4. სურა ნისა.
176 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ ٱتَّقُوا۟ رَبَّكُمُ ٱلَّذِى خَلَقَكُم مِّن نَّفْسٍۢ وَ‌ٰحِدَةٍۢ وَخَلَقَ مِنْهَا زَوْجَهَا وَبَثَّ مِنْهُمَا رِجَالًۭا كَثِيرًۭا وَنِسَآءًۭ ۚ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ٱلَّذِى تَسَآءَلُونَ بِهِۦ وَٱلْأَرْحَامَ ۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلَيْكُمْ رَقِيبًۭا 1. ჰეი, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან, და გააჩინა მისგან მისი მეწყვილე (მეუღლე), და მათ ორისგან გაამრავლა უამრავი კაცი და ქალი. გეშინოდეთ ალლაჰის, რომლის სახელითაც მიმართავთ ერთმანეთს, და გეშინოდეთ ნათესაური კავშირების გაწყვეტისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ზედამხედველია თქვენი! وَءَاتُوا۟ ٱلْيَتَـٰمَىٰٓ أَمْوَ‌ٰلَهُمْ ۖ وَلَا تَتَبَدَّلُوا۟ ٱلْخَبِيثَ بِٱلطَّيِّبِ ۖ وَلَا تَأْكُلُوٓا۟ أَمْوَ‌ٰلَهُمْ إِلَىٰٓ أَمْوَ‌ٰلِكُمْ ۚ إِنَّهُۥ كَانَ حُوبًۭا كَبِيرًۭا 2. მიეცით ობლებს მათი ქონება და ნუ გაცვლით ცუდს კარგში. და ნუ გალევთ მათ ქონებას თქვენს ქონებასთან ერთად. უეჭველად, ეს იქნება დიდი ცოდვა. وَإِنْ خِفْتُمْ أَلَّا تُقْسِطُوا۟ فِى ٱلْيَتَـٰمَىٰ فَٱنكِحُوا۟ مَا طَابَ لَكُم مِّنَ ٱلنِّسَآءِ مَثْنَىٰ وَثُلَـٰثَ وَرُبَـٰعَ ۖ فَإِنْ خِفْتُمْ أَلَّا تَعْدِلُوا۟ فَوَ‌ٰحِدَةً أَوْ مَا مَلَكَتْ أَيْمَـٰنُكُمْ ۚ ذَ‌ٰلِكَ أَدْنَىٰٓ أَلَّا تَعُولُوا۟ 3. ხოლო თუ შიშობთ, რომ სამართლიანი ვერ იქნებით ობოლთა მიმართ, მაშინ ცოლად მოიყვანეთ ის ქალები, რომლებიც მოგეწონებათ - ორი, სამი და ოთხი. მაგრამ თუ შიშობთ, რომ სამართლიანად (ყველასთან ერთნაირად) ვერ მოიქცევით, მაშინ (იქორწინეთ) ერთზე, ანდა იმაზე, ვინც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა. ეს უფრო ახლოა, რომ ზღვარს არ გადახვიდეთ. وَءَاتُوا۟ ٱلنِّسَآءَ صَدُقَـٰتِهِنَّ نِحْلَةًۭ ۚ فَإِن طِبْنَ لَكُمْ عَن شَىْءٍۢ مِّنْهُ نَفْسًۭا فَكُلُوهُ هَنِيٓـًۭٔا مَّرِيٓـًۭٔا 4. და კეთილშობილურად მიეცით ქალებს ურვადი. ხოლო თუ ისინი თავიანთი სურვილით დაგითმობენ იქიდან (ურვადიდან) რამეს, ჭამეთ ის გულმშვიდად, მოსვენებით. وَلَا تُؤْتُوا۟ ٱلسُّفَهَآءَ أَمْوَ‌ٰلَكُمُ ٱلَّتِى جَعَلَ ٱللَّهُ لَكُمْ قِيَـٰمًۭا وَٱرْزُقُوهُمْ فِيهَا وَٱكْسُوهُمْ وَقُولُوا۟ لَهُمْ قَوْلًۭا مَّعْرُوفًۭا 5. და ნუ მისცეთ თქვენს ქონებას უგუნურთ, რომელიც ალლაჰმა დაგიდგინათ სამეურვეოდ. დააპურეთ ისინი მისით, და უთხარით კეთილი სიტყვა. وَٱبْتَلُوا۟ ٱلْيَتَـٰمَىٰ حَتَّىٰٓ إِذَا بَلَغُوا۟ ٱلنِّكَاحَ فَإِنْ ءَانَسْتُم مِّنْهُمْ رُشْدًۭا فَٱدْفَعُوٓا۟ إِلَيْهِمْ أَمْوَ‌ٰلَهُمْ ۖ وَلَا تَأْكُلُوهَآ إِسْرَافًۭا وَبِدَارًا أَن يَكْبَرُوا۟ ۚ وَمَن كَانَ غَنِيًّۭا فَلْيَسْتَعْفِفْ ۖ وَمَن كَانَ فَقِيرًۭا فَلْيَأْكُلْ بِٱلْمَعْرُوفِ ۚ فَإِذَا دَفَعْتُمْ إِلَيْهِمْ أَمْوَ‌ٰلَهُمْ فَأَشْهِدُوا۟ عَلَيْهِمْ ۚ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ حَسِيبًۭا 6. და გამოსცადეთ ობლები, ვიდრე საქორწინო ასაკს მიაღწევენ, თუ გონებრივ ზრდასრულობას შეამჩნევთ მათში, დაუბრუნეთ მათი ქონება. და არ ხარჯოთ ის უზომოდ და აჩქარებით, სანამ დაიზრდებიან. და ვინც მდიდარია, თავი შეიკავოს, და ვინც ღარიბია, მოიხმაროს ზომიერად. მერე კი, როცა დაუბრუნებთ თავიანთ ქონებას, მოუყვანეთ მოწმეები. და საკმარისია ალლაჰი აღმნუსხველად. لِّلرِّجَالِ نَصِيبٌۭ مِّمَّا تَرَكَ ٱلْوَ‌ٰلِدَانِ وَٱلْأَقْرَبُونَ وَلِلنِّسَآءِ نَصِيبٌۭ مِّمَّا تَرَكَ ٱلْوَ‌ٰلِدَانِ وَٱلْأَقْرَبُونَ مِمَّا قَلَّ مِنْهُ أَوْ كَثُرَ ۚ نَصِيبًۭا مَّفْرُوضًۭا 7. კაცებს წილი იქიდან, რაც დატოვეს მშობლებმა და ნათესავებმა. და ქალებს წილი იქიდან, რაც დატოვეს მშობლებმა და ნათესავებმა. გინდ ცოტა, გინდ ბევრი - ექნეთ წილი დადგენილი. وَإِذَا حَضَرَ ٱلْقِسْمَةَ أُو۟لُوا۟ ٱلْقُرْبَىٰ وَٱلْيَتَـٰمَىٰ وَٱلْمَسَـٰكِينُ فَٱرْزُقُوهُم مِّنْهُ وَقُولُوا۟ لَهُمْ قَوْلًۭا مَّعْرُوفًۭا 8. და თუ ესწრებიან ქონების გაყოფისას ნათესავები, ობლები, უპოვრები, მათაც უწილადეთ იქიდან და უთხარით კეთილი სიტყვა. وَلْيَخْشَ ٱلَّذِينَ لَوْ تَرَكُوا۟ مِنْ خَلْفِهِمْ ذُرِّيَّةًۭ ضِعَـٰفًا خَافُوا۟ عَلَيْهِمْ فَلْيَتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَلْيَقُولُوا۟ قَوْلًۭا سَدِيدًا 9. ისინი, ვინც ტოვებს თავის შემდეგ სუსტ შთამომავლობას, ეშინოდენ ალლაჰის და თქვან მოზომილი სიტყვა. إِنَّ ٱلَّذِينَ يَأْكُلُونَ أَمْوَ‌ٰلَ ٱلْيَتَـٰمَىٰ ظُلْمًا إِنَّمَا يَأْكُلُونَ فِى بُطُونِهِمْ نَارًۭا ۖ وَسَيَصْلَوْنَ سَعِيرًۭا 10. უეჭველად, რომელნიც ობოლთა ქონებას ჭამენ უსამართლოდ, ცეცხლსა ჭამენ თავიანთ მუცლებში და დაიწვებიან აალებულ ცეცხლში(სა’ირ). يُوصِيكُمُ ٱللَّهُ فِىٓ أَوْلَـٰدِكُمْ ۖ لِلذَّكَرِ مِثْلُ حَظِّ ٱلْأُنثَيَيْنِ ۚ فَإِن كُنَّ نِسَآءًۭ فَوْقَ ٱثْنَتَيْنِ فَلَهُنَّ ثُلُثَا مَا تَرَكَ ۖ وَإِن كَانَتْ وَ‌ٰحِدَةًۭ فَلَهَا ٱلنِّصْفُ ۚ وَلِأَبَوَيْهِ لِكُلِّ وَ‌ٰحِدٍۢ مِّنْهُمَا ٱلسُّدُسُ مِمَّا تَرَكَ إِن كَانَ لَهُۥ وَلَدٌۭ ۚ فَإِن لَّمْ يَكُن لَّهُۥ وَلَدٌۭ وَوَرِثَهُۥٓ أَبَوَاهُ فَلِأُمِّهِ ٱلثُّلُثُ ۚ فَإِن كَانَ لَهُۥٓ إِخْوَةٌۭ فَلِأُمِّهِ ٱلسُّدُسُ ۚ مِنۢ بَعْدِ وَصِيَّةٍۢ يُوصِى بِهَآ أَوْ دَيْنٍ ۗ ءَابَآؤُكُمْ وَأَبْنَآؤُكُمْ لَا تَدْرُونَ أَيُّهُمْ أَقْرَبُ لَكُمْ نَفْعًۭا ۚ فَرِيضَةًۭ مِّنَ ٱللَّهِ ۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلِيمًا حَكِيمًۭا 11. გიწესებთ ალლაჰი თქვენი შვილებისთვის: ვაჟს წილი, ორი გოგოს წილის ტოლი. თუკი გოგო შვილები არიან ორზე მეტი, მაშინ მათ ორი მესამედი იმისა, რაც დაუტოვა; თუ მხოლოდ ერთია, მაშინ მემკვიდრეობის ნახევარი. (გარდაცვლილის) მშობლებს კი თითოეულს ერთი მეექვსედი იმისა, რაც დატოვა, თუ მას ჰყავს შვილი. და თუ შვილი არ ჰყავს და მისი მემკვიდრე მშობლები არიან, მაშინ დედას ქონების ერთი მესამედი. თუ ჰყავს ძმები, მაშინ დედას ერთი მეექვსედი, ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ. თქვენ არ იცით მათგან რომელნი უფრო სარგებლიანნი არიან თქვენთვის, თქვენი მშობლები თუ თქვენი შვილები, ეს ალლაჰისგანაა დადგენილი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია! وَلَكُمْ نِصْفُ مَا تَرَكَ أَزْوَ‌ٰجُكُمْ إِن لَّمْ يَكُن لَّهُنَّ وَلَدٌۭ ۚ فَإِن كَانَ لَهُنَّ وَلَدٌۭ فَلَكُمُ ٱلرُّبُعُ مِمَّا تَرَكْنَ ۚ مِنۢ بَعْدِ وَصِيَّةٍۢ يُوصِينَ بِهَآ أَوْ دَيْنٍۢ ۚ وَلَهُنَّ ٱلرُّبُعُ مِمَّا تَرَكْتُمْ إِن لَّمْ يَكُن لَّكُمْ وَلَدٌۭ ۚ فَإِن كَانَ لَكُمْ وَلَدٌۭ فَلَهُنَّ ٱلثُّمُنُ مِمَّا تَرَكْتُم ۚ مِّنۢ بَعْدِ وَصِيَّةٍۢ تُوصُونَ بِهَآ أَوْ دَيْنٍۢ ۗ وَإِن كَانَ رَجُلٌۭ يُورَثُ كَلَـٰلَةً أَوِ ٱمْرَأَةٌۭ وَلَهُۥٓ أَخٌ أَوْ أُخْتٌۭ فَلِكُلِّ وَ‌ٰحِدٍۢ مِّنْهُمَا ٱلسُّدُسُ ۚ فَإِن كَانُوٓا۟ أَكْثَرَ مِن ذَ‌ٰلِكَ فَهُمْ شُرَكَآءُ فِى ٱلثُّلُثِ ۚ مِنۢ بَعْدِ وَصِيَّةٍۢ يُوصَىٰ بِهَآ أَوْ دَيْنٍ غَيْرَ مُضَآرٍّۢ ۚ وَصِيَّةًۭ مِّنَ ٱللَّهِ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌ حَلِيمٌۭ 12. თქვენ ნახევარი იმისა, რაც დაგიტოვეს თქვენმა ცოლებმა, თუ მათ არ ჰყავთ შვილები. და თუ ჰყავთ შვილი, მაშინ თქვენ მემკვიდრეობის მეოთხედი ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ. და მათ (თქვენს ქვრივებს) მეოთხედი იმისა, რასაც თქვენ ტოვებთ, თუკი შვილი არ გყავთ; და თუ გყავთ შვილი, მაშინ მათ (თქვენს ქვრივებს) რაც დატოვეთ, იმის (მემკვიდრეობის) მერვედი ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ. და თუ კაცი ან ქალი ისე ტოვებს (ქონებას), რომ არ ჰყავს პირდაპირი მემკვიდრენი, და ჰყავს და ან ძმა, მაშინ თითოეულს მეექვსედი; და თუ ამაზე მეტნი არიან, მაშინ იყვნენ თანაზიარნი ერთ მესამედში ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ, ერთმანეთისთვის ზარალის მიუყენებლად. ეს სავალდებულოა ალლაჰისგან. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, სულგრძელია. تِلْكَ حُدُودُ ٱللَّهِ ۚ وَمَن يُطِعِ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ يُدْخِلْهُ جَنَّـٰتٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَا ۚ وَذَ‌ٰلِكَ ٱلْفَوْزُ ٱلْعَظِيمُ 13. ეს არის ალლაჰის საზღვრები. და ვინც ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, შეიყვანს იმას სამოთხეში, რომელთა ძირს მდინარეები მიედინება, იქნებიან იქ მარადიულად, და სწორედ ეს არის დიადი მიღწევა! وَمَن يَعْصِ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ وَيَتَعَدَّ حُدُودَهُۥ يُدْخِلْهُ نَارًا خَـٰلِدًۭا فِيهَا وَلَهُۥ عَذَابٌۭ مُّهِينٌۭ 14. ვინც ეურჩება ალლაჰს და მის შუამავალს, და გადავა მის საზღვრებს, შეიყვანს ცეცხლში, იქნება იქ მარადიულად და სწორედ მას - სასჯელი დამამცირებელი! وَٱلَّـٰتِى يَأْتِينَ ٱلْفَـٰحِشَةَ مِن نِّسَآئِكُمْ فَٱسْتَشْهِدُوا۟ عَلَيْهِنَّ أَرْبَعَةًۭ مِّنكُمْ ۖ فَإِن شَهِدُوا۟ فَأَمْسِكُوهُنَّ فِى ٱلْبُيُوتِ حَتَّىٰ يَتَوَفَّىٰهُنَّ ٱلْمَوْتُ أَوْ يَجْعَلَ ٱللَّهُ لَهُنَّ سَبِيلًۭا 15. და რომელთაც იმრუშონ თქვენი ქალებიდან, დაუმოწმოს (ეს საქმე) ოთხმა თქვენგანმა, და თუ დაუმოწმეს, ჩაკეტეთ ისინი სახლებში, ვიდრე სიკვდილი არ წაიყვანს მათ ანდა ალლაჰი სხვა გზას არ დაადგენს! وَٱلَّذَانِ يَأْتِيَـٰنِهَا مِنكُمْ فَـَٔاذُوهُمَا ۖ فَإِن تَابَا وَأَصْلَحَا فَأَعْرِضُوا۟ عَنْهُمَآ ۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ تَوَّابًۭا رَّحِيمًا

16. და თუ ორი თქვენგანი, ჩაიდენს(მრუშობას) მას, დასაჯეთ ის ორი. ხოლო თუკი მოინანიეს და გამოსწორდნენ თავი დაანებეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.

إِنَّمَا ٱلتَّوْبَةُ عَلَى ٱللَّهِ لِلَّذِينَ يَعْمَلُونَ ٱلسُّوٓءَ بِجَهَـٰلَةٍۢ ثُمَّ يَتُوبُونَ مِن قَرِيبٍۢ فَأُو۟لَـٰٓئِكَ يَتُوبُ ٱللَّهُ عَلَيْهِمْ ۗ وَكَانَ ٱللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًۭا

17. ალლაჰის წინაშე მიღებული მიტევება მხოლოდ იმათთვისაა, ვინც უმეცრებით უკეთურობას სჩადის, და მერე კი მაშინვე ინანიებს, და შეუნდობს მათ ალლაჰი. ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია!

