53.სურა ნეჯმი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა وَٱلنَّجْمِ إِذَا هَوَىٰ 1. ვფიცავ ვარსკვლავს, როცა იგი ჩავა. مَا ضَلَّ صَاحِبُكُمْ وَمَا غَوَىٰ 2. არ ამცდარა გზას თქვენი ამხანაგი და არც წონასწორობიდან გამოსულა. وَمَا يَنطِقُ عَنِ ٱلْهَوَىٰٓ 3. და არ მეტყველებს იგი თავისი ნებით. إِنْ هُوَ إِلَّا وَحْىٌ يُوحَىٰ 4. რამეთუ ეს მხოლოდ შთაგონებაა, რაც ზეშთაეგონა. عَلَّمَهُۥ شَدِيدُ ٱلْقُوَىٰ 5. ასწავლა იგი მტკიცე ძალის მფლობელმა. ذُو مِرَّةٍ فَٱسْتَوَىٰ 6. ბრწყინვალემ. ამგვარად უშუალოდ გამოუჩნდა, وَهُوَ بِٱلْأُفُقِ ٱلْأَعْلَىٰ 7. იგი უმაღლეს ცისკიდურზე. ثُمَّ دَنَا فَتَدَلَّىٰ 8. შემდგომ მოახლოვდა და დაეშვა. فَكَانَ قَابَ قَوْسَيْنِ أَوْ أَدْنَىٰ 9. და იყო ორი მშვილდის მანძილზე, ან უფრო ახლოსაც. فَأَوْحَىٰٓ إِلَىٰ عَبْدِهِۦ مَآ أَوْحَىٰ 10. და ზეშთააგონა თავის მონას, რაც ზეშთააგონა. مَا كَذَبَ ٱلْفُؤَادُ مَا رَأَىٰٓ 11. და არ უარყვია გულს იგი, რაც იხილა. أَفَتُمَـٰرُونَهُۥ عَلَىٰ مَا يَرَىٰ 12. განა კამათს გაუბამთ მას იმაზე, რაც მან იხილა?! وَلَقَدْ رَءَاهُ نَزْلَةً أُخْرَىٰ 13. და ვფიცავ, იხილა მან იგი სხვა ჩამოსვლისასაც. عِندَ سِدْرَةِ ٱلْمُنتَهَىٰ 14. სიდრათ ალ-მუნთაჰას სიახლოვეს. عِندَهَا جَنَّةُ ٱلْمَأْوَىٰٓ 15. რომლის ახლოსაც არის სამოთხის თავშესაფარი. إِذْ يَغْشَى ٱلسِّدْرَةَ مَا يَغْشَىٰ 16. როცა ეფარებოდა სიდრა იმას, რასაც ეფარებოდა. مَا زَاغَ ٱلْبَصَرُ وَمَا طَغَىٰ 17. არ დაბინდულა მზერა და არ გაურჩებულა. لَقَدْ رَأَىٰ مِنْ ءَايَـٰتِ رَبِّهِ ٱلْكُبْرَىٰٓ 18. ვფიცავ, მან იხილა თავისი ღმერთის სასწაულთაგან უდიდესი. أَفَرَءَيْتُمُ ٱللَّـٰتَ وَٱلْعُزَّىٰ 19. განა გინახავთ თქვენ ალ-ლათი ან ალ-'უზზა? وَمَنَوٰةَ ٱلثَّالِثَةَ ٱلْأُخْرَىٰٓ 20. და სხვა, მესამე, მენათი? أَلَكُمُ ٱلذَّكَرُ وَلَهُ ٱلْأُنثَىٰ 21. განა თქვენთვისაა მამრი და მისთვის (ალლაჰისთვის) მდედრი? تِلْكَ إِذًا قِسْمَةٌ ضِيزَىٰٓ 22. მაშინ, ეს, უსამართლო განაწილებაა. إِنْ هِىَ إِلَّآ أَسْمَآءٌ سَمَّيْتُمُوهَآ أَنتُمْ وَءَابَآؤُكُم مَّآ أَنزَلَ ٱللَّهُ بِهَا مِن سُلْطَـٰنٍ ۚ إِن يَتَّبِعُونَ إِلَّا ٱلظَّنَّ وَمَا تَهْوَى ٱلْأَنفُسُ ۖ وَلَقَدْ جَآءَهُم مِّن رَّبِّهِمُ ٱلْهُدَىٰٓ 23. ისინი მხოლოდ სახელებია, თქვენ და თქვენმა წინაპრებმა რომ დაარქვით. და არ ზეგარმოუვლენია ალლაჰს მათზე რაიმე მტკიცება. რამეთუ მიჰყვებიან მხოლოდ ეჭვსა და იმას, რასაც ისურვენებენ სულები. მათ კი უკვე მოუვიდათ თავიანთი ღმერთისგან ჭეშმარიტება. أَمْ لِلْإِنسَـٰنِ مَا تَمَنَّىٰ 24. ან განა ეკუთვნის ადამიანს ის, რასაც მოისურვებს? فَلِلَّهِ ٱلْـَٔاخِرَةُ وَٱلْأُولَىٰ 