57.სურა ჰადიდი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა سَبَّحَ لِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ وَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 1. ადიდებს ალლაჰს, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა და იგია ძლევამოსილი, ბრძენი. لَهُۥ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ يُحْىِۦ وَيُمِيتُ ۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌ 2. მისია მეუფება ცათა და ქვეყნისა, აცოცხლებს და აკვდინებს და იგი, ჭეშმარიტად, ყოვლისშემძლეა. هُوَ ٱلْأَوَّلُ وَٱلْـَٔاخِرُ وَٱلظَّـٰهِرُ وَٱلْبَاطِنُ ۖ وَهُوَ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌ 3. იგია პირველი და უკანასკნელი, გარსი და არსი (ზაჰირი და ბატნი). და იგი ჭეშმარიტად, ყოვლისმცოდნეა. هُوَ ٱلَّذِى خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ فِى سِتَّةِ أَيَّامٍ ثُمَّ ٱسْتَوَىٰ عَلَى ٱلْعَرْشِ ۚ يَعْلَمُ مَا يَلِجُ فِى ٱلْأَرْضِ وَمَا يَخْرُجُ مِنْهَا وَمَا يَنزِلُ مِنَ ٱلسَّمَآءِ وَمَا يَعْرُجُ فِيهَا ۖ وَهُوَ مَعَكُمْ أَيْنَ مَا كُنتُمْ ۚ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ 4. იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში, მერე ამაღლდა 'არშზე, იცის, რაც შედის მიწაში და რაც მისგან ამოდის, რაც გარდმოედინება ზეციდან და რაც მაღლდება მასში და იგი თქვენთანაა, სადაც უნდა იყოთ და ხედავს, რასაც აკეთებთ. لَّهُۥ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ وَإِلَى ٱللَّهِ تُرْجَعُ ٱلْأُمُورُ 5. მას ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა და სწორედ მის წიაღ დაბრუნდებიან საქმენი. يُولِجُ ٱلَّيْلَ فِى ٱلنَّهَارِ وَيُولِجُ ٱلنَّهَارَ فِى ٱلَّيْلِ ۚ وَهُوَ عَلِيمٌۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ 6. ზრდის დღეს ღამის ხარჯზე და ზრდის ღამეს დღის ხარჯზე. და იგი გულისთქმათა მცოდნეა. ءَامِنُوا۟ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ وَأَنفِقُوا۟ مِمَّا جَعَلَكُم مُّسْتَخْلَفِينَ فِيهِ ۖ فَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مِنكُمْ وَأَنفَقُوا۟ لَهُمْ أَجْرٌ كَبِيرٌ 7. ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალი და გაიღეთ იმისაგან, რაზედაც მან დაგადგინათ მემკვიდრეებად. ხოლო რომელთაც ირწმუნეს თქვენგან და გაიღეს, სწორედ მათთვისაა დიადი საზღაური. وَمَا لَكُمْ لَا تُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ ۙ وَٱلرَّسُولُ يَدْعُوكُمْ لِتُؤْمِنُوا۟ بِرَبِّكُمْ وَقَدْ أَخَذَ مِيثَـٰقَكُمْ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ 8. და რა გჭირთ, რომ არ ირწმუნეთ ალლაჰი მაშინ, როცა შუამავალი გიხმობთ, რომ ირწმუნოთ თქვენი ღმერთისა, და მან უკვე აიღო თქვენგან აღთქმა, თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი. هُوَ ٱلَّذِى يُنَزِّلُ عَلَىٰ عَبْدِهِۦٓ ءَايَـٰتٍۭ بَيِّنَـٰتٍ لِّيُخْرِجَكُم مِّنَ ٱلظُّلُمَـٰتِ إِلَى ٱلنُّورِ ۚ وَإِنَّ ٱللَّهَ بِكُمْ لَرَءُوفٌ رَّحِيمٌ 9. იგია, ვინც ზეგარდმოავლენს თავის მსახურზე ცხად აიათებს, რათა გამოგიყვანოთ სიბნელიდან სინათლეზე და, ჭეშმარტიად, ალლაჰი თქვენდამი შემწყნარებელი, მწყალობელია. وَمَا لَكُمْ أَلَّا تُنفِقُوا۟ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ وَلِلَّهِ مِيرَ‌ٰثُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ لَا يَسْتَوِى مِنكُم مَّنْ أَنفَقَ مِن قَبْلِ ٱلْفَتْحِ وَقَـٰتَلَ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ أَعْظَمُ دَرَجَةً مِّنَ ٱلَّذِينَ أَنفَقُوا۟ مِنۢ بَعْدُ وَقَـٰتَلُوا۟ ۚ وَكُلًّا وَعَدَ ٱللَّهُ ٱلْحُسْنَىٰ ۚ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ 10. და რა გჭირთ, განა მოწყალებას არ გაიღებთ ალლაჰის გზაზე, მაშინ, როცა ალლაჰს ეკუთვნის მემკვიდრეობა ცათა და ქვეყნისა? თანასწორნი არ არიან თქვენგან ისინი, ვინც გამარჯვებამდე გაიღო მოწყალება და იბრძოლა. ისინი უფრო დიდნი არიან საფეხურით, ვიდრე ისინი, რომელთაც მოწყალება გაიღეს შემდგომ და იბრძოლეს. თუმცა ალლაჰმა ყველას სიკეთე აღუთქვა, რამეთუ ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ! مَّن ذَا ٱلَّذِى يُقْرِضُ ٱللَّهَ قَرْضًا حَسَنًا فَيُضَـٰعِفَهُۥ لَهُۥ وَلَهُۥٓ أَجْرٌ كَرِيمٌ 11. ვინ არის იგი, ვინც ასესხებს ალლაჰს კეთილ სესხს?! მას იგი უხვად დაუბრუნებს და სწორედ მათთვისაა კურთხეული ჯილდო. يَوْمَ تَرَى ٱلْمُؤْمِنِينَ وَٱلْمُؤْمِنَـٰتِ يَسْعَىٰ نُورُهُم بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَبِأَيْمَـٰنِهِم بُشْرَىٰكُمُ ٱلْيَوْمَ جَنَّـٰتٌ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَا ۚ ذَ‌ٰلِكَ هُوَ ٱلْفَوْزُ ٱلْعَظِيمُ 12. იმ დღეს ნახავ მორწმუნე კაცებსა და მორწმუნე ქალებს როგორ წარუძღვება შუქი მათ წინა და მარჯვენა მხარით. სამახარობლო თქვენი დღეს არის სამოთხენი, რომელთა წიაღ მიედინებიან მდინარენი. მარადიულად იქნებით მასში. სწორედ ეს არის დიდებული მიღწევა. يَوْمَ يَقُولُ ٱلْمُنَـٰفِقُونَ وَٱلْمُنَـٰفِقَـٰتُ لِلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱنظُرُونَا نَقْتَبِسْ مِن نُّورِكُمْ قِيلَ ٱرْجِعُوا۟ وَرَآءَكُمْ فَٱلْتَمِسُوا۟ نُورًا فَضُرِبَ بَيْنَهُم بِسُورٍ لَّهُۥ بَابٌۢ بَاطِنُهُۥ فِيهِ ٱلرَّحْمَةُ وَظَـٰهِرُهُۥ مِن قِبَلِهِ ٱلْعَذَابُ 13. იმ დღეს ეტყვიან თვალთმაქცი კაცები და თვალთმაქცი ქალები მათ, რომელთაც ირწმუნეს: მოგვხედეთ, დაგესესხებით ცოტაოდენს თქვენი შუქიდანო. მათ ეტყვიან: გაბრუნდით უკან და ეძიეთ სინათლე. და აღიმართება მათ შორის კედელი, რომელსაც აქვს კარი. შიდა მხარეს არის წყალობა, ხოლო გარეთ კი ტანჯვა. يُنَادُونَهُمْ أَلَمْ نَكُن مَّعَكُمْ ۖ قَالُوا۟ بَلَىٰ وَلَـٰكِنَّكُمْ فَتَنتُمْ أَنفُسَكُمْ وَتَرَبَّصْتُمْ وَٱرْتَبْتُمْ وَغَرَّتْكُمُ ٱلْأَمَانِىُّ حَتَّىٰ جَآءَ أَمْرُ ٱللَّهِ وَغَرَّكُم بِٱللَّهِ ٱلْغَرُورُ 14. და დაუძახებენ მათ: განა არ ვიყავით თქვენთანო? ეტყვიან: დიახ! მაგრამ თქვენ აცდუნეთ თქვენი თავი, უცდიდით და ეჭვებში იყავით. და გაცდუნათ ოცნებებმა, ვიდრე მოვიდოდა ალლაჰის ბრძანება. და გაცდუნათ თქვენ ალლაჰის თაობაზე მაცდუნებელმა. فَٱلْيَوْمَ لَا يُؤْخَذُ مِنكُمْ فِدْيَةٌ وَلَا مِنَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ ۚ مَأْوَىٰكُمُ ٱلنَّارُ ۖ هِىَ مَوْلَىٰكُمْ ۖ وَبِئْسَ ٱلْمَصِيرُ 15. დღეს არ მიიღება თქვენგან გამოსასყიდი და არც იმათგან, რომელთაც არ ირწმუნეს. თქვენი თავშესაფარი ცეცხლია, იგია თქვენი ღმერთი და რა ავია ეს თავშესაფარი! ۞ أَلَمْ يَأْنِ لِلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ أَن تَخْشَعَ قُلُوبُهُمْ لِذِكْرِ ٱللَّهِ وَمَا نَزَلَ مِنَ ٱلْحَقِّ وَلَا يَكُونُوا۟ كَٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ مِن قَبْلُ فَطَالَ عَلَيْهِمُ ٱلْأَمَدُ فَقَسَتْ قُلُوبُهُمْ ۖ وَكَثِيرٌ مِّنْهُمْ فَـٰسِقُونَ 16. განა არ დადგა დრო იმათი, რომელთაც ირწმუნეს, რომ დამორჩილდნენ მათი გულები ალლაჰის ხსენებას და იმის მიმართ, რაც მან ჭეშმარიტებისაგან ზეგარდმოავლინა. რათა არ იყვნენ იმათი მსგავსი, რომელთაც ებოძათ წიგნი უწინ და გაუხანგრძლივდათ ჟამი, გასასტიკდნენ მათი გულები და მრავალი მათგანი ცოდვილია. ٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ يُحْىِ ٱلْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ قَدْ بَيَّنَّا لَكُمُ ٱلْـَٔايَـٰتِ لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ 17. იცოდეთ, ალლაჰი აცოცხლებს მიწას მისი სიკვდილის შემდგომ. უკვე განგიმარტათ მან აიათები, რათა ეგებ გონს მოუხმოთ. إِنَّ ٱلْمُصَّدِّقِينَ وَٱلْمُصَّدِّقَـٰتِ وَأَقْرَضُوا۟ ٱللَّهَ قَرْضًا حَسَنًا يُضَـٰعَفُ لَهُمْ وَلَهُمْ أَجْرٌ كَرِيمٌ 18. ჭეშმარიტად, მოწყალების გამცემ კაცებსა და მოწყალების გამცემ ქალებს და რომელთაც ასესხეს ალლაჰს კეთილი სესხი, იგი ორმაგად დაუბრუნებს მათ. და სწორედ მათთვისაა კურთხეული ჯილდო. وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ بِٱللَّهِ وَرُسُلِهِۦٓ أُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلصِّدِّيقُونَ ۖ وَٱلشُّهَدَآءُ عِندَ رَبِّهِمْ لَهُمْ أَجْرُهُمْ وَنُورُهُمْ ۖ وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَكَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَآ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلْجَحِيمِ 19. ხოლო ისინი, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავალნი, მართალნი და მოწამენი არიან თავიანთი ღმერთის წინაშე. მათთვისაა ჯილდო და შუქი. ისინი კი, რომელთაც არ ირწმუნეს და ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, სწორედ ისინი არიან ჯოჯოხეთის მკვიდრნი. ٱعْلَمُوٓا۟ أَنَّمَا ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَا لَعِبٌ وَلَهْوٌ وَزِينَةٌ وَتَفَاخُرٌۢ بَيْنَكُمْ وَتَكَاثُرٌ فِى ٱلْأَمْوَ‌ٰلِ وَٱلْأَوْلَـٰدِ ۖ كَمَثَلِ غَيْثٍ أَعْجَبَ ٱلْكُفَّارَ نَبَاتُهُۥ ثُمَّ يَهِيجُ فَتَرَىٰهُ مُصْفَرًّا ثُمَّ يَكُونُ حُطَـٰمًا ۖ وَفِى ٱلْـَٔاخِرَةِ عَذَابٌ شَدِيدٌ وَمَغْفِرَةٌ مِّنَ ٱللَّهِ وَرِضْوَ‌ٰنٌ ۚ وَمَا ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَآ إِلَّا مَتَـٰعُ ٱلْغُرُورِ 20. იცოდეთ, რომ ამქვეყნიური ცხოვრება თამაშია, გართობაა, სამშვენისი და მკრეხელობაა თქვენს შორის. და ასევე აუარებელი ქონებისა და შვილების ყოლა. ის წვიმას ჰგავს, გაახარა მთესველი თავისმა მცენარემ, მერე დაჭკნება, ამგვარად დაინახავ მას გაყვითლებულად. მერე გადაიქცევა ხმელ ნაყარ-ნუყარად. ხოლო საიქიოშია სასტიკი სასჯელი, პატიება და კმაყოფილება ალლაჰისგან. მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა აყოლა მაცდუნებელ სიტკბოებაზე. سَابِقُوٓا۟ إِلَىٰ مَغْفِرَةٍ مِّن رَّبِّكُمْ وَجَنَّةٍ عَرْضُهَا كَعَرْضِ ٱلسَّمَآءِ وَٱلْأَرْضِ أُعِدَّتْ لِلَّذِينَ ءَامَنُوا۟ بِٱللَّهِ وَرُسُلِهِۦ ۚ ذَ‌ٰلِكَ فَضْلُ ٱللَّهِ يُؤْتِيهِ مَن يَشَآءُ ۚ وَٱللَّهُ ذُو ٱلْفَضْلِ ٱلْعَظِيمِ 21. ისწრაფეთ თქვენი ღმერთის მიტევებისა და სამოთხისკენ, რომლის სივრცე ცათა და დედამიწის სივრცის ტოლია. იგი გამზადდა იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰისა და მისი შუამავლის. ეს არის მადლი ალლაჰისა. უბოძებს იმას, ვისაც ინებებს, რამეთუ ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია! مَآ أَصَابَ مِن مُّصِيبَةٍ فِى ٱلْأَرْضِ وَلَا فِىٓ أَنفُسِكُمْ إِلَّا فِى كِتَـٰبٍ مِّن قَبْلِ أَن نَّبْرَأَهَآ ۚ إِنَّ ذَ‌ٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ يَسِيرٌ 22. არ მომხდარა მოსახდენი დედამიწაზე და არც თქვენს სულებში, რომ არ ყოფილიყო წიგნში იმაზე უწინ, ვიდრე ჩვენ მას მოვახდენდით. ჭეშმარიტად, ეს იოლია ალლაჰისთვის. لِّكَيْلَا تَأْسَوْا۟ عَلَىٰ مَا فَاتَكُمْ وَلَا تَفْرَحُوا۟ بِمَآ ءَاتَىٰكُمْ ۗ وَٱللَّهُ لَا يُحِبُّ كُلَّ مُخْتَالٍ فَخُورٍ 23. რათა არ იდარდოთ იმაზე, რაც დაგემართათ, და არ იხაროთ იმით, რაც გებოძათ, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს თავმომწონე, ამაყები. ٱلَّذِينَ يَبْخَلُونَ وَيَأْمُرُونَ ٱلنَّاسَ بِٱلْبُخْلِ ۗ وَمَن يَتَوَلَّ فَإِنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلْغَنِىُّ ٱلْحَمِيدُ 24. რომლებიც ძუნწობენ და ხალხსაც ძუნწობისკენ მოუწოდებენ, და ვინც პირს იბრუნებს... ალლაჰი მდიდარია, ყოვლადქებულია. لَقَدْ أَرْسَلْنَا رُسُلَنَا بِٱلْبَيِّنَـٰتِ وَأَنزَلْنَا مَعَهُمُ ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْمِيزَانَ لِيَقُومَ ٱلنَّاسُ بِٱلْقِسْطِ ۖ وَأَنزَلْنَا ٱلْحَدِيدَ فِيهِ بَأْسٌ شَدِيدٌ وَمَنَـٰفِعُ لِلنَّاسِ وَلِيَعْلَمَ ٱللَّهُ مَن يَنصُرُهُۥ وَرُسُلَهُۥ بِٱلْغَيْبِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ قَوِىٌّ عَزِيزٌ 25. ჩვენ უკვე წარმოვგზავნეთ შუამავლები ჩვენი ცხადი მტკიცებებითა და ზეგარმოვავლინეთ მათთან ერთად წიგნი და სასწორი, რათა განსაჯოს ხალხმა სიმართლით. და ზეგარმოვავლინეთ რკინა, რომელშიაც არის სიმტკიცე და სარგებელნი ხალხისათვის, და რათა შეიტყოს ალლაჰმა, ვინ ეხმარება მას(ე.