55.სურა რაჰმან
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა ٱلرَّحْمَـٰنُ 1. მოწყალემ عَلَّمَ ٱلْقُرْءَانَ 2. ასწავლა ყურანი, خَلَقَ ٱلْإِنسَـٰنَ 3. გააჩინა ადამიანი, عَلَّمَهُ ٱلْبَيَانَ 4. ასწავლა მას მჭერმეტყველება. ٱلشَّمْسُ وَٱلْقَمَرُ بِحُسْبَانٍۢ 5. მზე და მთვარე - გათვლილი ანგარიშით (მოძრაობენ). وَٱلنَّجْمُ وَٱلشَّجَرُ يَسْجُدَانِ 6. და ვარსკვლავები და ხეები სუჯუდს ასრულებენ მისთვის. وَٱلسَّمَآءَ رَفَعَهَا وَوَضَعَ ٱلْمِيزَانَ 7. და ზეცა, რომელიც აღმართა და გამართა სასწორი. أَلَّا تَطْغَوْا۟ فِى ٱلْمِيزَانِ 8. რათა არ იცრუოთ სასწორში. وَأَقِيمُوا۟ ٱلْوَزْنَ بِٱلْقِسْطِ وَلَا تُخْسِرُوا۟ ٱلْمِيزَانَ 9. დააყენეთ წონა სამართლიანად და ნუ დააკლებთ წონაში وَٱلْأَرْضَ وَضَعَهَا لِلْأَنَامِ 10. და დედამიწა, რომელიც განაწესა სულდგმულთათვის. فِيهَا فَـٰكِهَةٌۭ وَٱلنَّخْلُ ذَاتُ ٱلْأَكْمَامِ 11. მასშია ხილი და ხურმა გაკვირტებული. وَٱلْحَبُّ ذُو ٱلْعَصْفِ وَٱلرَّيْحَانُ 12. მარცვლეული მწვანილოვანი და ბალახი სურნელოვანი. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 13. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? خَلَقَ ٱلْإِنسَـٰنَ مِن صَلْصَـٰلٍۢ كَٱلْفَخَّارِ 14. მან გააჩინა ადამიანი წკრიალა თიხისაგან, ვით თიხა გამომწვარი. وَخَلَقَ ٱلْجَآنَّ مِن مَّارِجٍۢ مِّن نَّارٍۢ 15. ხოლო ჯინები გააჩინა უკვამლო ცეცხლისაგან. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 16. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? رَبُّ ٱلْمَشْرِقَيْنِ وَرَبُّ ٱلْمَغْرِبَيْنِ 17. ღმერთია ორი აღმოსავლეთისა და ღმერთია ორი დასავლეთისა! فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 18. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? مَرَجَ ٱلْبَحْرَيْنِ يَلْتَقِيَانِ 19. მან გამიჯნა ორი ზღვა, ერთმანეთს რომ ხვდებოდა. بَيْنَهُمَا بَرْزَخٌۭ لَّا يَبْغِيَانِ 20. მათ შორის უხილავი მიჯნაა, რომელსაც ვერ გადალახავენ. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 21. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? يَخْرُجُ مِنْهُمَا ٱللُّؤْلُؤُ وَٱلْمَرْجَانُ 22. და გამოდის ამ ორი ზღვიდან მარგალიტი და მარჯანი. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 23. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? وَلَهُ ٱلْجَوَارِ ٱلْمُنشَـَٔاتُ فِى ٱلْبَحْرِ كَٱلْأَعْلَـٰمِ 24. მას ეკუთვნის ხომალდები ზღვაში, ზემოწამომართულნი, ვითარცა მთები. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 25. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? كُلُّ مَنْ عَلَيْهَا فَانٍۢ 26. ყოველი ქმნილება წარმავალია. وَيَبْقَىٰ وَجْهُ رَبِّكَ ذُو ٱلْجَلَـٰلِ وَٱلْإِكْرَامِ 27. და დარჩება სახე შენი ღმერთისა, ბრწყინვალისა, დიდებულისა. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 28. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? يَسْـَٔلُهُۥ مَن فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ كُلَّ يَوْمٍ هُوَ فِى شَأْنٍۢ 29. სთხოვს მას ყველა ვინც ცათა შინაა და ვინც ქვეყანასა ზედაა, და იგი ყოველ დღე საქმეშია. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 30. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? سَنَفْرُغُ لَكُمْ أَيُّهَ ٱلثَّقَلَانِ 31. მალე თქვენი დროც დადგება, დამძიმებულნო! فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 32. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? يَـٰمَعْشَرَ ٱلْجِنِّ وَٱلْإِ نسِ إِنِ ٱسْتَطَعْتُمْ أَن تَنفُذُوا۟ مِنْ أَقْطَارِ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ فَٱنفُذُوا۟ ۚ لَا تَنفُذُونَ إِلَّا بِسُلْطَـٰنٍۢ 33. ჰეი კრებულო ჯინთა და კაცთა! თუკი შეძლებთ გააღწიოთ ცათა და ქვეყნის საზღვრებს, გააღწიეთ! და ვერ გააღწევთ, თუ არა აშკარა ძალაუფლებით! فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 34. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? يُرْسَلُ عَلَيْكُمَا شُوَاظٌۭ مِّن نَّارٍۢ وَنُحَاسٌۭ فَلَا تَنتَصِرَانِ 35. წარმოიგზავნება თქვენზე უკვამლო ცეცხლის ალნი, და ერთმანეთს ვერ შეეწევით. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 36. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? فَإِذَا ٱنشَقَّتِ ٱلسَّمَآءُ فَكَانَتْ وَرْدَةًۭ كَٱلدِّهَانِ 37. და როცა გადაიპობა ზეცა, მაშინ წითელი ვარდის ფერს მიიღებს, როგორც მრუღარე ზეთი. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 38. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? فَيَوْمَئِذٍۢ لَّا يُسْـَٔلُ عَن ذَنۢبِهِۦٓ إِنسٌۭ وَلَا جَآنٌّۭ 39. იმ დღეს არ მოეკითხება ცოდვა არც ჯინებს და არც ადამიანებს. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 40. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? يُعْرَفُ ٱلْمُجْرِمُونَ بِسِيمَـٰهُمْ فَيُؤْخَذُ بِٱلنَّوَ‌ٰصِى وَٱلْأَقْدَامِ 41. შეიცნობიან ცოდვილები მათი გამომეტყველებით და შეპყრობილ იქნებიან ქოჩრებითა და ფეხებით. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 42. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? هَـٰذِهِۦ جَهَنَّمُ ٱلَّتِى يُكَذِّبُ بِهَا ٱلْمُجْرِمُونَ 43. ეს არის ჯოჯოხეთი, რომელთაც ცრუდ რაცხავდნენ ცოდვილები. يَطُوفُونَ بَيْنَهَا وَبَيْنَ حَمِيمٍ ءَانٍۢ 44. წრეზე ივლიან ისინი მასა და მდუღარე წყალს შორის. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 45. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? وَلِمَنْ خَافَ مَقَامَ رَبِّهِۦ جَنَّتَانِ 46. და იმას, ვისაც შეეშინდება თავისი ღმერთის სამსჯავროსი, - ორი სამოთხე. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 47. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? ذَوَاتَآ أَفْنَانٍۢ 48. ნაირ-ნაირი ხეხილიანი. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 49. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? فِيهِمَا عَيْنَانِ تَجْرِيَانِ 50. ამ ორივეში მიედინებიან ნაკადულნი. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 51. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? فِيهِمَا مِن كُلِّ فَـٰكِهَةٍۢ زَوْجَانِ 52. ამ ორშია ყოველგვარი ხეხილი, წყვილებად. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 53. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? مُتَّكِـِٔينَ عَلَىٰ فُرُشٍۭ بَطَآئِنُهَا مِنْ إِسْتَبْرَقٍۢ ۚ وَجَنَى ٱلْجَنَّتَيْنِ دَانٍۢ 54. მიწოლილნი საწოლებზე, რომლის ქვეშაგებიც იქნება აბრეშუმისა და ორივე ბაღში დაკრეფილი ხეხილი ახლოსაა. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 55. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? فِيهِنَّ قَـٰصِرَ‌ٰتُ ٱلطَّرْفِ لَمْ يَطْمِثْهُنَّ إِنسٌۭ قَبْلَهُمْ وَلَا جَآنٌّۭ 56. იქ იქნებიან მზერადახრილნი, რომელთაც უწინ არ შეხებიან არც კაცთაგანი და არც ჯინთაგანი. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 57. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? كَأَنَّهُنَّ ٱلْيَاقُوتُ وَٱلْمَرْجَانُ 58. თითქოს ისინი იყვნენ იაგუნდი და მარჯანი. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 59. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? هَلْ جَزَآءُ ٱلْإِحْسَـٰنِ إِلَّا ٱلْإِحْسَـٰنُ 60. განა შეიძლება სხვა რამ იყოს სიკეთის საზღაური, თუ არა სიკეთე? فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 61. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? وَمِن دُونِهِمَا جَنَّتَانِ 62. და ამ ორის გარდა კიდევ ორი ბაღია. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 63. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? مُدْهَآمَّتَانِ 64. მუქი მწვანე. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 65. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? فِيهِمَا عَيْنَانِ نَضَّاخَتَانِ 66. და ამ ორში მიედინება ორი წყალუხვი ნაკადული. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 67. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? فِيهِمَا فَـٰكِهَةٌۭ وَنَخْلٌۭ وَرُمَّانٌۭ 68. ამ ორშია ხილი, ხურმა და ბროწეული. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 69. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? فِيهِنَّ خَيْرَ‌ٰتٌ حِسَانٌۭ 70. იქ არიან ზნემაღალნი, მშვენიერნი. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 71. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? حُورٌۭ مَّقْصُورَ‌ٰتٌۭ فِى ٱلْخِيَامِ 72. შავთვალებიანი და კარვებში შეფარებულნი. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 73. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? لَمْ يَطْمِثْهُنَّ إِنسٌۭ قَبْلَهُمْ وَلَا جَآنٌّۭ 74. რომელთაც უწინ, არ მიჰკარებიან არც კაცთაგანი და არც ჯინთაგანი. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 75. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? مُتَّكِـِٔينَ عَلَىٰ رَفْرَفٍ خُضْرٍۢ وَعَبْقَرِىٍّ حِسَانٍۢ 76. მიწოლილნი მწვანე ბალიშებსა და მშვენიერ ნოხებზე. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ 77. და თქვენ რომელს უარყოფთ თქვენი ღმერთის მოწყალებათაგან? تَبَـٰرَكَ ٱسْمُ رَبِّكَ ذِى ٱلْجَلَـٰلِ وَٱلْإِكْرَامِ 78. კურთხეულია სახელი შენი ღმერთისა, ბრწყინვალისა, დიდებულისა.