25. ალლაჰს ეკუთვნის სააქაოც და საიქიოც. ۞ وَكَم مِّن مَّلَكٍ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ لَا تُغْنِى شَفَـٰعَتُهُمْ شَيْـًٔا إِلَّا مِنۢ بَعْدِ أَن يَأْذَنَ ٱللَّهُ لِمَن يَشَآءُ وَيَرْضَىٰٓ 26. და რამდენი ანგელოზია ცათა შინა, რომელთა შუამადგომლობაც ვერაფერში გამოდგა, ვიდრე არ იქნება ალლაჰის ნება, ვისთვისაც ინებებს და ვისგანაც კმაყოფილია. إِنَّ ٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِٱلْـَٔاخِرَةِ لَيُسَمُّونَ ٱلْمَلَـٰٓئِكَةَ تَسْمِيَةَ ٱلْأُنثَىٰ 27. ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს საიქიო, არქმევენ ანგელოზებს ქალთა სახელებს. وَمَا لَهُم بِهِۦ مِنْ عِلْمٍ ۖ إِن يَتَّبِعُونَ إِلَّا ٱلظَّنَّ ۖ وَإِنَّ ٱلظَّنَّ لَا يُغْنِى مِنَ ٱلْحَقِّ شَيْـًٔا 28. და არა აქვთ მათ ცოდნა ამისა, რამეთუ მიჰყვებიან მხოლოდ ვარაუდს და, ვარაუდი ჭეშმარიტებას ვერაფერს არგებს. فَأَعْرِضْ عَن مَّن تَوَلَّىٰ عَن ذِكْرِنَا وَلَمْ يُرِدْ إِلَّا ٱلْحَيَوٰةَ ٱلدُّنْيَا 29. განერიდე მათ, ვისაც ზურგი უქცევია ჩვენი შეხსენებისგან, და არაფერი სურს, გარდა მიწიერი ცხოვრებისა. ذَ‌ٰلِكَ مَبْلَغُهُم مِّنَ ٱلْعِلْمِ ۚ إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعْلَمُ بِمَن ضَلَّ عَن سَبِيلِهِۦ وَهُوَ أَعْلَمُ بِمَنِ ٱهْتَدَىٰ 30. ესაა საზღვარი მათი ცოდნისა. ჭეშმარიტად, შენმა ღმერთმა უკეთ იცის იგი, ვინც მის გზას ასცდენია, და მან ყველაზე უკეთ უწყის, ვინ მიდის სწორი გზით. وَلِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ لِيَجْزِىَ ٱلَّذِينَ أَسَـٰٓـُٔوا۟ بِمَا عَمِلُوا۟ وَيَجْزِىَ ٱلَّذِينَ أَحْسَنُوا۟ بِٱلْحُسْنَى 31. და ალლაჰს ეკუთვნის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, რათა უზღას მათ, ვინც სიავე ჩაიდინა იმით, რაც გააკეთეს, და უზღას იმათ, ვინც სიკეთეს აკეთებდა, უფრო კეთილი საქმით. ٱلَّذِينَ يَجْتَنِبُونَ كَبَـٰٓئِرَ ٱلْإِثْمِ وَٱلْفَوَ‌ٰحِشَ إِلَّا ٱللَّمَمَ ۚ إِنَّ رَبَّكَ وَ‌ٰسِعُ ٱلْمَغْفِرَةِ ۚ هُوَ أَعْلَمُ بِكُمْ إِذْ أَنشَأَكُم مِّنَ ٱلْأَرْضِ وَإِذْ أَنتُمْ أَجِنَّةٌ فِى بُطُونِ أُمَّهَـٰتِكُمْ ۖ فَلَا تُزَكُّوٓا۟ أَنفُسَكُمْ ۖ هُوَ أَعْلَمُ بِمَنِ ٱتَّقَىٰٓ 32. მათ, რომელნიც ემიჯნებოდნენ დიდ ცოდვებს და გარყვნილებას, გარდა მცირედი ცოდვებისა. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ყოვლად მიმტევებელია. იგი ყველაზე უკეთ გიცნობთ, აკი გაგაჩინათ მიწისაგან და როცა თქვენ იყავით ნაყოფნი დედათა მუცლებში. თავს განწმენდილად ნუ ჩათვლით, რამეთუ მან ყველაზე უკეთ იცის, ვინცაა ღვთისმოშიში. أَفَرَءَيْتَ ٱلَّذِى تَوَلَّىٰ 33. დაინახე ის, ვინც ზურგი იქცია? وَأَعْطَىٰ قَلِيلًا وَأَكْدَىٰٓ 34. გასცა მცირედი და იძუნწა, أَعِندَهُۥ عِلْمُ ٱلْغَيْبِ فَهُوَ يَرَىٰٓ 35. განა მას აქვს ცოდნა დაფარულისა და ხედავს?! أَمْ لَمْ يُنَبَّأْ بِمَا فِى صُحُفِ مُوسَىٰ 36. ან არ უცნობებიათ მისთვის იმის შესახებ, რაც იყო მუსას წერილებში? وَإِبْرَ‌ٰهِيمَ ٱلَّذِى وَفَّىٰٓ 37. და იბრაჰიმისა, რომელიც (აღთქმისადმი) ერთგული იყო. أَلَّا تَزِرُ وَازِرَةٌ وِزْرَ أُخْرَىٰ 38. ჭეშმარიტად, არ იტვირთავს მტვირთველი სხვათა ტვირთს. وَأَن لَّيْسَ لِلْإِنسَـٰنِ إِلَّا مَا سَعَىٰ 39. და რომ არაფერი მიეგება ადამიანს იმის გარდა, რასაც ირჯებოდა. وَأَنَّ سَعْيَهُۥ سَوْفَ يُرَىٰ 40. და რომ მისი გარჯა დანახულ იქნება. ثُمَّ يُجْزَىٰهُ ٱلْجَزَآءَ ٱلْأَوْفَىٰ 41. მერე მიეზღვება საზღაური სრულად. وَأَنَّ إِلَىٰ رَبِّكَ ٱلْمُنتَهَىٰ 42. და რომ შენს ღმერთთანაა აღსასრული. وَأَنَّهُۥ هُوَ أَضْحَكَ وَأَبْكَىٰ 43. და იგია, ვინც ატირებს და აცინებს. وَأَنَّهُۥ هُوَ أَمَاتَ وَأَحْيَا 44. და იგია, ვინც აკვდინებს და აცოცხლებს. وَأَنَّهُۥ خَلَقَ ٱلزَّوْجَيْنِ ٱلذَّكَرَ وَٱلْأُنثَىٰ 45. და მან შექმნა ორი წყვილი მამრად და მდედრად. مِن نُّطْفَةٍ إِذَا تُمْنَىٰ 46. წვეთისგან, როცა იგი დაინთხა. وَأَنَّ عَلَيْهِ ٱلنَّشْأَةَ ٱلْأُخْرَىٰ 47. და მას ეკუთვნის შემდეგი გაჩენა. وَأَنَّهُۥ هُوَ أَغْنَىٰ وَأَقْنَىٰ 48. და ჭეშმარიტად, იგი ამდიდრებს და უზრუნველყოფს. وَأَنَّهُۥ هُوَ رَبُّ ٱلشِّعْرَىٰ 49. და იგია ღმერთი სირიუსისა. وَأَنَّهُۥٓ أَهْلَكَ عَادًا ٱلْأُولَىٰ 50. და რომ იმან დაღუპა პირველი ადიელები. وَثَمُودَا۟ فَمَآ أَبْقَىٰ 51. და სემუდეველები, და არავინ დაუნდია. وَقَوْمَ نُوحٍ مِّن قَبْلُ ۖ إِنَّهُمْ كَانُوا۟ هُمْ أَظْلَمَ وَأَطْغَىٰ 52. და ხალხი ნუჰისა ამაზე უწინ. ჭეშმარიტად, ისინი იყვნენ ყველაზე უსამართლონი და ყველაზე ზღვარგადასულნი. وَٱلْمُؤْتَفِكَةَ أَهْوَىٰ 53. და დასაღუპი ქალაქები ამოძირკვა. فَغَشَّىٰهَا مَا غَشَّىٰ 54. და გადაეკვრათ მათ ის, რაც გადაეკვრათ. فَبِأَىِّ ءَالَآءِ رَبِّكَ تَتَمَارَىٰ 55. და შენი ღმერთის რომელ სიკეთეში დაეჭვებულხართ? هَـٰذَا نَذِيرٌ مِّنَ ٱلنُّذُرِ ٱلْأُولَىٰٓ 56. ეს არის შემგონებელი პირველ შემგონებელთაგან. أَزِفَتِ ٱلْـَٔازِفَةُ 57. მოახლოვდება მოსაახლოებელი. لَيْسَ لَهَا مِن دُونِ ٱللَّهِ كَاشِفَةٌ 58. და არავინა ჰყავს მას, ალლაჰის გარდა ამშორებელი. أَفَمِنْ هَـٰذَا ٱلْحَدِيثِ تَعْجَبُونَ 59. განა ეს სიტყვა გაიკვირვეთ? وَتَضْحَكُونَ وَلَا تَبْكُونَ 60. და იცინით და არ ტირით?! وَأَنتُمْ سَـٰمِدُونَ 61. და თქვენ უგულისხმონი ხართ. فَٱسْجُدُوا۟ لِلَّهِ وَٱعْبُدُوا۟ ۩ 62. სუჯუდი აღუსრულეთ ალლაჰს და ეთაყვანეთ.