَصْلَحَ فَأَنَّهُۥ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 54. და როცა მოვლენ შენთან, რომელთაც სწამთ ჩვენი აიათები, უთხარი: „მშვიდობა თქვენდა!“ დაუწესა თქვენმა ღმერთმა თავისთავს მოწყალება. ხოლო ის, ვინც ბოროტება ჩაიდინა თქვენგან, უმეცრებით, მერე კი მოინანია და გამოსწორდა, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. وَكَذَ‌ٰلِكَ نُفَصِّلُ ٱلْـَٔايَـٰتِ وَلِتَسْتَبِينَ سَبِيلُ ٱلْمُجْرِمِينَ 55. ამგვარად განვმარტავთ აიათებს, რათა ცხადი გახდეს ცოდვილთა გზა. قُلْ إِنِّى نُهِيتُ أَنْ أَعْبُدَ ٱلَّذِينَ تَدْعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ ۚ قُل لَّآ أَتَّبِعُ أَهْوَآءَكُمْ ۙ قَدْ ضَلَلْتُ إِذًۭا وَمَآ أَنَا۠ مِنَ ٱلْمُهْتَدِينَ 56. უთხარი: მე აკრძალული მაქვს, თაყვანი ვცე იმათ, რაზედაც ლოცულობთ ალლაჰის მაგივრად. უთხარი: მე არ ავყვები თქვენს ზრახვებს, სხვაგვარად გზა ამერევა და არ ვიქნები სწორ გზაზე დადგენილთაგანი. قُلْ إِنِّى عَلَىٰ بَيِّنَةٍۢ مِّن رَّبِّى وَكَذَّبْتُم بِهِۦ ۚ مَا عِندِى مَا تَسْتَعْجِلُونَ بِهِۦٓ ۚ إِنِ ٱلْحُكْمُ إِلَّا لِلَّهِ ۖ يَقُصُّ ٱلْحَقَّ ۖ وَهُوَ خَيْرُ ٱلْفَـٰصِلِينَ 57. უთხარი: მე ცხადი მითითება მაქვს ჩემი ღმერთისგან, თქვენ კი მას ცრუდ აცხადებთ. ჩემთან არ არის ის, რასაც ესწრაფვით, რადგან მსჯავრი ალლაჰისაა, რომელიც აცხადებს ჭეშმარიტებას და იგია საუკეთესო მსაჯული. قُل لَّوْ أَنَّ عِندِى مَا تَسْتَعْجِلُونَ بِهِۦ لَقُضِىَ ٱلْأَمْرُ بَيْنِى وَبَيْنَكُمْ ۗ وَٱللَّهُ أَعْلَمُ بِٱلظَّـٰلِمِينَ 58. უთხარი: ის, რასაც თქვენ ესწრაფით, ჩემს ხელთ რომ ყოფილიყო, გადაწყდებოდა ჩემსა და თქვენს შორის საქმე. ალლაჰი კი უკეთ უწყის უსამართლოებს. وَعِندَهُۥ مَفَاتِحُ ٱلْغَيْبِ لَا يَعْلَمُهَآ إِلَّا هُوَ ۚ وَيَعْلَمُ مَا فِى ٱلْبَرِّ وَٱلْبَحْرِ ۚ وَمَا تَسْقُطُ مِن وَرَقَةٍ إِلَّا يَعْلَمُهَا وَلَا حَبَّةٍۢ فِى ظُلُمَـٰتِ ٱلْأَرْضِ وَلَا رَطْبٍۢ وَلَا يَابِسٍ إِلَّا فِى كِتَـٰبٍۢ مُّبِينٍۢ 59. მასთანაა დაფარულის გასაღებნი და არავინ იცის მის გარდა. იცის, რაც ხმელეთზეა და რაც ზღვაშია და ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება, მან რომ არ იცოდეს. ერთი მარცვალიც კი არაა დედამიწის წყვდიადში, და ერთი ნესტი და მშრალიც კი არ არის ისე, რომ ცხად წიგნში არ იყოს. وَهُوَ ٱلَّذِى يَتَوَفَّىٰكُم بِٱلَّيْلِ وَيَعْلَمُ مَا جَرَحْتُم بِٱلنَّهَارِ ثُمَّ يَبْعَثُكُمْ فِيهِ لِيُقْضَىٰٓ أَجَلٌۭ مُّسَمًّۭى ۖ ثُمَّ إِلَيْهِ مَرْجِعُكُمْ ثُمَّ يُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 60. იგია, ვინც ღამით გასვენებთ და იცის ყველაფერი რასაც კი დღისით აკეთებთ. შემდეგ აღგადგენთ, რათა აღსრულდეს დანიშნული ვადა თქვენთვის. შემდეგ კი მასთანაა თქვენი დასაბრუნებელი და მერე გაცნობებთ, რასაც აკეთებდით. وَهُوَ ٱلْقَاهِرُ فَوْقَ عِبَادِهِۦ ۖ وَيُرْسِلُ عَلَيْكُمْ حَفَظَةً حَتَّىٰٓ إِذَا جَآءَ أَحَدَكُمُ ٱلْمَوْتُ تَوَفَّتْهُ رُسُلُنَا وَهُمْ لَا يُفَرِّطُونَ 61. იგი ძლევამოსილია თავის მსახურებზე, და გიგზავნით თქვენ მცველებს და როცა რომელიმე თქვენგანს სიკვდილი მოუწევს, მიიბარებენ მის სულს ჩვენი წარგზავნილნი და მათ არაფერი გამოეპარებათ. ثُمَّ رُدُّوٓا۟ إِلَى ٱللَّهِ مَوْلَىٰهُمُ ٱلْحَقِّ ۚ أَلَا لَهُ ٱلْحُكْمُ وَهُوَ أَسْرَعُ ٱلْحَـٰسِبِينَ 62. მერე მათ ალლაჰთან, თავიანთ ჭეშმარიტ პატრონთან აბრუნებენ. განა მის ხელთ არაა მსჯავრი? და იგი უსწრაფესი მოანგარიშეა! قُلْ مَن يُنَجِّيكُم مِّن ظُلُمَـٰتِ ٱلْبَرِّ وَٱلْبَحْرِ تَدْعُونَهُۥ تَضَرُّعًۭا وَخُفْيَةًۭ لَّئِنْ أَنجَىٰنَا مِنْ هَـٰذِهِۦ لَنَكُونَنَّ مِنَ ٱلشَّـٰكِرِينَ 63. უთხარი: ვინ არის ის, ვინც გიხსნით თქვენ ზღვისა და ხმელეთის სიბნელისაგან? ვისაც ევედრებით სასოებითა და შიშით, თუკი ჩვენ ამისაგან დაგვიხნის, ვიქნებით მადლიერნიო. قُلِ ٱللَّهُ يُنَجِّيكُم مِّنْهَا وَمِن كُلِّ كَرْبٍۢ ثُمَّ أَنتُمْ تُشْرِكُونَ 64. უთხარი: ალლაჰი გადაგარჩენთ ამისაგან და ყოველგვარი ხიფათისაგან, თქვენ კი შემდეგ ღმერთს თანაზიარს უდგენთ. قُلْ هُوَ ٱلْقَادِرُ عَلَىٰٓ أَن يَبْعَثَ عَلَيْكُمْ عَذَابًۭا مِّن فَوْقِكُمْ أَوْ مِن تَحْتِ أَرْجُلِكُمْ أَوْ يَلْبِسَكُمْ شِيَعًۭا وَيُذِيقَ بَعْضَكُم بَأْسَ بَعْضٍ ۗ ٱنظُرْ كَيْفَ نُصَرِّفُ ٱلْـَٔايَـٰتِ لَعَلَّهُمْ يَفْقَهُونَ 65. უთხარი: მას შეუძლია მოგივლინოთ სასჯელი თქვენს ზემოდან, ანდა ფეხებს ქვემოდან, განხეთქილების სამოსი ჩაგაცვათ და ერთმანეთის შიშის გემო გაგაგებინოთ. შეხედე, როგორ ვუნმარტავთ აიათებს, რათა ეგების შეიგნოთ. وَكَذَّبَ بِهِۦ قَوْمُكَ وَهُوَ ٱلْحَقُّ ۚ قُل لَّسْتُ عَلَيْكُم بِوَكِيلٍۢ 66. და არ დაუჯერა მას შენმა ხალხმა, მაშინ, როცა იგი ჭეშმარიტებაა. უთხარი: ვერ ვიქნები თქვენი დამცველი. لِّكُلِّ نَبَإٍۢ مُّسْتَقَرٌّۭ ۚ وَسَوْفَ تَعْلَمُونَ 67. ყოველ ამბავს თავისი დრო აქვს, და თქვენც გეცოდინებათ. وَإِذَا رَأَيْتَ ٱلَّذِينَ يَخُوضُونَ فِىٓ ءَايَـٰتِنَا فَأَعْرِضْ عَنْهُمْ حَتَّىٰ يَخُوضُوا۟ فِى حَدِيثٍ غَيْرِهِۦ ۚ وَإِمَّا يُنسِيَنَّكَ ٱلشَّيْطَـٰنُ فَلَا تَقْعُدْ بَعْدَ ٱلذِّكْرَىٰ مَعَ ٱلْقَوْمِ ٱلظَّـٰلِمِينَ 68. და როცა დაინახო ისინი, რომელნიც უქმად მეტყველებს ჩვენს აიათებზე, მოშორდი მათ, ვიდრე სხვა საუბარზე არ გადაერთვებიან და თუკი შაიტანი გადაგავიწყებს, ნუ დაჯდები ამ შეხსენების შემდეგ უსამართლო ხალხთან. وَمَا عَلَى ٱلَّذِينَ يَتَّقُونَ مِنْ حِسَابِهِم مِّن شَىْءٍۢ وَلَـٰكِن ذِكْرَىٰ لَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ 69. და არაფერი ერგება მათ, ვისაც თავიანთი რაღაც ანგარიშის გამო ეშინია ღმერთის. თუმცა შეახსენე მათ, რათა ეგების ღვთისმოშიშნი გახდნენ. وَذَرِ ٱلَّذِينَ ٱتَّخَذُوا۟ دِينَهُمْ لَعِبًۭا وَلَهْوًۭا وَغَرَّتْهُمُ ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَا ۚ وَذَكِّرْ بِهِۦٓ أَن تُبْسَلَ نَفْسٌۢ بِمَا كَسَبَتْ لَيْسَ لَهَا مِن دُونِ ٱللَّهِ وَلِىٌّۭ وَلَا شَفِيعٌۭ وَإِن تَعْدِلْ كُلَّ عَدْلٍۢ لَّا يُؤْخَذْ مِنْهَآ ۗ أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ أُبْسِلُوا۟ بِمَا كَسَبُوا۟ ۖ لَهُمْ شَرَابٌۭ مِّنْ حَمِيمٍۢ وَعَذَابٌ أَلِيمٌۢ بِمَا كَانُوا۟ يَكْفُرُونَ 70. და მიატოვე ისინი, რომელთაც სარწმუნოება