وَلَيْسَتِ ٱلتَّوْبَةُ لِلَّذِينَ يَعْمَلُونَ ٱلسَّيِّـَٔاتِ حَتَّىٰٓ إِذَا حَضَرَ أَحَدَهُمُ ٱلْمَوْتُ قَالَ إِنِّى تُبْتُ ٱلْـَٔـٰنَ وَلَا ٱلَّذِينَ يَمُوتُونَ وَهُمْ كُفَّارٌ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ أَعْتَدْنَا لَهُمْ عَذَابًا أَلِيمًۭا 18. და არ არის შენდობა მათთვის, რომელნიც სჩადიან უკეთურობას, ვიდრე მათ სიკვდილი მოუწევდეს და იტყოდეს - ახლა ვინანიებ. და რომელნიც მოკვდებიან ურწმუნოდ, მათთვის გავამზადეთ მტანჯველი სასჯელი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا يَحِلُّ لَكُمْ أَن تَرِثُوا۟ ٱلنِّسَآءَ كَرْهًۭا ۖ وَلَا تَعْضُلُوهُنَّ لِتَذْهَبُوا۟ بِبَعْضِ مَآ ءَاتَيْتُمُوهُنَّ إِلَّآ أَن يَأْتِينَ بِفَـٰحِشَةٍۢ مُّبَيِّنَةٍۢ ۚ وَعَاشِرُوهُنَّ بِٱلْمَعْرُوفِ ۚ فَإِن كَرِهْتُمُوهُنَّ فَعَسَىٰٓ أَن تَكْرَهُوا۟ شَيْـًۭٔا وَيَجْعَلَ ٱللَّهُ فِيهِ خَيْرًۭا كَثِيرًۭا 19. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ. ნებადართული არაა თქვენთვის, უანდერძოთ ცოლებს (მათთვის) საძულველი, და ნუ აიძულებთ, რომ დაგიბრუნონ ზოგი რამ, რაც ადრე მათთვის გიჩუქებიათ. გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ისინი აშკარა მრუშობას დაიწყებენ. მოეპყარით მათ სიკეთით, თუკი მოიძულებთ, მაშინ რამდენჯერ ყოფილა, როცა თქვენ გძულდათ რამე, ალლაჰს კი მასში უამრავი სიკეთე დაედგინა. وَإِنْ أَرَدتُّمُ ٱسْتِبْدَالَ زَوْجٍۢ مَّكَانَ زَوْجٍۢ وَءَاتَيْتُمْ إِحْدَىٰهُنَّ قِنطَارًۭا فَلَا تَأْخُذُوا۟ مِنْهُ شَيْـًٔا ۚ أَتَأْخُذُونَهُۥ بُهْتَـٰنًۭا وَإِثْمًۭا مُّبِينًۭا 20. და თუ მოინდომებთ ერთი ცოლი შეცვალოთ მეორე ცოლით, და თუ პირველი მათგანისთვის უწინ გიჩუქნიათ თუნდაც დიდი რაოდენობით, არ გამოართვათ უკან რაიმე. განა თქვენ აიღებთ მას ცილისწამებით და აშკარა ცოდვით? وَكَيْفَ تَأْخُذُونَهُۥ وَقَدْ أَفْضَىٰ بَعْضُكُمْ إِلَىٰ بَعْضٍۢ وَأَخَذْنَ مِنكُم مِّيثَـٰقًا غَلِيظًۭا 21. და როგორ წაართმევთ ურვადს, როცა თქვენ უკვე თანაეყავით ერთმანეთს და მათ მიიღეს თქვენგან მტკიცე პირობა? وَلَا تَنكِحُوا۟ مَا نَكَحَ ءَابَآؤُكُم مِّنَ ٱلنِّسَآءِ إِلَّا مَا قَدْ سَلَفَ ۚ إِنَّهُۥ كَانَ فَـٰحِشَةًۭ وَمَقْتًۭا وَسَآءَ سَبِيلًا 22. და არ შეირთოთ ის ქალები, რომლებიც ცოლად ჰყავდათ თქვენს მამებს, იმის გარდა რაც აქამდე ყოფილა. უეჭველად, ეს იყო სიბილწე, სისაძაგლე და ცუდი გზა! حُرِّمَتْ عَلَيْكُمْ أُمَّهَـٰتُكُمْ وَبَنَاتُكُمْ وَأَخَوَ‌ٰتُكُمْ وَعَمَّـٰتُكُمْ وَخَـٰلَـٰتُكُمْ وَبَنَاتُ ٱلْأَخِ وَبَنَاتُ ٱلْأُخْتِ وَأُمَّهَـٰتُكُمُ ٱلَّـٰتِىٓ أَرْضَعْنَكُمْ وَأَخَوَ‌ٰتُكُم مِّنَ ٱلرَّضَـٰعَةِ وَأُمَّهَـٰتُ نِسَآئِكُمْ وَرَبَـٰٓئِبُكُمُ ٱلَّـٰتِى فِى حُجُورِكُم مِّن نِّسَآئِكُمُ ٱلَّـٰتِى دَخَلْتُم بِهِنَّ فَإِن لَّمْ تَكُونُوا۟ دَخَلْتُم بِهِنَّ فَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ وَحَلَـٰٓئِلُ أَبْنَآئِكُمُ ٱلَّذِينَ مِنْ أَصْلَـٰبِكُمْ وَأَن تَجْمَعُوا۟ بَيْنَ ٱلْأُخْتَيْنِ إِلَّا مَا قَدْ سَلَفَ ۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ غَفُورًۭا رَّحِيمًۭا 23. აკრძალულია თქვენთვის ცოლებად თქვენი დედები, შვილები, დები, დეიდები და მამიდები, ძმისშვილები, დისშვილები, თქვენი ძიძები, ვინც ძუძუ გაწოვათ, ძუძუმტეები, თქვენი ცოლების დედები, თქვენი გერები, რომლებიც თქვენი მეურვეობის ქვეშ არიან, ვის დედებსაც ეთანაცხოვრეთ, და თუ არ გითანაცხოვრიათ მათთან, ცოდვად არ გეთვლებათ გერების ცოლად მოყვანა. გეკრძალებათ აგრეთვე თქვენი ღვიძლი შვილების ცოლები, ასევე გეკრძალებათ ერთდროულად ორი დის ცოლად შერთვა, გარდა, რაც წარსულში მოხდა. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობი, მწყალობელია! وَٱلْمُحْصَنَـٰتُ مِنَ ٱلنِّسَآءِ إِلَّا مَا مَلَكَتْ أَيْمَـٰنُكُمْ ۖ كِتَـٰبَ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ ۚ وَأُحِلَّ لَكُم مَّا وَرَآءَ ذَ‌ٰلِكُمْ أَن تَبْتَغُوا۟ بِأَمْوَ‌ٰلِكُم مُّحْصِنِينَ غَيْرَ مُسَـٰفِحِينَ ۚ فَمَا ٱسْتَمْتَعْتُم بِهِۦ مِنْهُنَّ فَـَٔاتُوهُنَّ أُجُورَهُنَّ فَرِيضَةًۭ ۚ وَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِيمَا تَرَ‌ٰضَيْتُم بِهِۦ مِنۢ بَعْدِ ٱلْفَرِيضَةِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلِيمًا حَكِيمًۭا 24. და (გეკრძალებათ) გათხოვილი ქალები, იმათ გარდა, ვინც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა. ალლაჰის დადგენილის თანახმად, ნებადართულია სხვა ყველა, და ამას გარდა, ნებადართულია თქვენთვის ცოლად შეირთოთ სიწმინდის დაცვით თქვენი ქონებით და არა გარყვნილებისთვის. და იმისათვის, რასაც ისიამოვნებთ მათთან, მიეცით საზღაური (ურვადი) დადგენილისამებრ. და ცოდვად არ ჩაგეთვლებად, თუკი მორიგდებით დადგენილის შემდეგ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია. وَمَن لَّمْ يَسْتَطِعْ مِنكُمْ طَوْلًا أَن يَنكِحَ ٱلْمُحْصَنَـٰتِ ٱلْمُؤْمِنَـٰتِ فَمِن مَّا مَلَكَتْ أَيْمَـٰنُكُم مِّن فَتَيَـٰتِكُمُ ٱلْمُؤْمِنَـٰتِ ۚ وَٱللَّهُ أَعْلَمُ بِإِيمَـٰنِكُم ۚ بَعْضُكُم مِّنۢ بَعْضٍۢ ۚ فَٱنكِحُوهُنَّ بِإِذْنِ أَهْلِهِنَّ وَءَاتُوهُنَّ أُجُورَهُنَّ بِٱلْمَعْرُوفِ مُحْصَنَـٰتٍ غَيْرَ مُسَـٰفِحَـٰتٍۢ وَلَا مُتَّخِذَ‌ٰتِ أَخْدَانٍۢ ۚ فَإِذَآ أُحْصِنَّ فَإِنْ أَتَيْنَ بِفَـٰحِشَةٍۢ فَعَلَيْهِنَّ نِصْفُ مَا عَلَى ٱلْمُحْصَنَـٰتِ مِنَ ٱلْعَذَابِ ۚ ذَ‌ٰلِكَ لِمَنْ خَشِىَ ٱلْعَنَتَ مِنكُمْ ۚ وَأَن تَصْبِرُوا۟ خَيْرٌۭ لَّكُمْ ۗ وَٱللَّهُ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 25. და თუ რომელიმე თქვენგანს ძალა არ შესწევს იმისათვის, რომ შეირთოს თავისუფალი, მორწმუნე ქალები, შეირთოს წესიერი, მორწმუნე, ახალგაზრდა მხევალნი. და ალლაჰმა უკეთ იცის თქვენი რწმენა. თქვენ ხომ ისედაც ერთმანეთისგან ხართ. შეირთეთ ისინი მეურვეების თანხმობით და გადაუხადეთ ურვადნი წესისამებრ. იყვნენ პატიოსანი და არა მრუშნი, არც გახდნენ ვინმეს საყვარელნი. თუ თქვენზე გათხოვების შემდეგ დაიწყებენ მრუშობას, სასჯელი მათი იმის ნახევარია, რაც თავისუფალი ქალებისა. ეს ნებადართულია თქვენგან იმათთვის, ვისაც შიში აქვს მრუშობისა. ხოლო თუ მოითმენთ, თქვენთვისვეა უკეთესი. ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა, მწყალობელია! يُرِيدُ ٱللَّهُ لِيُبَيِّنَ لَكُمْ وَيَهْدِيَكُمْ سُنَنَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِكُمْ وَيَتُوبَ عَلَيْكُمْ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌۭ

26. ალლაჰს ნებავს ცხადყოს (ნებადართული და აკრძალული) თქვენთვის და დაგადგინოს თქვენ იმათ გზაზე, რომელნიც იყვნენ თქვენს უწინ და მოგიტევოთ. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია!

وَٱللَّهُ يُرِيدُ أَن يَتُوبَ عَلَيْكُمْ وَيُرِيدُ ٱلَّذِينَ يَتَّبِعُونَ ٱلشَّهَوَ‌ٰتِ أَن تَمِيلُوا۟ مَيْلًا عَظِيمًۭا

27. ალლაჰს ნებავს, რომ მოგიტევოთ თქვენ, ხოლო იმათ, რომელნიც მისდევენ ვნებებს, სურთ, რომ შეცდეთ დიდი შეცდენით.

يُرِيدُ ٱللَّهُ أَن يُخَفِّفَ عَنكُمْ ۚ وَخُلِقَ ٱلْإِنسَـٰنُ ضَعِيفًۭا

28. ალლაჰს თქვენთვის შემსუბუქება ნებავს, რადგანაც ადამიანი გაჩენილია სუსტი.

يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَأْكُلُوٓا۟ أَمْوَ‌ٰلَكُم بَيْنَكُم بِٱلْبَـٰطِلِ إِلَّآ أَن تَكُونَ تِجَـٰرَةً عَن تَرَاضٍۢ مِّنكُمْ ۚ وَلَا تَقْتُلُوٓا۟ أَنفُسَكُمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِكُمْ رَحِيمًۭا

29. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ერთმანეთს შორის უკანონოდ არ მიირთვათ თქვენი ქონება, მხოლოდ ვაჭრობა თუ იქნება ურთიერთთანხმობით. და თავი არ მოიკლათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი თქვენდამი მოწყალეა!

وَمَن يَفْعَلْ ذَ‌ٰلِكَ عُدْوَ‌ٰنًۭا وَظُلْمًۭا فَسَوْفَ نُصْلِيهِ نَارًۭا ۚ وَكَانَ ذَ‌ٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ يَسِيرًا 30. და ვინც ქნას ეს მტრობით და უსამართლობით, შევუნთებთ ცეცხლში. და ეს ადვილია ალლაჰისთვის! إِن تَجْتَنِبُوا۟ كَبَآئِرَ مَا تُنْهَوْنَ عَنْهُ نُكَفِّرْ عَنكُمْ سَيِّـَٔاتِكُمْ وَنُدْخِلْكُم مُّدْخَلًۭا كَرِيمًۭا 31. თუ გაემიჯნებით მძიმე ცოდვებს, რაც გეკრძალებათ, მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს და შეგიყვანთ ღირსეულ შესასვლელში! وَلَا تَتَمَنَّوْا۟ مَا فَضَّلَ ٱللَّهُ بِهِۦ بَعْضَكُمْ عَلَىٰ بَعْضٍۢ ۚ لِّلرِّجَالِ نَصِيبٌۭ مِّمَّا ٱكْتَسَبُوا۟ ۖ وَلِلنِّسَآءِ نَصِيبٌۭ مِّمَّا ٱكْتَسَبْنَ ۚ وَسْـَٔلُوا۟ ٱللَّهَ مِن فَضْلِهِۦٓ ۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمًۭا 32. და ნუ შეგშურდებათ ის, რითიც ალლაჰმა ზოგიერთი თქვენგანი უპირატესჰყო. ხვედრია კაცებისთვის, რაც მოიპოვეს; და ხვედრია ქალებისთვის, რაც მოიპოვეს. და ითხოვეთ ალლაჰისგან მისი მადლი, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა. وَلِكُلٍّۢ جَعَلْنَا مَوَ‌ٰلِىَ مِمَّا تَرَكَ ٱلْوَ‌ٰلِدَانِ وَٱلْأَقْرَبُونَ ۚ وَٱلَّذِينَ عَقَدَتْ أَيْمَـٰنُكُمْ فَـَٔاتُوهُمْ نَصِيبَهُمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ شَهِيدًا 33. და დავუდგინეთ ჩვენ ყველას მემკვიდრენი იმაში, რასაც ტოვებენ მშობლები და ნათესავები. და ისინი, ვისთანაც ფიცი დაგიდიათ, მიეცით მათ მათი წილი. ჭეშმარიტად ალლაჰი ყოვლისმოწმეა! ٱلرِّجَالُ قَوَّ‌ٰمُونَ عَلَى ٱلنِّسَآءِ بِمَا فَضَّلَ ٱللَّهُ بَعْضَهُمْ عَلَىٰ بَعْضٍۢ وَبِمَآ أَنفَقُوا۟ مِنْ أَمْوَ‌ٰلِهِمْ ۚ فَٱلصَّـٰلِحَـٰتُ قَـٰنِتَـٰتٌ حَـٰفِظَـٰتٌۭ لِّلْغَيْبِ بِمَا حَفِظَ ٱللَّهُ ۚ وَٱلَّـٰتِى تَخَافُونَ نُشُوزَهُنَّ فَعِظُوهُنَّ وَٱهْجُرُوهُنَّ فِى ٱلْمَضَاجِعِ وَٱضْرِبُوهُنَّ ۖ فَإِنْ أَطَعْنَكُمْ فَلَا تَبْغُوا۟ عَلَيْهِنَّ سَبِيلًا ۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلِيًّۭا كَبِيرًۭا 34. და კაცები დგანან ქალთა ზემოთ იმით, რითაც ალლაჰმა გამოარჩია ისინი ერთმანეთისაგან, და იმით, რასაც(კაცები) ხარჯავენ თავიანთი ქონებიდან. პატიოსანი ქალები მორჩილნი არიან(ქმრების) და მათი არ ყოფნისას იცავენ იმათ უფლებებს, როგორც ალლაჰმა დაუწესათ. და რომელთა ურჩობასაც შიშობთ, შეაგონეთ მათ, მერე მიატოვეთ სარეცელში და მსუბუქად სცემეთ კიდეც. მაგრამ თუ მორჩილნი გახდნენ, გზას ნუღარ ეძებთ მათ წინააღმდეგ. ჭეშმარიტად, ალლაჰი უზენაესი, დიდებულია. وَإِنْ خِفْتُمْ شِقَاقَ بَيْنِهِمَا فَٱبْعَثُوا۟ حَكَمًۭا مِّنْ أَهْلِهِۦ وَحَكَمًۭا مِّنْ أَهْلِهَآ إِن يُرِيدَآ إِصْلَـٰحًۭا يُوَفِّقِ ٱللَّهُ بَيْنَهُمَآ ۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلِيمًا خَبِيرًۭا 35. და თუ გეშინიათ მათ შორის განხეთქილებისა, წარგზავნეთ ერთი მსაჯული კაცის ოჯახიდან და ერთი ქალის ოჯახიდან. თუ სურს ორივე მხარეს მორიგება, მაშინ ალლაჰი წარმატებულს ჰყოფს მათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა! وَٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ وَلَا تُشْرِكُوا۟ بِهِۦ شَيْـًۭٔا ۖ وَبِٱلْوَ‌ٰلِدَيْنِ إِحْسَـٰنًۭا وَبِذِى ٱلْقُرْبَىٰ وَٱلْيَتَـٰمَىٰ وَٱلْمَسَـٰكِينِ وَٱلْجَارِ ذِى ٱلْقُرْبَىٰ وَٱلْجَارِ ٱلْجُنُبِ وَٱلصَّاحِبِ بِٱلْجَنۢبِ وَٱبْنِ ٱلسَّبِيلِ وَمَا مَلَكَتْ أَيْمَـٰنُكُمْ ۗ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُحِبُّ مَن كَانَ مُخْتَالًۭا فَخُورًا 36. თაყვანი ეცით ალლაჰს და არავინ დაუდგინოთ მას თანაზიარად. და კარგად მოეპყარით მშობლებს, ახლობლებს, ობლებს, ღატაკებს, მეზობლებს, ნათესავებსა და უცხოებს, თანამოძმეებს, მოგზაურებს და მათ, რომელნიც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს, ვინც არიან ქედმაღალნი, მედიდურნი. ٱلَّذِينَ يَبْخَلُونَ وَيَأْمُرُونَ ٱلنَّاسَ بِٱلْبُخْلِ وَيَكْتُمُونَ مَآ ءَاتَىٰهُمُ ٱللَّهُ مِن فَضْلِهِۦ ۗ وَأَعْتَدْنَا لِلْكَـٰفِرِينَ عَذَابًۭا مُّهِينًۭا 37. რომელნიც ძუნწობენ და ხალხსაც ძუნწობისკენ მოუწოდებენ; და მალავენ იმას, რაც ალლაჰმა უბოძა მათ თავისი წყალობისგან! ჩვენ გავუმზადეთ ურწმუნოებს დამამცირებელი სასჯელი! وَٱلَّذِينَ يُنفِقُونَ أَمْوَ‌ٰلَهُمْ رِئَآءَ ٱلنَّاسِ وَلَا يُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ وَلَا بِٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ ۗ وَمَن يَكُنِ ٱلشَّيْطَـٰنُ لَهُۥ قَرِينًۭا فَسَآءَ قَرِينًۭا 38. და რომელნიც ხარჯავენ თავიანთ ქონებას ხალხის დასანახად და არ სწამთ ალლაჰი, არც განკითხვის დღე; და ვისი ახლო მეგობარიც ეშმაკია, მათთვის, ის რა ცუდი მეგობარია!... وَمَاذَا عَلَيْهِمْ لَوْ ءَامَنُوا۟ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ وَأَنفَقُوا۟ مِمَّا رَزَقَهُمُ ٱللَّهُ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ بِهِمْ عَلِيمًا 39. რა მოუვიდოდათ, რომ ერწმუნათ ალლაჰი და განკითხვის დღე და გაეღოთ მისგან, რაც ალლაჰმა უწყალობა? ალლაჰმა ხომ უკეთ უწყოდა მათ შესახებ! إِنَّ ٱللَّهَ لَا يَظْلِمُ مِثْقَالَ ذَرَّةٍۢ ۖ وَإِن تَكُ حَسَنَةًۭ يُضَـٰعِفْهَا وَيُؤْتِ مِن لَّدُنْهُ أَجْرًا عَظِيمًۭا 40. ჭეშმარიტად, ალლაჰი ნამცეცის მისხალ უსამართლობასაც კი არ ჩაიდენს. და თუ რამე სიკეთე ჰქმენით, გააორმაგებს მას და თავისი წიაღიდან უდიდეს საზღაურს მისცემს! فَكَيْفَ إِذَا جِئْنَا مِن كُلِّ أُمَّةٍۭ بِشَهِيدٍۢ وَجِئْنَا بِكَ عَلَىٰ هَـٰٓؤُلَآءِ شَهِيدًۭا 41. და როგორღა იქნება, როცა ჩვენ ყველა თემიდან მოვიყვანთ ერთ მოწმეს, და მოგიყვანთ შენც რათა იყო მოწმე ამათ წინააღმდეგ? يَوْمَئِذٍۢ يَوَدُّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَعَصَوُا۟ ٱلرَّسُولَ لَوْ تُسَوَّىٰ بِهِمُ ٱلْأَرْضُ وَلَا يَكْتُمُونَ ٱللَّهَ حَدِيثًۭا 42. იმ დღეს ისურვებენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს და შუამავალს ეურჩებოდნენ, რომ მიწამ ჩაყლაპოს. და ვერ დაფარავენ ისინი ალლაჰისგან ვერც ერთ სიტყვას! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَقْرَبُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَأَنتُمْ سُكَـٰرَىٰ حَتَّىٰ تَعْلَمُوا۟ مَا تَقُولُونَ وَلَا جُنُبًا إِلَّا عَابِرِى سَبِيلٍ حَتَّىٰ تَغْتَسِلُوا۟ ۚ وَإِن كُنتُم مَّرْضَىٰٓ أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ أَوْ جَآءَ أَحَدٌۭ مِّنكُم مِّنَ ٱلْغَآئِطِ أَوْ لَـٰمَسْتُمُ ٱلنِّسَآءَ فَلَمْ تَجِدُوا۟ مَآءًۭ فَتَيَمَّمُوا۟ صَعِيدًۭا طَيِّبًۭا فَٱمْسَحُوا۟ بِوُجُوهِكُمْ وَأَيْدِيكُمْ ۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَفُوًّا غَفُورًا 43. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მიუახლოვდეთ ლოცვას, როცა მთვრალნი ხართ, სანამ არ გააცნობიერებთ რას ამბობთ; და ნურც უსუფთური, გარდა მოგზაურთა, ვიდრე არ განიბანებოდეთ, თუკი ავად ხართ, ან მოგზაურობთ, ან თუ რომელიმე თქვენგანი საპირფარეშოში გავიდა საჭიროებისათვის, ან ქალთან გქონდათ კავშირი და ვერ ნახოთ წყალი, მაშინ განიბანე თ მიწით (თეიმუმი გააკეთეთ) და წაისვით სუფთა მიწა სახეზე და ხელებზე. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, შემწყნარებელია! أَلَمْ تَرَ إِلَى ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ نَصِيبًۭا مِّنَ ٱلْكِتَـٰبِ يَشْتَرُونَ ٱلضَّلَـٰلَةَ وَيُرِيدُونَ أَن تَضِلُّوا۟ ٱلسَّبِيلَ 44. განა არ გინახავს ისინი, რომელთაც ებოძათ წიგნის ნაწილი, გზააბნევას რომ ყიდულობენ, და სურთ, რომ გზა აგებნეთ. وَٱللَّهُ أَعْلَمُ بِأَعْدَآئِكُمْ ۚ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ وَلِيًّۭا وَكَفَىٰ بِٱللَّهِ نَصِيرًۭا 45. და ალლაჰმა უკეთ იცის თქვენი მტრები. საკმარისია ალლაჰი მფარველად, და საკმარისია ალლაჰი შემწედ. مِّنَ ٱلَّذِينَ هَادُوا۟ يُحَرِّفُونَ ٱلْكَلِمَ عَن مَّوَاضِعِهِۦ وَيَقُولُونَ سَمِعْنَا وَعَصَيْنَا وَٱسْمَعْ غَيْرَ مُسْمَعٍۢ وَرَ‌ٰعِنَا لَيًّۢا بِأَلْسِنَتِهِمْ وَطَعْنًۭا فِى ٱلدِّينِ ۚ وَلَوْ أَنَّهُمْ قَالُوا۟ سَمِعْنَا وَأَطَعْنَا وَٱسْمَعْ وَٱنظُرْنَا لَكَانَ خَيْرًۭا لَّهُمْ وَأَقْوَمَ وَلَـٰكِن لَّعَنَهُمُ ٱللَّهُ بِكُفْرِهِمْ فَلَا يُؤْمِنُونَ إِلَّا قَلِيلًۭا 46. ნაწილი იმათგან, რომელნიც იუდეველნი არიან ღმერთის სიტყვას თავის ადგილს უცვლიან და ამბობენ: მოვისმინეთ , მაგრამ არ ვემორჩილებით! ისმინე გაუგონარო! და „რაღინა “ - „მოგვხედე ჩვენ“, ამახინჯებენ თავიანთი ენით და ბღალავენ რწმენას. მაგრამ რომ ეთქვათ: „ვისმინეთ და ვემორჩილებით“, და „ისმინე და მოგვხედე ჩვენ“, უკეთესი იქნებოდა მათთვის და უფრო სწორი. მაგრამ დასწყევლა ისინი ალლაჰმა მათი ურწმუნოებისათვის და არ ირწმუნებენ, მცირედის გარდა. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ ءَامِنُوا۟ بِمَا نَزَّلْنَا مُصَدِّقًۭا لِّمَا مَعَكُم مِّن قَبْلِ أَن نَّطْمِسَ وُجُوهًۭا فَنَرُدَّهَا عَلَىٰٓ أَدْبَارِهَآ أَوْ نَلْعَنَهُمْ كَمَا لَعَنَّآ أَصْحَـٰبَ ٱلسَّبْتِ ۚ وَكَانَ أَمْرُ ٱللَّهِ مَفْعُولًا 47. ჰეი თქვენ, რომელთაც გებოძათ წიგნი! ირწმუნეთ ის, რაც ზემოვავლინეთ იმის დასტურად, რაც იყო თქვენთან მანამდე, ვიდრე სახეებს წავშლიდეთ და უკან შემოვაბრუნებდეთ; ან დავწყევლით მათ ისე, როგორც დავწყევლეთ შაბათის ხალხი. ჭეშმარიტად, ალლაჰის ბრძანება აღსრულდა! إِنَّ ٱللَّهَ لَا يَغْفِرُ أَن يُشْرَكَ بِهِۦ وَيَغْفِرُ مَا دُونَ ذَ‌ٰلِكَ لِمَن يَشَآءُ ۚ وَمَن يُشْرِكْ بِٱللَّهِ فَقَدِ ٱفْتَرَىٰٓ إِثْمًا عَظِيمًا 48. უეჭველია, ალლაჰი არ მიუტევებს იმას, რომ მას თანაზიარი დაუდგინონ, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ვისაც ინებებს. და ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს, მაშინ უდიდეს ცოდვას სჩადის! أَلَمْ تَرَ إِلَى ٱلَّذِينَ يُزَكُّونَ أَنفُسَهُم ۚ بَلِ ٱللَّهُ يُزَكِّى مَن يَشَآءُ وَلَا يُظْلَمُونَ فَتِيلًا 49. განა არ გინახავს, რომელნიც საკუთარ თავს განწმენდილად თვლიან? არამც და არამც! ალლაჰი განწმენდს იმას, ვისაც ინებებს. და ფათილის (ფინიკის ქერქი) ოდენადაც კი არ იქნებიან დაჩაგრულნი, ٱنظُرْ كَيْفَ يَفْتَرُونَ عَلَى ٱللَّهِ ٱلْكَذِبَ ۖ وَكَفَىٰ بِهِۦٓ إِثْمًۭا مُّبِينًا 50. შეხედე, როგორ იგონებენ ალლაჰზე სიცრუეს! და საკმარისია ეს აშკარა შეცოდებად. أَلَمْ تَرَ إِلَى ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ نَصِيبًۭا مِّنَ ٱلْكِتَـٰبِ يُؤْمِنُونَ بِٱلْجِبْتِ وَٱلطَّـٰغُوتِ وَيَقُولُونَ لِلَّذِينَ كَفَرُوا۟ هَـٰٓؤُلَآءِ أَهْدَىٰ مِنَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ سَبِيلًا 51. განა არ გინახავს, რომელთაც წიგნის ნაწილი ებოძათ, მათ სწამთ „ჯიბთისა და ტაღუთისა“ და ეუბნებიან მათ, ვინც არ ირწმუნა: ისინი უფრო ჭეშმარიტ გზას ადგანან, ვიდრე ისინი, ვინც ირწმუნაო. أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ لَعَنَهُمُ ٱللَّهُ ۖ وَمَن يَلْعَنِ ٱللَّهُ فَلَن تَجِدَ لَهُۥ نَصِيرًا 52. სწორედ ისინი დასწყევლა ალლაჰმა. და ვისაც ალლაჰი დასწყევლის, მას შემწეს ვერ მოუძებნი! أَمْ لَهُمْ نَصِيبٌۭ مِّنَ ٱلْمُلْكِ فَإِذًۭا لَّا يُؤْتُونَ ٱلنَّاسَ نَقِيرًا 53. ანდა იმათ წილი აქვთ ძალაუფლებისა? თუმცა ისინი ხალხს ფინიკის ქერქსაც არ მისცემენ. أَمْ يَحْسُدُونَ ٱلنَّاسَ عَلَىٰ مَآ ءَاتَىٰهُمُ ٱللَّهُ مِن فَضْلِهِۦ ۖ فَقَدْ ءَاتَيْنَآ ءَالَ إِبْرَ‌ٰهِيمَ ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْحِكْمَةَ وَءَاتَيْنَـٰهُم مُّلْكًا عَظِيمًۭا 54. ან იქნებ შურთ ხალხს იმ მადლის გამო, რაც ალლაჰს მათთვის მიუცია? ჩვენ ხომ იბრაჰიმის მოდგმას წიგნი, სიბრძნე და დიდი ძალაუფლება ვუბოძეთ. فَمِنْهُم مَّنْ ءَامَنَ بِهِۦ وَمِنْهُم مَّن صَدَّ عَنْهُ ۚ وَكَفَىٰ بِجَهَنَّمَ سَعِيرًا 55. მათგან არის იგი, ვინც ირწმუნა ის, და მათგანვეა ისიც, ვინც ზურგი აქცია მას. და ეყოფა იგი ჯოჯოხეთის ცეცხლის ალად. إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا سَوْفَ نُصْلِيهِمْ نَارًۭا كُلَّمَا نَضِجَتْ جُلُودُهُم بَدَّلْنَـٰهُمْ جُلُودًا غَيْرَهَا لِيَذُوقُوا۟ ٱلْعَذَابَ ۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَزِيزًا حَكِيمًۭا 56. ჭეშმარიტად, რომელთაც უარყვეს ჩვენი აიათები, ცეცხლში შევუნთებთ! ყოველ ჯერზე, როცა მათ დაეწვებათ კანი, შევუცვლით სხვა კანით, რათა დააგემოვნონ სასჯელი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია! وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ سَنُدْخِلُهُمْ جَنَّـٰتٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَآ أَبَدًۭا ۖ لَّهُمْ فِيهَآ أَزْوَ‌ٰجٌۭ مُّطَهَّرَةٌۭ ۖ وَنُدْخِلُهُمْ ظِلًّۭا ظَلِيلًا 57. ხოლო რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, შევიყვანთ მათ  სამოთხეებში, რომელთა ძირს მდინარეები მიედინება და იქნებიან იქ მარადიულად. მათთვისაა იქ უმწიკვლო მეუღლეები. და შევიყვანთ მათ, ჩრდილში გასაგრილებლად. إِنَّ ٱللَّهَ يَأْمُرُكُمْ أَن تُؤَدُّوا۟ ٱلْأَمَـٰنَـٰتِ إِلَىٰٓ أَهْلِهَا وَإِذَا حَكَمْتُم بَيْنَ ٱلنَّاسِ أَن تَحْكُمُوا۟ بِٱلْعَدْلِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ نِعِمَّا يَعِظُكُم بِهِۦٓ ۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ سَمِيعًۢا بَصِيرًۭا 58. ჭეშმარიტად, ალლაჰი გიბრძანებთ, რომ ანაბარი უკან დაუბრუნოთ მათ პატრონებს და როცა განსჯით ადამიანთა შორის, სამართლიანად განსაჯოთ. ჭეშმარიტად, რა მშვენიერია ალლაჰის შეგონება! ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმხედველია! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ أَطِيعُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُوا۟ ٱلرَّسُولَ وَأُو۟لِى ٱلْأَمْرِ مِنكُمْ ۖ فَإِن تَنَـٰزَعْتُمْ فِى شَىْءٍۢ فَرُدُّوهُ إِلَى ٱللَّهِ وَٱلرَّسُولِ إِن كُنتُمْ تُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ ۚ ذَ‌ٰلِكَ خَيْرٌۭ وَأَحْسَنُ تَأْوِيلًا 59. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და დაემორჩილეთ შუამავალს და ხელმძღვანელს (არაბ: ამრუ (ამირი) თქვენს შორის. ამის შემდეგ თუ რამე სადაო გაქვთ, მიმართეთ ალლაჰსა და შუამავალს, თუკი გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ეს უკეთესია და უმჯობესი გამოსავალი! أَلَمْ تَرَ إِلَى ٱلَّذِينَ يَزْعُمُونَ أَنَّهُمْ ءَامَنُوا۟ بِمَآ أُنزِلَ إِلَيْكَ وَمَآ أُنزِلَ مِن قَبْلِكَ يُرِيدُونَ أَن يَتَحَاكَمُوٓا۟ إِلَى ٱلطَّـٰغُوتِ وَقَدْ أُمِرُوٓا۟ أَن يَكْفُرُوا۟ بِهِۦ وَيُرِيدُ ٱلشَّيْطَـٰنُ أَن يُضِلَّهُمْ ضَلَـٰلًۢا بَعِيدًۭا 60. განა არ გინახავს, ვინც ამტკიცებდა, რომ ირწმუნეს რაც ზემოგევლინა შენ და რაც ზემოევლინათ შენზე უწინ და უნდათ ტაღუთმა განსაჯოს მათ შორის? მაშინ, როცა ნაბრძანები ჰქონდათ უარეყოთ იგი, შაიტანს სურს, რომ გზა აუბნიოს მათ შორი გზააბნევით. وَإِذَا قِيلَ لَهُمْ تَعَالَوْا۟ إِلَىٰ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ وَإِلَى ٱلرَّسُولِ رَأَيْتَ ٱلْمُنَـٰفِقِينَ يَصُدُّونَ عَنكَ صُدُودًا 61. და როცა მათ ეტყვიან: მოდით იმასთან, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა და შუამავალთან, დაინახავ, თვალთმაქცები როგორ გაგეცლებიან სახეშებრუნებულნი. فَكَيْفَ إِذَآ أَصَـٰبَتْهُم مُّصِيبَةٌۢ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيهِمْ ثُمَّ جَآءُوكَ يَحْلِفُونَ بِٱللَّهِ إِنْ أَرَدْنَآ إِلَّآ إِحْسَـٰنًا وَتَوْفِيقًا 62. და მაშინ როგორღა იქნება, როცა თავს უბედურება დაატყდებათ იმისათვის, რაც მათ ხელებს გაუკეთებია! მოდიან მერე შენთან და იფიცებიან ალლაჰზე: „მხოლოდ სიკეთე და თანხმობა გვსურდა ჩვენო!“  أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ يَعْلَمُ ٱللَّهُ مَا فِى قُلُوبِهِمْ فَأَعْرِضْ عَنْهُمْ وَعِظْهُمْ وَقُل لَّهُمْ فِىٓ أَنفُسِهِمْ قَوْلًۢا بَلِيغًا 63. აი ისინი, ალლაჰმა იცის რა უდევთ გულებში. განერიდე მათ, შეაგონე ისინი და უთხარი მათთვის დამაჯერებელი სიტყვა. وَمَآ أَرْسَلْنَا مِن رَّسُولٍ إِلَّا لِيُطَاعَ بِإِذْنِ ٱللَّهِ ۚ وَلَوْ أَنَّهُمْ إِذ ظَّلَمُوٓا۟ أَنفُسَهُمْ جَآءُوكَ فَٱسْتَغْفَرُوا۟ ٱللَّهَ وَٱسْتَغْفَرَ لَهُمُ ٱلرَّسُولُ لَوَجَدُوا۟ ٱللَّهَ تَوَّابًا رَّحِيمًا 64. ჩვენ არც ერთი შუამავალი არ წარმოგვიგზავნია, თუ არა იმისთვის, რომ დამორჩილებოდნენ ალლაჰის ნებით. და როცა თავიანთ თავს ავნებდნენ, შენთან რომ მოსულიყვნენ და მიტევება ეთხოვათ ალლაჰისთვის, და მიტევება ეთხოვა მათთვის შუამავალს, უეჭველად, ჰპოვებდნენ ალლაჰს მიმტევებელს, მწყალობელს! فَلَا وَرَبِّكَ لَا يُؤْمِنُونَ حَتَّىٰ يُحَكِّمُوكَ فِيمَا شَجَرَ بَيْنَهُمْ ثُمَّ لَا يَجِدُوا۟ فِىٓ أَنفُسِهِمْ حَرَجًا مِّمَّا قَضَيْتَ وَيُسَلِّمُوا۟ تَسْلِيمًا 65. მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! ვერ ირწმუნებენ ისინი, ვიდრე მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში. მერე კი წინ ვეღარ აღუდგებიან თავიანთ სულებში შენს გადაწყვეტილებას. და დაემორჩილებიან სრული მორჩილებით. وَلَوْ أَنَّا كَتَبْنَا عَلَيْهِمْ أَنِ ٱقْتُلُوٓا۟ أَنفُسَكُمْ أَوِ ٱخْرُجُوا۟ مِن دِيَـٰرِكُم مَّا فَعَلُوهُ إِلَّا قَلِيلٌ مِّنْهُمْ ۖ وَلَوْ أَنَّهُمْ فَعَلُوا۟ مَا يُوعَظُونَ بِهِۦ لَكَانَ خَيْرًا لَّهُمْ وَأَشَدَّ تَثْبِيتًا 66. და თუნდაც ჩვენ დაგვეწერა მათთვის: „თავი მოიკალით!“ ანდა გამოდით თქვენი სახლებიდან!“ არ გააკეთებდნენ ამას, მათგან მცირედის გარდა. და რომ შეესრულებინათ ის, რაც ჩაეგონათ, სიკეთე იქნებოდა მათთვის და განამტკიცებდა მათ. وَإِذًا لَّـَٔاتَيْنَـٰهُم مِّن لَّدُنَّآ أَجْرًا عَظِيمًا 67. და მაშინ, ჩვენ ვუბოძებდით მათ ჩვენი წიაღიდან უდიდეს საზღაურს. وَلَهَدَيْنَـٰهُمْ صِرَ‌ٰطًا مُّسْتَقِيمًا 68. და დავაყენებდით მათ ჭეშმარიტ გზაზე! وَمَن يُطِعِ ٱللَّهَ وَٱلرَّسُولَ فَأُو۟لَـٰٓئِكَ مَعَ ٱلَّذِينَ أَنْعَمَ ٱللَّهُ عَلَيْهِم مِّنَ ٱلنَّبِيِّـۧنَ وَٱلصِّدِّيقِينَ وَٱلشُّهَدَآءِ وَٱلصَّـٰلِحِينَ ۚ وَحَسُنَ أُو۟لَـٰٓئِكَ رَفِيقًا 69. და ვინც ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, მაშინ ისინი იმათთან ერთად იქნებიან, რომელთაც სიკეთე უბოძა ალლაჰმა: შუამავალთა, მართალთა, შაჰიდებთა და ღვთისმოსავთა გვერდით. და რა მშვენიერი მოყვასნი არიან ისინი! ذَ‌ٰلِكَ ٱلْفَضْلُ مِنَ ٱللَّهِ ۚ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ عَلِيمًا 70. ეს არის მადლი ალლაჰისგან. და საკმარისია ალლაჰი ყველაფრის მცოდნედ! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ خُذُوا۟ حِذْرَكُمْ فَٱنفِرُوا۟ ثُبَاتٍ أَوِ ٱنفِرُوا۟ جَمِيعًا 71. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! აისხით საომარი აღჭურვილობა, და გადით საომრად ჯგუფებად ან ერთიანად! وَإِنَّ مِنكُمْ لَمَن لَّيُبَطِّئَنَّ فَإِنْ أَصَـٰبَتْكُم مُّصِيبَةٌ قَالَ قَدْ أَنْعَمَ ٱللَّهُ عَلَىَّ إِذْ لَمْ أَكُن مَّعَهُمْ شَهِيدًا 72. და უეჭველად, თქვენგან, ვინც წელი ათრიოს და რომ თქვენ უბედურება დაგატყდეთ, ამბობს: ალლაჰმა წყალობა გაიღო ჩემთვის, რომ არა ვარ მოწმე მათთან ერთად, وَلَئِنْ أَصَـٰبَكُمْ فَضْلٌ مِّنَ ٱللَّهِ لَيَقُولَنَّ كَأَن لَّمْ تَكُنۢ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُۥ مَوَدَّةٌ يَـٰلَيْتَنِى كُنتُ مَعَهُمْ فَأَفُوزَ فَوْزًا عَظِيمًا 73. ხოლო თუ მადლი გეწევათ ალლაჰისაგან, აი, მაშინ იტყვის, - თითქოს თქვენსა და მას შორის სიყვარული არ ყოფილიყოს: ნეტავ მათთან ვყოფილიყავი და უდიდესი გამარჯვება მომეპოვებინაო. فَلْيُقَـٰتِلْ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ ٱلَّذِينَ يَشْرُونَ ٱلْحَيَوٰةَ ٱلدُّنْيَا بِٱلْـَٔاخِرَةِ ۚ وَمَن يُقَـٰتِلْ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ فَيُقْتَلْ أَوْ يَغْلِبْ فَسَوْفَ نُؤْتِيهِ أَجْرًا عَظِيمًا 74. დაე, იბრძოლონ ალლაჰის გზაზე იმათ, რომელნიც ამქვეყნიური ცხოვრებით იმქვეყნიურ ცხოვრებას ყიდულობენ. და ვინც იბრძოლოს ალლაჰის გზაზე, და მოიკლას ან გაიმარჯვოს, - ვუბოძებთ უდიდეს საზღაურს! وَمَا لَكُمْ لَا تُقَـٰتِلُونَ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ وَٱلْمُسْتَضْعَفِينَ مِنَ ٱلرِّجَالِ وَٱلنِّسَآءِ وَٱلْوِلْدَ‌ٰنِ ٱلَّذِينَ يَقُولُونَ رَبَّنَآ أَخْرِجْنَا مِنْ هَـٰذِهِ ٱلْقَرْيَةِ ٱلظَّالِمِ أَهْلُهَا وَٱجْعَل لَّنَا مِن لَّدُنكَ وَلِيًّا وَٱجْعَل لَّنَا مِن لَّدُنكَ نَصِيرًا 75. და რა გემართებათ, რომ არ იბრძვით ალლაჰის გზაზე უმწეო კაცთა, ქალთა და ბავშვთა გულისათვის, რომელნიც ამბობენ: ღმერთო ჩვენო! გვიხსენი ამ დაბისგან, რომლის მკვიდრნიც სასტიკნი არიან და ჩვენ დაგვიდგინე შენი წიაღიდან მფარველი და შემწეო! ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ يُقَـٰتِلُونَ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ ۖ وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ يُقَـٰتِلُونَ فِى سَبِيلِ ٱلطَّـٰغُوتِ فَقَـٰتِلُوٓا۟ أَوْلِيَآءَ ٱلشَّيْطَـٰنِ ۖ إِنَّ كَيْدَ ٱلشَّيْطَـٰنِ كَانَ ضَعِيفًا 76. რომელთაც ირწმუნეს, იბრძვიან ალლაჰის გზაზე; ხოლო რომელთაც უარყვეს, იბრძვიან ტაღუთის გზაზე. შეებრძოლეთ ეშმაკის მეგობრებს, უეჭველად, სუსტია ეშმაკის მზაკვრობა! لَمْ تَرَ إِلَى ٱلَّذِينَ قِيلَ لَهُمْ كُفُّوٓا۟ أَيْدِيَكُمْ وَأَقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتُوا۟ ٱلزَّكَوٰةَ فَلَمَّا كُتِبَ عَلَيْهِمُ ٱلْقِتَالُ إِذَا فَرِيقٌ مِّنْهُمْ يَخْشَوْنَ ٱلنَّاسَ كَخَشْيَةِ ٱللَّهِ أَوْ أَشَدَّ خَشْيَةً ۚ وَقَالُوا۟ رَبَّنَا لِمَ كَتَبْتَ عَلَيْنَا ٱلْقِتَالَ لَوْلَآ أَخَّرْتَنَآ إِلَىٰٓ أَجَلٍ قَرِيبٍ ۗ قُلْ مَتَـٰعُ ٱلدُّنْيَا قَلِيلٌ وَٱلْـَٔاخِرَةُ خَيْرٌ لِّمَنِ ٱتَّقَىٰ وَلَا تُظْلَمُونَ فَتِيلًا 77. განა არ გინახავს, რომელთაც ებრძანათ: აიღეთ თქვენი ხელები და დადექით ლოცვად და გაეცით მოწყალება! და როცა დაწესებული იქნა მათზე ბრძოლა, მათგან ნაწილს ეშინოდა ხალხის ისე, როგორც ალლაჰის უნდა ეშინოდეთ, ან უფრო ძლიერი შიშით. და თქვეს: ღმერთო ჩვენო! რატომ დაგვიწესე ბრძოლა? განა არ შეიძლება გადაგვივადო მცირე ხნით?! უთხარი: ამქვეყნიური ცხოვრების სიამოვნება ხანმოკლეა, საიქიო ცხოვრება იმათთვის უკეთესია, ვისაც ღმერთის ეშინია და ფათილის ოდენადაც არ იქნებით დაჩაგრულნი! أَيْنَمَا تَكُونُوا۟ يُدْرِككُّمُ ٱلْمَوْتُ وَلَوْ كُنتُمْ فِى بُرُوجٍ مُّشَيَّدَةٍ ۗ وَإِن تُصِبْهُمْ حَسَنَةٌ يَقُولُوا۟ هَـٰذِهِۦ مِنْ عِندِ ٱللَّهِ ۖ وَإِن تُصِبْهُمْ سَيِّئَةٌ يَقُولُوا۟ هَـٰذِهِۦ مِنْ عِندِكَ ۚ قُلْ كُلٌّ مِّنْ عِندِ ٱللَّهِ ۖ فَمَالِ هَـٰٓؤُلَآءِ ٱلْقَوْمِ لَا يَكَادُونَ يَفْقَهُونَ حَدِيثًا 78. სადაც არ უნდა იყოთ, სიკვდილი მაინც მოგეწევათ, თუნდაც რომ იყოთ მტკიცე კოშკებში. და თუ სიკეთე ეწიათ, ამბობენ: ეს ალლაჰისგანაა! და თუ სიავე დაემართებათ გეუბნებიან: ეს შენგან მოდის! უთხარი: ყველაფერი ალლაჰისგანაა! და რა ემართება ამ ხალხს, რომ არ ცდილობენ ნათქვამის გაგებას? مَّآ أَصَابَكَ مِنْ حَسَنَةٍ فَمِنَ ٱللَّهِ ۖ وَمَآ أَصَابَكَ مِن سَيِّئَةٍ فَمِن نَّفْسِكَ ۚ وَأَرْسَلْنَـٰكَ لِلنَّاسِ رَسُولًا ۚ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ شَهِيدًا 79. რა სიკეთეც შეგემთხვევა ალლაჰისგანაა, და რა სიავეც დაგემართება, თვით შენგანაა. და წარგაგზავნეთ ხალხთან შუამავლად. და საკმარისია ალლაჰი მოწმედ! مَّن يُطِعِ ٱلرَّسُولَ فَقَدْ أَطَاعَ ٱللَّهَ ۖ وَمَن تَوَلَّىٰ فَمَآ أَرْسَلْنَـٰكَ عَلَيْهِمْ حَفِيظًا 80. ვინც ემორჩილება შუამავალს, ჭეშმარიტად, ის ალლაჰის მორჩილია. და ვინც შეგაქციოს სახე, არ წარგვიგზანიხარ მათ დამცველად. وَيَقُولُونَ طَاعَةٌ فَإِذَا بَرَزُوا۟ مِنْ عِندِكَ بَيَّتَ طَآئِفَةٌ مِّنْهُمْ غَيْرَ ٱلَّذِى تَقُولُ ۖ وَٱللَّهُ يَكْتُبُ مَا يُبَيِّتُونَ ۖ فَأَعْرِضْ عَنْهُمْ وَتَوَكَّلْ عَلَى ٱللَّهِ ۚ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ وَكِيلًا 81. და ამბობენ: გემორჩილებით! მაგრამ, როცა შენგან წავლენ, მათგან ერთი ჯგუფი ღამით ჩუმად თხზავს იმას, რაც შენ არ გითქვამს. ალლაჰი იწერს იმას, რაც ღამით ჩუმად განიზრახეს. ზურგი აქციე მათ და მიენდე ალლაჰს. და საკმარისია ალლაჰი მფარველად! أَفَلَا يَتَدَبَّرُونَ ٱلْقُرْءَانَ ۚ وَلَوْ كَانَ مِنْ عِندِ غَيْرِ ٱللَّهِ لَوَجَدُوا۟ فِيهِ ٱخْتِلَـٰفًا كَثِيرًا 82. ნუთუ არ გაიაზრებენ ყურანს? ეს რომ არ ყოფილიყო ალლაჰის წიაღიდან, მასში უამრავ წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ. وَإِذَا جَآءَهُمْ أَمْرٌ مِّنَ ٱلْأَمْنِ أَوِ ٱلْخَوْفِ أَذَاعُوا۟ بِهِۦ ۖ وَلَوْ رَدُّوهُ إِلَى ٱلرَّسُولِ وَإِلَىٰٓ أُو۟لِى ٱلْأَمْرِ مِنْهُمْ لَعَلِمَهُ ٱلَّذِينَ يَسْتَنۢبِطُونَهُۥ مِنْهُمْ ۗ وَلَوْلَا فَضْلُ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ وَرَحْمَتُهُۥ لَٱتَّبَعْتُمُ ٱلشَّيْطَـٰنَ إِلَّا قَلِيلًا 83. და როცა მათ ყურამდე აღწევს მშვიდობის თუ საშიშროების ცნობა, ქვეყანას სდებენ. მათ რომ ეს ცნობები შუამავლის ან თავკაცებისათვის მიეტანათ, რათა გაეგო მათგან იმას, ვინც კეთილგანსჯიდა. რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენზე და მისი წყალობა, ეშმაკს გაყვებოდით, მცირედის გარდა. فَقَـٰتِلْ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ لَا تُكَلَّفُ إِلَّا نَفْسَكَ ۚ وَحَرِّضِ ٱلْمُؤْمِنِينَ ۖ عَسَى ٱللَّهُ أَن يَكُفَّ بَأْسَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ ۚ وَٱللَّهُ أَشَدُّ بَأْسًا وَأَشَدُّ تَنكِيلًا 84. იბრძოლე ალლაჰის გზაზე, შენ მხოლოდ საკუთარ თავზე აგებ პასუხს და წააქეზე მორწმუნენი. ეგების ალლაჰმა შეაკავოს ურწმუნოთა მრისხანება. ალლაჰი ყველაზე ძლიერია მრისხანებასა და სასჯელში! مَّن يَشْفَعْ شَفَـٰعَةً حَسَنَةً يَكُن لَّهُۥ نَصِيبٌ مِّنْهَا ۖ وَمَن يَشْفَعْ شَفَـٰعَةً سَيِّئَةً يَكُن لَّهُۥ كِفْلٌ مِّنْهَا ۗ وَكَانَ ٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ مُّقِيتًا 85. ვინც იშუამდგომლებს კეთილი შუამდგომლობით, წილი ექნება ამ სიკეთიდან, და ვინც იშუამდგომლებს ავი შუამდგომლობით, წილი ექნება მისგან. ჭეშმარიტად, ალლაჰს ყველაფერი შეუძლია! وَإِذَا حُيِّيتُم بِتَحِيَّةٍ فَحَيُّوا۟ بِأَحْسَنَ مِنْهَآ أَوْ رُدُّوهَآ ۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ حَسِيبًا 86. „და როცა სალმით გესალმებიან, იმაზე უკეთესით მიესალმეთ ან იგივე დაუბრუნეთ.“ ჭეშმარიტად, ალლაჰი ყველაფერს იანგარიშებს. ٱللَّهُ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۚ لَيَجْمَعَنَّكُمْ إِلَىٰ يَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ لَا رَيْبَ فِيهِ ۗ وَمَنْ أَصْدَقُ مِنَ ٱللَّهِ حَدِيثًا 87. ალლაჰი - არ არსებობს ღვთაება მის გარდა. ჭეშმარიტად, ის შეგკრებთ თქვენ აღდგომის დღეს, ეჭვი არაა მასში! და ვისი სიტყვაა ალლაჰის სიტყვაზე უფრო მართალი?! فَمَا لَكُمْ فِى ٱلْمُنَـٰفِقِينَ فِئَتَيْنِ وَٱللَّهُ أَرْكَسَهُم بِمَا كَسَبُوٓا۟ ۚ أَتُرِيدُونَ أَن تَهْدُوا۟ مَنْ أَضَلَّ ٱللَّهُ ۖ وَمَن يُضْلِلِ ٱللَّهُ فَلَن تَجِدَ لَهُۥ سَبِيلًا 88. რატომ გაიყავით ორ ჯგუფად თვალთმაქცების თაობაზე? ალლაჰმა უკან შეატრიალა ისინი იმისათვის, რაც მოიხვეჭეს. ნუთუ ის გსურთ თქვენ, რომ ჭეშმარიტ გზას დაადგინოთ ისინი, ვისაც ალლაჰმა გზა აუბნია? და ვისაც ალლაჰმა გზა აუბნია, იმას გზა ვერ მოუნახო შენ! وَدُّوا۟ لَوْ تَكْفُرُونَ كَمَا كَفَرُوا۟ فَتَكُونُونَ سَوَآءً ۖ فَلَا تَتَّخِذُوا۟ مِنْهُمْ أَوْلِيَآءَ حَتَّىٰ يُهَاجِرُوا۟ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ ۚ فَإِن تَوَلَّوْا۟ فَخُذُوهُمْ وَٱقْتُلُوهُمْ حَيْثُ وَجَدتُّمُوهُمْ ۖ وَلَا تَتَّخِذُوا۟ مِنْهُمْ وَلِيًّا وَلَا نَصِيرًا 89. მათ სურდათ, რომ თქვენ ურწმუნოები გამხდარიყავით, ისეთივე, როგორიც თავად არიან, რომ ერთნაირები ყოფილიყავით. არ დაიამხანაგოთ მათგან არავინ, სანამ არ გადასახლდებიან ალლაჰის გზაზე; და თუ უკან დაბრუნდებიან, დაიჭირეთ და მოკალით, სადაც იპოვით. და არ აიყვანოთ მათგან არც მეგობრად და არც დამხმარედ, إِلَّا ٱلَّذِينَ يَصِلُونَ إِلَىٰ قَوْمٍۭ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُم مِّيثَـٰقٌ أَوْ جَآءُوكُمْ حَصِرَتْ صُدُورُهُمْ أَن يُقَـٰتِلُوكُمْ أَوْ يُقَـٰتِلُوا۟ قَوْمَهُمْ ۚ وَلَوْ شَآءَ ٱللَّهُ لَسَلَّطَهُمْ عَلَيْكُمْ فَلَقَـٰتَلُوكُمْ ۚ فَإِنِ ٱعْتَزَلُوكُمْ فَلَمْ يُقَـٰتِلُوكُمْ وَأَلْقَوْا۟ إِلَيْكُمُ ٱلسَّلَمَ فَمَا جَعَلَ ٱللَّهُ لَكُمْ عَلَيْهِمْ سَبِيلًا 90. გარდა მათი, ვინც იმ ხალხს ეკუთვნის, რომელთანაც შეთანხმება გაქვთ დადებული; ანდა ვინც მოსულა თქვენთან და გული არ აძლევს გეომოთ, ან საკუთარ ხალხს ეომოს; და თუ ინებებდა ალლაჰი, ძალას მისცემდა თქვენზე და შეგებრძოლებოდნენ. ხოლო თუ გაგეცალონ და არ გეომონ და მშვიდობა შემოგთავაზონ, მაშინ მათ წინააღმდეგ ალლაჰი გზას არ გაგიმართავთ! سَتَجِدُونَ ءَاخَرِينَ يُرِيدُونَ أَن يَأْمَنُوكُمْ وَيَأْمَنُوا۟ قَوْمَهُمْ كُلَّ مَا رُدُّوٓا۟ إِلَى ٱلْفِتْنَةِ أُرْكِسُوا۟ فِيهَا ۚ فَإِن لَّمْ يَعْتَزِلُوكُمْ وَيُلْقُوٓا۟ إِلَيْكُمُ ٱلسَّلَمَ وَيَكُفُّوٓا۟ أَيْدِيَهُمْ فَخُذُوهُمْ وَٱقْتُلُوهُمْ حَيْثُ ثَقِفْتُمُوهُمْ ۚ وَأُو۟لَـٰٓئِكُمْ جَعَلْنَا لَكُمْ عَلَيْهِمْ سُلْطَـٰنًا مُّبِينًا 91. და ნახავთ სხვებს, რომელთაც უნდათ ერთგულნი იყვნენ თქვენი და ერთგულნი იყვნენ თავიანთი ხალხისაც, მათ ყოველთვის, როცა ცდუნებისკენ უბიძგებენ, მასში ჩაეფლობიან. და თუ არ გაგეცალონ, მშვიდობა არ შემოგთავაზონ და ხელები არ გააჩერონ, მაშინ, დაიჭირეთ და მოჰკალით, სადაც იპოვით. ამათზე სრული უფლება მოგვიცია თქვენთვის! وَمَا كَانَ لِمُؤْمِنٍ أَن يَقْتُلَ مُؤْمِنًا إِلَّا خَطَـًٔا ۚ وَمَن قَتَلَ مُؤْمِنًا خَطَـًٔا فَتَحْرِيرُ رَقَبَةٍ مُّؤْمِنَةٍ وَدِيَةٌ مُّسَلَّمَةٌ إِلَىٰٓ أَهْلِهِۦٓ إِلَّآ أَن يَصَّدَّقُوا۟ ۚ فَإِن كَانَ مِن قَوْمٍ عَدُوٍّ لَّكُمْ وَهُوَ مُؤْمِنٌ فَتَحْرِيرُ رَقَبَةٍ مُّؤْمِنَةٍ ۖ وَإِن كَانَ مِن قَوْمٍۭ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُم مِّيثَـٰقٌ فَدِيَةٌ مُّسَلَّمَةٌ إِلَىٰٓ أَهْلِهِۦ وَتَحْرِيرُ رَقَبَةٍ مُّؤْمِنَةٍ ۖ فَمَن لَّمْ يَجِدْ فَصِيَامُ شَهْرَيْنِ مُتَتَابِعَيْنِ تَوْبَةً مِّنَ ٱللَّهِ ۗ وَكَانَ ٱللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًا 92. და არ შეიძლება, მორწმუნემ მორწმუნე მოკლას, უნებლიე შემთხვევის გარდა. და ვინც შემთხვევით მორწმუნე მოკლას, დაეკისროს ერთი მორწმუნე მონის გათავისუფლება და სისხლის გამოსასყიდი მისი ოჯახისათვის, თუ ამ გამოსასყიდიდან არ გაათავისუფლებენ. ხოლო თუ მოკლული თქვენი მტერი ხალხისგანაა და თვითონ კი მორწმუნე, მაშინ ერთი მორწმუნე მონის გათავისუფლება. და თუ იმ ხალხისგანაა, ვისთანაც შეთანხმება გაქვთ, მაშინ სისხლის გამოსასყიდი მისი ოჯახისათვის და ერთი მორწმუნე მონის გათავისუფლება; და ვისაც არ მოეპოვება, მაშინ იმარხულოს ორი თვე მიყოლებით ალლაჰის წინაშე მონანიების ნიშნად. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია! وَمَن يَقْتُلْ مُؤْمِنًا مُّتَعَمِّدًا فَجَزَآؤُهُۥ جَهَنَّمُ خَـٰلِدًا فِيهَا وَغَضِبَ ٱللَّهُ عَلَيْهِ وَلَعَنَهُۥ وَأَعَدَّ لَهُۥ عَذَابًا عَظِيمًا 93. და ვინც მორწმუნეს განზრახ მოკლავს, ჯოჯოხეთია მისი საზღაური, იქნება იქ მარადიულად. განურისხდა მას ალლაჰი და დასწყევლა, და გაუმზადა მას უდიდესი სასჯელი! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِذَا ضَرَبْتُمْ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ فَتَبَيَّنُوا۟ وَلَا تَقُولُوا۟ لِمَنْ أَلْقَىٰٓ إِلَيْكُمُ ٱلسَّلَـٰمَ لَسْتَ مُؤْمِنًا تَبْتَغُونَ عَرَضَ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا فَعِندَ ٱللَّهِ مَغَانِمُ كَثِيرَةٌ ۚ كَذَ‌ٰلِكَ كُنتُم مِّن قَبْلُ فَمَنَّ ٱللَّهُ عَلَيْكُمْ فَتَبَيَّنُوٓا۟ ۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرًا 94. