64.~სურა თეღაბუნ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ ~ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა يُسَبِّحُ لِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۖ لَهُ ٱلْمُلْكُ وَلَهُ ٱلْحَمْدُ ۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌ 1. განადიდებს ალლაჰს, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, მისია მეუფება და მისია დიდება, და ჭეშმარიტად ის ყოვლისშემძლეა. هُوَ ٱلَّذِى خَلَقَكُمْ فَمِنكُمْ كَافِرٌ وَمِنكُم مُّؤْمِنٌ ۚ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ 2. იგია ის, ვინც გაგაჩინათ, და ზოგი თქვენგანი ურწმუნოა და ზოგიც მორწმუნეა. და ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებთ. خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ بِٱلْحَقِّ وَصَوَّرَكُمْ فَأَحْسَنَ صُوَرَكُمْ ۖ وَإِلَيْهِ ٱلْمَصِيرُ 3. გააჩინა ცანი და დედამიწა ჭეშმარიტებით და გამოგსახათ თქვენ; შემდეგ მოგანიჭათ საუკეთესო ფორმა და მასთანაა დაბრუნება. يَعْلَمُ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَيَعْلَمُ مَا تُسِرُّونَ وَمَا تُعْلِنُونَ ۚ وَٱللَّهُ عَلِيمٌۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ 4. მან იცის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, იცის, რასაც მალავთ და რასაც ამჟღავნებთ, და ალლაჰი გულისთქმათა მცოდნეა. أَلَمْ يَأْتِكُمْ نَبَؤُا۟ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِن قَبْلُ فَذَاقُوا۟ وَبَالَ أَمْرِهِمْ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ 5. განა არ მოგსვლია ამბავი იმათი, რომელთაც არ ირწმუნეს უწინ და იგემეს უბედურება თავიანთი საქმისა და სწორედ მათთვისაა მტანჯველი სასჯელი. ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّهُۥ كَانَت تَّأْتِيهِمْ رُسُلُهُم بِٱلْبَيِّنَـٰتِ فَقَالُوٓا۟ أَبَشَرٌ يَهْدُونَنَا فَكَفَرُوا۟ وَتَوَلَّوا۟ ۚ وَّٱسْتَغْنَى ٱللَّهُ ۚ وَٱللَّهُ غَنِىٌّ حَمِيدٌ 6. ეს იმის გამო, რომ მიჰქონდათ მათთან შუამავლებს ცხადი მტკიცებები, ისინი კი ამბობდნენ: განა ადამიანი დაგვადგენს ჭეშმარიტ გზაზეო? არ ირწმუნეს და უკან გაბრუნდნენ. ალლაჰი კი არაფერს საჭიროებს. და ალლაჰი მდიდარი, ყოვლადქებულია. زَعَمَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ أَن لَّن يُبْعَثُوا۟ ۚ قُلْ بَلَىٰ وَرَبِّى لَتُبْعَثُنَّ ثُمَّ لَتُنَبَّؤُنَّ بِمَا عَمِلْتُمْ ۚ وَذَ‌ٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ يَسِيرٌ 7. ამტკიცებენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ აღდგენილნი არ იქნებიან? უთხარი: დიახ! ვფიცავ ჩემს ღმერთს, უსათუოდ აღდგენილნი იქნებით და უსათუოდ გეცნობებათ ის, რაც გააკეთეთ, და ეს იოლია ალლაჰისათვის. فَـَٔامِنُوا۟ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ وَٱلنُّورِ ٱلَّذِىٓ أَنزَلْنَا ۚ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ 8. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი, მისი შუამავალი და სინათლე, რომელიც ზეგარმოვავლინეთ, და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ. يَوْمَ يَجْمَعُكُمْ لِيَوْمِ ٱلْجَمْعِ ۖ ذَ‌ٰلِكَ يَوْمُ ٱلتَّغَابُنِ ۗ وَمَن يُؤْمِنۢ بِٱللَّهِ وَيَعْمَلْ صَـٰلِحًا يُكَفِّرْ عَنْهُ سَيِّـَٔاتِهِۦ وَيُدْخِلْهُ جَنَّـٰتٍ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَآ أَبَدًا ۚ ذَ‌ٰلِكَ ٱلْفَوْزُ ٱلْعَظِيمُ 9. იმ დღეს, როცა შეგკრებთ თქვენი შეკრების დღისათვის. ეს არის დღე მოგებ-წაგებისა. და იმას, ვისაც სწამს ალლაჰი და აკეთებს სიკეთეს, დაუფარავას მას თავის სიავენს და შეიყვანს სამოთხეებში, რომელთაც წიაღ მიედინებიან მდინარენი. მარადიულად იქ დამკვიდრდებიან. აი, ეს არის დიადი მიღწევა! وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَكَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَآ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ خَـٰلِدِينَ فِيهَا ۖ وَبِئْسَ ٱلْمَصِيرُ 10. ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს და ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, სწორედ ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი, იქნებიან იქ მარადიულად და რა ავი დასასრულია. مَآ أَصَابَ مِن مُّصِيبَةٍ إِلَّا بِإِذْنِ ٱللَّهِ ۗ وَمَن يُؤْمِنۢ بِٱللَّهِ يَهْدِ قَلْبَهُۥ ۚ وَٱللَّهُ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌ 11. არ მოხდება მოსახდენი, თუ არა ალლაჰის ნებით, და იმას, რომელმაც ირწმუნა ალლაჰი, უწინამძღვრებს მის გულს, და ალლაჰი მცოდნეა ყოველივესი. وَأَطِيعُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُوا۟ ٱلرَّسُولَ ۚ فَإِن تَوَلَّيْتُمْ فَإِنَّمَا عَلَىٰ رَسُولِنَا ٱلْبَلَـٰغُ ٱلْمُبِينُ 12. დაემორჩილეთ ალლაჰსა და დაემორჩილეთ მის შუამავალს, ხოლო თუ ზურგს იქცევთ, ჩვენს შუამავალზეა მხოლოდ ცხადი შეტყობინება. ٱللَّهُ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۚ وَعَلَى ٱللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ ٱلْمُؤْمِنُونَ 13. ალლაჰი - არ არსებობს ღვთაება მის გარდა. და ალლაჰს სასოებდნენ მორწმუნენი! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِنَّ مِنْ أَزْوَ‌ٰجِكُمْ وَأَوْلَـٰدِكُمْ عَدُوًّا لَّكُمْ فَٱحْذَرُوهُمْ ۚ وَإِن تَعْفُوا۟ وَتَصْفَحُوا۟ وَتَغْفِرُوا۟ فَإِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ 14. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ჭეშმარიტად, თქვენს ცოლთა და შვილთა შორის არიან თქვენი მტრები. მაშ, უფრთხილდით მათ. და თუ შეუნდობთ, მიუტევებთ და აპატიებთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელი, მწყალობელია. إِنَّمَآ أَمْوَ‌ٰلُكُمْ وَأَوْلَـٰدُكُمْ فِتْنَةٌ ۚ وَٱللَّهُ عِندَهُۥٓ أَجْرٌ عَظِيمٌ 15. თქვენი ქონება და თქვენი შვილები გამოცდაა, რამეთუ ალლაჰთანაა დიადი საზღაური. فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ مَا ٱسْتَطَعْتُمْ وَٱسْمَعُوا۟ وَأَطِيعُوا۟ وَأَنفِقُوا۟ خَيْرًا لِّأَنفُسِكُمْ ۗ وَمَن يُوقَ شُحَّ نَفْسِهِۦ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْمُفْلِحُونَ 16. და გეშინოდეთ ალლაჰისა, რამდენადაც შეძლებთ, შეისმინეთ, დაემორჩილეთ და გაიღეთ სიკეთე თქვენი სულისათვის. და ვინც დაიოკებს თავისი სულის სიხარბეს, სწორედ ისინი არიან ნეტარნი. إِن تُقْرِضُوا۟ ٱللَّهَ قَرْضًا حَسَنًا يُضَـٰعِفْهُ لَكُمْ وَيَغْفِرْ لَكُمْ ۚ وَٱللَّهُ شَكُورٌ حَلِيمٌ 17. თუ ასესხებთ ალლაჰს კეთილ სესხს, ორმაგად დაგიბრუნებთ იგი და მოგიტევებთ. და ალლაჰი მადლობის შემსმენი, შემწყნარებელია. عَـٰلِمُ ٱلْغَيْبِ وَٱلشَّهَـٰدَةِ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 18. იგია მცოდნე დაფარულისა და გაცხადებულისა, ძლევამოილი, ბრძენი.