52.სურა ტურ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა وَٱلطُّورِ 1. ვფიცავ, (სინას) მთას! وَكِتَـٰبٍ مَّسْطُورٍ 2. და წიგნს, სტრიქონ-სტრიქონ დაწერილს فِى رَقٍّ مَّنشُورٍ 3. გაშლილ გრაგნილზე. وَٱلْبَيْتِ ٱلْمَعْمُورِ 4. ვფიცავ, სახლს კეთილმოწყობილს! وَٱلسَّقْفِ ٱلْمَرْفُوعِ 5. და ჭერს, ამაღლებულს! وَٱلْبَحْرِ ٱلْمَسْجُورِ 6. და ზღვას აბობოქრებულს! إِنَّ عَذَابَ رَبِّكَ لَوَ‌ٰقِعٌ 7. ჭეშმარიტად, შენი ღმერთის სასჯელი დადგება. مَّا لَهُۥ مِن دَافِعٍ 8. მაშინ მას ვეღარავინ შეაკავებს. يَوْمَ تَمُورُ ٱلسَّمَآءُ مَوْرًا 9. იმ დღეს, როცა ცა შეირყვება დიდი შერყევით. وَتَسِيرُ ٱلْجِبَالُ سَيْرًا 10. და ამოძრავდებიან მთები მოძრაობით. فَوَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِّلْمُكَذِّبِينَ 11. ვაი, იმათ, ვინც ის დღე ცრუდ შერაცხა! ٱلَّذِينَ هُمْ فِى خَوْضٍ يَلْعَبُونَ 12. იმათ, რომელნიც ლაყბობით ერთობიან. يَوْمَ يُدَعُّونَ إِلَىٰ نَارِ جَهَنَّمَ دَعًّا 13. იმ დღეს წაათრევენ მათ და ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებიან მოსროლილნი. هَـٰذِهِ ٱلنَّارُ ٱلَّتِى كُنتُم بِهَا تُكَذِّبُونَ 14. ეს არის ცეცხლი, თქვენ რომ ცრუდ რაცხავდით! أَفَسِحْرٌ هَـٰذَآ أَمْ أَنتُمْ لَا تُبْصِرُونَ 15. განა ეს ჯადოქრობაა, თუ თვალთ ვეღარ ვიხედებით? ٱصْلَوْهَا فَٱصْبِرُوٓا۟ أَوْ لَا تَصْبِرُوا۟ سَوَآءٌ عَلَيْكُمْ ۖ إِنَّمَا تُجْزَوْنَ مَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 16. დაიწვით მასში. მოითმენთ თუ არ მოითმენთ სულერთია თქვენთვის. თქვენ ის მოგეზღოთ, რასაც აკეთებდით. إِنَّ ٱلْمُتَّقِينَ فِى جَنَّـٰتٍ وَنَعِيمٍ 17. ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშნი სამოთხის ბაღებში და ნეტარებაში იქნებიან. فَـٰكِهِينَ بِمَآ ءَاتَىٰهُمْ رَبُّهُمْ وَوَقَىٰهُمْ رَبُّهُمْ عَذَابَ ٱلْجَحِيمِ 18. დამტკბარნი იმით, რაც უბოძათ თავიანთმა ღმერთმა, და დაიცვა ისინი მათმა ღმერთმა ჯოჯოხეთის სასჯელისაგან. كُلُوا۟ وَٱشْرَبُوا۟ هَنِيٓـًٔۢا بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 19. ჭამეთ და სვით შერგებულად, ჯილდოდ იმისათვის, რასაც აკეთებდით. مُتَّكِـِٔينَ عَلَىٰ سُرُرٍ مَّصْفُوفَةٍ ۖ وَزَوَّجْنَـٰهُم بِحُورٍ عِينٍ 20. მიწოლილნი ჩამწკრივებულ სავარძლებზე, და დავაწყვილებთ მათ იქ შავთვალა, დიდთვალებებთან. وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَٱتَّبَعَتْهُمْ ذُرِّيَّتُهُم بِإِيمَـٰنٍ أَلْحَقْنَا بِهِمْ ذُرِّيَّتَهُمْ وَمَآ أَلَتْنَـٰهُم مِّنْ عَمَلِهِم مِّن شَىْءٍ ۚ كُلُّ ٱمْرِئٍۭ بِمَا كَسَبَ رَهِينٌ 21. და იმათ, რომელთაც ირწმუნეს, და გაჰყვნენ მათი შთამომავლები სარწმუნოებით, მივუერთებთ მათ შთამომავლობას და არაფერს დავუკარგავთ საქმეთაგან. ყოველი ადამიანია მძევალია იმისა, რაც მოიხვეჭა! وَأَمْدَدْنَـٰهُم بِفَـٰكِهَةٍ وَلَحْمٍ مِّمَّا يَشْتَهُونَ 22. და მივაწვდით ნაყოფებსა თუ ხორცს იმისას რასაც ისურვებენ. يَتَنَـٰزَعُونَ فِيهَا كَأْسًا لَّا لَغْوٌ فِيهَا وَلَا تَأْثِيمٌ 23. ერთმანეთს გაადაწოდებენ იქ ფიალებს. იქ არ იქნება არც ამაოსიტყვაობა და არც ცოდვის ჩადენა. ۞ وَيَطُوفُ عَلَيْهِمْ غِلْمَانٌ لَّهُمْ كَأَنَّهُمْ لُؤْلُؤٌ مَّكْنُونٌ 24. და თავს უტრიალებენ იქ ჭაბუკები, ხელუხლებელი მარგალიტის დარნი. وَأَقْبَلَ بَعْضُهُمْ عَلَىٰ بَعْضٍ يَتَسَآءَلُونَ 25. მიმართავენ ერთმანეთს კითხვით قَالُوٓا۟ إِنَّا كُنَّا قَبْلُ فِىٓ أَهْلِنَا مُشْفِقِينَ 26. და იტყვიან: ჩვენ ვიყავით უწინ ჩვენი ოჯახების გამო შეწუხებულნი. فَمَنَّ ٱللَّهُ عَلَيْنَا وَوَقَىٰنَا عَذَابَ ٱلسَّمُومِ 27. და ალლაჰმა წყალობა მოიღო ჩვენზე და დაგვიცვა ჯოჯოხეთის სასჯელისგან. إِنَّا كُنَّا مِن قَبْلُ نَدْعُوهُ ۖ إِنَّهُۥ هُوَ ٱلْبَرُّ ٱلرَّحِيمُ 28. ჭეშმარიტად, ჩვენ უწინ ვუხმობდით მათ, იგი სათნოა, მწყალობელი. فَذَكِّرْ فَمَآ أَنتَ بِنِعْمَتِ رَبِّكَ بِكَاهِنٍ وَلَا مَجْنُونٍ 29. და შეაგონე მათ; შენ შენი ღმერთის წყალობით არც მკითხავი ხარ და არც გიჟი. أَمْ يَقُولُونَ شَاعِرٌ نَّتَرَبَّصُ بِهِۦ رَيْبَ ٱلْمَنُونِ 30. ანდა ამბობენ: პოეტია! და დაველოდოთ მისი აღსასრულის დადგომასო. قُلْ تَرَبَّصُوا۟ فَإِنِّى مَعَكُم مِّنَ ٱلْمُتَرَبِّصِينَ 31. უთხარი: დაელოდეთ და მეც თქვენთან ერთად დაველოდები. أَمْ تَأْمُرُهُمْ أَحْلَـٰمُهُم بِهَـٰذَآ ۚ أَمْ هُمْ قَوْمٌ طَاغُونَ 32. ნუთუ გონება კარნახობს მათ ამას, თუ თავგასული ხალხი არიან? أَمْ يَقُولُونَ تَقَوَّلَهُۥ ۚ بَل لَّا يُؤْمِنُونَ 33. ანდა ამბობენ: მან გამოთქვა იგიო. დიახ, მათ არ სწამთ! فَلْيَأْتُوا۟ بِحَدِيثٍ مِّثْلِهِۦٓ إِن كَانُوا۟ صَـٰدِقِينَ 34. დაე მოიტანონ მისი მსგავსი სიტყვა მაინც, თუკი მართალნი არიან. أَمْ خُلِقُوا۟ مِنْ غَيْرِ شَىْءٍ أَمْ هُمُ ٱلْخَـٰلِقُونَ 35. განა ისინი არიან შექმნილნი არაფრისგან თუ თვითონ არიან შემოქმედნი? أَمْ خَلَقُوا۟ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ ۚ بَل لَّا يُوقِنُونَ 36. განა მათ შექმნეს ცანი და ქვეყანა? მათ არ სჯერათ. أَمْ عِندَهُمْ خَزَآئِنُ رَبِّكَ أَمْ هُمُ ٱلْمُصَۣيْطِرُونَ 37. ნუთუ მათთანაა შენი ღმერთის საუნჯენი? ან განა ისინი არიან ხელმწიფენი? أَمْ لَهُمْ سُلَّمٌ يَسْتَمِعُونَ فِيهِ ۖ فَلْيَأْتِ مُسْتَمِعُهُم بِسُلْطَـٰنٍ مُّبِينٍ 38. ან იქნებ მათ აქვთ კიბე, რომელზედაც(შემომდგარნი) უსმენენ? მაშ, მოიტანოს მათგან მსმენელმა ცხადი მტკიცებანი. أَمْ لَهُ ٱلْبَنَـٰتُ وَلَكُمُ ٱلْبَنُونَ 39. განა მას(ალლაჰს)ჰყავს ასულები და თქვენ გყავთ ძეები? أَمْ تَسْـَٔلُهُمْ أَجْرًا فَهُم مِّن مَّغْرَمٍ مُّثْقَلُونَ 40. განა შენ სთხოვ მათ საზღაურს; ისინი კი ვალით დამძიმებულან? أَمْ عِندَهُمُ ٱلْغَيْبُ فَهُمْ يَكْتُبُونَ 41. განა მათ წინაშეა დაფარული და ისინი იწერენ? أَمْ يُرِيدُونَ كَيْدًا ۖ فَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ هُمُ ٱلْمَكِيدُونَ 42. ნუთუ სურთ ზიანის მიყენება? მაგრამ რომელთაც არ ირწმუნეს, სწორედ ისინი აღმოჩნდებიან დაზარალებულნი. أَمْ لَهُمْ إِلَـٰهٌ غَيْرُ ٱللَّهِ ۚ سُبْحَـٰنَ ٱللَّهِ عَمَّا يُشْرِكُونَ 43. ნუთუ მათ ჰყავთ სხვა ღვთაება, ალლაჰის გარდა? დიდება მას! შორსაა იმისაგან, რასაც თანაზიარად უდგენენ! وَإِن يَرَوْا۟ كِسْفًا مِّنَ ٱلسَّمَآءِ سَاقِطًا يَقُولُوا۟ سَحَابٌ مَّرْكُومٌ 44. და თუ დაინახავენ ნატეხს ციდან დავარდნილს, იტყვიან: ღრუბელია თავშეყრილიო. فَذَرْهُمْ حَتَّىٰ يُلَـٰقُوا۟ يَوْمَهُمُ ٱلَّذِى فِيهِ يُصْعَقُونَ 45. და თავი დაანებე მათ, ვიდრე შეხვდებოდნენ თავიანთ იმ დღეს, რომელშიაც ჩაკვდებიან. يَوْمَ لَا يُغْنِى عَنْهُمْ كَيْدُهُمْ شَيْـًٔا وَلَا هُمْ يُنصَرُونَ 46. იმ დღეს, მათ, თავიანთი ხრიკები ვერას არგებთ და არც იქნებიან შეწევნულნი. وَإِنَّ لِلَّذِينَ ظَلَمُوا۟ عَذَابًا دُونَ ذَ‌ٰلِكَ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ 47. და იმათთვის, რომელნიც უსამართლოდ იქცეოდნენ, სხვა სასჯელიცაა ამის გარდა, უმეტესმა მათგანმა კი არ იცის. وَٱصْبِرْ لِحُكْمِ رَبِّكَ فَإِنَّكَ بِأَعْيُنِنَا ۖ وَسَبِّحْ بِحَمْدِ رَبِّكَ حِينَ تَقُومُ 48. და მოითმინე მსჯავრი შენი ღმერთისა, შენ ხარ ჩვენს თვალსწინ. და ქებით განადიდე შენი ღმერთი, როცა (ფეხზე) დგები! وَمِنَ ٱلَّيْلِ فَسَبِّحْهُ وَإِدْبَـٰرَ ٱلنُّجُومِ 49. და განადიდე იგი ღამის მონაკვეთში და ვარკვლავთა გამკრთალებისას.