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა გაემართებით ალლაჰის გზაზე, განასხვავეთ (მორწმუნე ურწმუნოსაგან) და ნუ ეტყვით იმათ, ვინც მშვიდობას გთავაზობთ, მორწმუნე არა ხარო - ამ ქვეყნიური სიუხვის სურვილით. ალლაჰის წიაღშია ურიცხვი ალაფი. ასეთი იყავით უწინ, მაგრამ ალლაჰმა წყალობა მოიღო თქვენზე. ამიტომ გაიაზრეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰმა უწყის რასაც აკეთებთ! لَّا يَسْتَوِى ٱلْقَـٰعِدُونَ مِنَ ٱلْمُؤْمِنِينَ غَيْرُ أُو۟لِى ٱلضَّرَرِ وَٱلْمُجَـٰهِدُونَ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ بِأَمْوَ‌ٰلِهِمْ وَأَنفُسِهِمْ ۚ فَضَّلَ ٱللَّهُ ٱلْمُجَـٰهِدِينَ بِأَمْوَ‌ٰلِهِمْ وَأَنفُسِهِمْ عَلَى ٱلْقَـٰعِدِينَ دَرَجَةً ۚ وَكُلًّا وَعَدَ ٱللَّهُ ٱلْحُسْنَىٰ ۚ وَفَضَّلَ ٱللَّهُ ٱلْمُجَـٰهِدِينَ عَلَى ٱلْقَـٰعِدِينَ أَجْرًا عَظِيمًا 95. და თანასწორნი არ არიან ის მორწმუნენი, რომელნიც სახლში სხედან უმიზეზოდ, და ისინი, რომელნიც იბრძვიან ალლაჰის გზაზე თავიანთი ქონებითა და სულით. ალლაჰმა თავიანთი ქონებითა და სულით მებრძოლნი ერთი საფეხურით აღამაღლა შინ მსხდომებზე. და ყველას სიკეთე აღუთქვა ალლაჰმა, მაგრამ მებრძოლნი შინ მსხდომებზე უპირატესჰყო უდიდესი ჯილდოთი. دَرَجَـٰتٍ مِّنْهُ وَمَغْفِرَةً وَرَحْمَةً ۚ وَكَانَ ٱللَّهُ غَفُورًا رَّحِيمًا 96. ხარისხები მისგანაა, მიტევებაც და წყალობაც. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია! إِنَّ ٱلَّذِينَ تَوَفَّىٰهُمُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ ظَالِمِىٓ أَنفُسِهِمْ قَالُوا۟ فِيمَ كُنتُمْ ۖ قَالُوا۟ كُنَّا مُسْتَضْعَفِينَ فِى ٱلْأَرْضِ ۚ قَالُوٓا۟ أَلَمْ تَكُنْ أَرْضُ ٱللَّهِ وَ‌ٰسِعَةً فَتُهَاجِرُوا۟ فِيهَا ۚ فَأُو۟لَـٰٓئِكَ مَأْوَىٰهُمْ جَهَنَّمُ ۖ وَسَآءَتْ مَصِيرًا 97. ჭეშმარიტად, როცა ანგელოზებმა მიიბარეს ისინი, რომელნიც საკუთარ თავს ვნებდნენ, შეეკითხნენ: რითი იყავით დაკავებული? მიუგეს: უძლურნი ვიყავით მიწაზე! უთხრეს: განა არ იყო ალლაჰის მიწა იმდენად ვრცელი, რომ სხვაგან გადასახლებულიყავით? აი ისინი, მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია. და რა საზარელია ეს საკმვიდრებელი! إِلَّا ٱلْمُسْتَضْعَفِينَ مِنَ ٱلرِّجَالِ وَٱلنِّسَآءِ وَٱلْوِلْدَ‌ٰنِ لَا يَسْتَطِيعُونَ حِيلَةً وَلَا يَهْتَدُونَ سَبِيلً 98. გარდა უძლური კაცებისა, ქალებისა და ბავშვებისა, რომელთაც არ შეუძლიათ რამე იღონონ და არც შეუძლიათ გზას დაადგნენ. فَأُو۟لَـٰٓئِكَ عَسَى ٱللَّهُ أَن يَعْفُوَ عَنْهُمْ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَفُوًّا غَفُورًا 99. ეგების მიუტევოს ალლაჰმა მაგათ; ალლაჰი ხომ მიმტევებელი, შემწყნარებელია! وَمَن يُهَاجِرْ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ يَجِدْ فِى ٱلْأَرْضِ مُرَ‌ٰغَمًا كَثِيرًا وَسَعَةً ۚ وَمَن يَخْرُجْ مِنۢ بَيْتِهِۦ مُهَاجِرًا إِلَى ٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ ثُمَّ يُدْرِكْهُ ٱلْمَوْتُ فَقَدْ وَقَعَ أَجْرُهُۥ عَلَى ٱللَّهِ ۗ وَكَانَ ٱللَّهُ غَفُورًا رَّحِيمًا 100. და ვინც გადასახლდება ალლაჰის გზაზე, იპოვის დედამიწაზე მრავალ სამკვიდროს და სახსარს. და ვინც გაემგზავრება ალლაჰისა და მისი შუამავლისთვის და თავის სახლს მიატოვებს, და მოეწევა ამ დროს სიკვდილი, ალლაჰზეა მისი საზღაური. ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია! وَإِذَا ضَرَبْتُمْ فِى ٱلْأَرْضِ فَلَيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ أَن تَقْصُرُوا۟ مِنَ ٱلصَّلَوٰةِ إِنْ خِفْتُمْ أَن يَفْتِنَكُمُ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ ۚ إِنَّ ٱلْكَـٰفِرِينَ كَانُوا۟ لَكُمْ عَدُوًّا مُّبِينًا 101. და როცა მოგზაურობთ ამ მიწაზე, ცოდვად არ გეთვლებათ, თუკი ლოცვას შეამოკლებთ, თუკი შიშობთ, რომ რაიმეს გავნებენ ისინი, რომელნიც ურწმუნონი არიან. უეჭველად, ურწმუნონი არიან თქვენი აშკარა მტრები! وَإِذَا كُنتَ فِيهِمْ فَأَقَمْتَ لَهُمُ ٱلصَّلَوٰةَ فَلْتَقُمْ طَآئِفَةٌ مِّنْهُم مَّعَكَ وَلْيَأْخُذُوٓا۟ أَسْلِحَتَهُمْ فَإِذَا سَجَدُوا۟ فَلْيَكُونُوا۟ مِن وَرَآئِكُمْ وَلْتَأْتِ طَآئِفَةٌ أُخْرَىٰ لَمْ يُصَلُّوا۟ فَلْيُصَلُّوا۟ مَعَكَ وَلْيَأْخُذُوا۟ حِذْرَهُمْ وَأَسْلِحَتَهُمْ ۗ وَدَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَوْ تَغْفُلُونَ عَنْ أَسْلِحَتِكُمْ وَأَمْتِعَتِكُمْ فَيَمِيلُونَ عَلَيْكُم مَّيْلَةً وَ‌ٰحِدَةً ۚ وَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ إِن كَانَ بِكُمْ أَذًى مِّن مَّطَرٍ أَوْ كُنتُم مَّرْضَىٰٓ أَن تَضَعُوٓا۟ أَسْلِحَتَكُمْ ۖ وَخُذُوا۟ حِذْرَكُمْ ۗ إِنَّ ٱللَّهَ أَعَدَّ لِلْكَـٰفِرِينَ عَذَابًا مُّهِينًا 102. და როცა შენ (ო, მუჰამმედ!) მორწმუნეთა შორის ხარ და წარმართავ მათ ლოცვით, შენთან ერთად ილოცოს ერთმა ჯგუფმა იარაღით ხელში. როცა პირველი ჯგუფი ლოცვას დაასრულებს, შენს უკან დადგნენ და მოვიდეს მეორე ჯგუფი, რომელსაც ჯერ არ ულოცია და შენთან ერთად განაგრძოს ლოცვა. მაგრამ ფრთხილად იყვნენ და იარაღი თან ჰქონდეთ. ვინც ურწმუნოა, ნატრობს უგულისყუროდ დატოვოთ იარაღი და აღჭურვილობა, რომ მოულოდნელად თავს დაგესხან. ცოდვად არ გეთვლებათ, თუ იარაღს განზე გადადებთ წვიმით შეწუხებულნი ან ავად მყოფნი. და ფხიზლად იყავით! უეჭველად, ალლაჰმა გაუმზადა ურწმუნოებს დამამცირებელი სასჯელი! فَإِذَا قَضَيْتُمُ ٱلصَّلَوٰةَ فَٱذْكُرُوا۟ ٱللَّهَ قِيَـٰمًا وَقُعُودًا وَعَلَىٰ جُنُوبِكُمْ ۚ فَإِذَا ٱطْمَأْنَنتُمْ فَأَقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ ۚ إِنَّ ٱلصَّلَوٰةَ كَانَتْ عَلَى ٱلْمُؤْمِنِينَ كِتَـٰبًا مَّوْقُوتًا 103. და როდესაც მორჩებით ლოცვას, გახსოვდეთ ალლაჰი მდგომთა, მსხდომთა და მხართეძოზე წამოწოლილთ, ხოლო როცა გულმშვიდად იქნებით, დადექით ლოცვად. ჭეშმარიტად, ლოცვა ევალებათ მორწმუნეებს განსაზვრულ დროს. وَلَا تَهِنُوا۟ فِى ٱبْتِغَآءِ ٱلْقَوْمِ ۖ إِن تَكُونُوا۟ تَأْلَمُونَ فَإِنَّهُمْ يَأْلَمُونَ كَمَا تَأْلَمُونَ ۖ وَتَرْجُونَ مِنَ ٱللَّهِ مَا لَا يَرْجُونَ ۗ وَكَانَ ٱللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًا 104. არ გამოიჩინოთ სისუსტე ხალხის დევნაში. თუ თქვენ იტანჯებით, ისინიც იტანჯებიან ისე, როგორც თქვენ იტანჯებით, მაგრამ თქვენ ალლაჰისგან გაქვთ იმის იმედი, რისი იმედიც მათ არ გააჩნიათ, და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია! إِنَّآ أَنزَلْنَآ إِلَيْكَ ٱلْكِتَـٰبَ بِٱلْحَقِّ لِتَحْكُمَ بَيْنَ ٱلنَّاسِ بِمَآ أَرَىٰكَ ٱللَّهُ ۚ وَلَا تَكُن لِّلْخَآئِنِينَ خَصِيمًا 105. ჭეშმარიტად, ჩვენ მოგივლინეთ წიგნი ჭეშმარიტებით, რათა განსაჯო ადამიანებს შორის ისე, როგორც შენ ალლაჰმა დაგანახა. და ნუ იქნები მოღალატეთა დამცველი! وَٱسْتَغْفِرِ ٱللَّهَ ۖ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ غَفُورًا رَّحِيمًا 106. და პატიება სთხოვე ალლაჰს. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია! وَلَا تُجَـٰدِلْ عَنِ ٱلَّذِينَ يَخْتَانُونَ أَنفُسَهُمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُحِبُّ مَن كَانَ خَوَّانًا أَثِيمًا 107. და არ გამოექომაგო იმათ, ვინც საკუთარ თავს ღალატობს. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს მოღალატეები, ცოდვილები! يَسْتَخْفُونَ مِنَ ٱلنَّاسِ وَلَا يَسْتَخْفُونَ مِنَ ٱللَّهِ وَهُوَ مَعَهُمْ إِذْ يُبَيِّتُونَ مَا لَا يَرْضَىٰ مِنَ ٱلْقَوْلِ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ بِمَا يَعْمَلُونَ مُحِيطًا 108. მალავენ ხალხისგან, მაგრამ ვერ დამალავენ ალლაჰისგან. და იგი მათთანაა, როცა ისინი ფარულად ადგენენ იმას, რაც არ მოსწონს. უეჭველად, ალლაჰი გარემოიცავს იმას, რასაც ისინი აკეთებენ! هَـٰٓأَنتُمْ هَـٰٓؤُلَآءِ جَـٰدَلْتُمْ عَنْهُمْ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا فَمَن يُجَـٰدِلُ ٱللَّهَ عَنْهُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ أَم مَّن يَكُونُ عَلَيْهِمْ وَكِيلًا 109. თქვენ ექომაგებით მაგათ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, მაგრამ ვინ გამოექომაგება ალლაჰთან განკითხვის დღეს, ან ვინ იქნება მათი ქომაგი? وَمَن يَعْمَلْ سُوٓءًا أَوْ يَظْلِمْ نَفْسَهُۥ ثُمَّ يَسْتَغْفِرِ ٱللَّهَ يَجِدِ ٱللَّهَ غَفُورًا رَّحِيمًا 110. და ვინც სიავეს ჩაიდენს ან თავის სულს ავნებს, მერე კი ალლაჰს მიტევებას სთხოვს, იხილავს ალლაჰს მიმტევებელს, მწყალობელს! وَمَن يَكْسِبْ إِثْمًا فَإِنَّمَا يَكْسِبُهُۥ عَلَىٰ نَفْسِهِۦ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًا 111. და ვინც შესცოდავს, ის თავის საზიანოდ სჩადის. ჭეშმარიტად ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია. وَمَن يَكْسِبْ خَطِيٓـَٔةً أَوْ إِثْمًا ثُمَّ يَرْمِ بِهِۦ بَرِيٓـًٔا فَقَدِ ٱحْتَمَلَ بُهْتَـٰنًا وَإِثْمًا مُّبِينًا 112. ხოლო ის, ვინც ჩაიდენს ცოდვას ან შეცოდებას, მერე კი ამას უდანაშაულოს გადააბრალებს, თავს დაიტეხს შერცხვენასა და აშკარა შეცოდებას. وَلَوْلَا فَضْلُ ٱللَّهِ عَلَيْكَ وَرَحْمَتُهُۥ لَهَمَّت طَّآئِفَةٌ مِّنْهُمْ أَن يُضِلُّوكَ وَمَا يُضِلُّونَ إِلَّآ أَنفُسَهُمْ ۖ وَمَا يَضُرُّونَكَ مِن شَىْءٍ ۚ وَأَنزَلَ ٱللَّهُ عَلَيْكَ ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْحِكْمَةَ وَعَلَّمَكَ مَا لَمْ تَكُن تَعْلَمُ ۚ وَكَانَ فَضْلُ ٱللَّهِ عَلَيْكَ عَظِيمًا 113. და რომ არა ალლაჰის მადლი შენზე და მისი წყალობა, მათი ერთი ჯგუფი შეეცდებოდა გზას აეცდინე, მაგრამ ისინი მხოლოდ საკუთარ თავს აცდენენ გზიდან, და შენ ზიანს ვერ მოგიტანენ. ალლაჰმა ზემოგივლინა წიგნი და სიბრნძე, და გასწავლა ის, რაც არ იცოდი. და შენზეა ალლაჰის უდიდესი მადლი. لَّا خَيْرَ فِى كَثِيرٍ مِّن نَّجْوَىٰهُمْ إِلَّا مَنْ أَمَرَ بِصَدَقَةٍ أَوْ مَعْرُوفٍ أَوْ إِصْلَـٰحٍۭ بَيْنَ ٱلنَّاسِ ۚ وَمَن يَفْعَلْ ذَ‌ٰلِكَ ٱبْتِغَآءَ مَرْضَاتِ ٱللَّهِ فَسَوْفَ نُؤْتِيهِ أَجْرًا عَظِيمًا 114. არ არის სიკეთე მათ მრავალ და საიდუმლო საუბრებში, იმის გარდა, სადაც მოუწოდებენ გაიღონ მოწყალება, ან აკეთონ კეთილი საქმე, და შეარიგონ ადამიანები, და ვინც ამას აკეთებს ალლაჰის კმაყოფილების სურვილით - ვუბოძებთ უდიდეს საზღაურს. وَمَن يُشَاقِقِ ٱلرَّسُولَ مِنۢ بَعْدِ مَا تَبَيَّنَ لَهُ ٱلْهُدَىٰ وَيَتَّبِعْ غَيْرَ سَبِيلِ ٱلْمُؤْمِنِينَ نُوَلِّهِۦ مَا تَوَلَّىٰ وَنُصْلِهِۦ جَهَنَّمَ ۖ وَسَآءَتْ مَصِيرًا 115. და ვინც განუდგება შუამავალს იმის შემდგომ, როცა ჭეშმარიტება ცხადი გახდა მისთვის, და იგი დაადგება გზას, რომელზეც არ ადგანან მორწმუნენი, ჩვენ მივაბრუნებთ მას იქით, საითკენაც შეტრიალდა და ჩავაგდებთ ჯოჯოხეთში. და რა საშინელი სამყოფელია! إِنَّ ٱللَّهَ لَا يَغْفِرُ أَن يُشْرَكَ بِهِۦ وَيَغْفِرُ مَا دُونَ ذَ‌ٰلِكَ لِمَن يَشَآءُ ۚ وَمَن يُشْرِكْ بِٱللَّهِ فَقَدْ ضَلَّ ضَلَـٰلًۢا بَعِيدًا 116. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ მიუტევებს იმას, რომ მას თანაზიარი დაუდგინონ და მიუტევებს სხვა ყველაფერს, ვისაც ინებებს. და ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს, გზა აბნევია შორი გზააბნევით. إِن يَدْعُونَ مِن دُونِهِۦٓ إِلَّآ إِنَـٰثًا وَإِن يَدْعُونَ إِلَّا شَيْطَـٰنًا مَّرِيدًا 117. ისინი მხოლოდ ქალის კერპს უხმობენ(ე.ი მუშრიქებს ქალის კერპი ჰქონდათ) ალლაჰის მაგივრად, და მხოლოდ მეამბოხე შაიტანს უხმობენ. لَّعَنَهُ ٱللَّهُ ۘ وَقَالَ لَأَتَّخِذَنَّ مِنْ عِبَادِكَ نَصِيبًا مَّفْرُوضًا 118. ალლაჰმა დასწყევლა იგი და თქვა: უეჭველად, შენს მსახურთაგან ერთი ნაწილს მე ამოვირჩევ, وَلَأُضِلَّنَّهُمْ وَلَأُمَنِّيَنَّهُمْ وَلَـَٔامُرَنَّهُمْ فَلَيُبَتِّكُنَّ ءَاذَانَ ٱلْأَنْعَـٰمِ وَلَـَٔامُرَنَّهُمْ فَلَيُغَيِّرُنَّ خَلْقَ ٱللَّهِ ۚ وَمَن يَتَّخِذِ ٱلشَّيْطَـٰنَ وَلِيًّا مِّن دُونِ ٱللَّهِ فَقَدْ خَسِرَ خُسْرَانًا مُّبِينًا 119. გზა-კვალს ავურევ, და გავართობ ოცნებებით, და ვუბრძანებ მათ, რომ ყურები დააჭრან საქონელს, და უეჭველად, ვუბრძანებ მათ, რომ სახე შეუცვალონ ალლაჰის გაჩენილს.“ და ვინც ალლაჰის მაგივრად ეშმაკს აიყვანს მეგობრად, წააგებს ცხადი წაგებით. يَعِدُهُمْ وَيُمَنِّيهِمْ ۖ وَمَا يَعِدُهُمُ ٱلشَّيْطَـٰنُ إِلَّا غُرُورًا 120. ჰპირდება მათ და აცდუნებს, მაგრამ ეშმაკის დაპირება, არაფერია ტყუილის გარდა. أُو۟لَـٰٓئِكَ مَأْوَىٰهُمْ جَهَنَّمُ وَلَا يَجِدُونَ عَنْهَا مَحِيصًا 121. მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია, და ვერ იპოვიან იქიდან გამოსავალს. وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ سَنُدْخِلُهُمْ جَنَّـٰتٍ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَآ أَبَدًا ۖ وَعْدَ ٱللَّهِ حَقًّا ۚ وَمَنْ أَصْدَقُ مِنَ ٱللَّهِ قِيلًا 122 და რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, მათ ჩვენ შევიყვანთ სამოთხენში, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები, იქნებიან იქ მარადიულად, ჭეშმარიტია ალლაჰის აღთქმა. და ვისი სიტყვაა ალლაჰის სიტყვაზე უფრო მართალი? لَّيْسَ بِأَمَانِيِّكُمْ وَلَآ أَمَانِىِّ أَهْلِ ٱلْكِتَـٰبِ ۗ مَن يَعْمَلْ سُوٓءًا يُجْزَ بِهِۦ وَلَا يَجِدْ لَهُۥ مِن دُونِ ٱللَّهِ وَلِيًّا وَلَا نَصِيرًا 123.(ალლაჰის მიერ აღთქმული სიკეთე დამოკიდებული) არ არის არც თქვენს ოცნებებზე და არც წიგნის ხალხის ოცნებებზე, ვინც ავს ჩაიდენს, მიეზღვება იგივე და არ ეყოლება არც შემწე და არც მეოხი ალლაჰის გარდა. وَمَن يَعْمَلْ مِنَ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ مِن ذَكَرٍ أَوْ أُنثَىٰ وَهُوَ مُؤْمِنٌ فَأُو۟لَـٰٓئِكَ يَدْخُلُونَ ٱلْجَنَّةَ وَلَا يُظْلَمُونَ نَقِيرًا 124. ხოლო ის, ვინც სიკეთეს იქმს, კაცი თუ ქალი, და ამასთან მორწმუნეა - სამოთხეში შევა და ნაყირის ოდენადაც არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი. وَمَنْ أَحْسَنُ دِينًا مِّمَّنْ أَسْلَمَ وَجْهَهُۥ لِلَّهِ وَهُوَ مُحْسِنٌ وَٱتَّبَعَ مِلَّةَ إِبْرَ‌ٰهِيمَ حَنِيفًا ۗ وَٱتَّخَذَ ٱللَّهُ إِبْرَ‌ٰهِيمَ خَلِيلًا 125. და ვინ არის სარწმუნოებით იმაზე მშვენიერი, ვინც თავისი სახე დაუმორჩილა ალლაჰს, კეთილია და მიჰყვება ჰანიფი იბრაჰიმის რელიგიას. და ალლაჰმა აირჩია იბრაჰიმი თავის მეგობრად. وَلِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ بِكُلِّ شَىْءٍ مُّحِيطًا 126. ალლაჰისაა, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი გარემოიცავს ყოველივეს. وَيَسْتَفْتُونَكَ فِى ٱلنِّسَآءِ ۖ قُلِ ٱللَّهُ يُفْتِيكُمْ فِيهِنَّ وَمَا يُتْلَىٰ عَلَيْكُمْ فِى ٱلْكِتَـٰبِ فِى يَتَـٰمَى ٱلنِّسَآءِ ٱلَّـٰتِى لَا تُؤْتُونَهُنَّ مَا كُتِبَ لَهُنَّ وَتَرْغَبُونَ أَن تَنكِحُوهُنَّ وَٱلْمُسْتَضْعَفِينَ مِنَ ٱلْوِلْدَ‌ٰنِ وَأَن تَقُومُوا۟ لِلْيَتَـٰمَىٰ بِٱلْقِسْطِ ۚ وَمَا تَفْعَلُوا۟ مِنْ خَيْرٍ فَإِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِهِۦ عَلِيمًا 127. შენგან ნებავთ განმარტება ქალების შესახებ, უთხარი: ალლაჰი გამცნობთ რა გევალებათ, და ასევე ობოლ ქალებთა შესახებ, რომელთაც არ აძლევთ იმას, რაც მათ ეკუთვნით და გინდათ მათი ცოლად შერთვა; და ასევე უსუსური ბავშვების თაობაზე, სამართლიანად რომ უნდა მოექცეთ ობლებს, და ალლაჰმა იცის ყოველი სიკეთე რასაც აკეთებთ. وَإِنِ ٱمْرَأَةٌ خَافَتْ مِنۢ بَعْلِهَا نُشُوزًا أَوْ إِعْرَاضًا فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَآ أَن يُصْلِحَا بَيْنَهُمَا صُلْحًا ۚ وَٱلصُّلْحُ خَيْرٌ ۗ وَأُحْضِرَتِ ٱلْأَنفُسُ ٱلشُّحَّ ۚ وَإِن تُحْسِنُوا۟ وَتَتَّقُوا۟ فَإِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرًا 128. და თუ ქალს ეშინია, რომ დაიჩაგრება მისი ქმრისგან, ანდა უარყოფისა, ცოდვა არ ედოს ორივეს თუკი მშვიდობით მორიგდებიან. მშვიდობიანი შეთანხმება უკეთესია. ადამიანში ჩათესილია სიძუნწე, მაგრამ თუ სიკეთეს იქმთ და ღმერთის შიში გექნებათ, და ალლაჰმა იცის რასაც აკეთებთ. وَلَن تَسْتَطِيعُوٓا۟ أَن تَعْدِلُوا۟ بَيْنَ ٱلنِّسَآءِ وَلَوْ حَرَصْتُمْ ۖ فَلَا تَمِيلُوا۟ كُلَّ ٱلْمَيْلِ فَتَذَرُوهَا كَٱلْمُعَلَّقَةِ ۚ وَإِن تُصْلِحُوا۟ وَتَتَّقُوا۟ فَإِنَّ ٱللَّهَ كَانَ غَفُورًا رَّحِيمًا 129. თქვენ ვერასოდეს შეძლებთ, ერთნაირად სამართლიანად მოექცეთ ყველა ცოლს, თუნდაც რომ ესწრაფოდეთ ამას. თქვენს მთელ წადილს ერთისაკენ ნუ მიმართავთ და სხვებს (ჰაერში) გამოკიდებულთ ნუ მიატოვებთ. ხოლო თუ მშვიდობას დასთესთ და ღმერთის შიში გექნებათ, ალლაჰი შემწყნარებელი, მწყალობელია. وَإِن يَتَفَرَّقَا يُغْنِ ٱللَّهُ كُلًّا مِّن سَعَتِهِۦ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ وَ‌ٰسِعًا حَكِيمًا 130. მაგრამ თუ ორნი ერთმანეთს გაეყრებიან, ალლაჰი ორივეს უზრუნველყოფს თავისი სულგრძელობით. ალლაჰი ყოვლისმომცველი, ბრძენია. وَلِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۗ وَلَقَدْ وَصَّيْنَا ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ مِن قَبْلِكُمْ وَإِيَّاكُمْ أَنِ ٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ۚ وَإِن تَكْفُرُوا۟ فَإِنَّ لِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ غَنِيًّا حَمِيدًا 131. ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანა ზედა. ვურჩიეთ მათ, რომელთაც წიგნი ებოძათ თქვენზე უწინ და ასევე თქვენც, რომ ალლაჰის გეშინოდეთ. და თუ იქნებით ურწმუნონი, იცოდეთ, რომ ალლაჰისაა ის, რაც არის ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ჭეშმარიტად ალლაჰი უმდიდრესი, ყოვლადქებულია. وَلِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۚ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ وَكِيلًا 132. ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი კმარა მფარველად! إِن يَشَأْ يُذْهِبْكُمْ أَيُّهَا ٱلنَّاسُ وَيَأْتِ بِـَٔاخَرِينَ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَلَىٰ ذَ‌ٰلِكَ قَدِيرًا 133. თუკი ინებებს, თქვენ წაგიყვანთ და სხვებს მოიყვანს, დიახაც, ალლაჰი ამის შემძლეა. مَّن كَانَ يُرِيدُ ثَوَابَ ٱلدُّنْيَا فَعِندَ ٱللَّهِ ثَوَابُ ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةِ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ سَمِيعًۢا بَصِيرًا 134. ვისაც სურს ამქვეყნიური სიკეთე, ალლაჰთანაა სიკეთე ამქვეყნიურიც და იმქვეყნიურიც. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისგამგონი, ყოვლისმხედველია! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ كُونُوا۟ قَوَّ‌ٰمِينَ بِٱلْقِسْطِ شُهَدَآءَ لِلَّهِ وَلَوْ عَلَىٰٓ أَنفُسِكُمْ أَوِ ٱلْوَ‌ٰلِدَيْنِ وَٱلْأَقْرَبِينَ ۚ إِن يَكُنْ غَنِيًّا أَوْ فَقِيرًا فَٱللَّهُ أَوْلَىٰ بِهِمَا ۖ فَلَا تَتَّبِعُوا۟ ٱلْهَوَىٰٓ أَن تَعْدِلُوا۟ ۚ وَإِن تَلْوُۥٓا۟ أَوْ تُعْرِضُوا۟ فَإِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرًا 135. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი, და ეს რომც იყოს თქვენს წინააღმდეგ, ან თქვენი მშობლებისა და ნათესავების, მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, რადგანაც ალლაჰი უფრო ახლოსაა ორივესთან. და ნუ აჰყვებით გულისნადებს, რომ არ გადაუხვიოთ გზას, და თუ განუდგებით ან ზურგს შეაქცევთ, ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ ءَامِنُوا۟ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ وَٱلْكِتَـٰبِ ٱلَّذِى نَزَّلَ عَلَىٰ رَسُولِهِۦ وَٱلْكِتَـٰبِ ٱلَّذِىٓ أَنزَلَ مِن قَبْلُ ۚ وَمَن يَكْفُرْ بِٱللَّهِ وَمَلَـٰٓئِكَتِهِۦ وَكُتُبِهِۦ وَرُسُلِهِۦ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ فَقَدْ ضَلَّ ضَلَـٰلًۢا بَعِيدًا 136. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალი, და წიგნი, რომელიც გარდმოუვლინა თავის შუამავალს და წიგნი, რომელიც მან გარდმოავლინა მის უწინ. და ვინც უარყოფს ალლაჰს, მის ანგელოზებს, მის წიგნებს, მის შუამავლებს, და განკითხვის დღეს, გზა აბნევია შორი გზააბნევით. إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ثُمَّ كَفَرُوا۟ ثُمَّ ءَامَنُوا۟ ثُمَّ كَفَرُوا۟ ثُمَّ ٱزْدَادُوا۟ كُفْرًا لَّمْ يَكُنِ ٱللَّهُ لِيَغْفِرَ لَهُمْ وَلَا لِيَهْدِيَهُمْ سَبِيلًۢا 137. ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს, მერე უარყვეს, მერე კვლავ ირწმუნეს, კვლავ უარყვეს, მერე უფრო მომძლავრდნენ ურწმუნოებაში, არ იქნება, რომ შეუნდოს ალლაჰმა მათ, და არ უწინამძღვრებს მათ ჭეშმარიტი გზით! بَشِّرِ ٱلْمُنَـٰفِقِينَ بِأَنَّ لَهُمْ عَذَابًا أَلِيمًا 138. ახარე თვალთმაქცებს, რომ სწორედ მათია მტანჯველი სასჯელი. ٱلَّذِينَ يَتَّخِذُونَ ٱلْكَـٰفِرِينَ أَوْلِيَآءَ مِن دُونِ ٱلْمُؤْمِنِينَ ۚ أَيَبْتَغُونَ عِندَهُمُ ٱلْعِزَّةَ فَإِنَّ ٱلْعِزَّةَ لِلَّهِ جَمِيعًا 139. ვინც მეგობრად ირჩევს ურწმუნოებს, არათუ მორწმუნეებს, პატივს ხომ არ ეძებს მათგან? პატივი კი ალლაჰის წიაღშია სრულიად. وَقَدْ نَزَّلَ عَلَيْكُمْ فِى ٱلْكِتَـٰبِ أَنْ إِذَا سَمِعْتُمْ ءَايَـٰتِ ٱللَّهِ يُكْفَرُ بِهَا وَيُسْتَهْزَأُ بِهَا فَلَا تَقْعُدُوا۟ مَعَهُمْ حَتَّىٰ يَخُوضُوا۟ فِى حَدِيثٍ غَيْرِهِۦٓ ۚ إِنَّكُمْ إِذًا مِّثْلُهُمْ ۗ إِنَّ ٱللَّهَ جَامِعُ ٱلْمُنَـٰفِقِينَ وَٱلْكَـٰفِرِينَ فِى جَهَنَّمَ جَمِيعًا 140. და მან გარდმოგივლინა თქვენ წიგნში: როცა გაიგონებთ ალლაჰის აიათების უარყოფას და მასზე გაცინვას, ნუ დასხდებით იმათ გვერდით, ვიდრე სხვა თემაში არ ჩაეფლობიან. თორემ თქვენც მათი მსგავსი გახდებით. ჭეშმარიტად, ალლაჰი ერთად შეკრებს თვალთმაქცებსა და ურწმუნოებს ჯოჯოხეთში! ٱلَّذِينَ يَتَرَبَّصُونَ بِكُمْ فَإِن كَانَ لَكُمْ فَتْحٌۭ مِّنَ ٱللَّهِ قَالُوٓا۟ أَلَمْ نَكُن مَّعَكُمْ وَإِن كَانَ لِلْكَـٰفِرِينَ نَصِيبٌۭ قَالُوٓا۟ أَلَمْ نَسْتَحْوِذْ عَلَيْكُمْ وَنَمْنَعْكُم مِّنَ ٱلْمُؤْمِنِينَ ۚ فَٱللَّهُ يَحْكُمُ بَيْنَكُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۗ وَلَن يَجْعَلَ ٱللَّهُ لِلْكَـٰفِرِينَ عَلَى ٱلْمُؤْمِنِينَ سَبِيلًا 141. რომელნიც თქვენ გელოდებიან, თუკი ალლაჰისგან გამარჯვება გექნათ, იტყვიან განა თქვენთან არ ვიყავითო? და თუ გამარჯვება ურწმუნოებს დარჩათ, იტყვიან: განა ჩვენ არ გიწყობდით ხელს და არ დაგიცავით მორწმუნეთაგანო? ალლაჰი განსჯის თქვენს შორის აღდგომის დღეს, და ალლაჰი გზას არ გაუმართავს ურწმუნოებს მორწმუნეთა წინააღმდეგ. إِنَّ ٱلْمُنَـٰفِقِينَ يُخَـٰدِعُونَ ٱللَّهَ وَهُوَ خَـٰدِعُهُمْ وَإِذَا قَامُوٓا۟ إِلَى ٱلصَّلَوٰةِ قَامُوا۟ كُسَالَىٰ يُرَآءُونَ ٱلنَّاسَ وَلَا يَذْكُرُونَ ٱللَّهَ إِلَّا قَلِيلًۭا 142. უეჭველად, თვალთმაქცები ცდილობენ ალლაჰი მოატყუონ, მაგრამ იგი მოატყუებს მათ. ხოლო თუკი ლოცვად დადგებიან, უხალისოდ აკეთებენ, ხალხის საჩვენებლად, და არ ახსენებენ ალლაჰს მცირედის გარდა. مُّذَبْذَبِينَ بَيْنَ ذَ‌ٰلِكَ لَآ إِلَىٰ هَـٰٓؤُلَآءِ وَلَآ إِلَىٰ هَـٰٓؤُلَآءِ ۚ وَمَن يُضْلِلِ ٱللَّهُ فَلَن تَجِدَ لَهُۥ سَبِيلًۭا 143. მერყეობენ ამას (რწმენასა და ურწმუნოებას) შორის. და არც ამათთან არიან, არც იმათთან. ხოლო ვისაც ალლაჰი გზას აუბნევს, იმას გზას ვერ მოუნახავ! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَتَّخِذُوا۟ ٱلْكَـٰفِرِينَ أَوْلِيَآءَ مِن دُونِ ٱلْمُؤْمِنِينَ ۚ أَتُرِيدُونَ أَن تَجْعَلُوا۟ لِلَّهِ عَلَيْكُمْ سُلْطَـٰنًۭا مُّبِينًا 144. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიყვანოთ მეგობრებად ურწმუნოები, მორწმუნეების მაგივრად. განა გინდათ ცხადი სამხილი მისცეთ ალლაჰს თქვენს წინააღმდეგ?! إِنَّ ٱلْمُنَـٰفِقِينَ فِى ٱلدَّرْكِ ٱلْأَسْفَلِ مِنَ ٱلنَّارِ وَلَن تَجِدَ لَهُمْ نَصِيرًا 145. უეჭველად, თვალთმაქცები ჯოჯოხეთის ცეცხლის უმდაბლეს შრეში იქნებიან, და ვერასოდეს იპოვი შენ მათთვის ქომაგს. إِلَّا ٱلَّذِينَ تَابُوا۟ وَأَصْلَحُوا۟ وَٱعْتَصَمُوا۟ بِٱللَّهِ وَأَخْلَصُوا۟ دِينَهُمْ لِلَّهِ فَأُو۟لَـٰٓئِكَ مَعَ ٱلْمُؤْمِنِينَ ۖ وَسَوْفَ يُؤْتِ ٱللَّهُ ٱلْمُؤْمِنِينَ أَجْرًا عَظِيمًۭا 146. იმათ გარდა, ვინც მოინანია, გამოსწორდნენ და ალლაჰს მიენდო, და განწმინდეს რწმენა ალლაჰის მიმართ. ისინი იქნებიან მორწმუნეების ერთად. ხოლო ალლაჰი მორწმუნეებს უწყალობებს უდიდეს საზღაურს. مَّا يَفْعَلُ ٱللَّهُ بِعَذَابِكُمْ إِن شَكَرْتُمْ وَءَامَنتُمْ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ شَاكِرًا عَلِيمًۭا 147. რატომ უნდა დაგსაჯოთ ალლაჰმა, თუკი იქნებით მადლიერნი და ირწმუნებთ? ჭეშმარიტად  ალლაჰი ყოვლისმცოდნე, მადლიერია. لَّا يُحِبُّ ٱللَّهُ ٱلْجَهْرَ بِٱلسُّوٓءِ مِنَ ٱلْقَوْلِ إِلَّا مَن ظُلِمَ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ سَمِيعًا عَلِيمًا 148. ალლაჰს არ უყვარს სიტყვით სიავის გამომჟღავნება, იმათ გარდა ვინც უსამართლოდ დაჩაგრულია. ჭეშმარიტად ალლაჰი ყოვლისგამგონი, ყოვლისმცოდნეა. إِن تُبْدُوا۟ خَيْرًا أَوْ تُخْفُوهُ أَوْ تَعْفُوا۟ عَن سُوٓءٍۢ فَإِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَفُوًّۭا قَدِيرًا 149. სიკეთეს ღიად აკეთებთ თუ ფარულად, აპატიებთ თუ არა სიავეს, ჭეშმარიტად ალლაჰი მიმტევებელი, ყოვლისშემძლეა. إِنَّ ٱلَّذِينَ يَكْفُرُونَ بِٱللَّهِ وَرُسُلِهِۦ وَيُرِيدُونَ أَن يُفَرِّقُوا۟ بَيْنَ ٱللَّهِ وَرُسُلِهِۦ وَيَقُولُونَ نُؤْمِنُ بِبَعْضٍۢ وَنَكْفُرُ بِبَعْضٍۢ وَيُرِيدُونَ أَن يَتَّخِذُوا۟ بَيْنَ ذَ‌ٰلِكَ سَبِيلًا 150. ჭეშმარიტად, რომელნიც უარყოფენ ალლაჰსა და მის შუამავალთ და უნდათ განასხვავონ ალლაჰი და მისი შუამავალნი, ამბობენ: გვწამს ზოგი და არ გვწამს ზოგი. და სურთ ამათ შორის გზა დაიდგინონ. أُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْكَـٰفِرُونَ حَقًّۭا ۚ وَأَعْتَدْنَا لِلْكَـٰفِرِينَ عَذَابًۭا مُّهِينًۭا 151. სწორედ ისინი არიან ნამდვილად ურწმუნონი. და გავუმზადეთ ურწმუნოებს დამამცირებელი სასჯელი. وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ بِٱللَّهِ وَرُسُلِهِۦ وَلَمْ يُفَرِّقُوا۟ بَيْنَ أَحَدٍۢ مِّنْهُمْ أُو۟لَـٰٓئِكَ سَوْفَ يُؤْتِيهِمْ أُجُورَهُمْ ۗ وَكَانَ ٱللَّهُ غَفُورًۭا رَّحِيمًۭا 152. და რომელთაც, ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავლები. არ გამოარჩევენ მათ შორის არცერთ მათგანს - მათ შემდგომში უბოძებს თავიანთ საზღაურს, და ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია! يَسْـَٔلُكَ أَهْلُ ٱلْكِتَـٰبِ أَن تُنَزِّلَ عَلَيْهِمْ كِتَـٰبًۭا مِّنَ ٱلسَّمَآءِ ۚ فَقَدْ سَأَلُوا۟ مُوسَىٰٓ أَكْبَرَ مِن ذَ‌ٰلِكَ فَقَالُوٓا۟ أَرِنَا ٱللَّهَ جَهْرَةًۭ فَأَخَذَتْهُمُ ٱلصَّـٰعِقَةُ بِظُلْمِهِمْ ۚ ثُمَّ ٱتَّخَذُوا۟ ٱلْعِجْلَ مِنۢ بَعْدِ مَا جَآءَتْهُمُ ٱلْبَيِّنَـٰتُ فَعَفَوْنَا عَن ذَ‌ٰلِكَ ۚ وَءَاتَيْنَا مُوسَىٰ سُلْطَـٰنًۭا مُّبِينًۭا 153. გთხოვენ წიგნის მქონენი ზემოუვლინო შენ წიგნი ზეციდან. მუსას კი ამაზე მეტიც მოსთხოვეს და უთხრეს - "დაგვანახე ალლაჰი ჩვენი თვალით" და ისინი ელვამ მოიცვა მათი უსამართლობის გამო. მერე კი ხბო დაიდგინეს კერპად მის შემდგომ, რაც მათ მიიღეს ცხადი მტკიცებანი. ხოლო ჩვენ მივუტევეთ მათ ეს და ვუბოძეთ მუსას ცხადი მეუფება. وَرَفَعْنَا فَوْقَهُمُ ٱلطُّورَ بِمِيثَـٰقِهِمْ وَقُلْنَا لَهُمُ ٱدْخُلُوا۟ ٱلْبَابَ سُجَّدًۭا وَقُلْنَا لَهُمْ لَا تَعْدُوا۟ فِى ٱلسَّبْتِ وَأَخَذْنَا مِنْهُم مِّيثَـٰقًا غَلِيظًۭا 154. და მათ ზემოთ მთა აღვმართეთ, მათი აღთქმის თანახმად და მათ ვუთხარით: შედით ამ კარიბჭეში სეჯდეთი. და ვუბრძანეთ: არ დაარღვიოთ შაბათი. და მივიღეთ მათგან მტკიცე აღთქმა. فَبِمَا نَقْضِهِم مِّيثَـٰقَهُمْ وَكُفْرِهِم بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ وَقَتْلِهِمُ ٱلْأَنۢبِيَآءَ بِغَيْرِ حَقٍّۢ وَقَوْلِهِمْ قُلُوبُنَا غُلْفٌۢ ۚ بَلْ طَبَعَ ٱللَّهُ عَلَيْهَا بِكُفْرِهِمْ فَلَا يُؤْمِنُونَ إِلَّا قَلِيلًۭا 155. იმის გამო, რომ მათ გატეხეს მათი აღთქმა და ალლაჰის სასწაულებისადმი ურწმუნოების გამო, და იმის გამო რომ უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავლებს, და მათი სიტყვების გამო - ჩვენი გულები დაკეტილიაო. (ე.ი ვიცავთ ალლაჰის სიტყვასო) პირიქით, ალლაჰმა ბეჭედი დაასვა მათ გულებს, მათი ურწმუნოების გამო და არ სწამთ მათ მცირედის გარდა. وَبِكُفْرِهِمْ وَقَوْلِهِمْ عَلَىٰ مَرْيَمَ بُهْتَـٰنًا عَظِيمًۭا 156. და მათი ურწმუნოებისათვის და იმისათვისაც, რომ უდიდესი ცილი დასწამეს მარიამს; وَقَوْلِهِمْ إِنَّا قَتَلْنَا ٱلْمَسِيحَ عِيسَى ٱبْنَ مَرْيَمَ رَسُولَ ٱللَّهِ وَمَا قَتَلُوهُ وَمَا صَلَبُوهُ وَلَـٰكِن شُبِّهَ لَهُمْ ۚ وَإِنَّ ٱلَّذِينَ ٱخْتَلَفُوا۟ فِيهِ لَفِى شَكٍّۢ مِّنْهُ ۚ مَا لَهُم بِهِۦ مِنْ عِلْمٍ إِلَّا ٱتِّبَاعَ ٱلظَّنِّ ۚ وَمَا قَتَلُوهُ يَقِينًۢا 157. და მათი სიტყვებიდან გამომდინარე, „ჩვენ მოვკალით მესია 'ისა მარიამის შვილი, ალლაჰის შუამავალი;“ და არ მოუკლავთ იგი და არ გაუკრავთ, არამედ მათ ასე მოეჩვენათ, და უეჭველად, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდს მიყვებიან, და ის კი, ნამდვილად არ მოუკლავთ, بَل رَّفَعَهُ ٱللَّهُ إِلَيْهِ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَزِيزًا حَكِيمًۭا 158. არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან, და ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია! وَإِن مِّنْ أَهْلِ ٱلْكِتَـٰبِ إِلَّا لَيُؤْمِنَنَّ بِهِۦ قَبْلَ مَوْتِهِۦ ۖ وَيَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ يَكُونُ عَلَيْهِمْ شَهِيدًۭا 159. წიგნის ხალხთაგან ერთიც არ იქნება ისეთი, რომ არ ირწმუნოს იგი მის სიკვდილამდე. და ის, განკითხვის დღეს იქნება მოწმე მათ წინააღმდეგ. فَبِظُلْمٍۢ مِّنَ ٱلَّذِينَ هَادُوا۟ حَرَّمْنَا عَلَيْهِمْ طَيِّبَـٰتٍ أُحِلَّتْ لَهُمْ وَبِصَدِّهِمْ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ كَثِيرًۭا 160. ზოგი იუდეველის უსამართლობის გამო ავუკრძალეთ მათ ის სიკეთენი, რაც ადრე ნებადართული იყო მათთვის. და იმის გამო, რომ ისინი ბევრს ალლაჰის გზიდან აცდუნებდნენ. وَأَخْذِهِمُ ٱلرِّبَوٰا۟ وَقَدْ نُهُوا۟ عَنْهُ وَأَكْلِهِمْ أَمْوَ‌ٰلَ ٱلنَّاسِ بِٱلْبَـٰطِلِ ۚ وَأَعْتَدْنَا لِلْكَـٰفِرِينَ مِنْهُمْ عَذَابًا أَلِيمًۭا 161. და იმის გამოც, რომ იღებდნენ ვახშს, თუმცა ეს აკრძალული ჰქონდათ, და უსამართლოდ ჭამდნენ ხალხის ქონებას. და გავუმზადეთ ურწმუნოებს მტანჯველი სასჯელი. لَّـٰكِنِ ٱلرَّ‌ٰسِخُونَ فِى ٱلْعِلْمِ مِنْهُمْ وَٱلْمُؤْمِنُونَ يُؤْمِنُونَ بِمَآ أُنزِلَ إِلَيْكَ وَمَآ أُنزِلَ مِن قَبْلِكَ ۚ وَٱلْمُقِيمِينَ ٱلصَّلَوٰةَ ۚ وَٱلْمُؤْتُونَ ٱلزَّكَوٰةَ وَٱلْمُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ أُو۟لَـٰٓئِكَ سَنُؤْتِيهِمْ أَجْرًا عَظِيمًا 162. მაგრამ მათგან მტკიცე მცოდნეებს და მორწმუნეებს, რომელთაც სწამთ იმისა, რაც შენ გარდმოგევლინა და რაც გარდმოევლინა შენზე უწინ. ლოცვის შემსრულებლებს, მოწყალების გამღებთ, და მორწმუნეთ ალლაჰისა და უკანასკნელი დღისა - მივაგებთ ჩვენ უდიდეს საზღაურს. إِنَّآ أَوْحَيْنَآ إِلَيْكَ كَمَآ أَوْحَيْنَآ إِلَىٰ نُوحٍۢ وَٱلنَّبِيِّـۧنَ مِنۢ بَعْدِهِۦ ۚ وَأَوْحَيْنَآ إِلَىٰٓ إِبْرَ‌ٰهِيمَ وَإِسْمَـٰعِيلَ وَإِسْحَـٰقَ وَيَعْقُوبَ وَٱلْأَسْبَاطِ وَعِيسَىٰ وَأَيُّوبَ وَيُونُسَ وَهَـٰرُونَ وَسُلَيْمَـٰنَ ۚ وَءَاتَيْنَا دَاوُۥدَ زَبُورًۭا 163. ჩვენ ზეშთაგაგონეთ შენ გამოცხადება ისევე, როგორც ზეშთავაგონეთ ნუჰს და შუამავლებს მის შემდგომ, ისმა'ილს, ისჰაყს, ია'ყუბს და და მათ მოდგმას; 'ისას, აიუბს, იუნუსს, ჰარუნს, სულეიმანს, და ვუბოძეთ დავუდს ფსალმუნი(ზებური). وَرُسُلًۭا قَدْ قَصَصْنَـٰهُمْ عَلَيْكَ مِن قَبْلُ وَرُسُلًۭا لَّمْ نَقْصُصْهُمْ عَلَيْكَ ۚ وَكَلَّمَ ٱللَّهُ مُوسَىٰ تَكْلِيمًۭا 164. და წარმოვგზავნეთ შუამავლები, რომლებზეც ადრე გიამბეთ და შუამავლები, რომლებზეც არაფერი გვითქვამს შენთვის. და დაელაპარაკა ალლაჰი მუსას სიტყვიერად. رُّسُلًۭا مُّبَشِّرِينَ وَمُنذِرِينَ لِئَلَّا يَكُونَ لِلنَّاسِ عَلَى ٱللَّهِ حُجَّةٌۢ بَعْدَ ٱلرُّسُلِ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَزِيزًا حَكِيمًۭا 165. შუამავლები მახარობლებლად და შემგონებლებად(წარმოვგზავნეთ) რათა არ ჰქონოდა ხალხს ალლაჰის საწინააღმდეგო სამხილი შუამავლების შემდგომ. ჭეშმარიტად ალლაჰი ძველამოსილი, ბრძენია. لَّـٰكِنِ ٱللَّهُ يَشْهَدُ بِمَآ أَنزَلَ إِلَيْكَ ۖ أَنزَلَهُۥ بِعِلْمِهِۦ ۖ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةُ يَشْهَدُونَ ۚ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ شَهِيدًا 166. მაგრამ ალლაჰი ადასტურებს იმას, რომ რაც გარდმოავლინა შენზე, გარდმოავლინა თავისი ცოდნით, და ამას ადასტურებენ ანგელოზები. და საკმარისია ალლაჰი მოწმედ! إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَصَدُّوا۟ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ قَدْ ضَلُّوا۟ ضَلَـٰلًۢا بَعِيدًا 167. უეჭველად, იმათ, ვინც არ ირწმუნა და ალლაჰის გზას ააცდინა სხვებიც, გზა აებნათ დიდი გზააბნევით. إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَظَلَمُوا۟ لَمْ يَكُنِ ٱللَّهُ لِيَغْفِرَ لَهُمْ وَلَا لِيَهْدِيَهُمْ طَرِيقًا 168. უეჭველად, რომელთაც უარყვეს და უსამართლოდ იქცეოდნენ, არ იქნება ალლაჰმა აპატიოს, და არ უწინამძღვრებს მათ არცერთი გზით. إِلَّا طَرِيقَ جَهَنَّمَ خَـٰلِدِينَ فِيهَآ أَبَدًۭا ۚ وَكَانَ ذَ‌ٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ يَسِيرًۭا

169. გარდა ჯოჯოხეთის გზისა. იქნებიან იქ მარადიულად. და ეს იოლია ალლაჰისათვის.

يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ قَدْ جَآءَكُمُ ٱلرَّسُولُ بِٱلْحَقِّ مِن رَّبِّكُمْ فَـَٔامِنُوا۟ خَيْرًۭا لَّكُمْ ۚ وَإِن تَكْفُرُوا۟ فَإِنَّ لِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًۭا

170. ჰეი ადამიანებო! თქვენთან მოვიდა შუამავალი ჭეშმარიტებით თქვენი ღმერთისგან და ირწმუნეთ, ეს უმჯობესია თქვენთვის. ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანა ზედა, და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.

يَـٰٓأَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ لَا تَغْلُوا۟ فِى دِينِكُمْ وَلَا تَقُولُوا۟ عَلَى ٱللَّهِ إِلَّا ٱلْحَقَّ ۚ إِنَّمَا ٱلْمَسِيحُ عِيسَى ٱبْنُ مَرْيَمَ رَسُولُ ٱللَّهِ وَكَلِمَتُهُۥٓ أَلْقَىٰهَآ إِلَىٰ مَرْيَمَ وَرُوحٌۭ مِّنْهُ ۖ فَـَٔامِنُوا۟ بِٱللَّهِ وَرُسُلِهِۦ ۖ وَلَا تَقُولُوا۟ ثَلَـٰثَةٌ ۚ ٱنتَهُوا۟ خَيْرًۭا لَّكُمْ ۚ إِنَّمَا ٱللَّهُ إِلَـٰهٌۭ وَ‌ٰحِدٌۭ ۖ سُبْحَـٰنَهُۥٓ أَن يَكُونَ لَهُۥ وَلَدٌۭ ۘ لَّهُۥ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۗ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ وَكِيلًۭا

171. ჰეი, წიგნის ხალხო! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს სარწმუნოებაში და ნურაფერს იტყვით ალლაჰზე, გარდა ჭეშმარიტებისა. რამეთუ მესია 'ისა მარიამის შვილი ალლაჰის შუამავალია და მისი სიტყვაა, რომელიც მან მარიამს მიჰმადლა, და ერთი სულია მისგან. ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავლები და არ თქვათ: სამება! თავი დაანებეთ(ამგვარ საუბარს), უკეთესი იქნება თქვენთვის, რადგან ალლაჰი ერთი ღმერთია. იმაზე უფრო მაღლაა იგი, რომ შვილი ჰყავდეს მას. მისია რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი კმარა მფარველად!

لَّن يَسْتَنكِفَ ٱلْمَسِيحُ أَن يَكُونَ عَبْدًۭا لِّلَّهِ وَلَا ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ ٱلْمُقَرَّبُونَ ۚ وَمَن يَسْتَنكِفْ عَنْ عِبَادَتِهِۦ وَيَسْتَكْبِرْ فَسَيَحْشُرُهُمْ إِلَيْهِ جَمِيعًۭا

172. არასოდეს ითაკილებს მესია('ისა), რომ იყოს ალლაჰის მსახური და არც დაახლოებული ანგელოზები. ხოლო ის, ვინც თაკილობს მის თაყვანისცემას და ამპარტავნობს. იგი ყველას თავისთან შეკრებს.

فَأَمَّا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ فَيُوَفِّيهِمْ أُجُورَهُمْ وَيَزِيدُهُم مِّن فَضْلِهِۦ ۖ وَأَمَّا ٱلَّذِينَ ٱسْتَنكَفُوا۟ وَٱسْتَكْبَرُوا۟ فَيُعَذِّبُهُمْ عَذَابًا أَلِيمًۭا وَلَا يَجِدُونَ لَهُم مِّن دُونِ ٱللَّهِ وَلِيًّۭا وَلَا نَصِيرًۭا

173. ის კი, ვინც ირწმუნა და კეთილ საქმეს აკეთებდა, მიეზღვებათ სრული საზღაური და უმრავლებს მათ თავისი მადლით. მათ კი, ვინც თაკილობს და გადიდგულდა, დავსჯით მტანჯველი სასჯელით. და ვერ მონახავენ ალლაჰის გარდა მეოხსა და შემწეს.

يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ قَدْ جَآءَكُم بُرْهَـٰنٌۭ مِّن رَّبِّكُمْ وَأَنزَلْنَآ إِلَيْكُمْ نُورًۭا مُّبِينًۭا

174. ჰეი ადამიანებო! მოგივიდათ საბუთი თქვენი ღმერთისგან და ზემოგივლინეთ თქვენ ნათელი შუქი.

فَأَمَّا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ بِٱللَّهِ وَٱعْتَصَمُوا۟ بِهِۦ فَسَيُدْخِلُهُمْ فِى رَحْمَةٍۢ مِّنْهُ وَفَضْلٍۢ وَيَهْدِيهِمْ إِلَيْهِ صِرَ‌ٰطًۭا مُّسْتَقِيمًۭا

175. იმათ, ვინც ირწმუნა ალლაჰი და ჩაეჭიდა მას, შეიყვანს მის წყალობასა და მადლში და უწინამძღვრებს მათ პირდაპირ გზაზე.

يَسْتَفْتُونَكَ قُلِ ٱللَّهُ يُفْتِيكُمْ فِى ٱلْكَلَـٰلَةِ ۚ إِنِ ٱمْرُؤٌا۟ هَلَكَ لَيْسَ لَهُۥ وَلَدٌۭ وَلَهُۥٓ أُخْتٌۭ فَلَهَا نِصْفُ مَا تَرَكَ ۚ وَهُوَ يَرِثُهَآ إِن لَّمْ يَكُن لَّهَا وَلَدٌۭ ۚ فَإِن كَانَتَا ٱثْنَتَيْنِ فَلَهُمَا ٱلثُّلُثَانِ مِمَّا تَرَكَ ۚ وَإِن كَانُوٓا۟ إِخْوَةًۭ رِّجَالًۭا وَنِسَآءًۭ فَلِلذَّكَرِ مِثْلُ حَظِّ ٱلْأُنثَيَيْنِ ۗ يُبَيِّنُ ٱللَّهُ لَكُمْ أَن تَضِلُّوا۟ ۗ وَٱللَّهُ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌۢ

176. შენ გთხოვენ ფეთვას(განმარტებას), უთხარი: ფეთვას მოგცემთ თქვენ ქალალას შესახებ, რომ თუკი მოკვდება კაცი, რომელსაც არ ჰყავს ძე და ჰყავს და, მას მიეცეს იმის ნახევარი, რაც მან დატოვა. და იგი(ძმა) იქნება მისი(დის) მემკვიდრე, თუკი მას(დას) არ ჰყავს ვაჟიშვილი, ხოლო თუ ორი და იქნება, მაშინ მათ მესამედი იმისა, რასაც(მათი ძმა) სიკვდილის შემდეგ დატოვებს, მაგრამ თუ არიან და-ძმანი, მაშინ კაცს ჰქონდეს იმდენი წილი, რამდენიც ორ ქალს. განგიმარტავთ თქვენ ალლაჰი ამას, რათა გზა არ აგებნეთ და ალლაჰმა იცის ყველაფერი.