თამაშად და გართობად გაუხდიათ. რომელნიც უცდუნებია ამქვეყნიურ ცხოვრებას. შეახსენე, რომ ყველა სულს ის მიეგება, რაც მოიხვეჭა და არავინ ეყოლება მფარველი თუ შემწე ალლაჰის გარდა. თუნდაც ყოველგვარი შესაწირი შესწიროს, არ შეიწყნარება მისგან. ესენი არიან სწორედ, რომელთაც მიეგოთ ის, რაც მოიხვეჭეს. სწორედ მათ - მდუღარე სასმელი და მტანჯველი სასჯელი იმის გამო, რომ იყვნენ ურწმუნონი. قُلْ أَنَدْعُوا۟ مِن دُونِ ٱللَّهِ مَا لَا يَنفَعُنَا وَلَا يَضُرُّنَا وَنُرَدُّ عَلَىٰٓ أَعْقَابِنَا بَعْدَ إِذْ هَدَىٰنَا ٱللَّهُ كَٱلَّذِى ٱسْتَهْوَتْهُ ٱلشَّيَـٰطِينُ فِى ٱلْأَرْضِ حَيْرَانَ لَهُۥٓ أَصْحَـٰبٌۭ يَدْعُونَهُۥٓ إِلَى ٱلْهُدَى ٱئْتِنَا ۗ قُلْ إِنَّ هُدَى ٱللَّهِ هُوَ ٱلْهُدَىٰ ۖ وَأُمِرْنَا لِنُسْلِمَ لِرَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 71. უთხარი: განა ალლაჰის მაგივრად მოვუხმობთ იმას, რაც არც გვარგებს, და არც ზიანს მოგვიტანს? განა უკან უნდა მივბრუნდეთ, მას მერე რაც ალლაჰმა სწორ გზაზე დაგვაყენა, იმის მსგავსად, ვისაც თავბრუ დაახვიეს შაიტნებმა ქვეყანაზე, გაოგნებულს. მას ჰყავს მეგობრები, რომლებიც ჭეშმარიტი გზისაკენ უხმობენ - მოგვყვევიო. უთხარი: ჭეშმარიტი გზა, ალლაჰის გზაა. ნაბრძანები გვაქვს, დავემორჩილოთ სამყაროთა ღმერთს. وَأَنْ أَقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَٱتَّقُوهُ ۚ وَهُوَ ٱلَّذِىٓ إِلَيْهِ تُحْشَرُونَ 72. ლოცვად დადექით და გეშინოდეთ მისი. სწორედ იგია, ვის წინაშეც იქნებით შეკრებილნი. وَهُوَ ٱلَّذِى خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ بِٱلْحَقِّ ۖ وَيَوْمَ يَقُولُ كُن فَيَكُونُ ۚ قَوْلُهُ ٱلْحَقُّ ۚ وَلَهُ ٱلْمُلْكُ يَوْمَ يُنفَخُ فِى ٱلصُّورِ ۚ عَـٰلِمُ ٱلْغَيْبِ وَٱلشَّهَـٰدَةِ ۚ وَهُوَ ٱلْحَكِيمُ ٱلْخَبِيرُ 73. იგია, ვინც შექმნა ცანი და ქვეყანა, ჭეშმარიტებით და დღეს, როცა იტყვის: იყავ - და იქნება. ჭეშმარიტია მისი სიტყვა და მისია მეუფება იმ დღეს, როცა ჩაბერილ იქნება საყვირში. მცოდნეა დაფარულისა და ცხადისა. და იგი ბრძენი, ყოვლისმცოდნეა. وَإِذْ قَالَ إِبْرَ‌ٰهِيمُ لِأَبِيهِ ءَازَرَ أَتَتَّخِذُ أَصْنَامًا ءَالِهَةً ۖ إِنِّىٓ أَرَىٰكَ وَقَوْمَكَ فِى ضَلَـٰلٍۢ مُّبِينٍۢ 74. აკი უთხრა იბრაჰიმმა მამამისს, აზარს: განა კერპებს იხდი ღვთაებად? მე გხედავ შენ და შენს ხალხს აშკარა გზააბნევაში. وَكَذَ‌ٰلِكَ نُرِىٓ إِبْرَ‌ٰهِيمَ مَلَكُوتَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَلِيَكُونَ مِنَ ٱلْمُوقِنِينَ 75. ამგვარად ვუჩვენეთ იბრაჰიმს სასუფეველი ცათა და ქვეყნისა, რათა ყოფილიყო გულდაჯერებულთაგანი. فَلَمَّا جَنَّ عَلَيْهِ ٱلَّيْلُ رَءَا كَوْكَبًۭا ۖ قَالَ هَـٰذَا رَبِّى ۖ فَلَمَّآ أَفَلَ قَالَ لَآ أُحِبُّ ٱلْـَٔافِلِينَ 76. და როცა ღამე ჩამოწვა, დაინახა ვარსკვლავი და თქვა: ეს არის ჩემი ღმერთი, ხოლო როცა ჩაესვენა, თქვა: არ მიყვარს ჩამავალნიო. فَلَمَّا رَءَا ٱلْقَمَرَ بَازِغًۭا قَالَ هَـٰذَا رَبِّى ۖ فَلَمَّآ أَفَلَ قَالَ لَئِن لَّمْ يَهْدِنِى رَبِّى لَأَكُونَنَّ مِنَ ٱلْقَوْمِ ٱلضَّآلِّينَ 77. როცა დაინახა ამომავალი მთვარე, თქვა: ეს არის ჩემი ღმერთიო. და როცა ჩაესვენა, თქვა: თუ ჩემი ღმერთი არ დამადგენს სწორ გზაზე, გზააბნეულ ხალხთაგანი ვიქნებიო. فَلَمَّا رَءَا ٱلشَّمْسَ بَازِغَةًۭ قَالَ هَـٰذَا رَبِّى هَـٰذَآ أَكْبَرُ ۖ فَلَمَّآ أَفَلَتْ قَالَ يَـٰقَوْمِ إِنِّى بَرِىٓءٌۭ مِّمَّا تُشْرِكُونَ 78. როცა დაინახა მზე ამომავალი, თქვა: აი, ეს არის ჩემი ღმერთი, ეს ყველაზე უდიდესიაო. ხოლო როცა ჩაესვენა, თქვა: ო ხალხო ჩემო, მე შორს ვარ თქვენს თანაზიართაგან. إِنِّى وَجَّهْتُ وَجْهِىَ لِلَّذِى فَطَرَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ حَنِيفًۭا ۖ وَمَآ أَنَا۠ مِنَ ٱلْمُشْرِكِينَ 79. ჭეშმარიტად, მე მივაბრუნე სახე ერთმორწმუნედ(ჰანიფად) იმისკენ, ვინც გააჩინა ცანი და დედამიწა. და მე არა ვარ წარმათთაგანი(მუშრიქ). وَحَآجَّهُۥ قَوْمُهُۥ ۚ قَالَ أَتُحَـٰٓجُّوٓنِّى فِى ٱللَّهِ وَقَدْ هَدَىٰنِ ۚ وَلَآ أَخَافُ مَا تُشْرِكُونَ بِهِۦٓ إِلَّآ أَن يَشَآءَ رَبِّى شَيْـًۭٔا ۗ وَسِعَ رَبِّى كُلَّ شَىْءٍ عِلْمًا ۗ أَفَلَا تَتَذَكَّرُونَ 80. წინაღუდგა მას მისი ხალხი, მან კი უთხრა: განა მეკამათებით ალლაჰის გამო, როცა მან ჭეშმარიტ გზას დამადგინა? არ მეშინია იმის, რასაც მას თანაზიარად დაუდგინეთ, იმის გარდა თუკი ჩემმა ღმერთმა ინება რაიმე. ჩემი ღმერთი ცოდნით ყველაფერს გარემოიცავს. ნუთუ არ შეიგნებთ? وَكَيْفَ أَخَافُ مَآ أَشْرَكْتُمْ وَلَا تَخَافُونَ أَنَّكُمْ أَشْرَكْتُم بِٱللَّهِ مَا لَمْ يُنَزِّلْ بِهِۦ عَلَيْكُمْ سُلْطَـٰنًۭا ۚ فَأَىُّ ٱلْفَرِيقَيْنِ أَحَقُّ بِٱلْأَمْنِ ۖ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ 81. და როგორ მეშინოდეს იმისა, რასაც ღმერთს თანაზიარად უდგენთ მაშინ, როცა თქვენ არ გეშინიათ, რომ ალლაჰს ისეთი რამე უთანაზიარეთ, რისი ნებაც თქვენთვის არ მოუცია? და რომელი ჯგუფი უფრო ღირსია უსაფრთხოებისა თუკი თქვენ იცით? ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَلَمْ يَلْبِسُوٓا۟ إِيمَـٰنَهُم بِظُلْمٍ أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمُ ٱلْأَمْنُ وَهُم مُّهْتَدُونَ 82. მათ, რომელთაც ირწმუნეს და მათ რწმენას უსამართლობით არ მოსავენ, ისინი არიან დაცულნი და სწორ გზას ადგანან. وَتِلْكَ حُجَّتُنَآ ءَاتَيْنَـٰهَآ إِبْرَ‌ٰهِيمَ عَلَىٰ قَوْمِهِۦ ۚ نَرْفَعُ دَرَجَـٰتٍۢ مَّن نَّشَآءُ ۗ إِنَّ رَبَّكَ حَكِيمٌ عَلِيمٌۭ 83. აი, ჩვენი მტკიცებულება, რომელიც ვუბოძეთ იბრაჰიმს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ავამაღლებთ ხარისხებით იმას, ვისაც ვინებებთ. შენი ღმერთი ბრძენი, ყოვლისმცოდნეა. وَوَهَبْنَا لَهُۥٓ إِسْحَـٰقَ وَيَعْقُوبَ ۚ كُلًّا هَدَيْنَا ۚ وَنُوحًا هَدَيْنَا مِن قَبْلُ ۖ وَمِن ذُرِّيَّتِهِۦ دَاوُۥدَ وَسُلَيْمَـٰنَ وَأَيُّوبَ وَيُوسُفَ وَمُوسَىٰ وَهَـٰرُونَ ۚ وَكَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلْمُحْسِنِينَ 84. და ვაჩუქეთ მას ისჰაყი და ია'ყუბი და ყველა ჭეშმარიტ გზაზე დავადგინეთ. ნუჰსაც ვუწინამძღვრეთ უწინ. მისი შთამომავლები არიან, დავუდი, სულეიმანი, აიუბი, იუსუფი, მუსა, ჰარუნი; აი ამგვარად ვაჯილდოვებთ კეთილთ. وَزَكَرِيَّا وَيَحْيَىٰ وَعِيسَىٰ وَإِلْيَاسَ ۖ كُلٌّۭ مِّنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 85. და ზაქარია, იაჰია, 'ისა, ილიასი - ყველანი არიან მართალნი. وَإِسْمَـٰعِيلَ وَٱلْيَسَعَ وَيُونُسَ وَلُوطًۭا ۚ وَكُلًّۭا فَضَّلْنَا عَلَى ٱلْعَـٰلَمِينَ 86. და ისმა'ილი, იასა'ი, ისჰაყი, იუნუსი, ლუტი - ყველა გამოვარჩიეთ სამყაროთა ზედა. وَمِنْ ءَابَآئِهِمْ وَذُرِّيَّـٰتِهِمْ وَإِخْوَ‌ٰنِهِمْ ۖ وَٱجْتَبَيْنَـٰهُمْ وَهَدَيْنَـٰهُمْ إِلَىٰ صِرَ‌ٰطٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ 87. მათ მამათაგან, შთამომავალთაგან და ძმათაგან ღირსეულვყავით და ვუწინამძღვრეთ პირდაპირ გზაზე. ذَ‌ٰلِكَ هُدَى ٱللَّهِ يَهْدِى بِهِۦ مَن يَشَآءُ مِنْ عِبَادِهِۦ ۚ وَلَوْ أَشْرَكُوا۟ لَحَبِطَ عَنْهُم مَّا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 88. აი, ეს არის ალლაჰის ჭეშმარიტი გზა, რომელზეც იგი დაადგენს იმას, ვისაც ინებებს, თავის მონათაგან. ხოლო თუ ისინი ალლაჰს თანაზიარს დაუდგენენ, ამაო იქნება ის, რასაც აკეთებნდნენ. أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ءَاتَيْنَـٰهُمُ ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْحُكْمَ وَٱلنُّبُوَّةَ ۚ فَإِن يَكْفُرْ بِهَا هَـٰٓؤُلَآءِ فَقَدْ وَكَّلْنَا بِهَا قَوْمًۭا لَّيْسُوا۟ بِهَا بِكَـٰفِرِينَ 89. ესენი არიან, რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, სიბრძნე და შუამავლობა, და თუკი არ დაუჯერებენ, გადავაბარებთ ჩვენ იმ ხალხს, რომელიც არ იქნება ურწმუნო მის მიმართ. أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ هَدَى ٱللَّهُ ۖ فَبِهُدَىٰهُمُ ٱقْتَدِهْ ۗ قُل لَّآ أَسْـَٔلُكُمْ عَلَيْهِ أَجْرًا ۖ إِنْ هُوَ إِلَّا ذِكْرَىٰ لِلْعَـٰلَمِينَ 90. ესენი არიან, რომელთაც უწინამძღვრა ალლაჰმა. მაშ, გაჰყვევით მათ ჭეშმარიტ გზას. უთხარი: არ ვითხოვ თქვენგან გასამრჯელოს, რადგან ეს მხოლოდ შეხსენებაა - სამყაროთათვის. وَمَا قَدَرُوا۟ ٱللَّهَ حَقَّ قَدْرِهِۦٓ إِذْ قَالُوا۟ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ عَلَىٰ بَشَرٍۢ مِّن شَىْءٍۢ ۗ قُلْ مَنْ أَنزَلَ ٱلْكِتَـٰبَ ٱلَّذِى جَآءَ بِهِۦ مُوسَىٰ نُورًۭا وَهُدًۭى لِّلنَّاسِ ۖ تَجْعَلُونَهُۥ قَرَاطِيسَ تُبْدُونَهَا وَتُخْفُونَ كَثِيرًۭا ۖ وَعُلِّمْتُم مَّا لَمْ تَعْلَمُوٓا۟ أَنتُمْ وَلَآ ءَابَآؤُكُمْ ۖ قُلِ ٱللَّهُ ۖ ثُمَّ ذَرْهُمْ فِى خَوْضِهِمْ يَلْعَبُونَ 91. მათ ალლაჰი ჭეშმარიტი შეცნობით ვერ შეიცნეს, როცა თქვეს: ალლაჰს კაცისთვის არაფერი უბოძებიაო. უთხარი: ვინ გარდმოავლინა ის წიგნი, რომელიც მოიტანა მუსამ სინათლედ და ჭეშმარიტ გზად ხალხისათვის; რაც თქვენ აქციეთ გრაგნილებად, რომელთაც გამოაჩენთ და მრავალს კი მალავთ. შეისწავლეთ ის, რაც არ იცოდით თქვენ და არც თქვენმა წინაპრებმა? თქვი: ალლაჰმა. და შემდეგ თავი მიანებე მათ, ითამაშონ თავიანთ ლაყბობაში. وَهَـٰذَا كِتَـٰبٌ أَنزَلْنَـٰهُ مُبَارَكٌۭ مُّصَدِّقُ ٱلَّذِى بَيْنَ يَدَيْهِ وَلِتُنذِرَ أُمَّ ٱلْقُرَىٰ وَمَنْ حَوْلَهَا ۚ وَٱلَّذِينَ يُؤْمِنُونَ بِٱلْـَٔاخِرَةِ يُؤْمِنُونَ بِهِۦ ۖ وَهُمْ عَلَىٰ صَلَاتِهِمْ يُحَافِظُونَ 92. და ეს წიგნი გარდმოვავლინეთ - უბიწო, დასტურად იმისა, რაც იყო მასზე უწინ. რათა გააფრთხილო უმმულ ყურა (სოფლების დედა/მექქა) და მისი შემოგარენი, ხოლო იმათ, რომელთაც ირწმუნეს საიქიო და ისიც ირწმუნეს(ყურანის). და ისინი იცავენ თავიანთ ლოცვებს. وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ ٱفْتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا أَوْ قَالَ أُوحِىَ إِلَىَّ وَلَمْ يُوحَ إِلَيْهِ شَىْءٌۭ وَمَن قَالَ سَأُنزِلُ مِثْلَ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ ۗ وَلَوْ تَرَىٰٓ إِذِ ٱلظَّـٰلِمُونَ فِى غَمَرَ‌ٰتِ ٱلْمَوْتِ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةُ بَاسِطُوٓا۟ أَيْدِيهِمْ أَخْرِجُوٓا۟ أَنفُسَكُمُ ۖ ٱلْيَوْمَ تُجْزَوْنَ عَذَابَ ٱلْهُونِ بِمَا كُنتُمْ تَقُولُونَ عَلَى ٱللَّهِ غَيْرَ ٱلْحَقِّ وَكُنتُمْ عَنْ ءَايَـٰتِهِۦ تَسْتَكْبِرُونَ 93. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰის შესახებ სიცრუეს იგონებს, ანდა ამბობს: მე ზეშთამეგონაო, როცა არაფერი ზეშთაგონებია. ვინც ამბობს: მე ზეგარდმოვავლენ იმას, რასაც ალლაჰი ზეგარდმოავლენსო. ნეტავ განახა უსამართლონი სიკვდილის ხუთვებისას. ანგელოზები გაუწვდიან ხელებს: გაეყარეთ საკუთარ სულებს, მოგეგებათ სასჯელი დამცირებისა, იმის გამო, რომ ამბობდით ალლაჰზე არაჭეშმარიტებას და ამპარტავნები იყავით მისი აიათების წინაშე. وَلَقَدْ جِئْتُمُونَا فُرَ‌ٰدَىٰ كَمَا خَلَقْنَـٰكُمْ أَوَّلَ مَرَّةٍۢ وَتَرَكْتُم مَّا خَوَّلْنَـٰكُمْ وَرَآءَ ظُهُورِكُمْ ۖ وَمَا نَرَىٰ مَعَكُمْ شُفَعَآءَكُمُ ٱلَّذِينَ زَعَمْتُمْ أَنَّهُمْ فِيكُمْ شُرَكَـٰٓؤُا۟ ۚ لَقَد تَّقَطَّعَ بَيْنَكُمْ وَضَلَّ عَنكُم مَّا كُنتُمْ تَزْعُمُونَ 94. და ვფიცავ! მოხვედით ჩვენთან მარტონი, როგორც ჩვენ გაგაჩინეთ თავდაპირველად და ზურგსუკან მოიტოვეთ ის, რაც გიბოძეთ. და ვერ ვხედავთ თქვენს ქომაგად იმათ, რომლებზეც ამბობდით, რომ თქვენი თანაზიარნი არიან. ვფიცავ, გაწყდა თქვენ შორის კავშირები და გაგეცალათ ის, რასაც იგონებდით. إِنَّ ٱللَّهَ فَالِقُ ٱلْحَبِّ وَٱلنَّوَىٰ ۖ يُخْرِجُ ٱلْحَىَّ مِنَ ٱلْمَيِّتِ وَمُخْرِجُ ٱلْمَيِّتِ مِنَ ٱلْحَىِّ ۚ ذَ‌ٰلِكُمُ ٱللَّهُ ۖ فَأَنَّىٰ تُؤْفَكُونَ 95. ჭეშმარიტად, ალლაჰი აღვივებს მარცვალსა და ფინიკის ღეროს. ამოიყვანს ცოცხალს მკვდრისაგან და ამოიყვანს მკვდარს ცოცხალისაგან. აი, ეს არის ალლაჰი და რაოდენ აგრევიათ გონება. فَالِقُ ٱلْإِصْبَاحِ وَجَعَلَ ٱلَّيْلَ سَكَنًۭا وَٱلشَّمْسَ وَٱلْقَمَرَ حُسْبَانًۭا ۚ ذَ‌ٰلِكَ تَقْدِيرُ ٱلْعَزِيزِ ٱلْعَلِيمِ 96. გამპობია ცისკრის, და დაადგინა ღამე მოსასვენებლად, ხოლო მზე და მთვარე გამოსათვლელად. ესაა განწესება ძლევამოსილის, ყოვლისმცოდნისა. وَهُوَ ٱلَّذِى جَعَلَ لَكُمُ ٱلنُّجُومَ لِتَهْتَدُوا۟ بِهَا فِى ظُلُمَـٰتِ ٱلْبَرِّ وَٱلْبَحْرِ ۗ قَدْ فَصَّلْنَا ٱلْـَٔايَـٰتِ لِقَوْمٍۢ يَعْلَمُونَ 97. და იგია, რომელმაც დაგიდგინათ ვარსკვლავები, რათა გზა გაიგნოთ მისით ზღვისა და ხმელეთის წყვდიადში. აი, ასე განვმარტეთ აიათები იმ ხალხისათვის, რომელთაც იციან. وَهُوَ ٱلَّذِىٓ أَنشَأَكُم مِّن نَّفْسٍۢ وَ‌ٰحِدَةٍۢ فَمُسْتَقَرٌّۭ وَمُسْتَوْدَعٌۭ ۗ قَدْ فَصَّلْنَا ٱلْـَٔايَـٰتِ لِقَوْمٍۢ يَفْقَهُونَ 98. და იგია, რომელმაც თქვენ გაგაჩინათ ერთი სულისგან, შემდეგ სამყოფელი და განსასვენებელი. ამგვარად განვმარტეთ აიათები ხალხისათვის, რომელთაც ესმით. وَهُوَ ٱلَّذِىٓ أَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ فَأَخْرَجْنَا بِهِۦ نَبَاتَ كُلِّ شَىْءٍۢ فَأَخْرَجْنَا مِنْهُ خَضِرًۭا نُّخْرِجُ مِنْهُ حَبًّۭا مُّتَرَاكِبًۭا وَمِنَ ٱلنَّخْلِ مِن طَلْعِهَا قِنْوَانٌۭ دَانِيَةٌۭ وَجَنَّـٰتٍۢ مِّنْ أَعْنَابٍۢ وَٱلزَّيْتُونَ وَٱلرُّمَّانَ مُشْتَبِهًۭا وَغَيْرَ مُتَشَـٰبِهٍ ۗ ٱنظُرُوٓا۟ إِلَىٰ ثَمَرِهِۦٓ إِذَآ أَثْمَرَ وَيَنْعِهِۦٓ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكُمْ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّقَوْمٍۢ يُؤْمِنُونَ 99. იგია, რომელმაც გარდმოადინა ციდან წყალი. ამოვიყვანეთ მისით ყოველი მცენარე და აღმოვაცენეთ მისგან მწვანილეული, რომლისგანაც რიგში გაწყობილ თავთავს აღმოვაცენებთ, და პალმის ბუტკოებისგან ჩამოხუნძლული მტევნები, და ზვრების, ზეთისხილისა და ბროწეულის ბაღები, ერთმანეთის მსგავსი და განსხვავებული. შეხედეთ მის ნაყოფებს, როცა ისხამენ და მწიფან. ჭეშმარიტად, ამაშია სასწაული მორწმუნე ხალხისათვის. وَجَعَلُوا۟ لِلَّهِ شُرَكَآءَ ٱلْجِنَّ وَخَلَقَهُمْ ۖ وَخَرَقُوا۟ لَهُۥ بَنِينَ وَبَنَـٰتٍۭ بِغَيْرِ عِلْمٍۢ ۚ سُبْحَـٰنَهُۥ وَتَعَـٰلَىٰ عَمَّا يَصِفُونَ 100. და დაუდგინეს ალლაჰს თანაზიარად ჯინები, იმ დროს როცა მან შექმნა ისინი. და გამოუგონეს მას ძენი და ასულნი - უმეცრებით. დიდება მას! დიადია იგი იმაზე, რასაც მიაწერენ. بَدِيعُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ أَنَّىٰ يَكُونُ لَهُۥ وَلَدٌۭ وَلَمْ تَكُن لَّهُۥ صَـٰحِبَةٌۭ ۖ وَخَلَقَ كُلَّ شَىْءٍۢ ۖ وَهُوَ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌۭ 101. შემოქმედია ცათა და ქვეყნისა. საიდან ეყოლება მას ძე, როცა მეუღლე არ ჰყოლია? შექმნა ყოველი და ყოვლისმცოდნეა. ذَ‌ٰلِكُمُ ٱللَّهُ رَبُّكُمْ ۖ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۖ خَـٰلِقُ كُلِّ شَىْءٍۢ فَٱعْبُدُوهُ ۚ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ وَكِيلٌۭ 102. იგია ალლაჰი - თქვენი ღმერთი. არ არსებობს ღვთაება მის გარდა, ყველაფრის გამჩენი. თაყვანი ეცით მას და ის არის ყველაფრის მფარველი. لَّا تُدْرِكُهُ ٱلْأَبْصَـٰرُ وَهُوَ يُدْرِكُ ٱلْأَبْصَـٰرَ ۖ وَهُوَ ٱللَّطِيفُ ٱلْخَبِيرُ 103. ვერ შესწვდებიან მას თვალები და ის წვდება თვალებს. სწორედ იგია სათნო, ყოვლისშემცნობი. قَدْ جَآءَكُم بَصَآئِرُ مِن رَّبِّكُمْ ۖ فَمَنْ أَبْصَرَ فَلِنَفْسِهِۦ ۖ وَمَنْ عَمِىَ فَعَلَيْهَا ۚ وَمَآ أَنَا۠ عَلَيْكُم بِحَفِيظٍۢ 104. თქვენ თქვენი ღმერთისგან გებოძათ სინათლე. და ვინც დაინახავს(უკეთესია) მისთვის. ხოლო ვინც ბრმა იქნება, თავისი თავის საზიანოდ. მე კი სულაც არა ვარ თქვენი დამცველი. وَكَذَ‌ٰلِكَ نُصَرِّفُ ٱلْـَٔايَـٰتِ وَلِيَقُولُوا۟ دَرَسْتَ وَلِنُبَيِّنَهُۥ لِقَوْمٍۢ يَعْلَمُونَ 105. ამგვარად, განვმარტავთ აიათებს, რათა მათ თქვან: შენ ეს გისწავლია, რათა განვუმარტოთ იგი იმ ხალხს, რომელმაც იცის. ٱتَّبِعْ مَآ أُوحِىَ إِلَيْكَ مِن رَّبِّكَ ۖ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۖ وَأَعْرِضْ عَنِ ٱلْمُشْرِكِينَ 106. მიჰყევი იმას, რაც ზეშთაგეგონა შენი ღმერთისგან. არ არსებობს ღვთაება მის გარდა, და ზურგი აქციე წარმართებს. وَلَوْ شَآءَ ٱللَّهُ مَآ أَشْرَكُوا۟ ۗ وَمَا جَعَلْنَـٰكَ عَلَيْهِمْ حَفِيظًۭا ۖ وَمَآ أَنتَ عَلَيْهِم بِوَكِيلٍۢ 107. და რომ ენება ალლაჰს, არ იწარმართებდნენ. და ჩვენ არ დაგვიდგენიხარ მათ დამცველად და არც მათი თავდები ხარ. وَلَا تَسُبُّوا۟ ٱلَّذِينَ يَدْعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ فَيَسُبُّوا۟ ٱللَّهَ عَدْوًۢا بِغَيْرِ عِلْمٍۢ ۗ كَذَ‌ٰلِكَ زَيَّنَّا لِكُلِّ أُمَّةٍ عَمَلَهُمْ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّهِم مَّرْجِعُهُمْ فَيُنَبِّئُهُم بِمَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 108. და ნუ გაკიცხავთ იმათ, რომელთაც ალლაჰის მაგივრად მოუხმობენ, თორემ ისინიც გაკიცხავენ ალლაჰს მტრობით, უმეცრად. ამგვარად მშვენიერად მოვაჩვენეთ ყოველ ერს თავისი საქმე, მერე კი მათ ღმერთთანაა მათი დასაბრუნებელი და აცნობებს მათ იმას, რასაც აკეთებდნენ. وَأَقْسَمُوا۟ بِٱللَّهِ جَهْدَ أَيْمَـٰنِهِمْ لَئِن جَآءَتْهُمْ ءَايَةٌۭ لَّيُؤْمِنُنَّ بِهَا ۚ قُلْ إِنَّمَا ٱلْـَٔايَـٰتُ عِندَ ٱللَّهِ ۖ وَمَا يُشْعِرُكُمْ أَنَّهَآ إِذَا جَآءَتْ لَا يُؤْمِنُونَ 109. და დაიფიცეს ალლაჰი უმტკიცესი ფიცით, რომ თუ სასწაული მოევლინება, ირწმუნებენ მას. უთხარი: სასწაულები ალლაჰის ხელშია, თუმცა როგორ დაგარწმუნოთ, რომ თუკი მოხდება ეს სასწაულები, ისინი მაინც არ ირწმუნებენ. وَنُقَلِّبُ أَفْـِٔدَتَهُمْ وَأَبْصَـٰرَهُمْ كَمَا لَمْ يُؤْمِنُوا۟ بِهِۦٓ أَوَّلَ مَرَّةٍۢ وَنَذَرُهُمْ فِى طُغْيَـٰنِهِمْ يَعْمَهُونَ 110. ჩვენ შევუცვლით მათ გულებსა და თვალებს ისევე, როგორც არ ირწმუნეს მისი თავდაპირველად; და მივატოვებთ მათ თავიანთ ბოროტებაში, სახეტიალოდ. وَلَوْ أَنَّنَا نَزَّلْنَآ إِلَيْهِمُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةَ وَكَلَّمَهُمُ ٱلْمَوْتَىٰ وَحَشَرْنَا عَلَيْهِمْ كُلَّ شَىْءٍۢ قُبُلًۭا مَّا كَانُوا۟ لِيُؤْمِنُوٓا۟ إِلَّآ أَن يَشَآءَ ٱللَّهُ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ يَجْهَلُونَ 111. და რომ მათთან ანგელოზი გარდმოგვევლინა, მკვდრებიც რომ დალაპარაკებოდნენ, და მკვდრეთით აღგვედგინა ყოველივე მათ პირისპირ, არ ირწმუნებდნენ, თუკი ალლაჰი არ ინებებდა. მაგრამ მათგან უმეტესი უმეცარია. وَكَذَ‌ٰلِكَ جَعَلْنَا لِكُلِّ نَبِىٍّ عَدُوًّۭا شَيَـٰطِينَ ٱلْإِنسِ وَٱلْجِنِّ يُوحِى بَعْضُهُمْ إِلَىٰ بَعْضٍۢ زُخْرُفَ ٱلْقَوْلِ غُرُورًۭا ۚ وَلَوْ شَآءَ رَبُّكَ مَا فَعَلُوهُ ۖ فَذَرْهُمْ وَمَا يَفْتَرُونَ 112. და ამგვარად, ყველა შუამავალს მივუჩინეთ მტრები; ეშმაკები ადამიანთა და ჯინთაგან, რომლებიც ერთმანეთს აცდუნებდნენ ლამაზი სიტყვებით. რომ ყოფილიყო ნება შენი ღმერთისა, არ იზამდნენ ამას ისინი. და თავი ანებე მათ და იმას, რასაც იგონებენ. وَلِتَصْغَىٰٓ إِلَيْهِ أَفْـِٔدَةُ ٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِٱلْـَٔاخِرَةِ وَلِيَرْضَوْهُ وَلِيَقْتَرِفُوا۟ مَا هُم مُّقْتَرِفُونَ 113. დაე, მათ უსმინონ იმათ გულებმა, რომელთაც არ სწამთ საიქიო. და კმაყოფილნი იყვნენ მისით და მოიხვეჭონ, რასაც მოიხვეჭენ. أَفَغَيْرَ ٱللَّهِ أَبْتَغِى حَكَمًۭا وَهُوَ ٱلَّذِىٓ أَنزَلَ إِلَيْكُمُ ٱلْكِتَـٰبَ مُفَصَّلًۭا ۚ وَٱلَّذِينَ ءَاتَيْنَـٰهُمُ ٱلْكِتَـٰبَ يَعْلَمُونَ أَنَّهُۥ مُنَزَّلٌۭ مِّن رَّبِّكَ بِٱلْحَقِّ ۖ فَلَا تَكُونَنَّ مِنَ ٱلْمُمْتَرِينَ 114. განა სხვა ვინმე ვეძებო მსაჯულად ალლაჰის მაგივრად? როცა იგია, ვინც გარდმოგივლინათ წიგნი განმარტებულად. იმათ კი, რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, იციან, რომ იგი გარდმოვლენილია შენი ღმერთისგან ჭეშმარიტებით, და ნუ იქნები დაეჭვებული. وَتَمَّتْ كَلِمَتُ رَبِّكَ صِدْقًۭا وَعَدْلًۭا ۚ لَّا مُبَدِّلَ لِكَلِمَـٰتِهِۦ ۚ وَهُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْعَلِيمُ 115. აღსრულდა შენი ღმერთის სიტყვები ჭეშმარიტად და მართლად. არავინაა, ვინც შეცვლის მის სიტყვებს. იგია ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნე. وَإِن تُطِعْ أَكْثَرَ مَن فِى ٱلْأَرْضِ يُضِلُّوكَ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ ۚ إِن يَتَّبِعُونَ إِلَّا ٱلظَّنَّ وَإِنْ هُمْ إِلَّا يَخْرُصُونَ 116. და თუ დაემორჩილები შენ იმ მრავალთ, დედამიწაზე რომ არიან, გადაგაცდენენ ალლაჰის გზიდან. ისინი მხოლოდ ვარაუდს მისდევენ და მხოლოდ სიცრუეს იგონებენ. إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعْلَمُ مَن يَضِلُّ عَن سَبِيلِهِۦ ۖ وَهُوَ أَعْلَمُ بِٱلْمُهْتَدِينَ 117. შენმა ღმერთმა კი ყველაზე უკეთ იცის, ვინ ასცდა მის გზას და იგი ყველაზე უკეთ იცნობს სწორ გზაზე დამდგართ. فَكُلُوا۟ مِمَّا ذُكِرَ ٱسْمُ ٱللَّهِ عَلَيْهِ إِن كُنتُم بِـَٔايَـٰتِهِۦ مُؤْمِنِينَ 118. ჭამეთ, რაზეც ნახსენები იქნება ალლაჰის სახელი, თუკი მისი აიათების მიმართ მორწმუნენი ხართ. وَمَا لَكُمْ أَلَّا تَأْكُلُوا۟ مِمَّا ذُكِرَ ٱسْمُ ٱللَّهِ عَلَيْهِ وَقَدْ فَصَّلَ لَكُم مَّا حَرَّمَ عَلَيْكُمْ إِلَّا مَا ٱضْطُرِرْتُمْ إِلَيْهِ ۗ وَإِنَّ كَثِيرًۭا لَّيُضِلُّونَ بِأَهْوَآئِهِم بِغَيْرِ عِلْمٍ ۗ إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعْلَمُ بِٱلْمُعْتَدِينَ 119. და რა გემართებათ, რომ არ მიირთმევთ იმას, რაზეც ალლაჰის სახელია ნახსენები, რამეთუ მან უკვე განგიცხადათ რაც აკრძალა თქვენთვის, იმის გამოკლებით, თუკი იძულებული იქნებით. ჭეშმარიტად, მრავალი შეცდება თავისი გულისთქმით - არცოდნის გამო. ჭეშმარიტად, ღმერთმა შენმა ყველაზე უკეთ უწყის, ვინც არიან ზღვარგადასულნი. وَذَرُوا۟ ظَـٰهِرَ ٱلْإِثْمِ وَبَاطِنَهُۥٓ ۚ إِنَّ ٱلَّذِينَ يَكْسِبُونَ ٱلْإِثْمَ سَيُجْزَوْنَ بِمَا كَانُوا۟ يَقْتَرِفُونَ 120. ზურგი აქციეთ ცხად ცოდვასაც და დაფარულსაც. ჭეშმარიტად, მათ ვინც ცოდვას სჩადის, მიეგებათ ის, რაც მოიხვეჭეს. وَلَا تَأْكُلُوا۟ مِمَّا لَمْ يُذْكَرِ ٱسْمُ ٱللَّهِ عَلَيْهِ وَإِنَّهُۥ لَفِسْقٌۭ ۗ وَإِنَّ ٱلشَّيَـٰطِينَ لَيُوحُونَ إِلَىٰٓ أَوْلِيَآئِهِمْ لِيُجَـٰدِلُوكُمْ ۖ وَإِنْ أَطَعْتُمُوهُمْ إِنَّكُمْ لَمُشْرِكُونَ 121. და ნუ შეჭამთ იმას, რაზედაც ალლაჰის სახელი არაა ნახსენები. ის სიბილწეა. ეშმაკები მათ მეგობრებს აქეზებენ, რათა გეკამათონ. და თუკი მათ დაემორჩილებით, უეჭველად წარმართები(მუშრიქები) იქნებით. أَوَمَن كَانَ مَيْتًۭا فَأَحْيَيْنَـٰهُ وَجَعَلْنَا لَهُۥ نُورًۭا يَمْشِى بِهِۦ فِى ٱلنَّاسِ كَمَن مَّثَلُهُۥ فِى ٱلظُّلُمَـٰتِ لَيْسَ بِخَارِجٍۢ مِّنْهَا ۚ كَذَ‌ٰلِكَ زُيِّنَ لِلْكَـٰفِرِينَ مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 122. განა ის, ვინც იყო მკვდარი და გავაცოცხლეთ და დავუდგინეთ სინათლე, რათა ევლო მისი მეშვეობით ხალხში, მსგავსია იმისა, ვინც წყვდიადშია და იქიდან ვერ გამოუღწევია!? ასე ემშვენიერებათ ურწმუნოებს ის, რასაც აკეთებენ. وَكَذَ‌ٰلِكَ جَعَلْنَا فِى كُلِّ قَرْيَةٍ أَكَـٰبِرَ مُجْرِمِيهَا لِيَمْكُرُوا۟ فِيهَا ۖ وَمَا يَمْكُرُونَ إِلَّا بِأَنفُسِهِمْ وَمَا يَشْعُرُونَ 123. და ამგვარად, ყველა დასახლებაში დავადგინეთ ცოდვილები თავკაცებად, რათა იმზაკვრონ მათში, მაგრამ ვერავის უმზაკვრებენ საკუთარი თავის მეტს, თანაც ვერ გრძნობენ. وَإِذَا جَآءَتْهُمْ ءَايَةٌۭ قَالُوا۟ لَن نُّؤْمِنَ حَتَّىٰ نُؤْتَىٰ مِثْلَ مَآ أُوتِىَ رُسُلُ ٱللَّهِ ۘ ٱللَّهُ أَعْلَمُ حَيْثُ يَجْعَلُ رِسَالَتَهُۥ ۗ سَيُصِيبُ ٱلَّذِينَ أَجْرَمُوا۟ صَغَارٌ عِندَ ٱللَّهِ وَعَذَابٌۭ شَدِيدٌۢ بِمَا كَانُوا۟ يَمْكُرُونَ 124. და თუ მოევლინებათ მათ აიათი, ამბობენ: არ ვირწმუნებთ, ვიდრე არ გვებოძება ის, რაც ალლაჰის შუამავლებს ებოძათო. ალლაჰმა უკეთ იცის, სად დაადგინოს თავისი შუამავალი. იმათ, ვინც ცოდვას სჩადიოდა, ეწევათ დამცირება ალლაჰის წინაშე და სასტიკი სასჯელი იმის გამო, რომ მზაკვრობდნენ. فَمَن يُرِدِ ٱللَّهُ أَن يَهْدِيَهُۥ يَشْرَحْ صَدْرَهُۥ لِلْإِسْلَـٰمِ ۖ وَمَن يُرِدْ أَن يُضِلَّهُۥ يَجْعَلْ صَدْرَهُۥ ضَيِّقًا حَرَجًۭا كَأَنَّمَا يَصَّعَّدُ فِى ٱلسَّمَآءِ ۚ كَذَ‌ٰلِكَ يَجْعَلُ ٱللَّهُ ٱلرِّجْسَ عَلَى ٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ 125. მას, ვინც ნებავს ალლაჰს, რომ ჭეშმარიტი გზით უწინამძღვროს, გაუხსნის გულს ისლამისთვის, ხოლო ვინც ნებავს, რომ გზას ააცდინოს, გულს შეუხუთავს ისე, თითქოს ცაში ადიოდეს. ამგვარად დაადგენს ალლაჰი სასჯელს მათზე, რომელთაც არ ირწმუნეს. وَهَـٰذَا صِرَ‌ٰطُ رَبِّكَ مُسْتَقِيمًۭا ۗ قَدْ فَصَّلْنَا ٱلْـَٔايَـٰتِ لِقَوْمٍۢ يَذَّكَّرُونَ 126. ეს არის შენი ღმერთის ჭეშმარიტი გზა. ჩვენ განვუმარტეთ ჩვენი აიათები იმ ხალხს, ვისაც ახსოვს. لَهُمْ دَارُ ٱلسَّلَـٰمِ عِندَ رَبِّهِمْ ۖ وَهُوَ وَلِيُّهُم بِمَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 127. მათ ექნებათ მშვიდობის სახლი თავიანთი ღმერთის წინაშე. და იგია მათი მფარველი იმისათვის, რასაც აკეთებდნენ. وَيَوْمَ يَحْشُرُهُمْ جَمِيعًۭا يَـٰمَعْشَرَ ٱلْجِنِّ قَدِ ٱسْتَكْثَرْتُم مِّنَ ٱلْإِنسِ ۖ وَقَالَ أَوْلِيَآؤُهُم مِّنَ ٱلْإِنسِ رَبَّنَا ٱسْتَمْتَعَ بَعْضُنَا بِبَعْضٍۢ وَبَلَغْنَآ أَجَلَنَا ٱلَّذِىٓ أَجَّلْتَ لَنَا ۚ قَالَ ٱلنَّارُ مَثْوَىٰكُمْ خَـٰلِدِينَ فِيهَآ إِلَّا مَا شَآءَ ٱللَّهُ ۗ إِنَّ رَبَّكَ حَكِيمٌ عَلِيمٌۭ 128. იმ დღეს, როცა მათ ყველას აღვადგენთ - (ვეტყვით) ო ჯინთა გუნდო, ბევრი აგიყვანიათ ადამიანთაგან. და იტყვიან ადამიანთაგან მათი მეგობრები: ღმერთო ჩვენო, ვსარგებლობდით ჩვენ ერთმანეთით და მივაღწიეთ ვადას, რომელიც შენ დაგვიდგინე. ეტყვის(ალლაჰი): ცეცხლია თქვენი თავშესაფარი, იქნებით იქ მარადიულად, თუ სხვა რამეს არ ინებებს ალლაჰი. ჭეშმარიტად შენი ღმერთი ბრძენი, ყოვლისმცოდნეა. وَكَذَ‌ٰلِكَ نُوَلِّى بَعْضَ ٱلظَّـٰلِمِينَ بَعْضًۢا بِمَا كَانُوا۟ يَكْسِبُونَ 129. ამგვარად დავუდგენთ ზოგ უსამართლოს ზოგიერთს, იმის გამო რაც მოიხვეჭეს. يَـٰمَعْشَرَ ٱلْجِنِّ وَٱلْإِنسِ أَلَمْ يَأْتِكُمْ رُسُلٌۭ مِّنكُمْ يَقُصُّونَ عَلَيْكُمْ ءَايَـٰتِى وَيُنذِرُونَكُمْ لِقَآءَ يَوْمِكُمْ هَـٰذَا ۚ قَالُوا۟ شَهِدْنَا عَلَىٰٓ أَنفُسِنَا ۖ وَغَرَّتْهُمُ ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَا وَشَهِدُوا۟ عَلَىٰٓ أَنفُسِهِمْ أَنَّهُمْ كَانُوا۟ كَـٰفِرِينَ 130. ჰეი, ჯინთა და ადამიანთა კრებულო, განა არ მოსულან თქვენთან შუამავლები თქვენგანვე, რომლებიც გიკითხავდნენ ჩვენს აიათებს და გაფრთხილებდნენ თქვენ ამ დღევანდელ შეხვედრაზე? იტყვიან: ვამოწმებთ ჩვენივე თავის საწინააღმდეგოდ. შეაცდინა ისინი ამ ქვეყნიურმა ცხოვრებამ! და ამოწმებენ თავიანთი თავის წინააღმდეგ, რომ იყვნენ ურწმუნონი. ذَ‌ٰلِكَ أَن لَّمْ يَكُن رَّبُّكَ مُهْلِكَ ٱلْقُرَىٰ بِظُلْمٍۢ وَأَهْلُهَا غَـٰفِلُونَ 131. ეს იმიტომ, რომ შენი ღმერთი არასოდეს დაღუპავს დასახლებას უსამართლოდ, ისე, რომ მისმა ბინადრებმა არ იცოდნენ. وَلِكُلٍّۢ دَرَجَـٰتٌۭ مِّمَّا عَمِلُوا۟ ۚ وَمَا رَبُّكَ بِغَـٰفِلٍ عَمَّا يَعْمَلُونَ 132. და ყველას აქვს ხარისხები იმის მიხედვით, რაც გააკეთა. შენი ღმერთი უგულისყურო როდია იმის მიმართ, რასაც აკეთებენ. وَرَبُّكَ ٱلْغَنِىُّ ذُو ٱلرَّحْمَةِ ۚ إِن يَشَأْ يُذْهِبْكُمْ وَيَسْتَخْلِفْ مِنۢ بَعْدِكُم مَّا يَشَآءُ كَمَآ أَنشَأَكُم مِّن ذُرِّيَّةِ قَوْمٍ ءَاخَرِينَ 133. შენი ღმერთი მდიდარია, მწყალობელი. თუ მოისურვებს წაგიყვანთ და თქვენს შემდგომ, სანაცვლოდ მოიყვანს, ვისაც ინებებს. ისევე, როგორც თქვენ აღმოგაცენათ სხვა ხალხის შთამომავლად. إِنَّ مَا تُوعَدُونَ لَـَٔاتٍۢ ۖ وَمَآ أَنتُم بِمُعْجِزِينَ 134. ჭეშმარიტად, რა პირობაც გეძლევათ, შესრულდება! და მას ვერ შეცვლით. قُلْ يَـٰقَوْمِ ٱعْمَلُوا۟ عَلَىٰ مَكَانَتِكُمْ إِنِّى عَامِلٌۭ ۖ فَسَوْفَ تَعْلَمُونَ مَن تَكُونُ لَهُۥ عَـٰقِبَةُ ٱلدَّارِ ۗ إِنَّهُۥ لَا يُفْلِحُ ٱلظَّـٰلِمُونَ 135. უთხარი! ჩემო ხალხო, იმოქმედეთ თქვენი შეძლებისამებრ, მეც ხომ ვიღწვი, მალე გაიგებთ, ვისი იქნება საბოლოო სამკვიდრო. ჭეშმარიტად, ნეტარ არ იქნებიან უსამართლონი. وَجَعَلُوا۟ لِلَّهِ مِمَّا ذَرَأَ مِنَ ٱلْحَرْثِ وَٱلْأَنْعَـٰمِ نَصِيبًۭا فَقَالُوا۟ هَـٰذَا لِلَّهِ بِزَعْمِهِمْ وَهَـٰذَا لِشُرَكَآئِنَا ۖ فَمَا كَانَ لِشُرَكَآئِهِمْ فَلَا يَصِلُ إِلَى ٱللَّهِ ۖ وَمَا كَانَ لِلَّهِ فَهُوَ يَصِلُ إِلَىٰ شُرَكَآئِهِمْ ۗ سَآءَ مَا يَحْكُمُونَ 136. და დაადგინეს მათ ალლაჰისათვის(წილი)იმისაგან, რაც შექმნა ღმერთმა ნათესებსა თუ ოთხფეხისგან, და თქვეს: ეს ალლაჰისაა - მათი თქმით - ეს კი ჩვენი კერპების. მაშინ, როცა ის, რაც არის კერპებისთვის, ალლაჰამდე არ აღწევს, ხოლო ის, რაც არის ალლაჰისთვის, აღწევდა მათ კერპებამდე. რა ცუდია ის, რაც გადაწყვიტეს. وَكَذَ‌ٰلِكَ زَيَّنَ لِكَثِيرٍۢ مِّنَ ٱلْمُشْرِكِينَ قَتْلَ أَوْلَـٰدِهِمْ شُرَكَآؤُهُمْ لِيُرْدُوهُمْ وَلِيَلْبِسُوا۟ عَلَيْهِمْ دِينَهُمْ ۖ وَلَوْ شَآءَ ٱللَّهُ مَا فَعَلُوهُ ۖ فَذَرْهُمْ وَمَا يَفْتَرُونَ 137. ამგვარად, მშვენივრად მოაჩვენეს მრავალ წარმართს საკუთარ შვილთა დახოცვა, მათმა თანაზიარებმა. რათა უკან დაებრუნებინათ ისინი და შეეცვალათ მათი რწმენა. თუმცა თუ არ ინებებდა ალლაჰი, არ იზამდნენ ამას. და თავი ანებე მათ და იმას, რასაც იგონებენ. وَقَالُوا۟ هَـٰذِهِۦٓ أَنْعَـٰمٌۭ وَحَرْثٌ حِجْرٌۭ لَّا يَطْعَمُهَآ إِلَّا مَن نَّشَآءُ بِزَعْمِهِمْ وَأَنْعَـٰمٌ حُرِّمَتْ ظُهُورُهَا وَأَنْعَـٰمٌۭ لَّا يَذْكُرُونَ ٱسْمَ ٱللَّهِ عَلَيْهَا ٱفْتِرَآءً عَلَيْهِ ۚ سَيَجْزِيهِم بِمَا كَانُوا۟ يَفْتَرُونَ 138 თქვეს: ეს არის საქონელი და ნათესები ხელშეუხებელი, რომელსაც არავის ვაჭმევთ, იმის გარდა, ვისაც ჩვენ ვისურვებთო. - ასე ამბობდნენ, არის პირუტყვი რომელზედაც ამხედრება აკრძალულია, და ოთხფეხი, რომელზეც არ ახსენებენ ალლაჰის სახელს. მასზე(ალლაჰზე) სიცრუეს იგონებენ. მივაგებთ სანაცვლოს იმის გამო, რასაც თხზავდნენ. وَقَالُوا۟ مَا فِى بُطُونِ هَـٰذِهِ ٱلْأَنْعَـٰمِ خَالِصَةٌۭ لِّذُكُورِنَا وَمُحَرَّمٌ عَلَىٰٓ أَزْوَ‌ٰجِنَا ۖ وَإِن يَكُن مَّيْتَةًۭ فَهُمْ فِيهِ شُرَكَآءُ ۚ سَيَجْزِيهِمْ وَصْفَهُمْ ۚ إِنَّهُۥ حَكِيمٌ عَلِيمٌۭ 139. თქვეს: ის, რაც ამ საქონლის შიგანშია, განკუთვნილია ჩვენთვის, მამაკაცთათვის, და აკრძალულია ჩვენი ცოლებისთვისო, ხოლო თუ იქნება მკვდრად(შობილი) ისინი მასში თანაზიარნი არიანო. უზღავს(ალლაჰი) მათ იმისათვის, რასაც იგონებდნენ, იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე. قَدْ خَسِرَ ٱلَّذِينَ قَتَلُوٓا۟ أَوْلَـٰدَهُمْ سَفَهًۢا بِغَيْرِ عِلْمٍۢ وَحَرَّمُوا۟ مَا رَزَقَهُمُ ٱللَّهُ ٱفْتِرَآءً عَلَى ٱللَّهِ ۚ قَدْ ضَلُّوا۟ وَمَا كَانُوا۟ مُهْتَدِينَ 140. წაგებულნი არიან ისინი, რომელთაც დახოცეს თავიანთი შვილები შეუგნებლად, ცოდნის გარეშე; აკრძალეს ის, რითაც აპურებდათ ალლაჰი, და ეს აკრძალვა ალლაჰს მიაწერეს. გზა აებნათ და არ ყოფილან სწორი გზით მავალნი. وَهُوَ ٱلَّذِىٓ أَنشَأَ جَنَّـٰتٍۢ مَّعْرُوشَـٰتٍۢ وَغَيْرَ مَعْرُوشَـٰتٍۢ وَٱلنَّخْلَ وَٱلزَّرْعَ مُخْتَلِفًا أُكُلُهُۥ وَٱلزَّيْتُونَ وَٱلرُّمَّانَ مُتَشَـٰبِهًۭا وَغَيْرَ مُتَشَـٰبِهٍۢ ۚ كُلُوا۟ مِن ثَمَرِهِۦٓ إِذَآ أَثْمَرَ وَءَاتُوا۟ حَقَّهُۥ يَوْمَ حَصَادِهِۦ ۖ وَلَا تُسْرِفُوٓا۟ ۚ إِنَّهُۥ لَا يُحِبُّ ٱلْمُسْرِفِينَ 141. იგია, ვინც აღმოაცენებს ბაღებს და ფინიკის პალმებს და ნათესებს სხვადასხვა ნაყოფით. ზეთისხილი და ბროწეული - მგვანი და არამგვანი. იგემეთ მისი ნაყოფი, როცა ნაყოფს გამოიღებს, გაეცით წილი მომკის დღეს, და ნუ გაფლანგავთ, ჭეშმარიტად ალლაჰს არ უყვარს მფლანგველები. وَمِنَ ٱلْأَنْعَـٰمِ حَمُولَةًۭ وَفَرْشًۭا ۚ كُلُوا۟ مِمَّا رَزَقَكُمُ ٱللَّهُ وَلَا تَتَّبِعُوا۟ خُطُوَ‌ٰتِ ٱلشَّيْطَـٰنِ ۚ إِنَّهُۥ لَكُمْ عَدُوٌّۭ مُّبِينٌۭ 142. და საქონელი სასაპალნე თუ ასამხედრებელი. ჭამეთ, რითაც დაგაპურათ ალლაჰმა, და ნუ გაჰყვებით ეშმაკის კვალს, იგი თქვენი აშკარა მტერია. ثَمَـٰنِيَةَ أَزْوَ‌ٰجٍۢ ۖ مِّنَ ٱلضَّأْنِ ٱثْنَيْنِ وَمِنَ ٱلْمَعْزِ ٱثْنَيْنِ ۗ قُلْ ءَآلذَّكَرَيْنِ حَرَّمَ أَمِ ٱلْأُنثَيَيْنِ أَمَّا ٱشْتَمَلَتْ عَلَيْهِ أَرْحَامُ ٱلْأُنثَيَيْنِ ۖ نَبِّـُٔونِى بِعِلْمٍ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 143. (ალლაჰმა გააჩინა) რვა წყვილი: ცხვართაგან - ორი და თხათაგან ორი. ჰკითხე: ორი მამალი აკრძალა თუ ორი დედალი, თუ ის, რასაც იტევს ორი დედლის მუცელი? მაცნობეთ მე ცოდნით, თუკი მართალნი ხართ! وَمِنَ ٱلْإِبِلِ ٱثْنَيْنِ وَمِنَ ٱلْبَقَرِ ٱثْنَيْنِ ۗ قُلْ ءَآلذَّكَرَيْنِ حَرَّمَ أَمِ ٱلْأُنثَيَيْنِ أَمَّا ٱشْتَمَلَتْ عَلَيْهِ أَرْحَامُ ٱلْأُنثَيَيْنِ ۖ أَمْ كُنتُمْ شُهَدَآءَ إِذْ وَصَّىٰكُمُ ٱللَّهُ بِهَـٰذَا ۚ فَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ ٱفْتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًۭا لِّيُضِلَّ ٱلنَّاسَ بِغَيْرِ عِلْمٍ ۗ إِنَّ ٱللَّهَ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلظَّـٰلِمِينَ 144. და აქლემთაგან - ორი, ძროხათაგან - ორი. ჰკითხე: ორი მამალი აკრძალა თუ ორი დედლის მუცელი? განა იყავით თქვენ მოწმენი, როცა ალლაჰმა ეს გიანდერძათ, და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰზე თხზავს სიცრუეს, რათა აცდუნოს ხალხი გზიდან, ცოდნის გარეშე? ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს. قُل لَّآ أَجِدُ فِى مَآ أُوحِىَ إِلَىَّ مُحَرَّمًا عَلَىٰ طَاعِمٍۢ يَطْعَمُهُۥٓ إِلَّآ أَن يَكُونَ مَيْتَةً أَوْ دَمًۭا مَّسْفُوحًا أَوْ لَحْمَ خِنزِيرٍۢ فَإِنَّهُۥ رِجْسٌ أَوْ فِسْقًا أُهِلَّ لِغَيْرِ ٱللَّهِ بِهِۦ ۚ فَمَنِ ٱضْطُرَّ غَيْرَ بَاغٍۢ وَلَا عَادٍۢ فَإِنَّ رَبَّكَ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 145. უთხარი: ვერ ვპოულობ იმაში, რაც ზეშთამეგონა, აკრძალულს საჭამადიდან გარდა ლეშისა, სისხლისა, ან ღორის ხორცისა. იგი სისაძაგლეა, ან კიდევ სიბილწე, რომელზედაც ალლაჰის სახელი არ უხსენებიათ. ხოლო ვინც იძულებული იქნება უსურვილოდ და არა ღვთის ნების წინააღმდეგ, მაშინ შენი ღმერთი შემნდობი, მწყალობელია. وَعَلَى ٱلَّذِينَ هَادُوا۟ حَرَّمْنَا كُلَّ ذِى ظُفُرٍۢ ۖ وَمِنَ ٱلْبَقَرِ وَٱلْغَنَمِ حَرَّمْنَا عَلَيْهِمْ شُحُومَهُمَآ إِلَّا مَا حَمَلَتْ ظُهُورُهُمَآ أَوِ ٱلْحَوَايَآ أَوْ مَا ٱخْتَلَطَ بِعَظْمٍۢ ۚ ذَ‌ٰلِكَ جَزَيْنَـٰهُم بِبَغْيِهِمْ ۖ وَإِنَّا لَصَـٰدِقُونَ 146. იმათ, ვინც არის იუდეველი, ავუკრძალეთ ყველაფერი რომელსაც გაყოფილი ჩლიქები არ აქვს. ძროხისა და ცხვრისგან კი ავუკრძალეთ მათი ქონი, იმის გარდა, რასაც (ეს ცხოველები) ზურგით ატარებდნენ ან ხორცში ჰქონდათ, ანდა რაც ძვლებს მოყვებოდა. ეს იმიტომ, რომ დავსაჯეთ ისინი მათი გადამეტებისთვის. ჭეშმარიტად მე სამართლიანი ვარ. فَإِن كَذَّبُوكَ فَقُل رَّبُّكُمْ ذُو رَحْمَةٍۢ وَ‌ٰسِعَةٍۢ وَلَا يُرَدُّ بَأْسُهُۥ عَنِ ٱلْقَوْمِ ٱلْمُجْرِمِينَ 147. და თუ ისინი ცრუდ შეგრაცხავენ, უთხარი: თქვენი ღმერთი აღსავსეა უხვი წყალობით, და მისი რისხვა არ მოსცილდება ცოდვილ ხალხს. سَيَقُولُ ٱلَّذِينَ أَشْرَكُوا۟ لَوْ شَآءَ ٱللَّهُ مَآ أَشْرَكْنَا وَلَآ ءَابَآؤُنَا وَلَا حَرَّمْنَا مِن شَىْءٍۢ ۚ كَذَ‌ٰلِكَ كَذَّبَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ حَتَّىٰ ذَاقُوا۟ بَأْسَنَا ۗ قُلْ هَلْ عِندَكُم مِّنْ عِلْمٍۢ فَتُخْرِجُوهُ لَنَآ ۖ إِن تَتَّبِعُونَ إِلَّا ٱلظَّنَّ وَإِنْ أَنتُمْ إِلَّا تَخْرُصُونَ 148. იტყვიან ისინი, ვინც წარმართია: თუ ინებებდა ალლაჰი, არ ვიწარმართებდით არც ჩვენ და არც ჩვენი მამები, და არაფერს ავკრძალავდითო. ამგვარად ცრუობდნენ ისინი, ვინც იყვნენ მათზე უწინ, ვიდრე ჩვენი რისხვა არ იწვნიეს! უთხარი: განა თქვენ გაქვთ მცირედი ცოდნა მაინც? თქვენ მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებით და არაფერს ამბობთ ტყუილის გარდა. قُلْ فَلِلَّهِ ٱلْحُجَّةُ ٱلْبَـٰلِغَةُ ۖ فَلَوْ شَآءَ لَهَدَىٰكُمْ أَجْمَعِينَ 149. უთხარი: ალაჰს კი აქვს დამაჯერებელი მტკიცებულება, და თუ ინებებდა, ერთიანად ჭეშმარიტ გზაზე დაგადგენდათ. قُلْ هَلُمَّ شُهَدَآءَكُمُ ٱلَّذِينَ يَشْهَدُونَ أَنَّ ٱللَّهَ حَرَّمَ هَـٰذَا ۖ فَإِن شَهِدُوا۟ فَلَا تَشْهَدْ مَعَهُمْ ۚ وَلَا تَتَّبِعْ أَهْوَآءَ ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا وَٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِٱلْـَٔاخِرَةِ وَهُم بِرَبِّهِمْ يَعْدِلُونَ 150. უთხარი: უხმეთ თქვენს მოწმეებს, რომელნიც დაამოწმებენ, რომ ალლაჰმა აკრძალა ეს. ხოლო თუ დაამოწმეს, შენ არ დაამოწმო მათთან ერთად. ნუ აჰყვები იმათ ზრახვებს, ვინც ცრუდ შერაცხა ჩვენი აიათები, ვინც არ ირწმუნა საიქიო და ვინც თავის ღმერთს თანაზიარს უდგენს. قُلْ تَعَالَوْا۟ أَتْلُ مَا حَرَّمَ رَبُّكُمْ عَلَيْكُمْ ۖ أَلَّا تُشْرِكُوا۟ بِهِۦ شَيْـًۭٔا ۖ وَبِٱلْوَ‌ٰلِدَيْنِ إِحْسَـٰنًۭا ۖ وَلَا تَقْتُلُوٓا۟ أَوْلَـٰدَكُم مِّنْ إِمْلَـٰقٍۢ ۖ نَّحْنُ نَرْزُقُكُمْ وَإِيَّاهُمْ ۖ وَلَا تَقْرَبُوا۟ ٱلْفَوَ‌ٰحِشَ مَا ظَهَرَ مِنْهَا وَمَا بَطَنَ ۖ وَلَا تَقْتُلُوا۟ ٱلنَّفْسَ ٱلَّتِى حَرَّمَ ٱللَّهُ إِلَّا بِٱلْحَقِّ ۚ ذَ‌ٰلِكُمْ وَصَّىٰكُم بِهِۦ لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ 151. უთხარი: მოდით, წაგიკითხოთ ის, რაც აგიკრძალათ თქვენმა ღმერთმა: არ დაუდგინოთ მას თანაზიარი, კეთილად მოეპყარით მშობლებს და ნუ დახოცავთ თქვენს შვილებს სიღატაკის შიშით. ჩვენ დაგაპურებთ თქვენც და მათაც. ნუ გაეკარებით უწმინდურ საქმეებს - გინდ ცხადს, გინდ დაფარულს. და ნუ მოკლავთ სულს, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, თუ არა - სიმართლით. ეს გიანდერძათ თქვენ მან, რათა ეგების კეთილგანსაჯოთ. وَلَا تَقْرَبُوا۟ مَالَ ٱلْيَتِيمِ إِلَّا بِٱلَّتِى هِىَ أَحْسَنُ حَتَّىٰ يَبْلُغَ أَشُدَّهُۥ ۖ وَأَوْفُوا۟ ٱلْكَيْلَ وَٱلْمِيزَانَ بِٱلْقِسْطِ ۖ لَا نُكَلِّفُ نَفْسًا إِلَّا وُسْعَهَا ۖ وَإِذَا قُلْتُمْ فَٱعْدِلُوا۟ وَلَوْ كَانَ ذَا قُرْبَىٰ ۖ وَبِعَهْدِ ٱللَّهِ أَوْفُوا۟ ۚ ذَ‌ٰلِكُمْ وَصَّىٰكُم بِهِۦ لَعَلَّكُمْ تَذَكَّرُونَ 152. და ნუ მიეკარებით ობლის ქონებას, თუ არა საუკეთესო სახით, ვიდრე სრულწლოვანებას მიაღწევდეს. უერთგულეთ ზომას და წონას - სიმართლით. ჩვენ ყოველ სულს მხოლოდ იმას ვავალებთ, რაც შეუძლია. როცა რაიმეს ამბობთ, სამართლიანი იყავით, თუნდაც თქვენი ახლობელი იყოს, და უერთგულეთ ალლაჰის აღთქმას. ეს არის ის, რაც გიანდერძათ ალლაჰმა, რათა ეგების დაიმახსოვროთ. وَأَنَّ هَـٰذَا صِرَ‌ٰطِى مُسْتَقِيمًۭا فَٱتَّبِعُوهُ ۖ وَلَا تَتَّبِعُوا۟ ٱلسُّبُلَ فَتَفَرَّقَ بِكُمْ عَن سَبِيلِهِۦ ۚ ذَ‌ٰلِكُمْ وَصَّىٰكُم بِهِۦ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ 153. ეს არის ჩემი გზა ჭეშმარიტი, მიჰყევით მას და ნუ გაჰყვებით ბილიკებს, რომლებითაც დაიფანტებით თქვენ მისი გზიდან. ეს მოგცათ მცნებად, ეგებ იყოთ ღვთისმოშიშნი. ثُمَّ ءَاتَيْنَا مُوسَى ٱلْكِتَـٰبَ تَمَامًا عَلَى ٱلَّذِىٓ أَحْسَنَ وَتَفْصِيلًۭا لِّكُلِّ شَىْءٍۢ وَهُدًۭى وَرَحْمَةًۭ لَّعَلَّهُم بِلِقَآءِ رَبِّهِمْ يُؤْمِنُونَ 154. შემდგომ მივეცით მუსას წიგნი დასრულებულად იმისათვის, ვინც სიკეთე აკეთა. განმარტებად ყოველივესი, ხელმძღვანელობად და წყალობად, რათა ეგებ, ერწმუნათ თავიანთ ღმერთთან შეხვედრისა. وَهَـٰذَا كِتَـٰبٌ أَنزَلْنَـٰهُ مُبَارَكٌۭ فَٱتَّبِعُوهُ وَٱتَّقُوا۟ لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ 155. და ეს წიგნი რომელიც გარდმოვავლინეთ დალოცვილია. მიჰყევით მას და გეშინოდეთ, რათა შეწყალებულ იქნეთ. أَن تَقُولُوٓا۟ إِنَّمَآ أُنزِلَ ٱلْكِتَـٰبُ عَلَىٰ طَآئِفَتَيْنِ مِن قَبْلِنَا وَإِن كُنَّا عَن دِرَاسَتِهِمْ لَغَـٰفِلِينَ 156. რათა არ თქვათ, რომ გარდმოვლენილ იქნა წიგნი მხოლოდ ორ ჯგუფზე (იუდეველები და ქრისტიანები) ჩვენზე უწინ და რომ ჩვენ უცოდინარნი ვიყავით მათი სწავლებისადმიო. أَوْ تَقُولُوا۟ لَوْ أَنَّآ أُنزِلَ عَلَيْنَا ٱلْكِتَـٰبُ لَكُنَّآ أَهْدَىٰ مِنْهُمْ ۚ فَقَدْ جَآءَكُم بَيِّنَةٌۭ مِّن رَّبِّكُمْ وَهُدًۭى وَرَحْمَةٌۭ ۚ فَمَنْ أَظْلَمُ مِمَّن كَذَّبَ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ وَصَدَفَ عَنْهَا ۗ سَنَجْزِى ٱلَّذِينَ يَصْدِفُونَ عَنْ ءَايَـٰتِنَا سُوٓءَ ٱلْعَذَابِ بِمَا كَانُوا۟ يَصْدِفُونَ 157. ანდა რომ არ თქვათ: ნეტავ ჩვენც ზეგარდმოგვლენოდა წიგნი. მათზე უფრო სწორი გზით მავალნი ვიქნებოდითო. აჰა, მოგეცათ ცხადი მტკიცება თქვენი ღმერთისაგან, ჭეშმარიტი გზა და წყალობა! ხოლო ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ცრუდ რაცხავს ალლაჰის აიათებს და ემიჯნება მას? დავსჯით ჩვენ იმას, ვინც ემიჯნება ჩვენს აიათებს საშინელი ტანჯვით იმის გამო, რომ ემიჯნებოდნენ. هَلْ يَنظُرُونَ إِلَّآ أَن تَأْتِيَهُمُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ أَوْ يَأْتِىَ رَبُّكَ أَوْ يَأْتِىَ بَعْضُ ءَايَـٰتِ رَبِّكَ ۗ يَوْمَ يَأْتِى بَعْضُ ءَايَـٰتِ رَبِّكَ لَا يَنفَعُ نَفْسًا إِيمَـٰنُهَا لَمْ تَكُنْ ءَامَنَتْ مِن قَبْلُ أَوْ كَسَبَتْ فِىٓ إِيمَـٰنِهَا خَيْرًۭا ۗ قُلِ ٱنتَظِرُوٓا۟ إِنَّا مُنتَظِرُونَ 158. განა (მოლოდინით) შეჰყურებენ სხვა რამეს იმის გარდა, რომ მივლენ ანგელოზები მათთან, ან მივა შენი ღმერთი ან მიუვათ ზოგი სასწაული შენი ღმერთისა?! იმ დღეს, როცა გაცხადდება ზოგი სასწაული შენი ღმერთისა, ვერცერთი სული, რომელმაც მანამდე არ ირწმუნა, ანდა თავისი რწმენით სიკეთე არ შეიძინა, ვერ ისარგებლებს თავისი რწმენით. უთხარი: დაელოდეთ, ჭეშმარიტად, ჩვენც ველოდებით! إِنَّ ٱلَّذِينَ فَرَّقُوا۟ دِينَهُمْ وَكَانُوا۟ شِيَعًۭا لَّسْتَ مِنْهُمْ فِى شَىْءٍ ۚ إِنَّمَآ أَمْرُهُمْ إِلَى ٱللَّهِ ثُمَّ يُنَبِّئُهُم بِمَا كَانُوا۟ يَفْعَلُونَ 159. ისინი, რომელთაც დაჰყვეს მათი სარწმუნოება და იქცნენ ჯგუფებად, შენ მათთან არაფერი გესაქმება. მათი საქმე ალლაჰის ხელთაა. და შემდგომ აცნობებს მათ ალლაჰი იმას, რასაც აკეთებდნენ. مَن جَآءَ بِٱلْحَسَنَةِ فَلَهُۥ عَشْرُ أَمْثَالِهَا ۖ وَمَن جَآءَ بِٱلسَّيِّئَةِ فَلَا يُجْزَىٰٓ إِلَّا مِثْلَهَا وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ 160. ვინც წარსდგება კეთილი საქმით, მას ათწილად მიეგება; და ვინც წარსდგება ავი საქმით, მხოლოდ იმითვე მიეზღვება. და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი. قُلْ إِنَّنِى هَدَىٰنِى رَبِّىٓ إِلَىٰ صِرَ‌ٰطٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ دِينًۭا قِيَمًۭا مِّلَّةَ إِبْرَ‌ٰهِيمَ حَنِيفًۭا ۚ وَمَا كَانَ مِنَ ٱلْمُشْرِكِينَ 161. უთხარი: ჩემმა ღმერთმა დამადგინა სწორ გზაზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებას მაზიარა, ჰანიფი იბრაჰიმის რელიგიას. და არ ყოფილა იგი წარმართი. قُلْ إِنَّ صَلَاتِى وَنُسُكِى وَمَحْيَاىَ وَمَمَاتِى لِلَّهِ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 162. უთხარი: ჭეშმარიტად, ჩემი ლოცვა, ჩემი შესაწირი, ჩემი სიცოცხლე და ჩემი სიკვდილი სამყაროთა ღმერთის, ალლაჰისთვისაა. لَا شَرِيكَ لَهُۥ ۖ وَبِذَ‌ٰلِكَ أُمِرْتُ وَأَنَا۠ أَوَّلُ ٱلْمُسْلِمِينَ 163. არ ჰყავს მას თანაზიარი. მე ეს მებრძანა, და მე ვარ პირველი მუსლიმთაგანი. قُلْ أَغَيْرَ ٱللَّهِ أَبْغِى رَبًّۭا وَهُوَ رَبُّ كُلِّ شَىْءٍۢ ۚ وَلَا تَكْسِبُ كُلُّ نَفْسٍ إِلَّا عَلَيْهَا ۚ وَلَا تَزِرُ وَازِرَةٌۭ وِزْرَ أُخْرَىٰ ۚ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّكُم مَّرْجِعُكُمْ فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ 164. განა ალლაჰის გარდა ვისურვო სხვა ღმერთი მაშინ, როცა იგია ღმერთი ყოველივესი. ყოველი სული რასაც კი მოიხვეჭს მისია, და არ ზიდავს მზიდავი სხვის ტვირთს. შემდეგ კი ღმერთთანაა თქვენი დასაბრუნებელი და გაცნობებთ იგი იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდით. وَهُوَ ٱلَّذِى جَعَلَكُمْ خَلَـٰٓئِفَ ٱلْأَرْضِ وَرَفَعَ بَعْضَكُمْ فَوْقَ بَعْضٍۢ دَرَجَـٰتٍۢ لِّيَبْلُوَكُمْ فِى مَآ ءَاتَىٰكُمْ ۗ إِنَّ رَبَّكَ سَرِيعُ ٱلْعِقَابِ وَإِنَّهُۥ لَغَفُورٌۭ رَّحِيمٌۢ 165. იგია, ვინც დაგადგინათ ქვეყანაზე მემკვიდრეებად. აამაღლა ზოგი თქვენგანი ზოგიერთზე ხარისხებით, რათა გამოგცადოთ იმით, რაც გებოძათ. შენი ღმერთი სწრაფია ანგარიშსწორებისას. იგია შემწყნარებელი, მწყალობელი.