54.სურა ყამარ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა ٱقْتَرَبَتِ ٱلسَّاعَةُ وَٱنشَقَّ ٱلْقَمَرُ 1. მოახლოვდა საათი და მთვარე ორად გაიყო. وَإِن يَرَوْا۟ ءَايَةً يُعْرِضُوا۟ وَيَقُولُوا۟ سِحْرٌ مُّسْتَمِرٌّ 2. და თუ ისინი იხილავენ სასწაულს, პირს იბრუნებენ და ამბობენ: ეს მუდმივი ჯადოქრობააო! وَكَذَّبُوا۟ وَٱتَّبَعُوٓا۟ أَهْوَآءَهُمْ ۚ وَكُلُّ أَمْرٍ مُّسْتَقِرٌّ 3. ცრუდ შერაცხეს და მიჰყვნენ თავიანთ ვნებებს. და ყოველი საქმე წინასწარ განსაზღვრულია. وَلَقَدْ جَآءَهُم مِّنَ ٱلْأَنۢبَآءِ مَا فِيهِ مُزْدَجَرٌ 4. და ვფიცავ, მათ უკვე მიუვიდათ ამბავნი, სადაც არის შეკავება, حِكْمَةٌۢ بَـٰلِغَةٌۭ ۖ فَمَا تُغْنِ ٱلنُّذُرُ 5. სიბრძე სრულყოფილი, მაგრამ ვერ არგოთ შეგონებებმა. فَتَوَلَّ عَنْهُمْ ۘ يَوْمَ يَدْعُ ٱلدَّاعِ إِلَىٰ شَىْءٍ نُّكُرٍ 6. ზურგი იქციე მათგან იმ დღეს, როცა მოუხმობთ მხმობელი არასასურველი რამისკენ. خُشَّعًا أَبْصَـٰرُهُمْ يَخْرُجُونَ مِنَ ٱلْأَجْدَاثِ كَأَنَّهُمْ جَرَادٌ مُّنتَشِرٌ 7. მზერადახრილნი გამოვლენ საფლავებიდან, თითქოს(მინდორს) შესეული კალიები იყვნენ. مُّهْطِعِينَ إِلَى ٱلدَّاعِ ۖ يَقُولُ ٱلْكَـٰفِرُونَ هَـٰذَا يَوْمٌ عَسِرٌ 8. სირბილით მივლენ მხმობელთან. იტყვიან ურწმუნონი: ეს ძნელი დღეაო. ۞ كَذَّبَتْ قَبْلَهُمْ قَوْمُ نُوحٍ فَكَذَّبُوا۟ عَبْدَنَا وَقَالُوا۟ مَجْنُونٌ وَٱزْدُجِرَ 9. ცრუდ შერაცხა მათზე უწინ ნუჰის ხალხმა. და ცრუდ შერაცხეს ჩვენი მსახური და თქვეს გიჟიაო და შევიწროებულ იქნა. فَدَعَا رَبَّهُۥٓ أَنِّى مَغْلُوبٌ فَٱنتَصِرْ 10. და მოუხმო თავის ღმერთს: მე ძლეული ვარ, და შემეწიეო. فَفَتَحْنَآ أَبْوَ‌ٰبَ ٱلسَّمَآءِ بِمَآءٍ مُّنْهَمِرٍ 11. და გავხსენით ცათა კარიბჭენი მოვარდნილი წყლით. وَفَجَّرْنَا ٱلْأَرْضَ عُيُونًا فَٱلْتَقَى ٱلْمَآءُ عَلَىٰٓ أَمْرٍ قَدْ قُدِرَ 12. და წამოვხეთქეთ დედამიწა ნაკადულებად, და შეიყარნენ წყლები, იმ ბრძანების თანახმად, წინასწარ რომ გადაწყდა. وَحَمَلْنَـٰهُ عَلَىٰ ذَاتِ أَلْوَ‌ٰحٍ وَدُسُرٍ 13. და გადავზიდეთ იგი დაფებითა და ლურსმნების მქონეთი(გემით) تَجْرِى بِأَعْيُنِنَا جَزَآءً لِّمَن كَانَ كُفِرَ 14. რომელიც მიცურავდა ჩვენს თვალწინ. საზღაურად იმისათვის, ვინც უარყოფილ-იქნა. وَلَقَد تَّرَكْنَـٰهَآ ءَايَةً فَهَلْ مِن مُّدَّكِرٍ 15. და დავტოვეთ (ხომალდი) იგი სასწაულად. და განა არის ვინმე ვინც შეიგონებს? فَكَيْفَ كَانَ عَذَابِى وَنُذُرِ 16. და როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი? وَلَقَدْ يَسَّرْنَا ٱلْقُرْءَانَ لِلذِّكْرِ فَهَلْ مِن مُّدَّكِرٍ 17. და ვფიცავ, გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. და განა არის ვინმე ვინც შეიგონებს? كَذَّبَتْ عَادٌ فَكَيْفَ كَانَ عَذَابِى وَنُذُرِ 18. ცრუდ შერაცხა 'ადის ხალხმა, და როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი?! إِنَّآ أَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ رِيحًا صَرْصَرًا فِى يَوْمِ نَحْسٍ مُّسْتَمِرٍّ 19. ჩვენ წარვაგზავნეთ მათზე სუსხიანი ქარი იმ ავბედით ხანგრძლივ დღეს. تَنزِعُ ٱلنَّاسَ كَأَنَّهُمْ أَعْجَازُ نَخْلٍ مُّنقَعِرٍ 20. რომელიც ისე გლეჯდა ადამიანებს, თითქოს მოთხრილი პალმის ხის ძირები ყოფილიყვნენ. فَكَيْفَ كَانَ عَذَابِى وَنُذُرِ 21. როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი?! وَلَقَدْ يَسَّرْنَا ٱلْقُرْءَانَ لِلذِّكْرِ فَهَلْ مِن مُّدَّكِرٍ 22. და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის, და განა არის ვინმე ვინც შეიგონებს? كَذَّبَتْ ثَمُودُ بِٱلنُّذُرِ 23. ცრუდ შერაცხეს სემუდეველებმა შეგონებანი. فَقَالُوٓا۟ أَبَشَرًا مِّنَّا وَ‌ٰحِدًا نَّتَّبِعُهُۥٓ إِنَّآ إِذًا لَّفِى ضَلَـٰلٍ وَسُعُرٍ 24. და თქვეს: განა ჩვენგან ერთ კაცს გავყვეთ? მაშინ, უეჭველად, ცხად გზააბნევასა და შეცდომაში ვიქნებითო. أَءُلْقِىَ ٱلذِّكْرُ عَلَيْهِ مِنۢ بَيْنِنَا بَلْ هُوَ كَذَّابٌ أَشِرٌ 25. განა ჩვენგან მხოლოდ მასზე ზეგარმოევლინა შეხსენება? არა, იგი მატყუარა ამპარტავანიაო, سَيَعْلَمُونَ غَدًا مَّنِ ٱلْكَذَّابُ ٱلْأَشِرُ 26. გაიგებენ ხვალ, თუ ვინ არის მატყუარა ამპარტავანი. إِنَّا مُرْسِلُوا۟ ٱلنَّاقَةِ فِتْنَةً لَّهُمْ فَٱرْتَقِبْهُمْ وَٱصْطَبِرْ 27. ჭეშმარიტად, ჩვენ წარმოვუგზავნით მათ დედალ აქლემს გამოსაცდელად. შენ კი თვალი ადევნე და მოითმინე. َنَبِّئْهُمْ أَنَّ ٱلْمَآءَ قِسْمَةٌۢ بَيْنَهُمْ ۖ كُلُّ شِرْبٍ مُّحْتَضَرٌ 28. და აცნობე მათ, რომ წყალი განაწილებულია მათ შორის და ყოველი დასალევი - დროით განსაზღვრული. فَنَادَوْا۟ صَاحِبَهُمْ فَتَعَاطَىٰ فَعَقَرَ 29. და უხმეს თავიანთ თანამოძმეს, მან კი იშიშვლა ხანჯალი და ფეხებიდან მოცელა (დედალი აქლემი). فَكَيْفَ كَانَ عَذَابِى وَنُذُرِ 30. და როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი?! إِنَّآ أَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ صَيْحَةً وَ‌ٰحِدَةً فَكَانُوا۟ كَهَشِيمِ ٱلْمُحْتَظِرِ 31. ჭეშმარიტად, ჩვენ წარვაგზავნეთ მათზე საშინელი ხმა და იქმნენ ისინი როგორც მოცელილი თივა. وَلَقَدْ يَسَّرْنَا ٱلْقُرْءَانَ لِلذِّكْرِ فَهَلْ مِن مُّدَّكِرٍ 32. და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. განა არის ვინმე ვინც შეიგონებს? كَذَّبَتْ قَوْمُ لُوطٍۭ بِٱلنُّذُرِ 33. ცრუდ შერაცხა ლუტის ხალხმა შეგონებანი. إِنَّآ أَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ حَاصِبًا إِلَّآ ءَالَ لُوطٍ ۖ نَّجَّيْنَـٰهُم بِسَحَرٍ 34. ჩვენ წარვაგზავნეთ მათზე ქარიშხალი, ლუტის ოჯახის გარდა, რომლებიც ვიხსენით განთიადისას. نِّعْمَةً مِّنْ عِندِنَا ۚ كَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى مَن شَكَرَ 35. წყალობად ჩვენი წიაღიდან. ამგვარად ვუზღავთ იმას, ვინც მადლიერია. وَلَقَدْ أَنذَرَهُم