66.სურა თაჰრიმ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ ~ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّبِىُّ لِمَ تُحَرِّمُ مَآ أَحَلَّ ٱللَّهُ لَكَ ۖ تَبْتَغِى مَرْضَاتَ أَزْوَ‌ٰجِكَ ۚ وَٱللَّهُ غَفُورٌ رَّحِيمٌ 1. ჰეი, შუამავალო! რატომ იკრძალავ ცოლების კმაყოფილების სურვილით იმას, რაც ნება დართულ ჰყო შენთვის ალლაჰმა? ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია! قَدْ فَرَضَ ٱللَّهُ لَكُمْ تَحِلَّةَ أَيْمَـٰنِكُمْ ۚ وَٱللَّهُ مَوْلَىٰكُمْ ۖ وَهُوَ ٱلْعَلِيمُ ٱلْحَكِيمُ 2. უკვე დაგაკისრათ თქვენ ალლაჰმა გამოხსნა ფიცისა. ალლაჰია თქვენი მფარველი და იგი ყოვლისმცოდნე, ბრძენია. وَإِذْ أَسَرَّ ٱلنَّبِىُّ إِلَىٰ بَعْضِ أَزْوَ‌ٰجِهِۦ حَدِيثًا فَلَمَّا نَبَّأَتْ بِهِۦ وَأَظْهَرَهُ ٱللَّهُ عَلَيْهِ عَرَّفَ بَعْضَهُۥ وَأَعْرَضَ عَنۢ بَعْضٍ ۖ فَلَمَّا نَبَّأَهَا بِهِۦ قَالَتْ مَنْ أَنۢبَأَكَ هَـٰذَا ۖ قَالَ نَبَّأَنِىَ ٱلْعَلِيمُ ٱلْخَبِيرُ 3. აჰა, საიდუმლოდ უთხრა შუამავალმა თავის ერთ-ერთ ცოლს რაღაცა ამბავი; ქალმა კი აცნობა ეს(მეორე ცოლს). ხოლო ალლაჰმა ეს (შუამავალს) შეატყობინა. ამისაგან ზოგი რამე გააგებინა, ზოგისგან კი თავი შეიკავა. და როცა მან ქალს აცნობა ეს, ჰკითხა ქალმა: ვინ შეგატყობინა ესო? მიუგო: შემატყობინა მე ყოვლისმცოდნემ, ყოვლისშემტყობმა. إِن تَتُوبَآ إِلَى ٱللَّهِ فَقَدْ صَغَتْ قُلُوبُكُمَا ۖ وَإِن تَظَـٰهَرَا عَلَيْهِ فَإِنَّ ٱللَّهَ هُوَ مَوْلَىٰهُ وَجِبْرِيلُ وَصَـٰلِحُ ٱلْمُؤْمِنِينَ ۖ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةُ بَعْدَ ذَ‌ٰلِكَ ظَهِيرٌ 4. ორივემ მოინანიეთ(ორივე ცოლმა)ალლაჰის წინაშე, რამეთუ თქვენი გულები გადაიხარა, და თუ ერთმანეთს შეეწევით მის(შუამავლის) წინააღმდეგ... ჭეშმარიტად, იგია მეოხი მისი და ჯიბრა'ილი და ყოველი მართალი მორწმუნეთაგან და ანგელოზნიც. عَسَىٰ رَبُّهُۥٓ إِن طَلَّقَكُنَّ أَن يُبْدِلَهُۥٓ أَزْوَ‌ٰجًا خَيْرًا مِّنكُنَّ مُسْلِمَـٰتٍ مُّؤْمِنَـٰتٍ قَـٰنِتَـٰتٍ تَـٰٓئِبَـٰتٍ عَـٰبِدَ‌ٰتٍ سَـٰٓئِحَـٰتٍ ثَيِّبَـٰتٍ وَأَبْكَارًا 5. თუ იგი თქვენ გაგეყარათ, ეგების მისმა ღმერთმა, სანაცვლოდ მისცეს მას თქვენზე უკეთესი მეუღლეები, მორჩილნი(ალლაჰისა), ღვთისმოსავნი, მორწმუნენი, ღვთისმოშიშნი, მომნანიებელნი, თაყვანისმცემლები, მემარხულე - ქვრივნი თუ ქალწულნი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ قُوٓا۟ أَنفُسَكُمْ وَأَهْلِيكُمْ نَارًا وَقُودُهَا ٱلنَّاسُ وَٱلْحِجَارَةُ عَلَيْهَا مَلَـٰٓئِكَةٌ غِلَاظٌ شِدَادٌ لَّا يَعْصُونَ ٱللَّهَ مَآ أَمَرَهُمْ وَيَفْعَلُونَ مَا يُؤْمَرُونَ 6. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაიცავით თქვენი სულნი და თქვენი ოჯახი ცეცხლისაგან, რომლის საწვავია ადამიანები და ქვები, ზემოდან ანგელოზნი ძლიერნი და შეუბრალებელნი. არ ეურჩებიან ალლაჰს იმაში, რასაც იგი ურბძანებს, და აღასრულებენ, რაც ებრძანათ! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَا تَعْتَذِرُوا۟ ٱلْيَوْمَ ۖ إِنَّمَا تُجْزَوْنَ مَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 7. