56.სურა ვაყიღათ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა إِذَا وَقَعَتِ ٱلْوَاقِعَةُ 1. როცა მოაწევს მოსაწევნელი. لَيْسَ لِوَقْعَتِهَا كَاذِبَةٌ 2. არავინ იქნება მოსაწევნელის ცრუდ შემრაცხავი. خَافِضَةٌ رَّافِعَةٌ 3. დამამცირებელი, ამმაღლებელი. إِذَا رُجَّتِ ٱلْأَرْضُ رَجًّا 4. როცა შეირყევა მიწა ძლიერი შერყევით. وَبُسَّتِ ٱلْجِبَالُ بَسًّا 5. და დაემხობა მთები პატარა ნამსხვრევებად, فَكَانَتْ هَبَآءً مُّنۢبَثًّا 6. და იქნებიან, ვითარცა მტვერი გაფანტული. وَكُنتُمْ أَزْوَ‌ٰجًا ثَلَـٰثَةً 7. და თქვენ იქნებით მაშინ სამი ჯგუფი. فَأَصْحَـٰبُ ٱلْمَيْمَنَةِ مَآ أَصْحَـٰبُ ٱلْمَيْمَنَةِ 8. მარჯვენა მხარის ხალხი. და ვინ არიან ეს მარჯვენა მხარის ხალხი?! وَأَصْحَـٰبُ ٱلْمَشْـَٔمَةِ مَآ أَصْحَـٰبُ ٱلْمَشْـَٔمَةِ 9. და მარცხენა მხარის ხალხი. და ვინ არიან ეს მარცხენა მხარის ხალხი?! وَٱلسَّـٰبِقُونَ ٱلسَّـٰبِقُونَ 10. და მეწინავენი. მეწინავენი - أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلْمُقَرَّبُونَ 11. სწორედ ესენი არიან დაახლოებულნი. فِى جَنَّـٰتِ ٱلنَّعِيمِ 12. ნეტარების ბაღებში, ثُلَّةٌ مِّنَ ٱلْأَوَّلِينَ 13. თემნი უპირველესნი وَقَلِيلٌ مِّنَ ٱلْـَٔاخِرِينَ 14. და ცოტაც – ბოლოთაგანი عَلَىٰ سُرُرٍ مَّوْضُونَةٍ 15. ძვირფასი თვლებით შემკულ ტახტრევნებზე. مُّتَّكِـِٔينَ عَلَيْهَا مُتَقَـٰبِلِينَ 16. მიწოლილნი ერთმანეთის პირისპირ. يَطُوفُ عَلَيْهِمْ وِلْدَ‌ٰنٌ مُّخَلَّدُونَ 17. გარს დაუვლიან მათ მარადიულნი ჭაბუკნი. بِأَكْوَابٍ وَأَبَارِيقَ وَكَأْسٍ مِّن مَّعِينٍ 18. თასებით, კოკებითა და ფიალებით სასმლისა, لَّا يُصَدَّعُونَ عَنْهَا وَلَا يُنزِفُونَ 19. რომლისგანაც თავი არ ასტკივდებათ და არც გონება აერევათ. وَفَـٰكِهَةٍ مِّمَّا يَتَخَيَّرُونَ 20. ხილით, რასაც კი ინებებენ وَلَحْمِ طَيْرٍ مِّمَّا يَشْتَهُونَ 21. და ხორცით ფრინველისა, რომელსაც ისურვებენ. وَحُورٌ عِينٌ 22. და შავთვალებანი, დიდთვალანი. كَأَمْثَـٰلِ ٱللُّؤْلُؤِ ٱلْمَكْنُونِ 23. ხელუხლებელნი მარგალიტის დარნი. جَزَآءًۢ بِمَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 24. საზღაურად იმისა, რასაც აკეთებდნენ. لَا يَسْمَعُونَ فِيهَا لَغْوًا وَلَا تَأْثِيمًا 25. არ მოისმენენ იქ ამაო სიტყვას და აღარ იქნება ცოდვის