60. სურა მუმთეჰინე
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَتَّخِذُوا۟ عَدُوِّى وَعَدُوَّكُمْ أَوْلِيَآءَ تُلْقُونَ إِلَيْهِم بِٱلْمَوَدَّةِ وَقَدْ كَفَرُوا۟ بِمَا جَآءَكُم مِّنَ ٱلْحَقِّ يُخْرِجُونَ ٱلرَّسُولَ وَإِيَّاكُمْ ۙ أَن تُؤْمِنُوا۟ بِٱللَّهِ رَبِّكُمْ إِن كُنتُمْ خَرَجْتُمْ جِهَـٰدًا فِى سَبِيلِى وَٱبْتِغَآءَ مَرْضَاتِى ۚ تُسِرُّونَ إِلَيْهِم بِٱلْمَوَدَّةِ وَأَنَا۠ أَعْلَمُ بِمَآ أَخْفَيْتُمْ وَمَآ أَعْلَنتُمْ ۚ وَمَن يَفْعَلْهُ مِنكُمْ فَقَدْ ضَلَّ سَوَآءَ ٱلسَّبِيلِ 1. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ნუ აირჩევთ ჩემსა და თქვენს მტრებს მეგობრებად, რომელთაც ეგებებით სიყვარულით. მათ კი არ ირწმუნეს იმისა, რაც გებოძათ ჭეშმარიტებისაგან და გდევნიდნენ შუამავალსა და თქვენ იმისათვის, რომ ირწმუნეთ ალლაჰი, თქვენი ღმერთი. თუკი გამოხვალთ ჩემს გზაზე საბრძოლველად, ჩემი კმაყოფილების საძიებლად, მათდამი სიყვარულს კი საიდუმლოდ ინახავდით მაშინ, როცა მე ყველაზე უკეთ ვიცი ის, რასაც მალავდით და რასაც ამჟღავნებდით და, ვინც აკეთებს თქვენგან ამას, ის უკვე სცდუნდა სწორი გზიდან. إِن يَثْقَفُوكُمْ يَكُونُوا۟ لَكُمْ أَعْدَآءً وَيَبْسُطُوٓا۟ إِلَيْكُمْ أَيْدِيَهُمْ وَأَلْسِنَتَهُم بِٱلسُّوٓءِ وَوَدُّوا۟ لَوْ تَكْفُرُونَ 2. თუკი ხელთ გიგდებენ, იქნებიან თქვენი მტრები და გამოიშვერენ თქვენსკენ ხელებსა და ენებს სიავით. მათი წადილია, რომ არ ირწმუნოთ. لَن تَنفَعَكُمْ أَرْحَامُكُمْ وَلَآ أَوْلَـٰدُكُمْ ۚ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ يَفْصِلُ بَيْنَكُمْ ۚ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ 3. ვერაფერს გარგებთ თქვენი ნათესავები და ვერც თქვენი შვილები აღდგომის დღეს; გაჰყოფს იგი თქვენს შორის და ალლაჰი, რასაც აკეთებთ, ხედავს. قَدْ كَانَتْ لَكُمْ أُسْوَةٌ حَسَنَةٌ فِىٓ إِبْرَ‌ٰهِيمَ وَٱلَّذِينَ مَعَهُۥٓ إِذْ قَالُوا۟ لِقَوْمِهِمْ إِنَّا بُرَءَ‌ٰٓؤُا۟ مِنكُمْ وَمِمَّا تَعْبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ كَفَرْنَا بِكُمْ وَبَدَا بَيْنَنَا وَبَيْنَكُمُ ٱلْعَدَ‌ٰوَةُ وَٱلْبَغْضَآءُ أَبَدًا حَتَّىٰ تُؤْمِنُوا۟ بِٱللَّهِ وَحْدَهُۥٓ إِلَّا قَوْلَ إِبْرَ‌ٰهِيمَ لِأَبِيهِ لَأَسْتَغْفِرَنَّ لَكَ وَمَآ أَمْلِكُ لَكَ مِنَ ٱللَّهِ مِن شَىْءٍ ۖ رَّبَّنَا عَلَيْكَ تَوَكَّلْنَا وَإِلَيْكَ أَنَبْنَا وَإِلَيْكَ ٱلْمَصِيرُ 4. კარგი მაგალითი იყო თქვენთვის იბრაჰიმი და ისინი, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ. აკი, უთხრეს თავიანთ ხალხს: ჭეშმარიტად, ჩვენ შორს ვართ თქვენგან და იმისგან, რასაც ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად. ჩვენ უარგყავით თქვენ და გამოაშკარავდა ჩვენს შორის სიძულვილი და მტრობა სამუდამოდ, ვიდრე არ ირწმუნებთ ერთადერთ ალლაჰს. მხოლოდ იბრაჰიმის წარმოთქმული სიტყვა