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ნუღარ ბოდიშობთ დღეს. მალე მხოლოდ ის მოგეზღვებათ, რასაც აკეთებდით! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ تُوبُوٓا۟ إِلَى ٱللَّهِ تَوْبَةً نَّصُوحًا عَسَىٰ رَبُّكُمْ أَن يُكَفِّرَ عَنكُمْ سَيِّـَٔاتِكُمْ وَيُدْخِلَكُمْ جَنَّـٰتٍ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ يَوْمَ لَا يُخْزِى ٱللَّهُ ٱلنَّبِىَّ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مَعَهُۥ ۖ نُورُهُمْ يَسْعَىٰ بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَبِأَيْمَـٰنِهِمْ يَقُولُونَ رَبَّنَآ أَتْمِمْ لَنَا نُورَنَا وَٱغْفِرْ لَنَآ ۖ إِنَّكَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌ 8. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, შესთხოვეთ ალლაჰს მიტევება გულწრფელი მიტევებით. ეგებ თქვენმა ღმერთმა დაფაროს თქვენი ცოდვები და შეგიყვანოთ სამოთხეებში, რომელთა წიაღ მიედინებიან მდინარენი. იმ დღეს, როცა ალლაჰი არ დაამცირებს შუამავლებსა და იმათ, ვინც ირწმუნეს მასთან ერთად. მათი სინათლე უწინამძღვრებს მათ წინიდან და მარჯვნიდან და იტყვიან: ღმერთო ჩვენო, სრულჰყავ ჩვენზე ჩვენი სინათლე და მოგვიტევე, რამეთუ შენ ყოვლისშემძლე ხარ. يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّبِىُّ جَـٰهِدِ ٱلْكُفَّارَ وَٱلْمُنَـٰفِقِينَ وَٱغْلُظْ عَلَيْهِمْ ۚ وَمَأْوَىٰهُمْ جَهَنَّمُ ۖ وَبِئْسَ ٱلْمَصِيرُ 9. ჰეი შუამავალო, შეებრძოლე ურწმუნოებს და თვალთმაქცებს და მკაცრად მოეპყარი მათ. მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია და რა ავია ეს სამკვიდრებელი! ضَرَبَ ٱللَّهُ مَثَلًا لِّلَّذِينَ كَفَرُوا۟ ٱمْرَأَتَ نُوحٍ وَٱمْرَأَتَ لُوطٍ ۖ كَانَتَا تَحْتَ عَبْدَيْنِ مِنْ عِبَادِنَا صَـٰلِحَيْنِ فَخَانَتَاهُمَا فَلَمْ يُغْنِيَا عَنْهُمَا مِنَ ٱللَّهِ شَيْـًٔا وَقِيلَ ٱدْخُلَا ٱلنَّارَ مَعَ ٱلدَّ‌ٰخِلِينَ 10. მოუტანა ალლაჰმა იგავად იმათ, ვინც იყვნენ ურწმუნონი, ნუჰის ცოლი და ცოლი ლუტისა, რომლებიც იყვნენ ჩვენს მონათაგან ორ მართალ მსახურზე შეუღლებულნი. და უღალატა ორივემ და ვერცერთს ვერაფერმა უშველა ალლაჰის წინაშე და ებრძანათ: შედით ცეცხლში, შემსვლელებთან ერთად. وَضَرَبَ ٱللَّهُ مَثَلًا لِّلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱمْرَأَتَ فِرْعَوْنَ إِذْ قَالَتْ رَبِّ ٱبْنِ لِى عِندَكَ بَيْتًا فِى ٱلْجَنَّةِ وَنَجِّنِى مِن فِرْعَوْنَ وَعَمَلِهِۦ وَنَجِّنِى مِنَ ٱلْقَوْمِ ٱلظَّـٰلِمِينَ 11. და მოუტანა ალლაჰმა იგავად იმათ, რომელთაც ირწმუნეს, ფარაონის ცოლი, აჰა თქვა(ქალმა): ღმერთო ჩემო, ამიგე შენს წიაღ სახლი - სამოთხეში და მიხსენი ფარაონისა და მისი საქმისაგან და მიხსენი უსამართლო ხალხისგანო. وَمَرْيَمَ ٱبْنَتَ عِمْرَ‌ٰنَ ٱلَّتِىٓ أَحْصَنَتْ فَرْجَهَا فَنَفَخْنَا فِيهِ مِن رُّوحِنَا وَصَدَّقَتْ بِكَلِمَـٰتِ رَبِّهَا وَكُتُبِهِۦ وَكَانَتْ مِنَ ٱلْقَـٰنِتِينَ 12. და მარიამი, იმრანის ასული, რომელმაც შეინახა პატიოსნება და შთავბერეთ ჩვენ მას ჩვენი სული და დაადასტურა მან თავისი ღმერთის სიტყვები და მისი წიგნები და იგი იყო მორჩილთაგანი.