67.სურა მულქ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ ~ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა تَبَـٰرَكَ ٱلَّذِى بِيَدِهِ ٱلْمُلْكُ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌ 1. კურთხეულია ის, ვის ხელშიცაა მეუფება და იგია შემძლე ყოველივესი. ٱلَّذِى خَلَقَ ٱلْمَوْتَ وَٱلْحَيَوٰةَ لِيَبْلُوَكُمْ أَيُّكُمْ أَحْسَنُ عَمَلًا ۚ وَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْغَفُورُ 2. რომელმაც გააჩინა სიკვდილი და სიცოცხლე, რათა გამოეცადეთ, რომელი თქვენგანი უკეთესია საქმით. და იგი ძვევამოსილი, შემწყნარებელია. ٱلَّذِى خَلَقَ سَبْعَ سَمَـٰوَ‌ٰتٍ طِبَاقًا ۖ مَّا تَرَىٰ فِى خَلْقِ ٱلرَّحْمَـٰنِ مِن تَفَـٰوُتٍ ۖ فَٱرْجِعِ ٱلْبَصَرَ هَلْ تَرَىٰ مِن فُطُورٍ 3. რომელმაც შექმნა შვიდი ზეცა სართულებად და ვერ იხილავ მოწყალის გაჩენილში ვერანაირ შეუსაბამობას. აღაპყარი მზერა, განა ხედავ რაიმე აშლილობას? ثُمَّ ٱرْجِعِ ٱلْبَصَرَ كَرَّتَيْنِ يَنقَلِبْ إِلَيْكَ ٱلْبَصَرُ خَاسِئًا وَهُوَ حَسِيرٌ 4. შემდეგ აღაპყარი მზერა მეორედაც. დაგიბრუნდება შენი მზერა დამცირებულად და იქნება იგი დაქანცული. وَلَقَدْ زَيَّنَّا ٱلسَّمَآءَ ٱلدُّنْيَا بِمَصَـٰبِيحَ وَجَعَلْنَـٰهَا رُجُومًا لِّلشَّيَـٰطِينِ ۖ وَأَعْتَدْنَا لَهُمْ عَذَابَ ٱلسَّعِيرِ 5. და ვფიცავ, ჩვენ შევამკეთ უახლოესი ზეცა მნათობებით. და დავადგინეთ ისინი ჩასაქოლად ეშმაკთათვის, და გავუმზადეთ მათ აალებული ცეცხლის სასჯელი. وَلِلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِرَبِّهِمْ عَذَابُ جَهَنَّمَ ۖ وَبِئْسَ ٱلْمَصِيرُ 6. და იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, თავიანთი ღმერთისა - სასჯელი ჯოჯოხეთისა, და რა ავია ეს თავშესაფარი. إِذَآ أُلْقُوا۟ فِيهَا سَمِعُوا۟ لَهَا شَهِيقًا وَهِىَ تَفُورُ 7. როცა ჩაყრილ იქნებიან მასში შემოესმებათ მისი დუღილის ხმა. تَكَادُ تَمَيَّزُ مِنَ ٱلْغَيْظِ ۖ كُلَّمَآ أُلْقِىَ فِيهَا فَوْجٌ سَأَلَهُمْ خَزَنَتُهَآ أَلَمْ يَأْتِكُمْ نَذِيرٌ 8. ლამის გაიპობა მრისხანებისგან, როცა ჩაგდებულ იქნება მასში რომელიმე ჯგუფი, რომელსაც ჰკითხავს მისი მცველი: განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი?! قَالُوا۟ بَلَىٰ قَدْ جَآءَنَا نَذِيرٌ فَكَذَّبْنَا وَقُلْنَا مَا نَزَّلَ ٱللَّهُ مِن شَىْءٍ إِنْ أَنتُمْ إِلَّا فِى ضَلَـٰلٍ كَبِيرٍ 9. მიუგებენ: დიახ, მოვიდა ჩვენთან შემგონებელი, ჩვენ კი ცრუდ შევრაცხეთ და ვუთხარით, არ ზეგარდმოუვლენია ალლაჰს რაიმე, არამედ თქვენ ხართ მხოლოდ დიდ გზააბნევაში. وَقَالُوا۟ لَوْ كُنَّا نَسْمَعُ أَوْ نَعْقِلُ مَا كُنَّا فِىٓ أَصْحَـٰبِ ٱلسَّعِيرِ 10. და იტყვიან: რომ შეგვესმინა ან მოგვეხმო გონებისთვის, არ ვიქნებოდით ცეცხლის ბინადარნი! فَٱعْتَرَفُوا۟ بِذَنۢبِهِمْ فَسُحْقًا لِّأَصْحَـٰبِ ٱلسَّعِيرِ 11. აღიარებენ თავიანთ ცოდვებს. დაე მოისრან ცეცხლის ბინადარნი. إِنَّ ٱلَّذِينَ يَخْشَوْنَ رَبَّهُم بِٱلْغَيْبِ لَهُم مَّغْفِرَةٌ وَأَجْرٌ كَبِيرٌ 12. ისინი, რომელნიც შიშობენ თავიანთი ღმერთისგან უხილავად, სწორედ მათ - პატიება და დიადი საზღაური. وَأَسِرُّوا۟ قَوْلَكُمْ أَوِ ٱجْهَرُوا۟ بِهِۦٓ ۖ إِنَّهُۥ عَلِيمٌۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ 13. ჩუმად იტყვით სიტყვას თუ ხმამაღლა წარმოთქვამთ, ჭეშმარიტად, იგი გულისთქმათა მცოდნეა. أَلَا يَعْلَمُ مَنْ خَلَقَ وَهُوَ ٱللَّطِيفُ ٱلْخَبِيرُ 14. განა არ იცის მან ის, ვინც შექმნა? როცა იგია ყოვლისჩამწვდომი, ყოვლისშემცნობი? هُوَ ٱلَّذِى جَعَلَ لَكُمُ ٱلْأَرْضَ ذَلُولًا فَٱمْشُوا۟ فِى مَنَاكِبِهَا وَكُلُوا۟ مِن رِّزْقِهِۦ ۖ وَإِلَيْهِ ٱلنُّشُورُ 15. იგია, ვინც დაადგინა თქვენთვის დედამიწა მორჩილად. იარეთ მასზე და ჭამეთ მისი სარჩოსაგან და მის(ალლაჰის) წინაშეა - შეკრება. ءَأَمِنتُم مَّن فِى ٱلسَّمَآءِ أَن يَخْسِفَ بِكُمُ ٱلْأَرْضَ فَإِذَا هِىَ تَمُورُ 16. განა უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, რომ იმან, ვინც ზეცაშია ჩააყლაპინოს თქვენი თავი დედამიწას, მაშინ, როცა ინძრევა? أَمْ أَمِنتُم مَّن فِى ٱلسَّمَآءِ أَن يُرْسِلَ عَلَيْكُمْ حَاصِبًا ۖ فَسَتَعْلَمُونَ كَيْفَ نَذِيرِ 17. ან განა უსაფრთხოდ გრძნობთ თაცს, რომ იმან, ვინც ზეცაშია, წარმოაგზავნოს თქვენზე ქარიშხალი. და მალე გაიგებთ, როგორია ჩემი შეგონება! وَلَقَدْ كَذَّبَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ فَكَيْفَ كَانَ نَكِيرِ 18. უკვე ცრუდ შეურაცხავთ იმათაც, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ, და როგორი იყო ჩემი რისხვა?! أَوَلَمْ يَرَوْا۟ إِلَى ٱلطَّيْرِ فَوْقَهُمْ صَـٰٓفَّـٰتٍ وَيَقْبِضْنَ ۚ مَا يُمْسِكُهُنَّ إِلَّا ٱلرَّحْمَـٰنُ ۚ إِنَّهُۥ بِكُلِّ شَىْءٍۭ بَصِيرٌ 19. ან განა ვერ ხედავენ ფრინველებს თავიანთ თავს ზემოთ, შლიან (ფრთებს) და კეცავენ. და არავინ აკავებს მათ, გარდა მოწყალისა. ჭეშმარიტად, იგია ყოველი ნივთის მჭვრეტი. أَمَّنْ هَـٰذَا ٱلَّذِى هُوَ جُندٌ لَّكُمْ يَنصُرُكُم مِّن دُونِ ٱلرَّحْمَـٰنِ ۚ إِنِ ٱلْكَـٰفِرُونَ إِلَّا فِى غُرُورٍ 20. განა ეს ის არის, ვისაც თქვენთვის ჰყავს ლაშქარი, ვინც შეგეწევათ, მოწყალის გარდა რამეთუ ურწმუნონი ცდუნებაში არიან. أَمَّنْ هَـٰذَا ٱلَّذِى يَرْزُقُكُمْ إِنْ أَمْسَكَ رِزْقَهُۥ ۚ بَل لَّجُّوا۟ فِى عُتُوٍّ وَنُفُورٍ 21. განა ეს ის არის, ვინც სარჩოს მოგცემთ თქვენ, თუ მან (ალლაჰმა) შეაკავა მისი სარჩო?! დიახ, ისინი გაჯიუტდნენ ურჩობასა და უარყოფაში. 