ჩადენა. إِلَّا قِيلًا سَلَـٰمًا سَلَـٰمًا 26. მხოლოდ ითქმება, მშვიდობა! მშვიდობა! وَأَصْحَـٰبُ ٱلْيَمِينِ مَآ أَصْحَـٰبُ ٱلْيَمِينِ 27. და მარჯვენა მხარის ხალხი, და ვინ არიან მარჯვენა ხალხის ხალხი?! فِى سِدْرٍ مَّخْضُودٍ 28. ისინი იქნებიან უეკლო სიდრათა შორის. وَطَلْحٍ مَّنضُودٍ 29 ნაყოფით დახუნძლულ ტალჰათა შორის. وَظِلٍّ مَّمْدُودٍ 30. გავრცობილ ჩრდილსა. وَمَآءٍ مَّسْكُوبٍ 31. და ამომჩქეფ წყლებში. وَفَـٰكِهَةٍ كَثِيرَةٍ 32. და უამრავ ხეხილში. لَّا مَقْطُوعَةٍ وَلَا مَمْنُوعَةٍ 33. ულევსა და აურკძალავში. وَفُرُشٍ مَّرْفُوعَةٍ 34. მაღალ სარეცლებზე. إِنَّآ أَنشَأْنَـٰهُنَّ إِنشَآءً 35. ჭეშმარიტად, ჩვენ გავაჩინეთ ეს(ქალები) ახალი გაჩენით. فَجَعَلْنَـٰهُنَّ أَبْكَارًا 36. და ვყავით ისინი ქალწულებად - عُرُبًا أَتْرَابًا 37. ქმართა მოყვარულნი, თანატოლნი. لِّأَصْحَـٰبِ ٱلْيَمِينِ 38. მარჯვენა მხარის ხალხისათვის. ثُلَّةٌ مِّنَ ٱلْأَوَّلِينَ 39. თემნი უწინდელთაგან, وَثُلَّةٌ مِّنَ ٱلْـَٔاخِرِينَ 40. და თემნი მერინდელთაგან. وَأَصْحَـٰبُ ٱلشِّمَالِ مَآ أَصْحَـٰبُ ٱلشِّمَالِ 41. და მარცხენა მხარის ხალხი. და ვინ არიან მარცხენა მხარის ხალხი?! فِى سَمُومٍ وَحَمِيمٍ 42. ისინი იქნებიან სამუმსა(ცეცხლი, რომელიც ტრუსავს) და მდუღარეში. وَظِلٍّ مِّن يَحْمُومٍ 43. და შავი ბოლის ჩრდილში. لَّا بَارِدٍ وَلَا كَرِيمٍ 44. არც გრილია, და არც სასიამოვნო. إِنَّهُمْ كَانُوا۟ قَبْلَ ذَ‌ٰلِكَ مُتْرَفِينَ 45. ისინი ამაზე უწინ იყვნენ ფუფუნებაში. وَكَانُوا۟ يُصِرُّونَ عَلَى ٱلْحِنثِ ٱلْعَظِيمِ 46. და ჯიუტად ხელი მიეყოთ დიდი ცოდვებისათვის. وَكَانُوا۟ يَقُولُونَ أَئِذَا مِتْنَا وَكُنَّا تُرَابًا وَعِظَـٰمًا أَءِنَّا لَمَبْعُوثُونَ 47. და ამბობდნენ: განა როცა მოვკვდებით და მიწად და ძვლებად ვიქცევით, ნუთუ ჩვენ ნამდვილად ვიქნებით აღდგენილნი, أَوَءَابَآؤُنَا ٱلْأَوَّلُونَ 48. და ჩვენი წინაპრებიო? قُلْ إِنَّ ٱلْأَوَّلِينَ وَٱلْـَٔاخِرِينَ 49. უთხარი: ჭეშმარიტად, პირველნიც და უკანასკნელნიც. لَمَجْمُوعُونَ إِلَىٰ مِيقَـٰتِ يَوْمٍ مَّعْلُومٍ 50. შეკრებილ იქნებიან განსაზღვრულ ადგილას ცნობილ დღეს, ثُمَّ إِنَّكُمْ أَيُّهَا ٱلضَّآلُّونَ ٱلْمُكَذِّبُونَ 51. მერე თქვენ, გზააბნეულნო, ცრუდ შემრაცხველნო! لَـَٔاكِلُونَ مِن شَجَرٍ مِّن زَقُّومٍ 52. შეჭამთ აზ-ზაყუმის ხისაგან, فَمَالِـُٔونَ مِنْهَا ٱلْبُطُونَ 53. ამოივსებთ მისით მუცლებს. فَشَـٰرِبُونَ عَلَيْهِ مِنَ ٱلْحَمِيمِ 54. და ზედაც მდუღარეს დააყოლებთ! فَشَـٰرِبُونَ شُرْبَ ٱلْهِيمِ 55. და დალევთ ისე, როგორც სვამენ დაურწყულებელი აქლემები. هَـٰذَا نُزُلُهُمْ يَوْمَ ٱلدِّينِ 56. ეს არის მათი თავშესაფარი განკითხვის დღეს. نَحْنُ خَلَقْنَـٰكُمْ فَلَوْلَا تُصَدِّقُونَ 57. ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ და ნეტავი გერწმუნათ! أَفَرَءَيْتُم مَّا تُمْنُونَ 58. განა გიფიქრიათ იმაზე, რასაც ანთხევთ? ءَأَنتُمْ تَخْلُقُونَهُۥٓ أَمْ نَحْنُ ٱلْخَـٰلِقُونَ 59. განა თქვენ აჩენთ მას, თუ ჩვენ ვართ გამჩენნი? نَحْنُ قَدَّرْنَا بَيْنَكُمُ ٱلْمَوْتَ وَمَا نَحْنُ بِمَسْبُوقِينَ 60. ჩვენ დავადგინეთ სიკვდილი თქვენს შორის და ჩვენ უძლურნი არა ვართ. عَلَىٰٓ أَن نُّبَدِّلَ أَمْثَـٰلَكُمْ وَنُنشِئَكُمْ فِى مَا لَا تَعْلَمُونَ 61. რათა შეგცვალოთ თქვენი მსგავსით და ხელახლა გაგაჩინოთ იმაში, რაც არ იცით! وَلَقَدْ عَلِمْتُمُ ٱلنَّشْأَةَ ٱلْأُولَىٰ فَلَوْلَا تَذَكَّرُونَ 62. თქვენ ხომ იცოდით პირველი გაჩენა და ნეტავი დაფიქრებულიყავით. أَفَرَءَيْتُم مَّا تَحْرُثُونَ 63. განა გიფიქრიათ იმაზე, რასაც თესავთ? ءَأَنتُمْ تَزْرَعُونَهُۥٓ أَمْ نَحْنُ ٱلزَّ‌ٰرِعُونَ 64. თქვენ აღმოაცენებთ მას თუ ჩვენ ვართ აღმომცენებელნი? لَوْ نَشَآءُ لَجَعَلْنَـٰهُ حُطَـٰمًا فَظَلْتُمْ تَفَكَّهُونَ 65. თუ ვინებებთ, ვაქცევთ მას ნაყარ-ნუყარად და დარჩებით გაოგნებულნი: إِنَّا لَمُغْرَمُونَ 66. ჩვენ ზარალი განვიცადეთ, بَلْ نَحْنُ مَحْرُومُونَ 67. დიახ, ჩვენ გავღატაკდითო. أَفَرَءَيْتُمُ ٱلْمَآءَ ٱلَّذِى تَشْرَبُونَ 68. განა გიფიქრიათ წყალზე, რომელსაც სვამთ? ءَأَنتُمْ أَنزَلْتُمُوهُ مِنَ ٱلْمُزْنِ أَمْ نَحْنُ ٱلْمُنزِلُونَ 69. განა თქვენ ზეგარდმოავლენთ მას ღრუბლებიდან თუ ჩვენ ვართ ზეგარდმომვლენნი? لَوْ نَشَآءُ جَعَلْنَـٰهُ أُجَاجًا فَلَوْلَا تَشْكُرُونَ 70. თუ ვინებებთ, ვაქცევდით მას მწარედ, და კვლავ არ იქნებით მადლიერნი? أَفَرَءَيْتُمُ ٱلنَّارَ ٱلَّتِى تُورُونَ 71. განა გიფიქრიათ ცეცხლზე, რომელსაც ანთებთ?! ءَأَنتُمْ أَنشَأْتُمْ شَجَرَتَهَآ أَمْ نَحْنُ ٱلْمُنشِـُٔونَ 72. განა თქვენ აღმოაცენეთ მისი ხე თუ ჩვენა ვართ აღმომცენებელნი? نَحْنُ جَعَلْنَـٰهَا تَذْكِرَةً وَمَتَـٰعًا لِّلْمُقْوِينَ 73. ჩვენ დავადგინეთ იგი შეხსენებად და სარგებლად მოგზაურთათვის. فَسَبِّحْ بِٱسْمِ رَبِّكَ ٱلْعَظِيمِ 74. და განადიდე შენი დიადი ღმერთის სახელი. ۞ فَلَآ أُقْسِمُ بِمَوَ‌ٰقِعِ ٱلنُّجُومِ 75. ვფიცავ ვარკვლავთა ადგილებს! وَإِنَّهُۥ لَقَسَمٌ لَّوْ تَعْلَمُونَ عَظِيمٌ 76. ჭეშმარიტად, ეს არის დიდი ფიცი. إِنَّهُۥ لَقُرْءَانٌ كَرِيمٌ 77. ჭეშმარიტად, იგი კურთხეული ყურანია. فِى كِتَـٰبٍ مَّكْنُونٍ 78. დაცულ წიგნში. لَّا يَمَسُّهُۥٓ إِلَّا ٱلْمُطَهَّرُونَ 79. ვერ მიეკარება მას, თუ არა განწმენდილნი. تَنزِيلٌ مِّن رَّبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 80. ზეგარმოვლენილია სამყაროთა ღმერთისგან. أَفَبِهَـٰذَا ٱلْحَدِيثِ أَنتُم مُّدْهِنُونَ 81. განა თქვენ ამ სიტყვის მიმართაც ხართ გულგრილნი? وَتَجْعَلُونَ رِزْقَكُمْ أَنَّكُمْ تُكَذِّبُونَ 82. და მოიხვეჭთ სარჩოს იმით, რომ ცრუდ შერაცხეთ? فَلَوْلَآ إِذَا بَلَغَتِ ٱلْحُلْقُومَ 83. და თუკი აჰა, იგი(სიკვდილი) ყელში მიებჯინება. وَأَنتُمْ حِينَئِذٍ تَنظُرُونَ 84. და თქვენ უყურებთ. وَنَحْنُ أَقْرَبُ إِلَيْهِ مِنكُمْ وَلَـٰكِن لَّا تُبْصِرُونَ 85. ჩვენ თქვენზე უფრო ახლოს ვართ მაშინ მასთან, თუმცა თქვენ ვერ ხედავთ. فَلَوْلَآ إِن كُنتُمْ غَيْرَ مَدِينِينَ 86. ნეტამც, თუ თქვენ არ იქნებოდით განსჯილნი. تَرْجِعُونَهَآ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 87. დააბრუნებდით მას, თქვენ რომ იყოთ მართალნი. فَأَمَّآ إِن كَانَ مِنَ ٱلْمُقَرَّبِينَ 88. ხოლო თუ იქნება დაახლოებულთაგანი. فَرَوْحٌ وَرَيْحَانٌ وَجَنَّتُ نَعِيمٍ 89. მაშინ სიმშვიდე მას, სარჩო და ნეტარების სამოთხენი. وَأَمَّآ إِن كَانَ مِنْ أَصْحَـٰبِ ٱلْيَمِينِ 90. და თუ იგი მემარჯვენე ხალხთაგანია. فَسَلَـٰمٌ لَّكَ مِنْ أَصْحَـٰبِ ٱلْيَمِينِ 91. მაშინ: მშვიდობა შენდა, მემარჯვენე ხალხთაგან! وَأَمَّآ إِن كَانَ مِنَ ٱلْمُكَذِّبِينَ ٱلضَّآلِّينَ 92. ხოლო თუ იქნა სირცუედ შემრაცხველთაგან. فَنُزُلٌ مِّنْ حَمِيمٍ 93. მაშინ საგზალი მდუღარისა وَتَصْلِيَةُ جَحِيمٍ 94. და დაწვა ჯოჯოხეთში. إِنَّ هَـٰذَا لَهُوَ حَقُّ ٱلْيَقِينِ 95. უეჭველად, ეს არის უეჭველი ჭეშმარიტება. فَسَبِّحْ بِٱسْمِ رَبِّكَ ٱلْعَظِيمِ 96. და განადიდე შენი დიადი ღმერთის სახელი.