بَطْشَتَنَا فَتَمَارَوْا۟ بِٱلنُّذُرِ 36. და ვფიცავ, ისინი შეაგონა მკაცრი სასჯელის თაობაზე, ისინი კი დაეჭვდნენ ჩემს შეგონებებში. وَلَقَدْ رَ‌ٰوَدُوهُ عَن ضَيْفِهِۦ فَطَمَسْنَآ أَعْيُنَهُمْ فَذُوقُوا۟ عَذَابِى وَنُذُرِ 37. ისინი შეეცადნენ მისი სტუმრების შეურაცხყოფას. მაგრამ ჩვენ წავართვით მათ მხედველობა და იგემეთ ჩემი მუქარა და სასჯელი. وَلَقَدْ صَبَّحَهُم بُكْرَةً عَذَابٌ مُّسْتَقِرٌّ 38. და დაატყდა მათ დილაადრიან მუდმივი სასჯელი. فَذُوقُوا۟ عَذَابِى وَنُذُرِ 39. მაშ, იგემეთ სასჯელი და ჩემი შეგონებანი. وَلَقَدْ يَسَّرْنَا ٱلْقُرْءَانَ لِلذِّكْرِ فَهَلْ مِن مُّدَّكِرٍ 40. და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. განა არის ვინმე ვინც შეიგონებს? وَلَقَدْ جَآءَ ءَالَ فِرْعَوْنَ ٱلنُّذُرُ 41. და ვფიცავ, მივიდა ფარაონის სახლეულთან შეგონებანი. كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا كُلِّهَا فَأَخَذْنَـٰهُمْ أَخْذَ عَزِيزٍ مُّقْتَدِرٍ 42. მათ კი ცრუდ შერაცხეს ჩვენი სასწაულები ერთიანად, და ჩვენ შევიპყარით ისინი ძლიერისა და ძლევამოსილის შეპყრობით. أَكُفَّارُكُمْ خَيْرٌ مِّنْ أُو۟لَـٰٓئِكُمْ أَمْ لَكُم بَرَآءَةٌ فِى ٱلزُّبُرِ 43. განა თქვენგან ურწმუნონი უკეთესნი არიან იმათზე? თუ თქვენ უპირატესობა გაქვთ, თანახმად წმინდა წერილისა? أَمْ يَقُولُونَ نَحْنُ جَمِيعٌ مُّنتَصِرٌ 44. ან ამბობენ: ჩვენ ერთსულოვანნი ვართ და ერთმანეთს შევეწევითო?! سَيُهْزَمُ ٱلْجَمْعُ وَيُوَلُّونَ ٱلدُّبُرَ 45. დამარცხდება ეს ჯგუფი და უკუიქცევიან! بَلِ ٱلسَّاعَةُ مَوْعِدُهُمْ وَٱلسَّاعَةُ أَدْهَىٰ وَأَمَرُّ 46. დიახ, საათი არის მათი აღთქმული დრო და ეს საათი კი მრისხანე და შემაძრწუნებელია. إِنَّ ٱلْمُجْرِمِينَ فِى ضَلَـٰلٍ وَسُعُرٍ 47. უეჭველია, ცოდვილები გზააბნევასა და ცდომილებაში არიან. يَوْمَ يُسْحَبُونَ فِى ٱلنَّارِ عَلَىٰ وُجُوهِهِمْ ذُوقُوا۟ مَسَّ سَقَرَ 48. იმ დღეს, როცა დაწვენილ იქნებიან ცეცხლზე სახეებით: იგემეთ ჯოჯოხეთის შეხება. إِنَّا كُلَّ شَىْءٍ خَلَقْنَـٰهُ بِقَدَرٍ 49. ჭეშმარიტად, შევქმენით ყოველი თავისი ბედისწერით. وَمَآ أَمْرُنَآ إِلَّا وَ‌ٰحِدَةٌ كَلَمْحٍۭ بِٱلْبَصَرِ 50. და ჩვენი ბრძანება მხოლოდ ერთია, ისეთივე, როგორც თვალის დახამხამება وَلَقَدْ أَهْلَكْنَآ أَشْيَاعَكُمْ فَهَلْ مِن مُّدَّكِرٍ 51. და ვფიცავ, ჩვენ დავღუპეთ თქვენი მსგავსნი, და განა არის ვინმე ვინც შეიგონებს?! وَكُلُّ شَىْءٍ فَعَلُوهُ فِى ٱلزُّبُرِ 52. ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს, დაცულ წიგნშია. وَكُلُّ صَغِيرٍ وَكَبِيرٍ مُّسْتَطَرٌ 53. და ყოველი - მცირე თუ დიდი - აღნუსხულია. إِنَّ ٱلْمُتَّقِينَ فِى جَنَّـٰتٍ وَنَهَرٍ 54. ღვთისმოშიშნი ბაღებსა და მდინარეებში იქნებიან. فِى مَقْعَدِ صِدْقٍ عِندَ مَلِيكٍ مُّقْتَدِرٍۭ 55. ჭეშმარიტების სამყოფელში, ძლევამოსილ მბრძანებელთან.