63. სურა მუნაფიყუნ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა إِذَا جَآءَكَ ٱلْمُنَـٰفِقُونَ قَالُوا۟ نَشْهَدُ إِنَّكَ لَرَسُولُ ٱللَّهِ ۗ وَٱللَّهُ يَعْلَمُ إِنَّكَ لَرَسُولُهُۥ وَٱللَّهُ يَشْهَدُ إِنَّ ٱلْمُنَـٰفِقِينَ لَكَـٰذِبُونَ 1. როცა მოვიდნენ შენთან თვალთმაქცები და თქვეს: ვამოწმებთ, რომ, ჭეშმარიტად, შენ ხარ ალლაჰის შუამავალიო. ალლაჰმა კი უწყის, რომ შენა ხარ მართლაც მისი შუამავალი და ალლაჰი ამოწმებს, რომ თვალთმაქცები მატყუარები არიან. ٱتَّخَذُوٓا۟ أَيْمَـٰنَهُمْ جُنَّةً فَصَدُّوا۟ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ ۚ إِنَّهُمْ سَآءَ مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 2. თავიანთი ფიცი ფარად დაიდგინეს და აცდუნეს ხალხი ალლაჰის გზას. ავია ის, რასაც აკეთებდნენ. ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّهُمْ ءَامَنُوا۟ ثُمَّ كَفَرُوا۟ فَطُبِعَ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ فَهُمْ لَا يَفْقَهُونَ 3. ეს იმის გამო, რომ ჯერ ირწმუნეს, მერე უარყვეს და დახშულ იქნა მათი გულები, ამიტომაც ისინი ვერ შეიმეცნებენ. ۞ وَإِذَا رَأَيْتَهُمْ تُعْجِبُكَ أَجْسَامُهُمْ ۖ وَإِن يَقُولُوا۟ تَسْمَعْ لِقَوْلِهِمْ ۖ كَأَنَّهُمْ خُشُبٌ مُّسَنَّدَةٌ ۖ يَحْسَبُونَ كُلَّ صَيْحَةٍ عَلَيْهِمْ ۚ هُمُ ٱلْعَدُوُّ فَٱحْذَرْهُمْ ۚ قَـٰتَلَهُمُ ٱللَّهُ ۖ أَنَّىٰ يُؤْفَكُونَ 4. და თუ დაინახავ იმათ, აღგაფრთოვანებს მათი გარეგნობა, და თუ ლაპარაკობენ, უსმენ მათ ლაპარაკს, თითქოს ისინი საყრდენი ბოძები იყვნენ, რომელთაც ჰგონიათ, რომ ყველა ჩქამი მათ წინააღმდეგაა. ისინი მტრები არიან და უფრთხილდი მათ! ალლაჰი განგმირავს მათ, რაოდენ არიან ცდუნებულნი. وَإِذَا قِيلَ لَهُمْ تَعَالَوْا۟ يَسْتَغْفِرْ لَكُمْ رَسُولُ ٱللَّهِ لَوَّوْا۟ رُءُوسَهُمْ وَرَأَيْتَهُمْ يَصُدُّونَ وَهُم مُّسْتَكْبِرُونَ 5. და თუ ებრძანებათ მათ: მოდით პატიებას სთხოვს თქვენთვის ალლაჰის შუამავალიო - თავებს მიაბრუნებენ და დაინახავ მათ - ზურგს იბრუნებენ და ისინი არიან ქედმაღალნი. سَوَآءٌ عَلَيْهِمْ أَسْتَغْفَرْتَ لَهُمْ أَمْ لَمْ تَسْتَغْفِرْ لَهُمْ لَن يَغْفِرَ ٱللَّهُ لَهُمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلْفَـٰسِقِينَ 6. სულერთია, პატიებას ითხოვ მათთვის თუ არ ითხოვ, მათ ალლაჰი არ აპატიებს. ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე ზნედაცემულ ხალხს. هُمُ ٱلَّذِينَ يَقُولُونَ لَا تُنفِقُوا۟ عَلَىٰ مَنْ عِندَ رَسُولِ ٱللَّهِ حَتَّىٰ يَنفَضُّوا۟ ۗ وَلِلَّهِ خَزَآئِنُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَلَـٰكِنَّ ٱلْمُنَـٰفِقِينَ لَا يَفْقَهُونَ 7. ესენი არიან სწორედ, რომელნიც ამბობენ - არ გაიღოთ იმათზე, ვინც ალლაჰის შუამავალთანაა, რათა დაიშალონ. მაშინ, როცა ალლაჰისაა საგანძური ცათა და ქვეყნისა, მაგრამ თვალთმაქცები ვერ იმეცნებენ. يَقُولُونَ لَئِن رَّجَعْنَآ إِلَى ٱلْمَدِينَةِ لَيُخْرِجَنَّ ٱلْأَعَزُّ مِنْهَا ٱلْأَذَلَّ ۚ وَلِلَّهِ ٱلْعِزَّةُ وَلِرَسُولِهِۦ وَلِلْمُؤْمِنِينَ وَلَـٰكِنَّ ٱلْمُنَـٰفِقِينَ لَا يَعْلَمُونَ 8. ამბობენ: თუკი დავბრუნდებით მედინაში, უთუოდ გამოგვაძევებენ იქიდან ძლიერები სუსტებსო. დიდება კი ალლაჰისაა, მისი შუამავლისა და მორწმუნეების, მაგრამ თვალთმაქცებმა არ იციან. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تُلْهِكُمْ أَمْوَ‌ٰلُكُمْ وَلَآ أَوْلَـٰدُكُمْ عَن ذِكْرِ ٱللَّهِ ۚ وَمَن يَفْعَلْ ذَ‌ٰلِكَ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْخَـٰسِرُونَ 9. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, არ მოგაცდინოთ თქვენმა ქონებამ და შვილებმა ალლაჰის ხსენებას. და ვინც ამას იზამს, სწორედ ისინი არიან წაგებულნი. وَأَنفِقُوا۟ مِن مَّا رَزَقْنَـٰكُم مِّن قَبْلِ أَن يَأْتِىَ أَحَدَكُمُ ٱلْمَوْتُ فَيَقُولَ رَبِّ لَوْلَآ أَخَّرْتَنِىٓ إِلَىٰٓ أَجَلٍ قَرِيبٍ فَأَصَّدَّقَ وَأَكُن مِّنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 10. გაიღეთ (ალლაჰის გზაზე მყოფთათვის) იმისაგან, რასაც ჩვენ სარჩოდ გიწყალობებთ, ვიდრე სიკვდილი მოგეწეოდეთ და იტყვის: ღმერთო ჩემო, რომ გადამივადო ახალ ვადამდე, მოწყალებას გავცემ და ვიქნები მართალთაგანიო. وَلَن يُؤَخِّرَ ٱللَّهُ نَفْسًا إِذَا جَآءَ أَجَلُهَا ۚ وَٱللَّهُ خَبِيرٌۢ بِمَا تَعْمَلُونَ 11. არ გადაუვადებს ალლაჰი არცერთ სულს, როცა მოვა მისი აღსასრული, და ალლაჰმა იცის ის, რასაც აკეთებთ.