თავისი მამისადმი: შენთვის უთუოდ შევთხოვ მიტევებას, თუმცა არ ხელმეწიფება შენთვის ალლაჰის წინაშე არაფერი, ამის გარდა! ღმერთო ჩვენო, შენ გსასოებთ, შენსკენ მოვისწრაფით და შენთან დავბრუნდებით! رَبَّنَا لَا تَجْعَلْنَا فِتْنَةً لِّلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَٱغْفِرْ لَنَا رَبَّنَآ ۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 5. ღმერთო ჩვენო, ნუ დაგვადგენ გამოცდად იმათთვის, რომელთაც არ ირწმუნეს. და მოგვიტევე, ღმერთო ჩვენო. ჭეშმარიტად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი. لَقَدْ كَانَ لَكُمْ فِيهِمْ أُسْوَةٌ حَسَنَةٌ لِّمَن كَانَ يَرْجُوا۟ ٱللَّهَ وَٱلْيَوْمَ ٱلْـَٔاخِرَ ۚ وَمَن يَتَوَلَّ فَإِنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلْغَنِىُّ ٱلْحَمِيدُ 6. კარგი მაგალითი იყო თქვენთვის მათში, ვინც იმედოვნებს ალლაჰსა და უკანასკნდელ დღეს, ხოლო ვინც პირს იბრუნებს... ალლაჰი მდიდარი, ყოვლადქებულია. ۞ عَسَى ٱللَّهُ أَن يَجْعَلَ بَيْنَكُمْ وَبَيْنَ ٱلَّذِينَ عَادَيْتُم مِّنْهُم مَّوَدَّةً ۚ وَٱللَّهُ قَدِيرٌ ۚ وَٱللَّهُ غَفُورٌ رَّحِيمٌ 7. ეგებ ალლაჰმა დაადგინოს თქვენსა და მათ შორის, რომელთაც ემეტერებით, სიყვარული. და ალლაჰი ძლევამოსილია. ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. لَّا يَنْهَىٰكُمُ ٱللَّهُ عَنِ ٱلَّذِينَ لَمْ يُقَـٰتِلُوكُمْ فِى ٱلدِّينِ وَلَمْ يُخْرِجُوكُم مِّن دِيَـٰرِكُمْ أَن تَبَرُّوهُمْ وَتُقْسِطُوٓا۟ إِلَيْهِمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلْمُقْسِطِينَ 8. ალლაჰი არ გიკრძალავთ, რომ მათ, ვინც არ შეგბრძოლებიან რწმენისათვის და ვისაც არ გაუძევებიხარ თქვენი სახლებიდან, რომ სიკეთე უქმნათ და სამართლიანად მოექცეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს სამართლიანები. إِنَّمَا يَنْهَىٰكُمُ ٱللَّهُ عَنِ ٱلَّذِينَ قَـٰتَلُوكُمْ فِى ٱلدِّينِ وَأَخْرَجُوكُم مِّن دِيَـٰرِكُمْ وَظَـٰهَرُوا۟ عَلَىٰٓ إِخْرَاجِكُمْ أَن تَوَلَّوْهُمْ ۚ وَمَن يَتَوَلَّهُمْ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلظَّـٰلِمُونَ 9. არამედ გიკრძალავთ ალლაჰი იმათთან მეგობრობას, ვინც გებრძოდნენ თქვენ რწმენისათვის, გამოგაძევეს თქვენი სახლებიდან და მხარს უჭერდნენ თქვენს გეძევებას. ხოლო ვინც მათ დაუმეგობრდება, სწორედ ისინი არიან უსამართლონი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِذَا جَآءَكُمُ ٱلْمُؤْمِنَـٰتُ مُهَـٰجِرَ‌ٰتٍ فَٱمْتَحِنُوهُنَّ ۖ ٱللَّهُ أَعْلَمُ بِإِيمَـٰنِهِنَّ ۖ فَإِنْ عَلِمْتُمُوهُنَّ مُؤْمِنَـٰتٍ فَلَا تَرْجِعُوهُنَّ إِلَى ٱلْكُفَّارِ ۖ لَا هُنَّ حِلٌّ لَّهُمْ وَلَا هُمْ يَحِلُّونَ لَهُنَّ ۖ وَءَاتُوهُم مَّآ أَنفَقُوا۟ ۚ وَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ أَن تَنكِحُوهُنَّ إِذَآ ءَاتَيْتُمُوهُنَّ أُجُورَهُنَّ ۚ وَلَا تُمْسِكُوا۟ بِعِصَمِ ٱلْكَوَافِرِ وَسْـَٔلُوا۟ مَآ أَنفَقْتُمْ وَلْيَسْـَٔلُوا۟ مَآ أَنفَقُوا۟ ۚ ذَ‌ٰلِكُمْ حُكْمُ ٱللَّهِ ۖ يَحْكُمُ بَيْنَكُمْ ۚ وَٱللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ 10. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოვლენ თქვენთან მორწმუნე გადმოსახლებული ქალები, მაშინ გამოსცადეთ ისინი. ალლაჰი უკეთ უწყის მათ რწმენას. ხოლო თუ დარწმუნდით, რომ მორწმუნენი არიან, მაშინ არ მიუბრუნოთ ისინი ურწმუნოებს. არ არიან ისინი ნებადართული მათთვის და არც ისინი არიან ნებადართული მათთვის. მიეცით მათ ის, რაც მათ (ქმრებს) დაუხარჯავთ. და ცოდვად არ გექმნეთ, რომ ცოლად შეირთოთ ისინი, როცა მიაგებთ მათ თავიანთ ურვადთ. და არ მიიკრათ ურწმუნო ქალები ქორწინების შეკრულობით. და მოითხოვეთ, რაც დახარჯეთ და მოითხოვონ მათაც, რაც დახარჯეს. სწორედ, ესაა ალლაჰის მსჯავრი. განსჯის თქვენ შორის, რამეთუ ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია! وَإِن فَاتَكُمْ شَىْءٌ مِّنْ أَزْوَ‌ٰجِكُمْ إِلَى ٱلْكُفَّارِ فَعَاقَبْتُمْ فَـَٔاتُوا۟ ٱلَّذِينَ ذَهَبَتْ أَزْوَ‌ٰجُهُم مِّثْلَ مَآ أَنفَقُوا۟ ۚ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ٱلَّذِىٓ أَنتُم بِهِۦ مُؤْمِنُونَ 11. და თუ თქვენგანს ცოლი გაექცა ურწმუნოებთან, და თუ თქვენც ნადავლად გრგებიათ (ურწმუნოთა ქალები), რომელთა ცოლებიც წავიდნენ, მიეცით იმის მსგავსი, რაც მათზე დაუხარჯავთ, და გეშინოდეთ ალლაჰისა, რომელიც ირწმუნეთ. يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّبِىُّ إِذَا جَآءَكَ ٱلْمُؤْمِنَـٰتُ يُبَايِعْنَكَ عَلَىٰٓ أَن لَّا يُشْرِكْنَ بِٱللَّهِ شَيْـًٔا وَلَا يَسْرِقْنَ وَلَا يَزْنِينَ وَلَا يَقْتُلْنَ أَوْلَـٰدَهُنَّ وَلَا يَأْتِينَ بِبُهْتَـٰنٍ يَفْتَرِينَهُۥ بَيْنَ أَيْدِيهِنَّ وَأَرْجُلِهِنَّ وَلَا يَعْصِينَكَ فِى مَعْرُوفٍ ۙ فَبَايِعْهُنَّ وَٱسْتَغْفِرْ لَهُنَّ ٱللَّهَ ۖ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ 12. ჰეი, შუამავალო! თუ მოვლენ შენთან მორწმუნე ქალები, რომლებიც შემოგფიცავენ, რომ არავის ეთაყვანებიან, გარდა ალლაჰისა, არ მოიპარავენ, არ იმრუშებენ, არ მოკლავენ შვილებს, არ იტყვიან ტყუილს რომელიც თვითონ შეუთხზავთ თავიანთ ხელთა და ფეხთა შორის, არ იჭორავებენ და არ გეურჩებიან არანაირ კეთილ საქმეში, მიიღე მათი ფიცი და სთხოვე ალლაჰს მათთვის პატიება. ალლაჰი შემწყნარებელი, მწყალობელია. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَتَوَلَّوْا۟ قَوْمًا غَضِبَ ٱللَّهُ عَلَيْهِمْ قَدْ يَئِسُوا۟ مِنَ ٱلْـَٔاخِرَةِ كَمَا يَئِسَ ٱلْكُفَّارُ مِنْ أَصْحَـٰبِ ٱلْقُبُورِ 13. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ დაუმეგობრდებით იმ ხალხს, ალლაჰმა რომ რისხვა აწია. მათ უკვე დაეკარგათ საიქიოს იმედი, როგორც დაეკარგათ ურწმუნოებს საფლავთა ბინადართაგან.