ი მის რელიგიას) და მის შუამავლებს ფარულად. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, ყოვლადძლიერია. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا نُوحًا وَإِبْرَ‌ٰهِيمَ وَجَعَلْنَا فِى ذُرِّيَّتِهِمَا ٱلنُّبُوَّةَ وَٱلْكِتَـٰبَ ۖ فَمِنْهُم مُّهْتَدٍ ۖ وَكَثِيرٌ مِّنْهُمْ فَـٰسِقُونَ 26. და ვფიცავ, ჩვენ წარმოვგზავნეთ ნუჰი და იბრაჰიმი და დავადგინეთ მათ შთამომავლობაში შუამავლობა და წიგნი. მათგანაა სწორ გზაზე მდგარნიც, ხოლო ბევრი მათგანი ურჩია. ثُمَّ قَفَّيْنَا عَلَىٰٓ ءَاثَـٰرِهِم بِرُسُلِنَا وَقَفَّيْنَا بِعِيسَى ٱبْنِ مَرْيَمَ وَءَاتَيْنَـٰهُ ٱلْإِنجِيلَ وَجَعَلْنَا فِى قُلُوبِ ٱلَّذِينَ ٱتَّبَعُوهُ رَأْفَةً وَرَحْمَةً وَرَهْبَانِيَّةً ٱبْتَدَعُوهَا مَا كَتَبْنَـٰهَا عَلَيْهِمْ إِلَّا ٱبْتِغَآءَ رِضْوَ‌ٰنِ ٱللَّهِ فَمَا رَعَوْهَا حَقَّ رِعَايَتِهَا ۖ فَـَٔاتَيْنَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مِنْهُمْ أَجْرَهُمْ ۖ وَكَثِيرٌ مِّنْهُمْ فَـٰسِقُونَ 27. მერე წარვაგზავნეთ მათ კვალდაკვალ შუამავლები და მივაყოლეთ 'ისა, მარიამის შვილი და ვუბოძეთ მას ინჯილი და ჩავთესეთ მათ გულებში სიბრალული და მოწყალება, რომლებიც გაჰყვნენაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად. მაგრამ არ დაიცვეს იგი ჭეშმარიტი დაცვით. ამგვარად ვუბოძეთ თავიანთი საზღაური იმათ, რომელთაც ირ მას. ხოლო რაც შეეხება ბერ-მონაზვნობას, არ დაგვიწერია იგი მათზე, რამეთუ მათ გამოიგონეს ალლწმუნეს. ხოლო უმეტესობა მათგან ურჩია. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَءَامِنُوا۟ بِرَسُولِهِۦ يُؤْتِكُمْ كِفْلَيْنِ مِن رَّحْمَتِهِۦ وَيَجْعَل لَّكُمْ نُورًا تَمْشُونَ بِهِۦ وَيَغْفِرْ لَكُمْ ۚ وَٱللَّهُ غَفُورٌ رَّحِيمٌ 28. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, გეშინოდეთ ალლაჰისა და ირწმუნეთ მისი შუამავლისა. მოგაგებთ იგი ორმაგ წილს თავისი წყალობისგან და დაგიდგენთ შუქს, რომელზედაც ივლით. და მოგიტევებთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. لِّئَلَّا يَعْلَمَ أَهْلُ ٱلْكِتَـٰبِ أَلَّا يَقْدِرُونَ عَلَىٰ شَىْءٍ مِّن فَضْلِ ٱللَّهِ ۙ وَأَنَّ ٱلْفَضْلَ بِيَدِ ٱللَّهِ يُؤْتِيهِ مَن يَشَآءُ ۚ وَٱللَّهُ ذُو ٱلْفَضْلِ ٱلْعَظِيمِ 29. რათა იცოდნენ წიგნის ხალხმა, რომ არაფერი შეუძლიათ ალლაჰის წყალობის წინაშე. წყალობა კი ჭეშმარიტად, ალლაჰის ხელთაა. მისცემს იგი იმას, ვისაც ინებებს. და ალლაჰი უდიდესი წყალობის მქონეა.