22. განა ის, ვინც მიდის სახემობრუნებული, უფრო სწორ გზაზე დგას, თუ ის, ვინც მიდის გამართულად პირდაპირ გზაზე?! أَفَمَن يَمْشِى مُكِبًّا عَلَىٰ وَجْهِهِۦٓ أَهْدَىٰٓ أَمَّن يَمْشِى سَوِيًّا عَلَىٰ صِرَ‌ٰطٍ مُّسْتَقِيمٍ 22. განა ის, ვინც მიდის სახემობრუნებული, უფრო სწორ გზაზე დგას, თუ ის, ვინც მიდის გამართულად პირდაპირ გზაზე?! قُلْ هُوَ ٱلَّذِىٓ أَنشَأَكُمْ وَجَعَلَ لَكُمُ ٱلسَّمْعَ وَٱلْأَبْصَـٰرَ وَٱلْأَفْـِٔدَةَ ۖ قَلِيلًا مَّا تَشْكُرُونَ 23. უთხარი: იგია, ვინც გაგაჩინათ თქვენ და მოგცათ სმენა, თვალები და გულნი. რა მცირეა, თქვენი მადლიერება! قُلْ هُوَ ٱلَّذِى ذَرَأَكُمْ فِى ٱلْأَرْضِ وَإِلَيْهِ تُحْشَرُونَ 24. უთხარი: იგია, ვინც გაგამრავლათ ქვეყანაზე და მის წინაშე იქნებით შეკრებილნი. وَيَقُولُونَ مَتَىٰ هَـٰذَا ٱلْوَعْدُ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 25. და ამბობენ: როდისაა ეს აღთქმა, თუკი მართალი ხართო?! قُلْ إِنَّمَا ٱلْعِلْمُ عِندَ ٱللَّهِ وَإِنَّمَآ أَنَا۠ نَذِيرٌ مُّبِينٌ 26. უთხარი: ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰის წიაღაა და მე ვარ მხოლოდ ცხადი შემგონებელი. فَلَمَّا رَأَوْهُ زُلْفَةً سِيٓـَٔتْ وُجُوهُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَقِيلَ هَـٰذَا ٱلَّذِى كُنتُم بِهِۦ تَدَّعُونَ 27. და როცა დაინახეს იგი ახლოს, დამწუხრდა მათი სახეები, ვინც იყვნენ ურწმუნონი და ითქვა: ეს არის სწორედ ის, რასაც უხმობდით. قُلْ أَرَءَيْتُمْ إِنْ أَهْلَكَنِىَ ٱللَّهُ وَمَن مَّعِىَ أَوْ رَحِمَنَا فَمَن يُجِيرُ ٱلْكَـٰفِرِينَ مِنْ عَذَابٍ أَلِيمٍ 28. უთხარი: გიფიქრიათ განა, თუ დამღუპავდა მე ალლაჰი და ამათ, ვინც არიან ჩემთან ერთად, ანდა შეგვიწყალებდა, მაშინ ვინღა დაიფარავს ურწმუნოებს მტანჯველი სასჯელისგან?! قُلْ هُوَ ٱلرَّحْمَـٰنُ ءَامَنَّا بِهِۦ وَعَلَيْهِ تَوَكَّلْنَا ۖ فَسَتَعْلَمُونَ مَنْ هُوَ فِى ضَلَـٰلٍ مُّبِينٍ 29. უთხარი, იგი მოწყალეა. ჩვენ ვირწმუნეთ იგი და მას მივენდეთ. ხოლო თქვენ მალე შეიტყობთ, ვინ არის ის, ვინც არის ცხად გზააბნევაში. قُلْ أَرَءَيْتُمْ إِنْ أَصْبَحَ مَآؤُكُمْ غَوْرًا فَمَن يَأْتِيكُم بِمَآءٍ مَّعِينٍۭ 30. უთხარი: განა გიფიქრიათ - თუ თქვენ წყალს შთანთქავს მიწა, ვინღა მოგიტანთ თქვენ წყალს წყაროსთვალისას?!