61. სურა საფ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა سَبَّحَ لِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۖ وَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 1. განადიდებს ალლაჰს, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა და იგია ძლევამოსილი, ბრძენი. كَبُرَ مَقْتًا عِندَ ٱللَّهِ أَن تَقُولُوا۟ مَا لَا تَفْعَلُونَ 2. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რატომ ამბობთ იმას, რასაც არ აკეთებთ? كَبُرَ مَقْتًا عِندَ ٱللَّهِ أَن تَقُولُوا۟ مَا لَا تَفْعَلُونَ 3. დიდად საძულველია ალლაჰის წინაშე, რომ ამბობთ იმას, რასაც არ აკეთებთ. إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلَّذِينَ يُقَـٰتِلُونَ فِى سَبِيلِهِۦ صَفًّا كَأَنَّهُم بُنْيَـٰنٌ مَّرْصُوصٌ 4. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს ისინი, რომლებიც იბრძვიან მის გზაზე მწკრივად, მტკიცე ნაგებობის მსგავსი. وَإِذْ قَالَ مُوسَىٰ لِقَوْمِهِۦ يَـٰقَوْمِ لِمَ تُؤْذُونَنِى وَقَد تَّعْلَمُونَ أَنِّى رَسُولُ ٱللَّهِ إِلَيْكُمْ ۖ فَلَمَّا زَاغُوٓا۟ أَزَاغَ ٱللَّهُ قُلُوبَهُمْ ۚ وَٱللَّهُ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلْفَـٰسِقِينَ 5. და უთხრა მუსამ თავის ხალხს: ჰეი ჩემო ხალხო, ნუ მავიწროვებთ მე, როცა უკვე იცით, რომ ჭეშმარიტად, მე ალლაჰის შუამავალი ვარ თქვენთანო. და როცა გადაუხვიეს(ჭეშმარიტებას), ალლაჰმა გადაახვევინა მათ გულებს, რამეთუ ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე ზნედაცემულ(ფასიყ) ხალხს. وَإِذْ قَالَ عِيسَى ٱبْنُ مَرْيَمَ يَـٰبَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ إِنِّى رَسُولُ ٱللَّهِ إِلَيْكُم مُّصَدِّقًا لِّمَا بَيْنَ يَدَىَّ مِنَ ٱلتَّوْرَىٰةِ وَمُبَشِّرًۢا بِرَسُولٍ يَأْتِى مِنۢ بَعْدِى ٱسْمُهُۥٓ أَحْمَدُ ۖ فَلَمَّا جَآءَهُم بِٱلْبَيِّنَـٰتِ قَالُوا۟ هَـٰذَا سِحْرٌ مُّبِينٌ 6. და უთხრა 'ისამ მარიამის შვილმა: ჰეი ისრაელის შვილებო, ჭეშმარიტად, მე ვარ ალლაჰის შუამავალი თქვენთან, დასადასტურებლად იმისა, რაც ჩემს უწინაა თევრათში და მახარებლად შუამავლის, რომელიც მოვა ჩემს შემდგომ. მისი სახელია აჰმადი, და როცა მან მიუტანა მათ ცხადი მტკიცებანი, თქვეს: ეს ცხადი ჯადოქრობააო. وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ ٱفْتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ ٱلْكَذِبَ وَهُوَ يُدْعَىٰٓ إِلَى ٱلْإِسْلَـٰمِ ۚ وَٱللَّهُ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلظَّـٰلِمِينَ 7. და ვინ არის მასზე უსამართლო, ვინც შეთხზა ალლაჰზე სიცრუე, მაშინ, როცა იგი მიხმობილი იყო მორჩილებისაკენ (ისლამისკენ). ალლაჰი კი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს. يُرِيدُونَ لِيُطْفِـُٔوا۟ نُورَ ٱللَّهِ بِأَفْوَ‌ٰهِهِمْ وَٱللَّهُ مُتِمُّ نُورِهِۦ وَلَوْ كَرِهَ ٱلْكَـٰفِرُونَ 8. მათი სურთ თავიანთი პირებით ჩააქრონ ალლაჰის ნათელი, მაგრამ ალლაჰი განავრცობს თავის ნათელს, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს. هُوَ ٱلَّذِىٓ أَرْسَلَ رَسُولَهُۥ بِٱلْهُدَىٰ وَدِينِ ٱلْحَقِّ لِيُظْهِرَهُۥ عَلَى ٱلدِّينِ كُلِّهِۦ وَلَوْ كَرِهَ ٱلْمُشْرِكُونَ 9. იგია, რომელმაც წარმოგზავნა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა აღემაღლებინა იგი ყველა სარწმუნოებაზე, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ წარმართებს(მუშრიქებს). يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ هَلْ أَدُلُّكُمْ عَلَىٰ تِجَـٰرَةٍ تُنجِيكُم مِّنْ عَذَابٍ أَلِيمٍ 10. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, გინდათ მიგითითოთ ვაჭრობა, რომელიც დაგიხსნით მტანჯველი სასჯელისგან?! تُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ وَتُجَـٰهِدُونَ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ بِأَمْوَ‌ٰلِكُمْ وَأَنفُسِكُمْ ۚ ذَ‌ٰلِكُمْ خَيْرٌ لَّكُمْ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ 11. თუ ირწმუნებთ ალლაჰს და მის შუამავალს და იბრძოლებთ ალლაჰის გზაზე თქვენი ქონებითა და სულებით, ეს უკეთესია თქვენთვის, რომ იცოდეთ. يَغْفِرْ لَكُمْ ذُنُوبَكُمْ وَيُدْخِلْكُمْ جَنَّـٰتٍ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ وَمَسَـٰكِنَ طَيِّبَةً فِى جَنَّـٰتِ عَدْنٍ ۚ ذَ‌ٰلِكَ ٱلْفَوْزُ ٱلْعَظِيمُ 12. იგი მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს და შეგიყვანთ სამოთხეებში, რომელთა წიაღ მიედინებიან მდინარეები. და კარგი სამკვიდროებია ედემის ბაღებში. სწორედ ეს არის დიადი მიღწევა! وَأُخْرَىٰ تُحِبُّونَهَا ۖ نَصْرٌ مِّنَ ٱللَّهِ وَفَتْحٌ قَرِيبٌ ۗ وَبَشِّرِ ٱلْمُؤْمِنِينَ 13. და სხვაც, რაც გიყვართ - შეწევნა ალლაჰისაგან და ახლო გამარჯვება, და ახარე მორწმუნეებს. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ كُونُوٓا۟ أَنصَارَ ٱللَّهِ كَمَا قَالَ عِيسَى ٱبْنُ مَرْيَمَ لِلْحَوَارِيِّـۧنَ مَنْ أَنصَارِىٓ إِلَى ٱللَّهِ ۖ قَالَ ٱلْحَوَارِيُّونَ نَحْنُ أَنصَارُ ٱللَّهِ ۖ فَـَٔامَنَت طَّآئِفَةٌ مِّنۢ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ وَكَفَرَت طَّآئِفَةٌ ۖ فَأَيَّدْنَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ عَلَىٰ عَدُوِّهِمْ فَأَصْبَحُوا۟ ظَـٰهِرِينَ 14. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის სარწმუნოების შემწენი, როგორც უთხრა ‘ისამ, მარიამის შვილმა მოწაფეებს: ვინ არის ჩემი შემწე ალლაჰის გზაზე? მოწაფეებმა უთხრეს: „ჩვენ ვართ ალლაჰის სარწმუნოების შემწენი. მაშინ ირწმუნა ნაწილმა ისრაილის შვილთაგან და უარყო ნაწილმა. ამრიგად ჩვენ გავაძლიერეთ ისინი, რომელთაც ირწმუნეს თავიანთი მტრების წინააღმდეგ, და იმათმა სძლიეს მათ.